ომგამოვლილები (თავი 14)
ლევანს მისი ორსული ცოლი კალთაში ჩაეჯინა და ყელში კოცნიდა. სანდრო და კატო კი კომუნისტებივით ისხდნენ, ერთმანეთის გვერდით, მხოლოდ გურულის ხუმრობებზე იცინოდნენ. დათა ტელეფონში ჩამძვრალიყო და გამუდმებით რაღაცას კრებდა. დატყობოდა მათ ურთიერთობას მანძილი, ანი გერმანიაში იყო ტრეინიგებზე და სოციალური ქსელით ცდილობდნენ ათასობით კილომეტრს გამკლავებოდნენ. გურულს ხუმრობების მარაგი, რომ ამოეწურა ძველი ამბების გახსნება დაიწყო. -ერთ წელს ოცწლამდელით ევროპაზე წავედით. ჟენევაში დავბინავდით, გია გვწურავს ვარჯიშით და საღამოს დაღლილები ავედით ნომერში. სართულის ბოლოს მე და ლევანკამ გავიცანით უკრაინელი ბალერინა გოგოები დავახალობდით რაღაც, იმათმა მასწავლებელმა სწრაფად დაიძინეთო ჰოდა ჩვენც კუდამოძუებულები დავბრუნდით ჩვენ ოთახში.დავიწყეთ ბანქოს თამაში რა, ჰოდა ვინც წააგებდა უნდა ჩაეცვათ კაბები და ჰოლში უნდა გაევლოთ. ამათ ეგონათ კაბებს ვერ ვიშოვიდით და აგვყნენ. წააგეს ბიჭებმა, ნატაშას მივუკაკკუნეთ, თუ სვეტა ერქვა არ მახსოვს და კაბა ვთხოვეთ ორი წუთით. ავუჟუჟუნე ეს მწვანე თვალები და გამომატანა რაღაც ფუშფუშა კაბა. ამათმა, რომ დამინახეს თვალები შუბლზე აუვიდათ. ამოიცვეს და ჰოლში გაისეირნეს, მეორე დღეს ბიჭები აყარეს, სულ მილიარდელები. ზოგადად მარტო ეს დღე კი არა იმდენი კარგი მოგონება გვაკავშირებს, ჩვენ ოთხს, გაპასტვა და მსგავსები არაფერია იმასთან რასაც ჩვენ ერთმანეთს ვუჩალიჩებდით. -ნატაშებს და სვეტას რომ იხსნებ ის ალინა გაიხსენე...-გულიანად ახარხარდნენ დათა და სანდრო. გოგოები კი ინტერესიანი მზერით უყურებდნენ. -მოგვიყევი რა ლუკა-თხოვა ლევანის ცოლმა ნინიამ. -მოკლედ რა, ამათმა იჩალიჩეს და სოციალური ქსელით მაგრად დამაბოლეს. მიმატებს ვიღაც გოგო, ვნახე ფოტოები, წნევამ ამიწია ტო, სუფთა დამა ქალი . მეც დავიწყე დაკერვა, ჰოდა ერთ კვირაში პაემანზეც დავითანხმე. ნუ ეხლა არ გამიკვირდა ესე უცებ რომ ავიყოლიე, თვით ზესიმპატიურობა ლუკა გურული წერდა. იმ კვირაში თან ხელფასიც ახალი აღებული მქონდა მეთქი თუ რამე ჰოლიდეი ინში ავიღებთ ნომერსთქო. ჰოდა ვდგევარ ხელში ყვავილებით შუა აღმაშებებელზე ეს "ზვეზდა" კაცი , ესენი თურმე მანქანიდან მალივერებენ და კვდებიან სიცილით როგორ ვწვალობ. ნახევარი საათი ველოდე მერე გემრიელად შევუკურთხე და წამოვედი ამათმა კიდევ მანქანით ჩამიქროლეს და მომაძახეს "ალინა ავადაა და ხვალ მოვაო". რომ დავწვი, რომ ამათმა გამიჩალიჩეს, ძალიან გამიტყდა. გულიანად იცინოდნენ გოგონები, ლუკა გურულის მხიარულება საოცრად გადამდები იყო. როგორც სანდრო იძახდა გვარს ამართლებს სხარტია და გამჭრიახიო. როცა სახლში ბრუნდებოდნენ, უკვე საკმაოდ ბნელოდა და ძალიან ციოდა. გულის სიღრმეში აღიარებული სიყვარულის ნაკლებობა და არგამართლებული წყვილის დეფინიცია. თითქოს ერთმანეთს ეხსნებოდნენ, მაგრამ ამ საღამომ სანდროს უფსკურლი დაანახა, მისი და კატოს ურთიერთობას ძალიან ბევრი აკლდა იმ ურთიერთობამდე, რომელსაც ყოველდღიურად ხედავდა იმ ურთიერთობამდე რომელიც ტიპურ შეყვარებულ წყვილებს აქვთ.ეს მაინც არ იყო ის რასაც ორივე ელოდა, რასაც წლების წინ გეგმავდნენ. სანდროს დამნაშავის გრძნობა დღითიდღე უმძფრდებოდა და თითქოს ისევ იკეტებოდა. რთულია შენ გვერდით იყოს ქალი, რომელიც საოცრად გიზიდავს და ხელფეხშეკრული ხარ, რადგან იცი რომ ის იმავეს არ გრძნობს. შაბათი დილაც ტიპური კვირის დრეებს ჰგავდა. სანდრო დილით სარბენად წავიდა. კატომ გადაწყვიტა ფრანგული დილა მოეწყო ქმრისთვის რომელიც ძილის წინ ძალიან სევდიანი ეჩვენა. გულის ფორმის ტოსტები მარწყვის ჯემით მორთო. -რა გემრიელი სურნელია-აღნიშნა ახალმოსულმა სანდრომ და მოსაცმელი კარადაში შეკიდა. -ჩაის დალევ? -ლიმნიანს. ყველაზე მეტად სიამოვნებდა ეს კითხვა, თუ ის ყურადღება რომელსაც ამ დროს კატო იჩენდა დანამდვილებით ვერ გეტყვით თუმცა ფაქტი ერთი იყო, რომ ერისთავი ამ დროს თავს განსაკუთრებულად გრძნობდა. ნაშუადღევს ნიასთან ჰქონდა შეხვედრა დანიშნული. -წავიდა ანი და ჩვენც დავიკარგეთ ? -აბა რა გეგონა ოჯახის ქალობა მსხვერპლს მოითხოვს.-გაიცინა ნიაკომ. -ოჯახის ქალობა თუ ქირურგობა ?. -ჰო მართალი ხარ გამაფრენინა პროფესიამ, სანდროსთან რა ხდება ?-აღიარა მან. -რავიცი ნია ეს დღეები სულ საჩუქრებით მავსდებდა, თითქოს გავიხსენით და შევეჩვიეთ ერთმანეთს, ჩვენს ბედს. ყოველ საღამოს ვუყურებთ ერთად ფილმს, შემდეგ ერთმანეთს ვუზიარებთ შთაბეჭდილებებს. ვსწავლობთ ნდობას, ვცდილობთ ავაწყოთ საუბარი და რაც დრო გადის მით უფრო ვხვდები რომ დემეტრესთან ვერასდროს მივა.ის საოცარი ადამიანია, მთელ დანაშაულს საკუთარ თავზე იღებს. იცი ექოსკოპიაზე როცა გულის ცემა გაიგონა, ყველაზე მეტად მინდოდა მისი ხელი მჭეროდა, ძალიან მინდოდა იმ შეკრებიდან ჩამოსულიყო ცოტა ადრე და ამას ხვდება ისე რომ მე არაფერს ვამბობ. მინუსებს ვერ ვპოულობ, მგონია რომ იდეალურია. ვფიქრობ, რომ უშეცდომოა და ისე შეცდომაც მე დავაშვებინე. ყველა დეტალი, რაც ჩემ ცხოვრებას მრავალფეროვნებას სძენს მან ზედმიწვენით იცის, გვირილები, ანასის წვენი, შოკოლადები და მისი ნათქვამი კატოც კი ყველაფერს ფერს უცვლის. -ხომ გეუბნებოდი სანდრო სხვანაირიათქო, ცხოვრებამ რთული გზა შესთავაზა და დარწმუნებული ვარ გაუმკლავდებით მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი ერთად იქნებით. -იცი გუშინ მის მეგობრებთან ერთად ისე კარგად ვგრძნობდი თავს, მაგრამ შემდეგ მის თვალებს რომ შევხედე გული მომიკვდა, საოცრად სევდიანი გამოხედვა ჰქონდა, ლევანსა და ნინიას უყურებდა. ვხვდები, რომ სიყვარული აკლია, ვხვდები რომ მის ყველა გამოწვევას არასათანადო პასუხს ვცემ. ყურადღებას და მზრუნველობს არ იშურებს მე კიდევ მხოლოდ სიჩუმეს ვჩუქნი. -გიყვარდება კატუს, სანდრო გიყვარდება.-ვერდიქტი გამოიტანა და თვალები გაუბრწყინდა ნიას. -შეუძლებელი არ შეგიყვარდეს. -და ისიც შეუძლებელია შეცდომა არ დაუშვა. -გუშინ სახლში დაბრუნებისას არაფერი მითხრა, არც კი მკითხა როგორ ვიყავი ისე დაიძინა. შუათამით გამეღვიძა და მინებთან დავინახე. წელზევით შიშველი ბოლთას სცემდა, წუთიერად შეჩერდებოდა და შემდეგ ისევ იმავეს იმეორებდა. მე კიდევ კარის ჭუჭრუტანადან ვადევნებდი თვალს. მინდოდა მივსულიყავი დავლაპარაკებოდი, მაგრამ ვერ გავბედე, რადგან თავი დამნაშავედ ვიგრძენი. მსგავსი რამ არ შემიმჩნევია მანამდე, ერთადერთხელ დავიძინეთ ერთად და ისიც ჩემთავს ვებრძოდი. ამასაც მიმიხვდა და ისევ მისაღებში გადაბარგდა ,მაგიჟებს მისი ინტუიცია. ხანდახან ისიც კი მგონია, რომ ჩემზე კარგი ფსიქოლოგია. -რას აპირებ? -ცხოვრების გაგრძელებას. წასვლა, შეცდომა, პრობლემები არ ნიშნავს დასასრულს, ეს სირთულეებია აი როგორც თამაშში უნდა გადალახო დონეები, რომ მოიგო. რეალურ ცხოვრებაში კი ეს საკუთარ თავთან ბრძოლას ჰგავს. -ანუ ხმალი უნდა ალესო ? -სირთულე უნდა გადავლახო, არ მინდა ჩემს გამო სხვა დაზარალდეს მითუმეტესს სანდრო. -ასეთი არ მახსოვხარ, ვითომ დედობრივი ინსტიქტები ? -შეიძლება-მხრები აიჩეჩა კატომ. -მე კიდევ სიყვარული მგონია. როცა გრძნობ, რომ ცხოვრება ცვლილებებს ითხოვს შენც საუკეთესო მეგობარს უზიარებ ყველა ფიქრს, ისევ და ისევ იმიტომ , რომ სტატიკურობის უფლება არ მისცე თავს. ცხოვრებამ ინერტული არ უნდა გაგხადოს, დინამიურობა უნდა აქციო ყოველდღიურობად. საღამოსხანს სახლში შეიარა. დადებითი ემოციებით დაიმუხტა, საოცარი შეგრძნებაა როცა ნოსტალგია გიქრება და ყველაფერი რაც შენად გეგულება ასე ახლოა. კარზე დააკაკუნა, მოუთმენლობამ შეიპყრო. -კატო მოვიდა!-თითქოს დღესასწაული დაიწყო, ბედნიერი სახეებით შეხვდნენ ორსულ კატოს. მამას მიუჯდა სავარძელში და გულზე თავი დაადო. -რაღაც ეშმაკურად გიელავს პეპელა ეგ თვალები. -იცი ბიჭია. დარდისფრად აემღვრა თაფლისფერი თვალები თეიმურაზს. -სახელი მოიფიქრეთ უკვე ? -არა ჯერ. -მინდა, რომ შენც მირჩიო და იფიქროთ სახელზე. მისი ხელი ხელებს შორის მოიქცია და ნაზად აკოცა. -მა მე კარგად ვარ, არ ინერვიულო ჰო? მაგრად ჩაიკრა მონატრებული შვილი თეიმურაზმა, სენტიმენტალურ ლალიკოს ლამის ცრემლები მოადგა. -კიდევ გვესტუმრე რა მა... -მალე მოვალ ისევ. სადარბაზოსთან უცდიდა სანდრო, მანქანაში ჩასხდნენ, თუმცა სახლში დაბრუნება არ უჩქარიათ. -მთაწმინდაზე ავიდეთ კარგი ? -ხდება რამე კატო ? -არა ისე გავისეირნოთ. ის ღამე კიდევ ერთი გარდატეხა იყო მათ ურთიერთობაში, კატომ პასივიზმი და სიამაყე გვერდზე გადადო. სანდროც დაუბრუნდა მის საძინებელს, მხოლოდ ერთი განსხვავებით მოუწევდა კატოსთან ერთად გაეყო ოთახი. *** -ვა კაპიტანს გავახსენდი, რომელი საათია ?. -როგორ ხარ ნიკო ? აქ შვიდია. -მე კარგად ვარ შენ, როგორ ხარ ?ასე მგონია რომ რაღაც გაწუხებს. -საიდან ხვდები ? -მე ჰო იცი ჩხიბვა, ყავაზე მკითხაობა, არ მეშლება. ხმაზე გეტყობა რაც გჭირს, რა მოხდა ? -მგონი გავაფრინე ან ჰალუცინაციები დამეწყო. -მაგის გამო გამაღვიძე, რომ გეთქვა რომ გააფრინე ? -ნიკო კატო იცვლება!-ასერიოზულებდა სანდრო. -რა გჭირს შენ ? შეიცვლება აბა რას იზამს ორსულადაა და მუცელი გაეზრდება, მგონი მართლა გააფრინე. -ფიზიკურ ცვლილებს არ ვგულისხმობ. ყურადღებიანი გახდა, უფრო აქტიურია, ცდილობს ურთიერთობა უნდა რომ ავაწყოთ. -მერე ეგ კარგია და მაგიტომ გააფრინე. -მეშინია, რომ შემიყვარდება და დავკარგავ. -მე ესეთ მშიშარას არ გიცნობ და როდის მერეა სანდრო ერისთავი პრობლემებს არიდებს თავს ? როდის იყო პრობლემებს თავს ვუხრიდით ? -გაცხარდა ნიკო. -მე დავაშავე და გამოსწორება კატომ საკუთარ თავზე აიღო ეს კი მაგიჟებს, მგონია რომ ჩემს კაცობას აკნინებს. -ეგ დეპრესია დაგაკრგინებს ყველაფერს და არა ის რომ საპასუხო სითბო დაანახო მაგ გოგოს. -რეალობას ვუსწორებ თვალს. -ერთ თვეში ჩამოვალ და მოგივლი მე შენ, რა გჭირს ? ასეთი სანდრო არ დამიტოვებია საქართველოში, პირიქით იმედიანი და ოპტიმისტი ბიჭი დავტოვე ცოტა სევდიანი ღიმილით. -შენთან ლაპარაკი მართლა ამშვიდებს, კაპლის ეფექტი გაქვს ნიკუშ. -კაცი ხარ ბაბუ. ამ ფრაზით წლების წინ დიდი ნიკოლოზ ერისთავი ემშვიდობებოდათ, მთელ ზაფხულს მასთან ერთად ატარებდნენ და თბილისში დაბრუნება აღარც კი უნდოდათ. მოგონებებში წავიდა და ჩაიც გაუცივდა. *** სიყვარულმა არც პლუსი იცის და არც მინუსი მუხტი ან არის ან არა. *** დეკემბრის თვე უჩვეულოდ მზიანი გამოდგა. ქუჩებიც ჯერ კიდევ ხალხმრავალი იყო ამინდს გამოყვებოდნენ და აახმიანებდნენ ზამთრის დღეებს. კატო თითქმის ყოველ შაბათ კვირას სტუმრობდა მშობლებს, იმდენად ბევრი სითბო მოჰქონდა იქედან მთელი კვირა შემდეგ კარგი განწყობა დასჩემდებოდა. ურთიერთობაში შეტანილი კორექტირება სასიამოვნოდ აოცებდა სანდროს, თავს მარტოსულად აღარ გრძნობდა. მის შესამჩნევ მუცელს ხშირად ეფერებოდა, სიამოვნებდა ის მომენტი როცა კატო საწოლში მათ შორის გავლებულ უხილავ ზღვარს გადაჰკვეთდა. იყო ისეთი დღეებიც, როცა კატო ფილმის ყურებისას მიეხუტებოდა და მის მკლავს ყველაზე საიმედო კედელივით ამოეფარებოდა. ყველაზე ამაყი კი მაშინ იყო, როცა მეგობრებთან ერთად ყოფნის დროს კატომ გულზე თავი დაადო ყველას დასანახად, არც მან დატოვა უპასუხოდ და საფეთქლეზე ნაზად აკოცა. ბედნიერების ურთულესს ფორმულებში ჯერ კიდევ არეულიყო მისი გონება. -კატუს ვარჯიშზე გავრბივარ მე და აბაზანიდან, რომ გამოხვალ დამირეკე კარგი ? პირსახოცშემოხვეული აქა იქ წყლის წვეთებით დაცვარული კატოს დანახვისას გული აუჩქარდა, საოცრად მიმზიდველი იყო ის. -მალე დაბრუნდი ?-კისერზე ჩამოეკიდა, იგრძნო როგორ ჩააცურა ხელები სანდრომ წელზე. -ძალიან მალე მოვალ! ჭკვიანად ჰო ?l-თითქოს გამჭვირვალე იყო ყველაზე ემოცია,გრძნობა წაკითხვადი ხდებოდა. მისმა ღიმილმა და კოცნამ ტუჩის კუთხეში, სამოთხეში ამოაყოფინა თავი. სახლის დალაგება დაიწყო, ღიღინებდა, ვალსის ნაბიჯებს იხსენებდა. კარადაში ტანსაცმელებს აწყობდა, როცა რამდენიმე ფოტო შეამჩნია. ერთ სურათში სანდრო ვიღაც გოგოს მოხვეოდა, ორივენი გულიანად იღიმოდნენ, აი მეორეში კი მხოლოდ ეს ქარა გოგონა ჩანდა თბილი მზერით. ფოტოები პირვანდელ ადგილს დაუბრუნა და სახლში დაბრუნებული ერისთავისთვის არაფერი უთქვამს არმც თუ აგრძნობინა. *** კატოს გაოცება მეორე დილით ამ გოგოს დანახვამ გამოიწვია, კართან იდგა და იცდიდა. სანდრო პროდუქტებით დატვირთული უკან მოყვებოდა მას. გოგონას შესამჩნევი მუცელი ჰქონდა, ცოტაც და კატო იტირებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.