შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეთებმა იციან ნამდვილი სიყვარული.


25-04-2015, 23:15
ავტორი teko))
ნანახია 2 100

თავდაპირველად დავიწყებ იმით რომ მე ვარ ლიზი წერეთელი,17 წლის,ცისფერთვალება,გრძელი შავი თმით.მეთორმეტე კლასში ვარ და ამიტომ მთელი დღეები ძალიან დატვირთული მაქვს.სახლში დაღლილი ვბრუნდები.გადავწყვიტე დიზაინერი გავხდე
ცოტაოდენი რამ ჩემი ოჯახის შესახებ:
მამა-ალექსანდრე,რომელიც არქიტექტორია,დედა-მაიკო.მან შემაყვარა ეს პროფესია.მყავს ჩემზე 3 წლით უფროსი ძმა-ნიკა და 3 წლის პატარა დაიკო ტასო.რაც შეეხება ჩემს საუკეთესო დაქალს,ნინუცას,ის ჩემთვის ყველაფერია.ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და ყველაფერი იცის ჩემს შესახებ.
ორშაბათს ადრე გამეღვიძა,რაც არ არსებობს,მაგრამ არ ვიცი რა მოხდა.ავდექი.შხაპი მივიღე,ღია ფერის დახეული ჯინსი და თეთრი ზედა ჩავიცვი.ფეხზე კედები და სასაუზმოდ ჩავედი.ნანას(ჩვენი მოსამსახურე) უკვე გაეწყო სუფრა.ვისაუზმე და სკოლაში წავედი.სკოლა ახლოსაა ამიტომ ფეხით წასვლა გადავწყვიტე.სკოლაში მისულმა დავინახე როგორ ჩხუბობდნენ ჩემი პარალელური კლასელი ბაბნიკი ბიჭები ჩემს კლასელებთან.ძალიან კარგი კლასი მყავს.მეგობრულები.ერთმანეთს ყოველთვის მხარში ვუდგავართ.რასაც პარალელურ კლასზე ვერ ვიტყვი.
როგორც ყოველთვის დრო ნელა გავიდა.გაკვეთილების შემდეგ მასწავლებელთან წავედი.სადარბაზოდან რომ გამოვედი დაჩი და მისი ძმაკაცები(პარალელური კლასელები) დავინახე.დაჩი ზე სიმპატიური იყო თუმცა არც დანარჩენები ჩამორჩებოდნენ.ისინი ისეთი თვალებით მიყურებდნენ,შემრცხვა,ტელეფონი ამოვიღე და ვცადე ყურადღება არ მიმექცია.ამ დროს გიოც გამოჩნდა.ის ჩემი კლასელი იყო რომელსაც ვუყვარდი თუმცა მე ამავე გრძნობით ვერ ვპასუხობდი.მოვიდა და მომესალმა.
-გამარჯობა
-გამარჯობა გიო
-წამოდი გაგაცილებ
-არ შეწუხდე წავალ თვითონ.-ამ დროს დაჩი მოვიდა.
-რა ხდება ლიზი?
-არაფერი შენი საქმე არაა
-ნორმალურად მელაპარაკე გოგო.ამას რა უნდა?!
-უნდა გავაცილო.შენ თვითონ რა გინდა?!
-ლიზის მე წავიყვან.შეგიძლია წახვიდე(დაჩი)
-არ მინდა არავის გაცილება მითუმეტეს შენი.თვითონ წავალ.
-ლიზი!(დაჩი)
-კარგი ლიზი როგორც გინდა.-თქვა გიომ და წავიდა.
-წამოდი გაგიყვან(დაჩი)
-არ მინდათქო ხო გითხარი
-მე არ მიკითხავს.-თქვა და მანქანაში ძალით ჩამსვა.მეც ხმა აღარ ამომიღია.მთელი გზა ფანჯარაში ვიყურებოდი.როცა მივედით გადასვლა დავაპირე,მაგრამ დაჩიმ თავისკენ მიმწია და შუბლზე მაკოცა
-რას აკეთებ გაგიჟდი?!
-რა მოხდა არ შეიძლება ასე დაგემშვიდობო?
-არა!და ეს აღარასდროს გააკეთო!-ვთქვი და წამოვედი.ალბათ სახეზე დაბნეულობა მეტყობოდა რადგან სახლში რომ შევედი ნიკამ მკითხა რამე მოხდაო?
-არა არაფერი რა უნდა მომხდარიყო გადავიღალე.-ვთქვი და მაშინვე ჩემი ოთახისკენ წავედი.
გათენდა დილა.გავემზადე და სკოლის გზას დავადექი.თითქმის მისული ვიყავი როცა დაჩი დავინახე.ჩემსკენ მოდიოდა.როცა მოვიდა მითხრა:
-სალაპარაკო გვაქვს.
-მე შენთან არაფერი მაქვს სალაპარაკო!უნდა წავიდე მაგვიანდება.-ვთქვი და წასვლა დავაპირე თუმცა დაჩიმ ხელი წამავლო და გამაჩერა.
-გამიშვი იდიოტო მტკივა.-და მანაც ხელი გამიშვა
-ახლა მისმინე.აღარ დაგინახო გიორგისთან გავლილი.მეორედ აღარ გავიმეორებ.თუ ასე არ მოიქცევი ნახავ რაც მოუვა
-შენი საქმე არაა მე ვისთან გავივლი და ვისთან არა.თავი დამანებე.-ვთქვი და ზარიც დაირეკა.სკოლისკენ წავედი და დაჩიმ მომაძახა:
-მე გაგაფრთხილე
-იდიოტი.-ჩავილაპარაკე ჩემთვის და გზა გავაგრძელე




პირველად დავწერე ისტორია და მითხარით როგორია.თუ არ მოგწონთ თქვით და ჩემით გავალ .



№1  offline წევრი nuca))

კაია და გააგრძელე :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent