შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და ის...ჩვენ (2)


27-04-2015, 17:21
ავტორი galaxy
ნანახია 2 104

წავიდა კარებისკენ გარეთ გაიხედა და ცალყბად გაღიმებულმა შემომხედა, მე კი განერვიულებული ვიდექი მაგიდასთან და მიშტერებული ვუყურებდი. გააღო კარები და მაშინვე ოთახში გავიდა. მისი ეს საქციელი ძალიან გამიკვირდა, არადა არასოდეს იყო ლიზასთან გულგრილი და ახლა რაღა დაემართა? შემოდის ლიზა და მეუბნება
-აუუ მარიამ გეხვეწები ცივი ცივი წყალი დამალევინე რაა გავიგუდე ისე ცხელა, თან გიო შემხვდა და მომაცილა აქამდე, მთელი გზა მე მიყურებდა საით გამეხედა აღარ ვიცოდი, მერე ნაცნობი შეხვდა და საუბარი დაიწყო მე კი ხელი მომკიდა ომ არ წავსულიყავი მაგრამ მაინც გამოვეპარე შემდეგ კი უკნიდან მომეპარა და გამიბრაზდა რატო გამოვეპარე, მე კიდე ვიცინოდი მაგრამ შემდეგ გავბრაზდი და ვუთხარი-რა შენი საქმეა? და საერთოდ შემეშვი რა!!! რა უფლება გაქვს რომ ასე დამსდევ და მაკონტროლებ? ვინ გგონია შენი თავი?- გოგო რო ვუთხარი არც არაფერი მაინც გამომყვა მე კიდე ნერვებზე მოვიშალე.
თქმა ვერ მოვასწარი რომ ლუკა ჩაერია საუბარში
-ლიზა გაიმეორე რა რაც თქვი.
-რატომ უნდა გავიმეორო? არ გავიმეორებ და მე საერთოდ ამას მარიამს ვუყვებოდი და არა შენ, ისე ცნობისთვის.
-ლიზა გაიმეორე რაც თქვი- ლუკა ბრაზდებოდა, არადა ადრე სულაც არ იყო ასე რა დაემართა ოღონდ გამაგებინა
-არათქო ხო გითხარი? ნორმალური ხარ? არ გავიმეორებ და ვსო.
-კარგი მაშინ გიოს შემდგომში ნაცემს ნახავ თან ისეთ ნაცემს რომ ვერც კი დაგელაპარაკება და საერთოდ თავს აგარიდებს, გაწყობს? თუ ახლაევ იგივეს გაიმეორებ ყველაფერს დავივიწყებ და არაფერსაც არ ვიზამ
ლიზას ეტყობოდა რომ დაბნეული იყო მაგრამ არ შეიმჩნია და ფეხზე ადგა
-შენ თავი ვინ გგონია? ასე რომ მელაპარაკები, ანდაც ვინ გითხრა რომ დაცვა მჭირდება და საერთოდ რას გადამეკიდეთ ხალხო რა გინდათ?- ცრემლი ჩამოუვარდა ამის დანახვაზე კი ლუკას გული შეუწუხდა და ფეხზე ადგა, ცრემლი მოწმინდა და გულზე მაგრად მიიხუტა, ამის შემხედვარე ცუდად გავხდი, მაინერესებდა რა ხდებოდა აქ? ჩემი ძმა და საუკეთესო მეგობარი? ვაა რა ხდება კიდე ვერ მოვსლვარ გონზე, ლიზაც არ შოდება. მე კი დროულად გამოვერკვიე ფიქრებიდან და მათთან მივედი ლიზას წყალი მივუტანე და სკამზე დავსვი, ლუკას კი მისთვის თვალი არ მოუშორებია, როდესაც უკან გმოვბრუნდი გავიგე რომ ლიზას ჩუმად უთხრა
-არა! არ იტირო გთხოვ ამის მიზეზი არ გაქვს, ლამაზო
უცბად უკან შევტრიალდი და დავინახე დაბნეული ლიზა რომელმაც არ იცოდა რა გაეკეთებინა ამიტომაც ლუკას დავუძახე რომ მოსულიყო და ვუთხარი თუ რა დაემართა მას და რატომ მოიქცა ასე ადრე ხომ საერთოდ არ ერეოდა ლიზას საქმეებში, მაშინაც კი როცა ლიზა რაღაცას თხოვდა. მისგნ კი ასეთი პასუხი მივიღე
-იცი უბრალოდ ხშირად ვერ ხედავ საყვარელ ადამიანს, არადა გვერძე გიდგას, ხედავ ყოველ დღე და ვერაფერს გრძნობ მის მიმართ, ასე დამემართა ლიზას მიმართ, შემიყვარდა გესმის? შემიყვარდა უზომოდ მიყვარს, უბრალოდ წარმოუდგენელია ამის სიტყვებით გადმოცემა.
ამ ყველაფერს პირდაღებული ვისმენდი და როდესაც დაამთავრა მოყოლა გავიდა და ორ წამში დაბრუნდა
-ხოდა მართლა მარიამ, უთხარი რომ ასეთი მოკლე შორტები აღარ ჩაიცვას
ამაზე კი საერთოდ გავმწარი და მივაძახე -ადექი და უთხარი-უკან მოტრიალდა და მთხრა რომ პრობლემა არ იყო, შემდეგ ორივე ლიზასთან გავედით რომელიც სკამზე იჯდა ტელეფონში იყურებოდა და იღიმოდა, ისეთი საყვარელი იყო კინაღამ ჩავყლაპე, სიჩუმე ლიზამ დაარღვია
-გოგო ეე მარიამ, ნიკას ნახე ახალი მანქანა რომ ყავს? ძალიან საყვარელი ბიჭია
და აი აქ გავიფიქრე რომ ვსო უკვე საქმე ცუდად იყო, მე ისევ ვერ მოვსულვარ გონს და აი მეორე რამ მოხდა რის გააზრებასაც დიდი ხანი მოვანდომე და ვთქვი.
-ხოო? რა მაგარია, აი რაც შეეხება საყვარელს ნამდვილად არ არის- შემდეგ ლუკას გადავხედე რომელიც თვალებიდან ცეცხლებს ყრიდა და ვერაფერს ამბობდა იმის შიშით რომ ხმამაღლა მოუვიდოდა, ძალიან დასტოინი ტიპია ამიტომაც მისგან ხშირად ასეთი რამე მოსალოდნელია, ნელ-ნელა ოთახისკენ გავიდა და ჩაიბურტყუნა -ამის დედა ******
ლიზა კი მომიბრუნდა და მკითხა
-გოგო ამას რა ჭირს? რთული დღეა ამისთვის ხო?
-არ ვიცი- ვუპასუხე დაბნეულმა და დავამატე- ხო მართლა ასეთი მოკლე შორტი ნუ გაცვია
-ღმერთო რა ყველა ახლა გაგიჟდა...
ლუკკა როგორც იქნა გამოვიდა ოთახიდან გვერდი ჩაგვიარა და ჩუმად თქვა -ნუ გაცვია ასეთი მოკლე შორტი ლიზა- რაზეც ლიზას ძალიან გაუკვირდა და სიცილი ატეხა ლუკა შემობრუნდა და კითხა თუ რა იყო სიცილის მიზეზი რაზეც ლიზამ უპასუხა რომ წეღან მეც იგივე ვუთხარი და ახლა ლუკამაც იგივე თქვა ლუკამ კი პასუხის გაცემა არ დააყოვნა- ხოდა მართალიც არის, მიდი ახლა და რამე სხვა ჩაიცვი- ამაზე მეთვითონაც გამიკვირდა ლიზამ კიდე სიცილს უმატა, შემდეგ კი უპასუხა
-ანუ სახლში წავიდე? კაი რა იქიდან ძლივს წამოვედი- ამოიოხრა და თავი მაგიდაზე დადო
-მე არ გეუბნები იმას რომ სახლში უნდა წახვიდე, მიდი და მარიამი გათხოვებს რამეს
ამაზე მეც სიცილი ამიტყდა, წარმოვიდგინე ლიზა ჩემს ტანსაცმელში, ასეთი ნაზი გოგო ჩემნაირი გოგოს შარვალში... სიცილში ლიზაც ამყვა და მითხრა
-ისე მარიამ მაინტერესებს მომიხდება თუ არა შენი სტილი წამო აბა ვნახოთ, ისე კარგი რაღაცა თქვი ლუკა- ამაზე ლუკამ ცალყბად გაუღიმა მერე მე გადმომხედა და თვალი ჩამიკრა მე კი სულ ახლახანს მოვედი გონს. სიმართლე გითხრათ ლიზას ძალიან მოუხდა ჩემი სტილი, ამასთან ლუკასაც მოეწონა ეს ჩაცმულობა. და გაგვიცხადა რომ ახლა შეგვეძლო წავსულიყავით, როგორ გამიხარდა ეს რომ თქვა რადგან ძალიან მშიოდა.
მოკლედ მანქანაში ჩავჯექით მე წინ დავჯექი ლიზა კი უკან, ამოიღო ნაუშნიკები და გაკეთებას აპირებდა როდესაც ლუკამ უთხრა ომ უზრდელობა იყო ეს საქციელი და ლიზაც იძულებული გახდა ჩვენთვის მოესმინა, მივედით პიცერიაში და შევუკვეთეთ ცეზარი დი რომა და მარგარიტა, რაც უფრო ვჭამდით უფრო გვშივდებოდა და უფრო მეტს ვჭამდით. როდესაც კარგად გამოვძეხით დესერტი შევუკვეთეთ, ვამჩნევდი როგორ მიყურებდა ჩვენს პირდაპირ მაგიდასთან მჯდომი ბიჭი, თვალს არ მაშორებდა, შევხედავდი და უცბად ლიზას შედეხავდა მე კი ვაიგნორებდი მას რადგან ასეთი ბევრი შემხვედრია.
უი მართლა არ მითქვამს რომ ბიჭებს ძალიან უხეშად ვექცევი და ზოგჯერ ვეკაიფები მათ, რატომ ეს მეთვითონაც არ ვიცი, ამიტომაც ლუკას საერთოდ არ ეშინია იმის რომ ვინმე დროზე ადრე შემიყვარდება...
დესერტი მოგვიტანეს და ლუკას ვიღაცამ დაურეკა ისიც სხვაგან გავიდა თან ჩვენ გვიყურებდა, ამ დროს კი უცნობი მეორე მაგიდიდან მოვიდა ჩვენთან და ლუკას სკამზე დაჯდა, ლუკა კვლავ აგრძელებდა საუბარს რადგან ჩემს იმედზე იყო მეც არ გავუცრუე იმედები, მე და ლიზაც ჩუმად ვიყავით, სიჩუმე უცნობმა დაარღვია
-მე ლევანი მქვია
-კარგია- ვუპასუხე მე
-და თქვენ?
ლიზას სიტყვის თქმა არ ვაცადე არადა იტყოდა მის ნამდვილ სახელს აი მე კი რა მოვიფიქრე
-მე მირანდუხტი მქვია მას კი მზაღო-უცნობს ჩაეცინა და მეც გავაგრძელე-ხო უცნაური სახელებია მაგრამ ძალიან საინტერესო და სასაცილო ისტორია აქვს...
გაგრძელება არ მაცადა ისე თქვა- უცნაური არის მაგრამ ძალიან კარგი სახელებია ნუ მე მომწონს ახლა კი გააგრძელე
მეც არ დავაყპოვნე და დავიწყე
-ჩვენი მშობლები ძალიან კარგი მეგობრები არიან, ბავშობიდანვე ერთად იზრდებიან და თურმე ამბობდნენ რომ შვილებს მირანდუხტი და მზაღო უნდა დავარქვათო და აი შედეგი ესაა, მე მირანდუხტი მქვია მას კი მზაღო
ლიზა გაშტერებული მიყურებდა და აბათ ფიქრობდა საიდან ამ გოგოს ამდენი ფანტაზიაო, შემდეგ ლუკას გახედა და დაინახა თუ როგორ იცინოდა და მასაც სიცილი აუტყდა. შემდეგ უცნობმა მეორე მაგიდიდან იკითხა
-რამდენი წლის ხარ?
-მე მეუბნები თუ მირანდუხტს? უპასუხა მზაღომ
-ორივეს
-15 ვუპასუხეთ ერთდროულად
-ისე ძალიან სასაცილო გოგოები ხართ?
-ხოარა?-არ დავაყოვნე პასუხის გაცემა- შენც ძალიან სასაცილო ხარ
-მეე? რატომ რაში შეატყვეთ ეგ?- ცალყბად გაიღიმა
-რავი აბა გეტყობა უცნობო- უპასუხა მზაღომ, შემდეგ კი ორივემ ლუკას შევხედეთ რომელიც ინტერესით გვიყურებდა თან ტელეფონზე საუბრობდა უცნობმა ისევ დაარღვია სიჩუმე
-ვინაა ის ბიჭი?
-ამმ, ის მირანდუხტის ძმაა მუხრანი- სიმართლე გითხრათ ამაზე ფხუკუნი ავტეხე რადგან მზაღოს ამ სქციელს არ მოველოდი, როგორც ყოველთვის ის არ ერევა ასეთ საქმეებში.
-აჰა ანუ მუხრანი ხო?
-კი მუხრანი, ჩემი ძმაა-ვუპასუხე მაშინვე
-და შენ არ გყავს ძმა ან და?- კითხა ლევანიმ
-მე არა დედისერთა ვარ მაგრამ ესეც კარგია რადგან მიანდუხტი იგივე ჩემი დაა
სამივეს გაგვეცინა და ამ დროს მოვიდა მუხრანი, რადგან ისიც გარკვეულიყო ამ საქმეში საუბარი მაშინმე ლიზამ დაიწყო რაც ლუკას ძალიან ეუცნაურა
-მოკლედ მუხრან, ეს არის ლევანი მათ გავეცანით შენი და გავაცანით ქალბატონი მირანდუხტი და მე თვით ლეგენდა მზაღო...
ამაზე მუხრანსაც სიცილი აუტყდა და მაშინვე თქვა რომ რაღაცა გაახსენდა შემდეგ ჩვენ მოგვიბრუნდა და გვითხრა რომ წასვლის დრო იყო ამ დროს კი ლევანიმ ხელი მომკიდა და გამაჩერა და მითრა რომ მისამართი მეთქვა ან ტელეფონის ნომერი დამეტოვებინა, შენდეგ ლუკას შევხედე და თვალებით მანიშნა რომ ეს უკვე მეტისმეტი იქნებოდა და დრო იყო სახლში წავსულიყავით, მე კი ისე დავემშვიდობე ლევანის რომ მის თვალში ცუდ გოგოდ არ გამოვჩენილიყავი და ასეც მოხდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent