შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების გემო (3,4)


21-04-2015, 03:10
ავტორი anuki_just love
ნანახია 5 104

ძირს დაგდებული უცნობი რომ დაინახა კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა უგულავას და ვნებიანი მზერით ათვალიერა მერი,ის კი იდგა გაოცებული ხმას ვერ იღებდა,მალე ყველა მათ ირგვლივ მოგროვდა
-მშვიდობაა ძმა?-გადახედა კასპერამ
-კი ძმა-ტუჩზე თითი გადაისვა და თავიანთ მაგიდას დაუბრუნდნენ
გოგონები გაოცებულები იყურებოდნენ
-კარგად ხარ?-ცხვირგატეხილს მიუბრუნდა მერი
-მაგას შ*გ ხოარაქ! მაგის დედას მოვტ*ნავ!
-რამის თავი რომ გქონოდა წეღან აქ იდგა,ასე რომ ნუ იბღინძები-შეუტია ეკამ
-კარგი გეყოფა,დაანებე რა თავი-მკლავში მოკიდა ეკას ხელი მერიმ და თავიანთ მაგიდას დაუბრუნდნენ
ლევანისთვის რა თქმა უნდა არაფერი უთქვამთ. სახლშიც მალევე დაბრუნდნენ ნატუკა მერისთან დარჩა,ორივე ისეთი გადაღლილი იყო არაფრის თავი არ ქონდათ და მაშინვე მიეძინათ,დილით ფეთიანივით წამოხტა მერი
-ნატუკა ადექი მალე დღეს შუალედური რომ გვაქვს დაგავიწყდა?-წინდაუკან დადიოდა,თმას ივარცხნიდა და თან კონსპექტებს ტენიდა ჩანთაში
-რაა? გოგო მოგკლავ აქამდე რატომ არ გამაღვიძე?-წამოიკივლა და ვანაში შევარდა
ტაქსი გააჩერეს და როგორც იქნა მიუსწრეს გამოცდას.
-მერი მოიცადე-შეაჩერა ლექტორმა
-რა ხდება ქალბატონო გურანდა?
-თქვენ წერეთ,მე ახლავე დავბრუნდები,გამომყევი მერი
უკან ბატივით გაყვა,აზრზე არიყო რა ხდებოდა,დერეფანში გამოვიდნენ
-მოკლედ მერი გამოცდაზე არ ხარ დაშვებული
-რაა? კიმაგრამ რატომ? ქულები არ მეყო? -ტვინში სისხლი ჩაექცა
-არა მერი,ეს არაფერ შუაშია,სწავლის ქირა არ გაქვს დაფარული და მაგიტომ,დეკანმა სიები გადმოგვცა და სასტიკად გაგვაფრთხილა
-გასაგებია-ღრმად ამოისუნთქა მერიმ და სახეზე ჩამოშლილი თმები უკან გადაიყარა
-არ მინდოდა ეს სტუდენტების თანდასწრებით მეთქვა მერი,მე არაფერ შუაში ვარ,ხომ იცი რა წესებია,მაპატიე...უნდა დავბრუნდე-თანადგომით გადახედა გურანდამ და აუდიტორიაში დაბრუნდა
ცოტახანს იდგა ფანჯარასთან და გარემოს უყურებდა,რა უნდა ექნა? ქირას ნამდვლად ვერ დაფარავდა,არც არავინ ყავდა ისეთი ვისაც ფულს ესესხებოდა,მოკლედ მაგარ შარში იყო.5 წუთში ეკა გამოვარდა აუდიტორიიდან დაფეთებული,მას უკან შეშინებული ნატუკა მოჰყვა
-რა მოხდა?-მივარდა მერის
-სწავლის ქირა
-რაა? და მაგის გამო არ დაგიშვეს? წამოდი რა რევაზს დაველაპარაკოთ მერი
-არმინდა ეკა,არავის არაფერს არ შევეხვეწები,აკადემიურს ავიღებ და გავაგრძელებ მერე
-გაგიჟდი გოგო? შენ თუ მაგას იზამ ჩვენც აღარ ვივლით!-გამუცხადა ნატუკამ
-აუ ნატუკა უარესად ნუღარ მიშლი ნერვებს!
-ლევანს ვეტყვი მერი ის დაგეხმარება
-რაა? მაგაზე არც იფიქრო ეკა! აი ეგ რო ქნა ჩათვალე რო ხმას არასოდეს გაგცემ!
-აბა ვიდგე და ვუყურო როგორ ანგრევ ძლივს აშენებულს?
-ვიზამ რამეს,ოღონდ ჩემით ეკა! არ გაბედო და ლევანს არ უთხრა ისედაც იმდენჯერ დამეხმარა
მალე მისი ტელეფონიც აწკრიალდა
-ხო მარიკა
-სად ხარ?
-უნივერსიტეტში
-მოდი რა მალე თუ შეძლებ
-მშვიდობაა?
-როცა მოხვალ გეტყვი
-მარიკამ მოდიო რა უნდა ნეტა,იმედია კიდევ ერთი სიურპრიზი არ მელის,მიდით ახლა შედით დროზე და დაწერეთ,რომ წამოხვალთ დამირეკეთ ან ამოდით მარიკასთან
გოგონებს დაემშვიდობა და მარიკას სახლისკენ წავიდა გულამოვარდნილი. დივანზე გაშოტილი მომტირალი მარიკა რომ დაინახა მიხვდა თავისი უნიათო დეიდაშვილის ზურას ბრალი იქნებოდა
-ამჯერად რა მიქარა?-ემოციებისგან გადაღილი ჩამოჯდა დივანზე და სივრცეს თვალი გაუსწორა
-ვიღუპებით მერი!
-აღარ იტყვი რა მოხდა?-თვალები გადაატრიალა
-ბანკიდან იყვნენ მოსულები,1 თვეში თუ სესხს ბოლომდე არ დავფარავთ სახლს გაგვიყიდიან
-რაა? მოიცა ეგ როგორ? ხო ვიხდიდით პროცენტებს?
-ბანკმა გაზარდა პროცენტები თან რამდენიმე თვეა აღარ გადავგვიხდია და ამის გამო გვიყიდიან 1 თვეში თუ სრულად არ შევიტანთ 120000$
-მეღადავები მარიკა?-პირი სიმწრით დაეღო მერის
-მეღადავება ეხლა მე გოგო?-თავში ხელი წამოირტყა მარიკამ
-მოკლედ რა! ყველა უბედურება მე როგორ უნდა დამატყდეს! კარგი არინერვიულო ვიზამთ რამეს,ეს ჩემი ბინა კიდე ბანკშია თორე რაღა გვიჭირდა,კაი წავედი მე მოსწავლესთან მივდივარ,მოვალ 2 საათში და არ ინერვიულო რა აზრი აქ წნევა აგიწევს ისევ.
გულგახეთქილი დაადგა უგულავების სახლისკენ გზას.ზარი გაუბედავად დარეკა
-რა პუნქტუალური ხარ მერი-კარი თვალებდასიაბულმა წელზევით შიშველმა,პირში სიგარეტ გარჭობილმა დათომ გაუღო
-შემომიშვებ?-მობეზრებული ღიმილით ჰკითხა
-მობრძანდი-გამოეცალა რომ შემოსულიყო
-სადაა სალომე?
-ცურვაზეა ჯერ არ მოსულა,კაი რა იყო კი არ გიკბენ
-აუ ახლა შენი ხუმრობების თავი ნამდვილად არ მაქვს,მალე მოვა?
-არვიცი,წესით კი
-თავის ოთახში დაველოდები
-იქ არ გეზარება მარტოს ჯდომა?
-შენს გვერდით ყოფნას მარტო ჯდომა მირჩევნია
-გარეგნობასთან ერთად ღმერთს ხასიათიც რომ მოეცა იქნებოდი უნიკალური,მაგრამ არა-თავი ღიმილით გააქნია უგულავამ
-აი ეხლა ეგ მადარდე თუ არ მოგწონვარ რა
-არა მაგრად მევასები, მაგარი ლამაზი გოგო ხარ ბაზარი არაა,მარა ხასიათი გაქ ნული
-ვაბშე არ მაინტერესებს შენი აზრები,და შემეშვი კარგი?
-ნწ,არა,ესე ვერ შეგეშვები-მიუახლოვდა და თეძოებზე მაგრად მოუჭირა ხელები
-რასაკეთებ მეტკინა!-ამოიგმინა მერიმ სახე დაემანჭა ტკივილისგან
-მაგიჟებ! აი მა*ლევებ ტო! რა ხარ ასეთი გოგო,რო გიყურებ გონებში ისეთ რაღაცეებს წრმოვიდგენ რო აი რავი,რამდენჯერ გამიშიშვებიხარ თვალებით იცი?-ტუჩები გაილოკა და ქვედა ბაგეზე ვნებიანად იკბინა
-შე ავადმყოფო და სექსუალურო მანიკაო თავი დამანებე!-დაეჯაჯგურა
-რამდენიც არუნდა მეჯაჯგურო ხომ იცი რომ თავს ვერ გაინთავისუფლე თუ მე არ მომინდება?
-ავადმყოფი ხარ!-დაუღრიალა მერიმ და ცრემლები წასკდა,ამდენი მართლა აღარ შეეძლო ასეთი მძიმე დღის შემდეგ.
-ნუ მეწინააღმდეგები,რასაც მინდა იმას ყოველთვის ვიღებ-ტუჩებზე გაშმაგებული დააცხრა
მერიმ ქვედა ტუჩზე ისე მწარედ უკბინა დათომ დაიღრიალა.კედელს მაგრად დასცხო მუშტი შემდეგ მერი მოიქცია მკლავებში და ორივე ხელი გაუკავა,მართლაც ვერაფერს გახდებოდა ეს სიფრიფანა გოგო ამ მხარბეჭიან ახმახ ბიჭთან,მიუხედავად იმისა რომ უგულავას არასოდეს უვარჯიშია გენებში ქონდა განიერი მხარბეჭი და ლამაზი სხეული,
მაისურის ქვეშ ხელი შეუცურა,მერი შეკრთა ეს მისთვის პირველი სიახლოვე იყო მამაკაცთან.
-გთხოვ გამიშვი,შენთვის არაფერი დამიშავებია და ნუ დამინგრევ ცხოვრებას,მე..მე არასოდეს ვყოფილვარ კაცთან
-ქალიშვილი ხარ?-მცირეხნიანი პაუზის შემდეგ მოსცილდა მერის სხეულს
მერიმ დრო იხელთა და კარებს ეცა
-ჩაკეტილია! სანამ მე არ მოვინდომებ აქედან ვერ გახვალ
-მეზიზღები! ვერ გიტან ნადირო! მხეცო! არაადამიანო!-მთელი ძალით უშენდა მერი მკერდზე მუშტებს,ბოლოს ძალა გამოეცალა ჩაიკეცა და მწარედ ატირდა,უგულავამაც უნებურად ძლიერად მოხვია წელზე ხელები და მოეხვია
-კარგი კარგი დაწყნარდი,მაპატიე არ მინდოდა ესე გამოსულიყო,-უნებურად თავზე აკოცა,ორივე გაჩუმდა მხოლოდ მერი სრუტუნებდა დათოს მკლავებში.
-კაგი მერი დამშვიდდი,ნუღარ ტირი რა-მისი სახე ხელებში მოიქცია
-ხელი გამიშვი! არაკაცი ხარ! არიცი ქალს როგორ უნდა მოექცე.ხელი კრა და ისევ კარებს დაეჯაჯგურა
უგულავამაც უხმოდ გაუღო კარები.მერი ატირებული გავარდა სახლიდან.მთელი ღამე ტირილში გაატარა.მიუხედავად იმისა რომ სამსახური ძალიან სჭირდებოდა მაინც გადაწყვიტა რომ იქ აღარ დაბრუნდებოდა.გოგონებიც ამოვიდნენ და ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა
-არა რა! ხომ ვამბობდი არაკაცია ეგ ბიჭითქო!
-მაინც როგორ გაბედა? ვინ ეგონე?
-იმ სახლში აღარ მინდა დაბრუნება და მისი ნახვა-თავზე ბალიში წამოიმხო მერიმ
-ხო აღარ მიხვიდე მანდ,ვიზამთ რამეს გამოვნახავთ
-ხო მაგრამ მარიკა გადაირევა ისედაც ამდენი პრობლემები გვაქვს,თან თამრიკოსაც რა ვუთხრა 2 კვირაც არ გასულა ჯერ
-დაიკიდე რა,ასე უთხარი შენს ავადმყოფ შვილს მიხედეთქო
ამასობაში თამრიკოს ზარმაც არ დააყოვნა
-მერი დღეს რატომ არ მოხვედი?
-საშინელი ვირუსი მაქვს ქალბატონო თამრიკო,ვწევარ და მაგიტომ ვეღარც გაგაფრთხილეთ,ბოდიშს გიხდით-უნიჭოდ იცრუა და თან გოგონებს გადახედა
-უი ძალიან ცუდია,ახლა როგორ ხარ?
-ისევ ისე,ალბათ რამდენიმე დღე ვეღრ შევძლებ სიარულს
-არაუშავს მერი,მტავარია გამოკეთდე
-გმადლობთ.
-რატომ არუთხარი რომ მოდიხარ?
-რა მზიეზი მეთქვა?
-აუ არვიცი რაა! მარა აი მაგ სახლში კიდევ რომ დაგინახო შემომაკვდები-აიფხორა ეკა
-მიდი რა ჩაი გამიკეთე გეხვეწები
-აუ ხო ეკუშ მეც მინდა,მიდი,იმდიი ნუ გეზარება-უკანალზე წამოარტყა ნატუკამ დაქალს და სიცილით გააცილა სამზარეულოში.
გოგონებთან ყოფნა ყოველთვის შველოდა მერის.მალე წავიდნენ დ სულ მარტო დარჩა.მაისური და ჯინსი გაიძრო,საწოლში ბიუსჰალტერისა და ტრუსის ამარა შეძვრა.5წუთის შემდეგ რაღაც ხმა გაიგონა და ფეთიანივით წამოხტა
-აჰა, ანუ ვირუსიო ხო?
-რაა? დათო აქ რა გინდა?-საბანი აიფარა მოშიშვლებულ მკერდზე და საწოლს აეკრა
-რატო არ მოხვედი დღეს? გელოდებოდა სალომე
-იცი რატომაც,და საერთოდაც აქ როგორ შემოხვედი?
-მაგას არაქვს მნიშვნელობა,სალომეს ძალიან უყვარხარ დღეს მთელი დღე გელოდებოდა და ძალიან დასწყდა გული რომ არ მოხვედი,მეკიდე მის ტანჯვას ვერ ვუყურებ ხოდა კეთილს ინებებ და ივლი,გასაგებია?
-როდიდან გასცემ ჩემი მიმართულებით ბრძანებებს?
-დღეიდან-ამჯერად სერიოზული იყო უგულავა ეტყობოდა რომ არ ხუმრობდა
-აქედან წადი და მეტად აღარ დამენახო იცოდე! როგორ ბედავ და მოდიხარ ამ შუა რამე ჩემს სახლში,თავი ვინ გგონია?-ვალში არც დადიანი დარჩენია
-მე გაგაფრთხილე,დანარჩენი შენზეა
-შენ არ გაქვს უფლება რამე მიბრძანო! გაეთრიე აქედან!
-მერი გაფრთხილებ ნუ გამომიყვან მდგომარეობიდან თორემ დამიჯერე ინანებ
-სულ ფეხებზე მკ*დია შენი მდგომარება! წაეთრიე!-დაუყვირა მერიმ
უგულავამ გამაფრთხილებლად თავი გააქნია და მერისკენ წავიდა
-რაა? რასაკეთებ! არც კი იფიქრო დათო!-წიოდა მერი მაგრამ უგულავამ ხომ გააფრთხილა? ხოდა შედეგიც სახეზეა საწოლიდან აათრია და სააბაზანოში შეიყვანა ძალით ჩასვა ვანაში და ცივი წყალი დაასხა ზედ,მერი ყვიროდა მაგრამ დათო არ აპირებდა მისი წამების შეწყვეტას.
ცოტახანში ასრუტუნებული მერი ამოიყვანა ვანიდან და ხალათი შემოაცვა
-ხომ გაგაფრთხილე?ახლა კი ნამდვილად გექნება მიზეზი გაცდენის,თუ ვისური არა უეჭველი გრიპს აიკიდბ ან მინიმუმ ფილტვების ანთებას.
-მე..ზიზ..ღ..ები-კანკალით აღმოხდა მერის
ისე კანკალებდა ტანი ვერაფრით დაიმორჩილა.აი ასე აკანკალებული დატოვა უგულავამ მერის სახლი.საბედნიეროდ არც სიცხე ქონია და არც გაციებულა,დილით მარიკასთან წავიდა.კარები გუგამ გაუღო,რომ შევიდა ყველა მას უყურებდა
-რა იყო ხდება კიდევ რამე?-თვალები გადაატრიალა მერიმ
-მერი სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ-გუგას გადახედა მარიკამ
-რა ხდება მარიკა?
-დაჯექი
-აღარ იტყვი?
-მოკლედ შენ კარგად იცი ჩვენი მდგომარეობა
-კი ვიცი,მერე?
-მხოლოდ ერთი გამოსავალი გვაქვს,ამის საშუალებით ამ წუმპეს ტავს დავაღწევთ,უკვე ყველაფერი მოგვარებულია,მხოლოდ შენი ტანხმობაა საჭირო
-მოიცა რა ხდება?
-უგულავების ბიჭს უნდა გაჰყვე ცოლად
მერიმ თითქოს სუნტქვა შეწყვიტა,არა უფრო სწორად მისი გული მართლა გაჩერდა,აზრზე ვერ მოვიდა,ცოტახანს გაშტერებული იჯდა ვერ იჯერებდა, რომ გამზრდელი დეიდა ფულის სანაცვლოდ ყიდდა თანაც ვიზე? იმ ავადმყოფ ბიჭზე.
-მერი,მერი კარგად ხარ?-ცხვირთან ვალერიანი აუფრიალა გუგას ცოლმა ნინომ
-მოიცა ვერ გავიგე ანუ მყიდით?-ძლივს ამოღერღა
-რას ქვია გყიდით? ხომ იცი ჩვენი მდგომარეობა?
-მოიცათ და მე არაფერს მეკიტხებით? იმის გამო რომ უსახლკაროდ რჩებით იმ ავადმყოფს უნდ აგავყვე ცოლად?!ეს აზრადაც კი როგორ მოგივიდა მარიკა? მეგონა გიყვარდი,ეს შეპირდი შენ ლელას? ახლა რომ ამას ხედავდეს მეორედ მოკვდებოდა!
-მერი მომისმინე შენი ბინაც იპოთეკებითაა დატვირთული,დიდი შანსია იმისა რომ ბანკმა გაგიყიდოს პროცენტებს რითი გადაიხდი იმ 200 ლარით? თანაც უნივერსიტეტში რას იზამ ? ხომ ხედავ გამოცდაზეც კი არ დაგიშვეს მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი ხარ,დაფიქრდი მერი და მიხვდები რომ არცისეთი მონსტრი ვარ როგორიც შენ გგონივარ,შენ რა გგონია ჩემთვის ადვილია ამის თქმა? არასოდეს გამირჩევიხარ გუგასგან და ზურასგან,დაფიქრდი რა გველის წინ,უჩაში ცხოვრება გინდა? რა მომავალი ექნება ელენეს?
-გასაგებია ყველაფერი,ანუ ტავი მსხვერპლად უნდა შემოგწოროთ.-სივრცეზე მიშტერებულმა უპასუხა
-დათო კარგი ბიჭია,თანაც როგორც ვიცი მოსწონხარ,თამრიკომ თვითონ შემომტავაზა
-რაო ტამრიკომ რამდენად მომყიდეო მერიო?-ისტერიკული სიცილი აუტყდა
ყველამ ერთმანეთს გადახედა
-მერი მომისმინე! შენ ჩვენი ერთადერთი იმედი ხარ გესმის?!
-კარგი და იმ დავითას არეკითხებით არაფერს?-არ წყვეტდა ხარხარს
-არც იმას აქვს სხვა გზა,მამამისი რაღაც ცუდ ამბავში გაეხვა ასევე თამრიკოს სახლიც ფიგურიგებს მანდ ამიტომაც იძულებულები არიან მთელი ქონება დათოზე გააფორმონ ოღონდ დათომ ცოლი უნდა შეირთოს,ბაბუამისი სხვანაირად 1 თეთრსაც არ დაუტოვებს ოჯახს.
-ვაა საცოდავი დათო,ისე რა უცნაურია ცხოვრება.
სხვა გზა მართალც არ დაუტოვეს მერის,გული ერეოდა ამ ყველაფერზე,ყველაზე მეტად ანგარება ეზიზღებოდა,გოგონებს რომ უთხრა ეს ამბავი გადაირივნენ და რა თქმა უნდა უამრავი გზა გამოუნახეს მაგრამ მარიკას და მის ოჯახს ასე ვერ მიატოვებდა მაინც არ აძლევდა თავისი კეთილი გული ამის საშუალებას.

-რა ხდება ?-მხარზე ხელი დაჰკრა კასპერამ ძმაკაცს და ვისკის ჭიქა დაატრიალა ხელში
-ცოლი მომყავს
-მოიცა რაა? მეღადავედი ტო?
-ეე რა გეღადავები ბიჭო,თან იცი ვიინ?
-ვინ ?
-აი ის ლამაზი მერი სალომეს მასწავლებელი რაა
-რა გინდა ხო გიჟდებოდი მაგ გოგოზე,ხოდა შენსას გაისწორებ და ეგაა რა-ახარხარდა კასპერა
-მეკაიფები ტო? ეს ხვა პონტში მევასებოდა ცოლი რა ჩემ ფეხებად მინდა ბიჭო
-ბაბუაშენი მაგრად ატრაკებს ხო? აუ მაგას კიდე რით ვერ მოუყომარეთ?
-მაგარ შარში ვარ შენ ძმობას გეფიცები იმენა დამერხა რაა
-მეჯვარე იასნად მე ვარ ხო?-ორივეს გაეცინა

სხვა გზა მართლა არცერთს არ ქონდა,ორივე საკუტარი სურვილის წინააღმდეგ მიდიოდა.თამრიკომ ნიშნობა აიჩემა,მარიკამაც სულ ძალით წაათრია რესტორანში მერი.დათომ როცა დაინახა თვალი აარიდა,არც მაინცდამაინც მერის უაქტიურია,მთელი საღამო ტელეფონში ქონდა დათოს თავი ჩარგული,მარიკა და ტამრიკო კი გაუთავებლად ლაპარაკობდნენ,სული ეხუთებოდა მერის მაგრამ განა იყო სხვა გზა? სიამოვნებით გაიქცეოდა აქედან თუნდაც ჯანდბაბაში.ბოლოს რომ ვეღარ გაუძლო ბოდიში მოიხადა და აივანზე გავიდა.ორივე ხელი მაგრად მიიჭირა გულზე და სავსე მთვარეს გახედა.ასეთ ცხოვრებაზე არასოდეს უოცნებია,ზოგადად არც იყო მეოცნებე გოგო,მაგრამ ამას ნამდვილად არ ისურვებდა.10 წუთში მას დათო მოჰყვა უკან
-მისმინე მერი-მოაჯირს ორივე ხელებით დაეყრდნო და ღრმა ნაპასი დაარტყა
-გისმენ-სივრცეზე მიშტერებულმა უპასუხა
-შენ იცი რომ ეს ფარსია,ორივეს მაგრად გვიკიდა მარა ეს დედამო*ნული ცხოვრება
-ვიცი ვიცი,მაგრამ ახლა იცი რა მახარებს? აი შენ რო მაგრად იტანჯები,ეს ერთადერთი რაც მიხარია-გაუღიმა მერიმ
-ასეთი სასტიკი საიდან ან რატო ხარ ?
-ცხოვრება როცა ასე მოგექცევა დამიჯერე უარესიც გახდები,შენ ყოველთვის უზრუნველად ცხოვრობდი არაფერი გაკლდა,მე კი ყოველთვის თავის გადასარჩენად მიწევდა ბრძოლა.მოკლედ ერთ რამეს გეტყვი ჩვენ მხოლოდ ქარალდის ფარატინა ფურცლის თანახმად ვიქნებით ცოლ-ქმარი,მეტზე არც იოცნებო
-ბაბუაჩემი შვილთაშვილებზე ოცნებობს-ტუჩის კუთხეში გაეღიმა დათოს
-ხოდა იოცნებოს-მოკლედ მოუჭრა მერიმ და რესტორანში შებრუნდა.
ხელს მომდევნო კვირას აწრდნენ,არაფრის თავი არ ქონდა მერის სულ სახლში იჯდა და ფანჯრიდან ხალხს აკვირდებოდა.ცხოვრებაში ყველაფერს ხვდება ადამიანი,რისი გადატანა აღარ უწევს,ჯერ მამა დაკარგა შემდეგ დედა,ახლა კი ვიღაც უცნობ ფსიქოპატზე უწევს დაქორწინება,ყოველთვის მისი სარჩენი იყო ოჯახი ამჯერადაც ხომ ასე უნდა ყოფილიყო.ყოველთვის ეჯავრებოდა ანგარება.სუფთა და პატიოსანი გული ჰქონდა,არ ქონდა უფლება გულუბრყვიყო ყოფილიყო ცხოვრებამ მწარე გამოცდილება მისცა ამ მხრივ.რა არ გადაიუტანია ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და ამხელ სირთულეებთა უწევს ჭიდილი.გვერდიტ ისეთი არავინ ყავს ვინც გულში ჩაიკრავს და ეტყვის ნუ გეშინია მე შენთან ვარო,თუმცა დღემდე რომ ცოცხალია ნატუკასა და ეკას დამსახურებაა. მალე ქორწილის დღეც დადგა მეჯვარე ეკა იყო დიდად არ სიამოვნებდა მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა.ხელი წყანრ და მშვიდ გარემოში მოაწერეს, ღრიანცელის ტავი არ ქონდა და სახლში სწრაფად დაბრუნდა,არც უგულავას ქონდა მხიარულობის ტავი კასპერა კი როგორც ყოველთვის მაგრად ერთობოდა.
სახლში მივიდა თუ რა წყალი გადაივლო და დასაძინებლად დაწვა,არც უფიქრია რომ უკვე გათხოვილი ქალი იყო და შესაძლოა ქმარს რამე მოტხოვნები ჰქონოდა. დათო იმ საღამოს სახლში არ დაბრუნებულა კასპერასთან და რამდენიმე გოგოსთან ერთად დატოვა რესტორანი.





№1  offline წევრი kapa

Kargia momwons

 


№2  offline წევრი Bero)))

ძალიან საინტერესო და მაგარია...მალე დადე რაააა <3

 


№3  offline წევრი aDa

ძაან მაგარიაა..მალე დადე რა ოღონდ კიდე უფრო დიდი თავები love

 


№4  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Rogor shemecoda meri

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent