შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და მაინც...(2)


25-04-2015, 16:15
ავტორი anoo
ნანახია 2 465

-შეგიძლია დაიწყო._შენობით დავუწყე ლაპარაკი.
-ნიკუშაზე სალაპარაკოდ მოვედი._ვიგრძენი როგორ დამებერა ყელზე ძარღვები სიბრაზისგან.
-მგონი ცხვირს იქ ჰყოფ,სადაც არ გეკითხებიან._სიმშვიდეს მაქსიმალურად ვინარჩუნებდი,მაგრამ სადამდე შევძლებდი არ ვიცოდი.-დაუკრიფავში ნუ გადახვალ და შენ თავს ზედმეტის უფლებას ნუ მისცემ.თუ ალექსს უნდა რამე თვითონ მოვიდეს და მითხრას,შუამავლებად პატარა ბავშვების გამოგზავნა არაა საჭირო.მეორედ შენი ნომერი ჩემს ტელეფონში აღარ დაფიქსირდეს._ავდექი და გამოვეცალე იქურობას,თავხედი „ბავშვი“,მართლაც რომ ბავშვია ჩემზე 4-5 წლით პატარა მაინც იქნება.როგორ გამიბედა და მატათაზე დამიწყო ლაპარაკი.გაბრაზებულმა ტელეფონი მოვიმარჯვე და „ყოფილ“ ქმარს დავურეკე.
-შენი თოჯინა ზედმეტებში გადავიდა და სანამ მე ჩემებურად ჩავერიე,შენთვითონ მოათვინიერე._აიღო თუ არა ყურმილი ჩავძახე გაბრაზებულმა.
-რა მოხდა?
-ეგ შენ გოგოს კითხე.ძალიან გაგითამამებია.ხო და კიდევ საბუთებს ველოდები._ტელეფონი გავუთიშე და მანქანაში ჩავჯექი.როგორ მომენატრა.მისი ხმის გაგონებაზე ძველებურად ტაომ დამაყარა.მანქანის მართვაში ცრემლები მიშლიდნენ ხელს.ახლა ჩემი საყვარელი მზერით სხვას უყურებს,იმ თვალებით მე რომ თავი შემაყვარა.მინდა დავივიწყო,მინდა დავანახო რომ მისი ღალატით მე არაფერი დამკლებია,რომ ისევ მას მოვენატრები და რომ დიდი შეცდომა დაუშვა.ცოტა ხნით უნდა დამესვენა,ძალები უნდა აღმედგინა.სახლში მისულს ნიკუშას ეძინა,თამთა კი ტელევიზორს უყურებდა დაბალ ხმაზე.მოვუყევი კაფეში მომხდარი ამბები და ტირილით ჩავეხუტე.ჩემი გეგმების შესახებაც ვუამბე.გადავწყვიტე მარტო წავსულიყავი წყნეთის სახლში,რომელიც მშობლებმა გვიყიდეს მე და ალექსს როცა დავქორწინდით.ვიცოდი სახლში არავინ რომ არ იქნებოდა და იმოტომ გადავწყვიტე მანდ წასვლა.მარტო მინოდა ყოფნა,რომ მეფიქრა,მომხდარი კარგად გამეაზრებინა.მატათას ჩემს მშობლებს დავუტოვებდი.ასეც მოვიქეცი,მეორე დღეს ყველაფერი მოვაგვარე და აი უკვე სახლის კართან ვდგავარ.
ძილი კარების ხმამ დამიფრთხო,მეგონა რაღაც მომელანდა თქო,რადგან კარი ჩაკეტილი მქონდა.ისევ ვაპირებდი ძილის გაგრძელებას,როცა ჩუმი კისკისის ხმა გავიგე.ცოტა შემეშინდა.დავიძაბე.საწოლიდან წამოვდექი და იქვე მიკიდული ხალათი შემოვიცვი.მისაღებში ჩუმი ნაბიჯებით გავედი,ნანახმა ადგილზე მიმყინა.ჩემი აწ უკვე ყოფილი ქმარი და მისი საყვარელი ერთმანეთის ალერსში ჩაძირულიყვნენ.გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა,მართალია ვიცოდი,რომ ალექსს საყვარელი ყავდა,მაგრამ მაინც მტკივნეული იყო მათი ასე ერთად ნახვა.უკითხავად ჩამოგორებული ცრემლი მარჯვენა ხელით სწრაფად მოვიწმინდე და ხმამაღლა ჩავახველე.სალომემ შიშისგან წამოიკივლა,ალექსმა კი გაოცებულმა ამომხედა.
-თბილისი აღარ გაკმაყოფილებთ._ხმა ოდნავ გამბზარვოდა,მაგრამ ეს მხოლოდ მე შევამჩნიე.
-ელენა..შენ აქ რა გინდა?_ალუღლუღდა ალექსი.
-ეს ჩემი სახლია._ალექსი წელში გასწორდა და პერანგის გასწორება დაიყო,სალომემაც მას მიბაძა.ამ წუთას ზიზღის მეტს ვერაფერს ვერ ვგრძნობდი.
-არ ვიცოდი შენც თუ აქ იყავი._“აბლუყუნდა“ ალექსი.
-მართალია,საიდან უნდა გცოდნოდა,დიდი ხანია შენთან აღარ ვათანხმებ ჩემს გეგმებს._სავარძელზე ჩამოვჯექი ჩემი კანკალი რომ არ შეემჩნიათ.-აი შენ კი უფრო დამცირდი ჩემს თვალში._ირონიულად გავიცინე.-შენი ყოფილი ცოლის სახლში ამოგყავს შენი საყვარელი,ნეტა როდის დაეცი ასე?_თვალებში ჩავაშტერდი.
-ეს სახლი ჩემიცაა,ხომ არ გავიწყდება?_ნიშნის მოგებით მითხრა ალექსმა.გამეცინა,მწარედ გამეცინა.
-შენ არასდროს არ გყვარებივარ,და კაია რომ ამას დროზე მივხვდი,არადროს არ მცემდი პატივს და ეს ახლაც დაამტკიცე,როცა ამოგყავს შენი საყვარელი სახლში,სადაც შენს ოჯახთან ესაუკეთესო მოგონებები გაკავშირებს.მიკვირს ჩემი თავის,აქამდე როგორ ვერ მივხვდი რა არაკაცთან ვცხოვრობდი._თავი გავაქნიე.-მაგრამ არაუშავს არაა დაგვიანებული,ყველაფერი გამოსწორდება.ახლა კი ორივე წადით ამ სახლიდან.და ხო ფულს გამოგიგზავნი რაც შენმა მშობლებმა დახარჯერ ამ სახლის ყიდვაში.
გაოცებულმა და დამცირებულმა შემომხედა.არაფერი უთქვამს ისე დატოვეს სახლი.ისევ ტირილი,მარტოობა.ერთმა კვირამ ასეთ ყოფაში განვლო,მაგრამ ნელ-ნელა ვგრძნობდი რომ ტკივილი მიდიოდა.თუმცა ვიცოდი საბოლოოდ ტკივილის გასაქრობად დიდი დრო დამჭირდებოდა,ძალიან დიდი.
უკვე დრო იყო თბილისში დავბრუნებულიყავი,ნიკუშაც ძალიან მენატრებოდა.თან ერთ კვირაც ამოიწურა,ცოთა დავმშვიდი და მიშველა მარტოობამ.მონატრებული ეგრევე მშობლების სახლისკენ წავედი.კარი დედამ გამიღო და ჩემს დასანახვისას სახე ცოტა შეეცვალა.გადავკოცნე და მოვიკითხე.
-დე,ნიკუშა სადაა,ძალიან მომენატრა დედიკოს._გავიღიმე და თვალებით მატათას ძებნა დავიწყე.
-ელენა,დე ნიკუშა გუშინ მამამისმა წაიყვანა._გაოცებულმა ეგრევე დედაჩემს შევხედე
-რასქვია მამამისმა წაყვანა,რას ქვია წაიყვანა,სად არიან?_მივაყარე განერვიულებულმა .
-ძალიან მომენატრა და ელენას ჩამოყვანამდე მე მეყოლებაო,ასე დამიბარა ჩემს სახლში ვიქნებიო.ძალიან იყო შეცვლილი.აღარაფერი ვუთხარი და გიჟივით წამოვედი სახლიდან,ალექსს ცალკე სახლიც ჰქონდა სანამ მე მომიყვანდა ცოლად,ეგრევე იმ სახლისკენ წავედი.კარებზე გაბრაზებული ვურტყავდი მარჯვენა ხელს.კარი ალექსმა გამიღო და წამიერად მომეჩვენა რომ ჩემი დანახვა გაუხარდა.


ძალიან მიხარია რომ მოგწონთ,იმედია იმედებს არ გაგიცრუვებთ <3



№1  offline წევრი ფსიქო.13

uf
male dade
nu damtanjav
chemi istoriis werit ganerviulebulma cota shveba vigrzeni es ro wavikitxe :dd
kai xar qalau
Azri ar aq sheni weris stils,shecdomebs,ragac-rugaceebs,
damevasa ra
da momwos.
xo
momwons.
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№2  offline წევრი salomee

Momwons ubralod imedi makvs bolos ar shearigeb amat. Mezizgeba eseti kacebi da elenas namdvilad ar imsaxurebs ! Carmatebebi

 


№3  offline წევრი my-ilen

მომწონს შენი წერის სტილი ძალიან, წარმატებები და ასე გააგრძელე,

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent