შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვუყვარდი?არ ვიყვარდი? (ჩემი ცხოვრების ისტორია) თავი 1


25-04-2015, 19:23
ავტორი Dippie
ნანახია 2 347

(ორი წლის წინ)
-ნი, ახალი ბიჭი გავიცანი ,-აღფრთოვანებული სახით მეუბნება მარი და ინტერესით ვაფართოვებ თვალებს.
-ვინ?სად?როდის?ჰაა?-მივაყარე კითხვები და დაველოდე რას მეტყოდა.
-რავი გოგო მობილურით
-ეგ როგორ?
-მობილურზე მომწერა და დაახლოებით 2 კვირაა ასე ვმესიჯობთ,იცი რა საყვარელია??
-აჰამ...-ვერაფერი ვერ გავიგე და დავიბენი,-ეგ როგორ?! ან ნომერი საიდან ქონდა? ვაბშე ნანახი გყავს? რა ქვია ეგ მაინც იცი?
-კი რეზი. აუ გოგო არ ვიცი რა მეც წესიერად არ მახსოვს რა და როგორ იყო მაგრამ გავიგე,რომ მაგისი ბიძაშვილი ჩვენი პარალელური კლასელია,ალეკო ქვია.
-ჰაჰა რა გეშველებაა,მანახე სკოლაში რომ მივალთ.
-ისე ამ ოთხშაბათშ შეიძლება ამოვიდეს რეზი და გამომყვები?
-ჰო აბა?? აუცილებლად!-ვუღიმი და გზას ვაგრძელებთ.
მარი ჩემი ბავშვობის მეგობარია როგორც ელენე. ჩვენ სამნი ბაღიდან ერთად მოვდივართ,სკოლაშიც ერთად ვსწავლობთ. მე და მარი დამატებით ხელოვნების გიმნაზიაში დავდივართ თეატრალურ განყოფილებაზე.(მაშინ როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო მერვე კლასში ვიყავით.13წლის)
იმ დღეს როცა რეზი უნდა ამოსულიყო ვფიქრობდით როგორი შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. როგორც იქნა მოვიდა შეხვედრის დრო და ხელოვნების გიმნაზიიდან(რომელიც საირმის ქუჩაზეა) გამოვედით და ეზოში დავჯექით.
-აი ვიღაც ბიჭები მოდიან მაქედან ჰო არაა რომელიმე??-ინტერესით ვუყურებდი ქუჩის ბოლოს მომავალ სილუეტებს.
-რავი ნი აზრზე არ ვარ.
ჩაიარეს..
-იქნებ ესენი არიან??-ისევ ვაკვირდებოდი ბიჭების ახალ დაჯგუფებას.
ამათმაც ჩაიარეს..
უეცრად ეზოში შემოვიდა 3 ბიჭი. ერთი ძალიან შავი იყო, მეორე არ მახსოვს მესამე კი ძალიან დაბალი და "რაღაცნაირი" იყო wink
უეცრად ეს"რაღაცნაირი" არსება ჩვენკენ წამოვიდა და :
-ვაიმე მარი წავედით lol -გაღიმებული სახით ვეუბნები ჩუმად და თან ამ მოძრავ ობიექტს ვუყურებ.
-მარი როგორ ხარ?რეზი ვარ.
-კარგად რეზ შენ?-დაკრეჭილი პასუხობს მარი და გაქვავებული მიყვება რეზის რომელიც სკამზე ჯდება.
მე ამ დროს სიცილით ვკვდები და ვგრძნობ ამდენს ვერ გავუძლებ. უცბად მარი მოდის და დაქაჩული თვალებით მჩურჩულებს:
-გეხვეწები ეხლა არ მომჭრა თავი,ახლოს იყავი ჩემთან-ო, ნუ მეც რა უნდა მექნა და მათთან ახლოს ჩამოვჯექი.
ბოლოს აღარ მახსოვს რა და როგორ იყო მაგრამ მე და მარი გამოვიქეცით wink უფროსწორად, ნუ გამოვემშვიდობეთ ბიჭებს და ჩქარი ნაბიჯებით დავტოვეთ იქაურობა. მარი იქვე საირმეზე ცხოვრობს და ავედით. მთელი გზა უკან მოგვყვებოდნენ და ეხლა რომ ვფიქრდები ძალიან ტეხავს გოგოს რომ ნახავ და გაგექცევა wink .
-ვაიმე ნი რა ვქნა?მირეკავს.
-ვუპასუხებ მომეცი.
...
-გისმენთ?-ჩემს ხმსას სასიამოვნო მოსასმენს ვხდი და ველოდები პასუხეს.
-მარი სად წახვედი?-დაბნეული "რაღაცნაირი" არსება ბრაზგარეული ხმით მეკითხება
-მარი არ ვარ. გასულია იქით,გადავცე რამე?
-ვიცი რომ მანდაა დამალაპარაკე.-ხმა შევიცვალე და თავიდან დავიწყე.
-ჰო რეზი რა იყო?
-მარი სად წახვედი? შენ სადახავად მოვედი შენ კიდე გაიქეცი თუ არ გინდოდა რაღას ამომიყვანე?!-ამ დროს ფანჯრიდან გადავიხედე,ქვევით იდგნენ და სიცილი ამიტყდა.ტელეფონი გავთიშე და საწოლზე მივესვენე.
-რაო ?
-ვაიმე მარიიი ეხლა რაა,ეს რა იყო მეღადავები?-სიცილით ვეუბნები და მარისაც ეღიმება
-ვაიმე რა ვქნა,-ღიმილით და სასაცილო ტონით ამბობს
-დაიკიდე !
დრო გავიდა...
ჩვენ საირმის ქუჩაზე პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ვსწავლობთ. აღარ მახსოვს მაგრამ რომელიღაცა დღეს ფიზკულტურის გაკვეთულზე(ეს ის დრო იყო ჯერ კიდევ რომ ვესწრებოდით ამ გაკვეთილს) მარი მოდის ჩემთან.
-ნი რომ გეუბნებოდი ალეკოზე გახსოვს?
-ვიზე?-ყურსასმენს ვიხსნი ცალი ყურიდან და მარის პირზე ვაშტერდები რომ რამე გავიგო,საშინელი ხმაურია დარბაზში.
-ვიზე და ალეკოზე რეზის ბიძაშვილიათქო,აქ არის.
-მართლა? აბა?
-წამო გამათბობლისკენ წავიდეთ და დაგანახებ ფეხბურთს თამაშობს.
-წამო წამო,-მხიარულად წამოვდექი და გავყევი. როცა მარიმ ალეკო დამანახა (თავიდან სხვა მეგონა) და მეთქი რას გავს თქო მაგრამ შემდეგ გაირკვა სულ სხვა ბიჭზე მეუბნებოდა. არც ის მომეწონა და არ გავგიჟებულვარ მარა ნუ ჰო კარგი ბიჭიათქო წავიბურტყუნე.
დღეები ჩვეულებრივად მიდიოდა(ყოველ შემთხვევაში განსაკუთრებული არაფერი მახსოვს) ნელ-ნელა გვეწვია ივნისი და სკოლის ბოლო დღეებით "ვტკბებოდით". მე მარი, ელენე, თაკო და ნუცა მოვიდოდით(ნუციც და თაკოც ჩემი მეგობრები არიან)როცა მარიმ აცანცარებული სახით შემომხედა
-რა იყო??-ვალდებულება ვიგრძენი რომ ეს მეკითხა.
-აუ ნი ალეკოს დაურეკე რა,ნომერს გეტყვი.
-რატო?-ამის გარდა ყველაფერს მოველოდი
-ვიღადაოთ.მიდი რაა-გოგოებს გადავხედე და დიდად არ მოეწონათ ეს აზრი. ჩემი რა მიდის თქო გავიფიქრე(ანგარიშზეც ბევრი მქონდა) და ავკრიფე ალექსანდრეს ნომერი.
-ალო!-ეს არასდროს დამავიწყდება ! ისეთი ბოხი და რაღაცნაირი ხმა ქონდა.თავიდან დავიბენი მაგრამ ხმა დავიწვრილე და ფანტაზიას მივანდე ჩემი სიტყვები.
-ალო ალეკოო,-სოფლური ინტონაციით და ამაზრზენი წვირილი ხმით შევკივლე.
-რომელი ხარ?-ჩაეცინა და დაელოდა შემდგომ კივლის.
-აუუუუუ ვერ მიცანიიი??-ვაიმე რა საშინლად ველაპრაკებოდი ნეტავ გაგეგოთ,ქუჩაში ყველა მე მიყურებდა.გოგოები კვდებოდნენ სიცილით.
-ვერა რომელი ხარ თქო.
-ანიიიიი
-რომელი ანი??
-კაი დავიჯერო ვერ მიცანიიი?სოფელში რო ვიყავიი.
-ა ჰო ანი,როგორ ხარ?-ამ დროს მარიმ რაღაც ჩამჩურჩულა რაც არ მომეწონა მაგრამ ვუთხარი.
-რატო დამაორსულე?-ღმერთოო ეს რამ მათქმევინა?? მაშინაც და ახლაც ეს გავიფიქრე, გოგოებმა კიდე ერთროულად მიირტყეს სახეში ხელი.ალექსანდრეს სიცილი გავიგონე და შევიკავე თავი იგივე არ დამმართნოდა. ბოლოს ძალიან დავიღალე და ტელეფონი გავთიშე.
დიდი ხანი ვხუმრობდით ამ საკითხრე...დღეები ისევ მიდიოდია და სკოლაც მორჩა.
-მარი რეზისთან რას შვები?-მოულოდნელად მივუბრუნდი
-რავი
-წერ კიდე?
-ზოგჯერ მწერს ხოლმე , მე იშვიათად.
-კაი რა დააიგნორე საერთოდ ძალიან უაზრო ურთიერთობა გქონდათ და არც ღირს ესეთი ურთიერთობის გაგრძელება.
-ჰოჰო,-ზერელედ მიპასუხა და მაღაზიაში შევიდა.
იმ პერიოდში მარიამთან მქონდა ხშირი ურთიერთობა.
დასასვენებლად ზღვაზე წავედი და შუადღეს რომ არ ვიცოდი რა მექნა საწოლზე ვეგდე და ფეხები ფანჯარასთან მქონდა ალაგებული.ხელში ტელეფონი მეჭირა და მუცელზე ვათამაშებდი. უეცრად მესიჯი მომივიდა 30 ლარი ჩაგერიცხაო. თავი წამოვწიე და უფრო ყურადღებით წავიკითხე მესიჯი. მერე მივხვდი რომ ბიძაჩემი იყო.(ყოველ დაბადების დღეზე ბევრს მირიცხავს ხოლმე. და მაშინაც ჩემი დაბადების დღე იყო, 26 აგვისტო)
ვავა გავიფიქრე,კონტაქტებში შევედი ,ვიფიქრე ვინმეს მივწერ თქო.პირველივე სახელი რომ დავინახე შევკრთი და დავიბენი.შემდეგ გადავწყვიტე მიმეწერა.
"როგორ ხარ?" დიახ ეს ალექსანდრეს ეკუთვნოდა. რას ვიფიქრებდი რომ ყველაფერი ამ ერთი მოკითხვით დაიწყებოდა.

____________________________________________

გამარჯობა :) თუ წაიკითხავთ მითხარით თუ დაგაინტერესათ.ღირს გაგრძელება? fellow



№1  offline წევრი KGB

გირს
დზალიან მომეწონა

 


№2  offline წევრი Dippie

Madloba .. xval gavagrdzeleb. Sheni istpriac dzalian momewona exla movrchi kitxvas da gaagrdzele uechveli :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent