შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი გულის მბრძანებელი !


23-04-2015, 00:36
ავტორი lisebeth
ნანახია 2 156

ის იყო პატარა ფეშენებელური სახლის წინ ჯიპი დადგა ,რომ იქედან უსაშველოდ სიმპატიური ორი ბიჭი გადმოვიდა ,მაგრამ ამის შემჩნევა ცოტა რთული იყო,რადგანაც თავზე ქუდები ჩამოეფხატათ და უცნაურად ჩაეცვათ . დაბალი ჭიშკარი გაჭრიალდა და იქედან მესამე გამოვიდა .რომელიც არანაკლები შესახედაობის იყო ,მაგრამ ამათგან განსხვავებით შავგრემანი . ქუდი ხელში ეჭირა. როგორც კი მანქანის კარი გამოაღო ჩასაჯდომად მაშინვე მიესალმა მეგობრებს
-ვატო...ლუკა როგორ ხართ?
-რეზი ვთევზაობთ დღეს ბუნებში ?
-თქვენი არ ვიცი ,მაგრამ მე ნამდვილად ვაპირებ ...
-რას აიჩემებ ხოლმე ამ უცნაურობებს ... წამოდი დაჯექი სადმე ბარში ,ლამაზი გოგო ''ააგდე'' და იგულავე დილამდე _ცხვირი აიბზუა ლუკამ
-და ელოდე ერთი ჩერჩეტი თევზი როდის ინებებს წამოეგოს ანკესს ,როცა მისი მსგავსი ჩერჩეტი თევზები ოღონდ უფრო სასურველები გაცილებით სწრაფად ეგებიან საჭირო დროს და საჭირო ადგილას _დარწმუნებით თქვა ვატომ და საკუთარი ნათქვამი აშკარად მოეწონა
-მოკლედ თქვენ მდიდრები გართობის გარდა არაფერზე ფიქრობთ ...თევზაობა კარგია .ადამიანს ფსიქიკას უმშვიდებს_თქვა რეზიმ
-გეხვეწები რა მწირს ახლა მე დასამშვიდებელი ???? _ამოიგმინა ლუკამ და საჭესთან მჯდომ ვატოს სიბრალულით გახედა
-თქვენ სჯობს ის მითხრათ ,რომ კარვები წამოიღეთ
-რომელი კარვები ?_გაიოცა ვატომ
-რა ვრჩებით? _აყვა ლუკა
-დაუჯერებელია..._ხელები ზეცისკენ აღაპყრო რეზიმ და უკანა სავარძელზე გადაწვა
-ხო კარგი...წამოვიღეთ ...გეყოფა ნუ გადაბარგდი იმიერში ..._გადაიხარხარა ვატომ


თევზაობა დიდხანს გაგრძელდა ,მაგრამ ბიჭებმა ბევრი ვერაფერი დაიჭირეს . კარგადაც გაითოშნენ და გვიან ცეცხლს მიეფიცხნენ .
-იმდენი თევზი დავიჭირეთ როგორ წავიღებთ სახლში მაგაზე მეფიქრება_სერიოზულობით წარმოთქვა ვატომ
-შენც მაგაზე ფიქრობ ხომ ? _მხარი აუბა ლუკამ და მერე ორივემ გემრიელად გადაიხარხარა
-კარგით ხო გეყოთ .თევზაობა გამართლებაზეა
-ძმობას გაფიცებ ამას არ ჯობდა ახლა შევსულიყავით სუპერმარკეტში . ერთი კილო თევზი გვეყიდა და მიგვერთმია? ამ ორი ლიფსიტასთვის გამყინე აქ ამხელა კაცი როცა შემეძლო საწოლში მენებივრა გრშელფეხება გოგოსთან ?_ხელში ვედრო აათამაშა ლუკამ
-რა გაგეგებათ თქვენ ცხოვრების სამოვნების ? შეხედეთ რა ბუნებაა ,რა სილამაზე,როგორი სუფთა ჰაერი ..._მშვიდად თქვა რეზიმ
-ჰო ჰაერს არაუშავს ... ამ ურწკუმში სილამაზეს ნამდვილად ვერ ვხედავ ...თანაც უკვე მეძინება ... კარავში შევალ იქნებ გავთმე _წამოდგა ვატო და მოულონდელად რაღაც ყვირილის მსგავსი გაისმა
-იმედია აქ მგლები არ არიან _უკან დაიხია ლუკამ
-არამგონია _მზერა გაუშტერდა რეზის ფერდობისკენ სადაც სიბნელის მიუხედავად ტოტები ირხეოდა . ლუკამ და ვატომ უკან დაიხიეს . რეზიმ სვლა განაგრძო და ის იყო ტყეში შესვლას აპირებდა ,რომ იქედან ბანცალით ვიღაც გამოვარდა . გრძელი გაშლილი თმები კაპიუშონის იქედან ჩამოშლოდა . ტანზე ჯინსი და დაგლეჯილი,ტალახიანი კედები ეცვა . რეზიმ ხელი შეაშველა და ის იყო ეს გააკეთა ,რომ გოგონა მის მკლავებში ჩაესვენა . ბიჭებმა მთვარის შუქზე მიაბრუნეს იგი და დაინახეს ,რომ მთელი სახე ტალახით და ნახშირით ჰქონდა მოსვრილი . ხელის თითები კი გადატყაული


გამარჯობათ ბავშვებო....დიდი ხანია ამ საიტზე არაფერი დამიდია
ეს ფაქტობრივად ჩემი პირველი მოთხრობაა
იმედი მაქვს მოგეწონებათ



№1 სტუმარი Nia

Gagrdzeleba ar aqvs?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent