რამდენად ტკბილი არ უნდა იყოს ოცნება, რეალობა მაინც მწარეა [6]
ბავშვებოოო! ესეც ახალი თავი ^_^ იმედია მოგწონთ <3 გთხოვთ, კომენტარი დაწეროთ. ^_^ აბა რას იტყვით? გავაგრძელო? <3 ^_^ =_=_=_= ერთი თვე გავიდა, რაც უტაზე გამათხოვეს. ერთი თვის განმავლობაში აკო 4-5 ჯერ ვნახე მარტო, როცა ყოველდღე ვნახულობდი. "საქმეები აქვს და ვერ იცლის" ვაიმედებდი თავს, მაგრამ ვიცი რომ აბსურდი იყო. თუ ვუყვარვარ, დღეში ერთ წუთს მაინც დამითმობდა. დილით ტელეფონის ხმა მაღვიძებდა და სანამ ვუპასუხე გონებაში ათასჯერ მოვკალი პიროვნება, რომელიც ტელეფონს აცეკვებდა და ძილი დამოფრთხო. ნომრისთვის არ დამიხედავს ისე ვუპასუხე: - ვინ ჯანდაბა ხარ და რა ჯანდაბა გინდა?! - გაბრაზებულმა მთქნარებით ვიკითხე და თვალები ვჭყიტე, როდესაც ელენეს ყვირილი შემომესმა ყურმილს იქით. ისე სწრაფად მაყრიდა სიტყვებს, ვერაფერ გავიგე. - ელ... ე... ელენეეე!!! - ვიღრიალე, რადგან კივილს არ წყვეტდა. ერთი ჩავისუნთქე და მშვიდად ვკითხე - ახლა ქართულად მითხარი, რა ხდება? - ჩაიცვიი! შენთან მოვდივართ მე და ლიზა! - "ლ-ლიზა? ვაიმეე ლიზა!" გახარებული წანოვვარდი ფეხზე და კარადასთან მივფრინდი. - ლიზააა!!! ჩამოვიდაა?!! ააა რა მაგარიააა!!! - ვყვირიდი და შარვალს ვიცვამდი. - ხოო, ხოო, მოვდივართ ეხლა და გირჩევნია ქვმოთ დაგვხვდე, შენთან ვქეიფოობთ. ამმ, ბიჭებსაც დაურეკე. - დამარიგა და პასუხის გაცემა არ მაცადა ისე გამითიშა. უცდბ ჩავირბინე კიბეები და სამზარეულოში შევედი, თან ლექსოს ნომერს ვეძებდი. მაცივარი გამოვაღე და კმაყოფილმა მივხურე ხუთიოდე წუთის მერე, როცა დავრწმუნდი, რომ საჭირო პროდუქტები გვქონდა. მისაღებში გავედი და ძლივს ნაპოვნ ლექსოს ნომერს დავურეკე. დივანზე უტა დამხვდა, რომელსაც "შპაკლა" მიხუტებული ჰყავდა და რაღაც ფილმს უყურებდნენ. იქვე მიგდებულ პიფში ჩავესვენე. გოგომ ზიზღით გადმომხედა, უტას კი არც შემოუხედავს, ანუკის ხელი უფრო მოხვია და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა, რაზეც ორივე ახარხარდა. რა თქმა უნდა, ჩენზე იქნებოდა რამე, მაგრამ არ მადარდებდა, მე ჩემი აკო მყავდა. "სულ შენთანაა რას ამბობ" გამომელაპარაკა ალტერეგო. - ვაა რძალო, რა ხდება? მშვიდობაა? - გავიგე ლექსოს, როგორც ყოველთვის, მხიარული ხმა და მეც უნდბურად გამეღიმა. - მაგას ნუ მეძახი და კი მშვიდობაა, უბრალოდ დღეს გამოდით რა. - მუდარა ნარევი ხმით ვუთხარი და არ გამომრჩენია "შპაკლას" ბოღმით სავსე თვალები. საქმე იმაშია, რომ მას არ აქვს ისეთი ურთიერთობა ბიჭებთან, როგორც მე "მეტის ღირსი ხარ" გავიფიქრე. - კიი რა ბაზარია ტო. რომლისთვის? - ახლავე წამოდით შენ და ტატო. - ვუთხარი და თანხმობა მივიღე თუ არა გავუთიშე. - დღეა რა ხდება? - მკვახედ მომახალა "ქმარმა". - ჩემი მეგობარი ჩამოვიდა და აქ აღვნიშნავთ. - ისეთივე ტონით ვუპასუხე და ავდექი. - აწი ასე უნდა მოიყვანო დაქალები სახლში? - შეწუხებულმა გამომხედა. მრისხანდბით ავივსე მის ასეთ დამოკიხევულებაზე. - უკაცრავად და შენ თუ გაქვს უფლება, რომ ძმაკაცები და შეყვარებული მოიყვანო და გაერთით ხომ კარგია? მე აკო არ მომყავს აქ და შენს თანდასწრებით არ ვეხუტები და მითუმეტეს კალთაში არ ვუჯდები, დაქალები ყოველდღე არ მომყავს, ამიტომ პრეტენზია არ უნდა გქონდეს, მითუმეტეს მაშინ, როცა მე ხმას არ ვიღებ ყოველ ღამე ოთახიდან ამაზრზენი ხმები რომ გამოგდით. - ვუთხარი და მოვაკეტინე. "ხოდა ეგრე! პრეტენზია აქვს ბიჭს! ოო, ქეთა კერესელიძე ვინმეში არ შეგეშალოს ბიჭი!" გავიფიქრე და კმაყოფილი ღიმილით დავტოვე იქაურობა, როცა რაღაც გამახსენდა. - ხოო და დღეს აკო მოვა, ამიტომ პრეტენზიები მერე არ გამოთქვა. - ირონიული ღიმილით ვამცნე და ოთახში ავედი. =_=_=_= ყველა შეკრებილიყო მისაღებში და ხარხარებდა. მე აკოს გვერდით ვიჯექი და სიცილით შევყურებდი ლექსოსა და ტატოს, რომლებიც გაურკვეველი მიზეზის გამო კინკლაობდნენ. აკო თავიდანვე გავაფრთხილე, რომ ზედმეტებისგან თავი შეეკავა. ისიც პირნათლად ასრულებდა. ლუდის თხუთმეტი ბოთლი მაინც იდო მაგიდაზე. ზოგი ცარიელი, ზოგი სავსე. ლიზა ყველას ძალიან მოეწონა და როგორც ჩემთან და ელენესთან, მასთანაც ადვილად გამონახეს საერთო ენა. გოგოებს ("შპაკლას" გამოკლებით) მოგვშივდა და სიტყვით გამოვედი: - ახლა პიცას გავაკეთებ, ხომ გინდათ? - საყვარლად გავიღიმე და ბიჭებს გავხედე. - აუუ, მიდი რა. გახმა კუჭი ტო. - მიპასუხა ტატომ. - ხოო, თან გავიგებ როგორი კულინარი ხარ. - სიცილით ალაპარაკდა ლექსო. აკომ ღიმილით დამიქნია თავი, ხოლო უჩამ ზედაც არ შემომხედა, თუმცა რა გასაკვირია. - აუუ, არ ჯობია შევუკვეთოთ? პტოსტა მოწამვლა არ მინდა და. - აწიკვინდა ანუკი და საღეჭი რეზინი ააღლაჭუნა. აჰ, გულის ამრევი იყო მისი ყურება და ვერ ვხვდები, რა მოეწობა ამ ბიჭს მასში. - არა ანუკი, მე ვაკეთებ შენ კი არა. - ირონიულად ვუთხარი და კმაყოფილი გავბრუნდი, როცა მივხვდი რომ ერთი ადგილი დააყენა. პიცა გემრიელი გამოვიდა. ყველა ჭამდა ანუკის გარდა. "თავმოყვარეობა და სიამაყე ამის უფლებას არ აძლევს" ჩემს ფიქრებზე ჩამეცინა და აკოს გავხედე, რომელიც ანუკის ჭინკებათამაშებული თვალებით უყურებდა. ეს რამდენჯერმე შევამჩნიე, მაგრამ ყოველთვის უყურადღებოდ ვტოვებდი. ღამის პირველზე დავიშალეთ. სახლი მივალაგე და დაღლილი ჩავესვენე მისაღებ ოთახში მდგარ დივაში. უტა მოპირდაპირე მხარეს იჯდა. თვალებ დახუჭული ვიჯექი და მთელი ძალით ვცილობდი, არ ჩამძინებოდა. - შენს აკოს უთხარი, თვალდბს ნუ აფათურებს! - ხმამაღლა, ბრაზშერეული ხმით მითხრა და მოულოდნელობისგან შევხტი. თვალები ზანტად გავახილე და გავიფიქრე " "ზნაჩიტ" არ მომჩვენებია " - რა? - თავი გავისულელე. - რაც გაიგე! - მითხრა იმავე ტონით და ოთახში შევიდა. მეც მალე ავედი და ტანსაცმლიანად დავეხეთქე საწოლზე. გაუაზრებლად შემომეპარა ძილი და მორფეოსის სასუფეველში ჩავიძირე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.