შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაწილი პირველი თავიIV


22-04-2015, 01:23
ავტორი Dippie
ნანახია 1 955

IV. გამოღვიძება
-როგორც იქნა მოხვედი გონს,-ალექსი მიწაზე ზის და აგრძელებს,-ადექი უნდა წავიდეთ.-ზოგადად არაფრის ახსნა არ იცოდა ალექსმა მაგრამ ამ შემთვევაში ასე არ გამოვიდოდა. წამოდგომაში მეხმარება, საშინელ სისუსტეს და თავის ტკივილს ვგრძნობ,თვალებში მიორდება.
-ალექს,-ჩუმი გამქრალი ხმით წარმოვთქვამ მის სახელს,-რა ხდება,სად ვართ, დანარჩენები სად არიან?
-არ ვიცი,არ ვიცი და არ ვიცი. ეხლა წამოდი.
-არაფერი არ დაგინახავს ან არ გაგიგონია?
-არა.-მოკლედ მპასუხობს და წინ მიდის. სრული ქაოსია ჩემში. ისევ სიზმარზე ვფიქრობ და სხვა არაფერზე.შემდეგ მახსენდება რომ ჩედი გვარად რასელია,ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება. ჩედზე ელენა მახსენდება, შემდეგ თი, ენი და ნენსი. ერთდროულად სიბრაზე და შიში მიპყრობს. ალექსი კი უკანმოუხედავად მიდის , როგორც ყოველთვის იქმნის იმიჯს, რომ არაფრის არ ეშინია.
-შენი არ ვიცი მაგრამ მე მეტი აღარ შემიძლია,-ვამბობ და ქვაზე ვჯდები.ხეები უკიდეგანო ზომისაა,ვცდილობ ცაში ავიხედო მაგრამ ყველგან ტოტებსა და ნაძვის წიწვებს ვხედავ. უცნაური სამოსი მაცვია, ზუსტად ისეთი როგორიც ალექსს.მუქი ნაცრისფერი, უხეში ნაჭრისგან შეკერილი გაერთიანებული რაღაც, მუხლამდე დიდი რეზინის ჩექმებით.
-როგორ ხარ,-ალექსი მეკითხება და ჩემ წინ ჯდება,
-ოჰ მადლობა რომ მკითხე,არც ისე კარგად.დაახლოებით ხვდები რა შეიძლება გაეკეთებინათ ჩვენთვის? ან სად ვართ?
-რუტ ტეილორის თქმით რაღაც პროექტში ვიმყოფებით,
-სხვა ვინმე შეგხვდა?მეეჭვება მარტო ჩვენ ვიყოთ აქ.
-არა არავინ დამინახავს.
-სანამ გათიშული იყავი რაიმე დაგესიზმრა?
-არა ,მალევე გამოვიღვიძე და შენ დაგინახე.შეძლებ სიარულს?უნდა გავაგრძელოთ გზა იქნებ რამეს წავაწყდეთ.
-ან ვინმეს,-ვიძახი და ვდგები.
ამ ყელაფერს განვიცდი და მეშინია. მგონია რომ ეს დასასრულია,მაგრამ იმასაც ვფიქრობ რომ შეიძლება ყველაფერი ახლა იწყება და ამ ყველაფერს სულ სხვანაირი დასასრული აქვს.
-ბინდდება,ღამისგასათევი უნდა მოვძებნოთ,-მეუბნება ალექსი და უჩქარებს ნაბიჯს.
ჩვენს გარშემო მხოლოდ ხეები, უზარმაზარი ქვები და გამომშრალი მიწაა წიწვებით და ტოტებით დაფარული. ტოტების შეგროვებას ვიწყებ, ღამით სითბო დაგვჭირდება , მეეჭვება ალექსმა გამათბოს. ვხუმრობ.
-ალექს მოდი აქ.-ვეძახი და მოშორებით ბილიკს ვუყურებ
-რა ხდება?
-ბილიკს ხედავ?
-კი, მერე რა?
-იქნებ უნდა გავყვეთ ამ ბილიკს? შეიძლება სადმე მიგვიყვანოს.
-ჰო შეიძლება, მაგრამ რომელი მიმართულებით?
-ზევით,-გადაჭრით ვპასუხობ
-მე კიდევ ვფიქრობ რომ ქვევით უნდა წავიდეთ.
-როგორც გინდა შენ ქვევით წადი, მე ზევით ავალ.
-ისევ ისეთი ჯიუტი ხარ,წამოდი.-მეუბნება და ზევით მიუყვება ბილიკს.
მთელი გზა ხმა არ ამოუღია , არც ტოტების შეგროვებაში მეხმარება, ამის ატანა აღარ მაქ. როგორც იქნა რაღაც დავინახე და სწრაფი ნაბიჯებით გავცდი ალექსს, სიარული სირბილში გადაიზარდა.
-ნინა, დამელოდე სად გარბიხარ?! - უკნიდან მიყვირის და უფრო სწრაფად მივრბივარ.
-სახლია აქ, ალექს !-გახარებული ვუყვირი და ტოტებს ძირს ვყრი. ფერწასული ალექსი მალევე მომიახლოვდა და ძლივს სუნთქავს. - ზოგჯერ მეც უნდა დამიჯერო, -ეშმაკურად ვეუბნები და სახლისკენ მივდივარ.
-როდის ეყოფა და მორჩება ამ ირონიულობას ეს გოგო.-თავისთვის ჩაილაპარაკა იმ იმედით რომ მე ვერ გავიგე.



№1  offline წევრი შიკალატკა

Kargiaa! Dzalian saintereso da damaintrigebeli :3 ubralod tavebi gaxardee da sasven nishnebs kuradgeba miaqcie ❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ელა

რატომ აღარ გააგრძელე ეს ისტორია ძალიან განსხვავებული და კარგი წასაკითხია სიამოვნებით წავიკითხავდი გაგრძელებას.რასიზავენ ბოლოს მაინტერესებს ძალიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent