იდეალური აზროვნება 4
-მოკლედ, ტკივილი საერთოდ არ ჰქონია, უბრალოდ ერთ დღეს გული წაუვიდა, დედამისმა ანალიზების გასაკეთებლად მოიყვანა და აღმოჩნდა რომ ცალი თირკმელი არ უმუშავებს, წარმოგიდგენია? -მნიშვნელოვანი არაფერი, ერთ წერტილს მიშტერებოდა დემეტრე ისე ჩაილაპარაკა. -გაიგონე? არა ანდრეა გაიგონე ახლა ამან რა თქვა? მნიშვნელოვანი არაფერიო, ამდენი ხანია ველაპრაკები და ... მოიცა რა მნიშვნელოვანი არაფერი? -ალექს, მეც გამიჩერდება თირკმელი ახლა თუ არ გაჩუმდები, ანდრეამ მობეზრებულად ჩაილაპარაკა, და ჰო, რა მნიშვნელოვანი არაფერი? -გამოსვლის შემდეგ თავის ოთახში მივაკითხე, ორჯერ ვაკოცე, წამოვლამდე ვუთხარი არ იფიქრო რომ არაფერს ნიშნავსთქო და ორი წუთის მერე ამბობს მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარაო, არაფერიო, დემეტრე თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. -რა ქენი? ანდრეამ ყურებს ვერ დაუჯერა, მერე კი ხმამაღლა გადაიხარხარა, ახლა დემეტრეს მზერის მსხვერპლი ის იყო. -ვაიმე, დევდარიანი, იბღვირე რამდენიც გინდა ახლა მაინც ვერ გამაჩერებ, ალექსმა მუცელზე ხელი მიიჭირა და ისე განაგრძო სიცილი. -რას ვიღებდი ხმას საერთოდ, დემეტრემ თავი გადააქნია. -მოიცა ეს როდის? იცოდი ვინმე თუ მოწონდა? ალექსმა ანდრეას გადახედა მან თავის გაქნევით უპასუხა. -ბალეტზე ხო? ბალერინა მოგწონს? ბიჭმა თვალები დაქაჩა. -ბალეტზე? მართლა იყავი, ბიჭო, იქ? მე მეგონა ხუმრობდა, ალექსმა ისევ გაიცინა. -კარგი, გვეყო ახლა. დემეტრე, მოყევი. -რაღა მოვყვე, გითხარით უკვე. -რა ქვია? სად გაიცანი? როგორია? -როგორია ვერ მიხვდი უკვე? უნაირო, აი როგორია. -ხო კაი, დამშვიდდი, სად გაიცანი მართლა? -ნიკა დადიანი გახსოვს, პაციენტი გვყავდა ერთი იმ საქმეს იძიებდა, ბიჭები თავის დაქნევით დაეთანხმნენ. -მაგის უმცროსი დაა. -შენ სადღა გაიცანი? -იქ სადაც ნიკა და ნუ მომიშლი ახლა შენ მაინც ნერვებს, ალექსანდრე. -დღეს იქნება დედაშენის წვეულებაზე? -წესით უნდა მოვიდეს, მოსაწვევები გააგზავნა ანამ, მაგრამ მაგი ნორმალურად არასდროს არ იქცევა და. -ისეთი გაბრაზებული ხარ სჯობს მართლა არ მოვიდეს, ანდრეამ კიდევ გაიცინა. -ისეთი გაბრაზებული ვარ სჯობს საერთოდ გაქრეს დედამიწიდან, დემეტრემ მაგიდას ხელი დაარტყა და ოთახიდან გავიდა. ალექსანდრეს გაოცებული თვალები, ანდრეას შოკირებულ თვალებს მიეწებნენ. *** ყველა ქალი მგრძნობიარეა, თუნდაც გულის სიღრმეში და არ შეიძლებოდა ასეთი კოცნა არაფერს ნიშნავდეს, დემეტრე უაზროდ დახეტიალობდა სტუმრებით სავსე სახლში და ვერ იჯერებდა, რომ უკვე მეორე დღეა, რაც იმ გოგოზე ფიქრი არ შეუწყვეტია. ის კი არა იმასაც ვერ იჯერებდა, რომ ახლა ამ წვეულებაზე იყო. -დემეტრე, თავი სწრაფად მოაბრუნა და მამასთან ახლოს მივიდა. -საღამო მშვიდობის, სტუმრებს მიესალმა და დედას გვერდით ამოუდგა. -ანუკი აღფრთოვანებულია თქვენი ოჯახით, უკვე რამდენიმე თვეა წყნეთზე ლაპარაკობს, ნათიამ ნატას გაუღიმა. -დემეტრე, ნიკა გეძებდა მგონი. -ხო, მოსალმება უნდოდათ მას და დაჩის, აი იქ არიან, ნატამ თავის შვილებზე მიუთითა. დადიანები მაგიდასთან იდგნენ და დაჩი რაღაცაზე იცინოდნენ. „რა თქმა უნდა, არ მოვიდა“ გაიფიქრა დემეტრემ და ნიკასკენ წავიდა. -დემეტრე, როგორ ხარ? დამდეგს გილოცავ. დემეტრეს სიტყვა გაუწყდა მაგიდასთან მჯდომი ნინა რომ დაინახა. ვერც კი იცნო თავიდან იმდენად სხვანაირი იყო ამ საღამოს. ლამაზი, ქალური, ნაზიც კი. შავი ტანზე მომდგარი კაბა ძალიან უხდებოდა და დემეტრეს მოუნდა ფეხზე მდგარიყო გოგონა რომ ერთიანობაში დაენახა. -გამარჯობათ, ჯერ კიდევ ნინას დაშტერებოდა გოგონამ რომ ამოხედა და ისევ ისეთი ღიმილით გაუღიმა თავს რომ მნიშვნელოვნად გაგრძნობინებს. -როგორ ხარ? ხმა ეუცნაურა, ცოტათი ჩახლეჩილიც კი იყო. დაღლილი ჩანდა ნინა. -ვაიმე თვალებს ძლივს ახელს, შეხედეთ, დაჩიმ ისევ გაიცინა. -ღმერთო, რა დავაშავე ეს რომ გააჩინე, ნინამ სახეზე ხელები ჩამოისვა და ღრმად ამოისუნთქა. -ავად ხარ, ნინა? დემეტრემ თავი ძლივს შეიკავა მის წინ არ ჩამუხლულიყო. -არა, ავად არ არის, დაღლილია, ნიკას ჯერ კიდევ გაბრაზებული მზერა ჰქონდა. -ოჰ, თქვენ სერიოზულადაც ლაპარაკობთ ხოლმე? დემეტრეს მართლა გაუკვირდა და თავი უხერხულადაც იგრძნო სამი გაოგნებული მზერა რომ მიაშტერდა სახეზე. -ჩვენ ძალიან სერიოზულადაც ვლაპარაკობთ, როცა ზოგზოგიერთები კარნავალებზე ღამისთევით დადიან, ნინამ მზერა დემეტრედან ნიკაზე გადაიტანა და თვალებით რაღაც უთხრა. დემეტრემ ვერაფრით მოაშორა მზერა ნინას. -წამოდი იქ შენი თანამშრომელი დავინახე, ლიზიკომ ნიკას ხელი ჩაჰკიდა და ოთახის მეორე მხარეს წაიყვანა. -დაჩი, დაჩი წამოდი რაღაცას განახებთ, ბარბარემ ძმასთან მოირბინა და ანუკისკენ წაიყვანა. დემეტრე ნინას წინ ჩამოჯდა მაგიდასთან. -როცა ნაბახუსევი იცი ბევრი არ უნდა დალიო, ნინამ წარბები ზემოთ აწკიპა და დემეტრეს თვალები დაუწვრილა. -როცა რჩევას არ გეკითხებიან სჯობს გაჩუმდე, ისე ჩვეულებრივად ჩაილაპარაკა დემტრეს ეგონა სიტყვები არასწორად გაიგო. არც გაბრაზებული იყო ნინას ხმა, არც მობეზრებული, ისე თითქოს საყვარელ ფერზე ლაპარაკობდა. თავი დახრილი ჰქონდა და დემეტრეს აღარ უყურებდა. -მოიცა გამოვიცნო, ეს ბალერინა ხომ? ნინამ ბიჭს გაუღიმა. -შეგიძლია უბრალოდ ნინა დამიძახო. -ალექსი, ეს ანდრეაა, ჩვენ დემეტრეს მეგობრები ვართ, ნინამ ისევ გაუღიმა ბიჭებს. -სასიამოვნოა. -ალექსანდრე, ახლავე მოდი და შენი გაფუჭებული საქმე... ესმერალდა, მარიამმა სიხარულისგან წამოიყვირა და გოგონას გაუღიმა. -ნინა, მარიკო, ნინა ჰქვია, ანდრეამ დემეტრეს სიცილით გადახედა და მისი მზერა ვერაფრით დაიჭირა. -ხო, ვიცი, დედამ მითხრა. არაჩვეულებრივი იყავი, საოცრად ცეკვავ. ძალიან მინდოდა შენი გაცნობა ორშაბათს, მაგრამ ჩემმა ძმამ ისე ჩქარა წამოგვიყვანა იქედან რომ ვერ მოვასწარით. მე და დედა... -გაიგო, მარიამ, გაიგო, დემეტრე ფეხზე წამოდგა და დას გვერდი ჩაუარა. -ძალიან დიდი მადლობა, მარიამ. -რისი მადლობა, ამაზე არ ინერვიულო ტიპური დემეტრე, გოგონა ოდნავ დაიჭყანა და ნინას გაეცინა. -არა, რაზე უნდა ვინერვიულო? -როდის განახლდება წარმოდგენები, აფიშაზე იყო ახალი წლის მერეო და... -ხუთ, ექვს და შვიდ იანვარს იქნება კიდევ. -აუცილებლად მოვალთ მე და დედა. -ძალიან მიხარია, რომ ასე მოგეწონათ, დიდი მადლობა. ანდრეა სიცილით უყურებდა ალექსანდრეს და მერე თვალებით ანიშნა დემეტრესკენ წასულიყვნენ. ნინა ჯერ კიდევ მარიამს ესაუბრებოდა, როცა ქერათმიანი გოგონა უკნიდან მიუახლოვდა მარიამს და ალექსანდრეს სახეზე ღიმილი საერთოდ გაქრა. -მარიამ, დამდეგს გილოცავ. ალექსანდრე, ანდრეა, გოგონამ ორივეს თავი დაუკრა და ოდნავ გაიღიმა. -ანასტასია, ერთხმად გაიმეორეს ბიჭებმა და მარის გადახედეს. -შენც გილოცავ, იმედია დროს სასიამოვნოდ ატარებ. ნინაც დაძაბა დამუხტულმა ჰაერმა. -გამარჯობა, ანასტასიამ ახლა ნინას გაუღიმა. გოგონამ ღმილით უპასუხა და მერე ძალიან უცნაური მოეჩვენა ანდრეას მზერა. -უკაცრავად, ჩემს ძმებს მოვძებნი. ნინამ უფრო თავი გაითავისუფლა იმ ატმოსფეროსგან და თვალებით დემეტრე მოძებნა. დაინახა, რომ მამამისს ესაუბრებოდა და დაჩისკენ წავიდა. -ნინა, ალექსი და ანდრეა გაიცანი? -კი, შეენც? რა თქმა უნდა, ნინამ ღიმილით თავი გადააქნია. -დედი, შენი ძმის შასაძლებლობებს კიდევ ვერ აფასებ ბოლომდე, ნატამ დაჩის გაუღიმა. -დედა, მე და ანუკი ვიმღერებთ, ბარბარემ სიცილით გამოაცხადა და ნინამ ფართოდ გაუღიმა უმცროს დას. -ძალიან კარგია, რომელ სიმღერას ? -მარიამი გვირჩევს ახლა. -ანუკი, მარიამი გეძახით შენ და ბარბარეს, დემეტრე ნინას გვერდით ამოუდგა და გოგონა უცებ დაიჭიმა. -იმედია ეს ქალბატონი ჩვენკენ არ მოდის, ნატას თვალები ბრაზით აივსო. -დედა, ნინამ პირი დააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ ვეღარ მოასწრო. -ნატა, როგორ ხართ? დემეტრე, ქალმა ყველას გაუღიმა. -ძალიან კარგად, სალომე, შენ როგორ ხარ? -ჩვენც კარგად, ნინა, გავიგე პრემიერას ტრიუმფით ჩაუვლია, გილოცავ -მადლობთ, ნინამ ღიმილის გარეშე გადახედა ქალს. დემეტრეს ეუცხოვა გოგონას შეკრული მუშტები. -დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ამაღამ დადიანების სიმღერას, ქალმა თითქოს უდარდელად გაიღიმა, მაგრამ ახლა დემეტრე იყო დაძაბული ატმოსფეროს მსხვერპლი, დაჩის თვალებით შეეკითხა რა ხდებოდა, მან კი სულ ოდნავ თავი გააქნია. -იმღერებენ ბარბარე და ანუკი, და შეგიძლია მოუსმინო, სალომე, დემეტრე შეეცადა რაიმე ეთქვა. -ბარბარე? ჩემო გოგონა, როგორ მიხარია რომ ასე კარგად ხარ უკვე, რამდენი ხანია საზოგადოებაში არ მინახიხარ, ნინამ უცნაური სუნთქვა ამოუშვა და დემეტრემ ახლა მას დახედა. გაუაზრებლად დაუსვა ხელი ზურგზე და ეგონა გოგონა ამოხედავდა მაინც, მაგრამ ახლაც შეცდა. ნინა უბრალოდ უფრო მიუახლოვდა დემეტრეს სხეულს და გაიღიმა. -ალბათ იმიტომ, რომ ბარბარე დაკავებული იყო ძალიან, ზაფხულში ბანაკში იყვნენ ის და ანუკი, თორემ დარწმუნებული ვარ აუცილებლად ნახავდით. -ძვირფასო, მინდა ჩემი რძალი გაგაცნოთ აი, მოდის, ტასო, ქალმა გოგონას დაუძახა და ისიც ნინას მოუახლოვდა. -ტასო, ეს ჩემი მეგობარია ნატა, დაჩი, ნინა და ბარბარე მისი შვილები არიან. დემეტრეს და ანუკის უკვე იცნობ. -ხო, სალომე, ნინასაც ვიცნობ, მარიამმა გამაცნო დღეს. დემეტრეს ნინას ზურგზე ხელი ისე დაეჭიმა, რომ გოგონამ პატარა ბიძგი იგრძნო უკნიდან. თვალებით შეკითხვაც დაუსვა დემეტრეს, მაგრამ მის სახეზე ვერაფერი წაიკითხა. ბიჭი მხოლოდ იდგა და უმისამართოდ იღიმოდა. -უკაცრავად, სიმღერის მოსამზადებლად უნდა წავიდეთ, ნინამ ბარბარეს ხელი ჩაჰკიდა და ანუკისთან ერთად წაიყვანა. დაჩის თვალებით რაღაც უთხრა და უცებ უკან მოტრიალდა. -დემეტრე, მოდიხარ? ბიჭის უმისამართო ღიმილმა ნინაზე გადაინაცვლა და უკან გაჰყვა. ცოტა ეუცნაურა ნინამ ბარბარეს ყურში რაღაც რომ ჩასჩურჩულა, მაგრამ მერე გოგონამ დას ხელი გაუშვა და ანუკისთან ერთად გაუჩინარდა. -სიმღერაში ცუდი დამხმარე ვარ, დემეტრემ ნინას შეხედა. -მე ვარ კარგი დამხსნელი უხერხული სიტუაციებიდან, დემეტრეს სიცილი წასკდა და ნინას დააშტერდა. -ახლა უნდა აგიხსნა, ბიჭმა პირი გააღო. -რა? არაფერი არ უნდა ქნა ახლა, ნინამაც გაიცინა. -მადლობას მაინც გადაგიხდი, დემეტრე უფრო მიუახლოვდა ნინას -არაფრის, დემეტრე. -შენი უფრო კარგად გამოგდის მადლობის გადახდა, ისე, გოგონას ღიმილი სახეზე შეაშრა და პირი დააღო საპასუხოდ. -აი, ჩვენი დები მღერიან, დემეტრემ თვალი ჩაუკრა და ხმის ამოღება არ აცადა ისე ამოუდგა გვერდით. გაოცებული იყო დევდარიანი, ნინა მთელი გულით უსმენდა ბარბარეს, თვალებიც კი აუბრჭყვიალდა. მგონი არც სუნთქავდა, არ იღიმოდა, მაგრამ სახეზე ბედნიერება ეწერა. დემეტრემაც გახედა მომღერალ გოგონებს და მათი ხმები მოეწონა, შეეცადა გაეხსენებინა, მაგრამ ვერაფრით მოახერხა აღედგინა ბოლოს როდის მოუსმინა ანუკის სიმღერას. მხოლოდ ის გაახსენდა რომ უმცროსმა დამ რამდენიმეჯერ უთხრა კონცერტი ჰქონდა სტუდიაში, მაგრამ ვერ წავიდა რატომ ისიც არ ახსოვდა. ალბათ ოპერაცია ექნებოდა ან გადაუდებელი თათბირი, ან რამე სხვა... უცებ ძალიან მოუნდა ყველა მის მიერ გამოტოვებული მნიშვნელოვანი დღისთვის ბოდიში მოეხადა ანუკისთვის და მარიამისთვისაც, ძალიან მოუნდა ყველა მათი მნიშვნელოვანი დღის ნაწილი ყოფილიყო და ამ წამს მთელი სიმძაფრით იგრძნო დემეტრემ უძლურება... ის, რაც ახლა ყველაზე მეტად უნდოდა შეუძლებელი იყო, შეუძლებელი იყო წარსულის შეცდომების გამოსწორება. სიმღერა როგორც კი დასრულდა ანუკისკენ წავიდა. -არაჩვეულებრივად მღერი, ბასტი, დემეტრემ მთელი გულით გაიღიმა, ბავშვობის დროინდელმა ზედმეტსახელმა ისევ ისეთი შთაბეჭდილება რომ მოახდინა ანუკიზე. სრულ არაკაცად იგრძნო თავი, როცა უმცროსი და მაგრად ჩაეხუტა. -მადლობა, დემეტრე, დიდი მადლობა. გვერდით გაიხედა და დაჩისაც ჩახუტებული ჰყავდა ბარარე. -მოგესალმებით, ყველა ხმის მიმართულებით მიტრიალდა, თითოეულ თქვენგანს დიდ მადლობას გიხდით დღეს ჩვენი დაფასებისთვის და აქ მორძანებისთვის, დამდეგს გილოცავთ. ახლახანს ჩემს ახალ მეგობრებთან საუბრისას შევიტყვე რომ არის ერთი ბავშვთა სახლი, რომელიც ნატა დადიანმა საკუთარ სახლში გახსნა და ეს ოჯახი მას უკვე რამდენიმე წელია პატრონობს საკუთარი ხარჯებით. ძალიან მომინდა ჩემი წვლილი შემეტანა ამ უაღრესად დასაფასებელ საქმეში და დარწმუნებული ვარ მხარს დამიჭერთ. გთავაზობთ, მოვაწყოთ აუქციონი. რადგან ხელოვნების ნიმუშებით და შედევრებით ვერ დავიკვეხნით, მინდა დამხმარეებად ამ საღამოს ლამაზმანები მოვიწვიო. დაე, ჩვენმა ვაჟკაცებმა ფული გადაიხადონ მათთან ცეკვაში. ჩვენი სასიამოვნო საღამო ნაყოფიერიც გავხადოთ. აუქციონი ნახევარ საათში დაიწყება. დარბაზში ტაშის ხმა გაისმა, დემეტრე გაოგნებული უსმენდა დედამისს. ბევრი ახალი ამბავი იყო, ძალიან ბევრი. თვალებით ნინა მოძებნა და დაინახა დედამისთან ერთად როგორ იღიმოდა. -არც კი იფიქრო იცოდე, ანუკის სრული სერიოზულობით უთხრა და დედამისისკენ წავიდა. -დედა, რას აკეთებ? -დემეტრე, არ ვარ წინააღმდეგი ამ საღამოს რამდენიმე ათასი დახარჯო, ნათიამ შვილს თვალი ჩაუკრა და ნატასკენ წავიდა. -დედაშენი მაგარი ქალია, დაჩი დემეტრეს მიუახლოვდა -წარმოგიდგენიათ ბარბარემ მეც ვიცეკცებო, ნინა სიცილს ვერ იკავებდა. -მერე? -მერე ნიკამ ჩაუტარა ლექცია და გაააჩუმა, დაჩი ახარხარდა. -ნინა, მონაწილეობ? დემეტრეს გვერდით მარიამი ამოუდგა. -რა თქმა უნდა, მარიამ, შენ? -არა, მის ნაცვლად დემეტრემ გასცა პასუხი და მარის დააშტერდა. -კი, ძმას თვალებში შეხედა. -მარიამ, ანუკის უკვე ვუთხარი... -ოჰ, დემეტრე, ანუკი თხუთმეტი წლისაა, ძალიან კარგი, მარიამ. მარი გაოგნებული მიაშტერდა ჯერ ნინას მერე დემეტრეს და ბოლოს ისევ გაიღიმა. -წავალ დედაჩემს ჩვენს სახელებს ჩავაწერინებ. -მოიცა, მარიამ, ბიჭებზე რომ გააკეთონ? ჩემშიც გადაიხადონ ფული, დაჩი უკან გაჰყვა. -დემეტრე, არავინ მოგტაცებს დას ეს მხოლოდ საქველმოქმედო ცეკვაა, ნინამ თვალი ჩაუკრა ბიჭს. -შენ ნაბახუსევზე აღარ ხარ? ზემოდან დააშტერდა დემეტრე. -მე მოცეკვავე ვარ, დემეტრე, არ ვსვამ. ოდნავ გაუღიმა გოგონამ, ისე რომ თვალებს არ შეხებია ღიმილი. -ნინა, მე ვიცი როდის რა უნდა ვუთხრა ჩემს დას. ნინას ოდნავ ჩაეცინა და ისევ გახედა დემეტრეს. -როგორც ჩანს შენმა დამაც იცის როდის რა უნდა გააკეთოს, ჩაილაპარაკა და მოშორდა. *** ნათია ბედნიერი იყო მისი იდეა ასეთი წარმატებული რომ აღმოჩნდა. მოხალისე გოგონებიც ბევრი ჰყავდა და საქმე ისე მიდიოდა ბავშვთა სახლს ძალიან კარგად დაეხმარებოდნენ. ნინამ გაოცება ვერ დამალა მარიამის ცეკვა რომ დემეტრემ „იყიდა“. სახელი ვერ მოუძებნა მის საქციელს. უფროსი ძმები თვითონაც ჰყავდა, მაგრამ ასე არასდროს ჩარეულად ნინას ცხოვრებაში არც ნიკა და არც დაჩი. ყოველთვის გრძნობდა მათ მხარდაჭერას, მზუნველობას, ხშირ შემთხვევაში გადამეტებულ ყურადღებას, მაგრამ ასეთი მკაცრი არც ერთი არ ყოფილა. მომდევნო ლიზიკო იყო და სიცილი ვერ შეიკავეს დადიანებმა ნიკამ მასთან ცეკვა არავის რომ დაუთმო. -ისღა მაკლია ჩემი ცოლის წელზე ვინმეს ხელს შორიდან მშვიდად ვუყურო, გამარჯვებულის ხმით ჩაილაპრაკა ბოლოს და ლიზიკოსკენ წავიდა. -შენ ნინა ხარ ხომ ? -კი... -მე ხატია ვარ, მონაწილეობ? -კი, წესით მალე უნდა გამომაცხა... -მეც ვმონაწილეობ, ძალიან მაინტერესებს შენში რამდენს გადაიხდიან, გოგონამ გამომწვევად აათვალიერა ნინას სხეული. -უკაცრავად? ნინას თვალები გაუფართოვდა და გვერდით მდგომ დაჩის გადახედა. ამასობაში ხატიაც გამოაცხადეს და ნათიას გვერდით ამოუდგა გოგონა. -ეს ვინ იყო? -აუ რა ქალია, სალომეს შვილია, მგონი შენზე ცოტათი უფროსი უნდა იყოს, ვაიმე როგორ თქვა? დაჩი ისევ იცინოდა - შენში რამდენს გადაიხდიანო ? -დაჩი, გეყოფა, ყველა შენ გიყურებს. ნინამ ძმას მხარი გაკრა. ბოლოს ხატიას ცეკვაც ჩამთავრდა. -ახლა კი, ნინა დადიანს ვთხოვთ, ნინა ნათიასკენ ღიმილით წავიდა. -მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ნინა პროფესიონალი მოცეკვავეა და ღირსეულ პარტნიორს იმსახურებს. -ათასი ლარი, გაისმა დარბაზიდან ხმა და ნინამ პირველად ნიკას და დაჩის გადახედა. ღმერთს მადლობა შესწირა ორივე ჩუმად რომ იდგა. -ათას ხუთასი, დაიძახა სხვა ხმამ. -სამი ათასი, ახლა ნამდვილად იცნო, ხმის ავტორი და ნინას ადგილზე გააცივა კოტე რომ დაინახა, სულ მოუთქმენლად დაელოდა პასუხს. -ხუთი ათასი, უპასუხა პირველმა ხმამ და გოგონამ თვალებით მადლობა გადაუხადა ალექსანდრეს. -ხუთი ათასი ერთი, ხუთი ათასი ორი... -ექვსი ათასი, ნინამ ახლა გულიანად გაიცინა ანდრეა რომ დაინახა ხელ აწეული. -მოკლედ, ათი ათასი და ნინა ჩემთან ცეკვავს, ალექსანდრე ლამის იცინოდა და მეგობარს თვალებს უქაჩავდა. -ნინა დადიანთან ცეკვავს ალექსანდრე ვაჩიბერაძე, ნათიამ ღიმილით გამოაცხადა და დარბაზს შეუერთდა ტაშის დაკვრაში. ალექსი ნინასკენ წამოვიდა, ნინამ მის უკან დემეტრე დალანდა და ძალიან ღრმად, სულ ოდნავ გული დაწყდა. ალექსი მუსიკოსებთან მივიდა და შეკვეთა მისცა. -იმედია ტანგოს საწინააღმდეგო არაფერი გაქვს. -არა, რა თქმა უნდა. ნინას ნაცნობი ჰანგები მოესმა და ალექსანდრეს ხელი მაგრად ჩასჭიდა.... ისევ აპლოდისმენტებმა გამოაფხიზლეს, ალექსი გაღიმებული უყურებდა. ნინამაც გაუღიმა საპასუხოდ. სხეული სასიამოვნოდ მოთენთილი ჰქონდა დამღლელი, ემოციური ცეკვის შემდეგ. -ნინა, საოცრად ცეკვავ. -ალექს, შენც, ძალიან მაგარი ხარ. -მე ადრე ახალგაზრდობაში ვცეკვავდი, გაიცინა ალექსმა და ნინაც აიყოლია. -კიდე კარგი რომ დავთმე მე ასე მაგრად ვერ ვიცეკვებდი, ანდრეა მოუახლოვდა მათ. -დაიკო, ერთი დღე არ დააღამო ისე რომ არ იცეკვო, დაჩიმ ნინას ხელი გადახვია, წამოდით მაგიდასთან დავსხდეთ, თორემ ჩემს დას ფეხზე ჩაეძინება ახლა. -აი, დემეტრეა იქ, ანდრეამ ხელი მეგობრისკენ გაიშვირა. -ჰე, დემე, აღიარე ხო ვარ მაგარი, ალექსმა მხარზე ხელი დაკრა. -ძალიან, ნინას მიაშტერდა დემეტრე. -ცოტნე, მოდით ჩვენთან, ნახე დაქალს მოგიყვან ახლა, დაჩიმ დას გადაულაპარაკა, ნინასაც სიცილი წასკდა ხატია რომ დაინახა. -აბა, კმაყოფილი ხარ რაოდენობით? როგორც კი დაჯდა მაშინვე ჰკითხა ნინამ და გაიცინა. -მოლოდინს გადააჭარბა, თვალი აარიდა ხატიამ. დაჩი ჯერ კიდევ იცინოდა. -ხატიას აინტერესებდა რამდენს გადაიხდიდნენ ჩემში, გოგონამ ციტირება გააკეთა და ისე აუხსნა სიტუაცია ბიჭებს. -უნდა ვაღიაროთ რომ ღირდა, ალექსმა ნინას თვალი ჩაუკრა. და უცებ ვერ მიხვდა რატომ დაეძაბა ანდრეას სახე. -ტასო, ცოტნემ გოგონას გასძახა და ისიც მისკენ წამოვიდა. -გაიცანი, დაჩი, ჩემი ცოლი, ანასტასია. ვერც დაჩი და ვერც ნინა ვერ მიხვდნენ რატომ დაკრავდა მის ტონს ნიშნის მოგების ინტონაცია. -სასიამოვნოა, თქვა დაჩიმ, ეს ჩემი დაა, ნინა. ბიჭი თავის დაკვრით მიესალმა, ნინამაც იგივე გაიმეორა. -ნინა, ძალიან კარგად ცეკვავ, ალბათ პროფესიად აირჩიე ხომ ? ანასტასიას ხმას ნერვიულობა აშკარად ეტყობოდა. -არა, მხოლოდ დროებით პროფესიად, ისე არქიტექტურაზე ვსწავლობ. -აკადემიაში ხომ არა? დემეტრემ ნინას გადახედა, გოგონას გაეღიმა. -კი. -შენ ალბათ ხატვაც იცი, დემეტრეს სახედან ღიმილი არ შორდებოდა. -რა? არა, აკადემიაში ვინ ხატავს საერთოდ? გოგონას სიცილი წასკდა. -არა, ახლა უნდა მითხრა ენა წინ მისწრებსო, დემტრესაც გაეცინა. -ენა წინ გისწრებთ, ბატონო დემეტრე. ნინამ თვალი ჩაუკრა. -ცეკვავ, ხატავ, ძალიან ნიჭიერი ხარ, ნინა ოდნავ შეიშმუშნა ცოტნეს მზერაზე, -კიდევ მღერის, სპორტში ყველაზე კარგად ერკვევა ჩემს ნაცნობ გოგონებში, ლამაზია, მხიარული და მოკლედ ჩემი და თვით სრულყოფილებაა, დაჩიმ ნინას პირდაღებულ სახეს ყურადღება არ მიაქცია და თვალებით ხატიაზე ანიშნა. ნინას გაეცინა. -რომელი სპორტი ნინა? -ნიკას ფეხბურთი უყვარს, დაჩის კალათბურთი მე ორივე ძმა მიყვარს, ანასტასიას გაუღიმა ნინამ. -დარწმუნებული ვარ შენს ძმებსაც უყვარხარ, მაგრამ მაგის გამო ბალეტის ცეკვა არ დაუწყიათ, ღიმილის გარეშე ჩაილაპარაკა ხატიამ. ნინას გაეღიმა, მის თვალებს ისევ არ შეხებიათ ეს ღიმილი. -ალბათ იმიტომაც არ დაიწყეს ცეკვა რომ მართლა ვუყვარვარ, ნინამ გაიცნა და სხვებიც აიყოლია. მერე უცებ შეკითხვების დასმა შეწყვიტეს და ნინამ გაოცებული ხმით წამოიძახა. -რატომ გაჩუმდით? მე მიყვარს როცა განმიხილავენ, ისევ გაიცინა ყველამ. -ჩამონათვალში თავმდაბლობა დამავიწყდა, დაჩიმ დას გადახედა. -როგორც იქნა, დაჩი, მეც არ ვიფიქრე რა დალია ასეთითქო, ნინამ ძმას გაუღიმა. -აუ, რა კარგები ხართ ერთად, როდის მოვდივართ სტუმრად თქვენთან? ანდრეამ დაჩის გაუცინა. -ხვალ, ერთხმად ჩაილაპრაკეს დადიანებმა. - შვიდ იანვარს წყნეთში წვეულებას ვაწყობთ, დემეტრე, მარიამსაც უთხარი წამოვიდეს, ბარაბერე ანუკის ეტყოდა და თქვენი მეგობრებიც წამოიყვანეთ. -განსაკუთრებით ისინი ვინც შენნაირად ცეკვავს, ნინამ ალექსანდრეს შეხედა. -თქვენც გელოდებით, ცოტნე. -ვიცეკვოთ? თავიდან ნინას ეგონა რომ მოესმა, მაგრამ დემეტრე ისეთი დაჟინებული თვალებით უყურებდა რომ დარწმუნდა მისი წარმოსახვის უნარი არაფერ შუაში იყო. თავი დაუქნია და მასთან ერთად ფეხზე წამოგდა. -სამწუხაროდ, ტანგოს ვერ შემოგთავაზებ და არც ელასტიკები მაქვს თან ბალეტისთვის, გოგონას ხელი ჩაჰკიდა და ახლოს მიიზიდა. -არაუშავს, გამონაკლისს დავუშვებ, ნინამ მზერა აარიდა და ოდნავ გაიღიმა. -ოჰო, ეს რაღაც ახალია, ჩემთვის გამონაკლისი უნდა დაუშვა? -შენთვის და ყველასთვის, ვინც ცეკვა არ იცის, ახლა ახედა გოგონამ დემეტრეს და მხოლოდ გამოცდილების დამსახურება იყო რომ ნინა იატაკს არ ჩაეხუტა ისე მოულოდნელად და სწრაფად დაატრიალა დემეტრემ . -ნუ, მთლად უვიცი არც მე ვარ. -ღიმილი გიხდება, ხმამაღლა გაიფიქრა გოგონამ და ვერ დაიჯერა, რომ მათ შორის პირველი კოპლიმენტი თვითონ თქვა. -შენც, ფართოდ გაუღიმა დემეტრემ. -ანდრეას და ალექსს ანასტასია და ცოტნე რატომ არ მოსწონთ? -საიდან დაასკვენი? ხმა გაუმკაცრდა დემეტრეს. -ამ წუთას შენი ტონიდან და მანამდე ერთი სიტყვაც არ უთქვამთ ერთმანეთისთვის, არც შენ, ნინა თვალებში ჩააშტერდა დემეტრეს. -ძველი ამბავია, არც ღირს გახსენებად. -იხსენებენ იმას, რაც დაავიწყდათ, მათ კი მგონი არაფერი დავიწყებიათ, ოდნავ გაიღიმა ნინამ. -ანასტასია ჩემი საცოლე იყო, მერე დავშორდით და ცოტნეზე დაქორწინდა რამდენიმე თვის წინ, ნინას მთელი სხეული დაეჭიმა და სუნთქვა შეწყვიტა. მზერა ანასტასიაზე გადაიტანა და აღმოაჩინა რომ ისიც მათ მიშტერებოდა. ძალიან დასწყდა გული, თითქოს მიზეზს მიაგნო რატომ არ მოესმა ცეკვაზე მიპატიჟება. შემდეგ ისევ უდარდელად გაიღიმა და დემეტრეს გახედა. -ბოდიში, ვიცი ესეც არ იყო ჩემი საქმე. დემეტრემ დაბნეული თვალებით შეხედა ნინას, მიხვდა მათ წინა საუბარზე მიანიშნა გოგონამ. და უცებ ძალიან შეეშინდა. ნინა იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, არაფერი რომ არ ავიწყდებოდათ, ვინც ყველაზე რთულად პატიობს და ყველაფერს ამჩნევს, წვრილმან დეტალებსაც კი. დემეტრეს ამ კატეგორიის მხოლოდ ერთი ადამიანი გაახსენდა და ამ მსგავსებამ შეაშინა. მხოლოდ ის უკვირდა ისევ რატომ უღიმოდა გოგონა. თვითონაც იყო მეწვრილმანე, მაგრამ როგორც კი ადამიანში რაღაც ისეთს აღმოაჩენდა, რაც დისკომფორტს უქმნიდა ურთიერთობაში, არათუ ღიმილს მასთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტდა. ისე დააშტერდა გოგონას, თითქოს ამ ღიმილის მიზეზი უნდა დაინახოსო მასში. -მუსიკა დამთავრდა, ნინამ ისევ გაიღიმა, დემეტრემ ინსტიქტურად გაუშვა ხელი. გოგონამ თავი ოდნავ დაუქნია და მაგიდისკენ წავიდა, სხვა მაგიდისკენ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.