შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი ჩახუტება ყველაფერს მირჩევნია! (2ნაწილი)


20-04-2015, 23:25
ავტორი მარიკუნა:)
ნანახია 3 239

ავტობუსში გვერდით ლანა მომიჯდა. ნინი უკან ვიღაც ბიჭთან იჯდა და მხიარულად ლაპარაკობდნენ.
-აუუ სანდრ, გადავჯდეთ რა მე ფანჯარასთან მინდააა.
-კაი წამოდი.
გადავჯექით და ზუსტად იმ ბიჭის და ნინის პირისპირ დავსხედით. ლანას ტლიკინს არ ვუსმენდი და მთელი ყურადღება უცნობის და ნინის საუბრისკენ მქონდა მიმართული.
-ხოო გავიგე მართლა მაგარი კოტეჯებიაო და წინა წელთან შედარებით უფრო ნორმალური საწოლები აქვთ.
-მაგარი იქნება, იმედია მუზეუმებშიც წაგვიყვანენ.
-საწოლების ზომა გაუზრდიათ.
-აქაური ისტორია ძალიან საინტერესოა.
-თეთრი საწოლები არ მომწონს მაგრამ...არაუშავს.
-ალიო! მე ბანაკზე გელაპარაკები! იცინოდა ნინი.
-ხო კაი. ბიჭიც იცინოდა. მაგრამ მაინც...
-მოკეტე. ნინიმ გააჩუმა.
როგორც იქნა მივედით.
კოტეჯებში გადაგვანაწილეს. გოგოები ბიჭებთან. მე ლანასთან მიწევდა. ნინის იმ ბიჭთან. ბოსმა გაგვაფრთხილა კოტეჯები შეიცვლებაო.
ერთი კვირა განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, გარდა იმისა რომ მე და ნინი ძალიან დავახლოვდით. ლანა გულზე სკდებოდა მაგრამ, ყურადღებას არ ვაქცევდი. მინდოდა დაენახა რომ არ მიყვარდა და თვითონ
დამშორებოდა მაგრამ ის არ ჩქარობდა. ერთ დღესაც, თვალი მოვკარი ლანას რომელიც ჩვენკენ მოდიოდა უცბად გაჩერდა და უკან მიიხედა. უკან ნინი ედგა. ლანამ გარჩევა ხმამაღლა დაუწყო. ისისიყო უნდა ჩავრეულიყავი რომ ლანამ მთელი ძალით გაარტყა ნინის სახეში და ისიც კივილით ჩაიკეცა. ფეხზე წამოვარდა და ტყისკენ გაიქცა. ცოტა მიკლდა ლანას შუაზე გავხევდი მაგრამ ბიჭებმა გამაჩერეს: შეეშვი.
ტყეში შევვარდი, ნინის ვეძებდი. არსად არ ჩანდა. თანდათან შიში მიძლიერდებოდა. ნინის სახელს უფროდაუფრო ხმამაღლა ვყვიროდი. პასუხი არ იყო. უცებ საიდანღაც ხმადაბალი ქვითინის ხმა შემომესმა. მიმოვიხედე და იქვემ მჯდარ ნინის გადავაწყდი.
-ნინი! კარგად ხარ?
ნინიმ თავუ გააქნია და ამომხედა. მწვანე თვალები შემომანათა. ცხვირიდან თქრიალით მოსდიოდა სისხლი. ლოყა გასწითლებოდა და ლურჯი ფერი მკრთალად დადებოდა.
-ღმერთო ჩემო... გაოცების ხმა აღმომხდა და ლოყაზე ნაზად მოვეფერე. თვალები სულ ჩაწითლებული ჰქონდა, მაისური კი სისხლით ჰქონდა მოთხვრილი. თავი სასწრაფოდ ჩემ კალთაში ჩავადებინე და სისხლდენა შეუწყდა.
-გეფიცები პასუხს ვაგებინებ ამ საქციელისთვის... ყურში ჩავჩურჩულე და გაწითლებულ ლოყაზე ფრთხილად ვაკოცე.
,,როგორი ნაზი კანი აქვს" გავიფიქრე და ლოყაზე ფერება გავაგრძელე. როცა დავრწმუნდი რომ სისხლდენა საბოლოოდ შეუწყდა, წამოვაყენე, მაგრამ დაეცა.
-ფეხზე რა მოგივიდა?
-რომ... მოვრბოდი... ქვას... წამოვკარი... ფეხი... ქვითინებდა გულამოსკვნილი.
-ფუ ამის... დედას მოვუ***ვ მაგ საცოდავს.
-მომეხმარე... რა...
-ეხავე პატარა, მოიცა
ხელში აყვანა დავაპირე მაგრამ საზარლად აკივლდა.
-ააა!! მტკივა!
-მაშინ ეცადე რომ ფეხით წამოხვიდე. მე დამეყრდენი და მოგეხმარები.
-კარგი... დაიჩურჩულა და კისერზე ხელი მომხვია.
ბანაკამდე მისვლაში დავეხმარე და კოტეჯებთან არსებულ სამედიცინო პუნქტში შევიყვანე.
-ექიმი ჩქარა!
-რა მოუვიდა?
-ტყეში ვიპოვე , ქვას წამოკრა ფეხი და დაეცა.
-მოდით ფეხს შევუხვევ, მოტეხილს არ გავს.
-კარგით, შეიძლება ჩემს კოტეჯში გადავიყვანო?
-პასუხისმგებელი თქვენ იქნებით რამე რომ მოუვიდეს?
-რათქმაუნდა.
-კარგით მე მოველაპარაკები უფროსს.
-წამო ნინი.
-მომეხმარე რა...
-მოდი.
ჩემს კოტეჯში წავიყვანე და ლანას იქაურობის დაცლა კატეგორიულად მოვთხოვე.
-მოიცა და ანუ შენთან ერთად ამ ბო**ა უნდა დაიძინოს? შენი შეყვარებული რო ვარ დაგავიწყდა?
-არაფერი არ ხარ შენ ჩემი. ეხა აახვიე აქედან დროზე. ნინი ძაან გტკივა?
ნინიმ თავი დამიქნია.
-აი დაწექი აქ.
ამ დროს ბოსმა კარები შემოაღო.
-რა მოხდა?ფეხი მოიტეხე? სიცილით ჰკითხა ბოსმა ნინის.
ნინისაც გაეცინა.
-არა მოტეხილი არარის.
-ძალიან კარგი. იმის თქმა მინდოდა რომ საღამოს ჩვენთან ძალიან პატივსაცემი ხალხი ჩამოდის და დახვედრა უნდა მოვუწყოთ. თუ გინდათ წამოდით.
ნინიმ უხერხულად დაიხედა ფეხზე:
-მმ...არამგონია...ფეხი ძალიან მტკივა.
-კარგი. სანდრო შენ წამოდი.
-კარგით ვეცდები.
როგორც იქნა ჩვენი ბოსი კოტეჯიდან "გაეტენა" და საწოლზე წამოვწექი მაგრამ ყრუ ბრაგვანი გაისმა და საწოლის მატრასთან ერთად იატაკზე აღმოვჩნდი.
-ფუ შენი!
ნინის გაეცინა.
-ეხლა რა უნდა ქნა?
-რა უნდა ვქნა და შენს გვერდით უნდა დავწვე.
ნინის გაუკვირდა და შემდეგ გაბრაზდა.
-მაგასაც ვნახავთ!
-ოო, არ დაიწყო ეს სწერვული სისულელეები ეხლა რაა.
-არაფერს არვიწყებ უბრალოდ არ მინდა რომ ჩემ გვერდით დაწვე.
-რატო?
-არ მინდა და იმიტო.
-გთხოვ რა! ცივია იატაკი და მაინცდამაინც იქ უნდა დავწვე? საწყალი სახით შევხედე.
-კარგი დაწექი ამ საწოლზე.
თვითკმაყოფილების ღიმილმა გადამირბინა სახეზე. მაგრამ ნინიმ დაამატა:
-მე ჩემს კოტეჯში გადავალ ისევ. ლანას ვეტყვი რომ ისევ აქ გადმოვიდეს და სიამოვნებით მოგიწვება გვერდით.
-აუ ნინი!!
ნინიმ განაწყენებულმა შეხედა.
ამ დროს კარზე დააკაკუნეს. სანდროს ძმაკაცები იყვნენ.
-ნინი, აი კასტილები მოგიტანეთ რა სანამ ფეხი გტკივა.
-ეეე. მადლობა. გაბრწყინებულმა შეხედა ნინიმ ბიჭებს. წავედი მე ვივარჯიშებ ამით სიარულში.
-კაი მიდი.
ნინი გავიდა თუ არა სანდრექსამ ლაპარაკი დამიწყო:
-ბიჭო შენ ეგ გოგო მართლა მოგწონს?
-კი. იცი რა საყვარელია?
-ესე უცებ მაგის შეყვარება როდის მოასწარი?
-აეროპორტში რო დაიგვიანა ზუსტად მაქედან. ისეთი ლამაზი თვალები აქვს. ხომ გაგიგიათ მწვანეთვალებას ვერ გადაიყვარებო?
-რა მწვანე დალტონიკი ხარ? ცისფერი თვალები აქ ეგ გოგო ადრეც მყავს ნანახი.
-აუ შენ როგორ გაკლია ეე.
-მისმინე და არ აპირებ ამ გოგოსთვის თავის დანებებას?
-არა და ვსიო.
-ისაა... არ მინდოდა რომ მეთქვა მაგრამ ბევრი კონკურენტი გყავს.
-რა?
-თითქმის ყველა მაგ გოგოს დასდევს. ნინისაც მოსწონს ერთი.
-ვინ მოსწონს?!!
ვყვიროდი. არ დავუშვებდი რომ ნინის სხვა შეეყვარებინა.
-აი რო ჩამოვედით ,ავტობუსში ვისთან ერთადაც იჯდა.
-აუ ის სი*ი?
-ხო...
-მაგის მერე კიდე შეხვდნენ ერთმანეთს?
-ლანა მოგვიყვა ყველაფერს. სანამ გაარტყამდა მაგ ბიჭისთვის უკოცნია თურმე. და ლანამ ბო*ი ხარო და მაგიტო გაარტყა.
-გასაგებია.
-არ ინერვიულო კაი?
-კაი. წადით ეხა.
ბიჭები რომ წავიდნენ ცოტა ხანში ნინიც მოვიდა.
-რა რთულია ამ რაღაცეებით სიარული რაა.
და ამდროს ჩემ სახეს გადააწყდა.
-რამე მოხდა?
-ვის კოცნიდი?!
-რა?
-ვერ გაიგე?! ბოლო ხმაზე ვუყვიროდი. ვის კოცნიდი მეთქი!
-გააფრინე? ვისთვის უნდა მეკოცნა?!
მივვარდი და ხელში მოვუჭირე.
-სანდრო მტკივა გამიშვი!
-ვიცი რო გტკივა. უნდა გეტკინოს!
-სანდრო შემეშვი! უკვე ტირილზე გადავიდა ნინი.
-ლანას უმიზეზოდ არ გაურტყია! ვიღაცასთან ზასაობდი ეტყობა და მაგიტო!
ეს სიტყვები დაუფიქრებლად მივაძახე. მივხვდი რომ გული ძალიან ვატკინე.აცრემლებული თვალები შემომანათა და იმ დროს თავი სრულ არარაობად ვიგრძენი. 1 კვირაა რაც გავიცანი და უკვე პასუხს ვთხოვდი იმაზე რაც ჩემი საქმე არ იყო.
-ნინი...
-თავი დამანებე რა...
ნინი კოჭლობით გავიდა გარეთ და სადღაც შეუხვია. აღარ გავყევი. დაფიქრდებოდა. მაგრამ ნინი არც საღამოს და არც ღამით არ გამოჩენილა. ძალიან შევშინდი. მთელი ბანაკის შეყრა არ მინდოდა. მითუმეტეს ყველა წვეულებაზე იყვნენ, ამიტომაც მე თვითონ წავედი იქით საითაც ნინიმ შეუხვია. გავედი და ვერც კი წარმოვიდგენდი მსგავსი ლამაზი ადგილი თუ სადმე მენახა. ულამაზესი ზღვა იყო და ქვიანი სანაპირო. ნინიც იქვე იჯდა. თავისთვის მოკუნტული. მივუახლოვდი და გვერდით მივუჯექი.
-ნინი...
-წადი რა აქედან. დანახვაც არ მინდა შენი.
-ნინი გთხოვ მისმინე რა. ის სიტყვები დაუფიქრებლად გითხარი შემთხვევით.
-შემთხვევით არაფერი არ ხდება სანდრო... ლანას გრძელ ენას უჯერებთ ყველანი და მე არავინ არ მენდობა. რათქმაუნდა, მე ვინ უნდა მენდოს, გოგოს რომელსაც და ცხვირწინ მოუკლეს და რომელიც ცოტა შერეკილია, ერთი სიტყვაც არ უნდა დაუჯერო. თანაც რა მიკვირს?! შენი შეყვარებულია, მე კიდე 1 კვირაა მიცნობ. სულ ერთია ჩემთვის ყველაფერი. მე მეგონა აქ მაინც ვიქნებოდი მშვიდად.
-ნინი ბოდიში...
-სანდრო როცა ადამიანს ჩემი არ სჯერა იმისი ბოდიში მე არ მჭირდება.
-...
დავიხარე და ნინის ხელზე
ვაკოცე. რომ მოვუჭირე, ვატკინე და გაწითლებული ჰქონდა. მერე მკლავზე... მერე მხრისკენ ავუყევი. შემდეგ ყელში და ბოლოს ტუჩებამდეც მივედი. ნაზად შევეხე და ორივე ტუჩი დავუკოცნე. ჯერ ზედა, მერე ქვედა, შემდეგ ორივე ერთად. ნინი გაოგნებისგან შეწინააღმდეგებასაც ვერ ახერხებდა. ამასობაში მთელი სახე დავუკოცნე და ბოლოს ისევ ტუჩებს მივადექი. მოწყურებული ლოთივით ვუკოცნიდი ბაგეებს და წამითაც არ ვნანობდი ჩადენილს. ყელზე ხელით მოვეფერე ისე რომ მის ტუჩებს არ მოვშორებულვარ. მისი ტუჩების გემომ შორს, უსასრულობაში წამიყვანა და შეჩერება არც მიფიქრია. ბოლოს მივხვდი რომ, ნინის ასე დავაფრთხობდი და აღარ მომეკარებოდა.
-სანდრო რატომ მიკეთებ ამას? მითხრა ნინიმ როცა მის ტუჩებს მოვწყდი.
-ნინი... მომწონხარ. სიგიჟემდე მომწონხარ.
ნინის არაფერი უთქვამს. უბრალოდ კოტეჯში დაბრუნდა.

შემიფასეთ. <3 მგონი ნორმალური გამოვიდა. წინა თავზე 1 კომენტარი იყო მარტო
და თუ ასე გაგრძელდა აღარ გავაგრძელებ!!



№1  offline წევრი vighaca

Dzalian magaria <3

 


№2  offline წევრი † mariami †

gagdzele kargia

 


№3  offline წევრი კუსა ♥

ძალიან მაგარია <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent