The psychopath (I)
ახლა,აქ,თქვენ წინ ვდგავარ... მე შეშლილის პერანგი მაცვია,იმ შეშლილის,ვინც იმაზე ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან,ვიდრე მას უნდოდა და ეს პერანგი,ამ სამყაროს ყველა შედევრს მირჩევნია... ყვირილი უნდოდა და ვერ ყვიროდა,კივილი უნდოდა და ვერ კიოდა,მხოლოდ იჯდა ერთ კუთხეში,თეთრი ხალათი ეცვა და ერთ წერტილს უყურებდა თეთრ კედელზე... შავ,საშინლად შავ წერტილს უყურებდა და სუნთქვას ცდილობდა... კეტრინს ტკიოდა მაგრამ ეს ვის აინტერესებდა?! კეტრინი ხომ გიჯი იყო,მეტი არაფერი... კეტრინი მკვლელი იყო,მაზოხისტი იყო,სადისტი იყო,კეტრინი "ცუდი გოგო" იყო... თეთრ კედელს თვალი გაუშტერა და ღრმად ჩაისუნთქა.როგორ ვერ იტანს აქაურობას.ახლა წამალს მოუტანენ.უნდა დალიოს.ეს საზიზღარი აბი მხოლოდ იმიტომ უნდა დალიოს,რომ აქ ასეა საჭირო.კეტრინს არ უყვარს წესები.კეტრინი არ ემორჩილება სხვებს. სწორად ივარაუდა,ორიოდე წუთში ექიმი შემოვიდა წამლებით ხელში,ამჯერად ორის მაგივრად სამი აბი იყო,გოგონამ გამოართვა და პირისკენ გააქანა,მერე წყალი დალია. ექიმი მოუახლოვდა,კეტი ფიქრობდა ალბათ უნდა შეამოწმოს ჩავყლაპე თუ არაო. ამჯერადაც სწორად ივარაუდა,ექიმმა ანიშნა პირი გააღეო. ვერ იტანს ექიმებს,ვერც ადრე იტანდა. კეტრინს არც ჭირდება ექიმები,მაგრამ სხვები ასე არ ფიქრობენ. -კარგია,კარგია...-ვითომ შეაქო ხალათიანმა ძუკნამ,ბებრუხანა კუდაბზიკამ. -ექიმო,მე როდის გამწერთ?-თითქოს ჩვეულებრივად კითხა მერამდენედ ნაკითხი ფრაზა. იცოდა არ უპასუხებდა,მაგრამ მაინც კითხა. -წამლები რო გაგითავდება-მერამდენედ ნათქვამი სიტყვები. კეტრინი ვერ იტანს ექიმებს. ბებრუხანამ კარები გაუხურა,კეტრინმა ხელები გაშალა,წამლები ძირს დააგდო,ფეხით დასრისა,როცა დარწმუნდა რომ სრულიად დაიფშნა ეს საზიზღარი აბი,ძირს დაიხარა,ნაფცქვენები ხელით შეაგროვა,იქვე კოხტად მდგარ ონკანს შეხედა. ეს 2 თვის წინ დაუდგეს,წყლის დასალევად. წყალს შეურია და ისევ ისე დაჯდა კუთხეში,მისთვის,მარტო. -სტუმარი გყავს კეწწწრიინ-მისი კარები როგორც ყოველთვის ჭკუა მხიარულმა ჯოიმ შემოაღო. ეს ერთადერთია ამ საავადმყოფოში,ვინც კეტს ელაპარაკება. ალბათ ნინუცაა,გაიფიქრა გოგონამ,დედამისი ყოველ დღე მოდიოდა.კეტრინი ზანტად წამოდგა და კარებიდან გავიდა,როგორ არ უნდოდა იმ მატყუარა ქალის ნახვა. დაპირდა გაგიყვანო,მალე დაგაბრუნებო. კეტრინი ვერ იტანს მატყარებს. უინტერესოდ ჩავლილი გასაუბრება,სადაც მხოლოდ ქალი ლაპარაკობდა. გოგონა მხოლოდ უსმენდა. ბოლოს ლამაზი ბლოკნოტი მისცა,თან კალამი მიაყოლა და გაეათრა. კეტრინი ოთახში დაბრუნდა. -რა საინტერესოა,უნდა დავწერო ხომ?-ხმამაღლა წარმოთქვა კეტრინმა,ლამის იყვირა.გაბრაზებული იყო.-რაზე დავწერო?! ჩემ ცხოვრებაზე? ყოველ დღეზე დავწერო?!! ვიღვიძებ ადრე,მაძლევენ ამ საზიზღარ აბებს,მერე ამ ბებრუხანა ძუკნას ვუყურებ,მოდის ნინუცა,მერე მიდის და მე ვიძინებ!-რვეული ძირს დაანარცხა,კალამი პატარა თაროზე შემოდო და თეთრ ზეწრიან საწოლზე დაწვა. ვერ იტანს კეტრინი ფარს მოქმედებებს.ღამე მალე ჩაეძინა. როგორც ყოველთვის,ისე დაიწყო დილა. სისხლიანი ხელით გაეღვიძა ოღონდ ამჯერად. ხელები დაიბანა და ძირს დაჯდა. ბლოკნოტი გადაშლილი იყო და გაუკვირდა. ძალიან ყურადღებიანია კეტრინი. რვეულს დასწვდა და დახედა. უფრო გაუკვირდა "როგორ ხარ კეტრინ?" კარგი კალიგრაფიით ეწერა ეს ყველაზე ფარსი სიტყვები. იფიქრა ექიმის ხუმრობააო,ვერ იტანს ექიმებს)). მაგრამ მაინც,დაფიქრდა. 2 საათისა და13 წუთის შემდეგ დაწერა "ცუდად უცნობო,შენ?" ,სწორედ ამ დროს გააღო კარი ექიმმა. დაავიწყდა რომ უნდა შემოსულიყო. ბლოკნოტი დახურა და ექიმს წამლები გამოართვა. ისევ იგივე თამაში,თითქოს მართლა ჩაირო პირში ის დაზიზღარი აბები. ექიმმა კვლავ შეამოწმა და პალატა დატოვა. კეტრინი დაწვა და ამჯერად თეთრ იატაკს გაუსწორა მზერა. ვერ იტანს თეთრ ფერს. ისევ მოვიდა დედამისი,ისევ იგივე და იგივე... დილას ახალი სიურპრიზი. რაღაც პატარა ყუთი გადაშლილ ბლოკნოტთან ერთად... ---- ამას არ შევწყვეტ თუ 3 ადამიანი მაინც კითხულობს. მინდა განსხვავებული ისტორია იყოს. წინასწარ სხვა არაფერს ვიტყვი. იმედია კარგია. )))) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.