შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაწილი პირველი თავი I


19-04-2015, 23:31
ავტორი Dippie
ნანახია 1 481

I. დასაწყისი
- დასხედით ზარი დაირეკა , - შემოდის ოთახში მის ლი და კარებს ხმაურით კეტავს,-პირველ რიგში სანამ გაკვეთილს დავიწყებთ მინდა გითხრათ რომ, ორ კვირაში ლაშქრობაზე წახვალთ,-ხმაური ისევ იწყება, - სიწყნარე! - რკინა ნარევი ხმის მფლობელია ჩვენი მის ლი ძალიან რომ მოინდომოს დარწმუნებული ვარ შუშებს დალეწავს.
-მის ლი მარტო ჩვენი ჯგუფი?
-რათქმაუნდა არა. პარალელურ ჯგუფებთან ერთად .
ჯანდაბა! ყველაფერი რა კარგად იყო სანამ ეს თქვა .მე და ელენამ ერთმანეთს გადავხედეთ და დარწმუნებული ვარ ისიც იგივეს ფიქრობდა.
-აბა სიწყნარე,დავიწყოთ გაკვეთილი,-თვალები მოჭუტა და მოავლო კლასს თვალი . როცა ჩემზე შეაჩერა მზერა მივხვდი რომ...- ნინა გამოდი მესაუბრე 2018 წელს მომხდარ მესამე მსოფლიო ომზე.
-არ ვიცი მის ლი.
-რატომ?! პირველად მესმის ადამიანს ასე არ აინტერესებდეს გარდასულ დროთა ისტორია! კაარგი ბოლოჯერ გპატიობ,- და უცნაური სახით მომაშტერდა
- ა ჰო , დიახ მადლობა მის ლი - მიიღო რასაც ელოდა და კიდევ ერთხელ მოავლო ბავშვებს თვალი , მე მერხზე დავდე თავი აღარაფერი მანაღვლებდა.
-აბა ელენა ახლა მაინც გამოდი, რაც ამ ჯგუფში შემოვედი ერთხელაც არ მოგიყოლია გაკვეთილი.-ელენა ჩემი ბავშვობის მეგობარია ჩვენი მშობლები ახლო მეგობრები იყვნენ და ავტოკატასტროფაშიც ერთად მოვხვდით. ჩვენი მშობლები დაიღუპნენ , მაშინ თვეების ვიყავით. რა სასწაულით გადავრჩით დღემდე არ გვესმის არც ჩვენ და საერთოდ არავის. ამ ამბიბს გამო ყველგან გვცნობენ. ელენა აღელვებული დგება და იწყებს მოყოლას:
-როდესაც მესამე მსოფლიო ომი დაიწყო უამრავი ქვეყანა განადგურდა,განსაკუთრებით პატარა ქვეყნები.ისინი რომლებიც შედარებით დიდი ტერიტორიით გამოირჩეოდნენ გადარჩნენენ მაგრამ მოსახლეობის უმეტესობა დაიღუპა. 2020 წელს დაინიშნა მსოფლიოს მმართველი ინგლისელი მისტერ ჯონ ტეილორი. ხოლო თითოულ გადარჩენილ ქვეყანაში,რომელთა რიცხვიც 67-ს შეადგენდა ,ჩამოყალიბდა ახალი თანამდებობა პიერი.
პიერები წელიწადში 3 ჯერ იკრიბებოდნენ შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში მისტერ ჯონ ტეილორთან ერთად და განიხილავდნენ სხვადასხვა თემებს. 2026 წელს გადარჩენილ ქვეყანათა უბრავლესობა მოძლიერდა,განსაკუთრებული ყურადღება კი მოსახლეობის გაზრდას ექცეოდა.2030 წელს დაინიშნა ახალი მსოფლიო მმართველი, ჯონ ტეილორის შვილი მის რუტი.
-კარგი გოგონა ხარ, დაბრძანდი. აბა ყურადღება ვაგრძელებ მოყოლას და კარგად მომისმინეთ. - მის ლის მოსმენა ნამდვილად მიყვარდა ძალიან კარგად ხსნიდა ყველაფერს.
-როგორც ელენამ თქვა მის რუტის დანიშვნის შემდეგ ყველაფერი ძალიან შეიცვალა. მან ერთ-ერთ ყველაზე დიდ გადარჩენილ ქვეყანა კანადაში, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „კომანდო“ სადაც ობოლი ბავშვები მოყავდათ, აძლევდნენ განათლებას და უქმნიდნენ კარგ საცხოვრებელ პირობებს . ზუსტად ამ ორგანიზაციაში იზრდებით თქვენც, მაგრამ მაშინ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ახლა არის. სანამ ფესვებს გაიდგამდა „კომანდო“, პატარა ბიუჯეტით და ფართით შემოიფარგლებოდა. წლების შემდეგ სრულყოფილი სახე მიიღო ამ ყველაფერმა და ახლა 2035 წელს არსებობს „კომანდოს ქალაქი“ . თქვენ ჯერ 17 წლიანთა ჯგუფში ხართ, როდესაც სრულწლოვანები გახდებით შეძლებთ გასცდეთ ამ სასწავლებელს.
-და მერე რა იქნება?-ისმის ელენას ხმა,-მის ლი არ ელოდა ამ კითხვას და როგორც ჩანს მისთვის ეს აკრძალული თემა იყო. უეცრად ზარი დაირეკა და მის ლი გამოუმშვიდობებლად, სწრაფი ნაბიჯებით გავიდა გარეთ.
ჩვენი სასწავლებელი დახურულ სივრცეში იმყოფება, უფროსწორად ყოველი მხრიდან კედლები და დაცვა აქვს. მაგრამ მე არც ისე დიდი ინტერესი მაქვს რა ხდება იქით, მითუმეტეს ახლა როდესაც ეს თემა აკრძალულია მასწავლებლებისთვის. სასწავლებილს გვერდით საცხოვრებელი შენობაა იქით ეზო და აუზია , ასევე პატარ-პატარა მაღაზიები და ვიწრო ქუჩები. ჩემი აზრით „კომანდოს ქალაქიც“ ასეთივეა უბრალოდ უფრო დიდი და გრანდიოზული.
-ნეტავ რატო დაიძაბა ასე ძალიან მის ლი?-გაკვირვებული სახით მეკითხება ელენა
-არ ვიცი. მოიცა რა კიდე მაგაზე მაფიქრე გაატარე. ლაშქრობაზე რას ფიქრობ?
-არ ვიცი რა უნდა ვიფიქრო? კარგი უნდა იყოს არა?
-არა! იმ იდიოტებს რას ვუშვებით?
-კარგი რა ნინა ისინი თავისთვის იქნებიან ერთხელ და სამუდამოდ დაიკიდე . შენ და ალექსს შორის ყველაფერი მორჩა და ნურც მაგის მეგობრებზე იფიქრებ. აი მოდიან ჩვენებიც წამოდი.
ჩვენ ხუთნი ვართ. მე, ელენა, თიბი მაგრამ ჩვენ თის ვეძახით, ენი და ნენსი. ალექსი ჩემი ძველი შეყვარებულია რომელთან ერთადაც წავალთ ლაშქრობაზე. ისინიც ხუთნი არიან ალექსი, ტიმი, ჩედი(ჩემი და ელენეას ჯგუფელი), ბენი და რონი. ზუსტად ამ ხუთის გამო საშინლად არ მინდა ლაშქრობაზე წასვლა.
-აჰაჰა ნინა რა სახე გაქ, ელენა რა ჭირს ამას?-ენი ამბობს სიცილით და ლოყაზე მკოცნის
-არაფერი ისეთი,ლაშქრობაზე თქვენც გითხრეს?
-კი გვითხრეს ენის და თის ძალიან უხარიათ ტვინი წაიღეს უკვე გეგმებს აწყობენ სერიოზული სახით ამბობს ნენსი რომელიც ჩვენში ყველაზე სერიზულია.
-ხოდა მაგ ლაშქრობაზე ალექსიც იქნება თავისიანებთან ერთად და მაგაზე მოერყა სახე ამბობს ელენა სიცილით და უეცრად სერიოზულდება.
-რა მოხდა?-ვეუბნები და მის მზერას ვაყოლებ თვალს-ჯანდაბა! აჰა ახსენე და მოდიან.
-აბა გოგოებო მტკიცედ დავდექით,-ირონიულად ამბობს თი და ხელს მხვევს.
ალექსმა გვერდზე ჩამიარა და არც შემიხედავს. ერთმანეთს მიყვნენ სანამ ბოლო იდიოტმა ჩედმა ჩემს გვერდზე ჩავლისას არ წაიჩურჩულა რაღაც. გამწარებული ვეცი საყელოში და კედელს მივაჯახე.
-რა თქვი?!
-ხელი გამიშვი ! ეი ალექს მომაშორე ეს შეშლილი.-გოგოები წინ გადაეღობნენ ალექსს და ჩემამდე არ მოუშვეს.მე ისევ ჩედს ვუყვირი:
-გაიმეორე რაც წეღან თქვი!
- რა გავიმეორო? შენზე არ მითქვამს! შენთვითონაც იცი სულელი დაქალი რომ გყავს !-ამაზე ბიჭებს სიცილი აუტყდათ მეც ირონიულად გავიცინე და ალეწილ სახეში დავარტყი ჩედს.სახეზე ხელებაფარებული ძირს ეგდო და ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა.მალევე გეომეტრიის მასწავლებელი მისტერ პარკერი გამოჩნდა და ორივე დირექტორის კაბინეტში შეგვიყვანა. დირექტორს ედუარდი ერქვა მაგრამ ჩვენ ორში ედის ვეძახდი. იმდენჯერ მომიწია ამ კაბინეტში შემოსვლა რომ დავვახლოვდით,ამ მიზეზით კი პირველად ვარ აქ.
-ნინა, ჩედ ! რა ხდება? გავიგე რაღაც მომხდარა თქვენს შორის, მთელი სასწავლებელი ამაზე ლაპარაკობს.
-ჩედს კითხეთ,-ცივად ვეუბნები და ვჩუმდები.
-კარგი ჯერ ჩედს ვკითხავ, აბა გისმენ რა ხდება?
-ისეთი არაფერი მითქვამს, გიჟია ეს გოგო, შეშლილია ამის ადგილი აქ არ არის-გამწარებული ლაპრაკობს და თან მარცხენა ნესტოში იტენის ბამბას.
-გააჩუმეთ თორემ კიდევ დავარტყავ !
-კარგი კარგი ორივე დაწყნარდით! ესეიგი ჩედის ნათქვამმა გაგაღიზიანა ასე? და რა თქვა ასეთი?
-ჩედს კითხეთ-ვიმეორებ და ისევ ვჩუმდები
-ჰმმ, ისევ გისმენ ჩედ,
-ელენაზე ვთქვი რაღაც ეს კიდე მეცა ეგრევე
-უთხარი რა თქვი ! მიდი ! -ლამისაა მოვკლა
-საქმე იმაშია რომ ასე არაფერი გამოვა , ნინა გადი და გარეთ დამელოდე თან დამშვიდდები, ცალ-ცალკე დაგელაპარაკებით.-მშვიდად მეუბნება ედი და ოთახიდან მიშვებს.
ელენას ყველას თვალში ცუდი შეხედულება აქვს,მაგრამ ამის მიზეზი არ არსებობს. უბრალოდ უსწორდებათ და ამცირებენ ადამიანს, რასაც არავის ვაპატიებ მითუმეტეს იდიოტი ალექსის იდიოტ ძმაკაცსს. მალევე გამოდის ჩედი და თვალის არიდებით ჩადის კიბეებზე.
-უფრო უნდა დაგერტყა,- მეუბნება ედი და ორივე სიცილს ვიწყებთ
-თუ კიდევ გაიმეორებს გპირდები უფრო დავარტყავ-ღიმილით მაგრამ სრული სერიოზულობით ვეუბნები.
-არა ნინა არა, ველაპრაკე და დარწმუნებული ვარ,რომ მიხვდა ყველაფერს. ახლა კი ჩადი და დაისვენე. ლაშქრობა ყველაფერს შეცვლის დამიჯერე,ყველაფერს.
-კარგი ნახვამდის.-ვეუბნები და ქვევით ჩავდივარ.ვერ მივხვდი რა იგულისხმა ბოლო ფრაზაში: „ლაშქრობა ყველაფერს შეცვლის“. ბევრი ვიფიქრე და ვერაფერი ვერ მოვიფიქრე ისეთი რაც ჩვენ დამოკიდებულებას შეცვლიდა იმათ მიმართ ან პირიქით. საბოლოო ჯამში შევეშვი ფიქრს და ეზოში გავედი სადაც მელოდებოდნენ ჩემები.
-რაო რა თქვა?-ელენა მეკითხება
-არაფერი ყველაფერი კარგად იქნება - ვეუბნები და ერთმანეთს ვეხუტებით.
საქმე იმაშია რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ყველაფერი ვართ. მე და ელენა ბავშვობიდან ერთად ვართ, არაფრის არ გვეშინია, ენიც ძალიან მხიარულია, თი ირონიული და საყვარელი, ნენსი კი უბრალოდ ნენსია. ერთი შეხედვით განსხვავებულები, მაგრამ ერთნაირები ვართ. არცერთ ჩვენგანს არ ყავს ოჯახის წევრი, ამიტომ ვუფრთხილდებით ერთმანეთს ასე ძალიან. ეზოში სადაც ერათად დიდ დროს ვატარებთ, ერთ-ერთ ხეზე წლების წინ ამოვტვიფრეთ წარწერა : „ნინა, ენი, ელენა, თი და ნენსი.“ სანამ ერთად ვართ ყველაფერი მართლა კარგად იქნება .



№1  offline წევრი შიკალატკა

ძალიან კარგია! კარგად წერ და ესე გააგრძელე! აბა წარმატებები! love მე პირადად ძალიან მომეწონა! <3 ^_^

 


№2  offline წევრი Dippie

Madloba . Meore nawils xval avtvirtav :) <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent