შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აბობოქრებული


24-04-2015, 20:19
ავტორი marta-4
ნანახია 1 612

მე ბარბარე მქვია, ვარ 23 წლის და ვცხოვრობ ქუთაისში.მე საკმაოდ დიდი ოჯახი მყავს.მამას კახა ქვია,ხოლო დედას-ნანუკა.დედ-მამას 4 შვილი ჰყავს და ყველაზე სასაცილო ის არის რომ ოთხივე გოგოები ვართ.ყველაზე უფროსი ოჯახში მე ვარ.ტრაბახში ნუ ჩამითვლით, მაგრამ დედას და მამას ყველაფერში მე ვეხმარები და ისე ვიზრდები როგორც ბიჭი.ეს დიდად ცუდი არ არის თან მე რაღაც პრივილეგიებიც მაქვს.ჩემს შემდეგ ნიაა,რომელიც 22 წლისაა.ნიას შემდეგ ქეთია,18 წლის და ბოლოს ჩვენი ნაბოლარა-ელენეა ის ჯერ სკოლაში არ დადის 5 წლისაა.ოჯახში მოსამსახურე გვყავს,მაგრამ ის ჩემთვის და ყველასთვის ისეა,როგორც დეიდა. მას შორენა ქვია და ჩვენთან მუშაობს მის ვაჟთან,ლუკასთან და ქმართან,ვაჟასთან ერთად.სახლი დიდი იყო და მამულიც დიდი გვქონდა.ჩვენ სოფელზე ვერ იტყოდით სოფელია,ისეთი ლამაზი იყო.

ერთ დღეს მამას მამულში ვეხმარებოდი.იმ დღეს ძალიან დავიღალე და სახლიში წასვლა გადავწყვიტე,ქარი იყო.თავზე თავსაფარი მქონდა წაკრული და ქარმა მომაძრო,არადა უკვე გზაზე გავდიოდი,სულ ავიბენი და თვსაფარს გავეკიდე.ვცდილობდი თავსაფარი დამეჭირა ამასობაში ვერც კი შევამჩნიე მანქანა.ის ძალიან სწრაფად მიდიოდა ჩვენი სოფლისკენ.მე გამიკვირდა რადგან ასეთი კარგი მანქანა ჩვენს სოფელში არავის ჰყავდა.მანქანამ ფეხის წვერებთან ჩამიარა.ძალიან გავბრაზდი რადგან ისე გააგრძელა მანქანამ სვლა,ვითომც არაფერიო.უკნიდან მოვკარი თვალი ორ ახალგაზრდა მამაკაცს,ასე 24-25 წლისებს.ამაზე უფრო გავბრაზდი ასე უზრდელები როგორ არიან-თქო.
სახლში მივედი, ისეთი დაღლილი ვყავი ეგრევე დავიძინე.საღამოს ნია მაღვიძებს, ის ძალიან აჟიტირებული იყო.მისი თვალებიდან ნაპერწკლები იყრებოდა,ამის შემხედვარე მეც გამიხარდა და ყველაფერი მოვაყოლე.

-რა მოხდა ნია,ასეთი აჟიტირებული რატო ხარ???ვკითხე გაგვირებულმა.
-ვაიმე დაიკო,რა უნდა მოგიყვეეეეე!(ნია)
ნია სიტყვებს ვერ აბავდა ერთმანეთს. მე კიდე ვეღარ ვითმენდი და სწრაფად ვკითხე.
-რა იყო ნია ასე რამ აგაღელვა???(მე)
-ვაიმე შენ სანამ მოხვიდოდი ,მეზობელ მამულში ორი ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა.ვაიმეეეეე...ის,ის ისეთი სიმპატიურია რო...
ნიას აღარაფერი არ უთქვამს,ვუყურებდი როგორ გადაეშვა ოცნებათა სამყაროში და მთელ ხმაზე გადავიხარხარე.
-რა გაცინებს ბარბიიი,კაი რა ,რატო დამცინი???(ნია)
-კაი რა,ხო იცი როგორი ბედნიერი ვარ.არ დაგცინი...სენ ქო ცემი ცქოვლება ქალ გოგო(მე)და მოვუღიტინე.


-მეორე დღე-
დილით მამა შემოვიდა და მითხრა, რომ ჩვენს მამული ბიზნესმენებს დააინტერესათ და უნდა ნახონო.მეც უცებ მოვემზადე,შემოვაჯექი ჩემს ბაქსს(ცხენს)და გავემართე მამულისკენ.მივედი და ჩემს თვალებში ცეცხლი აგიზგიზდა,ეს იმიტომ რომ ის ორი ბიზნესმენი ,რომლებასაც უნდა შევხვედროდი ის ორი იდიოტი იყო.
-მოგესალმებით,მე თორნიკე ,ეს კი ლევანია(თორნიკე)
-ბარბარე(მე)
-სასიამოვნოა (თორნიკე)
-სამწუხარიოა იგივეს რომ ვერ ვამბობ (ჩემთვის ჩავიჩურჩულე)
ეტყობა ,რომ მან ყველაფერი გაიგო.
-ოჰ,როგორც ჩანს ფიცხებიც ვყოფილვართ.(თორნიკე)
ოოო ამაზე უკვე გადამეკეტა,მაგრამ თავი მოვთოკე და უარესი,რომ არ მოგვსვლოდა ცხენს მოვაჯექი .ცხენი არ მიდიოდა,ამიტომ მათრახი ავიქნიე და ჩემდაუნებურად თორნიკეს მოხვდა.სიმართლე გითხრათ ეს გულის სიღრმეში გამიხარდა,მაგრამ მე ხო ეს ძალით არ მინდოდა.რომ გავხედე მას ჩემი სიბრაზე მის თალებში გადასულიყო.სიმართლე გითხრათ არ შემეშინდა,რადგანც ძალიან ჯიუტი ვარ.ხელი მომკიდა და ცხენიდან ჩამომაგდო.ისე ვუყურებდი თვალებში ვითომც არაფერიო.ის ამაზე უფრო გაბრაზდა და სილა გამაწნა.ოოჰ ამაზე ისე გავბრაზდი მეგონა მოვახრჩობდი, მაგრამ რეაქცია არ მქონდა მოვახტი ბაქსს და სახლისკენ წავედი.
(თორნიკესთან)
ლევანს მათთვის არ ეცალა ნიას ესაუბრებოდა,მაგრამ მალევე შეამჩნია ,რომ ბარბარე წავიდა და გაკვირებულმა კითხა თორნიკეს
-რამე მოხდა თორნიკე???ასე მალე ბარბარე რატომ წავიდა??(ლევანი)
-არა არაფერი ისეთი(ენითორნიკე)
ლევანმა ახლაღა შეამჩნია ნაიარევი თორნიკეს სახეზე და ყვველარაფერს მიხვდა.ის კარგად იცნობდა თორნიკეს და ისიც მშვენივრად იცოდა რომ ახლა რამის კითხვა ცუდი იქნებოდა,ამიტომ სიჩუმე არჩია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent