შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მადისაღმძვრელი გოგონა (5)


21-04-2015, 22:28
ავტორი il13
ნანახია 3 198

–მგონი შველა გჭირდება!
–რატო?–გაკვირვებულმა შევხედე გიგას თვალებში.
–ბის გზას ცდები!
–ვაიმე დედა საწყალი თაკო რამხელა კონკურენტი დაკარგა!–მის ირონიულ ტონს მეც ავყევი.
–მოიცა მართლა ანუ თავს ანებებ?
–აუუ შენ არ იცი ეგ რა ღირია ეგრე იოლად თავის დანებება გაგიგია?
–შენ ეხლა გამოგონილ ბაზე ლაპარაკობ თუ მოწევაზე?!
–ცხოვრებაში არ მომიწევია და არც მოვწევ! და შენ?–ჩემთვის მოულოდნელად მაისური აიწია და დაპრესილი მუცელი გამოუჩნდა ლამის შოკში ჩავვარდი.
–ამას მოწევასთან ერთად ვერ მიაღწევ!
უბრალოდ გახარებული მოვეხვიე და ყელში ნაზად ვაკოცე. არ ვიცი რატომ მაგრამ უკვე ჩვევაში გადამეზარდა ასეთი ქცვა.
–უნდა წავიდე.
–მე მეგონა დარჩებოდი.
–თუ პრინცესა ამის ნებას დამრთავს!
–პრინცესა თანახმაა პრინცი თავის მოკრძალებულ სასახლეში მიიღოს!–საყვარლად გამიღიმა ხელი მომხვია და სახლში შემომყვა. სალზარეულოში შევედით–აბა რას მიირთმევთ?
–რავი არ ვიცი და პრინცესა რას მომიმზადებს?
–ნუ ჯერ ერთი საიდუმლო რეცეპტით ჩემს საფირმო ნამცხვარს ჭიქაში და მერე უგემრიელეს დესერტს მივხედავ სანამ ნამცხვარი გამოცხვება.
–მე რითი მოგეხმარო?
–ჯერ დამაცადე ინგრედიენტები შევაგროვო!–ფქვილს, კვერცხს, ვანილსა და შაქარს დავწვდი და კარადიდან გამოვალაგე მერე კაკაო გამოვიღე და ერთი შავი შეკვრა.
–ეს რა არის?
–საიდუმლო ინგრედიენტი!–კვერცხი ჯამში ჩავახალლე და თქვეფა დავიწყე მერე შაქარი დავამატე და ბოლოს უკვე ფქვილი ვანილი და კაკაო ერთმანეთში არეული.
–ამას მე ავურევ!
–მე საიდუმლო ინგრედიენტს დავჭრი –უცბად დამარტყა თავში რომ მიქსერს ჩქარა თუ ჩართავდა და აი… სიცილი ვეღარ შევიკავე როცა გიგა თავიდან ფეხებამდე ფქვილსა და კაკაოში ამოსვრილი დავინახე–ბოდიში, დამავიწყდა გამეფრთხილებინე–ხელსახოცი მივაწოდე.
–არა არაფერი არაა საბოდიშო… ვერც შენ ვერ გადარჩები!–ეშმაკურად გაიცინა და ფქვილის შეკვრით გამომეკიდა, ბოლოს კი საკუჭნაოსთან ჩიხში აღმოვჩნდი და მთელი შეკვრა ფქვილი თავზე გადამაყარა.
–ტვინიკოსო ნამცხვარი?
–ის არ გვეყოფა რაც თავზე გაყრია?!–სიცილს ვერ იკავებდა ჩემს დანახვაზე სრულიად თეთრი ვიყავი და თან თავზე დიდი ფქვილის პირამიდა მედგა.
–ძაან სასაცილოა!–უჟმური სახით ავხედე–ჩემთან ერთად რატო ხარ ესეთი ბავშვური?–თავი მაგრად გავაქნიე და მთელი ფქვილი ჩამოვიყარე რაც თავზე მქონდა.
–იმიტო რო მითხრეს!
–სხვების დავალებებით ცდილობ ჩემს დაკერვას?
–არა მე მხოლოდ ის მითხრეს რომ შეყვარებული არ გყოლია, და სასურველ მიზანს ბავშვურობის გარეშე ვერ მივაღწევ!
–და რა არი ეგ შენი სასურველი მიზანი?!–ნელნელა მომიახლოვდა, ხელები წელზე მემომაჭდო და თავის სხეულზე ამიკრა–ააა უი ხოო ჩემი შეყვარებულობა!–ტუჩები სასაცილოდ დავმანჭე, რაზეც გაეღიმა.
–ჯერ ეგ მერე ოჯახი და მერე ბვშვები!– თავი ახლოს მოწია და მისი ცხვირი ჩემსას შეახო. ვეღარ მოვითმინე და ვაკოცე. მთელი გრძნობით. არ მეგონა თუ ასეთი იქნებოდა ამდენად გულწრფელი და ამდენად სითბოთი სავსე.
რომანტიკიდან რო გამოვფხიზლდით სიჩუმე მე დავარღვიე.
–ნამცხვარზე რა ვქნათ?
–არც არაფერი პირდაპირ მეორე დესერტზე გადავიდეთ.
–კარგი–ისევ სამზარეულოში დავბრუნდით და მაცივარი გამოვაღე დიდი ყუთით ნაყინი და იოგორტი გამოვიღე. მერე კარადიდან გამოვიღე ორიო, ლიკას გაკეთებული ორცხობილა შოკოლადის ნატეხებით, შოკოლადის სიროპი და კრემი.(აი ის ბოთლებში რომ ასხია) ბოლოს კი ბლენდერი ავიღე და მისი ჭიქა და ინგრედიენტები გიგას წინ დავუწყვე.
–რომელიც გინდა და რამდენიც გინდა.
–კარგი მაშინ იყოს, ნაყინი–ერთი დიდი კოვზი ჩააგდო ბლენდერის ჭიქაში–ორიო, მმმმ. კიდე კრემიი. და იყოს იოგორტიც ჰაა–ყველაფერი ჭიქაში მოათავსა თავსახული დავახურე და ასათქვეფად სტენდერზე დავდგი. ავთქვიე და ორ დიდ ჭიქაში ჩავასხი. მერე ისევ ყრემი მოვასხით და ზედ შოკოლადის სიროპი დავუმატე.
–მმმ. გემრიელია!
–შენი რეცეპტია–გავიცინე და ბლენდერის ჭიქა გავრეცხე–ეხლა მე ჩემს რეცეპტს გაჩვენებ! ლიკას ორცხობილა + იოგორტი + ნაყინი + შოკოლადის სიროპი +საიდუმლო ინგრედიენტი…
–დაიცა ეხლა რა დაამატე?
–ავთქვეფ, დალევ და ნახავ!–თავისი ჭიქა დააცარიელა მე კი ჩემი დაწყებულიც არ მქონდა.
ახალი ჭიქები ავიღე და ახლა იქ მოვათავსე ჩემი დესერტი.
–ის საიდუმლო ინგრედიენტი აღარ დამიმატებია ასე მხოლოდ არომატს აძლევს…
–ჟელებონი?
–ვაა ყოჩაღ სხვა ვერავინ ვერ ხვდებოდა.
–ისე მიყვარს რო სუნზე ვაგნებ ხოლმე.
–მართლა ძაან გემრიელია.
–ეხლა გასინჯე შენ?
–ხოო, ლიმონი გიყვარს?
–გააჩნია შაქრით კიი!
უბრალოდ მინდოდა ცოტა მეც გავარშიყებოდი. ტუჩებზე ლიმონი მოვისვი და მერე ტუჩები შაქარს შევახე რომ ტუჩებზე ამეკრა.
–ხო არ გასინჯავ?–თვალი ჩავუკარი გიგას.
–დიდი სიამოვნებით!–ჩემს ტუჩებს დაეძგერა მერე ხელში ამიტაცა და სამზარეულოს მაგიდაზე შემომსვა. ეს კიდევ დიდ ხან გასტანდა რომ არა…
–მამა?!–კარის ხმაზე თვალები გავახილე და გიგას მოვწყდი.ცუდად მაქ საქმე? წარმოდგენა არ მაქვს ეს აქამდე არ მომხდარა და მამას რეაქციის მეშინია.


იმედია მოგეწონებათ!!!
ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობთ!



№1  offline წევრი cancara

Daidzaba situacia

 


№2  offline წევრი კუსა ♥

ძალიან კარგია , მაგრამ დიდი თავები დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent