შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიშველეთ მუშაობით მკლავენ! 14


26-04-2015, 21:59
ავტორი Only DrEAmer
ნანახია 2 861

როცა დაბრუნდნენ იოანეს სახე წაშლილი ქონდა, ხოლო გაბრიელს დაჭიმული...ნახევარი საათი გარეთ რაღაცაზე კამათობდნენ. ვერაფერი გავიგე...ჩემი ქმარი(მგონი დროა უკვე ასე დავუძახო) მომიახლოვდა და საწოლთან ჩამოჯდა. სახეზე ფერი არ ედო. თვალები აწყლიანებული და ჩაწითლებული ქონდა... გაბრიელი ფანჯარას მიუახლოვდა და თვალი რაღაცას გაუშტერა... იოანემ ხელი ხელზე მომიჭირა... პირი რაღაცის სათქმელად გააღო, მაგრამ მალევე დამუწა. ეს მოქმედება რამდენჯერმე გაიმეორე და ბოლოს ძლივს ამოთქვა
-ანაბელ...-მხოლოდ ეს მითხრა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა
-იოანე იცი რომ უაზრო ბოდიალს ვერ ვიტან დროზე მითხარით რა ხდება!
-მოკლედ... იქნებ შენ უთხრა-მუდარის თვალებით ახედა დიქტატორს, რომელსაც ნერვი საფეთქელთან ძლივს შესამჩნევად უფეთქავდა...
-მე რა ვუთხრა ჩემი ცოლი კიარაა!-შეუღრინა იოანეს და ისევ ცას ფანჯრის იქით რაღაცას გაუშტერა თვალი.
-გაბრიელ.. რთულია ...
-შენ უყვარხარ და შენგან უნდა გაიგოს ეგ! ვინმე გადამთიელისგან კი არა!
-ისე სხვათაშორის მეც აქ ვარ! დღეს მემგონი მეორეჯერ გახსენებთ!
-შენი დავიწყება არცისე ადვილია ამ შემთხვევაში... ნეტა შეიძლებოდეს შენი თავის ჩემით ჩანაცვლება...
-რა ? ბოლოსდაბოლოს არიტყვით რა ხდება?
-ანა მე ვერ გეტყვი.. უბრალოდ იცოდე რომ მნიშვნელობა არაფერს აქვს!
-რას ბოდიალებთ ?
-მალე გაიგებ! იოანე მე გარეთ დაგელოდები !
-მე ვერ ვეტყვი! რთულია !
-მას შენ უყვარხარ! გაიგე ეს ! შენ უნდა უთხრა!
-არ შემიძლია არა! გყვარებოდა და გაიგებდი!
-მიყვარდა!და სწორედ ამიტომაა ჩემ წინ ცოცხალი რომ დგახარ! დროზე უთხარი და გარეთ წამოიყვანე! მანქანაში გელოდებით...
-აუცილებელია რომ იცოდეს?
-აუცილებელია!
-შენ უთხარი ! რთულია!
-ვიცი, მაგრამ შენ უყვარხარ!
-მე აქვარ და სხვაათაშორის მესამეჯერ გახსენებთ ამას!-დავიკივლე და მოკამათეებს გავხედე
გაბრიელმა ჯერ მე შემომხედა, მერე იოანეს შეუბღვირა და ოთახი დატოვა... იოანე ჩემს საწოლთან ჩამოჯდა. ხელზე ისევ მაგრად მომიჭირა, მაკოცა .. უცნაურად იქცეოდა..
-არ იტყვი რა ხდება?
-უნდა იცოდე... მართალია...
-მითხარი...
ღრმად ჩაისუნთქა და მითხრა... 1 წამში ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. 1 წამში უკან დატოვა წარსული და ახალი უაზრო მომავალი გადმომიშალა წინ!
-ანაბელ... შეიძლება ინვალიდად დარჩე...
ეს თქვა და ოთახიდან გავარდა... მთელი ცხოვრება წამართვა მხოლოდ ამ ერთმა ფრაზამ...

არ ვიცი რამ დამარტყა მაგრამ საწოლშივე გავითიშე და სიზმრად ჩემი ბავშვობის პერიოდები გამომეცხადა.... ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო... ძალიან მნიშვნელოვანი..


....



მახსოვს პატარა რომ ვიყავი დედასთან ერთად დავდიოდი ხოლმე ზღვის პირას... კენჭებს ვათვალიერებდი.... მწვანე და ცისფერები მიყვარდა.. ცალკე გადავაწყობდი და სახლში მიმქონდა ხოლმე... მახსოვს ერთხელ სახლში რომ მივდიოდი ერთი მოხუცი შემხვდა... ჰორიზონტს გასცქეროდა და ხმას არ იღებდა... პატარა ვიყავი რა ვიცოდი სირცხვილი რა იყო...მივუახლოვდი და თვალიერება დავუწყე... შემომხედა და გამიღიმა...
-რა იყო ბაბუ ასე რატომ მიყურებ?
-რა ჭკვიანი კაცი ხართ-თვალებგაფართოებულმა შევხედე მოხუცს -მე როგორ ვერ მოვიფიქრე რომ სკამისთვის ბორბლები დამემეაგრებინა და ისე მევლო... არ იღლებით და მიდიხართ სადაც გინდათ.
-ისე ამ უპირატესობაზე არასდროს დავფიქრებულვარ-თბილად გაიღიმა და თავის ბორბლებიან სკამს დახედა-მართალი ხარ!
-არ დაფიქრებულხართ? აბა რატომ დაამაგრეთ ბორბლები ?
-სულელო როგორ ვერ ხვდები! ინვალიდია- სიცილით გამცეს პასუხი იქვე მდგარმა ბიჭებმა
-ინვალიდი ? -ეჭვისთვალით შევხედე ნირწამხდა მოხუცს-ეგ რაარის ?
-აი რო ვერ დადიხარ -ისევ მათ მიპასუხეს
-ეგროგორ ? იტყუებით! როგორ შეიძლება ვერ დადიოდე?
-ეს გოგო მემგონი სულელია!-ჩაიფხუკუნა ერთერთმა მე ავტირდი
-სულაც არ ვარ სულელი! თქვენ ხართ სულელები! როგორ შეიძლება ვერ დადიოდე!
-აბა ეხლა მოუსვით აქედან!-თვალები დაუბრიალა მოხუცმა ბიჭებს. იმათაც იკადრეს და სიცილით გაცდნენ იქაორობას...
-თქვენ მართლა ვერ დადიხართ ? -ინტერესით დავაკვირდი
-ჰო ვერ დავდივარ...
-რატომ?
-ავარიაში მოვყევი და მას მერე ფეხი არ გამიქანებია!
-იქამდე დადიოდით ?
-ჰო დავდიოდი!
-რომ გაიგეთ ვერ ივლიდით რა ქენით?
-"სანამ ადამიანი ბედს არ ნებდება, ის თავის ბედზე უფრო ძლიერია" მეც ასე ვარ.-წარბები შევიჭმუხნე და დაეჭვებულმა შევხედე
-ვერ მივხვდი!
-ჯერ ეგ ისედაც ადრეა შვილო შენთვის!
-მაშინ მითხარით რა გააკეთეთ როცა გაიგეთ რომ ვერ ივლიდით ?
-ჩემს მეუღლეს ვთხოვე რომ ბევრი კამფეტი მოეტანა ჩემთვის.
-რა? რატომ ?
-იმიტომ რომ კამფეტები მიყვარს!
-კამფეტები მეც მიყვარს მაგრამ...
- ბავშვობაში ფეხს რომ ვიტკენდი ხოლმე და მშობლები კამფეტს რომ მაძლევდნენ და ვმშვიდდებოდი
-ჰო...
-ჰო და მეც დავმშვიდდი...
-ანუ ტკივილს კამფეტები შველის ?
-ჰო ეგრეა! მთავარია მარტო კამფეტებზე იფიქრო! მერე კიდევ უფრო მეტ კამფეტებზე და მორჩა! ტკივილი ქრება!
-ჩემს მეგობარს გუშინ თითი გაეჭრა... კამფეტები უშველის ?
-აბა რასიზამს!
-მისმა მშობლებმა რატომ არ აჭამეს?
-შეიძლება არ იცოდნენ! არ გინდა შენ მიუტანო?
-მინდა!
-ჰო და აი ეს ფული აიღე და აი იმ მაღაზიაში შედი ! უთხარი კოტე რო ყიდულობს ის კამფეტები მინდაო და მოგცემენ!
-მადლობა ბაბუა -სწრაფად ვაკოცე ლოყაზე და მაღაზიისკენ გავიქეცი...

იმ საღამოს მე და ჩემი მეგობარი გემრიელად შევექცეოდით კოტე ბაბუას კამფეტებს... გინდ დაიჯერეთ გინდ არა... ნინის ტკივილმა მართლა გაუარა...



.....

-კამფეტები....
-რა?
-კოტე ბაბუს კამფეტები....
-ანაბელ გააფრინე ?! -დაეჭვებული თვალებით გახედა გაბრიელმა იოანეს
-არა... კოტე ბაბუს კამფეტები მინდა...
-რა გინდა?
-კოტე ბაბუს კამფეტები... ბათუმშია...
-რა ?
-მოიცა ახლა სად ვართ?
-გეძინა და არ გაგაღვიძეთ საავადმყოფოში. რაღაც გამოკვლევებს გიტარებენ...რა კოტე ბაბუს კამფეტები...
-აა ? არა არაფერი.. რაღაც დამესიზმრა...
-კოტე ბაბუ ვინაა?
-ერთი კაცი იყო...
-ბაბუ ქალი რო არ იქნებოდა მივხვდით ჩვენც მაგას....
-ჰო ვიცი...
-კაი ეხლა დამამშვიდებელს გაგიკეთებენ ჩვენ წავედით...
-კაი..

გაბრიელი და იოანე პალატიდან გავიდნენ ექთანმა დამამშვიდებელი გამიკეთა...
ორი დღე ან მსინჯავდნენ ან მაძინებდნენ... არცერთი მათგანი ამ დროის განმავლობაში არ მინახავს....

ორი დღის მერე ახალგაღვიძებულს საწოლთან კოტე ბაბუს კამფეტები და პატარა წერილი დამხვდა

...

"იმ ბიჭზე უარესი, რომელსაც ეზიზღები, ის ბიჭია, რომელსაც უყვარხარ"
-წიგნის ქურდი
არაჩვეულებივი წიგნია ინგლისურად მაქვს წაკითხული. ქართულად უკვე ითარგმნა და გაყიდვაში რომ შემოვა გაჩუქებ.ისე მე დამიჯერე და იმ ბიჭზე უარესი ვარ რომელსაც უყვარხარ...
მაინტერესებს თუ მიხვდები რომელი ვარ.

პ.ს. კოტე ბაბუს კამფეტები მეც გამისინჯავს... უგემრიელესია.. იმედია ისევ ისეთი გემო აქვს როგიც მაშინ ქონდა




....


კაიამ? ბოდიში გუშინ რო ვერ დავდე მთელი დღე არ მქონდა შუქი და მობილურიც დასატენი იყო



№1  offline წევრი llella

gaagrdzelr magaria ^_^

 


№2  offline წევრი Annee

რა მაგარიაა *_* მალე დადე შემდეგი. :*:*

 


№3  offline წევრი salo..))

au axla yvelaze dzaan is mainteresebs ioane iyo tu gabrieli ... nu momklav interesit :d es tavi cota 'msubuqi' momechvena wina tavebtan shedarebit:) emociurad cota ufro mdzafrs da datvirtuls velodi rom ar dagimalo :))) mokled warmatebebii :))

 


№4  offline მოდერი Kira

auu male dade ra gtxoov dzaan magaria.. movkvdi interesit.. ❤️❤️❤️
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent