შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და მაინც...(1)


23-04-2015, 20:39
ავტორი anoo
ნანახია 3 525

-გშორდები!_ვუთხარი ჩემს „ქმარს“ და არაფრისმთქმელი გამომეტყველებით ჩავჯექი მის წინ მდგარ სავარძელში.ნელ-ნელა სახის გამომეტყველება ეცვლებოდა და ბოლოს ძალიან გაოცებული სახე მიიღო.ალბათ არ ელოდებოდა ჩემგან ასეთ „განცხადებას“.
-რა თქვი?_წარბებ აწეული მომაჩერდა.მის ნათქვამზე ირონიულად ჩავიცინე და გავუმეორე
-გშორდები!_ფეხი ფეხზე გადავიდე და მივაჩერდი.მიმიკა არ შეუცვლია და ისევ გაოცებული მიყურებდა.
-და რატომ?_ახლა ირონია უფრო აეკრა სახეზე ვიდრე გაოცება.ღმერთო რა უტიფარია,ახალა ავდგები და შემოვარტყამ.მაგრამ სიმშვიდე შევინარჩუნე და ღიმილით გავაგრძელე
-შეიძლება იმიტომ,რომ აღარ მიყვარხარ,შეიძლება იმიტომ რომ შენ აღარ გიყვარვარ,რავიცი ბევრი მიზეზია.
-ჩემს მაგივრად რატომ ლაპარაკობ?
-რატომ?ტყული ვთქვი რამე საყვარელო?_ბოლო სიტყვას ხაზი გავუსვი.
-შენთვითონაც იცი რომ ტყუილია._ნერვიულად შეისწორა პიჯაკი.
-არა არ ვიცი,მე მხოლოდ ის ვიცი რომ აღარ მინდა მოღალატის ცოლი მერქვას.ამიტომ გშორდები._შეიძლება გარეგნულად ძალიან მშვიდად ვიყავი,მაგრამ შინაგანად ძლივს ვიკავებდი თავს რომ არ ავტირებულიყავი.ჩემს ნათქვამზე შეცბა,დაიბნა.არ მოელოდა,ალბათ არ ეგონა მის არაკაცურ საქციელს თუ გავიგებდი.
-საიდან გაიგე?_ნერვიულად ალაპარაკდა.
-აი ეს მომწონს.ცოტა კაცობა შემოგრჩენია და არ მალავ.ვფიქრობ მაგას არ უნდა ქონდეს არსებითი მნიშვნელობა.მთავარი ამ ამბავში ისაა რომ ჩვენ ხელს მოვაწერთ განქორწინების საბუთებს,ნიკუშა ჩემთან იცხოვრებს და შენც შეგეძლება დაუფარავად შეხვდე შენს საყვარელს._ირონიულად ჩავიცინე.-განცხადება შევიტანე ამიტომ შენ დროის დაკარგვა არ მოგიწევს.ახლა კი შეგიძლია მოკრიბო შენი ბარგი და ღამის გასათევის ძებნა დაიწყო.თუმცა არამგონია გაგიჭირდეს მოძებნა,უარს ნამდვილად არ გეტყვის „მეგობარი“,ვფიქრობ გაუხარდება კიდევაც._მთელი საუბრის განმავლობაში ირონია არ დამიფარავს,არ მეგონა ასეთი ძლიერი თუ აღმოვჩნდებოდი და ასე მარტივად გავაგდებდი სახლიდან ჩემს დიდი ხნის სიყვარულს.მე ის ახლაც მიყვარდა,მე მჯერა რომ სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის,და მჯერა რომ ცხოვრების ბოლომდე ალექსი მეყვარებოდა.თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ შემიძლია ვაპატიო ღალატი,არა.ამისთვის ზედმეტად თავმოყვარე ვარ და ვიცი ჩემი თავის ფასი.მან ვერ დამაფასა სათანადოდ,ვერ დაინახა ჩემი სიყვარული,ამიტომ არ ვაპირებ მის ძალით გაკავებას.წავიდეს და მიხვდება რამდენად ძვირფასი ვართ მისთვის მე და მატათა,მაგრამ ვშიშობ რომ უკვე გვიანი იქნება,ძალიან გვიანი.
უთქმელად ადგა და „ჩვენს“ ოთახში შევიდა.ნახევარი საათიც არ იყო გასული ჩემოდნებით ხელში რომ გამოვიდა,მე გაუნძრევლად ვიჯექი ისევ ისე როგორც დამტოვა.ერთი შემომხედა და უთქმალად დატოვა სახლი.კარი გაიხურა და დიდი ხნის შეკავებულმა ცრემლებმაც არ დააყოვნა,ჯერ ერთი ცრემლი მოწყდა თვალს,მერე მეორე და ბოლოს გაუჩერებლად ავტირდი.ვცდილობდი არ მეხმაურა და მატათა არ გამეღვიძებინა.მივტიროდი წარსულს,რომელიც ვიცოდი არასდროს არ დაბრუნდებოდა.არადა როგორ გვიყვარდა ერთმანეთი,ასე მეგონა ასეთი გრძნობა ყველაფერს გაუძლებდა,თურმე რა მწარედ ვცდებოდი.პირველი დარტყმა გულში სწორედ მაშინ მივიღე,როცა მთაწმინდაზე ხელჩაკიდებულები დავინახე.არადა მივლინებაში მივდივარ ერთი კვირაო.ნიკუშას ვასეირნები,თუ არ წავიქცეოდი არ მეგონა,ძლივს შევიკავე თავი იქვე რომ არ დამეწყო ყვირილი,მაგრამ ჩემს თავს ვეცი პატივი,არ მივეკუთვნები ქალთა იმ კატეკორიას არაფერს რომ არ ერიდებიან და სცენებს აწყობენ.თან მატათასთან ერთად ვიყავი.იმ დღეს ძალიან ცუდად ვიყავი,არც მიფიქრია მეთვალთვალა ამის შემდეგ რომ ეჭვები დამედასტურებინა.ამ საქციელით ჩემთვის ყველაფერი ნათელი იყო.ამის შემდეგ მეგობრებთან ერთად ვიყავი კაფეში რომ ვნახე.იმ კაფეში პირველად ვიყავით შემთხვევით მოვხვდით,თორე არამგონია ასე ღიათ ევლოთ ჩემი შიშით.ნერვიული სიცილი ამივარდა.როდის და სად შემეშალა ვერ გამეგო.როდის ჩამოვშორდით ასე ერთმანეთს.ისეთი თვალებით უყურებდა ალექსი იმ გოგოს,მაშინ ბოლომდე დავრწმუნდი რომ დავკარგე და ამიტომაც დავნებდი ასე ადვილად.ნიკუშას ტირილი შემომესმა და ცრემლების წმენდით წავედი მისი ოთახისაკენ.
-გაიღვიძე დედას ბიჭო?_გაბუშტული ლოყები ჩავუკოცნე.ნიკუშამ კისკისი დაიწყო და ხელებით ლოყებზე მომეფერა.ეს ბავშვი ჩემი სიცოცხლის ამომავალი წერტილია,ახლა მხოლოდ ის თუ გადამატანინებს ალექსის დაკარგვას.მე და ალექსი 4 წელია რაც დავქორწინდით,ნიკუშა კი ერთი წელია რაც გვეყოლა.ჩემს ბიჭს ტანზე ჩავაცვი და მისაღებში გავიყვანე,მთელი დღე მასთან გავატარე,ბევრი ვეთამაშე და საბოლოო ჯამში ორივე ძალიან დავიღალეთ.

-გუშინ საბუთები გავუგზავნე ალექსს._ვუთხარი თამთას და ჩაი მოვსვი.
-მერე?არ მოაწერა ხელი?
-არ ვიცი,ჯერ არ გამოუგზავნია,განა რა დრო ხელისმოწერას უნდა._დავამთავრე წინადადება თუ არა ტელეფონმა დამირეკა.
-გისმენთ.
-შენი ნახვა მინდა._უტიფრად მომახალა უცნობმა ხმამ.
-იქნებ მითხრათ ვის უნდა ჩემი ნახვა?_გაოცებული ვიყავი ქალის უტიფრობით.
-ალექსის შეყვარებული ვარ,სალომე._გამეცინა,როგორი თავხედია,ტელეფონზე მირეკავს და შეხვედრას მთხოვს.
-აჰ,გინდოდათ გეთქვათ ალექსის საყვარელი.უკაცრავად,მაგრამ თქვენთვის არ მცალია.
-ელენა აუცილებელი საქმე მაქვს,იქნებ მოიცალოთ._ალექსის საყვარელს რა აუცილებელი საქმე აქვს ჩემთან.გასაოცარია პირდაპირ.ქაჯობა აღარ დავიწყე,მით უფრო რომ მეც მაინტერესებდა რა „აუცილებელი საქმე“ აქვს.
-რახან ასე დაჟინებით მთხოვთ,გულს ვერ გატკენთ._სარკაზმი არ დავაკელი სიტყვებს.15წუთში დავუთქვი შხვედრა იმ კაფეში სადაც ალექსი და სალომე ვნახე მეორედ.თამთაც ჩემსავით გაოცებული იყო გოგოს უტიფრობით.
რაც შემეძლო ლამაზად გამოვეწყვე და ღიმილ აკრული გავემართე კაფეში.არ ვაპირებდი ჩემი ტკივილი მისთვის თვალსაჩინო გამეხადა.მისულს უკვე ადგილზე დამხვდა.მისკენ გავემართე და ირონიული სახით დავუჯექი წინ.



№1  offline წევრი Sweetiko

დასაწყისი ძალიან მომეწონა,წარმატებებს გისრვებ<3
არ გააფუჭო მანერა და არ შეწყვიტო წერა ოღონდ))

 


№2  offline წევრი aDa

კარგია მომწონს

 


№3  offline მოდერი sopiko

ძალიან კარგია იმედია ისე გაგრძელდება როგორც მგონია, აუცილებლად გააგრძელე love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent