შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიება თუ სიყვარული?!


24-04-2015, 20:23
ავტორი -Crazy-Girl-
ნანახია 2 353

სანამ გავითიშებოდი მხოლოდ ერთ ვიღაცაზე ვფიქრობდი ეს დემეტრე იყო რომ წარმოვიდგინე რომ ვერარასოდეს ვნახავდი ტანში უსიამოვნოდ გამცრა და თვალებიც დამეხუჭა.

როგორც სხვა დანარჩენი დღეები ეხლაც ჩვეულებრივ გამოვრთე მაღვიძარა ზლაზვნით წამოვდექი და აბაზანას მივაშურე. გამოვედი გრძელი ლოკონები გვერძე გადმოვიყარე და ჯინსს დავწვდი შავი მუხლებზე გადაჭრილი მუქი ლურჯი მაისური ჩავიცვი ფეხზე კეტები ჩავიცვი ტანზე კი დუტის ჟილეტი შემოვიცვი ჩანთა ავიღე და სახლი დავტოვე.
მე ანასტასია გოცირიძე ვარ საშუალო სიმაღლის არც გამხდარი ვარ მაგრამ არც მსუქანი მხოლოდ მუცელი მქონდა ცოტა. ფეხები კი ლამაზი მქონდა მართლა დედაჩემს ვგავდი ამაში. სახეც ლამაზი მქონდა ყველა ამას მეუნებოდა მწვანე დიდრონი თვალები კი სევდით იყო სავსე. კლასში ყველასგან გარიყული ვარ რადგან მშობლები დამეღუპნენ მარტო ვცხოვრობ და მხოლოდ ბებო და პაპა დამრჩნენ ისინიც სოფელში არიან და ფულს იქიდან მიგზავნიან. სწავლით არაჩვეულებრივად ვსწავლობ შეიძლება ითქვას რომ კლასში ყველაზე კარგადაც კი სამართალზე მინდა ჩავაბარო ამისთვის კი თავს არ ვზოგავ ბიბლიოთეკიდან გამომაქვს წიგნები და კითხვაშ არაერთხელ გამითენებია ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა ერთი ნათესავი მაინც არ ყავს ბებოს და პაპას გარდაო იცით მე ძალიან ბევრი ნათესავი მყავდა უბრალოდ როდესაც დედა და მამა გარდაიცვალნენ მათ მათი ქონება მიითვისეს ყველაფერი წამართვეს ერთი ბინის გარდა ეს ბინა ვაკეშია სამოთახიანია ძალიან მიყვარს ეს სახლი. მარტო ვცხოვრობ ვიცოდი რომ ჩემი მშობლები ტყუილ უბრალოდ არ გარდაცვლილან და ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა. ვიცოდი შურს ვიძიებდი ყველაზე ვინც მათ სიკვდილში გაეული იყო.
მივედი სკოლაში როგორც ყოველთვის ყურადღება არავინ მომაქცია მეც ჩემს ადგილას სულ უკან კუთხეში დავჯექი და წიგნები ამოვიღე. გაკვეთილები ისე მალე გავიდა რომ ვერც კი გავიგე. ჩვენს კლასში ახალი ბიჭი გადმოვიდა და მხოლოდ ცოტახნით მან მიიპყრო ჩემი ყურადღება მაგრამ მალევე მოვაშორე მზერა და ახლა წიგნების ჩანთაში ჩალაგებას შევუდექი. სკოლიდან გამოსული ბიბლიოთეკაში გავიარე ძველი წიგნი დავტოვე და ახალი წამოვიღე სახლში ავედი და მაცივარი გამოვაღე სალათი შევჭამე უცებვე გავრეცხე ჭურჭელი და მეცადინეობას შევუდექი მეთერთმეტე კლასის გადამკიდე მართლაც ძალიან დაღლილი ვიყავი. მეცადინეობას რომ მოვრჩი ძველი კლასის წიგნები გადმოვიღე და გამეორებას შევუდექი დრო ისე გავიდა ვერც კი გავიგე უკვე 9:30 იყო მართლაც ძალიან დაღლილი ვიყავი თუმცა უკვე მივეჩვიე ასეთ რეჟიმში ყოფნას და ვეღარ ვგრძნობდი ვერაფერს განსაკუთრებით მაშინ როდესაც მეცადინეობას ვიწყებდი. სამზარეულოში შევედი ერთი ჭიქა ცივი წყალი დავლიე ცოტა წყალი სახეზეც შევისხი რამაც ცოტა გამომაფხიზლა აივანზე გავედი და სკამზე დავჯექი ნაოშნიკები გავიკეთე ყურებში და მუსიკა ჩავრთე მუსიკის მოსმენამ ჩემი მოგონებების გახსენება გამოიწვია რასაც თვალებიდან დაუკითხავად მლაშე უფერო სითხის დინება მოყვა გამახსენდა ის საღამო ჩემმა მშობლებმა რომ ვერ დამითანხმეს მათთან ერთად გამგზავრებაზე და სახლში რომ დავრჩი ცოტახანში კი დამირეკეს რომ უბედური შემთხვევის გამო ისინი გარდაიცვალნენ. ფეხზე ავდექი ცრემლები მოვიწმინდე და სახლში შევედი ისევ წიგნებს დავუბრუნდი და მთლიანად გადავეშვი საქართველოს ისტორიაში. სკოლის დამთავრებამდე ორი თვეღა იყო დარჩენილი ეს ორი თვე მალე გავიდა გამოცდებიც ჩავაბარე უმაღლესი ქულები ავიღე და ჩემი თავით კმაყოფილი ვიყავი. ზაფხული როგორ მიყვარდა ეს სეზონი წავედი მაღაზიების დასალაშქრად გადავწყვიტე რომ ამ ზაფხულს ყველაფერი შეიცვლებოდა აფსოლიტურად ყველაფერი. ვიყიდე უამრავი სპორტული ტანსაცმელი ფეხსაცმელი ნივთები და ყველაფერს ერთ დიდ ჩემოდანში ვუკარი თავი მეორე დღეს დილით ადრე გავიღვიძე ვისაუზმე მოვემზადე და სახლიდან გავედი კარები ჩავკეტე დაბლა ჩავედი ტაქსი გავაჩერე და სოფლისკენ ავიღეთ გეზი. რომ ჩავედი ბებოს და ბაბუს ძალიან გაუხარდათ არ მელოდნენ. გაუხარდათ ისიც კარგად რომ ჩავაბარე გამოცდები . იმ დღეს ჩემ ოთახში ავიტანე ნივთები და კარადაში შევალაგე ტანსაცმელი ნივთები ტრილიაჟზე დავალაგე მერე შხაპი მივიღე და როგორც კი დავწექი დამეძინა.
დილის 06:00 რეკავს მაღვიძარა
ავდექი ხელპირი დავიბანე საწოლი გავასწორე თმები მაღლა ავიწიე ჩავიცვი სპორტული შარვალი ორი გრძელმკლავიანი მაიკა ზემოდან კი ჟაკეტი მოვიცვი ipod ში ჩავრთე მუსიკა და დაბლა ჩავედი
-უკვე გაიღვიძე? - მკითხა ბებომ
-ხო ბე სარბენად მივდივარ
-კაი ბებო წადი - მე გავედი გზაზე ჯერ გაწელვები გავაკეთე შემდეგ კი სირბილი დავიწყე 9:00 მდე ვვარჯისჰობდი და დავრბოდი მერე სახლში შემოვედი 10 პრესი გავაკეთე შევედი აბაზანაში ვიბანავე და გამოვედი ჩავიცვი ჯინსის შარვალი მაისური ფეხზე კეტები და დაბლა ჩავედი
-რას შეჭამ?
-არაფერს ყავა მინდა ოღონდ უნალექო
-კი მაგრამ ბებო ასე უჭმელი დილიდანვე როგორ იქნები? - მე გამეცინა
-ვიქნები ვიქნები :D - ყავა დავლიე და გარეთ გავედი ვიფიქრე ბავშვობას გავიხსენებთქო გავედი სასეირნოდ და დაბლა ჩავუხვიე რამდენი მოგონება მაკავშირებდა ამ სოფელთან ბავშვობაში სულ აქ ვიყავი ხოლმე და ძალიან ბევრნი ვიყავით სოფელი აკლებული გვქონდა ჩვენი ჟრიამულობით ტირიფებთან ბავშვები შევნიშნე მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და ეკლესიისკენ წავედი ძალიან ლამაზი ადგილი იყო პატარა ბილიკი მიდიოდა ეკლესიისკენ ხოლო გარშემო ტყე იყო უამრავი ხეხილის ხეები და მცენარეები ეკლესიაში შევედი და ხატს ვემთხვიე კუთხეში დავდექი და ლოცვა დავიწყე რა მივიწყებულია აქაურობა არავინ აღარ მოდიოდა დაულაგებელი იყო ყველაფერი მე გადავწყვიტე ჩემს თავზე ამეღო ეს ყველაფერი და ტირიფებში ავედი სადაც ბავშვების რაოდენობა კიდევ უფრო გაზრდილიყო არ გავდნენ იმ ტყლარჭ და სწერვა ბავშვებს თბილისში რომ ცხოვრობდნენ მათთან მივედი და ვუთხარი
-გამარჯობა ყველას :D
-გამარჯობა - მიპასუხა კულულა თმიანმა ბიჭმა თან გამიღიმა
-შენ ახალი ხარ ხო? - მკითხა ერთ-ერთმა შავგრემანმა გოგომ
-ნუ შეიძლება ასეც ითქვას ადრე სულ აქ ვიყავი ხოლმე ბავშვობაში მაგრამ რაღაც გარემოებებისდა გამო ვეღარ ვახერხებდი ჩამოსვლას ეხლა გადავწყვიტე დამესვენა და..
-ჩამოხვედი აქ - დაასრულა ქერათმიანმა ჩემსავით მწვანეთვალებამ
-ხო :D
-მოკლედ მე ნიკა ვარ ( ხუჭუჭთმიანი) 18 წლის ეს ჩემი დაა ნინი (შავგრემანი) 15 წლის ეს ბექა, (თავგადახოტრილი) 16 წლის დიტო,(დასტოინი) 18 წლის დემეტრე, (ჩემნაირი მწვანეთვალება) 17 წლის ჯაბა, (ქერა) 18წლის გიო, (შავგრემანი და თან ძაან ცანცარა 17 წლის)თამუნა (წაბლისფერთვალება 17 წლის) და ვანო (ასევე წაბლისფერთვალება 18 წლის)
-სასიამოვნოა - თქვა ყველამ ერთხმად მეც იგივე ვუპასუხე
-რადგანაც ამდენი ვართ ძალიან კარგი მოკლედ თქვენ შეძლებთჩემს დახმარებას :D
-რაში გჭირდებით ჩვენ? - მკითხა თამომ
-დაბლა ეკლესია რომაა მის დალაგებაში უნდა დამეხმაროთ და ბიჭებო ხელობა ვისაც კარგად ეხერხება ეკლესიის კარები შეგიძლიათ გააკეთოთ?
-მოხარული ვიქნებით თუ დაგეხმარებით - თქვა სიცილით გიომ
-მაშინ საქმეს შევუდგეთ - ვთქვი და წამოვდექი ისინიც ადგნენ ბიჭები ცალკე წავიდნენ გოგოებმა კი საჭირო ნივთები ავიღეთ და ეკლესიის გზას გავუყევით ყველგან გამოვგავეთ მერე მტვრები გადმოვწმინდეთ ხატების შუშები გავწმინდეთ ეკლესიის ფანჯრებიც
გავწმინდეთ შანდლები მოვაწესრიგეთ და ეკლესიის შესასვლელში თავშლები დავალაგეთ სანთლებიც დავალაგეთ ამასობაში ბიჭები მოვიდნენ და კარები მოიტანეს
-ეს ვიპოვეთ და შევაკეთეთ
-ყოჩაღ მაგარია - ვთქვი აღფრთოვანებულმა და ღია ყავისფერი კარები კარგად შევათვალიერე მერე დააყენეს და ყველას კმაყოფილების ღიმილი დაგვთამაშებდა სახეზე გარეთ ბალახზე დავსხედით წრიულად და ვლაპარაკობდით
-შენ 17 ის ხარ ხო? -მკითხა დემეტრემ
-ხო თქვენ აქ ცხოვრობთ?
-არა აქ არ ვცხოვრობთ თბილისში ვართ ყველანი მაგრამ აქ ვატარებთ ხოლმე ზაფხულს ყოველთვის ეს სახალისოა თუმცა ბოლო ორი წელია აქ ძალიან მოწყენილობაა - თქვა ჯაბამ და სახე დამანჭა
-ერთი იდეა მაქვს - ვთქვი თვალებგაბრწყინებულმა და ტაში შემოვკარი
-მოდით მოსავლის მოკრეფაში მივეხმაროთ ყველანი ერთად ვიხალისებთ ჩვენც გავერთობით და მათაც დავეხმარებით
-არა რა ჭკვიანი ხარ კრასოტკა - თქვა ნიკამ და გაიცინა
-კარგი მაშინ წამოდი გავიგოთ ვის ჭირდება დახმარება - თქვა აქამდე ჩუმად მჯდომმა დიტომ და ყველანი წამოვდექით გზაში ვანომ და გიომ იმდენი გვაცინეს რომ ყველას მუცელი გვტკიოდა ამდენი სიცილისგან ფაქტიურად ნახევარი სოფელი მოვიარეთ და დახმარება ჯერ-ჯერობით ყველას სჭირდებოდა ჩვენც მეტი რა გვინდოდა მერე ის დარჩენილი ნახევარი სოფელიც მოვიარეთ და ვისაც დახმარება სჭირდებოდა ყველას შევპირდით რომ დავეხმარებოდით მთელი დღე ამაში გავიდა მეორე დილით ვთქვით 12:00 ზე შევიკრიბოთ ტირიფებშიო.

ჰაი ევრივან დავბრუნდი ჩემი ახალი ისტორიით ეს არის გოგოზე რომელსაც მშობლებს მოუკლავენ და ამის გამო უნდა იძიოს შური ამის გამო სიყვარულზეც კი უარს იტყვის იმედია დაგაინტერესებთ ბოდიში შეცდომებისთვის და მადლობა იმათ ვინ დააკომენტარებს და გამოხატავს თავის აზრს მე გისმენთ



№1  offline წევრი AnuuKi

გააგრძელე მართლა კაია love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent