Barman (6)
მას შემდეგ ერთი თვე გავიდა და სანდრო აღარ გამოჩენილა. მეც ვცდილობდი ჩვეულებრივად გამეგრძელებინა ყველაფერი. მეგობრებიც არ მიხსენებდნენ სანდროს თითქოს აღარც არსებობდა. მე კი მის გარეშე თავს საშინლად ვგრძნობდი. ამასობაში ივლისიც მოვიდა. გადავწყვიტეთ ბათუმში ყველა ერთად წავსულიყავით. მე, ელენე, საბა, გიო და ნინი. ხო რაც შეეხება ელეს და საბას. ისინი შეყვარებულები არიან, მაგრამ ერთმანეთის ნერვებზე თამაშს მაინც აგრძელებდნენ. რაც მე პირადად ძალიან მახალისებდა. პირველად ბათუმში არ მივყვებოდი. რა პონტია მე მურმანის ეკალივით რომ ვარ თქვა. გიომ შენც გამოგიჩნდებაო ვინმე. მეც ამით "დამშვიდებული" გავყევი მათ. როგორ მინდოდა ბაგრატიონიც ჩვენთან ერთად ეამოდულიყო. ნერვები საშინლად მეშლებოდა. ამდენი ხანი არც მოვუკითხივარ და არაფერი. ესენიც ტომ ჯინაზე აღარ მიხსენებენ. ამ ყველაფერზე ფიქრში ჩავალაგე ბარგი. როგორც კი გამომიარეს ბარგი ქვევით ჩავიტანეთ და გავუყევით გზას ბათუმისკენ. ასე არასდროს მიგვრძნია თავი მურმანის ეკლად, როგორც ახლა. წინ გიო და ნინი უჟუჟუნებდნენ თვალებს ერთმანეთს, ჩემს გვერდით კიდევ ელენე და საბა. ამათი ყურებისას გულში სითბო მეღვრებოდა. უნდა ვაღიარო მშურდა კიდეც მათი სიყვარულის, ოღონდ თეთრი შურით რა თქმა უნდა. ამ რომანტიკულ ფონზე ჩავედით ბათუმში. ერთსართულიანი სახლი ვიქირავეთ, რომელიც სამი საძინებლისაგან შედგებოდა. სახლი ძალიან მყუდრო და კომფორტული იყო. ჩემი ოთახიც ძალიან მომეწონა. ნინი და გიო ერთ ოთახში დანაწილდნენ, საბა და ელე კი ერთში. ცუდი არაფერი არ იფიქროთ უბრალოდ პატარა "ცუღლუტობებით" იფარგლებიან როგორც მე მითხრეს. როგორც კი მოვთავსდით მაშინვე წამოვაყენე აზრი... -აუუ ზღვაზე გავიდეთ რააა-და საცოდავი თვალებით შევხედე ირგვლივ მყოფთ. -მე და ნინი ბულვარში სეირნობას ვაპირებთ.-მითხრა გიომ და უფრო კარგად მიიხუტა ნინი. -მე და ელეს კი დასვენება გვჭირდება და სახლში ვრჩებით.-განმიცხადა საბამ. -კარგი მაშინ მე სანაპიროზე გავალ.- ვთქვი, რადგან მეგონა მარტო არ გამიშვებდნენ და გამომყვებოდნენ მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ. -კარგი როგორც გინდა- მხრები აიჩეჩა გიომ. ძალიან გამიკვირდა, რადგან ასეთ სიტუაციაში და მით უმეტეს პლაჟზე მარტო არასდროს მიშვებდნენ.რაღას ვიზამდი. გავემზადე და სანაპიროსკენ წავედი. თეთრი საცურაო კოსტუმი უფრო კარგად უსვამდა ხაზს ჩემს ისედაც შავ კანსა და ლამაზ ფორმებს. როგორც კი სარაფანა გავიხადე მაშინვე ვიგრძენი მწველი მზერა. წყალში ჩავდიოდი როდესაც თავში ფრენბურთის ბურთი მომხვდა. ცოტაც და წავიქცეოდი ისე ამტკივდა თავი. გინების დაწყებას ვაპირებდი როცა ლევანის ხმა მომესმა. -როგორ ხარ? ძალიან მაგრად მოგარტყი.-ეს თქვა და მაშინვე დამებადა ლოგიკური კითხვა:"ამას აქ რა ჯანდაბა უნდა?" -არაა ლევან არაუშავს.- და სიმწრით გავუღიმე. -კაი წავალ მეძახიან და გნახავ მერე-ეს თქვა და ფრენბურთის თამაში განაგრძო. -მერე მნახავ არა ბებიაშენისა.-ჩავიბუტბუტე გამწარებულმა. შემდეგ კი წყალში ჩავყვინთე. კარგად ვცურავ და ვყვინთავ. ადრე ცურვაზეც დავდიოდი. მეგობრები იხვს მეძახდნენ. მე კი ვბრაზდებოდი. გედიც ხომ ცურავს წყალში, გედი მაინც დამიძახეთ თქვა. წყალში ყვინთვისას ვიღაცის სხეულს შევასკდი და დაფეთებული ამოვხტი წყლის ზედაპირზე... ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის და ამ პატარა თავისთვის. მეტს ფიზიკურად ვერ დავწერდი და ვერც ვასწრებ. გთხოვთ მაპატიოთ და კომენტარი დამიტოვოთ თუ არ დაგეზარებათ. მიყვარხართ მე თქვენ . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.