განსხვავებულები 1
ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. მაგრამ მარტო მოულოდნელობები არ ყოფილა საკმარისი, რომ ვიცხოვროთ. უნდა შევიგრძნოთ სხვისი შური ჩვენს მიმართ, ბოღმა და სიძულვილი. ამ დროს გაგვიჩნდება კითხვა: მაშ რისთვის არის ეს ცხოვრება ლამაზი, თავგადასავლებით და სიყვარულით სავსე? იცით რატომ, იმიტომ რომ ყველას აქვს გული და ამ გულს ამუშავებს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება შენთვის. არ დაგიმალავთ და მე არ მყავს ასეთი პიროვნება. სამაგიეროდ მყავს 3 საუკეთესო მეგობარი: ლიკა,დიტო და ცოტნე. რომლებიც ჩემგან რადიკალურად განსხვავდებიან. დიტოს და ცოტნეს ქუჩური ცხოვრება იზიდავს, მე და ლიკა კი ღამის ცხოვრებით ვცხოვრობთ. მართლაია ეს ბიჭებს ძალიან აღიზიანებთ მაგრამ სხვა რა გზა აქვთ, ჩემი აზრით ნამდვილი მეგობარი ის არის, რომელსაც ისეთი უყვარხარ როგორიც ხარ და შენში არაფრის შეცვლა სურს. ლიკა ცოტა თავქარიანი პიროვნება არის, მაგრამ სწავლის მხრივ სერიოზული და გაწონასწორებულია. დიტო და ცოტნე ჩვენთვის უფროსი ძმებივით არიან.ისინი ჩვენზე უფროსები არიან და საკუთარ ბიზნეს აწარმოებენ. ყოველი დღე ჩვეულებრივია, ვდგებით, სასწავლებელში მივყავართ და მოვყავართ მერე კლუბები და დისკოთეკები საბოლოოდ კი დაღლილ-დაქანცულები დასაძილებლათ საკუთარ სახლებში მივდივართ, მე და ლიკა კოლეჯის საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობთ, მან ჩემი ყველა საიდუმლო იცის, ერთმანეთს ყველაზე მეტად ვუგებთ რადგან მშობლები არცერთს არ გვყავს. ერთ დღეს როდესაც კლუბიდან მოვედით ლიკამ მკითხა: -როგორ არ მოგბეზრდა ამდენი წელი შეყვარებულის გარეშე ცხოვრება , ნუთუ ამდენ თაყვანისმცემელს შორის შენი შესაფერი არავინ არის ?-ვერ მივხვდი ეს შეკითხვა რამ გაუჩინა და ძალიან არ მესიამოვნა. -აბა შენსავით ყოველ დღე ახალ-ახალი შეყვარებულის ყოლას ეს მირჩევნია.-არ მინდოდა ასე უხეშად მეთქვა მაგრამ ასე გამომივიდა. -მე უბრალოდ... კარგი არაფერი, დასვენება გჭირდება დაიძინე.-როგორც ჩანს მართლაც უხეშად მითქვამს, კიდევ კარგი დაღლილობას დააბრალა, პრინციპში ასეც იყო ორი დღეა არ მიძინია თვითონაც არ ვიცი რას ვამბობ. ლოგინზე დავეშვი თუ არა ჩავთვლიმე. დილით მზის სხივებმა გამომაფხიზლა, მაგრამ როცა საათს შევხედე მხოლოდ 7 საათი იყო, ამიტომ გადავწყვიტე ძილი გამეგრძელებინა რაც არ გამომივიდა. ავდეგი და შხაპი მივიღე,სააბაზანოში დიდხანს გაჩერება მიყვარდა, მაგრამ რას ვიფიქრებდი საათ ნახევარი თუ დავრჩებოდი იქ. როცა გამოვედი ლიკაც ამდგარი დამხვდა. უკვე საუზმობდა. -დილამშვიდობისა-მივესალმე იმ იმედით, რომ გუშინდელი წყენა აღარც ემახსოვრებოდა, ასეც აღმოჩნდა. -დილამშვიდობისა ქეთათო.-ქეთათოს მხოლოდ მაშინ მეძახდა როცა ჩემზე ნაწყენი არ იყო და რაღაცას მოელოდა, უი სულ დამავიწყდა მე ქეთი მქვია, 19 წლის ვარ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კოლეჯში ვსწავლობ, 100% დაფინანსებით.-გუშინ კარგად გამოიძინე? -სამწუხაროდ ვერა, დილის 7 საათზე გამეღვიძა, არ ვიცი რა მჭირს ამ ბოლო დროს ვეღარ ვიძინებ.ჰო მართლა დღეს კვირაა და ვაპირებ გავისერინო, შენც ხომ არ წამოხვიდოდი?-თმიდან პირსახოცი მოვიშორე და თმის საშრობი ავიღე. -არა, სხვა გეგმები მაქვს, მადლობა შემოთავაზებისთვის.-გამიღიმა და ჭამა განაგრძო. ამასობაში ჟილეტი მოვიცვი და გარეთ გავედი, ცოტა აცივდა, ამინდს დაეტყო შემოდგომის დადგომა, არ მიყვარს წელიწადის ეს დრო, ჩემი საყვარელი დროა ზაფხული. ჯიბიდან ყურსასმენები ამოვიღე, ოჰ ღმერთო, ისევ გადახლართულა ერთმანეთზე, გახსნას შევუდექი და მანქნის სიგნალის ხმა გავიგე,გავიხედე და რას ვხედავ! ორ სანტიმეტრში მაქნანა იდგა, ცოტაც და დამეჯახებოდა, ღმერთო რა წინდაუხედავი ვარ. მაქნანაში თვალებგაფართოვებული,გაბრაზებული ბიჭი იჯდა. არც გამკვირვებია მსგავსი რამ მე, რომ დამმართნოდა გადმოვდოდი და შუაზე გავგლეჯდი ვინც ჩემსავით დაუდევრად მოიქცეოდა. ამას ვერ ვაღიარებდი, გაბრაზებული გამომეტყველება მივიღე და მძღოლსს მივვარდი. -თვალებში რაზვალი ხომ არ გაქვს ? -მოცია, კიდევ მე მეჩხუბები?-გაიკვირვა მან, მართალიც იყო მაგრამ დათმობას არ ვაპირებდი. -ხო, შეგეძლო დაგესიგნალებინა, ხომ არ დამესიზმრებოდა რომ მოდიოდი?-წუთით შემეცოდა კიდეც ბოდიშის მოხდის ნაცვლად იქეთ დავუწყე ჩხუბი. -როდესაც გზის გადაკვეთას აპირებ წინასწარ უნდა გაიხედო და შეამოწმო ვინმე მოდის თუ არა, ნუთუ მშობლებს ეს არ უსწავლებიათ.-მშობლების ხსენებაზე გავბრაზდი, და მივახალე. -შენი საქმე არ არის მშობლებმა რა მასწავლეს და რა არა, შენ გიჟივით რო არ გეტარებინა მანქანა შევამჩნევდი კიდეც, როგორც ჩანს მართვის მოწმობაც მამიკოს ფულებით აიღე.-არ მჩვევია ასეთი სიუხეშე მაგრამ როდესაც ვინმე ჩემს მშობლებს ეხება ძალაუნებურათ ვბრაზდები -არა მგონია ევროპის ჩემპიონის ტიტულს დრიფტში მამიკოს ფულებით აძლევდნენ.-ამით ალბათ "გაიმარიაჟა" -მაგრამ ეს სადრიფტაო გზა არ არის, აქ ხალხი მოძრაობს და ეს უნდა გაითვალისწინო,ტრაფარეტს თუ ხედავ მიხვდები, რომ 50_ზე მეტით სიარული არ შეიძლება, როგორც ჩანს ჩემი პირველი მოსაზრება მართალი ყოფილა.-ეს ვთქვი თუ არა მანქნის კარი გააღო, და დიდი სიჩქარით წავიდა, მაგრამ შუქნიშანზე წითელი აინთო და გაჩერდა მე კი ხმამაღლა დავიძაღე იმ იმედით რომ გაიგონებდა: -კურდღელი,ხისთავიანი.-როგორც ჩანს გაიგონა, უკან სვლით წამოვიდა ჩემს წინ გაჩრდა, კარგი გააღო ხელი მომკიდა და მანქანაში "ჩამტენა"... ----------------- ეს ჩემი პირველი სიახლეა, იმედია ძალიან არ გამაკრიტიკებთ, დიდი მადლობა დრო რომ დამითმეთ და ჩემი სიახლე წაიკითხეთ. თუ მოგეწონათ დააკომენტარეთ რადგან გავიგო გსურთ თუ არა გაგრძელება |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.