შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოტაცება შეკვეთით 1


24-04-2015, 04:48
ავტორი dusu
ნანახია 4 519

ჰეეი, მე ნიტა ვარ. ჩემს თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, თუმცა გეტყვით რომ ვარ 18 წლის, ვსწავლობ და ამის გამო მომიწია მშობლიური მხარის დატოვება და დროებით თბილისში გადმობარგება. აქ თითქმის არავინ მყავს და ერთი სული მაქვს როდის ვიქნები ჩემს გიჟ მეგობრებთან ერთად, მანამდე კი მიწევს მარტოდ ყოფნა.დილით ტელეფონის ხმა მაღვიძებს და ბუზღუნს ვიწყებ(ეს ჩემი სტიქიაა), თუმცა როდეაც ტელეფონში სასიამოვნო ხმა მესმის მაშინვე ვწყვეტ და ღიმილი მეფინება სახეზე.
-როგორ ხარ ნიტ?
-კარგად ტასუნა, შენ როგორ ხარ ცხოვრება?
-კარგად, მინდოდა მეკითხა დღეს ხომ მოდიხარ?
-კი, ხდება რამე?
-მაინტერესებდა, ვიცოდი რომ შენ არ გაგახსენდებოდა დარეკვა და...
-და მაგისთვის გამაღვიძე?
-ხომ უნდა დაგსაჯო შენი უყურადღებობისთვის და შესანიშნავი სასჯელი იყო...
-მიფრთხილდი რომ გნახავ.
ტელეფონს გაბრაზების ნიშნად ვთიშავ და ანასტასიას ვეჩხუბები, თითქოს აქ იყოს და ესმოდეს. სკოლის დამთავრებისა და ჩაბარების შემდეგ მე და ტასო სხვადასხვა ქალაქებსი ვართ და ცოტა გვიჭირს ერთმანეთის გარეშე, მაგრამ რას ვიზამთ, ვუძლებთ გმირულად. ცოტა ხნით კიდევ ვცადე დაძინება, მაგრამ ვერაფრით მოვახერხე, ბოლოს ისევ ადგომა და მომზადება გადავწყვიტე, ამასობაში წასვლის დროც მოვიდა და მეც მხიარულად გავემართე, იმის მოლოდინი, რომ მალე ჩემს საყვარელ ხალხს ვნახავდი ხალისს მმატებდა.
მოვდივარ და იცოდე დამხვდი
-როგორც მიბრძანებთ ქალბატონომომდის პასუხი ტასოსგან.
რამდენიმე ხნიანი მგზავრობის შემდეგ უკვე მე და ტასო ერთად მივემართებით ჩემი სახლისაკენ.
-ეხლა მოვემზადებით და მივდივართ.
-შენ სულ გადაირიე?
-რატომ? დაგავიწყდა ნიკას რომ შეპირდი რომ ჩამოვალ ვიქეიფოთო, ხო და ეხლა შენ გელოდებიან რაა.
-გამაგიჟებთ თქვენ მე.
ამასობაში სახლამდეც მივედით. ეკამ არ იცოდა ჩემი ვიზიტის შესახებ, თუმც აჩემგან მოულოდნელობებს მიჩვეულია და დიდად არც გაკვირვებია.
-დეე, როგორ მომენატრეე- და დედაჩემისკენ გავიქეცი
-შენ მე თბილისში მგონიხარ დეე.
-ვიცოდი რომ არ მელოდი, ხო და სიურპრიიზ- ვთქვი და გავიკრიჭე.
-ნიიტააააა- ოთახში შემორბის ჩემი და და კისერზე მეკიდება.
-ცოტა ნელა თორემ ამდენი არ შემიძლია-ღიმილით ვეუბნები მიას. მია ჩვენი გადამრჩენია... მამის გარდაცვალების შემდეგ ეკა ცუდად ხდებოდა და ჩემი დაჟინებული თხოვნით ექიმთან წავიდა, იქიდან კი სასიხარულო ამბით დაბრუნდა და რამდენიმე თვეში მიაც მოევლინა ქვეყანას და ჩვენც ცოტა ცხოვრება გაგვიხალისა, მაშიმ მე 10 წლის ვიყავი, თუმცა ყველაფერში დიდი ადამიანივით ვეხმარებოდი ეკას. მიიუხედავად ყველაფრისა ცხოვრება გრძელდება და ჩვენც ნელ-ნელა დავუბრუნდით ჩვეულებრივ ცხოვრებიდ რიტმს.
-ეკააა, შენ რომ იცი ისეთი ყავა გაგვიკეთე და უნდა წავიდეთ მერე ჩვენ.
-რაო ტას სად მიდიხართ ასე მალე? ცოტა ხანი მაინც დამანახეთ ჩემი შვილი-ღიმილით გამოსძახა ეკამ უკვე სამზარეულოდან.
-კარგი ეკა რაა, მთელი 18 წელი ამის უჟმური სახის ყურება არ გეყო?-ეუბნება ტასო და ამ დროს ჩემი ნასროლი ბალიში ხვდება თავში, აი ეს კი მაღლა იყო სასაცილო ეხლა და არა ქალბატონი ანასტასიას კომენტარი რაზეც დიდის ამბით იკრიჭებოდა. ყავას ნახევრად ატოვებინებს ჭიქაში და მიმათრევს, მეტი დრო აღარ გვაქვს გველოდებიანო.
-მალე მოდით და ჭკვიანად იცოდეთ-კარებთან გვეწევა ეკას ხმა.

-ვაა, სასტავს გაუმარჯოს, ვესალმები ბავშვებს, რომლებიც სახლთან გველოდებოდნენ.
-სოფისაც გაგუვლით და ბუნებაში გავალთ, რაც გვჭირდებოდა ყველაერი მანქანაშია, თქვენ ხომ არ გინდა რამე?-ღიმილიანი სახით კითხულობს აკო და საჭესთან იკავებს ადგილს.
-თუ ყველაფერი იყიდეთ, მაშინ წავვედით-ღიმილით პასუხობს ტასო. მე და ტასო მანქანაში ვჯებით, უკან კი ნიკა მოგვყვება მანქანით. ხო ტასო და აკო შეყვარებულები არიან, ნიკას მანქანაში ადგილი აღარ იყო თორემ მურმანის ეკალივით ვარ აქ.... სოფიც ჩვენთან ჩაჯდა და მალე დანიშნულების ადგილას ვიყავით, ყველას ვიცნობდი ერთის გარდა, თუმცა მასაც მალე გავუგე და კარგადაც ვიხალისეთ. კარგი დრო გავატარეთ, მალე მოსაღამოვდა და სახლში დაბრუნება გადავწყვიტეთ. ეს შაბათ-კვირა როგორ გავიდა ვერ გავიგე, აი სასწავლო დღეები კიდევ საუკუნე გრძელდება ხოლმე. ერთი სული მაქვს არდადეგები როდის დაიწყება, ერთი კვირაც და მერე გამოცდები იწყება. უნივერსიტეტიდან დაღლილი დავბრუნდი დღეს არადადეგები დამეწყო და ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს, ერთი კვირა დასვენება და შემდეგ გამოცდები. ყავა მოვიხარშე რმ იქნება ცოტა გამომაფხიზლოს თორემ გათიშული ვარ ამ ქვეყნიდან. ჩემს ყურთა სმენას ტელეფონის ხმა წვდება და ძებნას ვიწყებ, როგორ იქნა მივაგენი.
-ნიტ, ხომ თბილისში ხარ?- გაისმა ნაცნობი ხმა ტელეფონში.
-კი ნიკა, რა ხდება?
-წამოსვლას არ აპირებ?-ჩემს კითხვას აიგნორებს და ისევ კითხვას მიბრუნებს.
-კი, დღეს დაღლილი ვარ და ხვალე მოვდივარ, ხომ მშვიდობაა?-აღელვება დამეტყო ხმაში
-კაი, რა გჭირს შენ კიდევ, მე და ლაშა მოვივართ თბილისში და დღეს უკან ვბრუნდებით ისევ და ვიფიქრე ხომ არ წამოვა მეთქი.
-აუ მე კიდევ გამისკდა გული რაა- ბაგეს ღიმილი მიპობს, რომ ყველაფერი კარგადაა-კარგი მაშინ მოვემზადები.
-კარგი მაშინ და დაგირეკავ კიდევ.
ტელეფონს ვთიშავ, ყავის დალევას ვამთავრებ და მომზადებას ვიწყებ, როგორც იქნა მოვრჩი და საწოლზე მივესვენე, თან ტელეფონიც ახლოს მივიჩოჩე. ცოტა ხანში კი სასურველი ზარის ხმაც გაისმა.
-ნიტა ეხლა მალე მოვალთ და დაბლა დაგვხვდი რაა- ისმის ნიკას ხმა ტელეფონში.
-კარგი, მოვდივარ- მხოლოდ ამ ორ სიტყვას ვამბობ და ტელეფონს ვთიშავ, შემდეგ კი ყველაფერს კიდევ ერთხელ ვამოწმებ და დაბლა მივდივარ სადაც ნიკას მანქანა უკვე დგას და მე მელოდება. ლაშასაც კარგად ვიცნობ, ამიტომ ორივე მოვიკითხე და მანქანაში ჩემი ადგილი დავიკავე. აქედანვე ვიცოდი რომ მთელი გზა არ მოვიწყენდი და მართალიც აღმოვჩნდი, მართლა ღირდა დღეს წამოსვლა, თან კიდევ უფრო მეტ დროს გავატარებ ჩემს გიჟ მეგობრებთან.
-ნიკააა
-რა იყო?
-ხომ არავისთვის გითქვამთ მეც რომ მოვდივარ?
-არაა, რომ დაგირეკე უკვე წამოსულები ვიყავით, ასე რომ არავინ იცის.
-ხო და ძალანაც კარგი-ვამბობ და ბედნიერი სახით ვიწყებ ფანჯარაში ყურებას, ცოტა ხანში კი მათი მხიარული ისტორიები ისევ გრძელდება და მეც სიცილს ვაგრძელებ.
----------------------------
აბა ბავშვებო რას იტყვით, ღირს გაგრძელება?



№1  offline წევრი pawukee

მე მომეწონა და იმედია გააგრძელებ ოღონდ გთხოვ ცოტა მოზრდილი თავები დადე

 


№2  offline წევრი tatiko:)

Dzalian momewona shendeg tavs velodebi<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent