შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მამის საყვარელი... 2


26-04-2015, 18:06
ავტორი maskaradi
ნანახია 2 236

გასვენებამ ისე ჩაიარა როგორც წესი იყო,ბევრი ცრემლი,ვერ გადმოცემული ტკივილი და ცივი მიწისთვის ვერ გამეტებული დედა.
მამის და მეგობრის გარდა არავინ ჰყავდა,თუმცა მათი ყოფნითაც უზომოდ მადლობელი იყო.ერთი კვირა ისე გავიდა ბადრის ძლივს არწმუნებდა სახლში წასულიყო,დედამისი სულ იმას ცდილობდა მისთვის ოჯახში პრობლემა არ შეექმნა და მის აზრს ახლაც სცემდა პატივს ევა.
ძლივს გადაიტანა ეს მძიმე დღეები,მერე შეგუება გაუჭირდა,ხშირად შედიოდა დედის ოთახში და ელაპარაკებოდა,სჯეროდა იმ აზრის რომ ის იქ იყო და უსმენდა,შავით შეიმოსა.ორი კვირა ისე გავიდა მხოლოდ სასაფლაოზე დადიოდა.ორმოცი რომ გადაუხადეს მას მერე დედისთვის მიცემული პირობაც შეასრულა,შავები გაიხადა და ისევ განაგრძო სასწავლებელში სიარული.
მამაც და ეკაც გვერდში ედგა,რამდენჯერმე მამასთან ერთად გაისეირნა და რადგანაც ბადრიმ იცოდა მისი უჭმელობის ამბავი ცდილობდა კაფეში ან რესტორანში შეეტყუებინა და შემდეგ მისი ხათრით ევაც უარს ვეღარ ამბობდა ჭამაზე.
-მამა იმისთვის რომ ვჭამო არაა საჭირო კაფეებში მატარო,გეთქვა და სახლში გავაკეთებდი რამეს.-ღიმილით უსაყვედურა დინამ როდესაც შეკვეთა მისცეს მიმტანს.
-ჩემი პატარა პრინცესა რატომ ვაწვალო როდესაც შეგვიძლია ცოტა გავისეირნოთ და თან ასეთ ლამაზ გარემოში ვივახშმოთ.
-ვინმემ რომ შეგვამჩნიოს და მერე არ მინდა...-მაინც გაბედა იმის თქმა რაც სინამდვილეში აწუხებდა,მამამისი ხომ ცნობილი პიროვნება იყო და შეიძლება მიექციათ მისთვის ყურადღება.
-შენ მაგაზე არ იდარდო,თუ რამე პრობლემა იქნება მე ყველაფერს მივხედავ,მაგრამ შენ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ხარ ვიდრე მათი აზრი.
-მინდა მუშაობა დავიწყო.-შეპარვით უთხრა მამას როდესაც კაფე დატოვეს და მანქანაში ჯდებოდნენ.
-მუშაობა რათ გინდა,ფული თუ გჭირდება მოგცემ,თან მშვენივრად იცი დედაშენს შენს ანგარიშზე საკმარისი თანხა რომ აქვს.-მანქანის გაღებულ კართან შეჩერდა ბადრი.
-არა ფული მაქვს უბრალოდ ბევრი დრო მაქვს თავისუფალი და უქმად ხარჯვას ჯობია რამით დავკავდე.
-მისმინე სანამ სწავლას არ დაამთავრებ არ მინდა მუშაობა მიხსენო,ბოლო წელს შეგეძლება პრაქტიკისთვის იმუშაო მაგაზე თანახმა ვარ და ყველანაირად შეგიწყობ ხელს რომ შენი პროფესიით იმუშაო მაგრამ ახლა პედიატრად კი არა სანიტრადაც არავინ გამუშავებს.თუ ბევრი დრო გაქვს თავისუფალი შეგიძლია ბიბლიოთეკაში იარო ან სახლში წაიღო საჭირო წიგნები.-არ იყო მიჩვეული მამისგან ასეთ სიმკაცრეს,საშინლად ნერვიულობდა როცა მამა ასე მკაცრად ელაპარაკებოდა,მართალია ეს იშვიათად ხდებოდა,ალბათ მისი ცხოვრების განმავლობაში სულ ორჯერ ან სამჯერ იქნებოდა ასეთი შემთხვევა მაგრამ მამის სიტყვას ყოველთვის პატივს სცემდა და ახლაც ასე აპირებს.უბრალოდ ეცდება კიდევ დაელაპარაკოს ამ საკითხზე.
წუწუნი უყვარს ძალიან როდესაც რამეს ვერ მიაღწევს შეუძლია მუდმივად ერთ თემაზე იწუწუნოს.ყოველთვის ასე იყო ჯერ პატარაობისას ნაყინს რომ არ უყიდდა დედა არ ტიროდა,ეწუწუნებოდა თუ როგორ უყვარდა ნაყინი,რა ცოდო იყო სხვები რომ ჭამდნენ ის კი მათი შემხედვარე იტანჯებოდა და ასე შემდეგ,დედასაც ეცოდებოდა ერთადერთი შვილი და მანამდე აკრძალულ საჭმელ-სასმელს ყიდულობდა.რომ წამოიზარდა და რამე ჩასაცმელი უნდოდა ან მისი აზრით საჭირო დედის აზრით კი ფუფუნების საგანი მანამ არ გაჩერდებოდა სანამ არ დაითანხმებდა.თან ეუბნებოდა."თავიდანვე გეყიდა ტყუილად თავს არც შენ აიტკიებდი არც მე"-ო.ასევე აპირებს მამასთანაც,მანამ იწუწუნებს უსაქმო დროზე და მოწყენილობაზე სანამ შეწუხებული თვითონ არ გამოუძებნის სამუშაოს.არა კი არ ისარგებლებს მამის გავლენიანობით უბრალოდ იცის ბადრი არ გაუშვებს ისეთ სამუშაოზე სადაც არ ეცოდინება რომ სანდო ხელში იქნება.
-კარგი როგორც შენ იტყვი.-მკერძე მიეკრო მისი დამჯერობით გაღიმებულ მამას და მისგანაც შუბლზე ამბორი მიიღო შემდეგ ხელი შემოხვია შვილს წელზე და მანქანისკენ უბიძგა.

რამდენიმე კვირა მაია თავის თავს ებრძოდა არ უნდოდა ისეთი უღირსი საქციელი ჩაედინა რასაც თვალთვალი ერქვა,ერთი იყო როცა ეჭვიანობდა მაგრამ რომ ეთვალთვალა,არაფერი აღმოჩენილიყო და ეს ბადრის გაეგო სამუდამოდ დაკარგავდა.თან მის მიმართ ურთიერთობაში ცვლილებას ვერ ამჩნევს ქმარს,არადა ამ დროს როგორც სხვებისგან გაუგია საშინლად იცვლებიან მამაკაცები.
მეორე დილით როდესაც საწოლში აღარ დახვდა ქმარი და არც ტელეფონზე უპასუხა,საბოლოოდ გადაწყვიტა რომ ხვალ ჩუმად გაყვებოდა უკან.
მეორე დღეს ბადრი ჩვეულებრივ დროს გავიდა სახლიდან,მაიამაც ვერ მოითმინა და ჩუმად გაყვა.გოგონას სახლამდე ტაქსით მიჰყვა,სადარბაზოდან გამოსული ოციოდე წლის გოგო რომ დაინახა ეგონა გული გაუსკდებოდა,ისევ უკან გაყოლა დაავალა მძღოლს და კაფეში შესულები რომ დაინახა უკვე მოთმიმება დაკარგა.ტაქსის მძღოლს გადაუხადა და გაანთავისუფლა,თავიდან შესვლა და ახსნა განმარტების მოთხოვნა გადაწყვიტა,მაგრამ გადაიფიქრა,მაინც თავი შეიკავა არ უნდოდა ქმრისთვის და მისი თავისთვის ასეთი დამცირება ეკადრა.ისევ იქვე პატარა სკამზე ჩამოჯდა და დაელოდა.იქიდან გამოსულებს რომ უყურა ვეღარ მოითმინა ტელეფონით სურათები გადაუღო და მეტის ყურება აღარ შემიძლიაო სახლში დაბრუნდა.არ სჯერიდა ამ პატარა გოგოში რომ გაცვალა მათი სიყვარული,არასდროს შეუმჩნევია სხვისკენ გაპარული ქმრის თვალები და მითუმეტეს შვილის ასაკის ან უფრო პატარა გოგოსკენ.ერთ კვირაში ჩამოვა ონისე და მას დაელოდება,შვილის აზრი აინტერესებს ამ სურათებს რომ ნახავს,მერე გადაწყვიტავს რას იზამს,არ უნდა ოჯახის დანგრევა მაგრამ თუ მის ქმარს აღარ უყვარს არ აპირებს მის ძალით გაჩერებას.

-როგორც იქნა,შენი გადამკიდე იმდენი ხანია წასულები ვართ სათვალავი ამერია.გაგაგიჟეს შენ იმ გოგოებმა-სიცილით გადახვია მათემ ხელი მეგობარს და უკვე აეროპორტიდან გამოვიდნენ და ტაქს ელოდებოდნენ.
-რას ამომბობ შენ კი არ ატარებდი ყველა ღამეს სხვა და სხვასთან-ტაქს ხელი დაუქნია ონისემ და ჩქარი ნაბიჯით გააგორა ჩემოდანი მანქანისკენ როდესაც ჩქარი ნაბიჯით მომვალი თავჩახრილი გოგონა პირდაპირ ჩანთას დაეჯახა,ფეხი წამოკრა და რომ არა მათეს წინ გაშვერილი ხელები ქვაფენილზე გაიშლებოდა.
-ფრთხილად!-მკაცრი ბარიტონით წამოიძახა ონისემ,მაგრამ წამში დაარბილა ხმა-რამე ხომ არ იტკინეთ.
ამ დროს მათეს მკლავებიდან უკვე დაეხსნა გოგონას თავი და ჯერ ჩანთას შემდეგ კი ორივეს მორიდებით შეხედა.
-ბოდიშით წინ არ ვიყურებოდი,ნამდვილად დამნაშავე ვარ.-ცრემლები გადმოაგორა გოგონამ და ზურგით შებრუნდა ვითომ გზის მეორე მხარეს გაიხედა უნდოდა უჩუმრად მოეწმინდა მაგრამ ბიჭებმა უკვე შეამჩნიეს,იმის მიუხედავვად რომ სიტყვა არც-ერთს უთქვამს.
-კარგი არაუშავს,საბოდიშო არაფერია-პირველი სიტუაციიდან მათე გამოერკვა და უცნობი გოგონას გამხიარულება ცადა-შენ ჩემი ჩქარი სიარული რომ ნახო,ეს "ზოზინად" მოგეჩვენება.
კიდევ მოუხადა გოგონამ ბოდიში,ოდნავ გაუღიმა და გამოემშვიდობა და ნაბიჯი გადადგა თუ არა მიხვდა რომ მარცხენა ფეხი კოჭს ქვევით სასწაულად სტკიოდა.
"ალბათ რომ წამოვკარი მაშინ ვიტკინე"-გაიფიქრა თავისთვის და იმის მიუხედავად რომ კოჭლობით გაუყვა გზას სახეზე არ შეიმჩნია ტკივილი.
-მოიცადე გოგონა,სად მიდიხართ,ექიმთან გაგიყვანთ,ნაღრძობი ან ამოვარდნილი არ გქონდეს.-როგორც კი დაინახა კოჭლობით წასული გოგონა მათე წამოეწია.
-არა მადლობა,აქვე ვცხოვრობ-რამე სერიოზული რომ იყოს ვერც შევძლებდი გავლას,კიდევ ერთხელ მადლობა მაგრამ არაა საჭირო.-ისე დამაჯერებლად უთხრა გოგონამ რომ მეტი აღარ დაუჟინია ბიჭს,უბრალოდ მხრები აიჩეჩა და "კარგიო" ჩაილაპარაკა.
ონისე ჩაფიქრებული უყურებდა მათ დიალოგს,ხმა არ ამოუღია,თითქოს ვიღაცას მიამსგავსა,მასზე ფიქრი აეკვიატა,არა ვინმეს კი არ მოამსგავსა უბრალოდ მისმა ნაზმა,სახემ,თვალებმა და თავმდაბლობამ მოხიბლა და მასზე ფიქრის გამართლება იმით სცადა ვითომ ვიღაცას მიამსგავსა.თავი გააქნია ფიქრების მოსაშორებლად და მძღოლს მისამართი უკარნახა.
-როგორც იქნა დედი ჩამოხვედი-ცრემლების წმენდით გადაეხვია ქალი შვილს.
-შენ აშკარად ასაკში შედიხარ,რა გატირებს ომში კი არ ვიყავი.-სიცილით შემოხვია მანაც ხელები.
-შენი საყვარელი ნამცხვარი გამოგიცხე და საჭმელს რომ შეჭამ მერე მიირთვი.
-ეხლა ავალ წყალს გადავივლებ,მერე ყავაც მომიმზადე და შევჭამ,საჭმელი ჯერ არ მინდა თან გასასვლელი ვარ.
-კარგი შვილო როგორც გინდა,ვიცი მაინც არ შეჭამ რომც გეხვეწო.
გემრიელად მიირთმევდა ნამცხვარს ონისე როდესაც მაიამ კითხა.
-მალე დაბრუნდები შვილო?
-არ ვიცი მაი,შეიძლება ბიჭები ჩემთან ავიდეთ და ამაღამ ალბათ არც მოვალ,რა მოხდა?
-საჩქარო არაფერი შვილო,სადაც აქამდე ერთი საღამო აღარფერია.
-მოიცადე შენ ისევ ბადრის საყვარელზე გინდა ლაპარაკი?-ღიმილით ჩაილაპარაკა და თან აფსურდად მოეჩვენა ის სიტყვაც კი რომ მამამის საყვარელი ჰყავდა.
-ლაპარაკი არა,მინდოდა სურათები მეჩვენებინა სადაც ერთად არიან.-ცრემლების წმენდით ჩაილაპარაკა ქალმა.
იმ წამს პირში ჩადებული ლუკმა გადასცდა,მოსასულიერებლად ყავა მოსვა და გაფართოებული თვალებით შეხედა დედამის.
-მოიცა რა სურათები,რა ერთად?
-ეხლა არ გინდა შვილო,ხვალ გაჩვენებ,არ მინდა დღევანდელ საღამოს ხასიათი გაგოფუჭო.
-მაია მაჩვენე რა გაქვს.-განერვიულებულმა მკაცრად ჩაილაპარაკა,ისიც უხმოდ ადგა და ტელეფონი მიაწოდა სადაც ის კადები ჰქონდა აღბეჭდილი,სადაც ბადრი გოგონას შუბლზე კოცნიდა და ეხვეოდა.
-ამის დედაც....სულ დამოს... ეგ კაცი?
-მამაშენზე მასე ნუ ლაპარაკობ.-მკაცრად აუწია ხმას მაია.
-არა კიდევ მას იცავ?მართალია ამ სურათებში არ ჩანს რა ურთიერთობა აქვს ამ გოგოსთან მაგრამ გავარკვევ.შენ ხმა არ ამოიღო,არ თქვა რომ ვიცით,მე მოვუვლი ამ საქმეს.-სურათები თავის ტელეფონში გადაიტანა და ისევ დედამის მიუბრუნდა-ეხლა კი წავედი.
-შვილო განერვიულებულმა სად უნდა იარო,გთხოვ არ წახვიდე შენი მანქანით.
-დამშვიდი.-დედას თავზე აკოცა და კარი გაიკეტა.

-რა სახე გაქვს,დასასვენებლად გაგიშვით თუ სახის დასამანჭად?-მეგობრის დანახვაზე მხიარულად შესძახა საბამ.
-ეს დასვენების ბრალი არ არის რა სახე გაქვს?-მათეც გაკვირვებული შეყურებდა მეგობარს.
-ნუ აზვიადებთ,უბრალოდ ვერ ვარ ხასიათზე.
-მერე ჩვენც მაგას ვკითხულობთ რატომ,სანამ სახლში წახვიდოდი მშვენივრად იყავი.-არ ეშვებოდა მათე.
-მაიას ველაპარაკე-მძიმედ ამოისუნთქა.ბიჭებთან არაფერი ჰქონდა დასამალი მაგრამ მაინც მშობლებს ეხებოდა და ცოტა ყოყმანობდა ღირდა თუ არა თქმა,მაგრამ ბოლოს იცოდა მაინც ყველაფერს ეტყოდა და ახლავე სჯობდა გაეგოთ იქნებ ისინიც დახმარებოდნენ მოგვარებაში.
-ბადრის საყვარელი გაუჩენია,თან პატარა გოგო-ტელეფონი გაუწოდა მეგობრებს და მათ გაოგნებულ სახეებზე ინსტიქტურად გაეცინა.
-არ არსებობს,ბადრის უყურე შენ.ძმობას გეფიცები ყველაფერს წარმოვიდგენდი და ბადრი თუ მაიას როდისმე უღალატებდა ვერა.-სერიოზული სახით ჩამოჯდა საბა.
-ალბათ მაგარი იჩალიჩა გოგომ,სახე არ ჩანს მაგრამ აშკარად პატარაა.-დაამატა მათემ.
-მძულს ფულზე გადარეული გოგოები,ვერაფრით დავიჯერებ რომ ფულზე მეტად უყვარს ბადრი.-ზიზღით ჩაილაპარაკა ონისემ-მაიამ მითხრა ოცი წლის ან იქნება ან არაო.მის ტკივილიან თვალებს არავის ვაპატიებ.
-რას აპირებ?-კითხა მათემ.
-არა მგონი ნორმალური ნათქვამი გაიგოს,ასეთი პატარა ამაზე წამსვლელი რომ არის,მას თავმოყვარეობა არც ექნება რომ რაიმე ისეთი უთხრა რითიც უკან დაახევინებ.-საბამ მაშინვე დაიწყო გამოსავლის ძიება მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა.
-მოვახერხებ რამეს,დღეს კი აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი,ხვალ მაიას გამოვართმევ მისამართს და ვნახავ პატარა ბეღურას,თან თუ საკუთარი თვალით არ დავინახე მაინც ძნელია დაჯერება.ეხლა კი გვეყოს და კლუბში წავიდეთ.

-რას ქოშინებ გოგო,მოგდევდა ვინმე?-შეწუხებულმა შეხედა მეგობარს ეკამ.
-აღარ მინდა მამასთან ერთად სადმე გასვლა,სულ მგონია რომ ვიღაც დამინახავს მის გვერდით და მერე კუდებს გამოაბამენ,ეხლაც თითქოს ერთი კაცი რომელიც იმ კაფეში შევნიშნე სადაც ვიყავით,მერე უკან მომყვებოდა.-სუნთქვას ძლივს ირეგულირებდა დინა.
-დარწმუნებული ხარ,მამაშენს არ უთხარი?
-არა,რომ შევამჩნიე ძალიან გვიყურებდა,ვუთხარი მარტო გავისეირნებთქო და წამოვედი,კარგად ვერ დავინახე ის კაცი იყო თუ არა ვინც კაფეში მაგრამ თითქოს მას მივამსგავსე,მაგიტომ წამოვედი პირდაპირ შენთან,არ მინდოდა მარტო სახლში ყოფნა.-ფეხზე გაიძრო და მისაღებისკენ კოჭლობით წავიდა-სადაა ნათელა დეიდა.
-მეზობელთან,თან რომ გაიგო მოდიოდი გავიდა ჭორაობაში არ შეგიშლით ხელსო.საცოდავო სირბილში ფეხიც გიტკენია.
-არეული გზით მოვდიოდი და წარმოიდგინე აეროპორტთანაც ვიყავი.ხოდა ვიღაცის ჩემოდანს ისე მწარედ გამოვედე რომ არა ვიღაც ბიჭის ხელები ქვაფენილზე გავანთხევდი ტვინს და ისე მეტკინა ლამის იქვე დავჯექი და ვიტირე,ძლივს შევიკავე თავი.
-მერე ის უპატრონო არ დაგეხმარა,ვერ წამოგიყვანა სახლში?
-რას ამბობ გოგო რა უპატრონო ის რომ არა კაი გემრიელად დავებერტყებოდი,ისე შემრცხვა ხელებში ჩასვენებულს ზემოდან შეწუხებული რომ დამაჩერდა ისევ ძირს დანარცხება ვარჩიე.შემომთავაზა გაგიყვან სადაც მიდიხართო მაგრამ შერცხვენილი წამოვედი.
-სიმპათიური იყო?-ეშმაკურად გაუღიმა ეკამ.
-შენი აზრით მაგას ვუყურებდი-ოდნავ შეჩერდა თითქოს დაფიქრდა და დაამატა-რომ დავფიქრდეთ კი სიმპათიური იყო,მაგრამ რომლის ჩანთასაც წამოვკარი ფეხი ის უფრო სხვანაირი იყო,ერთი წამით შევავლე თვალი და ისე მიყურებდა მომერიდა და მას მერე აღარ შემიხედავს.
-მაინც როგორი იყო?-არ ეშვებოდა მეგობარი.
-ოოო,ხომ იცი არ მიყვარს აღწერები.მაღალი, შავგვრემანი,ნაცრისფერი მწველი თვალები ჰქონდა,ოდნავ დიდი შუბლი და ოდნავ კეხიანი ცხვირი მაგრამ უხდებიდა.სამაგიეროდ ტუჩები ჰქონდა ისეთი გოგოსაც რომ შეშურდებოდა საშუალო ზომის მაგრამ ისე გამოყვანილი კუთხეებით მართლა შემშურდა.-ისე არაკრაკებდა დინა თან ცარიელ სივრცეს გაჰყურებდა და მის სახეს კარგად ინახავდა გონებაში,შეიძლება ვეღარასდროს ენახა და დაემახსოვრა მაინც.
-რომ გკითხოს კაცმა ერთხელ შეავლე თვალი და ასე ყველა დეტალი როგორ დაიმახსოვრე.-სიცილი მიაყოლა მეგობრის მონაყოლს ეკამ.
-ისეთი მომხიბვლელი იყო ერთხელაც საკმარისია.
-მგონი ვიღაცას სიყვარული ეწვია,თან იმ დაუჯერელი ერთი ნახვის სიყვარულით.
-ხო აბა რა,მეტს აღარავის შევხედავ,მის ლოდინში.მისი ნახვის შანსები ან მაქვს კიდევ და ან არა.
-კარგი ნუ ჩამაშხამე შენი სიხარული.შენ ის მითხარი იმის მერე შეამჩნიე ის კაცი კიდევ,თუ უცნობზე ფიქრში ისე გაერთე სადღა გახსოვდა რის გამო გეჩქარებოდა ასე?
-არა ვეღარ შევამჩნიე,არ ვიცი შეიძლება მე სულაც არ მომყვებოდა და მოჩვენებები დამეწყო უკვე.







ვინც წაიკითხა დიდი მადლობა და მიხარია თუ მოგეწონათ.იმედია ეს თავიც კარგი იქნება.



№1  offline წევრი -tiko))

Magaria male gaagrdzele raa... momwons dzaliaaannn
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№2  offline წევრი S.likuna

malee dadee raa dzalian kargi xar damagariaaaa didi tavebi dadee!!!

 


№3  offline წევრი maskaradi

madloba dzvirpasebo shepasebistvis mixaria rom mogwont,tumca vxvdebi rom es bevrs ar exeba.
magram mainc mixaria,tqven mainc xom mogwont.kidev ertxel madloba.

 


№4  offline წევრი TAKO23

კაია კაია კაია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent