ვარდისფერი სათვალე (5 თავი)
დილით ერთ დასკვნამდე მივედი. არასოდეს აღარ უნდა ვიტირო! უფროსწორად ხშირად არ უნდა ვიტირო (რაც მახასიათებს). და მართლაც, გუშინ ღამით არ მიტირია. არც დღეს არ ვიტირებ და არც ხვალ. გაიღიმე დღეს იტირე ხვალ (წაიკითხე ეს ყოველდღე) თუ ხშირად ვიტირებ, ისეთ რაღაცეებზეც კი, რაც საერთოდ არაა მნიშვნელოვანი ჩემი ცრემლები გაუფასურდება, აზრი დაეკარგება. არც ერთ წვეთ ცრემლს აღარ ექნება აზრი. მერე იმიტომ კი არ ვიტირებ, რომ ცუდად ვარ. იმიტომ ვიტირებ, რომ უბრალოდ ვიტირებ და მეტი არაფერი. ჩემი ცრემლები უბრალოდ მლაშე სითხე იქნება, რომელიც ხშირად სტუმრობს ლოყებს და ყელს და მერე სადღაც ქრება. უჩინარდება და არანაირ კვალს არ ტოველბს (თუ თვალის სიწითლეს არ ჩავთვლით). დილიდან ლიკასთან ერთად ვსეირნობდი და მიხაროდა. მიხაროდა ლიკა და კარგი ამინდი. კარგი ამინდი იყო, თუმცა არ წვიმდა. ძირითადად ამინდი მაშინ მომწონს, როდესაც წვიმს, თუმცა მივხვდი, რომ მზეც უნდა მიყვარდეს. უნდა მიყვარდეს ის, ვისაც ვუყვარვარ. ვისაც ვუყვარვარ ის არასოდეს გამყინავს. მზე არავის ყინავს. ანუ ვუყვარვარ. ყველა უყვარს. კიდევ ერთი მიზეზის გამო არ უნდა ვიტირო. არ მინდა ვარდისფერი სათვალე ცრემლების გამო გახუნდეს და ბზინვარება დაკარგოს. მითუმეტეს ეს ხომ ახალი სათვალეა. -ნახე რა საყვარელი წყვილია _ლიკამ მიმითითა ჩვენ წინ მოსეირნე შეყვარებულ წყვილზე. -ჰო, ძალიან. -შენ და გიო უფრო საყვარლები იქნებით. მესიამოვნა მისგან ეს სიტყვები. კარგია, როცა ვიღაც მაინც მამხნევებს, იმის მიუხედვად, რომ ვიცი, ‘ის’ ძალიან მალე წავა და ალბათ მერე ვეღარასოდეს ვნახავ... აი აქ კი გავჩერდები. აღარ მინდა ტირილი, ისედაც დიდი ხანი ვტიროდი ამის გამო. ჯანდაბა! რთულია აკონტროლო ემოცია... მაინც ვგრძნობ სისველეს ლოყაზე. არ მინდა, რომ წავიდეს... -რა იქნება ახლა, რომ იწვიმოს... _ვუთხარი ლიკას -არა, მერე ცუდი ამინდი იქნება -სულაც არა... ქარი არ იყოს, უბრალოდ იწვიმოს. არაფერი, უთქვამს. გაიღიმა და სეირნობა გავაგრძელეთ. სახლში მისულს ჩემი ძმა შემეგება და მითხრა, რომ სახლში ახალი წევრი გვეყოლებოდა. გამიკვირდა. -ვინ ახალი წევრი? -ზაზუნა -რააააააააა? -ზ ა ზ უ ნ ა -არა! არა! არა! -კი! კი! კი! მამამ კიო -ჩემ ოთახში არ დავინახო ვთქვი და გამწარებლა ოთახის კარი მივიჯახუნე. სინამდვილეში, სადღაც, გულის სიღრმეში მართლა მიხაროდა, რომ ახალი არსება უნდა გამეცნო. სიახლე ყოველთვის მახარებს. მაგრამ ეს ხომ თაგვია. არაუშავს. მივეჩვევი. კარგიცაა. ნაკლები დრო მექნება გიოზე საფიქრალად და უფრო მეტად ზაზუნის მოვლით დავკავდები. არ ვიცი... ძალიან კი მეშინია, მაგრამ მგონი უკვე მიყვარს. რას გამიგებს კაცი... მგონი რადიკალურად შეცვლა გადავწყვიტე. სისულელეების რაოდენობა დღითიდღე მცირდება და უფრო სერიოზული ვხდები. მგონი ასაკის ბრალია. მოიცა... ვიზრდები? არა! სისულელეა. ყოველთვის ბავშვი ვიყავი, ბავშვი ვარ და ბავშვი ვიქნები. ან უყვარდეთ სულელი ბავშვი, ან მოძებნონ სხვა! აი ასე! დღეს გიტარაზე საერთოდ არ დამიკრავს. მგონი მართლა ვიცვლები. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გიტარა აღარ მიყვარს. ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამომიყვანა. მესიჯი მომივიდა. ჰმ.. გიო. „რაღაც საქმე მაქვს. ქვემოთ ჩამოდი. სერიოზული საქმეა“ დავიბენი. გავშეშდი. მეხი დამეცა. მოვკვდი. ისევ გავცოცხლი. ჭიები ამოძრავდნენ და ქვემოთ თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.