შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერი 13 (თავი 1)


24-04-2015, 23:43
ავტორი unicorn
ნანახია 2 442

ზუსტად მახსოვს.
რა დამავიწყებს.
13 ივლისი იყო.
2013 წელი.
მოკლე, ყვავილებიანი სარაფანი და შავი converse მეცვა, თავზე შავი შლაპა მეხურა.
ისიც კი მახსოვს გარეთ რომ გამოვდიოდი დედამ მომაძახა ვის გაუგია ასეთ მზეში,შუადღეს გარეთ წანწალიო, მაგრამ მაინც გამოვედი.
ანდა რა გამაჩერებდა სახლში, დედამაც იცოდა, მაგრამ მაინც მტუქსავდა ქუჩის ბიჭივით სულ გარეთ ხარო, მე კიდევ სულ მეღიმებოდა მის დატუქსვასა და „ჩხუბზე“, მერე ვკოცნიდი და თვითონაც მიღიმოდა. ეს იყო და ეს.
საღამომდე რას ვაკეთებდი არ მახსოვს.
საღამოს რამოდენიმე დღის დაკარგული გუგა გამოჩნდა. ძმაკაცი ჩამომივიდაო რუსეთიდან და მთელი დღეები მასთან გავატარე საუკუნეა არ მინახავსო. ძალიან მინდა ყველა გაგაცნოთ, ჩვენებურიაო, მოგეწონებათო.
მანქანებში გავნაწილდით. მე გუგასთან ვიჯექი.
ალექსანდრე ქვიაო, ალექსანდრე ციხისთავი. ყველა ალექსის ეძახისო.
მთაწმინდაზე ავედით.
გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ გუგა და ალექსი.
ტანსაცმელზე დაკვირვება მჩვევია.
ლევისის ჯინსები ეცვა და ნაიკის ბოტასები. წელსზემოთ შიშველი იყო.
აივანზე იჯდა და ეწეოდა.
ეზოში შევედით თუ არა გაიცინა და ფეხზე წამოდგა.
ნავარჯიშები სხეული ჰქონდა.
უცებ ზედა გადაიცვა და ჩამოვიდა. ყველა გაგვაცნო გუგამ, მანაც ყველას გაგვიღიმა, მხოლოდ ერთხელ შემომხედა. განსაკუთრებული ყურადღება არ მოუქცევია.
მე კიდევ მას მივშტერებოდი.
მისი ყველა ნაკვთი შევისწავლე.
ნაკლს ვეძებდი, თუმცა ვერ ვუპოვე.
თმა ძალიან დაბალზე ჰქონდა, გრძელი, სწორი წარბები, ულამაზესი თვალის ჭრილი, თხელი, სწორი და პატარა ცხვირი, გრძელი თითები, ხალები კისერსა და ყელზე.
ღიმილისას ლოყა ეჩუტებოდა.
ხმის ტემბრი ჰქონდა რაღაცნაირი. ჩახლეჩილი და გამორჩეული.
გვიანობამდე შემოვრჩით.
ვილაპარაკეთ,ვიცინეთ,გავერთეთ და დავიშალეთ.
გამომშვიდობებაც ჩვეულებრივი იყო.
ყველას ერთნაირად დაგვემშვიდობა.
არანაირად არ მიგრძვნია განსაკუთრებული ყურადღება.
სახლში მივედი თუ არა სოციალურ ქსელში მოვძებნე. რა თქმა უნდა არ დამიმატებია. უბრალოდ დავათვალიერე. არა, უბრალოდ არა, თავიდან ბოლომდე „გავჩხრიკე“ მისი პროფილი. მისი ყველა ფოტო, ვიდეო თუ გაზიარებული ლინკი ზეპირად ვიცოდი.
უკვე დასაძინებლად ვემზადებოდი.
ნიამ დაწერა სადაქალოს საერთო ჩატში.
თურმე ალექსის მარიამი მოეწონაო.
გუგამ მომწერაო.
ყველა აღფრთოვანდა.
მარიამმაც ვერ დაფარა სიხარული. სასწაული ბიჭიაო.
მახსოვს პირველი პწკენა გულზე.
თითქოს ეკლები ჩამარჭვესო.
სისხლი გამეყინა.
ბიჭს, რომელმაც ასე ამაფორიაქა, ჩემი დაქალი მოეწონა.
მარიამი და ალექსი.
ალექსი და მარიამი.
მერე იყო ცრემლებით დასველებული ბალიში.
გადათეთრებული ღამე.
ჩარკვიანის სიმღერები
და წითელი მარლბორო.
მხრებზე ჩამომეკიდა მძიმე ჯვარი, რომელიც მარტოს უნდა მეზიდა.

დილისკენ ჩამეძინა.
დედის ნაზმა შეხებამ გამაღვიძა.
შებინდებული იყო.
რატომ გძინავს ამდენს ხანს 5 დაიწყოო.
მოვატყუე მთელი ღამე კომპიუტერთან გავათენემეთქი.
ჰოდა ყოველ ღამით გავთიშავ ინტერნეტს დღეიდანო.
კარგი-მეთქი.
არ გამიღიმია.
მახსოვს გაუკვირდა მაგრამ არაფერი მკითხა ისე გავიდა.
ტელეფონს დავხედე. გათიშული იყო. არ ჩამირთავს.
მთელი დღე ოთახში გავატარე.
სიბნელეში.
მარტომ.
მე, მალრბორო და ჩარკვიანი.
ვიჯექი ფანჯრის რაფაზე, ვუყურებდი როგორ ჩავიდა მზე, დაბნელდა ცა და როგორ აციმციმდა ქალაქი.
ცრემლები.
ტკივილი მარცხენა მხარეს.
ერთი ნახვით სიყვარული ყოველთვის სისულელე მეგონა.
საერთოდაც სიყვარული მეგონა სისულელე, ყოველთვის ვამბობდი უბრალოდ შეჩვევაა-მეთქი.
არც არავინ მყვარებია ისე გავატარე 17 წელი.
არც ეს იყო სიყვარული.
მაგრამ იყო რაღაც, რასაც ვერ ვხსნიდი, ვერც სახელს ვარქმევდი, ვერ ვაკონტროლებდი და ეს მაცოფებდა.
ვერ ვხვდებოდი რატომ მტკიოდა.
სისულელე იყო ეს ყველაფერი თითქოს... მაგრამ მეტირებოდა. ასე უბრალოდ,მეტირებოდა და მორჩა.
საღამოს ჩატი გავხსენი. გოგონები წერდნენ.
დღესაც შეკრებილან.
მომიკითხეს. მუცელი მტკიოდა-მეთქი.
დღის ამბები შეაჯამეს.
ციხისთავი არ უხსენებიათ.
არც არაფერი მიკითხავს..
მეორე დღეს გავიგე ზბორებზე წავიდაო ციხისთავი.
შედარებით სიმშვიდემ დაისადგურა ჩემს სულში.
მარიამი ახსენებდა ხშირად.
ხუმრობდა რანაირად მოვეწონე არც მოუწერიაო.
არც მიხაროდა არც მწყინდა.
მარიამი საოცრად მიყვარდა. მისი ბედნიერება მინდოდა, მაგრამ...
იყო ერთი დიდი მაგრამ,რომელიც მოსვენებას არ მაძლევდა.




ავტ: მოგესალმებით ყველას!
ჩემი პირველი მოთხრობაა, რომელზეც მეყო ნერვები ბოლომდე დამეწერა და შუა გზაში არ წამეშლა.
ადრე დავდევი ერთი თავი საიტზე სხვა სახელით და წამიშალეს, ამიტომ თავიდან ვდებ.
მოთხრობის შინაარსიც და პერსონაჟებიც ჩემი ფანტაზიის ნაყოფია და რეალობას არ შეესაბამება.
ჰო და კიდევ, მოწევა კლავს! ჩემი მოთხრობის მთავარი გმირები ეწევიან, მაგრამ მაგათ რა ადარდებთ, გამოგონილები არიან, ჰოდა არც ფილტვებს გაიფუჭებენ და არც ნაადრევად მოკვდებიან :დ თქვენ კი ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრეთ :)
მოთხრობაზე თითოეული თქვენგანის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.
დაწერეთ რას ფიქრობთ, რა არ მოგეწონათ.
შენიშვნებს მივიღებ და ვეცდები გავითვალისწინო.
თუ მოგეწონებათ განვაგრძობ დადებას.
მადლობა ყურადღებისთვის ^^



№1  offline წევრი bichinashvili ))

dzalian momewona :)))male dade shemdegi da cota didi tavi..
--------------------
mariam 13

 


№2  offline წევრი Khaleesi

მე მომეწონა მალე დადე შემდეგი და გაზარდე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent