შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამდენ ფიქრს, როგორ იტევს გული


21-04-2015, 14:31
ავტორი isterichka
ნანახია 1 953

ქაოსურად დაწყებული დღის შემდეგსაღამო ხანს რაც მოხდა საერთოდაც არ არის გასაკვირი. ჰო, სულ ასე ვიცი. წერას დავიწყებ თუ არა მერე მახსენდება ხოლმე, რომ უნდა გაგეცნოთ. მოკლედ, მე ანა ვარ, 18 წლის და ვცხოვრობ ქუთაისში. სიმართლე გითხრათ , სულ სხვა რამეზე ვაპირებდი დამეწერა, მაგრამ ცვლილებებია ჩემში!და რაში გამოიხატება ეს ცვლილებები?!მე6 დღე დაიწყო რაც მისთვის არ მიმიწერია, ვინც მიცნობს მიხვდება თუ რა დიდი საოცრებაა ეს

მოკლედ, სად გავჩერდი.. საღამოხანი იყო, როცა მზადება დავიწყე, რომ მასწავლებელთან წავსულიყავი. ჩავიცვი, თმა ავიწიე, ჩანთა მხარზე გადავიკიდე, სახლის კარი გამოვიხურე და კიბეებს დავუყევი, სადარბაზოდან გასვლას ვაპირებდი, როცა შევამჩნიე რომ წვიმდა, დუდღუნით ავბრუნდი სახლში და ქოლგა წამოვიღე, ზუსტად იგივე ტემპით ჩავუყევი კიბეებს, გავშალე ქოლგა და ქუჩის ქაოსს მეც შევერიე.. განა ხალხი დადიოდა ბევრი?! არა, უბრალოდ წვიმდა.. ფიქრები, რომ იშვიათად მანებებენ თავს ეს უკვე ცნობილი ფაქტია, წლები რომ არის ის ერთადერთი მიყვარს ესეც ხო?! ჰოო, ჰოდა ფიქრებში ყველაზე ცუდი რაღაცები წარმოვიდგინე, რომ მისი დავიწყება შემძლებოდა.. წარმოვიდგინე როგორ შემხვდა შემთხვევით ქუჩაში მის მეგობრებთან და ვიღა სხვა გოგოსთან ერთად, როგორ გამაცნო ის გოგო მის საცოლედ და ასე შემდეგ. მაგრამ ვაი რომ მშვიდად შევხვდი და ვერ ადვივიწყე.
მოკლედ ასე, შუბლშეკრული, გაბრაზებული, ქოლგით ხელში მივაბიჯებდი ამაყად ქუჩაში. აღმაშენებლის გზაჯვარედინი გაავკვეთე და შევამჩნიე ჩემს გვერდით ბინიდან, როგორ გამოვიდა ვიღაც. ზუსტად ისე ამაყად მოაბიჯებდა ქუჩაში, როგორც მე. არ ნებდებოდა წვიმის წვეთებს, და პირველად ვინანე მეც, რომ ქოლგით წამოვედი. ჩვენს წინ დიდი წ ლის გუბე იდგა, რომელირაცას აუცილებლად უნდა გაგვესწრო, რადგან ორივე გვედი–გვერდ მივდიოდით. გუბეს ორივე მივუახლოვდით და მხოლოდ მას შემდეგ შევამჩნიე მისი ვიზუალი და ჩაცმულობა.

მაღალი, დაბალი წვერით, თბილი თვალებით, ყურსასმენებით , მუქი პიჯაკით და ლამაზი ღიმილით. დიახ, ნუ გიკვირთ.. გაშტერებული ვუყურებდი, ის კი მიღიმოდა.
–მხოლოდ თქვენს შემდეგ..–ხმის ტემბრიც როგორი კარგი აქვს?
– გმადლობთ. – შებლშეკრულმა ვუთხარი და მის წინ სწრაფად გადავსკუპდი. ვიგრძენი როგორ ამოიღო სიგარეტი და მოუკიდა. მწველ მზერას როგორ დაატარებდა ზურგზე ვხვდებოდი, მზერასთან ერთად სიგარეტის ცხელი კვამლიც აღწევდა ჩემამდე, იმდენად ახლოს მომყვებოდა ოდნავ რომ დამემუხრუჭებინა დამეჯახებოდა. კისერთან სუნთქვა ვიგრძენი, ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ირონიული ღიმილით, წინ გამასწრო.. თან ეწეოდა , თან უკან იყურებოდა.. აინტერესებდა მივდიოდ თუ არა მის უკან.. ერთ–ერთ ამგვარ გამოხედვაზე კი სიცილი ამიტყდა.. შემომიბრუნდა და ჩემი ცრემლებამდე სიცილი როომ დაინახა ისიც ამყვა.. ბოლოს შეჩერდა, ისევ გამიღიმა და მითხრა : ნიკო
–ანა!– ხელი გავუწოდე და გავეცანი.
–სასიამოვნოა, მცინარა.
–მცინარა არა! ანა. – ჯიქურ დავუბღვირე.
–მცინარა ხარ, და დღეიდან მცინარას დაგიძახებ.
–დღეიდანო ისე თქვი, დაბღვერილო, გეგონება კიდევ ვაპირებდე შენს ნახვას.
–როცა იწვიმებს, სულ მნახავ.
–და როცა არ იწვიმებს?
–იოცნებებ რომ იწვიმოს..
–არაფერიც. – გავუღიმე და გვერდი ავუარე. ისიც, რა თქმა უნდა, გამომყვა.
–სად მიდიხარ?
–არავინ გეკითხება შენ!
–ასე უცებ რა დაგემართა?! წეღან რა გულიანად იცინოდი..
–არაფერიც.
–ხვალაც იწვიმებს, იცი?– ხვალ ქოლგას აღარ წამოვიღებ, გუნებაში გავივლე და ჩემ თავზე გავბრაზდი როცა გავიაზრე რომ ამ ხნის განმავლობაში ჩემი სიყვარული არ გამხსენებია.
–კარგად იყავი!

მასწავლებლის სახლის წინ გზა გადავკვეთე და სადარბაზოში შევედი. ცუდია როცა ადამიანზე ფიქრებს ვერ იშორებ! მერე რა, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ გაიცანი.. ოდესღაც ხომ იცნობ ვიღაცას. ჰოდა ეს ვიღაცაც გამოჩნდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent