შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Happily N'Ever After


23-04-2015, 00:33
ავტორი Klaus
ნანახია 1 826

ჩემი ოცდამეერთე დაბადების დღეც გათენდა. დიდი ხანია დაბადების დღის აღნიშვნას თავი დავანებე,ამ დღეს უბრალოდ ვჭამ ბევრ ნამცხვარს და ვსვამ წვენს.
ის დილაც ისე დაიწყო,როგორც სხვა ყველა ჩვეულებრივი დილა.
ობობა თავზე დამახტა და გამაღვიძა.
ობობა ჩემი ძაღლია.ეს სახელი იმ ობობის საპატივსაცემოდ ქვია,რომელიც დიდხანს ცხოვრობდა ჩემს ჭერში,თუმცა ბოლოს ჩემმა დაქალმა შეიწირა,რომელსაც ძალიან უყვარს სახლის დალაგება.
მოკლედ.ავდექი,თბილი ხალათი ჩავიცვი,ყავა მოვიდუღე და აივანზე გავედი.
სანამ სახლში შემოვიდოდი,უბრალოდ გვერდით გავიხედე და მომავალში ღმერთს მადლობა შევწირე რომ იმ მომენტში ჩემი ახალი მეზობელი ჩემსკენ არ იყურებოდა.
შოო-კი-რე-ბუ-ლი დავრჩი.
აი საჩუქარიც ამას ქვია-გამიხარდა.
არსად მენახა ასეთი სრულყოფილი ქმნილება,და თანაც არასრულყოფილი.
30წლამდე იქნებოდა,მაღალი,მუქი ქერა თმით,სწორი ცხვირით,და ძალიან ლამაზი თითებით.ისიც ჩემსავით იდგა აივანზე,ჭიქა ყავით ხელში.
უცებ გამოიხედა და რომ დამინახა გამიღიმა და თავი დამიკრა.აი ღიმილის აღსაწერად სიტყვები არ მეყოფა,უბრალოდ უუუსაყვარლესი იყო. და მეც ვითომ ზრდილობის გამო გავუღიმე და გავაცნობიერე რომ ახალი გაღვიძებული ვიყავი,,ნამძინარევი თვალებით,გაჩეჩილი თმებით და თავი იდიოტად ვიგრძენი.
დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ წვიმაში მოვყევი.შარვალი ტალახით დამესვარა,ფეხები დამისველდა,გასაღებიც დავკარგე და კიბეზე ჩამოვჯექი არსაიდან მხსნელის მოლოდინში.წვიმის გადაღებას დაველოდე. უცებ ჩემი მეზობელიც გამოჩნდა.ისიც სულ მთლად სველი იყო,მომესალმა და სანამ კარებს გააღებდა მკითხა-აქ რატომ ზიხართ,კარებს ვერ აღებთ?
-დიახ,გასაღები დამეკარგა.
-თუ წინააღმდეგი არ იქნებით,ჩემთან შემოდით სანამ წვიმა გადაიღებს.
არა რა,წვიმა ყოველთვის მიყვარდა.
გავუღიმე და შინ შევყევი.პირსახოცი და ხალათი მომიტანა,ბუხარში ცეცხლი აანთო (არა,ცეცხლის გარდა,რისი ანთება შეიძლება ერთი)სავარძელში ჩამსვა და თვითონ ყავის ასადუღებლად წავიდა.ამას მაშინ მივხვდი,როცა ორი ფინჯნით ხელში დაბრუნდა და მითხრა-იმედია ყავა გიყვართ.
-დიახ რა თქმაუნდა.მადლობა.
ძალიან სასიამოვნო იყო ის წუთები.მისი ღუნღულა ხალათი,ბუხარში ცეცხლი,გარეთ წვიმა..და ვინატრე რომ წვიმას არასოდეს გადაეღო.მაგრამ სულ ტყუილად.
-წვიმამ გადაიღო-ფანჯარაში გაიხედა მან-მაგრამ დარჩით ცოტა ხნით.შემდეგ კი აივანზე გადავალ,ან რამეს მოვიფიქრებთ.
-კარგით.-გამიხარდა თუმცა არ შევიმჩნიე.
-თქვენ ძაღლიც გყავთ არა?
-დიახ.ობობა ჰქვია.
-მაგარი სახელია.ხო მართლა,მე ჯიმი მქვია.
-მე ქეთრინი.
ხელი ჩამომართვა და სხეულში სითბომ დამიარა.ძალიან სასიამოვნო კანი ჰქონდა.
-შენი სახელი უფრო ლამაზია.ქეთ.შეიძლება ასე მოგმართო?
ჰმ!მომინდომა აქ ქეთ და რაღაცეები,უკვე მკერავს კიდეც,თან შენობით მომართვაზე გადავიდა!რა იდიოტია!-გავბრაზდი მე,წამოვხტი,მაგიდიდან ვაზა ავიღე და სანამ რამის გააზრებას მოასწრებდა თავზე დავათხლიშე.შემდეგ გავიქეცი,აივანზე გადავძვერი და ისე შევედი სახლში.ტანსაცმელი გამოვიცვალე,ობობას ხელი მოვკიდე (უფროსწორად თოკი) და ბიძაჩემთან გადავსახლდი!
აი ასე დამთავრდა ჩემი ორწამიანი სიყვარულის ისტორია .
BETTER LOVE STORY THAN TWILIGHT!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent