ვამპირის ირონია 2
მას შემდეგ 4 წელი გავიდა დამიან! სევდიანად ამბობდა გოგონა და სურათების ალბობს ათვალიერებდა სადაც მისი პარტარაობა იყო აღბეჭდილი,თითოეული წუთი დამიანთან გატარებული.მას კარგი ბავშობა ქონდა.დამიანი ახლა მისი პირადი მცველი კი არა უფრო მეტია, მისი მეგობარი,მისი ძმა და ოჯახის წევრია. -პრინცესავ ეხლა უნდა დაიძინო გეყოს ამდენი ლაპარაკი -კარგი რა ჯერ 11 საათია,არ მეძინება -დედაშენი რომ მოვა უკვე უნდა გეძინოს -საერთოდ მაგისი საქმე არ არის ჩემი ცხოვრება,17 წლის ვარ და როგორმე მივხედავ ჩემს თავს,მაგრამ მხოლოდ შენი ხათრით. -ასე კარგი გოგო ხარ. -ჩემთან დაწექი და რომ ჩამეძინება მერე გადი გთხოვ რა.. -არ შემიძლია მე უნდა გავიდე -ამ შუაღამეს სად მიდიხარ? -რავი გავალ სუფთა ჰაერზე -არ გაქვს ულება მარტო დამტოვო .. -რატომ? -ხომ იცი სახლში რომ მარტო ვარ ვერ ვიძინებ -ერთხანს ჩაფიქრდა დამიანი და სევდიანად ამოილუღლუღა კარგიი დავრჩები.. .............. -არა არა მაპატიე,არ მაქვს უფლება რამე გიბრძანო,შენი სამუშაო დღე 10 საათზე მთავრედება.შეგიძლია წახვიდე -არა დავრჩები დიდიად აღარც მინდა გარეთ გასვლა. -არა წადი...! უკვე ყვირილში გადაეზარდა საუბარი,შენი თავისუფალი ადამიანი ხარ და უფლება გაქვს წახვიდე -კარგი,როგორც შენ იტყვი.შენ დაიძინე არ დამელოდო გვიან მოვალ.თქვა და კარგი გაიჯახუნა ანამ ძიმეთ წამოყო ლოგინიდან თავი და ერთხანს გაიზმორა,მაგრამ როცა საათს დახედა მიხვდა რომ გაზმორის დრო აღარ ქონდა და სასწრაფოთ სააბაზანოში შევარდა.მხოლოდ 5 წუთი დასჭირდა აბაზანაში ყოფნას,როგორც კი გამოვიდა თავის ყავისფერ კარადას ეცა და დათვალიერება დაიწყო.ბევრი ყოყმანის შემდეგ ვარდისფერი ბლუზა შავი ჟაკეტი და ჯინსის ქვედაბოლო არიჩია,სწორი თმა მხრებზე ჩამოიფინა და სარკეს გაუღიმა,შემდეგ გადაავლო მის არეულ ოთახს თვალი და უჟმურად აწია წარბი.კიბეებს დაყვა ეგონა დამიანი სამზარეულოში იქნებოდა და როგორც ყოველთვის ანას საყვარელ ბლინს უმზადებადა დამიან!.....დამიან! გაკვირვებული ათვალიერებდა ყველა ოთახს და დაეძებდა დამიანს მაგრამ სამწუხაროდ არც დამიანი არც მოახლეები და არც მშობლები ჩანდნენ სად გაქრა ეს ხალხი?ჩაიბურტყუნა და გარეთ გავიდა მძოლთან რომ სკოლაში წაეყვანა,როდესაც გარეთ გავიდე კიბეებზე ფეხი გადაუბრუნდა ჩამოვარდა და გონობა დაკარგა.მძღოლმა როგორც კი დაინახა მივარდა და ლოყებზე ურტყავდა ქალბატონო ანნა!....ქალბატონო ანნა! თვალი გაახილეთ გთხოვ,,ბევრი ემუდარა მაგრამ რატომღაც ანა გაჯიუტდა და თვალს არ ახელდა.მძღოლმა ბევრი ფიქრის შემდეგ ჩასვა მანქანაში და საავადმყოფოში წაიყვანა. დამიანი მოვიდა სახლში და კარები რომ ღია დაინახა ცოტა ანერვიულდა, -პრინცესავ! მე მოვედი! ბოდიში რომ დავაგვიანე საქმე მქონდა.ლაპარაკობდა მაგრამ პასუხს არავინ აძლევდა.იფიქრა ალბათ სკოლაში წავიდაო თან მძღოლიც არ იყოს სტარტზე.მაგრამ როდესაც მისი სკოლის ჩანთა და წიგნები თავის ადგილზე იდო მიხვდა რომ სკოლაში არ წასულა.ელვის სისწრაფით ამოიღო ტელეფონი და მძღოლის ნომერი ნახა... ჯაზპერ! დამიანი ვარ სად არის ანნა? ბატონო საავადმყოფოში არის.დღეს გარეთ რომ გამოვიდა კიბეებიდან ჩამოვარდა და გონემა დაკარგა. რააა?დამიანს თვალები გაუფართოვდა,ახლა ნანობდა დროულად რომ არ მოვიდა სახლში.რომელ საავადმყოფოშია?ერთხანს დამიანი მხოლოდ ფურცელზე წერდა რაღაცას,შემდეგ დაუდასტურა რაღაც და გავარდა მანქანით. ......................... -ანნა მილერი რომელ პალატაშია?ღრმა კითხვით მიმართა ექთანს -344-ში,მაგრამ ჩვენ უკვე ერთი საათის წინ დავურეკთ მის მშობლებს,თქვენ ვინ ბრძანდებით? -მე...მეეე..მე მეოღლე ვარ მისი -კარგით შებრძანდით .................................... -ანნა!...ანნა! როგორ ხარ?რა დაგემართა როგორ მოხდა?ხომ კარგად ხარ? -დამიან რა იყო რა კითხვები მომაყარე კარგად ვარ უბრალოდ დავეცი -მაგ დაცემით ბევრი რამე ხდება. -დედა და მამა რატომ არ შემოვიდნენ პალატაში? -არ იცოდა რა ეპასუხა დამიანს ბევრი იყოყმანა და თქვა,ჯერ მე მინდოდა შემოსუვლა ისინიც შემოვლენ. .................. -კარგი დაუძახე იმათაც. -სანამ დავუძახებდე მინდა ბოდიში მოგიხადო -რისთვის? -მარტო რომ დაგტოვე მთელი ღამე,გპირდები აღარ განმეორდება -არა დამიან არ იყავი ვალდებული -ვიყავი და ეხლა გაჩუმდი არ ილაპარაკო.მე გავალ და იმათ დავუძახებ .................. -ქალბატონო ამანდა!რაღაც მინდა გითხრათ ანაზე -ეხლა არ მესმის მუსიკებია ჩართული მერე გადმოგირეკავ დამიან დამიანს არ ესმოავნა ვარაუდობდა რომ კლუბში იყო როგორც ყოველთვის.ახლა ცადა დაერეკა ბატონი აარონისთვის -აარონ!დამიანი ვარ. -გისმენ დამიან! ვიცი რომ ანას საავადმყოფოში არის,ექიმს დაურეკე და მითხრა რომ არაფერი საშიში,ძალიან მნიშვნელოვან კოფერენციაზე უნდა შევიდე და სამწუხაროდ ვერ მოვალ.იქნებ მიხედო შენ და მერე სახლში ვნახავ. -კარგთ ბატოო...ტელეფონი გათიშა და კდელს ხელი მიარტყა მწარეთ დამიანი შევიდა ისევ პალატაში .................. -დამიან ეს უკვე სასაცილოა,სულ შენ რატომ შემოდიხარ შემოუშვი ეგენიც -ანა! თავი გაუქნია მწარედ და კონკრეტულად -კარგი გასაგებია ყველაფერი.მივეჩვიე უკვე,თვალებიდან ცრემლი გადმოუვარდა. -ერთი წუთი მირეკავენ.ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან ნომერს დახედა და ეუცხოვა,ბოდიში მოიხადა და გარეთ გავიდა.როგორც კი უპასუხა წარმოთქვა შემდეგი სიტყვები. -ეხლა რაღა გინდა? -დამიან! ბოხი ხმად ჩაესმა ყურში,ეს პირველი დღე იყო როცა ანნა საავადმყოფოში მოხვდა და შენც პატარა ბავშვვით აგიჩქარდა გული შიშისგან.ასეთ დღეებს უკვე მინდა რომ მიეჩვიო -ვინ ხარ? -244 პალატა ყველაზე კარგი პალატა არის,კომფორტულია -ჯექსონ?შენ ხარ?განცვიფრებულად იკითხა და მისდა სამწუხაროდ ტელეფონი გათიშა.თითქოს შიში და ინტერესი იგრძნო.შევარდა პალატაში და ისევ უკვე აცრემლებული ანნა დაინახა. -უნდა წავიდეთ აქედან. -ვერ წამოვალ ხვალ გამწერენ.შენ ალბათ არ გსმენია ჩემზე რომ წესების დარღვევა მიყვარს. მის ლოგინთან მივიდა ხელში აიყვანა და პალატიდან გამოიყვანა ანნა გაკვირვებული იყო მაგრამ ამ მოჩხუბარ ბიჭთან გამკლავება ცოტა ძნელი იყო. P.s კიდევ ერთხელ გეტყვით მეგობრებო, რომ ეს ისტორია არის მსუბუქი წასაკითხი, რათქმაუნდა იქნება ბანალური სცენებიც, მაგრამ ჯერ არ ვაპირებ ძალიან გადავტვირთო,ნელ-ნელა ყველაფერი გამოჩნდება ამიტომ ნაადრევი დასკვნებისგან მოდი თავი შევიკაოთ :* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.