შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულს მოგცემ


23-04-2015, 22:18
ავტორი D-roni
ნანახია 8 002

-ნიაკო რამე ხო არ გრჩება დე ?
-არა ... - კარებთან მივიდა უკან რომ მობრუნდა ... - უი - გარკრიჭა დედას - სისხლის სამართლის კოდექსის წიგნი მრჩება - უფრო გაიკრიჭა როცა დოინჯ შემორტყმული დედამისი დაინახა თავისი წიგნისთურთ - მიყვარხარ დე შენ რომ არ მყავდე .... - დედას აკოცა და კარისკენ წავიდა როცა უნდა გასულიყო კიდევ მობრუნდა
-ახლა რაღა გრჩება ....
დედასთვის არც მოუსმენია პატარა ძმის ოთახში შევარდა და ლოყები საყვარლად გაუწელა ... ბავშვი 4 თვის არაა და უკვე ჭკუიდან გადაიყვანა იქვე მამამისს ებრდღვნა საკოცნელად და კარებთან ისე მივიდა
-სანდრიკოებო მიყვარხართ ... ელე შენც ... - აკისკისებულ პატარა სანდროს და წარბ აწეულ დიდ სანდროს ლოყები დაუკოცნა და კარებთან მდგარი ელენესკენ წავიდე - დე ხო იცი მალე ვერ მოვალ ... მაგიტომ გკოცნით ასე თორემ უფ ... - ხელი სასაცილოდ აიქნია და კარში გავარდა - ლავიუ ...
ძალიან უყვარს თავისი ოჯახი ახალგაზრდა დედა და მამა ყავს ნაადრევას დაქორწინებულები მაგრამ ძალიან რომ უყვარს ერთმანეთი ისეთები ... პატარა ძმა ისე უყვარს შეუძლია 24 საათი იჟდეს და ის გაბუშტული ლოყები კოცნისგან სულ გაუწითლოს ... მაგასაც მეტი რა უნდა კისკისებს და კისკისებს ... უკვე თავის ჭკუაზე გადაიყვანა ძმა ...
კიბეებზე ჩაირბინა და ანანოს მუცელზე შეახტა ... კიდევ კარგი გამხდარია თორემ ...
-აეეეე ანუუსიია
-აუუ ეგრე ნუ მეძახი შენს სახელზე არ გამოდისს ... - აბუღუნდა დაქალი და წამში გაიბადრა ესეც ... ადამიანის წუწუნი საშინლად აღიზიანებს მაგრამ ეს ისე საყვარლად წუწუნებს აქეთ ეხვეწება ხოლმე ცოტა ხანი იწუწუნე რა იყო უიმეეო ...
-გოგო ხო იცი დღეს სპეციალურად მოყავთ მესამე კურსელებისთვის ახალი ლექტორი 1 კვირიანი ტრეინინგები უნდა ჩაგვიტაროს სისხლის სამართალზე ...
-მერე რა ...
-ისე ტალახაძემ თქვა ძალიან სიმპატიურიაო - როგორც კი ლიკა ტალახაძის სახელი და გვარი გაიგო საშინლად არ ესიამოვნა ... ყველაზე ამაზრზენი გოგოა მთელს უნივერსიტეტში ... რამდენი წყვილი დააშორა თავისი გველური გამოხტომებით ? ბევრი ... ვერ იტანს ვინმეს ბედნიერს რომ ხედავს ნამდვილი ბო*ა ... ყველას საწოლში უხტება და ამიტომაც არავინ უყურებს სერიოზულად ... უნივერსიტეტში ძუკ**ს იარლიკი აქვს მიბჯენილი ... ეს არც ანაღვლებს ლექტორებს ისე ეკიდება კისერზე ... გული მე მერევა რომ ვუყურებ და ამათ რა ჭირს ახლა წარმოიდგინეთ ... აბეზარი ფიქრების განსადევნად თავი გადაიქნია და სააქაოსკენ დაბრუნდა ...
-ნუ თუ ტალახაძემ თქვა უნდა დავუჯეროთ - ირონიულად ჩაიქირქილა და უნივერსიტეტის შენობაში შეაბიჯა ...
-ოჰო რა მანქანაა უყურე რაა ... - მიანიშნა ბმვ - ს ახალ მ6 -სზე ...
-კარგი რა ანანო ... წამოდი შევიდეთ გვაგვიანდება - მოეწონა როგორ არ მოეწონა მაგრამ არ უყვარს თავის გრძნობების ემოციების და განცდების სააშკარაოზე გამოტანა ამ მანქანაზე ჭორაობას საღამოსაც მოასწრებდა ანანოსთან ... თუ რა თქმა უნდა კოკა "ელენეს ბავშვობის შეყვარებული" დააცდიდა ...
-აუ ნიაკო ხომ წამოხვალ დღეს კოკასთან ? ხო იცი მეგობარს უწყობენ დახვედრას და ჩვენს გვითხრეს მოდითო ...
-ანანო 1 კვირაა ტვინი გამომილაყე მაგ თემით მოვდივართქო ხომ გითხარი ...
-კი მაგრამ შენ ყოველ წუთს უნდა გახსენო თორემ რა წამოგივლის თავში ხომ არ ვიცი მე ? ...
-ოო კარგი რა ანანო მოვდივარ ხო მოვდივარ წამოდი შევიდეთ ... მაგიდასთან მოთავსდნენ ... ნიაკომ კედელს თავი მიადო და ფიქრებში გადაეშვა ... გრძნობდა რაღაც დიდ ძალას რომელიც ხელებით ანჯღრევდა მაგრამ მაინც ვერ მოდიოდა გონს ბოლოს თავი ძლივს წამოწია და გაარჩია ბავშვები რომლებიც გარს ეხვნენ ... როგორც კი გაიშალნენ უცხო ბიჭი მოხვდა თვალში რომელიც ლექტორის მაგიდას მიყრდნობოდა და ირონიულად უმზერდა მის წინ ატუზულ ლიკა ტალახაძეს ...
-ოჰ ამან დაიწყო უკვე ? თვალით ლიკასკენ მივანიშნე
-სანამ ვაკო უნივერსიტეტში შემოაბიჯებდა მანამდე დაიწყო მაგან ...
ამრეზიით გადახედა მაგიდას მიყრდნობილ ლექტორს და გაიფიქრა " მერე რა რომ არა ამ ქვეყნიურად სიმპატიურია ესეც სხვების ნაირი იქნება ... "
საშინლად ქონდა გული აცრუებული ბიჭებზე ერთადერთი 4 მამაკაცი ყავდა წესიერ მამრობით სქესის წარმომადგენლებს შორის შეყვანილი "ალექსანდრე დიდი (მამა) ალექსანდრე პატარა (ძმა) კოკა (ანანოს ლოვე) და კოკას ძმაკაცი (ირაკლი) "დანარჩენებს უბრალოდ ძალიან ცივად ექცეოდა ... რის გამოც ერთი დღემდე ეღადავება ანანო კაცთმოძულე ხარო ... მაგრამ ... მაგრამ ანანომაც კარგად იცის ასე რატომაც იქცევა ... დიედამისი ქმარმა მიატოვა დეიდა ძალიან უყვარდა მის ნერვიულობას გადაყვა და მის მერე კაცებთან კონტაქტს ერიდება ერთადერთი კოკას და ირაკლის ძალიან კარგად გაუგო ალბათ იმის გამო რომ კოკას ბავშვბოდან იცნობდა ანანოს გამო ანანო მისი პამპერსის ფრენდი იყო ... ხო და კოკას ძმაკაცი ირაკლიც ასე ჩაუფრენდდა ... ეს ოთხი განუყრელი მეგობრები არიან ... და იმედი აქვს სულ ასე იქნება ...
ლექტორი ბავშვებს გამოცანებით ელაპარაკებოდა ცოტა რთულიო რომ თქვა თვითონაც ჩაება ამ საუბარში ...
-მოკლედ ორ და ცხოვრობდა რომლებსაც დედა უეცრად გარდაეცვალათ ორივე ძალიან დასევდიანებული იყო გასვენებაში მამაკაცი მივიდა რომელიც ერთ - ერთ დას ვიმეორებ ერთ - ერთ დას ძალიან მოეწონა ნუ შეიძლება ვთქვათ ერთი ნახვით შეუყვარდა - გოგოები ისე მიშტერებოდნენ გეგონებოდა რამე არა ამ ქვეყნიური არსება დაფრინავდა მათ წინ ... ნუ ვაღიაროთ არა ამ ქვეყნიური არსება იყო ძალიან სიმპატიური მაგრამ თავმოყვარეობა სად წაიღეს ამ ამოსაწყვეტებმა ? ხამებივით რომ დაჩერებიან და უღიმიან ? ხტფუი ... - მოკლედ პანაშვიდი დამთავრდა დები სახლში წავიდნენ ... იმ დამ რომელსაც ეს კაცი შეუყვარდა მეორე და მოკლა ... ისმის კითხვა ... რა მიზეზით მოკლა ამ გოგომ თავის "უსაყვარლესი" დაიკო ? - ირონიულად ჩაიცინა და პირ დაღებულ საზოგადოებას მიაჩერდა თავი არ აუწევია ისე უსმენდა ნიაკო პასუხს თან და თან ხვდებოდა მაგრამ ჯერ არ ამბობდა ...
-ძალიან ძნელია (ანანო)
-ვინც გამოიცნობს ამერიკელი ფსიქოლოგის თქმით მას აქვს მკვლელის ფსიქოლოგია ...
ტალახაძე ტყავიდან ძვრებოდა ოღონდ გარტყმით მაინც ეთქვა რამე მაგრამ ვერა ...
ესეც დაიღალა და თავი აწია ცისფერი თვალები შეანათა ლექტორს არ შეიმჩნია ის რომ ძალიან მოსწონდა მისი გარეგნობა სულერთიას სახით აიწია ხელი და პასუხის სათქმელად მოემზადა ...
-გისმენთ ...
-აუ ეს ეხა ახალ სიბრძნეს გადმოაფრქვევს ... ჯააან ჯერშკულად ჩაილაპარაკ ტალახაძემ და ირონიულად წარბებ აწკიპულ ნიაკოს მიაჩერდა რომელმაც ცალ ყბა ღიმილით დააჯილდოვა ლიკა და ლექტორს მიუბრუნდა ...
-კიდევ ერთხელ რომ ენახა ...
თქვა და ახარხარებულ სტუდენტებს ირონიული სიცილით გადახედა
-სწორია ... მხრები აიჩეჩა ლექტორმა ... ისე 28 წლამდე იქნება ეს ოხერი და ასეთი ჭკვიანია ? ლექტორიც ასეთი უნდა გყავდეს ...
-თავი ისევ კედელს მიადო და უსასრულობას გაუშტერა თვალი ... დაბოღმილი სტუდენტების სახე კი უცებ დააიგნორა ...
-პასუხი იცოდი ? - ლექტორმა ინტერესით სავსე სახით შეხედა ... რატომ აქვს ისეთი სახე თითქოს მოსიარულე ირონია იყოს ? არ ვიცი არვიცი ...
-არა ... მოკლე პასუხით შემოვიფარგლე ისე რომ არც კი შემიხედავს ...
როგორ უნდა ახლა ადგომა და სიმღერა ... ცეკვა ... იმის გაკეთება რაც ასე ძალიან კარგად გამოსდის ... როგორ უნდა მთელ ხმაზე ყვირილი რომ თავისუფალია ... აქვს ხოლმე ასეთი შემოტევები ... არაუშავს შეეჩვევით ...
ლექცია დამთავრდა ყველა გავიდა ეს ისევ ფიქრებში იყო გადაშვებული ...
ანანო ისე დატყდა უეჭველი კოკამ მოაკითხა ...
-აქ დარჩენას აპირებ ? - ირონიულად დაუყვავა ლექტორმა სტუდენტს და არეული წიგნები კარგად დააწყო მაგიდაზე ...
-არა ... ისევ მოკლე პასუხით შემოიფარგლა და კარში გაუჩინარდა ...
ისე რომ ვეც კი გაიგო ლექტორის ამონაჩურჩულები ...
ნეტავ რა ამოიჩურჩულა ლექტორმა ... როგორ მაინტერესებს ... ოჰ ნიაკო რა დროს გახვედი დარჩენილიყავი ცოტა ხნით ან ნელა მაინც გევლო რომ გამოქანდი რაზგონით ...
დღეს მხოლოდ ერთი ლექცია ქონდა ... კარებთან გავიდა და დაინახა კოკას მანქანას მიყუდებული ირაკლი კოკა და ანანო
-სად გამოიქეცი შე ვირიშვიულო მაიმუნო რომ მიმატოვე იქ ...
-დამირეკა და ... - დამნაშავესავით ჩახარა თავი და კოკას მკერდს მიეზუტა ... როგორ უნდოდა ასე მასაც ყვარებოდა ... ისიც ყვარებოდათ ... არ ვიცი არ ვიცი რაღაც მსგავსი უნდოდა როცა ამ წყვილს უყურებდა ... კოკა გადაკოცნა და ირაკლისთან მიიტუზა
-რაო ვოლკო რა ქენი დღეს დაცხეთ შენ და ლიკნარამ? (ირაკლი)
-მეტი საქმე არ მაქვს მაგას გავუტოლო თავი რა ... ხელი ავიქნიე და ბავშვებს გავუღიმე - აუ რა არის კოკა ეს მაინც და მაინც დღეს მოხვედი ამ მანქანით ... უსიამოვნოდ გაახსენდა მანქანა რომლიტაც 2 წლის წინ ოთხივე ავარიაში მოყვა ... -მე ამაში არ ჩავჯდები ! - ტუჩები მოკუმა და თავი გადააქნია ...
-ვაკო ... ძლივს ... უკან რომ შევუბრუნდი დავინახე როგორ ჩაებრდღვნენ კოკა და ირაკლი "ლექტორს" და სახე ამელეწა
-ის ძმაკაცია მგონი ... დღეს რომ გეუბნებოდი
-დღეს თუ 1 კვირის წინ რომ დაიყე და დღეს რომ დაამთავრე ?
-რა მნიშვნელობა აქვს ...
-გოგოები ეს ჩვენი ძმაკაცი ვაკოა ... აი ის რო უნდა ჩამოსულიყო ინგლისიდან ...(კოკა)
-ვიცით (ანანო)
-ეე საიდან ტო (კოკა)
-ჩვენი ლექტორია (ანანო)
-კაი წავედი მე წავალ ტაქსით ამაში არ ჩავჯდები ...
-ეე სად წახვედი ვაკო წაგიყვანს მაინც ჩემთან მივდივართ ყველა ...
-წამოდი ჩაჯექი
აღარ დაუწყია ქაჯურად გაჯიუტება ვაკოს გაყვა ...
იმ მ6 ისკენ წავიდა ანანო რომ აღბრთოვანდა წეღან ...
კარგი დასაწყისია ...
მაგრამ ამას რა ...
-მოგეწონა? - მანქანის თვალიერებაში წასული მისმა ხმამ გამოაფხიზლა
-კი მაგრამ 740 მირჩევნია - ირონიულად გაუღიმა და ისევ მანქანის თვალიერებას შეუდგა
-როგორც ჩანს ჩემი მანქანები მოგეწონება ...
-მანქანები ?
-ხო ... მანქანა ჩემი ჰობია ... ბმვ-ს თითმის ყველა მანქანა მყავს ...
-აა ... ხო კარგია ... - ამოიბურტყუნა და სკამის საზურგეს თავი მიაყრდნო ...
სახლამდე სანამ მივიდოდნენ ხმაც არ ამოუღიათ ... ვაკოს ყურადღება მთლიანად გზაზე იყო კონცენტრირებული ... ნიაკო კიდე ფიქრებში ისე იყო ჩაძირული კაციშვილი ვერ გამოაფხიზლებდა ... მანქანაში გამეფებული სიჩუმე ტელეფონის ხმამ დაარღვია
-ხო დე ...
-რას შვები ნია სად ხარ ?
-დე კოკასთან მივდივართ ჩემი სანდრიკა რას შვება ? - ძმის გახსენებისას მთლიანად გაიბადრა და ისე გაბედნიერდა სისცოცხლე გაუხარდა ...
-არაფერს დე რას უნდა შვებოდეს დაბურტყუნებს და კისკისებს ... მოენატრე უკვე
-მეც მომენატრა მოვალ მალე კაცო ნუ გეშინიათ - ჩაიკისკისა ბედნიერმა და ტელეფონი გათიშა ...
ვაკოს გადახედა ... მის სახეზე წაბიც კი არ შეხრილა ... რა აქვს ამ ბიჭს ასეთი ? თან ძალიან მხიარული იერით რომ იყურება და თან მკაცრით ?
"ნეტაი შენ სულ ცალ ფეხზე არ გკი**ა ამას რანაირი და როგორი სახე აქვს?" შემოსძახა თავის თავს და გაჩერებული მანქანიდან სწრაფად გადმოხტა ...
სახლში რომ ავიდნენ ბევრნი იყვნენ ჰა ჰა 20 მდე მიიყვანო ... მაგრამ ეს ნიაკოსთვის ძალიან ბევრი იყო ... თვალში ბევრი ბიჭი და ცოტა გოგო ცოტა ცუდად მოხვდა და უხერხულად შეიშმუშნა ...
-აუ ეს ამდენი ბიჭი რა არის პროსტიტუციას ეწევით ? - უკმაყოფილოდ გადასჩურჩულა კოკას და ანანოს ვაკოს და ირაკლის სიცილი დააიგნორა.
-შენ რომ ეგ ენა არ გქონდეს ... - არ დაამთავრებინა
-ვიცი კოკა ყვავები და თაგვები წამიღებდნენ ...
-კაია რო იცი - თვალი ჩაუკრა და სიცილით გასცილდა ტერიტორიას ...
ნახევარი საათი იყო გასული დაახლოებით ყველამ რომ დაადო და გაიფანტა ... უკმაყოფილოდ ამოიფრუტუნა გაურკვეველი რაღაცეები და საზურგეზე თავი გადადო ... აშკარად ვიღაცამ შუქი დაუჩრდილა ... თვალები ფრთხილად გაახილა და ირონიულად ახედა მის "ზემოთ" დამდგარ ობიექტს რომელიც თავზე დაყურებდა ... "დაგევასე ლამაზო" ? "ამ ჩემს გრძელ და შხვართ ფეხებს" თვითონვე გასცა პასუხი
"ამას რაღა ჭირი ჯარხანა და არ გადარჩენა უნდა? " ამრეზიით შეხედა მამრობითი სქესის წარმომადგენელს და გაეღიმა ... დიახაც გაეღიმა სულელივით გაკრეჭილი ბიჭი რომ ხვდა თვალთ სულ გაკრეჭილი უყურებდა ...
-მოდი გამოვცნობ ახლა შენ მოხვალ და მკითხავ "მარტო რატომ ზიხარ ლამაზო ? შეიძლება გაგიცნო და ჩამოვჯდე ?" პასუხს არ დაელოდები და დაჯდები ... - ისევ გაკრეჭილი ელაპარაკებოდა მეორე გაკრეჭილს და ასე გაკნაჭულები ისხდნენ და უყურებდნენ ერთმანეთს ... ეს ბიჭი ისეთი პოზიტივით იყო სავსე ...
ისეთი სასაცილო და თბილი თვალებით უმზერდა ... სულში სულ სითბო ჩაეღვარა ... ასეთი რაღაც არასდროს მოსვლია მამრობითი სქესის უცხო წარმომადგენლებთან ...
-ნწუ ... არც ნებართვის აღებას ვაპირებ და არც არაფერს ... - გაეკრიჭა და გვერდით ჩამოუჯდა ... - აბა რა გქვია ?
-ნიაკო - თავი ჩახარა და საყვარელი თვალებით შეხედა
-იმას უყურე ... - სიცილით გაიშვირა ხელი ირაკლისკენ რომელიც გაფაციცებით ეძებდა სავარძლის ქვეშ რაღაცას და უკანალი სასაცილოდ ქონდა გამობზეკილი
ისტერიული სიცილი რომ აუტყდათ კაცი შვილმა ვერ მოაბრუნა სააქაოსკენ ... მუცელზე ხელებს იჭერდნენ და ირაკლის დაბღვერილ სახეზე უფრო ეცინებოდათ ...
-არ ყოფილხარ ძნელი ქალი რას გერჩიან ... - ოდნავ დამშვიდებულმა გაუღიმა ნიას და თავი სკამის საზურგეს მიადო ...
-მეე ? ვინ გითხრა ? - ღიმილით კითხა და მანაც მას მიბაძა თავი ისე გადააკონწიალა საზურგეზე კინაღამ ძირში მოტყდა
-კისერს თუ არ მოიტეხავ გეტყვი ... - სიცილით შეპირდა და მონოლოგი განაგრძო - ვინ და ანანომ მითხრა მე როგორც მოსიარულე პოზიტივს მოვსულიყავი და გამერთე რადგან თუ აქედან რომელიმე გაგეკარებოდა პანჩურებით გადაუშვებდი მეცხრე სართულიდან ...
-გადააჭარბა ... ეს მერვეა - ეშმაკურად აუთამაშა წარბები და ლაპარაკი გაააგრძელა - შე ყვე"ლ"აზე უშიშარო არ გეშინია ახლა რომ გადაგიშვა ამ მერვე სართულიდან ?
-ეე არა ტოო მოსარულე პოზივთან ერთად მოსიარულე კუნთიც ვარ აბა ხელი მახლე ... - სიცილით გადაწვდა და თმაზე წაეთამაშა ...
-დეიდაჩემს ქმარი ძაან უყვარდა ... კარგი კაცი გვეგონა ... დეიდა მეც ძალიან მიყვარდა და ჯაბაც ... მაგრამ მერე მიქარ მოქარა და დეიდაჩემი ნერვიულობის გამო გარდაიცვალა ... ამის გამო ვერ ვენდობი მამრობითი სქესის წარმომადგენლებს ... - თვითონაც არ იცის რატომ უთხრა ეს ყველაფერი მაგრამ ისე გაიხსნა როგორც არასდროს არავისთან "ადვილად"
-ლუკა - ხელი გაუწოდა და ეხლა გაეცნო ... გაუხარდა მის თვალებში შეცოდების მსგავსი რაღაც რომ არ ამოიკითხა ... გაუხარდა რომ ლუკას კი არ შეეცოდა საერთოდ არც შეიმჩნია ის ფაქტი რომ მას ასეთი რაღაც ტრაგიკულად ჩარჩა მეხსიერებაში ...
-ნია - გაუღიმა და ხელი ჩამოართვა ...
-აბა გაგვიღიმეეეთ - საიდანღაც გამოხტა ანანო აიფონით და ფოტო გადაიღო როცა ხელი ჩამოართვა ლუკას ...
-ესეც სამახსოვრო ფოტო გვაქვს - თვალი ჩაუკრა ნიას და ფოტო თავისთან გაიგზავნა ... - შენ არ გაიგზავნი ?
-ჩემია ეგ აიფონი - გაუღიმა და თვალი ჩაუკრა ...
-ხო და დღეს ფეისებზე უნდა გეჩათავო ...
-მეჩათავე ოქეი ...
-პროსტა აი ის ქისს სმაილები არ გამიძრო დობას გაფიცებ რა ...
-არც ლავები ?
-ლავები კი ტო ...
-კაი მაშინ ლავებს გაგიძრობ შენ ძმობას ვფიცავარ
გადაიხარხა და თვალი მისაღებს მოავლო სადაც ახლად გამოჩეკილი ტალახაძე მოხვდა რომელიც უაზროდ შესციცინებდა თვალში ვაკოს ...
"ყველა ხიხო აქ უნდა მოვიდეს დღეს?" გაიფიქრა და ლუკას გაუღიმა ...


მამუკა ჩარკვიანის სიმღერა "მშვიდობით არა , ნახვამდის" ჩემზეა ნათქვამი მგონი ... მეცინება რაა ნარკოტიკივით გახდით ჩემთვის ... თქვენც ეს საიტიც და წერაც ხომ საერთოდ ... მოკლედ მინდა გითხრათ რომ ეს ისტორია სხვებს არ გავს ... "ჩემსას" ვგულისხმობ ჰაჰაჰა ... მოკლედ აქ იქნება ცოტა ინტრიგა ცოტა ტრაგიკულობა ბევრი პოზიტივი და რაღა თქმა უნდა დიდი ბედნიერება ... ნუ პუნქტუალურობას მგონი თქმა აღარ ჭირდება ... თავებიც შეძლების და გვარად გაიზრდება ... მიყვარხართ ველი შეფასებას ... ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი ჩემთვის და გთხოვთ ნუ დაიზარებთ ლავიუ მის იუ ქის იუ ყველაა ...



№1 სტუმარი Ani

Momewonaaaa

 


№2  offline წევრი Merri

აუუსაყვარლობააძაან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent