შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

самый лучший для меня (4)


20-04-2015, 23:19
ავტორი anushkaa
ნანახია 3 741

***
პატარა ესე 4-5წლის გოგო,მოქერაო გრძელი თმით,პატარა ცხვირით და ბედნიერი,ბრჭყვიალა თვალებით.ვარდისფერი ,მოკლე გაშლილი კაბა აცვია საქანელაზე ესე 10 - 12 წლის ბიჭი აქანავებს,იმდენად ლაღად და გულწრფელად იცინიან არასდროს მომბეზრდება ვუყურო,ვუყურო და დავტკბე. ჩემს და კაკის ბავშობას მახსენებს, ზუსტად ესეთები ვიყავით,ბედნიერი და ლაღი ღიმილით.
ახლა ? ახლა კი ვუყურებ ჩემს უსიცოცხლო,გათეთრებულ, ათას შნურში ახლართულ სხეულს,იქით დედაჩემის ცრემლიან და გადაღლილ თვალებს ვხედავ,კაკის ნერვიულობისგან ყველა ძარღვი აქვს დაჭიმული,ირაკლიც ესე განადგურებული აწყნარებს დედას.ჩემი ლიზაზუ შუშის თვალებით ერთ კედელს მიშტერებია, ჩემი ყველა მეგობარი იქ დგას,პალატის შესასვლელთან,იმ იმედით რომ წუთი წუთზე გამოვა ექიმი და იტყვის ყველაფერი კარგადაა.
ჩემი ლევანიც ზუსტად ჩემს გვერდით წევს ისევე უსიცოცხლო სხეულით,მტკივა ყველაფერი მტკივა,ჩემ ტკივილთან ერთად ლევანი და ყველა ჩემ პალატასთან მდგომი ადამიანი მტკივა, რომ ვანერვიულებ.ამის მერე მააქვს უფლება რო მოვკვდე ? მოვკვდე და დავტოვო ეს ყველა ესე ? ვუკვირდები და სულ მეგონა ბევრი მქონდა ნანახი ახლა ვხვდები რო არაფერი მინახავს.
თავს ძალას ვატან,ვცდილობ მთელი ძალა მოვიკრიბო და გავახილო თვალები,რთულია იმდენად დამძიმებული მაქვს ქუთუთოები რომ ძალიან რთულია
-პაციენტი გონზე მოდის ჩქარა პულსი..
მესმის ექიმის ყვირილი ვხვდები, რომ ნელნელა ვუბრუნდები ამ სამყაროს.ყველაფერი იმდენად მტკივა მეტი რომ არ შეიძლება მარა უნდა გავახილო ეს თვალები ერთხელ და მორჩა ! ჯერ ერთი თვალი გავახილე,მერე მეორე ცოტა ხანში ისევ ყველაფერი ბნელდება და მეძინება.
***
-პაციენტი სტაბილურადაა.გონს მოვიდა, თუმცა ახლა ძინავს ერთ ნახევარ საათში შეძლებთ ნახვას.
ღიმილით გამოვიდა ექიმი.
302 პალატასთან მდგომი ,ყველა ადამიანი, ბედნიერებისგან ყვიროდა, წიოდა არ ვიცი ვერ გეტყვით, ყველა გაგიჟდა, მთელი თბილისი შოკში იყო ბედნირებისგან. მარტო ლევანის კომიდან გამოსვლაღა დარჩა.
###
თვალები ისევ ძლივს გავახილე,როგორია 1კვირა გათიშული რო ხარ და ეხლა თვალებს ახელ,პირველი მარჯვნივ გავიხედე,სადაც ლევანი იწვა,ისევ ისე უსიცოცხლოდ იწვა და აპარატის გამაღიზიანებელი წრიპინი ისმოდა.
მერე დედა შემოვიდა, მისი თვალები არასდროს დამავიწყდება! მოვიდა და მთელი სახე დამიკოცნა,ღაწვებს ცრემლები მისველებდა.
-ჩემო პატარა,ყველაფერი კარგადაა,ყველაფერი კარგად.
ბუტბუტებდა დედა და თმებზე მეფერებოდა
-დედა ლევანი გაიღვიძებს ?
ცოტა ხანი გაჩუმდა
-უყვარხარ,როცა უყვართ სიკვდილსაც ამარცხებენ,უნდა გაიღვიძოს,შენი სიყვარულით უნდა გაიღვიძოს
-დე რომ ვერ გაიღვიძოს ?
გაპარული ხმით ვეკითხები და ყელში დიდი ბურთი მეჩხირება და მხრჩობს.
დედაჩემსაც თვალები ცრემლებით ევსება.
-გაიღვიძებს ნინა, გაიღვიძებს. შენ ხი გაიღვიძე? ლევანიც გაიღვიძებს.
ყველა სათითაოდ შემოდის და მეუბნება ,რომ ყველაფერი კარგადაა მეც ნაძალადევად ვუღიმი.
არადა ვხვდები, არაფერი არააა კარგად, ჩემს ლევანს ტკივა,ჩემი ლევანი თვალებს ვერ ახელს და ძინავს ძალიან ღრმად ძინავს და ესმტკივა,კიდე ის მტკივა "ჩემი პრინცესა ხარ მარტო"-ს რო არ მეუბნება,მის ხელებს რომ ვერ ვგრძნობ.
სულში მწვდება ტკივილი,
და მინდა ვიღრიალო ბოლო ხმაზე,
მინდა ლევანიმაც ეს ჩემი ტკივილი და ყვირილი გაიგოს და გაახილოს თვალები.
არასდროს მიფიქრია რამინდოდა ყველაზე მეტად,ხან ფერერო როშერი მინდოდა ხან გუჩის ჩანთა და პრადას სათვალე,ხან ახალი ლობუტინები მინდოდა მარა ეხლა ! ყველაზე და ყველაფერზე მეტად მინდა,კიდევ ერთხელ ,სულ ერთი წუთით მაინც ,დავინახო ლევანის ნაცრისფერი თვალები,ისევ ისე ჩავიძირო მათში და მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა იქნება, როცა არ ვინანებ ცურვა რომ არ ვიცი,ამ ბედნიერი 60წამისთვის დავთმობდი სიცოცხლეს!
***
ახლა...
ისე მომენატრა შენი ხმა...
შენი ერთი სიტყვისთვის მთელი ცხოვრება დავყრუვდებოდი...
самый лучший для меня (4)



№1  offline წევრი Niacule

რაძააან კაიააა ❤❤❤

 


№2  offline წევრი ninauka

ცოტა წაუპატარათავებს მგონი :D ისე კარგი იყოო :* ძალიან....:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent