შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკბილი სიყვარული (სრულად )


24-04-2015, 00:49
ავტორი Serena.Si
ნანახია 7 236

ნუცის დილით ძალიან ადრე გაეღვიძა .. გამოცდა 1 საათზე ჰქონდა მაგრამ ისე ნერვიულობდა,რომ 9 საათზე უკვე ფეხზე იყო.დრო ძალიან იწელებოდა ამიტომ გადაწყვიტა, რომ ცოტა ადრე გასულიყო სახლიდან.. ასეც მოიქცა. ჩაიცვა,თავი მოიწესრიგა და სამზარეულოში გავიდა,სადაც დედამისი საუზმეს უმზადებდა.
– დეე მე წავედიი
– ნუცა, დაიცადე შეჭამე ცოტა მაინც,ეხლა შენთვის ჭამა აუცილებელია
– არ მინდა დეე.. გარეთ შევჭამ..
ნუცი სახლიდან გავიდა.. მზიანი დღე იყო. ირგვლივ ხალხი დადიოდა,მაგრამ ნუცი ვერავის ამჩნევდა,რადგან ძალიან ნერვიულობდა,ეს გამოცდა მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ამით დაუმტკიცებდა ყველას,რომ ის არ იყო ერთი განებივრებული გოგო, რომელიც მეცხრე კლასში გამოაგდეს სკოლიდან მას უნდოდა დაემტკიცებინა ყველასთვის ,რომ მას შეეძლო არა მარტო გართობა და დროის ტარება, არამედ , ყოფილიყო განათლებული და მოწონებოდათ არა იმიტომ, რომ მდიდარი იყო და ლამაზია,არამედ იმიტომ რომ იყო განათლებული. ნუცის არ უნდოდა ვიღაცას ეთქვა, რომ ის იყო ერთი მამიკოს გაუნათლებელი გოგო. ნუცი იჯდა ეზოში, ეწეოდა და თან ფიქრობდა,რომ ყველას დაუმტკიცებდა,ასევე თავის თავსაც ,რომ მას შეეძლო გაეკეთებინა მეტი,ვიდრე მისგან მოელოდნენ! ამ ფიქრებში მყოფმა დაინახა უკვე რომ პირველის ნახევარი იყო. ნუციმ ჩააქრო სიგარეტი და ქუჩაში გავიდა ტაქსი გააჩერა და წავიდა გამოცდაზე..პირველი გამოცდა ქართული ჰქონდა.შევიდა ნუცი და დაჯდა მითითებულ მერხზე. ნუციმ ვერავინ ნახა ნაცნობი,რადგან მისი ნაცნობებიდან არავინ აბარებდა ამ გამოცდას და მას არც გაკვირვებია,რომ ვერავინ ნახა ნაცნობი.
–ხომ არ გავიწროვებ – ჰკითხა ნუცის მის წინ მჯდომმა ბიჭმა
– არა– გაუცინა ნუციმ
ნუციმ მალე დაწერა გამოცდა, ჩააბარა თავისი ნაწერი და გარეთ გავიდა. მძღოლს უნდა მოეკითხა მისთვის,მაგრამ რატომღაც აგვიანდებოდა.ის იქვე ჭიშკართან დაჯდა და ელოდებოდა თავის მძღოლს,მაგრამ ამაოდ. ნუცი ამ ლოდონში იყო,რომ მის წინ მჯდომი ბიჭი გამოვიდა გამოცდიდან.ნუციმ გაუღიმა ბიჭს და კითხა:
–კარდად დაწერე ?
–კი,შენ?
–ხო,მეც
–ელოდები ვინმეს? –კითხა ბიჭმა
–კი,უნდა მომაკითხონ –გაუცინა ნუციმ
ბიჭმა გაუცინა,დაემშვიდობა და წავიდა.წავიდა ისე,რომ ნუციმ მისი სახელიც კი ვერ გაიგო.მას რაღაც უცნაური გრძნობა დაეუფლა,როდესაც ბიჭი წავიდა.
მან მთელი ღამე ამ უცნობ ბიჭზე ფიქრში გაატარა,რომელსაც საერთოდ არ იცნობდა,არ იცოდა რა ერქვა,სად ცხოვრობდა, საერთოდაც არაფერი არ იცოდა იმის გარდა,რომ მას მოწონდა ეს უცნობი ბიჭი. ნუცის ეგონა,რომ ესეც მისი კიდევ ერთი გასართობი იყო.ის ხომ ბიჭებს სერიოზულად არ უყურებდა და მხოლოდ გასართობად იყენებდა,მაგრამ მაინც ვერ ხვდებოდა ასე ძალიან რატომ დააინტერესა ის უბრალო,უცნობი ბიჭი.
მეორე დღეს ნუცის ისევ გამოცდა ჰქონდა ..მან იცოდა,რომ დღესაც ნახავდა იმ უცნობ ბიჭს. ასეც მოხდა, გამოცდაზე რომ მივიდა ის ბიჭი იქ დახვდა.. . ბიჭი მარტო იდგა სტადიონთან და თვალს არ აცილებდა ნუცის.. ნუციმ გაუღიმა ბიჭს და მისკენ წავიდა,მაგრამ ამ დროს მისი გვარი გამოაცხადეს და ნუცი იძულებული იყო მოტრიალებულიყო და შესულიყო გამოცდაზე.მალე ბიჭიც შევიდა გამოცდაზე და ისევ ნუცისთან ეხლოს მოუწია დაჯდომა.მას ძალიან გაუხარდა,რომ ისევ ახლოს მოხვდნენ ერთმანეთთან.
–იცი კარგად ქიმია? –კითხა ბიჭმა
–კი
–არ მინდა ცუდად გამოგო,მაგრამ ძალიან მაინტერესებს რა გქვია
–არა რატო,ნუცი შენ ??
–მე საბა
–სასიამოვნოა –გაუღიმა ნუციმ საბას.
ახლა ნუციმ უკვე მისი სახელიც იცოდა..
– ბავშვებო,შეგიძლიათ დაიწყოთ წერა
ყველამ თავი ჩაწია თავიანთ ფურცლებში და დაიწყეს წერა..
–ნუცი, ნუცი – ჩუმათ ეძახდა ნუცის საბა.. ნუციმაც მაშინვე გახედა საბას და გაუცინა.
–ნუცი მეორეში რა არის პასუხი ?
–ბ – ჩუმათ უთხრა ნუციმ ისე რომ დამკვირვებელს არ გაეგო.
მთელი გამოცდა თვალს არ აშორებდნენ ერთმანეთს ნუცი და საბა. საბამ წერა ნუციზე ადრე დაამთავრა და გარეთ გავიდა . ნუცის აღარ ეგონა თუ დღეს კიდევ ნახავდა,მაგრამ გარეთ რომ გავიდა საბა იქ დახვდა.ნუცის ძალიან გაუხარდა და მიხვდა თუ რატომაც იყო იქ საბა.
–მე მელოდები? – გაუცინა ნუციმ საბას
– ხო, ეგრე გამოდის.. ნუციმ მარტო გაუცინა არაფერი არ უპასუხია
–სად მიდიხარ,გინდა მიგაცილებ – შესთავაზა საბამ
–უიი, ვერაა ეხლა ძალიან მეჩქარება უნდა მომაკითხონ და..
–აა. კაი არაუშავს გნახავ ხვალ მაშინ ხომ გაქვს გამოცდა?
–არაა ხვალ არ მაქვს, ორი დღე ვისვენებ.. – ნაღვნიანად უთხრა ნუციმ. საბამ გაუცინა,დაემშვიდობა და წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ნუციმ დაიძახა
–საბაააააა,დამელოდე 1 წამიიიი.. საბაც გაჩერდა და ელოდებოდა ნუცის
–მისმინე,აიი ჩემი ნომერე (ფურცელი მისცა ნუციმ საბას) და თუ მოგინდება დამირეკე
საბამ გამოართვა ნუცის ფურცელი,ნუციმ აკოცა ლოყაზე საბას წასვლის წინ,შემდეგ კი გაიქცა, რადგან მძღოლი ელოდებოდა გარეთ.
მეორე დღეს ნუცი ღამე გაკვეთილიდან რომ ბრუნდებოდა სახლში მისმა მობილურმა დარეკა, ისეთი დაღლილი იყო,რომ ნომრისთვის არც დაუხედავს ისე აიგო მობილური
–ალოო
–ნუცი,როგორ ხარ? საბა ვარ
–საბაა? ააა კარგად შენ ?
–მეც კარგად,სად ხარ?
–ეხლა გამოვედი გაკვეთილიდან და სახლში მივდივარ
–აა – საბას იმედგაცრუებული ხმა ჰქონდა და ეს ნუციმ შეამჩნია
–შენ სად ხარ? –კითხა ნუციმ
– მე ეხლა აბაშიძეზე ვარ
– ხოდაა ეხლა რაზმაძეზე მოდი და რომ მოხვალ დამირეკე,გთხოვ
–თუ მთხოვ მოვალ
–თორე ისე ვითომ არ გინდა რაა – ნუციმ ძალიან ინანა ეს რომ უთხა საბას,რადგან ასე ის მხოლოდ მის ნაცნობ ბიჭებს ელაპარაკება ხოლმე,რომლებსაც მხოლოდ იყენებს და მეტი არაფერი. მაგრამ საბა მაინც დაეთანხმა რომ მისულიყო.
ათი წუთის შემდეგ ნუცის მობილური ისევ აწკრიალდა,ამჯერად ნუციმ დახედა ნომერს და ისე აიღო ეს საბა იყო
–მოხვედი ? – კითხა ნუციმ
– ხო რაზმაძეზე ვარ,შენ სად ხარ?
–მეც,მისმინე ეხლა დიდ თეთრ სახლს რომ დაინახავ იქ გაჩერდი
საბა მივიდა დიდ თეთრ სახლთან,რომელსაც დიდი ბეტონის კედელი ერტყა გარშემო,სახლი კი სულ განათებული იყო. საბა ამ სახლს ქუჩიდან ათვალიერებდა,როდესაც ნუცი დაინახა. იგი სულ სხვანაირად გამოიყურებოდა,არ გავდა იმ ნუცის,რომელიც გამოცდაზე გაიცნო.სულ სხვანაირად ეცვა,არ გამოიყურებოდა როგორც მოკრძალებული გოგო,არ იყო ისეთი როგორც იმ ორ დღეს გამოცდებზე,არ გავდა იმ გოგოს,რომელიც საბას მოეწონა.
–რაღაც სხვანაირი ხარ დღეს – უთხრა საბამ
ნუცის გაეცინა და უთხრა რომ ესეთიც მოეწონებოდა. ნუციმ გააღო დიდი ჭიშკარი და ეზოში შევიდა.
– რას შვები არ შემოდიხარ? მანდ უნდა იდგე?
–რავი ნუც მაინც 2 დღეა გიცნობ და ცოტა ადრე ხომ არ არი შენთან სახლში რომ მოვიდე?
–ოო კაი რაა, მაინც არავინ არ არის – გაეცინა ნუცის და ცოტა გაუკვირდა კიდევაც, რადგან ადრე არავის უთქვამს უარი მასთან მისვლაზე.
ნუციმ დიდი თხოვნის შემდეგ დაითანხმა საბა და შეიყვანა სახლში.
–დალევ რამეს? –კითხა ნუციმ
–არა მადლობ
ნუციმ თავისთვია ლუდი გამოღო და კიბისკენ წავიდა.საბა ცოტა გაკვირვებული იყო.
–წამოდი რას დგახარ მანდ
–სად წამოვიდე?
–წამომყევი მე,რა გჭირს პირველად ხარ გოგოსთან სახლში?
–არა რა პირველად (მოიტყუა საბა,რადგან მართლა არასდროს ყოფილა გოგოსთან სახლში)
ნუციმ საბა თავის ოთახში შეიყვანა.თავისი საყვარელი სიმღერა ჩართო და ლოგინზე დაჯდა.
-დაჯექი საბა რას დგახარ ფეხზე –უთხრა ნუციმ
–სახლში არავინ არ არის?
–არა,დაჯექი ეხაა რააა , რამეს ვუყუროთ გინდა?
–რავი კი მინდა – დაეთანხმა საბა
–კაი, მაშინ the notebook ვუყუროთ გინდა?
–კაი რასაც გინდა იმას ვუყუროთ სულერთია
ნუცის გაეცინა საბას ასეთ საქციელზე და ჩართო ფილმი.
–ეხლა მაინც დაჯექი – უთხრა ნუციმ
საბაც დაჯდა,ცოტა ხანში გაიხსნა ნუცისთან და უკვე ჩახუტებულები იწვნენ ლოგინზე. საბა ცოტა უხერხულად გრძნობდა თავს,მაგრამ არ იმჩნევდა.ცოტა დრო რომ გავიდა ნუცის რატომღაც მოუნდა რომ საბასთვის ეკოცნა,ნუცი გადაიხარა საბას საკოცნელად უკვე ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთის სუნთქვას გრძნობდნენ.საბასაც მოუნდა რომ ეკოცნა ნუცისთვის.საბა უკვე ხვდებოდა,რომ ნუცი ერთი განებივრებული მდიდარი გოგონა იყო,რომელიც მხოლოდ ერთობოდა ბიჭებთან.მაგრამ მაინც ვერ აჯობა თავის თავს და უკვე ნუცის და საბას ტუჩების ერთმანეთს შეეხო,ერთმანეთის სითბო იგრძნეს,ამ დროს კი ნუცის ოთახში ბიჭი შემოვიდა ნუცი ნუცის ძახილით.ნუციმ და საბამ ერთდროულად გაიხედეს კარებისკეს.საბამ დაინახე ძალიან სიმპატიური მაღალი ბიჭი,მას ეგონა რომ ეს ბიჭი ნუცის მეგობარი იყო და ნუცის მოაკითხა ამის გამო ძალიან დანაღვლიანდა.
–რა გინდა გიორგი ? –კითხა გაბრაზებულმა ნუციმ
–კახა არ მოსულა? ან ეს ბიჭი ვინაა?
–არა გიორგი არ მოსულა შენთვითონ ვერ ხედავ?! –გაბრაზდა ნუცი,რომ ხელი შეუშალა
–ნუცი ეს ბიჭი ვინ არის?
–ჩემი (ცოტა დაიბნა ნუცი არ იცოდა რა ეთქვა,რამდგან თვითონაც არ იცოდა ვინ იყო საბა მისთვის) მეგობარია
საბა ძალიან დაითრგუნა ამ სიტუაციით და წასვლა მოუნდა ძალიან ძალიან ძალიან.
–გაიცანი საბა ეს ჩემი ძმაა გიორგი –გააცნო ნუციმ თავისი ძმა საბას. გიორგიმ ხელი ჩამოართვა საბას და ოთახიდან გავიდა.საბა ძალიან გაკვირვენული იყო არ იცოდა თუ ნუცის ძმა ყავდა.
–არ ვიცოდი თუ ძმა გყავდა
–ჩემი ნამდვილი ძმა არ არის
–აბა?
–დედაჩემი გაყვა ცოლად კახას გიორგის მამას ცოლად და.. –აუხსნა ნუციმ საბას
–აა,გადაგებია
–შენ ვინ გეგონა?
–ისე არავინ –თავი შეიკავა პასუისგან საბამ
–არა მე ვიცი რაც იფიქრე და მაგიტომ გეკითები
საბას არაფერი არ უპასუხია.ნუცი მიხვდა საბას გამოხედვით და მისი თვალებით,რასაც ფიქრობდა მასზე,მაგრამ არც გაკვირვებია,მიჩვეული იყო,რომ ყველა ერთნაირად ფიქრობდა მასზე,რომ ის იყო ერთი მდიდარი,განებივრებული,ეგოიტი გოგო.ორივე ჩუმად იყო,სიჩუმე ნუციმ დაარღვია
–საბა წადი,გეხვეწები
–ნუცი მე..
–არა საბა წადი,მე და შენ არ შევეფერებით ერთმანეთს,მე მართლა ისეთი ვარ როგორიც გგონივარ,უბრალოდ მომეწონე,რადგან შენ ჩემზე არაფერი იცოდი, არ იცოდი ჩემი წარსული,საშინელი წარსული,არ მინდა რომ შენც ჩემნაირი გახდე,არ მინდა.მე შენი კეთილი გული შემიყვარდა და არ მინდა ეს შეიცვალოს,არ მინდა შეგცვალო და ჩემნაირი გაგხადო,წადი გეხვეწები
–ნუცი,მე მართლა მომწონხარ და არ მაინტერესებს შენი წარსული.
საბა ჩაეხუტა ნუცის,ძალიან ძალიან მაგრად ჩაეხუტა.საბა არსად წასვლად არ აპირებდა, ნუცისთან კარგად გრძნობდა თავს,მაგრამ ძალიან დააინტერესა ნუცის წარსული,რომელზეც ასე მწარედ ლაპარაკობდა ნუცი,ძალიან დააინტერესა. საბა და ნუცი დიდი ხანი იყვნენ ესე უბრალოდ ჩახუტებულები,მაგრამ ნუცის ძალიან უნდოდა,რომ წასული საბა რადგან იცოდა,რომ მის ამბავს თუ გაიგებდა აღარ მოეწონებოდა ის,ამის ძალიან ეშინოდა მას.
–საბა გეხვეწები წადი
–რატომ გინდა რომ წავიდე,მე შენთან კარგად ვგრძნობ თავს
–რომ გაიგებ როგორიც ვიყავი და ვარ აღარ იგრძნობ ჩემთან თავს კარგად,დამიჯერე
–ნუცი მე...
–წადი,საბა ძალიან გთხოვ
–ესეთი რა წარსული გაქვს?
–წადი საბაა –ეხლა უკვე უყვირა ნუციმ,თან ცრემლები წამოუვიდა,არ უნდოდა რომ ეს საბას ენახა და გიორგის ოთახში გაიქცა.საბას მეტი გზა არ ქონდა უნდა წასულიყო.საბამ დატოვა ნუცის სახლი,და ქუჩას გაუყვა ნუცის წარსულზე ფიქრში,უცებ მას თავისი ძველი მეგობარი ხირო გაახსენდა,საბა დარწმუნებული იყო,რომ მან იცოდა ნუცის ძველი ამბები და ამის გასარკევად დაურეკა საბამ ხიროს.
–ხო საბ , რამე მოხდა ტო ?
–კი მოხდა შენთან კითხვა მაქვს
–მკითხე
–შენ ნუცი ნადარეიშვილს იცნობ?
–შენ მაგას საიდან იცნობ ბიჭო??
–მითხარი რა იცი მაგ გოგოზე?
–ბევრი რამე,მაგრამ ტელეფონში სალაპარაკო არ არის
–გნახავ და მითხარი ბიჭო რა გჭირს ტო
–დღეს არ მცალი ბიჭო და ხვალ გნახავ და გეტყვი რაც ვიცი,მოგწონს ეგ გოგო?
–ხო –უპასუხა ამ დროს მესიჯი მოუვიდა ხიროს დაუკიდა ტელეფონა და მესიჯი წაიკითხა,რომელიც ნუცის მოწერილი იყო :" საბა ვიცი რომ დაგაინტერესა ჩემმა წარსულმა და ვხვდები რომ გაგებას შეეცდები.. გეხვეწები, მე მოგიყვები ყველაფერს ხვალ,გთხოვ სხვისგან არ გაიგო მე მინდა,რომ მეთვითონ მოგიყვე.. გეხვეწები შემისრულე ეს თხოვდა.." საბას გაუხარდა ის რაც ამ მესიჯში ეწერა. დიდი ხანი ფიქრობდა მიეწერა თუ არა პასუხი,ბოლოს კი მაინც გადაწყვიტა,რომ ეპასუხა. "კაი,შეგისრულებ ამ თხოვნას,მაგრამ მინდა იცოდე,რომ არა აქვს მნიშვნელობა რამდენი ხანი გიცნობ და ადრე როგორი იყავი, მე ისეთი მომწონხარ როგორიც ხარ.." ნუცის პასუხი აღარ მიუწერია.მთელი ღამე იმაზე ფიქრში გაათარა თუ როგორ მოეყოლა თავისი წარსული.ნუცისთვის თვის წარსულზე ლაპარაკი ძალიან ძნელი იყო.. ეს თემა მისი სუსტი წერტილი იყო.ნუცი თავის ფიქრებში იყო
როდესაც მისმა მობილურმა დარეკა.ნუციმ ტელეფონს,რომ დახედა ნახა რომ საბა რეკავდა
–ალო
–რას შვები?
–არაფერს, ვიძინებდი შენ?
–მეც არაფერს,მისმინე რისიც შენ გეშინია,რომ მე მერე ზურგს შეგაქცევ ეგ ეგრე არ მოხდება
–შენ ეხლა გგონია ეგრე თორე მერე
–არა არ იქნება ეგრე დამიჯერე
–მე ჯერ არავისთვის მომიყოლია
–მისმინე,მე მართლა მომწონხარ და ზურგს არ შეგაქცევ რაც არ უნდა მოხდეს
–საბა
–ხო
–მე,რომ დაგინახე მაშინვე მომეწონე,არ მინდა რომ მერე რამე შეიცვალოს ჩვენს ურთიერთიერთობაში,ვიცი რომ ცოტა დავაჩქარე ყველაფერი სახლში,რომ მოგიყვანე, ხომ ხვდები რა რისი თქმაც მინდა
–არაფერი არ შეიცვლება თუ არ გინდა ნუ მომიყვები, არ გაძალებ როცა მზად იქნები მაშინ მითხარი
–არა,მინდა რომ მოგიყვე ყველაფერი,მართალა
–როგორც შენ გინდა ნუც..
–ხვალ,საღამოს დაგირეკავ
–კაი,გკოცნი
–მეც –ნუციმ დაკიდა ტელეფონი და ისევ ფიქრი დაიწყო.მას უნდოდა რომ დაეჯერებინა ის რაც საბამ უთხრა მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ იჯერებდა. ნუცის ამ ფიქრებში ჩაეძინა. 1 საათის შემდეგ კი გიორგიმ გააღვიძა.
–ნუც,როგორ ხარ?
–მეძინა გიო
–ვიცი,მაგრამ მინდა რაღაც გკითხო
–მკითხე
–უნდა მოუყვე?
–კი ხავლ
–კარგად დაფიქრდი,მაინც ცოტა ხანია იცნობ
–ხო მაგრამ მართლა მომწონს,თან საბას ისე მოვეწონე,რომ არ იცოდა ვინ ვიყავი და სხვებს კი იმიტომ მოვწონვარ,რომ იციან
–ხო,მაგრამ მაინც დაფიქრდი
–დავფიქრდი გიორგი უკვე და გადავწყვიტე,შემეშვი ეხლა რა..
გიორგიმ აკოცა ნუცის და ოთახიდან გავიდა.. ნუცის ჩაეძინა.. საბა კი ოთახში დადიოდა და სულ ნუციზე ფიქრობდა,ვერ ხვდებოდა თუ რატომ დააინტერესა ასე ეს გოგო,რატომ მოეწონა პირველივე დანახვაზე.საბას ნუციზე ფიქრი არ სცილდებოდა,ხვდებოდა რომ თანდათან უფრო და უფრო მოწონდა და მისი დაკარგვა არ სურდა.საბა ძალიან კმაყოფილი იყო,რომ ამ ამბავს ნუცისგან გაიგებდა და არა ხიროსგან.საბამ დაგაწყვიტა კიდევ ერთი მესიჯი მიეწერა ნუცისთვის და მიწერა კიდეც "ნუუც,თანდათან უფრო და უფრო მომწონხარ" ნუცის ეს მესიჯო დილით ნახა და ეს მისთვის სტიმული იყო,ძალიან დიდი სტიმული. საღამოს 8 საათზე ნუციმ საბას დაურეკა
–ნუც...
–გცალია?
–კი
–სად ხარ?
–ძმაკაცთან
–შეგიძლია რომ ჩემ სახლთან მოხვიდე?
–კი როგორ არა,კი –საბა დაიბნა და ძალიან აღელდა
–კაი მაშინ ეხლა წამოდი და რომ მოხვალ დამირეკე
საბა დაეთანხმა. მთელი გზა ნუციზე ფიქრობდა,ამ ფიქრებში კი მის სახლსაც მიუახლოვდა დაურეკა ჩამოდიო.საბა ძალიან ძალიან ნერვიულობდა,ეშინოდა კიდევაც,მაგრამ რატომ თვითონაც არ იცოდა.ხოლო როცა ნუცის ეზოს კარი გაიღო და ნუცი გამოვიდა, მისმა ნერვიულობამ პიკს მიაღწის.ნუცი ეზოდან რომ გამოვიდა საბას გადაეხვია და ლოყაზე აკოცა.
–წამო სადმე წყნარ ადგილას დავჯდეთ –უთხრა ნუციმ საბას.საბაც დაეთანხმა. საბა და ნუცის მთლი გზა ჩუმად იყვნენ,ხოლო როდესაც ნუციმ შესაფერი ადგილი ნახა და დაჯდა კიდევ ერთხელ ჩაეხუტა საბას,ამით ნუცი მშვიდდებოდა და ძალა ემატებოდა.
–თუ გინდა ნუ მომიყვები
–არა, მართალა მინდა რომ მოგიყვე,მაიც გაიგებ ადრე თუ გვიან და მირჩევნია ეხლა გაიგო ჩემგან..და არ შემაწყვეტინო რა გთხოვ.
–კაი როგორც შენ გინდა –გაუცინა საბამ ხელი ჩაკიდა ნუცის. ნუციმ ღრმად ჩაისუნთქა შემდეგ ამოისუნთქა და დაიწო მოყოლა:
–როდესაც მე–7 კლასში ვიყავი მაშინ გავიგე, რომ მამაჩემი ნარკომანი ყოფილა და იმიტომ გაშორებია დედაჩემი მამაჩემს,სანამ ამას გავიგებდი კი ყველაფერს დედაჩემს ვაბრალებდი.ეს ჩემთვის დიდი ტრამვა იყო,ძალიან განვიცდიდი ამ ამბავს. არ ვიცი თავში რა გადამიტრიალდა,სულ შევიცვალე, სულ სხვანაირი გავხდი ამ ამბის შემდეგ. იმ ზაფხულს გავიცანი ერთი გოგო ნინუკა,მალე დავმეგობრდით,ის ჩემზე 1 წლით დიდი იყო.სექტემბერში კი როდესაც სკოლაში მივედი აღმოვაჩინე,რომ ნინუკა ჩემს სკოლაში გადმოსულიყო. ნინუკა მალე შეეჩვია ახალ სკოლას და უკვე სკოლის ყველაზე მაგარი ბიჭის კოტეს შეყვარებული გახდა. მალე მეც გავიჩინე შეყვარებული,რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა,მის გამო ყველაფერს დავთმობდი,ის ყველას მერჩივნა.დედაჩემს არ მოწონდა ნიკუშა და მიკრძალავდა მასთან ერთად ყოფნას,მაგრამ მე არ ვუჯერებდი,სახლში ღამე მივდიოდი,არ ვსწავლობდი,სკოლაში ამის გამო პრობლემები მქონდა,მაგრამ ნიკუშასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და ამიტომ სხვა არაფერი მაინტერესებდა. ჩვენ ოთხნი მე ნინუკა კოტე და ნიკუშა დროს საოცრად ვატარებდით,მაშინ დავიწყე მოწევა და დალევა,ბოლოს უკვე სახლშიც აღარ მივდიოდი ღამე,ბინა ჰქონდთან ნაქირავები ბიჭებს და იქ ვიყავით ჩვენ ოთხნი.ნიკუშა კი მეუბნებოდა არასწორედ იქცევიო,მაგრამ მაშინ ეს არ მაინტერესაბდა,მარტო მასთან ერთად ყოფნა მინდოდა და მეტი არაფერი.დედაჩემს კი ყელში ამოუვიდა ჩემი ასეთი დაქციელი და დამსაჯა სახლიდან აღარ მიშვებდა. ივნისი იყო მე-8 კლასის ბოლო.როდეცას მე და ნიკუშამ გადავწყვიტეთ რომ გავპარულიყავით და ასეც მოვიქეცით. ნიკუშას ძმაკაცის სახლში რაჭაში წავედით და იქ ვიყავით თვენახევარი,იმ დროს ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. მაგრამ მამაჩემმა გაიგო ჩვენი ადგილ სამყოფელი და წამომიყვანა იქიდან და თავისთან წამიყვანა. 1 თვე მასთან გავატარე,სულ სახლში ვიყავი არსაც მიშვებდა მაგრამ ნიკუშაზე ფიქრი არ მშორდებოდა.მაინც ვახერხებდით ჩუმად ლაპარაკს. სკოლამდე მამაჩემთან ვცხოვრობდი, ისევ დავუახლოვდით ერთმანეთს ეს კი ძალიან მიხაროდა,მითხრა რომ წამალზე აღარ იჯდა და ძალიან მიხაროდა. სექტემბერში სკოლაში რომ მივედი ყველას ეგონა,რომ ორსულად ვიყავი,ათასი ჭორი დადიოდა,ზოგი იძახდა.რომ აბორტი გავიკეთე,ზოგსაც ეგონა რომ მუცელი მომეშალა, მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილი იყო.ახალ წლამდე მე და ნიკუშა კიდევ ერთად ვიყავით,ზუსტად ახალი წლის ღამეს ნიკუშა დამშორდა.მიზეზი არ უთქვამს უბრალოდ დამშორდა.ამის შემდეგ მე დეპრესია დამეწყო,მთელი მე–9 კლასი დეპრესიაში ვიყავი,სკოლაში აღარ დავდიოდი,იქ კი ჩემზე საშინელებებს ამბობდნენ,ამბობდნენ რომ ვიყავი და კიდევ ათას საშინელებებს.დედაჩემმა ამის გამო კიდევ დამსაჯა,თვითონ მივყავდი სკოლაში და თვითონ მაკითხავდა და სახლში მივყავდი,მასწავლებლები კი გაფრთხილებული ჰყავდა,რომ თუ სკოლაში არ მოვიდოდი ან ყველა გაკვეთილს არ დავესწრებოდი მასთან უნდა დაერეკათ,ისინიც ასე იქცეოდნენ.მე კი ეს ყველაფერი ყელში ამომივიდა,ამ დროს ნინუკას მშობლები საქართველოში არ იყვნენ და მეც მასთან გადავედი საცხოვრებლად,დედაჩემმა ხელი აიღო ჩემზე.მეც ისე ვცხოვრობდი როგორც მინდოდა.მალე მე და ნინუკა წამალზე შევჯექით,ძალიან კი მეშლებოდა ნერვები,რომ მამაჩემის ნაირი ვხდებოდი,მაგრამ ჩემს თავს ვერ ვერეოდი.1 თვეში გავიგე,რომ დედაჩემი კახას მიყვებოდა ცოლად, ქორწილში,რომ მივედი წამალი მქონდა გაკეტებული და კაიფში ვიყავი. თითქმის ყველაფერი ჩავშალე,მაგრამ ქორწილი მაინც შედგა.თავიდან ყველაფერი მარტივად მეჩვენებოდა,მეგონა რომ როცა მომინდებოდა მაშინ დავანებებდი თავს,მაგრამ თანდათან უფრო და უფრო ვჯდებოდი წამალზე.ბოლოს კი როდესაც დედაჩემს სხვა გამოსავალი აღარ დარჩა მან და კახამ მე ლონდონში კლინიკაში გამაგზავნეს.ლონდონში გიორგი კახას შვილი სწავლობდა და ძალიან ხშირად მაკითხავდა ხოლმე,მე და გიორგი ძალიან დავახლოვდით და უკვე ერთმანეთი და–ძმასავით გვიყვარდა.თბილისში კი სექტემბერს ჩამოვედი,წამალი გადავაგდე,და რადგან სკოლიდან გამომაგდეს ახლა იმიტომ ვაბარებ ექსტერნად და შემდეგი ჩემი ცხოვრების ეტაპი ეხლა იწყება,წამლის,დალევი,ნინუკას და ნიკუშას გარეშე.მარტო რასაც თავი ვერ დავანებე ეს სიგარეტია, რომელსაც ეხლაც ვეწევი.ძველი ნუცისგან კი მხოლოდ სიგარეტი დარჩა მეტი არაფერი. –ამით დაამთავრა ნუციმს თავისი ამბის მოკლედ მოყოლა.ზოგ მომენტში ცრემლები მოსდიოდა,ეწეოდა,მისთვის ძნელი იყო ამის მოყოლა შეიძლება საბას ეს ამბავი არაფრად მოჩვენებოდა,მაგრამ ნუცისთვის ეს დიდი ტრაგედია იყო,მისთვის ის რომ ნარკომანი იყო ძალიან რთული იყო და არც უნდოდა ამის გახსენება,მაგრამ საბასთვის უნდოდა ამის მოყოლა. საბაც ჩუმათ იყო და უსმენდა,ხოლო როდესაც ნუციმ მოყოლა დაამთავრა საბა ჩაეხუტა ნუცის და დიდი ხანი ესე ჩახუტებულები იყვნენ სიჩუმე ნუციმ დაარღვია..
–საააბ
საბა უფრო მაგრა ჩაეხუტა და ხმა არ ამოუღია, ნუციც კარგად გრძნობდა თავს საბას მკლავებში და გაჩუმდა..
–იცი ნუც, შეიძლება ადრეა ეხლა რასაც გეტყვი მაგრამ უნდა გითხრა
–მიდი მითხარი
–მიყვარხარ
ნუციმ სიტყვა "მიყვარხარ" რომ გაიგო გული უფრო აუჩქარდა და სიხარულით აევსო,მან საბას თვალებში ჩახედა შემდეგ კი აკოცა.ამ დროს კი საბას ტელეფონდა დაურეკა,რომ აიღო აღმოჩნდა რომ ერთ-ერთ მის მეგობარს მისი ნახვა უნდოდა სასწრაფოდ
–არ მინდა ნუც მაგრამ უნდა წავიდე და წამომყვები?
–შენ ჩემს მონაყოლზე სიტყვაც არ გითქვამს
–წამომყვები?
–მითხარი რამე
–მიყვარხარ
ნუცის გაეცინა
–კაი წამოგყვები
საბა და ნუცი მრგვალ ბაღთან მივიდნენ და საბას მეგობარს ელოდებოდნენ.ნუცი დაიღალა ლოდინით და საბას უთრხა
–რამე დასალევი არ გინდა?
–არა
–მე მინდა ვიყიდი და მოვალ
–კაი – საბამ აკოცა ნუცის,ნუცი კი ახლოს მდებარე სუპერმარკეტში შევიდა.ის უკან რომ ბრუნდებოდა დაინახა, რომ საბას ვიღაცას ელაპარაკებოდა,მათ რომ მიუახლოვდა ნუცის თვალები გაუდიდდა, ფერი დაკარგა და ბოთლი ხელიდან გაუვარდა..
-რა დაგემათა კარგად ხარ? –კითხა გაკვირვებულმა საბამ
–ხო,კარგად ვარ
–მართლა კარგად ხარ?
–კი –გაუცინა ნუციმ საბას
–გაიცანი ეს ბერძენაა, ბერძემ გაიცანი ეს ნუცია
–ხო ვიცნობ მე ნუცის – უთხრა ბერძენამ საბას
–საიდან იცნობ?
–გრძელი ამბავია
ნუცი ძალიან ძალიან ანერვიულდა,არ უნდოდა არავის ნახვა ვინც წარსულს ახსენებდა,განსაკუთრებით ბერძენასი.
–საბ,მე წავალ
–არა რატო დამელოდე და მიგაცილებ
–არა წავალ მეჩქარება რაა..
–დაიცადე მაშინ მეც წამოვალ
–ეე ბიჭო საქმე მაქ სად მიდიხარ?
–დაგირეკავ მერე
ნუცი და საბა აბაშიძეს გაუყვნენ.საბას ძალიან ძალიან აინტერესებდა საიდან იცნობდა ნუცი ბერძენას და რატომ ანერვიულდა მის დანახვაძე..ბოლოს კი გადაწყვიტა რომ ეკითხა მისთვის და ყველაფერი გაეგო
–ნუც,ბერძენას საიდან იცნობ?
–არ მინდა მაგაზე ლაპარაკი
–ამდენი რამე მომიყევი და ესეც მითხარი რა მაინტერესებს,გთხოვ
–მაგან შემსვა წამალზე,კმაყოფილი ხარ?
საბამ ეს,რომ გაიგო ძალიან ძალიან გამწარდა უკან დაბრუნდა ბერძენასთან და ძალიან ძალიან მაგრად ცემა.კაცებმა ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან საბას ბერძენა.ნუცის ეგონა რომ შემოაკვდებოდა ბერძენა,ისე ცემდა ხელის განძრევას არ აცდიდა საბა,ურტყავდა და ურტყავდა გამწარებული,ნუციმ არ იცოდა რა ეთქვა,ერთის მხრივ გახარებული იყო,რომ საბამ ცემა ბერძენა მაგრამ თან ნანობდა,რომ ბერძენაზე მოუყვა.
–საბ არ ვიცი რა გითხრა
–არაფერი არ მითხრა,რას წარმოვიდგენდი თუ ჩემი მეგობარმა...
ნუციმ არ დაამთავრებინა საბას სათქმელი და აკოცა. საბა და ნუცი ძალიან დაახლოვდნენ, ნუცის დედასაც მოწონდა საბა და მათი ურთიეთობის წინააღმდეგი არ იყო.გიორგიც ძალიან დაუახლოვდა საბას და არც ის იყო წინააღმდეგი.ნუციმ საერთოდ დაივიწყა თავისი წარსული,ძველი მეგობრები და სულ ახალი ცხოვრებით დაიწყო ცხოვრება.ნუცი ძალიან ბედნიერი იყო საბასთან ერთად.
მალე მისი დაბადების დღე ახლოვდებოდა.23 ნოემბერს დილით,როდესაც ნუციმ თვალებიი გაახილა და მობილურს დახედა,იმ იმედით რომ საბას მილოცვის მესიჯი დახვდებოდა სულ სხვისგან მოწერილი მესიჯი დახვდა.ნომერი კი წაშლილი ჰქონდა მაგრამ,იმ ადამიანის ნომერს რა დაავიწყებდა "პირველ რიგში მინდა, რომ მოგილოცო დაბადების დღე,ნუცი ვიცი, რომ თბილისში ხარ,ისიც ვიცი თუ რატომ არ იყავი აქ 1 წელი. ძალიან მინდა შენი ნახვა,დამირეკე მემგონი სალაპარაკო ბევრი გვაქ,ხო?.. " ნუციმ ეს მესიჯო,რომ წაიკითხა თავზარი დაეცა,არ უნდოდა ისევ წარსულის გახსენება.მაგრამ ოდნავ,სადღაც გულში მაინც უნდოდა ამ ადამიანთან შეხვედრა,ამიტომ გადაწყვიტა ენახა, თან რაც შეიძლება მალე.ნუცი მოწესრიგდა და დაურეკა
–გილოცავ ცუც ძალიან გამოხარდა,რომ დარეკე
–ეგრე აღარ დამიძახო,გაიგე?
–ადრე მოგწონდა, რომ გეძახდი
–ეხლა აღარ მომწონდ და ვსოო
–კაი,მნახავ ხო?ალბათ მაგიტო დამირეკე
–ხო
–როდის
–შენ როდის გაწყობს?
–თუ შეგიძლია ეხლაც
–კაი მაშინ ჩემ სახლთან მოდი ოღონდ ძველთან
–კაი,როგორც ადრე
–როგორც ადრე ისე აღარასდროს იქნება –ნუციმ უთხრა ეს და გაუთიშა. 5 წუთში კი საბამ დაურეკა და მიულოცა,მაგრამ ნუციმ მალევე დაუკიდა,რადგან წასასვლელი იყო,საბას ძალიან გაუკვირდა ნუცის ასეთი საქციელი.ნუცი თავის ძველ სახლთან,რომ მივიდა ნიკუშა უკვე იქ დახვდა,ნუცის მის დანახვაზე გულმა სხვანაირად დაუწყო ძგერა,ისევ ისე აუჩქარდა გული როგორც ადრე.
–როგორ ხარ?
–კარგად
–წამო სადმე და მშვიდად დავილაპარაკოდ
–კაი,ოღონდ ცოტა ხანი
ნიკუშა დაეთანხმა,ნუციმ ნიკუშა თავის ძველ სახლში აიყვანა,რომ მშვიდად ელაპარაკათ
–როგორ მომენატრა ეს სახლი
–რა უნდა მითხრა?
–მემგონი გვაქ სალაპარაკო ხომ?
–მე არ მაქვს
–მომისნინე მაინც რაა..
–კაი,მაგრამ მალე
-მისმინე,პირდაპირ გეტყვი.მე იმიტომ არ დაგშორდი რომ აღარ მიყვარდი უბრალოდ ვხედავდი,რომ ცუდ გზას იდექი და ამიტომ გადავწყვიტე,რომ შენთვის უკეთესი იქნებოდა თუ დაგშორდებოდი და ამიტომ მოვიქეცი ესე.
–ეგ შენი გადასაწყვეტი არ იყოო
–იყო,ნუცი,რადგან მიყვარდი და შენ ამბავს განვიცდიდი,არ მინდოდა რომ სკოლიდან გამოეგდე ან კიდევ რამე უარესი,რომ გეუბნებოდი კიდევ არ მოსმენდი,მეტი გზა არ მქონდა.
–ეგ მიზეზი არ გამართლებს.შენ იცი ალბათ რაც გადავიტანე,შენი აზრით იმის მერე რომ დამშორდი უარესი არ დამემართა? იცი შენ მე ლონდონში გასართობად არ ვიყავი წასული
–ხო ვიცი
–ხოდა მემგონი უარესი გამიკეთე
–მაპატიე
–ეხლა უკვე გვიანას პატიების თხოვნა,მე კი გაპატიებ,მაგრამ ის ტკივილს ვერაფერი ვერ დამავიწყებს,რომელიც შენს გამო დაგავიტანე
–ვიცი,ნუცი,ვიცი მაგრამ შევცდი,იცი შენ რომ მე ძალიან მიყვარხარ და შენთვის მხოლოდ კარგი მინდა
–კაი წადი ნიკუშა ეხლა
ნიკუშაც დათანხმდა,დაემშვიდობა და წავიდა.ნუცი იჯდა ფანაჯარასთან და ფიქრობდა იმაზე, რაც ნიკუშამ უთხრა მის გულს უნდოდა ეპატიებინა ნიკუშასთვის და ტვინს არა. მთელი თავისი დაბადების დღე მარტომ გაატარა,არც საბასთან დაურეკავს და არც გიორგისთან. ტელეფონი კი გამორთული ჰქონდა არავის ნახვა არ უნდოდა. ფიქრობდა თავის ცხოვრებაზე,წარსულზეც და საბაზეც. იცოდა რომ ნიკუშა ისევ მოსწონდა,მაგრამ არ უნდოდა ამის აღიარება.ბოლოს მარტოობამ რომ დაღალა,თვითონაც არ იცოდა რატომ ნიკუშაც დაურეკა და მასთან მისვლა სთხოვა.ნიკუშაც მივიდა. მთელი საღამო ერთად გაატარეს ისე როგორც ადრე.
–მომენატრე ნუც იცი როგორ?
–მეც მომენატრე,უბრალოდ ვერასოდეს გაპატიებ იმას რაც გააკეთე
–ვიცი რომ საშინლად მოვიქეცი
ნიკუშამ ლოყაზე აკოცა ნუცის და ჩაეხუტა.ცოტა ხნის შემდეგ კაბზე ზარი იყო..ნუცის ძალიან გაუკვირდა არავის არ ელოდებოდა.ნუციმ კარები რომ გააღო ნინუკა დაინახა
–აქ რა გინდა?
–არ გაგიხარდა ჩემი ნახვა?
–სიმართლე რომ გითხრა და არა
–უიი გილოცააავ ნუუუც შენ რა გეგონა დამავიწყდა?
–საიდან იცოდი რომ აქ ვიყავი?
–კაიი ნუუც რაა არ გიცნობდე მაინც,ნახე დასალევი მოვიტანე და მოდი ავღნიშნოთ
–არ ვსვამ ნინუკ
–ვაა ნიკუუშ შენც აქ ხარ?
–ხო,შენ აქ რა გინდა?
–ნუცისთან მოვედი,არ უნდა აღვნიშნოთ? ბოლოსდაბოლოს 18 წლის ხდები ნუუუც
–არ ვსვამ ხომ გითხარი
–შენ დაბადეს დღეზე უნდა დალიო
–თქვენ დალიეთ მე არ მინდა.
ნინუკამ და ნიკუშამ დალევა დაიწეს უკვე ძალიან მთვრალები იყვნენ,ნუცი კი მაგიდაზე მდგარ ბოთლს თვალს არ შორებდა,ბოლოს კი ნებისყოფამ უმტყუნა და დალია,დალია 1 ჭიქა,2ჭიქა,3 და ა.შ. ნუციც დათვრა და ისევ ისეთი გახდა,როგორც ადრე უდარდელი,არაფერი არ აინტერესებდა და ისევ ისე დაიწყო გართობა როგორც ადრე.
–ნუუც ნახე რა მააქვს,უბრალოდ უნდა შეიყნოსო და მორჩაა..
–არა არ მინდაა
–გინდაა ნუუც გინდაა.. –უთხრა ეს ნინუკამ და თვითონ შეიყნოსა.
ამ დროს ნიკუშა უკვე წასული იყო და სახლში მარტო ნუცი და ნინუკა იყვნენ.ნუციმ ძალიან ძალიან ბევრი ითმინა,ბოლოს კი რომ მიხვდა რომ ამ ცდუნებას ვეღარ გაუძლებდა გიორგის დაურეკა
–გიოოოოოოოოოო
–ნუუუც სად ხარ?რა გჭირს?ხომ კარგად ხარ?
–ჩემ ძველ სახლში ვარ და თუ ეხლავე არ წამოხვალ შეიძლება,რაღაც საშინელება გავაკეთოო
–10 წუთში მანდ ვიქნები,არაფერი სისულელე არ გააკეთო!
ნუციმ ვერ მოითმინა ეს 10 წუთი ვერ გაძლო ნინუკას დაძალებას და უკვე შეყნოსვას აპირებდა,რომ გიორგი შემოვიდა ოთახში და არ მისცა უფლება რომ კიდევ ერთი სისულელე გაეკეთებინა.გიორგი ნუცითან რომ იყო ნინუკა ჩუმათ წავიდა ისე რომ გიორგის ის არ დაუნახავს.
–ვინ მოგცა ეს ?
ნუციმაც ყველაფერი მოუყვა.გიორგის არაფერი არ უთქვამს უბრალოდ ჩაეხუტა.
მეორე დღეს ნუცი ძალიან ცუდად გრძნობდა თავს.თავის თავზე ბრაზობდა, რომ მისცა უფლება ნინუკას,რომ ისევ მის ჭკუაზე ეტარებინა.ასევე ბრაზობდა რომ ნიკუშათან დაახლოებას ისევ აპირებდა.მოუნდა ძალიან მოუნდა,რომ ისევ ლონდონში წასულიყო.
–დეე
–ისევ ლონდონში მინდა წასვლა,აქ ცუდად ვარ არ მინდა აქ ყოფნა
–ნუცი სერიოზულად ამბობ? –კითხა გიორგიმ
–კი
–როგორც გინდა –უთხრა კახამ
–მართლა წახვალ?
–ხო, გიო მინდა აქ არ მინდა,ხომ ნახე გუშინ რა დამემართა
–მაშინ მეც წამოვალ
–კაიიი –ნუციმ გაუცინა გიორგის
ნუცის უკვე საბოლოოდ გადაწყვიტა ლონდონში წასვლა,მაგრამ არ უნდოდა საბასგან შორს ყოფნა,არ უნდოდა,ძალიან არ უნდოდა.
ნუციმ მოუყვა საბას თავის დაბადების დღეზე რაც მოხდა და ისიც თუ რასაც აპირებდა.
–მე ვერ გეტყვი როგორ მოიქცე,ეს შენი გადასაწყვეტია
–არ მინდა შენგან შორს ყოფნა
–არც მე მაგრამ...
ნუცი ჩაეხუტა საბას და ტირილი დაიწყო სულ იმას იმეორებდა რომ არ უნდოდა მისგან შორს ყოფნა.
გავიდა 3 დღე,ნუცი მაინც იმ აზრზე იყო რომ წასვლა უნდოდა,მოცილება უნდოდა ყველასგან ვინც თავის წარსულს ახსენებდა,მაგრამ არ უნდოდა საბასთან განშორება.
–რა გადაწყვიტე? –კითხა ერთხელ საბამ ნუცის
–მინდა რომ წავიდე მაგრამ თუ მთხოვ დავრჩები მართლა
–არა მე ისე მინდა მოქცე როგორც შენ მიგაჩნია სწორად
–ძალიან დაბნეული ვარ საბ მირჩიე რამე
–თუ დარწმუნებული ხარ რომ იქ უკეთესად იქნები მაშინ უნდა წახვიდე
–მერე შენ?
–შენ თუ კარგად იქნები ძალიან ბედნიერი ვიქნები
–მთხოვე რომ დავრჩე
–მაგას ვერ გთხოვ.
ნუცი დაბნეული იყო არ იცოდა რა ექნა,მაგრამ მაინც გადაწყვიტა რომ წასულიყო.ნუცის ძალიან ეშინოდა იმის რაც შეიძლება მის დარჩენას მოყოლოდა ამითომ მიუხედავად ყველაფრისა წასვლა გადაწყვიტა.
ნუციმ ჩაალაგა ბარგი,ასევე გიორგიმაც.ნუცის და გიორგის რეისი ღამე 3 საათზე იყო.ნუციმ ვერა და ვერ დაიძინა ამიტომ გიორგისთან შევიდა ოთახში.აღმოჩნდა რომ მასაც არ ეძინა.
–ნაყინი გინდა? –კითხა ნუციმ გიორგის
–კი მინდა
გიორგი და ნუცი ქვემოთ ჩავიდნენ და ნაყინის ჭამა დაიწყეს.
–დარწმუნებული ხარ რომ გინდა წასვლა?
–კი გიო მინდა
–მერე ის საბა?
–რა ვქნა,აბა ჯობია ისე..
–არა გაგიჯდი არა
–შენ თუ გინდა დარჩი
–არა, მინდა მეც წამოსვლა
–არ მინდა საბასთან განშორებაა
–2 ვარიანტი გაქვს მაშინ
–რა?
–ან უნდა დარჩე ან ეგეც უნდა წამოვიდეს
–ოოო
–აბა რა გითხრაა არ ვიციი,ნუუც მეძინება ძააან და წავალ რა
–კაიი დაიძინე 1 საათი
–შენც წადი დაიძინე
–ხო წავალ
ნუცის არ დაუძინია,არც საბას ეძინა იცოდა რომ 3 საათზე უნდა გაფრენლიყო ნუცი,არ უნდოდა წარმოედგინა, რომ მეორე დღეს ნუცის ვეღარ ნახავდა,მართალია ცოტა ხანია რაც იცნობდა მაგრამ მის გარეშე უკვე აღარ შეეძლო.საბას უნდოდა რომ ნუცი დარჩენილიყო,ძალიან უნდოდა.საათს რომ შეხედა უკვე 3ის ნახევარი იყო,საბა დაწვა ლოგინზე საშინელ ხასიათზე იყო .ჭერს უყურებდა,უყურებდა და უკვე ვეღარც ფიქრობდა.ნუცი შევიდა აეროპორტში გაიარა რეგისტრაცია,უკვე თვითმფრინავში ასვლას აპირებდა, რომ უცებ ტვინში რაღაც გადაუტრიალდა.
–მე ვერ წამოვალ
–რაა??
–მე ვერ წამოვალ,არ შემიძლია
–კაი მაგრამ წავიდოდნენ უკვე ისინი და რას იზამ,მეც დავრჩები მაშინ
–არ წადი,ხო ვიცი რომ გინდა წასვლა და წადი
–აბა შენ სახლში როგორ წახვალ?
–ტაქსით
–კაი,რომ ჩავალ დაგირეკავთ,ჭკვიანად მოიქეცი სისულელე არ გააკეთო,რასაც მერე ინანებ
–ნუ გეშინია,მიყვარხარ
–მეც
ნუცი ჩაეხუტა გიორგის,შემდეგ გავარდა გარეთ ტაქსი გააჩერა.მალე უკვე საბას ეზოში იდგა,ღამის 4 საათზე და საბას ურეკავდა
–გეძინა?
–ნუცი?
–ხო მე ვარ
–სად ხარ?
–შენ ეზოში
–რა??
–ხო არ წავედი
–მართლა ჩემ ეზოში ხარ?
–ხო
საბა თვალის დახამხამებაში ეზოში გაჩნდა,ჩაეხუტა,კოცნიდა ნუცის და უხაროდა ძალიან უხაროდა, რომ ნუცი დარჩა,მის გამო დარჩა და არ წავიდა.საბა მეცხრე ცაზე იყო ისე უხაროდა.
–მიყვარხარ
–მეც მიყვარხარ...

ნაწილი 2

ნუცი ჩვეულ,ნორმალურ ცხოვრებას დაურბუნდა,წამალს ისევ დაანება თავი ოღონდ სიგარეტს მაინც ეწეოდა,ეს კი საბას დიდად არ მოწონდა მაგრამ რა ექნა.ნუცის კი დანებება არ უნდოდა,რატომ თვითონაც არ იცოდა.ნუცის არც ნინუკასთან ჰქონდა კონტაქტი,მაგრამ იცოდა,რომ ის ისევ წამალზე იჯდა.გადიოდა დრო,მალე გიორგის ჩამოსვლის დროც დადგა ნუცის ძალიან ძალიან უხაროდა.გიორგის ჩამოსვის დღეს ნუცის დედა და კახა თბილისში არ იყვნენ,არც საბას ეცალა რომ აეროპორტში გაყოლოდა,ამიტომ ნუცი მარტო წავიდა გიორგის დასახვედრად.თვითმფრინავი ზუსტად ღამის 12 საათზე ჩამოფრინდა.ნუცის ძალიან გაუხარდა გიორგის ნახვა,დაინახა თუ არა მისკენ მიმავალი გიორგის გაიქცა და ჩაეხუტა.
–იცი როგორ მომენატრეე??
–მეც ნუც ძალიან ძალიან ძალიან
–როგორ დაამთავრე ეს წელი?
–ნორმალურად სამუშაოც შემომთავაზეს ერთ-ერთ ჟურნალში და სექტემბრიდან ვიწყებ მუშაობას
–აუუ რა მაგარიაა
–მეც ძალიან მიხარია,შენ რას შვები?
–მე კარგად ვარ,როგორც დამარიგე ისე ვიქცეოდი
გიორგი და ნუცი სახლში დაბრუნდნენ,იქ კი გიორგის დიდი დახვედრა მოუწყვეს ნუციმ და გიორგის მეგობრებმა.მთელი ღამე ერთობოდნენ სვამდნენ და ა.შ. უკვე დილის 9 საათი იყო,მაგრამ მაინც ყველა მხიარულოდა და წასვლას არავინ აპირებდა.ნუციმ კი გადაწყვიტა,რომ დაეძინა.მაგრამ ვერადავერ დაიძინა,ბოლოს კი ისევ ადგა ჩაიცვა და გარეთ გავიდა.ქუჩაში არავინ არ იყო.ნუცი იქვე სახლთან დაჯდა და სიგარეტს მოუკიდა,თან ფიქრობდა.ნუცის სულ უნდოდა კემბრიჯში სწავლა,მაგრამ ბოლოს მომხდარი ამბების მერე გადაიფიქრა,ეხლა კი რატომღაც ისევ მოუნდა იქ სწავლის გაგრძელება,მართალია დარჩა თბილისში და არც ნანობს,მაგრამ მაინც უნდა რომ გააკეთოს ის,რაც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში უნდოდა,მას უნდა რომ ისწავლოს კემბრიჯში,როგორც გიორგი.ნუცის უნდა რომ აუხდეს ოცნებები,და შეუძლია კიდევაც რომ წავიდეს სასწავლებლად მაგრამ ვერ ხვდება თუ რატომ ვერ შორდება საბას,რატომ უნდა რომ იყოს სულ საბასთან ერთად,ზოგჯერ ფიქრობს რომ შეუძლია,რომ თავის ოცნებებზე აური თქვას არ წავიდეს ინგლისში და დარჩეს აქ საბასთან,ზოგჯერ კი ფიქრობს,რომ ურჩევნია წავიდეს,აიხდინოს ოცნებებე და აური თქვას საბაზე,რადგან ფიქრობს რომ ისინი სამუდამოდ ერთად ვერ იქნებიან.ვერაფერს უხერხებს იმ სურვილს რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია უნდა რომ აიხდინოს.ნუცის ეს ფიქრები სიგარეტის დამთავრებამ გააწყვეტინა.სახლში დაბრუნდა და გიორგი ცარიელ ოთახში გაიყვანა
–კემბრიჯში საბუთები როდის უნდა გავაგზავნო?
-შენ ხომ აღარ აპირებდი წასვლას?
–ხო მაგრამ მაინც მინდა ვცადო
–კაიი გაგირკვევ და გეტყვი მემგონი 2 თვეში იწყება
–მადლოობ –ნუციმ აკოცა გიორგის და თავის ოთახში ავიდა,კომპიუტერი ჩართო და კემბრიჯის სურატებს ათვალიერებდა,როგორც ადრე როცა ზუსტად იცოდა რომ იქ უნდა ესწავლა. ამ დროს კი საბამ დაურეკა
–რას შვებიი ?
–რავიი სააბ შენ? (ნუცის უნდოდა ეთქვა რაც გადაწყვიტა მაგრამ თავი შეიკავა)
–არაფერს,ჩამოვიდა?
–კი და აქ რო ნახო რა ხდება გაგიჯდები
საბას გაეცინა,პასუხი კი არ გაუცია.ნუცის ეხლა არ უნდოდა საბასთან ლაპარაკი,მხოლოს ის უნდოდა,რომ ისევ ეოცნება,როგორ ისწავლიდა კემბრიჯში და როგორ ბედნიერად იცხოვრებდა,ამიტომ დაემშვიდოდა საბას და ოცნება გააგრძელა.დიდხანს ტკბებოდა სურათებით ბოლოს კი მოშივდა და ქვევით ჩასვლა გადაწყვიტა.სამზარეულოში,რომ შევიდა თავის თვალებს არ დაუჯერა ფანჯარასთან ნიკუშა იდგა და ეწეოდა.
–შენ აქ რა გინდა? –გაკვირვებულმა კითხა ნუციმ
–ვატოს წამოვყევი,წავალ თუ გინდა
–არა,იყავი –გაუცინა ნუციმ და ძალიან მოუნდა ,რომ ეთქვა ნიკუშასთვის,რომ ისევ აპირებდა კემბრიჯში წასვლას,ნიკუშამ კი იცოდა,ნუცის ამ ოცნების შესახევ,ადრე ხომ სულ მაგაზე ელაპარაკებიდა ხოლმე და ნიკუშამაც ყველაფერი იცოდა
–იცი ნიკუშ
–რა? –გაუცინა ნიკუშამ და გაუხარდა რომ კარგად ელაპარაკებოდა ნუცი
–ისევ ვაფირებ კემბრიჯში წასვლას
ნუციმ და ნიკუშამ ბევრი ილაპარაკეს,გაიხსენეს ის დრო,როდესაც ნუცის პირველად მოუნდა კემბრიჯში წასვლა,შემდეგ ნიკუშამ თავის დაზე მოუყვა,რომელიც კემბრიჯში სწავლობს.ნუცის ამ ლაპარაკის დროს საერთოდ არ გახსენებია საბა და ისევ ძალიან მოუნდა წასვლა ისე რომ ვეღარ ითმენდა როდის გააგზავნიდა საბუთებს.მეორე დღესვე დაიწყო ესსეს წერა კემბრიჯისთვის.ძალიან ბევრჯერ წაშალა თავისი ნაწერი და ისევ თავიდან დაიწყო წერა.მთელი დღე ოთახიდან არ გამოსულა სულ წერდა და წერდა.საღამო იყო უკვე,როდესაც თავის ტელეფონს დახედა და დაინახა საბას 10 გამოტოვებული ზარი,მაშინვე გადაურეკა საბას
–რატო არ იღებდი?
–ვწერდი და ხმა გამორთული მქონდა
–რას წერდი?
–ესსეს
–რატო წერდი?
–კემბრიჯისთვის
–მაინც გინდა წასვლა? – ნაღვლიანი ხმით უთხრა საბამ
–ვცდი
–კაი აღარ შეგიშლი ხელს წერე
ნუციმ დაუკიდა საბას ტელეფონი და ისევ წერა განაგრძო.საბა კი ძალიან ცუდ ხასიათზე დადგა,მას ხომ ძალიან უყვარდა ნუცი,მის გარეშე არ შეეძლო.მას არ უნდოდა,რომ ნუცი წასულიყო,არ უნდოდა.საბას ეჭვი გაუჩნდა,რომ ნუცის არ უყვარდა და უბრალოდ ერთობოდა,როგორც ადრე ერთობოდა სხვებთან.ნუცის წერა კი ნიკუშას ზარმა შეაწყვეტინა
–ალო
–რას შვები?
–არაფერს შენ?
–არც მე,მისმინე კოტეს დაბადების დღეზე წამოხვალ?
–არ ვიცი,ნინუკაც იქნება?
–არა,ეგენი ხომ დაშორდნენ
–არ ვიციი,არამგონია
–კაი ნუც რა რამდენი ხანია ჩვენებიდან არავინ გინახავს
–ეგენი უკვე ჩემები აღარ არიან დიდი ხანია
–კაიი რაა შენ ჩვენ წრეს ეკუთვნი და არა..
–დაამთავრე
ნიკუშამ აღარ უპასუხა ამიტომ ნუციმ თვითონ დაამთავრა ნიკუშას სათქმელი
–და არა საბას წრეს ხო??
–ხო
–ცდები ნიკუშ ძალიან თან
–კაი,მაპატიე წამოდი რაა
–რომელძეა?
–8ზე
–კაი წამოვალ – რატომ დაეთანხმა ნუცი არც კი იცოდა,მაგრამ ის კი იცოდა,რომ მოენატრა ის დრო,ძველი დრო და როგორც მაშინ ერთობოდა და იფიქრა,რომ არაფერი დაშავდებოდა თუ ერთხელ კიდევ ისე გაერთობოდა.ნიკუშამ ნუცის გამოუარა და ერთად მივიდნენ კოტესთან წყნეთში.ნუცი თავიდან ცოტა უხერხულად გრძნობდა თავს,მაგრამ ორი ჭიქის შემდეგ დაძაბულობა მოეხსნა და ისევ ის ძველი,მხიარული ნუცი გახდა.ნუცი ნიკუშასთან ცეკვავდა, როდესაც საბა შემოვიდა იმ ოთახში,სადაც ნუცი ცეკვავდა.საბამ ნუცი რომ დაინახა ძალიან გაბრაზდა და ნიკუშა,რომელიც ზურგით იყო,მოატრიალა და მუშტი ჩაარტყა ყბაში,ნიკუშა დაეცა და სისხლი წამოუვიდა.ნუციმ კი საბა ძლივს გაიყვანა გარეთ
–ეეე რა დაგემათა გაგიჟდი??
–შენ რა დაგემართა,რა გინდოდა ნიკუშასთან ერთად?! – საბა უყვიროდა ნუცის
–რა გაღრიალებს
–მე მეგონა სახლში იყავი და იმ დედა მოტყნულ ესსეს წერდი,შენ კიდე აქ ნიკუშასთან ერთად ერთობოდი და კიდე მე ვარ დამნაშავე?!
–სწორად ვერ გაიგე
–რა ვერ გავიგე სწორად,კაი რაა
–ნუ მიყვირი
–რაც გინდა ის გააკეთე რაა,მე წავედი
–საბააააააააააა
საბამ არც კი გახედა ნუცის და ისე წავიდა.ნუციმ არ იცოდა რა ექნა,არ უნდოდა,მართლა არ უნდოდა,რომ საბა წასულიყო.ნუცის ცრემლები წამოუვიდა და ტირილი დაიწყო ამ დროს კი მისკენ მიმავალი ნინუკა დაინახა და პირველი რაც ნუცის აზრას მოუვიდა ეს იყო წამალი.
–ნინუკაააააა
ნინუკა გაჩერდა და ნუცის დაელოდა,რომელიც მისკენ მირბოდა
–ნინუკ,წამალი გააქ??
-ხო იცი რო მაქ
–მომე რა....
–მართლა გინდა?
–კი, მინდა ძალიან ეხლა ძალიან მინდა
–კაი მოგცემ,კოკაინი მაქ
–ხო მომეცი სულერთია
ნინუკა და ნუცი ტუალეტში შევიდნენ და ორივემ შეიყნოსა.ნუცი ძალიან კარგ ხასიათზე იყო.ამის შემდეგ საბა არც კი გახსენებია.ძალიან მაგრად გაერთო ნინუკასთან ერთად კოტეს დაბადების დღეზე.საბას კი ენატრებოდა ნუცი,მაგრამ მაინც გაბრაზებული იყო,არ უნდოდა რომ დაშორებოდა ნუცის,ძალიან არ უნდოდა.
–საბა ხირო ვარ
–მოხდა რამე?
–არა ბიჭო რაღაცის სათქმელად დაგირეკე,მინდა რა რომ იცოდე მაინც რავიცი
–მითხარი
–დღეს ნუციმ იცი რა გააკეთა?
–ვიცი
–იცი ბიჭო და ესე წყნარად ხარ?
–დაველაპარაკე უკვე
–დალაპარაკება არ უშველის მაგას
–რაზე მეუბნები?
–ბიჭო რა რაზე გეუბნები,რამ გამოგა....ვა ტოო,ისევ შეიყნოსა
–რააააააა?? –საბამ იმხელაზე იყვირა,რომ ყველამ მისკენ გაიხედა
–აბა ვიციო
საბამ პასუხი არ გასცა ისე გაუთიშა და მაშინვე ნუცის დაურეკა,რომელიც ნინუკასთან ერთად იყო და თავის პონტში ერთობოდა.
–სად ხარ? –საშინელი ხმით უთხრა ნუცის საბამ
–რაში გაინტერესებს,შენ ხომ მიმატოვე
–სად ხარ,რო გეკითხები მიპასუხე
–ქუჩაში
–რომელ ქუჩაძე ხარ?
–არ ვიციი – უთხრა ეს ნუციმ და სიცილი დაიწყო,მას ნინუკაც აყვა და ერთად ხარხარებდნენ
–ნუციიი
ნუციმ საბას პასუხი არ გასცა და ისევ იცინოდა.საბას მოთმინების ფიალა აევსო და უყვირა რომელ ქუჩაზე ხარ მითხარიო
–არ ვიცი საბაააა,არ ვიციიი –ნუცის სიცილი ტირილად შეეცვალა და ახლა უკვე ტიროდა
–კაი ნუ ტირი,შეხედა სადმე უნდა ეწეროს რა ქუჩაა
–არ წერიააა,საბაა მითხარი რომ გიყვარვარ –ტიროდა ნუცი
–მიყვარხარ ნუცი,მითხარი ეხლა სად ხარ
–საშინელება ჩავიდინე,სააბ არ მინდოდა მართლა,არ მინდოდა – ისევ ტიროდა ნუცი
–სად ხარ ნუცი მითხარი რაა და მოვალ
–არ ვიცი სააბ მართლა არ ვიციიი,აიი დაიცა აქ რაღაც წერიაა
–წაიკითხე
–ამმმ,პეტ...პეტრიაშვილი...ხო აიიი ეს წერია და კიდე 11
–კაი დამელოდე მოვალ არ წახვიდე
–გინდა გიმღეროო ?? –ნუციმ ტირილი შეწყვიტა და ისევ სიცილი დაიწყო
საბამ არ უპასუხა და ტაქსი გააჩერა,რომ ნუცისთვის მიეკითხა.ნუცი ამ დროს კი შუა ქუჩაში ცეკვავდა და მღეროდა.საბა,რომ დაინახა მისკენ გაიქცა და ჩაეხუტა.
–კაი წამოდი ეხლა სახლში მიგიყვან
–არ მინდა სახლში,ესე ვერ მივალ სახლში
–კაი,ჩემთან წამოხვალ?
–კი ცოტა ხნით
საბამ ნუცი თავის სახლში მიიყვანა.ნუცი უკვე აღარ იყო კაიფში, მაგრამ მთვრალი მაინც იყო.საბამ ყავა დაალევინა და ამის შემდეგ ცოტა აზრზე მოვიდა.
–რატო გააკეთე ნუც ეს ჰაა?
–არ მინდოდა მართლა,არ მინდოდა მიყვარხარ და
–მეც მაგრამ ისევ ეს წამალი ნუცი?
–ეს ბოლო იყო გეფიცები,მართლა შენ სიცოცხლეს ვფიცავარ
–აქ ვერ დარჩები
–რატო?
–ხო გამოფხიზლდი ეხლა სახლში წაგიყვან
–არ მინდაა
–დამელოდე მოვალ
საბა მეორე ოთახში გავიდა და გიორგის დაურეკა,რადგან აღარ შეეძლო ასეთი ნუცის ყურება,ენატრებოდა ის ნუცი,რომელიც გამოცდებზე გაიცნო.
–გიორგი საბა ვარ
–მოხდა რამე?
–კი,ნუცი ჩემთანაა და ისევ – გიორგიმ არ დაამთავრებინა სათქმელი
–არ მითხრა ეხლა რომ ისევ
–ხო
–სად?
–ნინუკა ნახა დაა..
–სად ხართ ეხლა
–ჩემთან სახლში,გთხოვ მოდი და წაიყვანე რა
–კაიი
საბამ გიორგის თავისი მისამართი უთხრა და მალე გიორგიც მოვიდა.ნუცის მაგ დროს საბას საწოლზე უძინა,საბა კი ნუცის უყურებდა.ამ დროს კარებზე ზარის ხმა გაისმა,საბამ კარები რომ გააღო გიორგი დაინახა,რომელიც ძალიან შეწუხებული ჩანდა
საბამ ყველაფერი მოუყვა,რაც დღეს მოხდა.
–მემგონი ჯობს ისევ წავიდეს
–არ ვიცი გიორგი მე
–კაი წავიყვან გაგიჟდება ეხლა ქეთი(ნუცის დედა) რომ გაიგებს
საბას არაფერი არ უთქვამს გიორგი ნუცისთან შეიყვანა,რომელსაც ეძინა.გიორგიმ გააღვიძა ნუცი
–ადექი
–არ მინდაა გიოოო
–ადექი,რომ გეუბნები
ნუციც დაემორჩილა გიორგის.კარებში რომ გადიოდნენ ნუციმ საბას შეხედა და უთხრა
–დამირეკე რა ხვალ,გევედრები,დამირეკე
საბას არაფერი არ უპასუხია,კარები ჩაკეტა და თავის ოთახში საწოლზე დაწვა.
მეორე დღეს ნუციმ რომ გაიგვიზა,საშინლად გრძნობდა თავს,მთელი დღე საბას ზარს ელოდებოდა,მაგრამ საბა არ რეკავდა.
–შენ რა ისევ ძველებურად დაიწყე?
–არაა დედაა
–რა არააა?! რა არაა?! ჰაა ნუცა?!
–ბოლო იყო ეს გეფიცები
–ხო შენ სულ ეგრე იძახი და ხომ ხედავ ვერ ასრულებ
–ეხლა მართლა ბოლო იყო
–არ უნდა დამეტოვებინე,უნდა გამეშვი შევცდი
ნუცის ამაზე პასუხი აღარ გაუცია.
–ადი ეხლა შენს ოთახში და ჩამოსული არ დაგინახო იქიდან
ნუციც დაემორჩილა და თავის ოთახში ავიდა.ტელევიზორი ჩართო,მაგრამ მალე გამორთო ბოლოს დაჯდა ფანჯრის რაფაზე და წიგნის კითხვა დაიწო.მალე ესეც მობეზრდა და სიგარეტს მოუკიდა ფანჯარა გააღო და მოწევა დაიწყო.თვალი ერთ ბიჭს მოკრა,რომელიც ქუჩაში მოდიოდა და ნუცის ფანჯრებს უყურებდა.ხმის ამოუღებლად უყურებდნენ ერთმანეთს.როდესაც ეს ბიჭი ნუცის ფანჯრებს მიუახლოვდა, გაჩერდა და უყურებდა ნუცის,მაგრამ არაფერს არ ეუბნებოდა.ნუციც ჩუმად იდგა,ეწეოდა და ხმას არ იღებდა.ნუცის იმედი ქონდა,რომ ხმას ამოიღებდა და რამეს ეტყოდა,მაგრამ შეცდა.ბიჭმა ცოტა ხანი უყურა ნუცის და ისევ გზა გააგრძელა.ნუცის ათასი აზრი უტრიალებდა თავში,უნდოდა რომ გაკიდებოდა, მაგრამ რაღაც აკავებდა.ნუცი მაინც უყურებდა ბიჭს და იმედი ქონდა,რომ მოიხედებოდა მაინც,მაგრამ ბიჭმა არ მოიხედა და ისე გაუჩინარდა.
ნუცი ამ დღეს მიხვდა,თუ როგორ უყვარდა საბა და როგორ ვერ აცნობიერებდა აქამდე.მიხვდა თუ როგორ ატკინა გული,თავის საყვარელ ადამიანს, თავისი უაზრო საქციელით.
საბაც მიუყვებოდა ქუჩას და ნუციზე ფიქრობდა,მას ნუცის დავიწყება უნდოდა,არ უნდოდა რომ ნუცის გასართობი ყოფილიყო,მაგრამ არ გამოსდიოდა.
ორივე იტანჯებოდა ცალცალკე.საბა იმ გრძნობას ებრძვოდა,რომელსაც ნუცის მიმართ გრძნობდა.საბას ბევრჯერ მოუნდა,რომ ნუცისთვის დაერეკა,მაგრამ თავის თავს აჯობა და არ დაურეკა.ნუცი კი ხვდებოდა,რომ თავის საყვარელ ადამიანს გული ატკინა და იმასაც ხვდებოდა,რომ საბას აღარ უნდოდა მასთან ურთიერთობა.ესე გავიდა რამოდენიმე კვირა,ნუცი ცდილობდა,რომ ისევ წესიერ ცხოვრებას დაბრუნებოდა,თავისი ესსეს წერაც დაამთავრა და გააგზავნა კიდევაც კემბრიჯში,მაგრამ დიდი იმედი არ ქონდა,რომ მიიღებდნენ.
ერთ დღეს ნუცის ტელეფონი აწკრიალდა
–ალოო
–....
–რააა???
–......
–კაი,მადლობ რომ მითხარი
–......
ნუცი ამ ამბის გაგების შემდეგ საშინელ ხასიათზე დადგა,ცრემლები წამოუვიდა და ტირილი დაიწყო.თავისი ოთახიდან გავარა და ყვირილი დაიწო
–გიოოოოოოოოოოოოოოო.... გიოოოოო ...გიოოოოო
მაგრამ მალე მიხვდა,რომ სახლში არავინ იყო.გიორგის ურეკავდა,მაგრამ ის არ იღებდა.ნუცის ეხლა ყველაზე მეტად რაც უნდოდა,ეს საბას ნახვა იყო.ნუცის საბასაც დაურეკა,მაგრამ საბას ტელეფონი გამორთული ჰქონდა,აღამ იცოდა რა ექნა ამიტომ ფეხზე სწრაფად ჩაიცვა და გარეთ გავარდა.მალე უკვე საბას სადარბაზოსთან იდგა და ისევ ტიროდა.ნუცი შევიდა სადარბაზოში,ლიფტი გამოიძახა და 7 სართულზე ავიდა.საბას კარებთან რომ მივიდა ზარი დარეკა და მალე კარები საბამ გაუღო.საბას ძალიან გაუკვირდა ნუცის დანახვა,თან ასეთ მდგომარეობაში.
–ნუც რა მოხდა?
ნუცის არ უპასუხია,უბრალოდ ჩაეხუტა,ძალიან მაგრამ მოეხვია
–ჩამეხუტე –უთხრა ნუციმ საბას
საბა ჩუმად იდგა და ნუცის ეხუტებოდა.დიდხანს იყვნენ ასე ბოლოს კი ნუცის უთხრა საბას
–ნინუკა მოკვდა
ნუცი ისევ აქვითინდა.ეხლა კი მიხვდა საბა,რაც მოხდა და უფრო ჩაეხუტა ნუცის.
ნუცი დიდი ხანი ტიროდა და დასტიროდა თავის ძველ მეგობარს,რომელიც ისევ ისე უყვარდა,როგორც ადრე..საბა კი აწყნარებდა,როგორც შეეძლო.ნუცი ცოტა,რომ დაწყნარდა შემდეგ კითხა
–ვინ გითხრა ?
–დამირეკა ერთმა და მითხრა
–როგორ მოკვდა ეგ არ უთქვამს?
–კი
–მერე?
–ერთი საყვარელი ადგილი ქონდა,წყნეთში.ნატვრის ხე დგას იქ და სულ ადიოდა ხოლმე.ღამე ასულა იქ ტაქსით და..
ნუცი ცოტა ხანი გაჩუმდა,ისევ ცრემლები წამოუვიდა და შემდეგ ისევ გააგრძელა მოყოლა.
–მთვრალი ყოფილა და ალბათ ფეხი დაუცურდა ან რამე და ხრამში გადავარდა.პოლიციამ ხრამში მკვდარი იპოვა.
საბას არაფერი ითქვამს ჩაეხუტა და აწყნარებდა.ნუციმ არ იცოდა რა ექნა.ძალიან განიცდიდა ნინუკას სიკვდილს.
–გინდა წაგიყვანო ნინუკას დედასთან?
–აქ არ არის
–აბა მითხარი რა გავაკეთო და
–არაფერი ჩამეხუტე
საბაც ჩაეხუტა და დიდიხანს იყვნენ ჩახუტებულები.გიორგი სახლში რომ მივიდა უკვე იცოდა ნინუკას სიკვდილის ამბავი და ნუცი სახლში,რომ არ დახვდა ძალიან შეეშინდა.
–სად ხარ?
–საბასთან
–მოგაკითხო გინდა და მანანასთან(ნინუკას დედა) წაგიყვან
–არ არის საქართველოში
–ჩამოვიდა დღეს
–კი მინდა მაშინ
ნუცის ძალიან ესიამოვნა,რომ მანანას ნახავდა.ძალიან უყვარდათ მანანას და ნუცის ერთმანეთი.
–სააბ დამირეკე რა გეხვეწები
–კი აუცილებლად დაგირეკავ.
გიორგიმ ნუცის გაუარა და მანანასთან მივიდნენ.მანანა სასოწარკვეთილი იყო,შვილის სიკვდილის გამო.ნუცი,რომ დაინახა უფრო ატირდა და ჩაეხუტა.დიდხანს ისაუბრეს,გაიხსენეს ძველი დრო.ნუციმ ბევრი კარგი რამ გაიხსენა ნინუკაძე და მანანაც ცოტა ხასიათზე მოიყვანა,მაგრამ ძალიან ცოტა ხნით.ბოლოს როდესაც ნუცი უკვე წასვლას აპირებდა ცოტა ხნით ნინუკას ოთახში შევიდა, ძალიან გაუჭირდა იქ ყოფნა,რადგან ათასი მოგონაბა გაეღვიძა,ნუცი ატირდა და ნინუკას ნივთებს ათვალიერებდა,როდესაც ნინუკას დღიურს გადააწყდა.ნუცის ძალიან მოუნდა დღიურის წაკითხვა.ნუცი ოთახიდან გამოვიდა და მანანას ჩაეხუტა.
–შეიძლება,რომ ნინუკას ნივთბიდან ცოტა რამე წავიღო?
–კი შვილო როგორ არა
ნუცი ისევ ოთახში დაბრუნდა და დღიური აიღო,კიდევ რაღაც რაღაცეები,რომლებიც ნინუკას ახსენებდა.მანანას დაემშვიდობა და სახლში წავიდა.თავის ოთახში ავიდა კარი ჩაკეტა და დღიურის წაკითხვა დაიწყო.
-რამდენი ხანია ვამბობ,რომ დღიურის წერას შევეშვები თქო,მაგრამ არ გამომდის...
ნუცი ამ მონაკვეთს გადაახტა და ცოტა წინ გადაშალა....
–არ ვიცი,ნუცის ეს როგორ ვუთხრა,არ ვიცი...მას ხომ ნიკუშა ძალიან უყვარს....მასზე გიჟდება....არ მინდა რომ ვუთხრა და გული ვატკინო,მაგრამ ამ ტკივილით ცხოვრება აღარ შემიძლია.....ამის გამო შევჯექი წამალზე... მავიწყებს ყველაფერს და აღარ მიწევს ამ ამბის გახსენება...მინდა,რომ ნუცის ვუთხრა,მაგრამ არ შემიძლია...ნუცის ისე უყვარს ნიკუშა,რომ გულს ვერ ვატკენ...სხვა რა გზა მაქვს, უნდა ვატარო ეს ტკივილი მარტომ მთელი ცხოვრება.....ვერც კოტეს ვეტყვი.. ისეც გიჟდება ნიკუშაზე...ერთი რამ არ მესმის,რატომ უყვარს ყველას ეს ნიკუშა.?? არ მესმის...
ნუცი ვერ მიხვდა რისი თქმა უნდოდა ნინუკას მისთვის და ვერ უთხრა.ამიტომ უკან დაბრუნდა და იპოვა კიდევაც რასაც ეძებდა.
–არ ვიცი ამას აქ რატომ ვწერ,მაგრამ რომ არ დავწერო არ შემიძლია.... ისედაც ვერავის ვუყვები ამ ამბავს... კოტესაც და ნუცისაც ძალიან უყვართ ის ...... არ მინდა დეტალების გახსენება,მაგრამ რომ არ დავწერო ესეც არ შემიძლია..... ნიკუშა ძალიან მძულს.... ნუცი კიდე სულ მეჩხუბება ეს ბოლო დროა,რატომ შეიძულეოო.... მან კიდე არ იცის რა გამიკეთა იმ.......... ნუცის ჩემი არ ესმის,რამდენჯერაც დავაპირე თქმა,მაშინვე გამაწყვეტინა... ეხლა არ ვაპირებ მოყოლას.... უკეთესი საშვალება ვნახე.... წამალიიი ... ვიცი,ვიცი საშინელებააა... მაგრამ მავიწყებს იმ ტკივილს და კარგად ვგრძნობ თავს.....
ნუციმ ეხლაც ვერ გაიგო თუ რა დაუშავა ნიკუშამ ნინუკას.ისევ დაიწყო ნინუკას დღიურის კითხვა და იპოვა რასაც ეძებდა.
–ყველა მეკითხება რა დაგიშავა ნიკუშამ ესეთიოო.... ვერ ვიტან მაგ ნაბიჭვარს.... მეზიზღება....ყველას აინტერესებს რა დამიშავა??.... რა და გამაუპატიურაააა.!!!!! მეძიძღებაა.........
ნუცის ამ წინადადების წაკითხვისას ცრემლები წასკდა და ტირილი დაიწყო.ნიკუშას მოკვლა მოუნდა.მოუნდა რომ ისიც ისე დატანჯულიყო,როგორც ნინუკა იტანჯებოდა.
ნუცი გარეთ გავარდა,ღამე იყო.ნუციმ იცოდა,სადაც ეპოვა ნიკუშა და მაშინვე კეკელიძეზე წავიდა,არ იცოდა რას აპირებდა..კეკელიძეზე,რომ მივიდა ნიკუშა დაინახა,რომელიც ხარხარებდა და არაფერი ადარდებდა.
–შენ იცინი,შე დამპალო,.ნინუკა კი მკვდარია,სულ შენი ბრალია
–ეეე,მე რა შუაში ვარ
–სულ შენი ბრალია,შენ რომ არ გაგეუპატიურებინა არაფერი მოუვიდოდა, ხარ
ნუციმ ეს ნიკუშას,რომ უთხრა კოტე უკან ედგა ნუცის და ყველაფერი გაიგო.გაიგო,რომ მისმა ბავშვობის მეგობარმა,მისი ერთადერთი სიყვარული ნინუკა გააუპატიურა.კოტე გაცოფდა,ნიკუშას მოკვლა მოუნდა.ესეთი ძლიერი სურვილი არასდროს გასჩენია.კოტემ იქვე სადღაც ქვა იპოვა და ნიკუშას თავში ჩაარტყა.კოტეს არც კი შეცოდებია ნიკუშა,არც ნუცის.ნუცის ეზიძღებოდა ნიკუშა.უნდოდა,რომ მომკვდარიყო,ვერ იტანდა,ეზიძღებოდა.საშინელმა სიძულვილმა დაამარცხა სიყვარული,რომელსაც ნუცი ნიკუშას მიმართ გრძნობდა.
–წამოდი,ნუცი პატრული მოდის....
ნუციც გაიქცა.
ნუცი გარბოდა,გარბოდა,მაგრამ სად გარბოდა ის კი არ იცოდა.კოტესაც ვეღარ ხედავდა უკვე.ნუცი არ ნანობდა და არც ეცოდებოდა ნიკუშა,ისე გაბრაზებული იყო,რომ ნიკუშას სიკვდილს ნატრობდა.დაიღალა ნუცი სირბილით და გაჩერდა,ცოტა ხანი იდგა და შემდეგ საბას ნომერი აკრიფა
–სააააბ
–ნუც,მოხდა რამე? სად ხარ?
–გარეთ ვარ და მომაკითხე რა
–კაი,მითხარი სად ხარ
ნუციმ უთხრა სადაც იყო და საბაც მალე მივიდა.ყველაფერი მოუყვა საბას.საბა მის დამშვიდებას ცდილობდა.ბოლოს კი ნუცის მის მხარძე დაეძინა მანქანაში.საბამ სახლში მიიყვანა და შემდეგ კი გიორგიმ ნუცი ნუცის ოთახში აიყვანა და საწოლზე დააცვინა.შემდეგ კი ისევ საბასთან ჩავიდა.საბამ ყველაფერი მოუყვა გიორგის რაც ნუცისგან გაიგო.
მეორე დღეს ნუცი უკვე უკეთესად იყო.გიორგიმ უთხრა ნუცის რომ ნიკუშა კარგად იყო,მაგრამ მისმა მშობლებმა რომ გაიგეს თუ რა გაუკეთებია ნიკუშას ნინუკასთვის გადაწყვიტეს რომ უკეთ,რომ გახდებოდა ჯარში გაეშვათ.ნუცის არ მოეწონა,ნიკუშას დასჯის ესეთი მეთოდი,რადგან მისი აზრით უარესს იმსახურებდა,მაგრამ მაინც შეეგუა ბედს.
გავიდა დრო.ნუცი უკვე მდგომარეობიდან გამოვიდა,მაგრამ ნინუკას სიკვდილს მაინც ძალიან განიცდიდა.ნუცის საბასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა,ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებდნენ 1 წუთიც კი.ნუცი მოუთმენლად ელოდა კემბრიჯიდან პასუხს,მაგრამ პასუხი რატომღაც იგვიანებდა.
–სააბ ხვალ რას აპირებ ??
–არაფერს,მინდა რომ ეს დღე შენთან ერთად გავატარო
–მაგრამ,ხვალ ხომ შენი დაბადების დღეა
–ხოდა მინდა რომ შენთან ერთად გავატარო ეს დღე
–კაი მაშინ,ხვალ 7ის მერე სახლში მარტო ვიქნები სულ.მიდიან ესენი დაა ამოდი
–კაი ამოვალ
მეორე დღეს,ნუციმ საბას მაშინვე დაურეკა როდესაც მარტო დარჩა,საბაც მალე ამოვიდა.დრო ძალიან მაგრად გაატარეს.ლოგინზე იცვა საბა,როდესაც ნუციმ საჩუქარი მისცა საბას.საბამ აკოცა ნუცის.დიდი ხანი კოცნიდნენ ერთმანეთს.
–დარწმუნებული ხარ რომ გინდა?
–კი
ნუციმ და საბამ ეს ღამე ერთად გაატარეს.ორივესთვის განსაკუთრებული ღამე იყო.დილით კი პირველს საბას გაეღვიძა.უყურებდა მძინარე ნუცის და ფიქრობდა იმაზე თუ როგორ უყვარდა ნუცი და რომ მის გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო.მალე ნუციმაც გაიღვიძა.საბამ აკოცა ნუცის
–რამეს ხომ არ ნანობ?
–არა სააბ –ნუცის გაეღიმა და აკოცა საბას.
ცოტა ხანი ისევ იწვნენ ლოგინში,შემდეგ კი საბა ადგა ჩაიცვა და წასასვლელად მოემზადა.
–ჩემთვის განსაკუთრებული ღამე იყო.
–ჩემთვისას ყველაზე ყველაზე
საბა რომ წავიდა,ნუციმ ისევ გააგრძელა ძილი.დიდხანს ეძინა,ბოლოს კი კარებზე ზარმა გაარვიძა.ქვემოთ რომ ჩავიდა და კარები გააღო,კაცი დაინახა,რომელმაც წერილი გადასცა და ხელი მოაწერინა ნუცის.ნუცი მიხვდა თუ რა წერილი იყო.ნუცის ხელში დიდი თეთრი კონვერტი ეჭირა,რომელიც ძალიან სქელი იყო.ნუციმ სწრაფად აირბინა თავის ოთახში და გახსნა წერილი,რომელიც კემბრიჯის უნივერსიტეტიდან იყო.ნუცის ეშინოდა გახსნა,ორი რამის გამო.რომ არ მიეღოთ ძალიან ძალიან ეწყინებოდა,რადგან მისო ოცნებები აღარასდროს ასრულდებოდა და რომ მიეღოთ კიდევ არ უნდოდა საბას აქ დატოვება,იმის მერე კი უფრო რაც ამ ღამეს მოხდა.ნუციმ მაინც გახსნა და პირველი სიტყვები რომ წაიკითხა "Congratulations" მიხვდა,რომ მიიღეს კემბრიჯში.ამ დროს ნუციზე ბედნიერი და ამავე დროს უბედური არავინ იყო.რადგან იცოდა,რომ ძალიან გაუჭირდებოდა საბას დატოვება და კემბრიჯში წასვლა, მაგრამ ამავე დროს ძალიან ძალიან უნდოდა წასვლა,ეს ხომ მისი ყველაზე დიდი ნატვრა იყო...
ნუცი ძალიან გახარებული იყო,რომ აუხდა ოცნედა და მიიღეს კემბრიჯში... ამ სიხარულში ცოტა ხნით საბა საერთოდ დაავიწყდა... პირველმა გიორგის გაიგო ეს სასიხარულო ამბავი და ძალიან გახარებული იყო. ქეთი (ნუცის დედა) ძალიან ამაყობდა თავისი შვილით,ასევე ყველა ნუცის ახლობელი.მხოლოდ საბას არ უხაროდა გულის სიღრმეში ნუცის წასვლა.. და გული სევდით ქონდა სავსე...
ამ ამბავმა თანდათან ჩამოაშორა ნუცი და საბა,აღარ ქონდათ ისეთი კარგი ურთიერთობა,როგორც ადრე.ნუცი ხვდებოდა ამის მიზეზს მაგრამ რა ექნა,მისი ყველაზე დიდი ოცნება აუსრულდა და ამ შანსის დაკარგვა არ სურდა.ასე ფიქრობდა გიორგიც
–ნუუც,ეს შენი მომავალია და ხელიდან არ გაუშვა..საბა კიდევ ღმერთმა იცის სადამდე გეყოლება გვერდით... არ იცი რამდენი ხანი გასტანს თქვენი ურთიერთობა.. ამაზე კი შენი მთელი მომავალია დამოკიდებული დაფიქრდი,კარგად დაფიქრდი....
ნუციც ფიქრობდა... ნუცის არ უნდოდა დარჩენა,მაგრამ არც საბასთან განშორება....
გავიდა რამდენიმე თვე... ზაფხულში ისევ მოუვიდა წერილი კემბრიჯიდან იმის თაობაზე თუ როდის უნდა ჩასულიყო და ა.შ
–საბ შენც წამოდი რაა...
–მე ვერ წამოვალ... და ჯობია ყველაფერი აქ დამთავრდეს... ჯობს ეხლა დავშირდეთ ერთმანეთს
ნუცის ძალიან ძალიან ეწყინა ეს ამბავი,მაგრამ საბასთან დარჩენის სურვილს,კემბრიჯში წასვლის სურვილმა გადააჭარბა და ნუციმაც წასვლა გადაწყვიტა საბოლოოდ...
მოვიდა ნუცის წასვლის დღეც.. ყველანი აეროპორტში იყვნენ საბას გარდა... ყველა ნუცის აცილებდა და უხაროდა ნუცის ეს გადაწყვეტილება,საბას გარდა.... მალე ნუცის წასვლის დროც მოვიდა.. ნუციმ აიღო თავისი ბარგი და წავიდა... უკან რომ მოიხედა,რომ ბოლოჯერ დამშვიდებოდა თვისიანებს.. გარეთ ნაცნობი სახე დაინახა,რომელიც ნაღვლიანად უყურებდა ნუცის და თვალებით თხოვდა დარჩენას... ნუცის ძალიან უნდოდა დარჩენა ამ ადამიანთან,მაგრამ ვერ შეძლო... ერთი წუთით გაჩერდა იფიქრა, დარჩენა კინაღამ გაიქცა მისკენ ,მაგრამ უცებ ისევ შეიცვალა აზრი, შეტრიალდა და გაიქცა....

ივნისი 2009 წელი



№1  offline წევრი prettygirl

Auu rato dasruldaa asee (((

 


№2  offline მოდერი sopiko

აუ მე მეგონა აგმობრუნდებოდა, გაარძელე რა გთხოვ, მეორე ნაწილიც დაწერე love

 


№3  offline წევრი Serena.Si


ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ...
გაგრძელება არამგონია დავწერო... მაპატიეთ winked

ეხლა ახალზე ვმუშაობს და როგორც კი დავწერ პირველ ნაწილს,აუცილებლად დავდებ...
თავებად კი ვდებდი,მაგრამ გადავიფიქრე...
ჯობია დიდი ნაწილები დავდო და უფრო იშვიათად,ვიდრე პატარა თავები და ხშირად...
დიდი იმედი მაქვს იმასაც წაიკითხავთ და მოგეწონებათ
love
--------------------
SeReNa.Si

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent