შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდეალური აზროვნება 3


21-04-2015, 19:35
ავტორი Qeti.A
ნანახია 6 838

ხელები დაიბანა, სარკეში თავის თავს შეხედა და შეეცადა სახის კუნთები დაემორჩილებინა. ღრმად ჩაისუნთქა და ვერც ახლა მიხვდა რატომ იყო უფრო ადვილი საოპერაციოში დგომა, ვიდრე გარეთ გასვლა. ხელი უხეშად ჰკრა კარებს და მომლოდინე სახეს მიაშტერდა.
-სტაბილურადაა, მომდევნო ოცდაოთხი საათი ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს. ტყვიას სიცოცხლისთვის აუცილებელი არც ერთი ორგანო არ დაუზიანებია, მაგრამ ბევრი სისხლი დაკარგა. დანით მიყენებული ჭრილობების შეხორცებას დიდი დრო დასჭირდება, თავისი ხმა ეუცხოვა, როცა მიხვდა რომ ლაპარაკობდა. ტონი კი ისეთი მონოტონური და არაფრისმთქმელი იყო რომ სრულ კონტრასტში მოდიოდა თვალებთან. შემდეგ კი მის წინ მდგარ გოგონას დააკვირდა. სისხლი უკვე მიმხმარი ჰქონდა ხელებზე და ჩაწითლებული, გაფართოებული თვალებით მიშტერებოდა ექიმს. ისეთი დაღლილი იყო გოგონას სახე რომ ექიმი შეეჭვდა საერთოდ თუ გაიგო რაც უთხრა, მერე კი მიხვდა რომ ზედმეტი იყო ამ წუთს დეტალები, -პალატაში რომ გადაიყვანენ ექთანს ვეტყვი მისი ნახვის უფლება მოგცეთ, უფრო რბილი კილოთი დაამატა, თითქოს ბოდიშს უხდიდა წამის წინანდელ ინდიფერენტულობაზე. გოგონამ საპასუხოდ გაიღიმა, ან დემეტრეს მოეჩვენა ასე.
-მადლობთ, ექიმო, თავისდაუნებურად მუშტები შეკრა გოგონამ და თვალები ცრემლებით აევსო. დემეტრემ წარბები შეკრა, მიხვდა ბიჭი არ იყო ერთადერთი დაზარალებული.
-მაჩვენეთ, თითები ფრთხილად გააშლევინა და ბრაზისგან გულის ცემა აუჩქარდა., -ექთანს რატომ არ უთხარით? ახლავე წამოდით.
-მე..მე უბრალოდ... უნდა მენახა, ექიმო, როგორ იყო და ვერ გადმოვდიოდი, უნდა... აუცილებლად უნდა ჩამეტეხა... ძალით არ მინდოდა... მთელი სხეული დაეჭიმა ექიმს, გაუაზრებლად მოკიდა გოგონას ხელი და ექთნისკენ წაიყვანა.
-მარიკა, ორივე ხელი გადაუხვიე, მგონი მინაზე გაიჭრა.
-იქ, ღია რომაა კარები შედი და მალე მოვალ, ღიმილით უთხრა გოგონას ექთანმა.
-კარგად იქნება, რამდენიმე საათში გაიღვიძებს და დაგელაპარაკებათ, თავი დაუქნია ექიმს და ნაჩვენებ კარს უკან მიიმალა.
-პოლიციას შეატყობინეთ?
-კი, ექიმო, იყვნენ აქ, მაგრამ გოგონამ ვერაფერი აუხსნა, ანერვიულებული იყო. ისევ მოვლენ მალე. დემეტრემ თავი დაუქნია და თავისი კაბინეტისკენ გაემართა.
სქელი ფარდებით დაფარა ახლად ამოწვერილი მზე და სავარძელში გადაწვა. თეთრ ჭერს მიაშტერდა. თითქოს ფილმს უყურებდა ისე გაურბინა თვალწინ იმ მომენტმა ბაბუამ რომ უთხრა „ რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი დედას რომ ეუბნები მისი შვილი იცოცხლებსო“. ისე ნათლად დაინახა თორმეტი წლის ბიჭი, რომელიც ბაბუას ეკითხებოდა რატომ იყო ყველაზე კარგი ექიმად ყოფნა რომ წამით თვალები დახუჭა ზმანების გასაქრობად. ის კი მაინც ვერ გაიგო რატომ ერჩივნა სისხლის სუნით გაჟღენთილ საოპერაციოში საათობით ბრძოლა, განათებულ დერეფანში ღიმილით ნათქვამ „იცოცხლებს“.
***
ფრთხილი კაკუნის გაგონებისას წამში წამოხტა ფეხზე. ტუჩის მარჯვენა კუთხე ჩაუტყდა, თავის თავს დასცინა. ისევ სავარძელში ჩაჯდა და ცივი ხელები სახეზე ჩამოისვა.
-მობრძანდით, დაიძახა კარისკენ.
-დემეტრე ექიმო, აქ პროკურატურიდან არიან ამ დილანდელ...
-შემოუშვი, თავი დაუქნია ექთანს და ისევ წამოდგა ფეხზე.
კაბინეტში ორი თეთრხალათ მოფარებული ახალგაზრდა შემოვიდა. დემეტრე ვერ მიხვდა რატომ გაუხარდა ასე ძალიან ნაცნობი სახის დანახვა. მისდა გასაკვირად ფართოდ გაუღიმა.
-ნიკა, როგორ ხარ ?
-დემეტრე, დადიანმა ღიმილი შეაგება და ხელი მჭიდროდ ჩამოართვა. -რატი, გაიცანი დემეტრე დევდარიანი, დემეტრე, რატი ჩემი თანაშემწეა. ხელი ჩამოართვა დემეტრემ ახალგაცნობილს და სავარძლებისკენ მიუთითა ორივეს.
-ამ საქმეს იძიებთ?
-არა, გამოსაძიებელი არაფერი გვაქვს, ჩვენი მთავარი მოწმეა დაზარალებული, მოდებაძე. ინფორაციამ გაჟონა და, ნიკამ თავი გააქნია და მძიმედ ამოიხვნეშა.
-იცოცხლებს, გამოსაჯანმრთელებლად დრო დასჭირდება, მაგრამ ყველაფერი რიგზე აქვს.
-დაცვას დავუყენებთ. დემეტრე, რა სახის იარაღით იყო მიყენებული ჭრილობები.
-მხარშია დაჭრილი, ტყვიამ გაიარა, ღია ჭრილობა იყო. დანით მიყენებული ჭრილობები აქვს მუცლის არეში, მაგრამ... ნიკა, შენი აზრით ეს მკვლელობის მცდელობა იყო ?
-აშკარად, მის გარეშე არაფერი გვაქვს, სერიოზული საქმეა და ბევრისთვის ხელსაყრელია მისი გაჩუმება.
-სამი ჭრილობა აქვს მიყენეული მუცლის არეში დანით და არც ერთი შინაგანი ორგანო არ აქვს სერიოზულად დაზიანებული. იარაღი თან ჰქონდათ მოკვლა რომ ნდომოდათ შუბლში ესროდნენ. ნიკამ მძიმედ გადახედა თანაშემწემ.
-დააშინეს, წარბები შეკრა რატიმ, დემეტრემ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.
-გოგონა იყო მასთან ერთად. რაღაცას მეუბნებოდა მანქანებზე და მინებზე, მაგრამ ვერაფერი გავიგე, ანერვიულებული იყო. ექთანთან დავტოვე და გავიგებ ახლა სადაა.
-ვესაუბრეთ უკვე, დემეტრე, მადლობა. ჩვენ წავალთ ახლა, გაცდენთ შენ.
-არა, მორიგეობა დავამთავრე და მეც მოვდივარ. დემეტრემ ხალათი გაიხადა და ქურთუკი აიღო.
-მარიკა, მე მივდივარ, თუ რამე დამირეკეთ. პროკურატურა დაცვას გამოაგზავნის და იცი როგორც უნდა მოიქცე, მისაღებში ექთანს დაემშვიდობა და საავადმყოფოდან გავიდა.
-დემეტრე, ამ საღამოს მოდი ჩვენთან, დედას შენი ნახვა გაუხარდება. რომ იცოდე იმ ამბის მერე ნინას რა უქნა, ნიკამ ღიმილით გადახედა.
-რა ამბის? გული რომ წაუვიდა? მოხდა კიდე რამე?
-მთელი ზაფხული ხან ბაკურიანში ატარა, ხან ურეკში ხან ბახმაროში, მოკლედ, არც ერთი კურორტი არ გამოატოვებინა, ჩემი და ლამის სახლიდან წავიდა. დემეტრეს გაეცინა.
-როგორ არიან შენები? ლიზი როგორაა?
-ყოველ დღე ველოდებით, სახე გაუნათდა ნიკას, -ამ საღამოს რვაზე ჩვენთან იყავი. დემეტრემ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და მანქანის კარი გამოაღო.
***
-მოიცა, მოიცა ვერაფერი ვერ გავიგე. რა გინდოდა საავადმყოფოში?
-აუ, მომაშორეთ ახლა ეს შეუგნებელი არსება თორემ სამი შვილი დაგრჩებათ სახლში.
-ნიკა, მართლა ვერ გავიგე ვერაფერი, დაჩიმ ბუზღუნი დაიწყო და ნიკაც სასწრაფოდ გაეცალა.
-უნდა გეკითხა რა კერძი უყვარს, რომ არ ჭამდეს ხორცს? ნატამ ისეთი სახე მიიღო, თითქოს უარის შემთხევაში გილიოტინაზე აიყვანდა ვინმე.
-დედა, სოკოს კერძი ხომ მაგიტომ გავაკეთეთ არა? ბარბარეც დაიბღვირა და ნიკას გამანადგურებელი მზერა ესროლა.
-ხილი ახლა ჩავდგა თუ მოგვიანებით მივიტანო? ლიზიკომ სამზარეულოში შემოიჭყიტა.
-ვაიმე, გამაგიჟებს მე ეს გოგო, არაფერს არ ჩადგამ შენ, დაჯექი სწრაფად, რა გინდა ფეხზე მდგომმა გაააჩინო ჩემი პირველი შვილიშვილი?! ნატა პოზიციებს არ თმობდა. ბარბარემ ლიზიკოს თვალები გადაუტრიალა და ორივეს გაეცინათ.
-ნინა სადაა? ნიკამ ცოლს ხელი გადახვია და მის მუცელს დააშტერდა.
-არ გამახსენო, მთელი დღეა ვურეკავ. ერთი მომწერა რეპეტიცია მექნება გვიანობამდე და არ დამელოდოთო, რას იტყვის ის კაცი შუა სადილზე რომ მოვა არ ვიცი.
-რას იტყვის და რა უზრდელი ბავშვები გაუზრდია ნატასო, დაჩი ბარბის ამოუდგა გვერდით და დედამის დაეჭყანა.
-აი, ზუსტადაც მაგას იტყვის ვინ გაიგონა მთელი დღე გარეთ ყოფნა, ხომ ვიცი ახლა არ ექნება საჭმელი ნაჭამი და წაუვა მერე გული და ინერვიულოს ნატამ.
-და დააბრალონ ყველაფერი დაჩის, მხარი აუბა დედას და ღიმილიანი სახე გადააქნია.
-მომაშორეთ ეს პარაზიტი აქედან, გიორგი დაუძახე შენს შვილს!
-აბა, რომელს? ოჯახის უფროსიც შემოვიდა სამზარეულოში და ღიმილიანი სახით შეხედა ცოლს.
-შენ რომელიც გგავს იმას!
-ბარბარე, წამოდი მამი, დავტოვოთ ეს გადარეული ხალხი აქ.
-გიორგი, დაჩის, თვალები დაუქაჩა ქმარს.
-ეგ ლოთი ვასოაია რომ იყო ჩვენს მეზობლად იმას გავს და იმან დაუძახოს, ჩვეულებრივად ჩაილაპარაკა გიორგიმ და ბარბარე სამზარეულოს მაგიდიდან ჩამოვარდა სიცილისგან.
-გიორგი დადიანო, გამასწარი ახლა შენი შვილებიანად აქედან!

ნატამ გაწყობილი მაგიდა რომ დაინახა როგორც იქნა დამშვიდდა და ოჯახის წევრებს გაუღიმა. მალე ზარის ხმაც გაისმა და სახე გაებადრა მასპინძელს.
-შემოდი, დემეტრე, მიხარია, რომ მოსვლა მოახერხე, გიორგიმ ხელი ჩამოართვა სტუმარს.
-გამარჯობათ. ადრე დაჩიმ მითხრა ბრენდი უყვარს მამასო და იმედია მოგეწონებათ, გიორგი, ბოთლი გაუწოდა დემეტრემ და გულითადი მადლობაც მიიღო საპასუხოდ. ღიმილიან სახეებს მოავლო თვალი და ყველას მიესალმა, მაგრამ აშკარად აკლდა ერთი, ამას ცარიელი სკამიც ადასტურებდა მაგიდასთან.
-ნიკა, გაარკვიეთ რამე ?
-აზრი ბიჭს არ შეუცვლია, ჩვენებას მისცემს სასამართლოზე, მაგრამ გოგონა ძალიან შეშინებულია აშკარად.
-რა დროს მკვლელობებია, არ გამაგონით ახლა მასეთი არაფერი, გეყოფათ სისხლი ორივეს სამსახურში თქვენ, ნატამ ისე შეშფოთებულად ჩაილაპარაკა დემეტრემ გაუაზრებლად იგრძნო თავი ოჯახის წევრად და დიასახლისს გაუღიმა.
-არაჩვეულებრივია, ქალბატონო ნატალია, შეუდარებელი მზარეული ხართ,
-დიდი მადლობა, დემეტრე, მაგრამ ქალბატონოს კიდე ერთხელ თუ გავიგონებ ჩემგან პურის და ყველის მეტს ვერაფერს ეღირსები, დემეტრეს ისევ გაეცინა.
-ღმერთო რას მოვესწარი, დაჩი, რატომ ხარ ჩუმად? გიორგიმ შვილს გაუცინა.
-მშობლებზე ვფიქრობ, დაჩი დედას მიაშტერდა.
-კაი ახლა, არ ღირს ლოთი ვასოია მაგდენ ნერვიულობად, ბარბარემ ისე ჩაილაპარაკა არც შეუხედავს დაჩისთის.
-ბარბარე! ნატას შეშფოთებული წამოძახილი აღმოხდა, მაგრამ მისი შვილები ისე იცინოდნენ ბოლოს დანებდა.
-ოჯახური ხუმრობა, დემეტრემ ღიმილით შენიშნა და ერეკლე თავის დაკვრით დაეთანხმა. წამში კი ყველა გაჩუმდა კარი ხმაურიანად რომ მიიკეტა.
-დე, ვიცი, ვიცი, რომ დამაგვიანდა, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენთ დღეს რა მოხდა, თქვენ უბრალოდ ვერ მიხვდებით, დაჩი განსაკუთრებით, ნინა შემოსასვლელიდან ლაპარაკობდა. მერე კი დემეტრემ დაინახა როგორ დაეყრდნო ერთ ფეხს გოგონა ჰაერში დატრიალდა და ორივე ფეხზე მოხდენილად დახტა. დამსწრე საზოგადოებას თავი დაუკრა. -მე ვარ...დემეტრე, თვალები გაუფართოვდა ნინას სტუმრის დანახვისას. ჯერ კიდევ ღრმად სუნთქავდა და დაბნეული თვალებს ატრიალებდა, მერე უცებ გაიცინა.-გამარჯობა, როგორ ხარ?
-ნინა, შენი შემოსვლები ყოველთვის ორიგინალურია, დემეტრემ ღიმილით შენიშნა და გოგონას მიესალმა.
-არ ვიცოდი სტუმარი თუ გვყავდა, ბოდიში დამაგვიანდა.
-საიდან გეცოდინებოდა, დედი, სახლში შენ არ ხარ და.
-ახლა კიდე უფრო იშვიათად ვიქნები ფართო ღიმილი შეანათა დედას. -ხელებს დავიბან და ახლავე მოვალ.
-მოიცა, ნინა, რა ახალი ამბავი? დაჩიმ დას ასძახა. ნინა მალევე მობრუნდა უკან და თავისი ადგილი დაიკავა მაგიდასთან.
-მოკლედ, სტუდია დგამს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს“ და თუ გამოიცნობთ ვის ვიცეკვებ? არა, დაჩი, ნინა ძმას დაეჭყანა და კი, ბარბი, ესმერალდა ვიქნები. სიხარულს ვერ მალავდა ნინა.
-გილოცავ, დედი, პრემიერა როდის გაქვთ?
-ჯერ რეპეტიციაც არ გვქონია, დედა.
-კარგია, ნინა, სერიოზულია.
-დაიკო, საუკეთესო ბოშა იქნები ბოშების ისტორიაში, ოღონდ ის გაფართხალება აღარ გააკეთო ჰაერში, რა, დაჩიმ გადაიხარხარა და და-ძმაც აიყოლია.
-ის „გაფართხალება“, უვიცო, იყო სოტ დე ბასკი, რომელსაც შენს ცხოვრებაში ვერ გააკეთებ ვერასდროს და ოფიციალურად ეგეკრძალა ჩემი ესმერალდას ნახვა.
-ნინა, არ ვიცოდი მოცეკვავე თუ იყავი...
-ბალერინა, ნინამ ნაზად გაუღიმა დემეტრეს და პასუხიც მიიღო ღიმილზე.
-საოცნებო პარტია იყო?
-ერთ-ერთი საყვარელი მიუზიკლი, სიმღერა, წიგნი, ყველაფერია.
-გილოცავ, იმედია მეც არ მეკრძალება ნახვა ოფიციალურად.
-არა, შენ შეგიძლია დატკბე ჩემი ესმერალდათი, ნინა ვერ მიხვდა რატომ წამოხურდა და გაწითლდა სახეზე, მაგრამ დემტრემ ისე გულიანად გაიცინა, როგორც წლებია არ გაუცინია.
-პატივია ჩემთვის, შიგ თვალებში ჩახედა გოგონას და თითქოს მისი ბედნიერებით შეივსო. დიდი ნიჭია ცხოვრების წვრილმანებშიც აღიქვა ბედნიერება, ნინა ამაშიც ნიჭიერი იყო. თითქოს მისი პოზიტიური ენერგია დემეტრეს აურას კვებავდა და მისი ბედნიერებით ავსებდა. გადამდები იყო ნინა, ძალიან გადამდები.
***
თითქოს უდარდელობის ელექ დაალევინა დადიანების ოჯახმა. ისე ძალიან მოუნდა რომ ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეძლებოდა იქ მისვლა ყოველ საღამოს და თუნდაც მათი მოსმენა რომ თავის თავზე გაეცინა. საოცარია, არ უყვარდა ხმაურიანი ადამიანები, სულ რომ შეუძლიათ იხუმრონ და გაიცინონ, დადიანები კი ამ კრიტერიუმებს ყველაზე კარგად ერგებოდნენ, მაგრამ მათი არსებობა ისეთი ნამდვილი იყო, ისეთი სუფთა რომ არ შეიძლებოდა დემეტრეს არ მოსწონებოდა. თითქოს უარს ამბობდნენ პრობლემებზე ეფიქრათ ან რაიმეზე ენერვიულათ, ერთმანეთს ბედნიერებას უნაწილებდნენ თან ისე უშუალოდ. თითქოს ყველა დადიანი ერთნაირი იყო, ერთნაირად კარგი.
-სოტ დე ბასკი, ხმამაღლა ჩაილაპარაკა დემეტრემ და ჩაიცინა.
-ახალ ენას სწავლობ? ინერციით მობრუნდა უკან და დას გაუღიმა.
-არა, ასე ქვია ბალეტის ერთ-ერთ ნახტომს მგონი. მარიამ, როგორ ხარ ?
-ბალეტის? დემეტრე, სამი დღე არ ვიყავი სახლში და ბალეტით დაინტერესება მოასწარი ? მარიამმა წარბები შეკრა და ძმას მიაშტერდა, ღიმილიანი სახე, ბალეტი და თბილი ხმა ეუცხოვა ძმისგან.
-ალბათ ერთ წარმოდგენას ვნახავ რამდენიმე თვეში. ნუ მიყურებ მასე, მარი, ბალეტზე ვამბობ გლადიატორების ბრძოლაზე კი არა.
-რა სპექტაკლია? თითქოს არ შეიმჩნია დემეტრეს რეპლიკა.
-„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ და სანამ მკითხავ, დაიკო, კი შეგიძლია შენც წამოხვიდე. დემეტრე ფეხზე ადგა და თავისი ოთახისკენ წავიდა.
-მარი, დემეტრე სახლშია?
-კი, თავის ოთახში ავიდა. ანა, სად იყო დღეს ხომ არ იცი?
-კი ბარბარესთან სახლში.
-სად? ბარბარესთან რა უნდოდა?
-მის უფროს ძმას იცნობს თუ რაღაც, მარიამ, რა მოხდა?
-არაფერი.
-მაშინ წავედი, ქიმიაში რაღაც უნდა ვკითხო დემეტრეს.
***
-ნინა, გაიღვიძე რა. ამდენი ხანია გელაპარაკები.
-ელე, გუშინ, არა ამ დილით ერთი საათი მეძინა მხოლოდ. შეიძლება მერე ვილაპარაკოთ ამ კარნავალზე ?
-არა, არ შეიძლება, ერთ კვირაშია კარნავალი და თითქმის არაფერი არ გვაქვს მზად.
- ხო და არ უნდა აგეჩემებია ორგანიზატორობა.
-ნინა, წამყვები ფეიერვერკის ასარჩევად თუ არა? ნინამ მეგობარს თავი დაუქნია და დამძიმებული სხეული მანქანისკენ წაიღო.
-რამდენი ხანი გქონდა გუშინ რეპეტიცია?
-დიდი ხანი, ძალიან, ნინა სავარძელზე გადაწვა და თვალები დახუჭა.
-ღამე რაღატო გაათენე?
-გახსოვს დღეს ცალ-ცალკე დაგვსხეს, თეთრი ფურცლები დაგვირიგეს, სადაც მთელი თვის მასალიდან კითხვები ეწერა. ამას ეწოდება გამოცდა და უნდა მოვმზადებულიყავი. ელენემ გაიღიმა და მანქანა გააჩერა.
-მოვედით, ნინამ თვალები გაახილა და ღვედი მოიხსნა.
-აქ რა გვინდა?
-კარგი რა, ნინიკო, წადი დაიძინე. თან ხვალ კიდევ გვაქ გამოცდა შუადღეს რეპეტიცია გექნება. ხვალ გნახავ, ორშაბათს პირდაპირ პრემიერაზე მოვალ. სამშაბათს შენ მოხვალ ჩემს კარნავალზე და ნახავ რატომ ავიჩემე ორგანიზატორობა, ნინამ გაიცინა და მეგობარს ლოყაზე აკოცა.
-ახალი წლის მერე, ფინალურებამდე წყნეთში ავიდეთ. მადლობა, ელე.
-ტკბილი ძილი, გაუღიმა გოგონამ და მანქანა დაძრა.
ვერაფრით შეძლო პატარა ანრის ოთახისთვის ჩაევლო და ლიზიკოსთან მაინც შეიარა.
-ღმერთო, ნინა, რამდენი ხანია არ დაგიძინია?
-როგორ ხართ?
-მე ისე როგორც შენ, მეძინება და ეს ვაჟბატონი ისე, როგორც დაჩი, სულ შია. ნინამ ძმისშვილი ხელში აიყვანა და ნაზად მოეფერა.
-დღეს მოვიდა მოსაწვევი დემეტრეს ოჯახიდან.
-დემეტრე, წყნეთის დემეტრე? ლიზიკომ გადაიხარხარა.
-წყნეთის საიდან მოიტანე, ნინა?
-ნუ, იქ გავიცანი, ყველამ იქ არ გავიცანით?
-კი, კი რა უცნაური ხარ შენ. მოკლედ, ოცდათერთმეტში დაპატიჯებულები ვართ მაგათთან ახალი წლის წვეულებაზე, ნატას ისე გაუხარდა რომ ბარბარე საყიდლებზე წაიყვანა.
-გთხოვ, მითხარი, რომ ოცდათერთმეტი სამშაბათი არ არის უნივერსიტეტში კარნავალი მაქვს.
-აარა, ოთხშაბათია.
-კარგია, თორემ დედაჩემი გლოვას დაიწყებდა. ნინამაც გაიცინა და მერე, როგორც იქნა, თბილ საწოლში ჩაწვა.
***
ამ წუთას ცხოვრება ვალდებული იყო სრულყოფილი ყოფილიყო, ახლა არ იყო დრო არც ნერვიულობისთვის, არც იმედგაცრუებისთვის, არც შიშისთვის. ამ წუთას ფიქრიც კი ზედმეტი იყო. ნინამ თითებს დახედა და დაინახა როგორ შესამჩნევად უცახცახებდა ხელი. მერე კი მუსიკის ხმა გაიგონა და თითქოს ყველაფერმა აზრი დაკარგა. ადვილი შესამჩნევი იყო წამში გამყარებული ხელის თითები, თითქოს სისხლი აუდუღდა სხეულში, ღრმად ჩაისუნთა ჰაერი და მიხვდა არაფერზე არ ფიქრობდა, ზუსტად ისე როგორც უნდოდა. მთელი გულით გაიღიმა, იგრძნო როგორი სრულყოფილი იყო ამ წამს ცხოვრება და პრემიერის დღეს ბოლო პარტიის შესასრულებლად სცენაზე გავიდა.
ის არ იყო მხოლოდ ცეკვა, ის ოცნების ასრულების წამი იყო. მთელი დარბაზი, თითოეული მაყურებელი ნინას ეკუთვნოდა, მისკენ იყო მომართული ყოველი წყვილი თვალი, მისი ცეკვა კი გონებას უვლიდა, ზედმეტი იყო ახლა მისი გაანალიზება, დასკვნის გამოტანა, შეფასება, ნინა ყველა ადამიანის გონებას აცდა და ისე შეაღწია მათ გულებში. ჰაეროვანიც იყო, მძიმეც, მხიარულიც და სევდიანის, ძალიან ლამაზი იყო, საოცრად მგრძნობიარე და ერთადერთი, მხოლოდ ნინა იყო ასეთი, მხოლოდ მას შეეძლო ასე მიეძღვნა თავი ცეკვისთვის, მთელი არსება ჩაედო მოძრაობებში, ყოველი სუნთქვა ეჩუქებინა ემოციისთვის და წამითაც არ ეფიქრა, გონება არ გაერია იქ, სადაც არ იყო მისი ადგილი.
არ ელოდა, მართლა არ ელოდა აპლოდისმენტებს, ისიც კი დაავიწყდა რომ სცენაზე იდგა და მხოლოდ მისთვის არ იყო ეს ცეკვა. გვერდით გადახედა პარტნიორს და რაღაც უცნაური დაინახა მის თვალებში, ძალიან უცნაური, მერე კი გაუღიმა და თავი დაუქნია. ნინამაც გახსნა ლამაზი ტუჩები და დარბაზს გადახედა, ყველას ცალ-ცალკე, ყველას ინდივიდუალურად ულამაზესი ღიმილი აჩუქა.
***
ჯერ კიდევ სარკეში უყურებდა თავის თავს და ვერ იჯერებდა რომ ყველაფერი დასრულდა, გულის წყვეტასაც კი გრძნობდა. თვენახევარში მოახერხეს ის, რასაც რამდენიმე თვე სჭირდებოდა. ნინამ იგრძნო, რომ ის აპლოდისმენტები დამსახურებული იყო. ღრმად ამოისუნთქა და თავის თავს ისევ შეხედა, მერე კი კარი გაიღო და სარკეში არეკლილ სილუეტზე მზერა გაუშტერდა.
-ნინა... გეტყოდი საუკეთესო ესმერალდა იყავიმეთქი, მაგრამ არ მინდა ვინმეს შეგადარო...
-მადლობა, შენ აქ როგორ შემოგიშვეს? ნინამ დემეტრეს გახედა და ოდნავ გაუღიმა.
-ვუთხარი, რომ შენი ექიმი ვიყავი, დემეტრემაც გაუღიმა.
-მოიტყუე, არ ვიცოდი თუ მოდიოდი.
-ნება დამრთე, გახსოვს? ისევ გაიღიმა დემეტრემ. -სხვათაშორის დაჩიც აქაა, დავინახე.
-მადლობა, დემეტრე. მართლა უნდოდა ნინას უფრო მსუბუქად ეთქვა, უდარდელობის სხივი ჰქონოდა ამ უბრალო ფრაზად, მაგრამ დღეს ზედმეტად ბევრი ემოცია გამოიცვალა, ბევრი იყო ძალიან და არ შეეძლო ახლა უმიზეზოდ გაღიმება. დემეტრემაც იგრძნო უცნაური დაძაბულობა ირგვლივ, გოგონა ისეთი თვალებით მიშტერებოდა, თითქოს რაღაცას ელოდა, რაღაც უნდა გაეკეთებინა დემეტრეს და ვერ მიხვდა რა. უცნაური ის იყო რომ თავს დაძაბულად არ გრძნობდა, პირიქით, სიამოვნებდა იქ ყოფნა, სიამოვნებდა ის დაძაბული ატმოსფეროც და ისიც როგორ უყურებდა მას ნინა.
-არა, მადლობას არ უნდა მიხდიდე, გულწრფელად გითხარი.
-ზუსტად მაგისთვის გადაგიხადე მადლობა, ახლა გაიღიმა ნინამ, - გარეთ გავალ და დღეს ყველა მეტყვის რომ საუკეთესო ვიყავი, მიხარია, რომ შენ მართლა ასე ფიქრობ. ახლა დემეტრეს მზერამ შექმნა დაძაბულობა ირგვლივ, თავი ძალიან უცნაურად იგრძნო. როგორც კი შეეცდებოდა და ნინაზე რაღაც აზრებს დაალაგებდა გონებაში, როგორც კი რაღაც შტაბეჭდილება ჩამოუყალიბდებოდა გოგონა აიღებდა და ერთი სიტყვით გააცამტვერებდა ყველაფერს. სულ რამდენიმეჯერ ჰყავდა ნანახი და აღარც კი ახსოვს რამდენჯერ შეეცვალა უკვე წარმოდგენა მასზე. არც ერთი ეპითეტი არ არსებობდა ახლა რითაც შეეძლო ნინა დაეხასიათებინა, თითქოს ზედსართავი სახელის არსებობა უარყო საერთოდ მისმა ტვინმა. მაგრამ ერთში დარწმუნდა, აშკარა იყო, ამაში ეჭვი აღარ ეპარებოდა...
-არ იტყუებიან, ნინა, არასდროს არ იტყუებოდნენ... გოგონამ ისეთი ინერციით მოაბრუნა თავი დემეტრესკენ და ისეთი მართალი ღიმილით გაუღიმა რომ დემეტრემ თავი მნიშვნელოვან პიროვნებად იგრძნო, მნიშვნელოვნად ნინასთვის.
-ჰო, მართალი ხარ. არაფრით არ აშორებდა თვალებს, ჯერ კიდევ ელოდა რაღაცას. -ისე მიყურებ თითქოს ახლა რაღაც უნდა გაჩუქო, ნინამ სიცილით უთხრა დემეტრეს და ბიჭმა პირი დააღო გაოცებისგან, არა, ეს ნინას თვალები იყვნენ მომთხოვნი...
-როგორც ჩანს რაღაც საერთო გვაქვს, შენი თვალებიც ზუსტად მასე მიყურებენ.
-ნუ, მე არაფერი მაქვს შენთვის და შენ?
-ყვავილებს ვიყიდდი ალბათ, მაგრამ შენი დამოკიდებულება რომ ვიცი, დემეტრეს ისევ გაეცინა, -არა, არც მე არაფერი მაქვს შენთვის. ახლა მაინც უნდა გამქრალიყო ეს მოთხოვნა, მაგრამ არა, ჯერ კიდევ ამჩნევდნენ ერთმანეთის გამოხედვაში.
-ეს იყო პირველი ბალეტი, რომელსაც ვუყურე, აღიარებასავით იყო დემეტრეს რეპლიკა.
-მაშინ, მარტო კი არ გდომია არავისთან შედარება, არც არავინ გყოლია შესადარებელი.
-ჰოო, შენთან „ასჯერ უნდა გაზომო და ერთხელ უნდა გაჭრა“.
-ყველასთან, დემეტრე, ყველასთან ეგრე უნდა ქნა. მე უბრალოდ ხმამაღლა ვამბობ, ზოგი ჩუმადაა, და კიდევ უფრო მეტი საერთოდ ვერ ხვდება, ისევ გაიღიმა ნინამ.
-მოგწონს არა შენს თავს უმცირესობებში რომ მოიაზრებ?
-არა, მე საერთოდ არ მომწონს ჩემს თავს რაიმე ერთობაში რომ მოვიაზრებ, ხალხიც საკმარისია მაგისთვის.
-რისთვის ნინა?
-იარლიყებისთვის, დემეტრე.
-უცნაურია, მე ჯერ ვერც ერთი ვერ მოგანიჭე. ნინამ გადაიხარხარა.
-არა, მომანიჭე თან ძალიან ბევრი, უბრალოდ სხვებთან შედარებით უფრო დაკვირვებული ხარ, შეიძლება ჭკვიანიც და ხვდები რომ ვერ ვამართლებ.
-არ ამართლებ, ნინა.
-ისეთი ტონი გაქვს რომ უნდა გამიხარდეს, რა მომაკერე ასეთი, ჰე, გამოტყდი ახლა, ნინამ თვალები დაუწვრილა და გაუღიმა დემეტრეს, ვერც შეამჩნია ისე მიუახლოვდა. დემეტრემ გაიცინა და გოგონას ზევიდან დახედა. ნინამ აშკარად უხერხულად იგრძნო თავი, როცა დემეტრე ტუჩებზე დააშტერდა. გაუაზრებლად მოილოკა ქვედა ტუჩი და თვალები თავისით მიეწებნენ დემეტრეს თვალებს. ახლა ალბათ ყველაზე გონივრული ნაბიჯი იქნებოდა ნინას უკან დაეხია, გაეღიმა, მერე გავიდოდნენ ამ ოთახიდან, ნინა თავის ოჯახსა და მეგობრებს ნახავდა და დაივიწყებდნენ ამ წამიერ მიზიდულობას, მაგრამ არ უნდოდა, ნინას უკან დახევა არ უნდოდა. ერჩივნა დემეტრეს დაეხია უკან რომ მერე თვითონ არ ენანა გამბედაობის ნაკლებობა, ან გამბედაობა იყო კი რამე შუაში ახლა საერთოდ?
-აქ რატომ მოხვედი? ყელზე იგრძნო ნინას ჩურჩული დემეტრემ, თვითონაც აინტერესებდა, მართლა აინტერესებდა ამ კითხვაზე პასუხი. მთელი გზა ამას იმეორებდა და თავის თავში ეძებდა პასუხს. ნინას თვალები კი ისევ ითხოვდნენ რაღაცას...
-შენ მითხარი, მე არ ვიცი, ნინამ სულ ოდნავ გაიღიმა. შინაგანი ცახ-ცახი იგრძნო დემეტრეს თითები რომ იგრძნო სახეზე, ერთადერთი რაც გაიფიქრა იყო რომ მას საოცრად ნაზი კანი ჰქონდა და ფრთხილად ეხებოდა. ჰაერის ნაკლებობა იგრძნო და იძულებული იყო ღრმად ჩაესუნთქა. თვალები საერთოდ დაეხუჭა ნაზი თითები ტუჩებმა რომ ჩაანაცვლეს. ამისთვის ვერც ნინამ მონახა ზედსართავი სახელი. ყველაფერი ეტეოდა ამ კოცნაში, მოულოდნელობაც და დიდხნიანი ლოდინიც, უცნაური იმედი და კიდევ უფრო უცნაური შიში, სინაზეც და დაუმსახუერებელი უხეშობაც, უანგარობაც და მესაკუთრის ამპარტავნებაც. დემეტრემ კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა გოგონა და ნინა მთელი სხეულით აეკრო მამაკაცს, თავის შესაკავებლად მკერდზე ხელი მიაჭირა და მაისურა მუჭში მოაქცია, მერე კი გულის ცემა იგრძნო ხელებზე და ისევ გაშალა, მაგრად მიაჭირა მკერდზე რომ საკუთარ სხეულზე ეგრძნო როგორ სცემდა მისი გული...სწრაფად.
ტუჩები მოაშორა და ღრმად ჩაისუნთქა დემერემ, ხელს არაფრით უშვებდა ნინას სხეულს, ცხვირი ლოყაზე დაუსვა და კიდევ ერთხელ ჩაისუნთქა მისი ჰაერი.
-მემგონი, ჩემმა ესმერალდამ მართლა დაგატკბო, ისევ გაიცინა გოგონამ.
-რა შუაშია აქ ესმერალდა, ზედმეტად სერიოზული იყო დემეტრეს ხმა, ნინას წარბშეკრული დაშტერებოდა და თითქოს პასუხებს ეძებდა. კიდევ აპირებდა გოგონა რაღაცის თქმას, მაგრამ დემეტრე ისევ დაეპატრონა მის ტუჩებს.
-თუ კითხვბი გაგიჩნდება, არ იფიქრო რომ არაფერს არ ნიშნავდა, ოღონდ ეს არ იფიქრო. სულ ოდნავ შეახო ტუჩები მარჯვენა ლოყაზე, მარე კი კარი ხმაურიანად მიიკეტე დემეტრეს ზურგს უკან. ნინა სავარძელზე ჩამოჯდა და ღიმილი ვერაფრით შეიკავა, სახეზე ხელები ჩამოისვა და ოთახიდან გავიდა.
-ნინა, ამას მეორედ არ გეტყვი, მაგრამ უმაგრესი იყავი, ყველას ვუთხარი ჩემი დაათქო, დაჩიმ გოგონა ჩაიხუტა.
-მართლა ყველას უთხრა, შუა დარბაზში დაიყვირა, ბარბარეც გადაეხვია დას. ნინამ მშობლებისკენ გაიხედა და მათთან მოლაპარაკე დემეტრე დაინახა, წამით მზერა გაუშეშდა და მერე ისევ გაეცინა.
-აი, ჩემი გოგო, გიორგიმ ხელები გაშალა და შვილი ჩაიხუტა.
-ამდენი ხანი რას აკეთებდი, დედი, ოთახში, გელოდებოდით. ნინა ალბათ ათი წლის სიცოცხლეს დათმობდა ახლა დემეტრესთვის რომ გაეხედა, მაგრამ არ გაიხედა.
-არაფერ მნიშვნელოვანს, სიცილით უპასუხა გოგონამ, ნიკა და ლიზიკო სად არიან? იკითხა და იგრძნო როგორ აიტაცეს ჰაერში მისი სხეული, ამას მიჩვეული რომ არ ყოფილიყო აუცილებლად დაიყვირებდა.
-საბა, ჩემს ძმას რომ ავუკრძალე შენც გეხებოდათ, ნინამ გაიცინა და ამოისუნთქა ფეხის ქვეშ მყარი ზედაპირი რომ იგრძნო.
-საუკეთესო იყავი, უკნიდან ჩახუტება იგრძნო და ისევ გაეცინა.
-ლაშა, რა კარგია რომ მოახერხე მოსვლა.
-ჩემი და შენი არ შეიძლებოდა, ამისი კი, საბამ თავში ხელი წამოარტყა მეგობარს და გადაიხარხარა ლაშას სახეზე.
-ნინა, რა მაგარი იყავი, ელენეს ხმა იცნო და ახლა მას და ლიზიკოს გადაეხვია გოგონა.
-ჰე, წავედით ახლა ყველა ჩვენთან, ნიკამ დას შუბლზე აკოცა და ხელი გადახვია.
-ჰო, წავიდეთ, ნინამ თავი დააქნია და ისევ გაიხედა მამამისისკენ დემეტრეს დასაპატიჟებლად, მაგრამ ბიჭი იქ აღარ იდგა. უცნაურად დაცარიელებული იყო მთელი დერეფანი.

მიხარია, რომ ისევ აქ ვარ. უღრმესი მადლობა ყველას... არც ვიცოდი თუ ამდენი ადამიანი მელოდა <3 ჩემთვის ყველას აზრი ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს თქვენს მოლოდინებს გავამართლებ...



№1  offline წევრი aneta

გული მიჩერდება რომ ვკითკულობ, მაგარი გოგო ხარ

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

ჩემი ყველაზე, ყველაზე, ყველაზე :*

 


№3  offline წევრი Winchester

მაგარია ძალიან
--------------------
ლ.შ L.SH

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent