ალექსანდრე!
ყველაფერი ასე იწყება ამ სახელიდან.... ალექსანდრე! 21 წლის ახალგაზრდა ალექსანდრე მიქაძე თავზეხელაღებული ბაიკერი... უამრავ გოგოს უყვარს, მაგრამ ალექსანდრე რის ალექსანდრეა ბოლოს ყველას გული, რომ არ ატკინოს?! მხოლოდ თავის თავი უყვარს მეტი არავინ, მხოლოდ საკუთარი თავიი... წამალი, სიგარეტი, იარაღი და ბაიკი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია! გოგოები? აბა ერთ გოგოს მაინც თვალი დაადგას 2 დღეში ისე დაახვევს თავბრუს, რომ დაუფიქრებლად აღმოჩნდებიან მის ლოგინში, რამდენიმე დღეში ბეზღდება ტოვებს და ასე გაუთავებლად.... რამდენი წელი გავიდა, რაც სახლიდან წამოვიდა და მარტო ცდილობს ცხოვრებას... სისხლი, მკვლელობა, ძარცვა, უამრავი ადამიანის გულის ტკენა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია! ყოველ დღე ერთსა და იმავეს იმეორებს, ვიღაც დაჭრა, ვიღაც გაძარცვა, ვიღაცას გული ატკინა... ისევ სასმელი, სიგარეტი, ნარკოტიკი.. კიდევ ვიღაც უმანკო გოგოს გაუბედურება... ეს ხომ მისი ცხოვრების წესია?! რა ან ვინ შეცვლის ალექსანდრე მიქაძეს?! დედ_მამა მუდამ ლოცულობენ შვილის გამოსწორებისთვის მაგრამ ამაოდ, ყოველ დღე ეხვეწებიან ნარკოლოგიურში დაწოლას მაგრამ აზრი? რა შეცვლის მას? 18 წლის ასაკში მიატოვა ოჯახი და მარტო წავიდა საცხოვრებლად, მაშინ, როცა ამის არავითარი საჭიროება არ არსებობდა. ყოველ დღე უფრო მეტად ეფლობა ჭაობში. არავინ ადარებს ამ ქვეყნად არავინ! ჩვეულებრივ მზიანი დღე ალექსანდრე თბილისის ზღვაზე მიდის ახლა მსხვერპლს ეძებს ახალი სათამაში ჭირდება. მზიანი დღე უცებ წვიმამ შეცვალა, რატომღაც ბაიკი ვეღარ დაიმორჩილა და განათების ბოძს შეასკდა... წივილი.. ტირილი... სასწრაფო... პოლიცია... ყველაფერი ირეოდა მის თვალებში, მაგრამ ყველაფერი მაშინ გაქრა, როდესაც ლიზა მელაძე შენიშნა... მისი ერთ-ერთი მსხვერპლი... ვერავინ ეკარება სისხლიან ახალგაზრდას... ლიზამ, რაღაც სასწაული ძალა იგრძნო მივიდა ცადა ადგომაში დახმარებოდა მაგრამ როგორ?! უკვე სუნთქვა უჭირდა... სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში... ლიზა მელაძე გაუჩინარდა... ლიზა მელაძე გოგო, რომელიც 2 მოძალადეს გადაურჩა და პირობითად გმირმა ალექსანდებ იხსნა მათგან ბოლოს კი მისი მსხვერპლი აღმოჩნდა... 2 წელი გავიდა რაც ალექსანდრე აღარ უნახავს... რამდენი რამ მოხდა მას შემდეგ თუმცა ალექსანდრესთვის არაფრის თქმას არ აქვს აზრი რას უნდა ელოდო ლოთი, ნარკომანი, თავზეხელაღებული ახალგაზრდასგან?! მოგწონთ? გავაგრძელო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.