ისტორი სათაურის გარეშე
გამარჯობა.მე მარიამი ვარ.მეტსახელად მარიოს მეძახიან.მყავს უფროსი ძმა ალექსი,დედა-მანანა და ბევრი ძმაკაცი.დედა საზღვარგარეთ მუშაობს.ვმონაწილეობ მოტო რბოლებში და მინდა გითხრათ,რომ წარმატებული მრბოლელი ვარ.სასწავლებელში(კოლეჯში) დავდივარ.17 წლის ვარ.მამა 15 წლის ასაკში გარდამეცვალა.როგორღაც გადავიტანეთ თუ ამას გადატანა ქვია.კარგით ახლა კი ისტორიის მოყოლას დავიწყებ და დანარჩენს თანდათან გაიგებთ. გათენდა მაისის ლამაზი და თბილი დილა.გავემზადე და დაბლა ჩავედი.ალექსი ვერსად ვერ ვნახე და დავუძახე. -ალექს.სად ხარ?(მე)ხმა არ გამცა და კიდე დავუძახე. -ალექს სად ხარ ეეე?(მე)მანაც ოთახიდან თავი გამოყო. -ოოო რა გაყვირებს გოგო?(ალექსი) -რა და მალე ჩამოეთრიე და სასწავლებელში წამიყვანე(მე) -აუუუ მეზარება რა და წადი მოტოთი(ალექსი) -როდის იყო,რომ მოტოთი დავდიოდი სასწავლებელში.დღისით კიდე სადმე?(მე) -ოო მეზარება რაა(ალექსი) -კარგი არ მინდა გიოს დავურეკავ და წამიყვანს.ზარმაცო(მე)გიო ალექსის და ჩემი ძმაკაცია.გიოს დავურეკო. -ბარო გიუშ(მე) -ბარო მარიო.რა ხდება მშვიდობაა?(გიო) -კი მშვიდობაა.მისმინე შენ ზარმაც ძმაკაცს არ მივყავარ სასწავლებელში და ძმურად შენ წამიყვანე რა(მე) -კაი და რომელია ეხლა?(გიო) -ათის ოცი წუთია(მე) -კაი ხუთ წუთში მანდ ვარ.გაემზადე(გიო) -კაი მიდი(მე)მეც მალე შევჭამე და გიოს დავუცადე.გიოც მართლაც,რომ ხუთ წუთში მოვიდა. -სადაა შენი ზარმაცი ძმა?(გიო) -თავის ოთახშია და ხვრინავს(მე)ვუთხარი და ორივემ ერთად გავიცინეთ -კაი წამო(გიო) -წამო(მე)გავედით სახლიდან და დაბლა ჩავედით.მანქანასთან მივედით,ჩავჯექით და სასწავლებლისკენ დავიძარით.გზაში ვილაპარაკეთ რაღაცეებზე. -მოტოთი რატო არ დადიხარ?(გიო) -არასდროს არ დავდივარ სასწავლებელში მოტოთი.არ მინდა ჩვენი ,,საძმაკაცოს'' გარდა მეტი ვინმემ იცოდეს9მრ)ჩვენი საძმაკაცო შვიდი წევრისგან შედგება:მე,ჩემი ძმა,გიო,ნოე,ალეკო,ანდრეა და გიგი.ანდრეაც მოტომრბოლელია. -ხო და რბოლა კიდე როდის გაქ?(გიო) -არ ვიცი არავის არ დაურეკია(მე) -ხო აი მოვედით(გიო) -ჯიგარი ხარ რა.გაიხარე(მე) -რომლისთვის გამოგიარო?(გიო) -სამზე რა გიუშ(მე) -კაი მარიო აბა დროებით(გიო) -მადლობა(მე) -არაფერს(გიო)მითხრა და წავიდა.მეც შევედი სასწავლებელში.დამიმთავრდა და გიომაც არა დააგვიანა.მანქანაში ანდრეამ დამირეკა. -ხო ანდრეა(მე) -მარ დღეს ღამის პირველზე რბოლაა და მოხვალ?(ანდრეა) -კი მაგას კითხვა უნდა?სად?(მე) -საბურთალოზე.ჩვენ,რომ ვიცით იქ(ანდრეა) -კაი ბაზარი არაა.აბა ჰე დროებით(მე) -დროებით(ანდრეა)მითხრა და გამითიშა -რაო ანდრეამ?(გიო) -საღამოს პირველზე რბოლაა და ხომ არ წამოხვალ?(მე) -დიდი სიამოვნებით(გიო)მითხრა და გამიღიმა.მალე მივედით სახლამდე. -გიო ამოხვალ?(მე) -რავი(გიო) -მიდი რა ბიჭებსაც დავურეკავ და ლუდი დავლიოთ რა.მიდი ამო(მე) -კაი ჰო წამო(გიო)ავედით ზევით.ალექსი სახლში იყო.ბიჭებსაც დავურეკე მათაც არ დააყოვნეს და მალევე მოვიდნენ.ანდრეას ვთხოვე ლუდზე გაყოლა. -ანდრეა წამო რა ლუდზე(მე) -წამო(ანდრეა) -მარტო რბოლა იქნება?(მე) -კი მილიონი ლარია ჯილდო(ანდრეა) -ოჰო.ხომ იცი თუ რომელიმე მოვიგებთ ვიყოფთ?(მე)გაეცინა -კი ვიცი(ანდრეა) ----------------------------------------------------- პირველად ვწერ ისტორიას და ცოტა არ იყოს ვნერვიულობ როგორი გამომივა არ ვიცი.შეიძლება ცოტა დავაგვიანდეს ხოლმე გაგრძელება იმედია არ გამიწყრებით.თუ რამე შეცდომა და შენიშვნაა მითხარით რომ გამოვასწორო.მადლობა წინასწარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.