აი... რა მაკლდა ჰავაიზე [2]
აი რა მაკლდა ჰავაიზე [2] სანატრელი 1 საათიც მოვიდა... ფანჯარა გამოაღო და თავი გარეთ გაყო ამინდის მოსასინჯად... მაშინვე შეეფრქვია სახეზე ცივი ნიავი...დასველებულმა გარემომ და ქუჩაზე წყლის გუბეებმა ხომ საერთოდ წაუხდინა გუნება.. ახლა ურჩევნია იჯდეს სახლში და რამე კარგი წიგნი წაიკითხის საძინებელში, ფანჯრის რაფაზე ჩამოსკუპებულმა.. მაგრამ ეჰჰ.. სადაა ეგრე.. ტელევიზია.. რესპოდენტები და გიჟური გრაფიკი უხმობს ალექსანდრას...უჟურად შემოყო თავი უკან და ოთახს მიაშურა გამოსაცვლელად... დიდხანს არ უფიქრია.. შავი მუხლამდე ქვედაბოლო, ღია ფერებში გაწყობილი ოდნავ თბილი ზედა, შავი მაღალქუსლიანი და საყვარელი ფუმფულა, ნაცრისფერი მოსაცმელი... სულ ცოტა მაკიაჟი და კმაყოფილმა შეათვალიერა საკუთარი თავი სარკეში... ოთახი ფეხსაცმლის კაკუნით გაიარა, მისაღების მაგიდიდან მანქანის გასაღები აიღო და ბინა დატოვა... ტელევიზიაში ღიმილით შეაბიჯა და თანამშრომლებს მიესალმა... მაგრამ ფუფ.. ისევ ეს გამაღიზიანებელი ბიჭი, რომელიც ალესანდრას ყოველდღე თვალებით ჭამს ...მას კი არ სიამოვნებს და აწუხებს ეს მზერა, რადგან თვუთონ ოდნავი სიმპატია არ გააჩნია ვაკოსადმი... -გამარჯობა..ღიმილით მიესალმა მისი კაბინეტის კართან აყუდებული ვაკო და ვნებიანად აათვალიერა ალექსანდრა.. -გაგიმარჯოს.. მკვახედ და მოკლედ მოუჭრა და კაბინეტის საკეტში გასაღები მოათავსა..სახელური უნდა ჩამოეწია, რომ ვაკო წინ გადაუდგა -არ შემატარებ?! ჰკითხა ალექსანდრამ და ცალი წარბი აუწია -საქმე მაქვს შენთან.. სერიოზულად თქვა ვაკომ და ჩაახველა.. -გისმენ.. თქვა ალექსანდრამ და ცინიკური სახით მიაჩერდა. როგორ აღიზიანებს ეს ბიჭი.. პირდაპირ გულს ურევს.. არაა.. გარეგნობა კი აქვს სუპერ!! -აქ არა, სადმე კაფეში დავილაპარაკოთ... ღიმილით უთხრა და მის გამობურცულ, სისხლისფერ ტუჩებს გაუსწორა თვალი... ალექსანდრამ ღრმად ამოისუნთქა.. უკვე ყელში ამოუვიდა ეს მასკარადი და მგონი დროა ყველაფერი პირში უთხრას ვაკოს.. -ვაკო მომისმინე... თქვა და შუბლშეკრულმა ხელები გადააჯვარედინა.. -ყველაფერს ვხვდები .. ისიც ვიცი რა ბიჭი ხარ და რისთვის გინდა გოგონები... იმასაც ხვდები ალბათ რომ საერთოდ არ მაინტერესებ და მეტიც! დამღალე და მაღიზიანებ! თუ შენი მამაკაცური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება გინდა ჩემგან არ დაგჭირდება სწავლება სად შეგიძლია წახვიდე! მე კი გაფრთხილებ, აღარ გამეჩხირო თვალებში... ვაკომ გულიანად გადაიხარხარა მის ნათქვამზე... არა ეს ბიჭი მგონი ვერაა. გამოლანძღეს და იცინის,. -ვნახოთ ალექსანდრა , ვნახოთ ... შენ თვითონ შემეხვეწები ჩემთან დაწექიო...უთხრა და გატრიალდა... -კრეტინი... გამოსცრა ნერვებაშლილმა და ოთახში შეაბიჯა... სკამზე გადაწვა და თვალები დახუჭა.. აშლილი ნერვებუ ცოტა დაიწყნარა, რომ კარებზე კაკუნი გაისმა.უცებ გაახილა თვალები, წამოჯდა, ტანსაცმელი შეისწორა და გასძახა: - მობრძანდით ! კარებში ღიმილით შემოვიდა მისი ბავშვობის მეგობარი სალო, რომელიც ამავდროს მისი კოლეგაა .. -შეიძლება ქალბატონო ალექსანდრა ? სერიოზული სახით გაჩერდა კარებში და სასაცილოდ გაიჯგიმა... -შენ სულ როგორ უნდა ცანცარებდე რა.. სიცილით უთხრა დაქალს და ხელი ჩაიქნია... ფეხსაცმელების რაკუნით მივიდა სალო მის მაგიდამდე და ზედ დასკუპდა.. -აბა .. თქვა და ყურებამდე გაიღიმა -რა ?! ვერ მიხვდა ალექსანდრა და გაკვირვებული მზერით ამოჰხედა ქვემოდან დაქალს -ჩემი თმა ... თქვა და შუბლშეკრულმა შეხედა დაქალს -უი.. ვერ შევამჩნიე .. გიხდება მოკლედ.. უთხრა და ცერა თითი მოწონების ნიშნად ასწია ჰაერში.,, -ალექსანდრა რაგჭირს? მაშ ეინვე მიხვდა რომ დაქალი უხასიათოდ ჰყავდა.. -აუ სალი ძალიან გადავიწვი.. შენც ხომ იცი რამდენს ვმუშაობ. ზუკა კიდე( ტელევიზიის უფროსი) არ მაძლევს შვებულებას..აქეთ ეს ვაკო მიშლის ნერვებს და უფფ... თქვა და გაბრუნჩულმა ჩარგო თავი გადაჯვარედინებულ ხელებში... - ჰმმ.. დაიცა.. თქვა სალომ და საჩვენებელი თითი ნიკაპთან მიიტანა -ცოტა ხანს დამიცადე... უთხრა, მაგიდიდან ჩამოხტა და კარში გაუჩინარდა.. გაკვირვებულმა გააყოლა დაქალს თვალი და ლეპტოპი გახსნა... ალბათ ასე 5-10 წუთი იყო გასული.. ალექსანდრა კითხვებს ამზადებდა სიუჟეტისთვის, რომ სახეგაბრწყინებული სალო გამარჯვებული ღიმილით შემოკაკუნდა კაბინეტში,,, -აიი .. უბრალოდ მაღიარე რა... თქვა და დაქალს მაგიდაზე 1 თვიანი ხელფასიანი შვებულების ქაღალდი დაუდო... - არააააააა ?!!! ღადაობ ?! რააა ?! აღარ იცოდა რა ეთქვა აღშფოთებულ ალექსანდრას... ფეხზე წამოხტა და დაქალს რაც ძალი და ღონე ჰქონდა ჩაეხუტა... სალომაც სიცილით მოჰხვია ხელები .. ალექსანდრა სიხარულის წამოძახილებს რომ მორჩა და რეალობას დაუბრუნდა ჰკითხა: - კი,მაგრამ.. როგორ დაითანხმე ის უჟმური?! -ეჰ ჩემო ალექსანდრა.. უთხრა და მის სავარძელში ჩაჯდა... -როცა უფროსს მოსწონხარ, ყველანაირი საბუთი ხელმისაწვდომია .. თქვა თავდაჯერებული ღიმილით -რააა ?! რამის თვალები გადმოსცვივდა ალექსანდრას გაკვირვებისაგან და მაგიდას მკლავებით დაეყრდნo -ახლა შენ იმაზე იფიქრე სად წახვაკ დასასვენებლად.მაგას მერე მოგიყვები..უთხრა, ფეხზე წამოდგა. დაქალს სასაცილოს გაუწელა ლოყები , დაუკოცნა და კაბინეტი დატოვა.., ალექსანდრა კი ბედნიერებისაგან გაცისკროვნებული მიუჯდა ლეპტოპს... ფრჩხილები რიტმულად ააკაკუნა მაგიდაზე.. 2 წუთიც არ იყო გასული, რომ კლავიატურაზე შემდეგი წინადადება ააწკაპუნა "ჰავაის კუნძულები" ****** -აბა შენ იცი დედა ! ჭკუით იყავი! მიაძახა აეროპორტის ექსკალატორზე მდგარ, მომღიმარ ალექსანდრას ნელიკომ და ობოლი ცრემლი გადმოუვარდა.. ეს ალექსანდრას შეუმჩნეველი არ დარჩენია და გადმოსძახა: -სულ ერთი თვე მივდივარ ნელიკო ! ე რ თ ი ! არჩილმა ღიმილით მიიხუტა ჯაბა და ნელიკო გულზე და შვილს გაუღიმა.. რამდენიმე შემოწმება გაიარა.. საბუთების, პასპორტის.. შემდეგ ხელბარგი გაუტარეს სპეციალურ აპარატში. ყველა პროცედურა რომ მორჩა ღიმილით ჩამოჯდა სკამზე და დაელოდა გასვლის დროს... "attention please" (ყურადღება) გაისმა მოსაცდელში.. შემდეგ კი ალექსანდრას ფრენის ნომერი გამოცხადდა... ხელბარგითურთ წამოდგა ფეხზე, დიდი ბარგი უკვე ჩაბარებული ჰქონდა.. თვითმფრინავში შემავალ მგზავრებს მიჰყვა და მომღიმარ გოგონას ბილეთი გაუწოდა..კუთნილი ადგილი დაიკავა და თავი მინას მიადო.. თვითმფრინავით რამდენჯერმე მოუწია მგზავრობა.. ერთხელ ესპანეთში იყო სიუჟეტის გამო,მეორეთი კი ბიძაშვილს ესტუმრა ამერიკაში,კერძოდ არიზონაში..ფრენის შიში არ აქვს.. ერთადერთი დაშვების მომენტი უხდის გულს ცუდად.. კომფორთულად მოთავსდა. თვალები ისე მიელულა ვერცკი მიხვდა როგორ ჩაეძინა... თვითმფრინაცმა ნელნელა უმატა ბორბლების სიჩქარეს, ბოლოს კი ჰაერში აიჭრა.. ადიოდა.. მაღლა და მაღლა... ******** ჰავაის კუნძულები ატლანტის ოკეანის ჩრდილო ნაწილში გახლავთ... ინგლისთან ახლოს.. ჯერ ლონდონის აეროპორტში უნდა ჩასულიყო, იქიდან კი ჰავაიზე, სავარაუდოდ გემით... თვალები რომ გაახილა სახეში ძლიერ ანათებდა მინიდან შემოჭრილი მზე... მთქნარებით დაიფშვნიტა თვალები და თვალი მოავლო გარემოს.. ჯერ კიდევ თვითმფრინავშია.. გათენებულა... დაბლა რომ ჩაიხედა მუდამ წვიმიანი ლონდონის ხედი გადაეშალა ზემოდან.. რაკარგია. ლონდონის დათვალიერებასაც შეძლებს...მგზავრებს ზოგს ეღვიძა, ზოგს ეძინა.. უიჰ როგორ დამავიწყდაო... უცებ გაიფიქრა და ჩანთიდამ მობილური ამოაძვრინა .. წინა კამერა ჩართო,. თმები შეისწორა და აჰა ! ესეც პირველი ევროპის ჰაერზე გადაღებული სელფი ... რასაც ქვია სურათების გიჟია... მაგრამ საკმაოდ ფოტოგენურიც....აიი გაისმა სანატრელი ხმაც წკრიალა ხმიანი სტუარდესასი, რომელმაც მგზავრებს ჩამოსვლა ამცნო "welcome to London airport" ო და კიდევ რამდენიმე ფრაზა თქვა ღიმილით. მაგრამ ალექსანდრა ისეთი მოთენთილი იყო ძლივს ჩაესმოდა გოგონას წვრილი ხმა...თვითმფრინავი ბორლების ხახუნით ნელენლა დაეშვა მიწაზე და საბოლოოდ გაჩერდა.. მგზავრები წამოიშალნენ .. ალექსანდრაც ზანტად წამოდგა და ხელბარგი ზურგზე მოიკიდა... ***** - კი სალი.. კი მშვიდობით ჩავედი... ღიმილით ესაუბრებოდა დაქალს და თან გემის პორტისაკენ მიაბიჯებდა.. - .... -კი კი.... -...... - კარგი. მეჩქარება.. შეგეხმიანებით მერე.. უთხრა დაქალს და მობილური ჯიბეში ჩაიცურა... ამჯერად კაკუნით არ დადიოდა.. კომფორტულად მოერგო ფეხზე თეთრი კედები და მოკლე ჯინსის შორტი...მისდა გასაკვირად მშვენიერი ამინდი დახვდა ლონდონში.. ჰავაიზე კი ,რომ წარმოუდგენია როგორი სითბოა და როგორი კამკამა წყალია ,სასიამოვნო შეგრძნებებით ივსება.. -can I help you miss ? უთხრა შუახნის სასიამოვნო გარეგნობის მამაკაცმა ღიმილით, რადგან დაინახა როგორ წვალობდა ალექსანდრა ამსიმძიმე ბარგის აგორებას გემის კიბეზე. -yes ,please.. ღიმილით გასცა პასუხი და ბარგი მიაბარა, თვითონ კი უკან მიჰყვა... გემის კიდესთან მივიდა და ღრმად შეისუნთქა ზღვის ჰაერი... ნიავი სახეზე ელამუნებოდა და წაბლისფერ, დატალღულ თმას უწეწავდა.. სიამოვნებისაგან გაეღიმა.მაგრამ ვაი რომ ბედნიერი ღიმილი უცებ სასოწარკვეთილ კივილად ექცა -------------------------------- წინა თავზე არ იყო კომენტარები.. გული დამწყდა... მაგრამ მაინც დაგიდეთ ეს თავი.. მგონი ტელეფონით ნაბეჭდის კვალობაზე კარგი ზომისაა.. არადა რა სიხარულით დავუბრუნდი საიტს :/ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.