შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აი .. რა მაკლდა ჰავაიზე [1]


23-04-2015, 00:29
ავტორი prettygirl
ნანახია 2 341

დამღლელი გრაფიკი....უყურებდა ტექსტს მაგრამ ისე იყო გადაღლილი და მშიერი ასოებს ვეღარ არჩევდა.. ლიბრი გადაკვროდა თვალებზე და კისერს აქეთ იქით აკანტურებდა.. სადაც იყო ჩაეძინებოდა...თვალები რომ მიელულა გაახსენდა რომ ტექსტი შენახული არ ჰქონდა... ფეთიანივით ჭყიტა თვალები.. მოყინული ხელები დიდი გაჭირვებით გამოაძვრინა თეთრი, ფუმფულა ხალათიდან და მონიშნა "სეივ"... ღრმად დაამთქნარა და ლეპტოპი ხმაურიანად დაკეცა.. ლოგინის გვერდით, ტუმბოზე გადადო და ემბრიონის ფორმაში დაწვა ლოგინზე... სიცივემ შეაწუხა და ლოგინში შეწოლა ინება...ისე რომ ხალათი არ გაუხდია.. ახლა გაფუჭდა მაინცდამაინც ეს ცენტრალური გათბობა... მამამისმა-არჩილმა ხვალე მოვა ხელოსანიო.. ხოდა მოუწევს ამ ღამის სიცივეში გატარება...ძილი უნდოდა ,მაგრამ რაღაცა არ ასვენებდა...თვალები წვალებით გაახილა და მასზე დამხობილი ძაღლი რომ დაინახა მობეზრებულად გადაატრიალა თვალები.. პატარა, თეთრი აწკმუტუნებული ლაიკა-შანი გულზე მიიხუტა.. საბანი ასწია და უცოდველი თვალებით მომზირალი აფერისტი არსება ლოგინში შეიწვინა. ისიც უმალ გაიტრუნა მის გულ-მკერდზე მიწოლილი და მიეძინა.. პატარა არსებამ ღიმილი მოჰგვარა სახეზე.. ცხვირი მის ფუნფულა ბეწვს გაუხახუნა და მასთან ერთად მიიძინა მშვიდად
.დილით უმცროსი ძმის.. ჯაბას ჯუჯღუნმა გააღვიძა ალექსანდრა მელიქიშვილი... ღრმად დაამთქნარა და გალეული ტერფები ჩუსტებში გაუყარა.. თმააწეწილი, დათუნიანი პიჟამოს ამარა გაფრატუნდა მისაღებში და შეუბლშეკრულმა შეათვალიერა მოჩხუბარე დედა-შვილი..
-რა გაჩხუბებთ ამ დილა ადრიან.. თქვა მთქნარებით და გრაფინიდან ფორთოხლის წვენი ჩამოასხა...
-ამ ვაჟბატონს მარტო ნებავს თავის ძმაკაცებთან ერთად წასვლა სვანეთში... ჯუჯღუნით ამოილაპარაკა ოდნავ ფუმფულა ნელიკომ და მწვანილის დაჭრა განაგრძო... ჯაბა კი "მტრული " მზერით იბღვირებოდა მისაღების დივნიდან..
- და გაუშვი მერე... მხრები აიჩეჩა ალექსანდრამ და ძმის მადლიერი ღიმილ დაიმსახურა..
ნელიკომ ღრმად ჩაისუნთქა და დააყოლა:
-მოვა საღამოს მამამისი და ვნახავთ...
ეს უკვე ნაწილობრივ თანხმობა იყო... ჯაბა გაბრწყინებული სახით
წამოხტა ფეხზე და საყვარელ დედიკოს ყელში ხმაურიანად აკოცა..
-აბა აბა ვაჟბატონო! ჯერ არაფერი გადაწყვეტილა ! თითქოს მტკიცედ უთხრა მაგრამ ღიმილი მაინც შეეპარა მის ნათქვამს.. ნელიკო ძალიან თბილი და მოსიყვარულეა... ხანდახან რაღაცეებს ისევ მისი კარგად ყოფნისთვის უშლის ჯაბას.. თან რა ასაკი აქვს.. 15 წელი.. 100 თვალი და ყური ჭირდებათ ამდროს მოზარდებს, განსაკუთრებით ბიჭებს.. თან არ იხნობს კარგად იმ ოჯახს სადაც უშვებს.. მერე კიდევ ზედმეტად ქოთქოთა და ემოციურია და ამიტომ დგას ახლა უარზე.. სანამ ჯაბა ჩამოვა (თუ გაუშვა) თავისი დაემართება ალბათ...
ჯაბა გამარჯვებული ღიმილით გავიდა სამზარეულოდან და ტელევიზორთან მოკალათებულ დას გადაუჩურჩულა:
-ჯიგარი ხარ!
ალექსანდრამ გაიღიმა და გადაუჩურჩულა:
-წადი ახლა შენს ჯიგარ დას მაღაზიაშ
ი გაეგზავნე რა...
ჯაბამ ეგრევე "როჟა" მოუკერა და უთხრა:
-ამიტომ უთხარი ხო ნელიკოს ?! ყველაფერს საშენოდ იყენებ. წუნკალო! მაგრამ მე არსად ჩასვლას არვაპირებ ..ირონიული ღიმილით ამცნო და ტელევიზორს მიაჩერდა..
- არა რა.. ეს შენი ძმაკაცებიც დიდად არ მომწონს ხოიცი... მოულედნელად მოესმა ნელიკოს ხმა სამზარეულოდან .. როგორც ჩანს ნელიკომ კიდევ ამაზე ფიქრობდა და უზიარა შვილს აზრები... ჯაბამ ჩაილაპარაკა "ღმერთო რა დავაშავეო" და აშკარად ამჯობინა მაღაზიაში
წასვლა ნელიკოს ქოთქოთის მოსმენას...
-მომე ფული ჩავალ მაღაზიაში... ამისი ლექციების მოსმენას მირჩევნია... უთხრა დას და ნელიკოზე მიანიშნა. ალექსანდრამ გულიანად გადაიხარხარა.. ჯაბა კი ფეხზე წამოდგა და დის მაგიდიდან
5ლარიანი აიღო... ჯიბეში ჩაიკეცა , თხელი ჟაკეტი მოიცვა და კარი გაიხურა...
- რაგაცინებს ერთი... თავი გამოყო სამზარეულოდან ნელიკომ
- არაფერი.. წამში დაასერიოზულა სახე ალექსანდრამ და "ინტერესით" მიაშტერდა ტე
ლევიზორს...
-თქვენ შემიწირავთ მე რა... ქოთქოთით და ხელების სავსავით დაუბრუნდა ნელიკო თავის საქმიანობას სამზარეულოში...
უფროსმა მელიქიშვილმა საათს აჰხედა.. ჯერ მხოლოდ 9 საათია.. სამსახურში 1 ზე მიდის... დღეს უნდა რომ ნანატრი შვებულება გამოსწიწკნოს უფროსს..
ნუ მართალია ახლა ცივა და ამინდები საშინლად არეულია, მაგრამ აგერ უკვე იწურება მაისი.. მაისისათვის შეუსაბამოდ ცივა გარეთ.. ისე რომ გათბობაც კი საჭიროა ჯერკიდევ სახლში... გაგიკვირდებათ ალბათ.. ასეთი ამინდი მაისში.. არვიცი... რას გაუგებ ბუნებას.., მაგრამ ახლა უკვე ნელ-ნელა თბება.. ამინდის პროგნოზი რომ გადაამოწმა იქითა კვირიდან საგრძნობლად იდარებს.. ჰოდა ვნახოთ... იქნებ გამოსტყუოს უფროსს სანატრელი და ოცნებად ქცეული შვებულება..
--------
დადადადაააამ ! დაგიბრუნდით დაგიბრუნდით ისე აჟიტირებული ვარ და ისე მიხარია რომ ისევ ვაგრძელებ წერას რამისაა ადგილზ დავუარო შალახო ჩემი ტელეფონი სიახლის დამატებისას აღარ აგდებს რეკლამებს.. მგონი მალე ახალი ლეპტოპიც მექნება და მოვახერხებ სადაც კი შემეძლება ბეჭდვას უხხხ როგორ მომენატრეთ თქვენ და თქვენი ტკბილი კომენტარები იმედია ამ მოკრძალებული თავისთვისაც არ დაიშურებთ კომენტარებს და მეტყვით თქვენს აზრს <3 ისტორიას ყოველდღე დავდებ მიყვარხართ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent