მე და ის...ჩვენ
დილის 8 საათი ყველა ემზადება, ზოგი იცვამს ზოგი ჭამს ზოგიც კი სახლიდან გადის დროზე ადრე იმის გამო. რომ არ დააგვიანოს სამსახურში, უნივერსიტეტში ან სკოლაში. გარეთ სრული აურზაურია, თავსხმა წვიმა და მაინც როგორ ძინავს მარიამს, მას ხომ უყვარს წვიმაში ძილი, როდესაც ამინდი მოწყენილია... ოთახში შედის ლუკა და აღვიძებს -ადექი გოგო არ დაგაგვიანდეს, თორემ მერე რა გაუძლებს შენი დირექტორის შენიშვნებს -აუუ ლუკა კარგი რა გთხოვ ცოტაც და ავდგები -მარიამ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული ხო იცი რომ დაგტოვებდი კიდევაც მაგრამ რა ვქნათ აბა, ასეთი რთულია ცხოვრება -ხოდა დავრჩები, ხო გახსოვს დედა და მამა სოფელში არიან მხოლოდ ჩვენ ვართ სახლში ამ დროს კი ლორდი შედის ყეფით ოთახში და მარიამს ახტება -და ლორდიც- თქვა ლუკამ შემდეგ კი თავის თავზე გაეცინა-კარგი დარჩი მაგრამ თუ რამე მოხდება იცოდე ინანებ -ჩემი საყვარელი ძმა, როგორ მიყვარხარ... დედამ თუ დარეკა უთხარი რომ სკოლაში ვარ ორივეს სიცილი აუტყდა, ლორდი კი თამაშობდა მოდი ახლავე მოგიყვებით ჩემზე: სახლში 4 ვართ: დედა-ნინი, მამა-ლევანი და ძმა-ლუკა. ხოდა კიდევ ჩვენ გვყავს პატარა თეთრი ლაბრადორი ლორდი. ძალიან საყვარელია, ის ჩემმა დეიდაშვილმა მაჩუქა დაბადების დღეზე. ბებია და ბაბუა ავარიაში გარდაიცვალნენ 2 წლის წინ რამაც ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა. ჩემი ძმა 20 წლის არის თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლობს. მე ვარ მარიამ ბერიძე, 15 წლის მეათე კლასელი ვცხოვრობ თბილისში და დავდივარ 51-ე სკოლაში, მაქვს ყავისფერი მოკლე თმები, წაბლისფერი თვალები და კურნოსა ცხვირი, რაზეც ყველა მეუბნება რომ მათაც უნდათ ასეთი ცხვირი. მაქვს წვრილი ტუჩები. ჩემი გატაცებაა სიმღერა და დაკვრა. ვუსმენ როკს, ლედ ზეპელინს ფინქ ფლოიდს დიფ ფარფლს ეისიდისი და კიდევ სხვა მომღერლებსა თუ ჯგუფებს. მუსიკა ჩემი სულის ნაწილია, უბრალოდ მიყვარს ის. მერვე სართულზე ვცოვრობთ ამიტომაც დედამ და მამამ დაბადების დღეზე სურპრიზი გამიკეთეს, სახლს ზემოდან კიდევ ერთი სართული დააშენეს და როდესაც თბილისში დავბრუნდი მაშინვე შევამჩნიე რომ ყველა ისე მიყურებდა თითქოს რაღაცას გეგმავდნენ, ბოლოს კი ლუკამ მითხრა რომ სურპრიზი ქონდათ ჩემთვის და როდესაც ეს მანახეს სიხარულისგან ხტუნვა დავიწყე, რას მივარდნოდი აღარ ვიცოდი, ყველას ვეხუტებოდი ისე გამიხარდა. დედამ კი მითხრა რომ ეს ზედა სართული მთლიანად ჩემი იყო და რაც მინდოდა იმას გავაკეთებდი, მე კი ვიყიდე ამა თუ იმ ჯგუფის უამრავი სურათი და კედლებზე გავაკარი, შემდეგ კი ჩემი მუსიკალური ინსტრუმენტები ლუკას ავატანინე მაღლა, ელექტრო გიტარა, იამაჰა, საქსაფონი და ჩელო, ყველაფერზე ვიცოდი დაკვრა, ასე ვთქვათ ძალიან მაინტერესებს ხელოვნება და ვფიქრობ რომ მომავალში მუსიკოსი გამოვალ ასე თუ გავაგრძელე. მალე კი ამ სართულზე ჩემი საწოლიც ავიტანე და საბოლოოდ დავიმკვიდრე ადგილი, ეს ის ოთახია სადაც დროის უმეტეს ნაწილს ვატარებ. მითუმეტეს არავინ მიშლის ხელს და ვარ წყნარად ლორდისთან ერთად. კარგით ახლა დავუბრუნდეთ იმ დღეს როდესაც ლუკა დაიყოლიე რომ არ გავეშვი სკოლაში. ლუკა გადის ოთახიდან და დაახლოებით 5 წუთში შემოდის -კარგი რადგან დღეს ორივე სახლში ვართ და მე ძალიან მშია ჩვენ მოგვიწევს თქმა არ დავაცადე და წამოვიძახე -კაფეში წასვლა ამაზე ლუკამ სერიოზული სახე მიიღო და მითხრა -რა კაფე, ჩვენ მოგვიწევს... სადილის მომზადება ამ სიტყვების გაგონება როგორ არ მინდოდა, რადგან როდესაც ამბობს სადილის მომზადე მოგვიწევსო აქ გულისხმობს რომ მე მომიწევს და არა მას ამიტომაც შეტებაზე გადავედი -არა ჩვენ მოგვიწევს კაფეში ან პიცერიაში წასვლა რადგან მე საჭმელს არ მოვამზადებ -მარიამ ბერიძე!!! ამ სიტყვებზე შემეშინდა მაგრამ არ შევიმჩნიე და ვუპასუხე -დიახ დიდო ლუკა ბერიძე!!! -მარიამ ბერიძე!!! მაკვირვებ სულ შენი როგორ გაგაქვს- თქვა და ცალყბად გამიღიმა, ძალიან სიმპატიურია როცა ასე იქცევა, ფიქრებიდან გამოვედი და ვუპასხე -ლუკა ბერიძე!!! რა ვქნა ტალანტი ვარ დაბადებული და ამ ნიჭს ვერ გააქრობ ძაანაც რომ მოინდომო ვთქვი და ორივეს სიცილი აგვიტყდა, ჩემი ლუკიტო გავიდა ოთახიდან და ჩაცმა დავიწყე როდესაც ტელეფონზე რეკავდა ვიღაცა, დავხედე და ვნახე რომ ლიზა მალანია იყო -ხო ლიზზ -მარიამ სად ხარ გოგო? -ამმ, აუუ გეტყვი რა და არავის უთხრა, გოგო მაგრად დამეზარა წამოსვლა თან მე და ლუკა ვართ მარტო და მანაც დამტოვა, მაგრამ დედამ და მამამ არ იციან, არავის უთხრა თორემ მიგახჩობ!!! -კაი რა ვის უნდა ვუთხრა ჰაჰა, მეც არ წავსულვარ სკოლაში მაგრად დამეზარა თანაც პარასკევია და ეს სამი დღე გადავაბამ -ხო კაგია, ისე ლიზა გამოდი ჩემთან რა პიცერიაში ვაპირებთ მე და ლუკა წასვლას და შენც წამოდი ჩვენთან ერთად -ისე პიცა კი კარგი იქნებოდა ახლა, კაი გამოვალ ოც წუთში მანდ ვარ და ლუკას არ უთხრა რომ მოვდივარ -კარგი კარგი არ ვეტყვი გელოდები ისე დამავიწყდა თქვენთვის მეთქვა ლიზა ჩემი საუკეთესო მეგობარია, ჩემი კლასელიც თან რაც უფრო გვიწყობს ხელს იმაში რომ დიდი დრო გავატაროთ ერთად. ლიზა ქერა გოგოა, მწვანე თვალებით ჩემ სიმაღლე რაც ძალიან კარგია რადგან როდესაც მასთან ერთად ვარ არ მაქვს იმის კომპლექსი რომ დაბალი ვარ, არადა ყველა მეუბნება რომ ნორმალური სიმაღლის ხარო მაგრამ ჩემი სიჯიუთის გამო ვთვლი რომ დაბალი ვარ. მოკლედ გავედი და ლუკასთან მივედი -აბა ძმაო რას შვები -დაიკო მოდი აბა ჩავიცუცქოთ -ვისაა ბიჭო, ნომერი დაწერე დროზე ორივეს სიცილი აგვიტყდა ამ საუბარზე, ისე მე და ლუკა არ ვგავართ ტიპიურ და-ძმას რადგან არაფერზე ვჩხუბობთ და მითუმეტეს არც ვაბრაზებთ ერთმანეთს. მოკლედ ძალიან ვიყვარს ერთმანეთი -აუუ ლუკა ცოტახანში წავიდეთ რა -მარიამ დროზე რა იცი როგორ მშია? ჩემი კუჭი არ გეცოდება? გამეცინა და ჩემთვის ჩავიბურტყუნე -მე კი ვიზამ ჩქარა მარა ეგ თუ მოვა მალე-ვთქვი თუ არა ვიღაცის ცხელი სუნთქვა ვიგრძენი უკან და გავიფიქრე უხხ მარიამ რა დებილი ხარ რაა, რას ლაპარაკობ გოგო დაფიქრდი ცოტა რაა როგორ არ მინდოდა ამის თქმა ჯანდაბა. რაც იყო იყო, მოვიკრიბე ძალები იმისთვის რომ ლუკა მომეტყუებინა რამენაირად შევტრიალდი და ლუკამ მაშინვე მკითხა -ვინ თუ მოვა მალე? -არაფერი ისე ვთქვი -დროზე!!! -ლუკა მართლა არაფერი ხო იცი -მარიამ მაგრად გეჩხუბები ახლა დროზეთქო -ოოო კარგი რა-მისი თვალები დავინახე თუ არა მაშინვე დავიწყე მოყოლა რადგან არ უყვარს ასეთი სურპრიზები- რადა ლიზა უნდა მოვიდეს და ჩვენთან ერთად წამოვა, ოღონდ მითხრა რომ შენთვის არაფერი მეთქვა ხოდა ვითომ არ იცი რა გთხოვ- ლიზას ხსენებაზე ისე დაწყნარდა გეგონებათ საქართველო ნატოში შევიდა. და აი კარებზე ზარია ორივემ გავიხედეთ და ასე ვიდექით ლუკას კი ჩემი ხელები მაგრად ეჭირა და არ მიშვებდა მიუხედავად იმისა რომ ძალიან მტკიოდა, წავიდა კარებისკენ გარეთ გაიხედა და ცალყბად გაღიმებულმა შემომხედა, მე კი განერვიულებული ვიდექი მაგიდასთან და მიშტერებული ვუყურებდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.