შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცეკვა ვამპირთან (სრულად)


28-04-2015, 00:37
ავტორი nigita
ნანახია 5 292

სად მიდიხარი
- ზურა უნდა ვნახო
- ვერავისაც ვერ ნახავ- დეიდაჩემმა ყვირილი დამიწყო
- რატოი
- მიტო. გემოვნება მაინც გქონდეს წესიერი ვის გადაეყარე იმ ძინძგლიანს ხალხი მილიონრებს ეძებს და შებ... ფუ შენს გემოვნებას
- რა გინდა ჩემგან ვერ გავიგე სულ მიზეზს როგორ ეძებ რომ მეჩხუბო და ზურას დამაშორო
- მოკეტე რომ გეუბნებიან ყველაფერი მოეჩაო ესეიგი მორჩა. ზურას ვეღარ ნახავ მეტიც შენი ტელეფონი დღეიდან მე მექნება კომპიუტერთან ვეღარ დაჯდები სახლიდან ჩემი ნებართვის გარეშე ვერ გახვალ ანუ თითქმის საერთოდ ვერ გახვალ - ბოლო ხმაზე ღრიალებდა შოთა
-გაიგეეეი!
-თქვენ მე ვარაფერს ვერ ამიკრძალავთ თავი დამანებეთ. სიყვარულს ვერ დამიშლით. ვერაფერს ვერ დამიშლით. თქვენ დედაჩემი არ ხართ.
- ხოდა დედაშენი რომ ჩამოვა რაც გინდა ის ქენი სანამ ჩემტა ხარ რასაც მე გეტყვი იმას იზამ. რაც შეეხება ზურას მაგას მე მოვუვლი.
- ზურას არ შეეხო არც გაბედო
- ეგ მე ვიცი ვის შევეხები და ვის არა
- არამეთქი გაეთრიე აქიდან საერთოდ დაახვიე რა გინდა ვერ გავიგე- წინადადებეს ვერ ვალაგებდი რაგაცას უაზროდ ვბოდიალობდი- ზურას არ შეეხო თორე მოგკლავდა.
უცებ რაღაც ძლიერად მომხვდა სახეში. წავიქეცი. ბექამ დამარტყა. ტირილით გავიქეცი ჩემი ოთახისკენ და შიგნით ჩავიკეტე. ვტიროდი ცრემლების ნაკადი შეუჩერებლად მოდიოდა როგორც წვიმა. წვიმის დროს ცა ტირის ხოლო ახლა მე ვტიროდი. სხეულზე მეტად გული მტკიოდა რომელიც ორად გახლიჩეს არ ვიცოდი რა ბედი ეწეოდა ზურას. ცუდად ვიყავი. ორი დღე გაგრძელდა ასე. ვტიროდი არ მიძინია არც მიჩამია. ვერაფერს ვეღარ ვხედავდი. გაშტერებული ვიჯექი ერთ ადგილზე. უეცრად ხმა ჩამესმა.

- სალ. სალ. კარგად ხარი მიპასუხე რამე თქვი- ეს ნოდო იყო ჩემი ნოდო. გონზე მოვედი. ისევ ავქვითინდი და ნოდოს მოვეხვიე.
- კარგი დაწყნარდი ყველაფერი კარგად იქნება. გთხოვ. არ მიყვარს როცა ტირი. სიცილი უფრო გიხდება- ჩემს დაწყნარებას ცდილობდა.
- ეს რა გჭირს სახეზეი
- ეს ბექას შემოქმედებაა
- ჯანდაბა.- დაიღრიალა ნოდომ
- რა გინდაი
- ვერ ხარ ხოი სულ დაკაგე ჭკუაი მე შენ კაცი მეგონე და თურმე ნაგავი ყოფილხარ. ეს რა არის- ჩემს სახეზე მიანიშნა
- მე არ ვიცი შენ ვინ გეგონე და თუ არ გაჩერდები საერთოდ დავივიწყებ რომ ჩვენი ძმაკაცი ხარ სალომეს ვეღარ ნახავ ასე რომ დაახვიე აქიდან. მან კი რაც დაიმსახურა ის მიიღო. ნოდომ ბექას სახეში დაარტყა. მერე ნოდო სახლიდან გააგდეს. ჩემთან აღარავის უშვებდნენ. ორ კვირიანი ტანჯვის შემდეგ გადავწყვიტე სახლიდან გავქცეულიყავი. ორი დღე ვცდილობდი გაპარვას, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელ დეიდაჩემს კარი დარჩე ღია მეც შემთხვევით ვისარგებლე და სახლიდან უკანმოუხედავად გავიქეცი. ღამე იყო სად წავსულიყავი არ ვიცოდი. ნოდოსთან დამშვიდობება მინდოდა . სახლში მივაკითხე მაგრამ არ დამხვდა. მივხვდი სადაც იქნებოდა და მეც მასთან წავედი. ნელა მივუახლოვდი და მის გვერდით ჩამოვჯექი.
- მივდივარ- ლაპარაკი წამოვიწყე
- სად მიდიხარი
- ამ ქალაქიდან შორს
- რატოი
- მათი დანახვა აღარ მინდა
- მერე რა. ეს ქალაქი ხომ გიყვარსი
- უზომოდ
- ზურა ხომ გიყვარსი
- ყველაფერზე მეტად
- მე, მარი და დატოი- ესენი ჩემი საუკეთესო მეგობრები იყვნენ
- სიგიჯემდე
- ხოდა დარჩი
- არ შემიძლია
- ძაან რომ გთხოვოი
- ვერა
- შენი ნებაა მე ვერ დაგიშლი. უშენოდ გამიჭირდება, მაგრამ მგონი შენთვის ასე უკეთესია
- ხო მეც ეგრე ვფიქრობ
- ხომ დაბრუნდებიი
- აუცილებლად. თქვენი გულისთვის დავბრუნდები. მარის და დათოს უთხარი რომ ორივე ძალიან მიყვარს და აუცილებლად დავბრუნდები. დანარჩენებს კი რომ უბრალოდ წავედი. ხო და კიდე გთხოვ ზურა დაიცავი.
ნოდოს ლოყაზე ვაკოცე და წამოვედი, მაგრამ სად არ ვიცი გათენებამდე მატარებლის სადგურთან ვიცადე და შემდეგ დილის მატარებელს გავყევი, რომელიღაც გაჩერებაზე ჩამოვედი და იქიდან გზა ფეხით გავაგრძელე. სად მივდიოდი ან რატომ არ ვიცი როცა გონს მოვედი უღრან ტყეში ვიყავი.
- მშვენიერია დავიკარგე, ძალიან მაგარია - ვბურტყუნებდი ჩემთვის.
აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი. აქეთ_იქით დავბოდიალობდი, მაგრამ გასასვლელს ვერ ვპოულობდი. უცებ რაღაც ვიგრძენი თითქოს ვიღაცამ მიკბინა. შემდეგ გავიგონე ორი ძლიერი რაღაც ერთმანეთს დაეტაკა და ვსო, წავიქეცი აღარაფერი აღარ მესმოდა და ვეღარაფერს ვერ ვგრძნობდი გარდა ტკივილისა. მთელი სხეული მტკიოდა. მწვავე ტკივილისგან ლამის ჭკუიდან შევიშალე. ვერ ვხვდებოდი რა მემართებოდა. ნელნელა წყვდიადში ვიკარგებოდი. უსასტიკეს ტკივილს განვიცდიდი. ჩემი სხეული პარალიზირებული იყო, მოძრაობა არ შემეძლო. სიკვდილი ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით იდგა, მაგრამ ჩემამდე არ მოდიოდა. გული მეტისმეტად გამიცეცხლდა, მეგონა ცეცხლი მეკიდა. მინდოდა მეკივლა, მაგრამ ტუჩემს ვერ ვამოძრავებდი.
ისეთ რამეზე ვოცნებობდი რაც თავში მანამდე აზრადაც არ მომსვლია, სიკვდილი მინდოდა, ძალიან მინდოდა.
სიმძიმე მაწვებოდა და მახრჩობდა. რით დავიმსახურე ასეთი ტკივილი? ტკივილს არც თავი უჩანდა და არც ბოლო. თითქოს დროც გაჩერდა. (ყველაფერი ჩემს წინააგმდეგ იყო). არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდა საე. უცებ მოვღონიერდი. საკუთარ სხეულზე კონტროლი თანდათან მიბრუნდებოდა. თუმცა სიმხურვალე არ ცხრებოდა . სიმძიმის შეგრძნებისგან გავთავისუფლდი და სმენაც დამიბრუნდა. თანდათან ცეცხლი ქრებოდა. მხურვალებას გული იწოვდა, მაგრამ ყელში ცეცხლი არ მიქრებოდა, მეტიც ყელი გამიშრა და ძალიან მომწყურდა. როგორც იქნა გულმა მთელი სიმხურვალე შეისრუტა. სხეული აღარც მტკიოდა და აღარც მიხურდა. სმენა გამძაფრებოდა. მესმოდა ფოთლების შრიალის ხმა, პეპლების ფარფატი, ტყის მიღმა მანქანების მოძრაობის ხმაც კი მესმოდა. უცებ გულმა გაშშმაგებით დამიწყო ფეთქვა, ამტკივდა.
- everything is over - ვიღაცამ თქვა Oრონდ არ ვიცი ვინ იყო.
სხეულის ყველა წერტილიდან გამოწოვილი მხურვალება გულში დაგროვდა. ცეცხლმა ცემს სხეულში ცოცხლად დარჩენილ უკანასკნელ ორგანოს შეუტია და გულმაც ძგერა შეწყვიტა. ტკივილი გაქრა. სხეული პარალიზირებული აღარ მქონდა, მაგრამ განძრევა მაინც არ მინდოდა. უეცრად თვალები გავახილე, ყველაფერს გარკვევით ვხედავდი, უცნაური იყო ჰაერში მტვრის უმცირეს ნაწილაკებსაც კი ვხედავდი. ჰაერი მომეწონა ჩავისუნთქე, მაგრამ ადრინდელივით არ მესიამოვნა და არც შვება მომგვარა. ყელი გამიშრა, მწყუროდა, ხახა მეწვოდა . უცებ შეხება ვიგრძენი, შევკრთი, ვიღაც შემეხო მისი კანი ძალიან გლუვი იყო. უცებ ფეხზე წამოვხტი, დაცვით პოზიციაში დავდექი და ღრენა დავიწყე. ჩემს წინ შვიდი ადამიანი იდგა, საოცრად ლამაზები იყვნენ მათმა სილამაზემ დამაბრმავა.
- How are you?- მკითხა ერთერთმა მამაკაცმა, რომელიც ჩემს წინ იდგა
- რაი- გაკვირვებულმა ვუპასუხე. გონს ვერ მოვდიოდი. ინგლისური კარგად ვიცოდი, მაგრამ მაშინ დაბნეული ვიყავი და ვერ გავიაზრე რას მეკითხებოდა.
- აჰა ყველაფერი გასაგებია - მიპასუხა - როგრო ხარ მეთქი
- თქვენ ვინ ხართი - ღრენით ვუპასუხე, დაცვით პოზიციაში ვიდექი, ვიღრინებოდი და თავდასასხმელად მოვემზადე.
- დაწყნარდი - მიპასუხა იმ კაცმა - ჩვენ შენ არ გერჩით, მეტიც ჩვენ შენ გადაგარჩინეთ.
- გადამარჩინეთი რისგანი
- ვამპირისგან რომელსაც შენი მოკვლა უნდოდა რბილად რომ ვთქვათ.
- ვამპირისგანი კი როგორ არა დაგიჯერე. ვამპირები არ არსებობენ.
- არსებობენ და უკვე შენც ერთერთი მათგანი ხარ ჩვენსავით
- რაი სულ გაგიჟდით ხოი
- ჩვენი არ გჯერა. მაშინ რატომ განიცდიდი წუთის წინ იმ საზიზგარ ტკივილსი რატომ ხედავ ყველაფერ გარკვევითი სმენა რატომ გაქ ადრინდელთან შედარებით გამძაფერბული? ხახა რატომ გეწვისი
- არ ვი..ცი - ძლივს ამოვილუღლუღე
- მე გეტყვი იმიტომ რომ ვამპირი გახდი და შენ ახლა გწყურია.
ამ სიტყვებზე მუხლი მომეკვეთა ჩავიკეცე გონს ვერ მოვდიოდი მე მართლაც მწყუროდა მაგრამ წყალი კი არა სისხლი მწყუროდა. ნუთუ ეს სიმართლე იყო, ნუთუ მართლა საზიზღარი სისხლის მსმელი ვიყავიი! ტირილი მომინა მაგრამ ცრემლები არ მომდიოდა ტირილი არ შემეძლო. ავკივლდი, ჩემმა კივილმა თავდან ფეხებამდე შემძრა. საზიზღარი მოსასმენი იყო და გულის გამგმირავი, თუმცა მე ხომ გული აღარ მქონდა. ამ ფიქრებიდან ტკივილმა გამომაფხიზლა უფრო სწორად კი ხახა მეწვოდა. ხელი ყელზე ვიტაცე/
- გწყურია - მიპასუხა გოგონამ რომელიც იქვე იდგა.
გაკვირვებული შევხედე
- სულ დამავიწყდა მე ეშლი ვარ ეს კი ჩემი ოჯახია
- მე ბრედი ვარ - მიპასუხა მამაკაცმა რომელიც წუთის წინ მელაპარაკებოდა - ეს ჯონი და გრეისია ისინი ცოლქმარნი არიან . პოლი კი ეშლის ქმარია. პოლის გვერდით ბილია ის სამწუხაროდ უცოლოა. აი ეს კი ჩემი მეუღლე სარაა. ბრიტანელები ვართ ლონდონთან ახლოს ვცხოვრობთ. გავრად ვეილსები ვართ. ახლა შენც მოგვიყევი შენზე.
- ბრიტანელები თუ ხართ ქართული საიდან იცით ან აქ რა გინდათი
- ჩვენ თითქმის ყველა ენა ვიცით. მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობდით.
- ვამპირებმა ყველა ენა იცითი
- ყველა ვამპირმა არ იცის მხოლოდ ზოგზოგიერთებმა
- გასაგებია. კარგი მე სალომე მქვია ჩვიდმეტი წლის ვარ, სახლიდან გამოვიქეცი, იქ ცხოვრება გაუსაძლისი იყო და მგონი იქ ვეღარ დავბრუნდები იმის მიუხედავდა რომ დედაჩემი, ზურა და ჩემი მეგობრები ძალიან მიყვარს და მომენატრებიან
- ყოველ შემთხვევაში მანამდე ვერა სანამ თვითკონტროლს არ ისწავლი - წკრიალა და მელოდიური ხმით მიპასუხა გრეისმა
- რაი ეგ რაღაააი
- აი თვითკონტროლი არის როცა საკუთარ თავს სრულად აკონტროლებ. როცა აამიანის სუნი გეცემა არ უნდა ეცედა მოკლა მითუმეტეს ხალხმრავალ ადგილას. სანამ თვითვით კონტროლს არ ისწავლი შენი ხალხში გაშვიბა და მათთან ურთიეთობა არ შეიძლება.
- და მაგას რამდენ ხანი დასჭირდებაი
- ეგ შენზეა დამოკიდებული.. ვამპირები ამას წლებს ანდომებენ, მაგრამ შენ საკმაოდ თავშეკავებული ჩანხარ და საკუთარ თავსაც აკონტროლებ. ხო და კიდე ჩვენ ადამიანის არა ცხოველის სისხლით ვიკვებებით
- რატოი
- იმიტომ რომ მკველები არ ვართ
- ახლა კი შენი პირველი ნადირობის დროა - წამოიძახა ეშლიმ
- მე ვასწავლი - თქვა გაღიმებულმა პოლმა
პოლი ყველაზე დაკუნთული იყო და ალბათ ყველაზე ძლიერიც. მე და პოლი სანადიროდ წავედით
- დიდი არჩევანი არ გვაქვს ამ ტყეში მხოლოდ მგლებია ასე რომ... - თქვა პოლმა და გაიქცა. მეც გავიქეცი. საოცარი იყო. ასე ჩქარა არასდროც მივლია არც მანქანით. მიუხედავად იმისა რომ ჩქარა მივრბოდი ყველაფერს გარკვევიდ ვხედავდი. სირბილი ძალიან მომეწონა ჩემი ნება რომ ყოფილიყო არასდროს გავჩერდებოდი, მაგრამ პოლი გაჩერდა და მეც მასთან ერთად გავჩერდი.
- რატომ გავჩერდითი
- ყური დაუგდე არაფერი გესმისი
- კი ფოთლების შრიალი, პეპლების ფარფატი, ტყის ხმაური
- კიდევი
- ნაბიჯების ხმა და ქშენა გულის ძგერა
- სწორია. საიდან ისმისი
- სამხრეთ_დასავლეთიდან
- ყოჩაღ. რამდენი არიანი
- ოთხი?
- არა სამი. აბა დავიწყეთ ნადირობა
ქარმა ჩვენსკენ დაუბერა, მათი სუნი მეცა და იმ წამსვე გაშმაგებული მგლებისკენ გავიქეცი, გადავხტი და მოუხერხებლად დავეტაკე პირველსავე მგელს. მგელი გამიჯინიანდა, მაგრამ მე ვერაფერი დამაკლო, როგორც იქნა მოვიგერიე და კისერსჰი ვუკბინე, სისხლის წოვა დავიწყე. მაინცდამაინც არ მომეწონა, თუმცა მესიამოვნა ყოველ შემთხვევაში ხახა ისე ძლიერ აღარ მეწვოდა. პოლიმაც ჩემთან ერთად ინადირა. ჩემთან შედარებით მადვილი პროფესიონალი იყო. უკან დავბრუნდით
- კარგია ახლა ლონდონში უნდა დავბრუნდეთ - თქვა ბრედიმ
- რატოი
- ეს ჩვენი სამშობლო არაა თან შენი აქ დარჩენა სანამ თვითკონტროლს არ ისწავლი საშიშია.
- დღეიდან ჩვენი ოჯახის წევრი ხარ - საუბარში ჩაერთო ეშლი.
უახლოეს აეროპორტში წავედით. ლონდონში პირდაპირ რეისზე ბილეთები არ იყო ამიტომ ჯერ პარიზში ჩავფრინდებოდით და მერე ლონდონში. მე ყალბი პასპორტები მქონდა. სახელი იგივე მქონდა მაგრამ გვარად უკვე ვეილსი ვიყავი. ადამიანების გარშემო ყოფნა მიჭირდა, ძალიან მადის აღმრძვრელი სუნი ასდიოდათ, ცხოველი ამასთან შედარებით არაფელი იყო. პოლი მაკავებდა რომ უეცრად ვინმე არ მომეკლა, მაგრამ მე ახალ შექმნილი ვიყავი და აქიდან გამომდინარე პოლზეც ძლიერი რომ მომენდომებინა პოლს უცებ მოვიგერიებდი და სჰემდეგ ვიგაცას ვეცემოდი და ყელს გამოვღადრავდი, მაგრამ არავის მოკვლა არ მინდოდა თავს ძალას ვატანდი და მაქსიმალურად ვცდილობდი თავი შემეკავებინა. მთელი დღე თვითმფრინავში გავატარე თუმცა საერთოდაც არ დავღლირვარ პირიქით. დღეიდან ახალი ცხოვრებას ვიწყებდი და მასთან შეგუება მიჭირდა. ეს ცხოვრება კარგიც იყო და ცუდიც. როცა ჩემი ახალი ოჯახის სახლში მივედით. გავოცდი ულამაზესი სახლი იყო. ჩემი ოთახი მეორე სართულზე იყო და იქიდან ულამაზესი ხეი იშლებოდა. ბრედს ვკითხე რა დაემართა იმ ვამპირს ჩემი მოკვლა რომ უნდოდამეთქი.
- მოვკალით, მაგრამ მისმა ოჯახის წევრებმა თუ გაიგეს არამგონია შეგვრჩეს
- ოჯახი ყველა ვამპირს ყავსი?
- არა ზოგიერთი მარტო დაეხეტება, ზოგიც მეწყვილესთან ერთად. არტური(ასე ერქვა იმ ვამპირს) ერთერთი სამეფო ოჯახის წევრი იყო და ისინი ამ ამბავს ასე არ დატოვებენ
- მერე ჩვენ რა უნდა ვქნათ - ვიკითხე შეშინებულმა
- არაფელი ბრძოლა მოგვიწევს, მართალია ისინი ძალიან ძლიერები არიან მაგრამ არც ჩვენ ვართ სუსტები.
- ახლა კი ნება მიბოძე შეგეხო - მითხრა სარამ
- რატოი - შევკრთი
- შენი უნარი რომ გავიგოთ
- რაი
- უნარი. აი მაგალითად პოლს ადამიანისთვის ყველაფრის დავიწყება შეუძლია. ეშლი ნამდვილი სტიქიური მოვლენაა. ნებისმიერი სტიქიური მოვლენის მართვა შეუძლია.
- მაგარია - ჩავიბურტყუნე ჩემთვის
- ბილის სხვისი აზრების წაკითხვა და თავისი აზრების სხვისთვის გაზიარება შეუძლია - განაგრძო სარამ - ჯონი მომავალს ხედავს. მე კი შემიძლია ადამიანს ის დავანახო რაც მინდა ან საერთოდაც დავაბრმავო, კიდევ შემიძლია გამოვიცნო რა უნარს ფლობს ვამპირი, მაგრამ ყველა ვამპირს არ აქვს უნარი მხოლოდ გამორჩეულებს
- გასაგებია
- ახლა შემიძლია შეგეხოი
- კი რათქმაუნდა
სარა შემეხო თუ არა გავშეშდი. ასე ზუსტად სამი წუთის განმავლობაში ვიდექით, ხელი გამიშვა თუ არა მოძრაობის უნარი დამიბრუნდა
- საოცარია- თქვა მან
- რა იყოი - ინტერესით იკითხა ბრედმა
- რადა სალის ( უკვე ასე მეძახდნენ) ნებისმიერი საგნის მართვა შეუძლია რასაც უნდა იმას გააკეთებინებს
- მაგარია - წამოიძახა ეშლიმ
- და ეგ როგორ უნდა გავაკეთო - გაკვირვებულმა ვიკითხე
- ჩვენ დაგეხმარებით - დამაწყნარა ბილიმ
მთელი ოთხი თვის განმავლობაში თვითკონტროლს, ჩხუბს და საკუთარი უნარის გამოყენებას ვსწავლობდი. თვითკონტროლს ბრედი გრეისი და ჯონი მასწავლიდნენ, ჩხუბს პოლი ბილი, საკუთარი უნარის გამოყენებას კი ეშლი და სარა. ოთხი თვის შემდეგ არც თვითკონტროლი მიჭირდა და არც ჩხუბი, მაგრამ უნარს ჯერ სრულყოფილად ვერ ვახერხებდი. აღარც ცხოველის სიხლი მეჩვენებოდა ისეთი უგემური როგორიც ადრე.
ჩემი ოჯახი ჩემით გაოცებულები იყვნენ ყველაფერი ძალიან მალე ავითვისე. ჩემი ოჯახი ძალიან შემიყვარდა და ამ ოჯახის თვითეული წევრი ჩემს ნაწილად იქცა. ასეთი კარგი და კეთილი ვამპირები ალბათ მთელ დედამიწის ზურგზე არ არსებობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩემი ძველი მეგობრები დედა და ზურა ძალიან მენატრებოდა. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა მათი სახეები მით უფრო მავიწყდებოდა და ამიტომ ხშირად ვიხსენებდი რომ საერთოდ არ დამვიწყდებოდნენ მართალია ეს გულს მტკენდა, მაგრამ მათი დავიწყება არ მინდოდა. კარგად ვაცნობიერებდი იმას რომ მეთთან ერთად ვეღარ ვიცხოვრებდი და ვცდილობდი ამას შევგუებოდი. ვამპირად რომ ვიქეცი მივხვდი რომ იმის მიუხედავად ვაპირები საზიზგარი სისხლის მსმელები არიან მათ ადამიანებზე ათჯერ მეტად შეუძლიათ სიყვარული. ჩემი ახალი და ძველი ოჯახისთვის ვინმეს რამე რომ დაეშავებინა ნამდვილად არ ვაცოცხლებდი რასაც ადამიანობის დროს არც გავაკეთებდი მეტიც სურვილიც არ გამიჩნდებოდა. ფიქრებიდან ხმაურმა გამომაღვიძა. ეს ჯონი იყო შეშფოთებული იყურებოდა აქეთ_იქით
- რა მოხდაი - იკითხა ბრედიმ
- კარუდები იქ მიდიან სადაც არტური მოკვდა. ამ ამბის გამოძიება უნდათ.
- არა - შეშფოთებულმა ვიყვირე
- დაწყნარდი - ბრედმა ჩემი დაწყნარება სცადა - კრაუდები საქართველოში მიდიან, ჩვენც უნდა წავიდეთ და შევებრძოლოთ. რა აზრი აქვს აქ მოვლენ თუ საქართველოში ბრძოლა მაინც მოგვიწევს ამას ვერ გავექცევით. მათ იმის დადგენა არ გაუჭირდებათ რომ არტური ჩვენ მოვკალით. წინ მძიმე ბრძოლა გველის მეტოქე ჩვენზე ძლიერი მაგრამ ჩვენ არ უნდა დავნებდეთ. მომზადება ახლავე უნდა დავიწყოთ. კარგად უნდა მოვემზადოთ სალის თავისი უნარის სრულტოფილად გამოყენება უნდა ვასწავლოთ ძალიან გამოგვადგება მისი უნდარი
ბრძოლისთვის მზადება დავიწყეთ. ეს ჩემი პირველი ბრძოლა იქნებოდა. სიმართლე რომ ვთქვათ ძალიან მინდოდა ამ ბრძოლაში ჩამბმა, მაინტერსებდა თან შურის ძიებაც მინდოდა. მათი ოჯახის წევრის ბრალი იყო მე რომ ვამპირი ვიყავი ამიტომ ჩემი აზრით ისინიც უნდა დასჯილიყვნენ. ისეთი შემართებით და ვიწყე ამ ბრძოლისთვის მზადება თითქოს ბრძოლა კი არა მორიგი გასართობი ყოფილიყო. ერთადერთი რამე მაფრთხობდა მეშინოდა ჩემს სამშობლოში ვინმე არ დაშავებულიყო ან ჩემი ოჯახის წევრებისთვის რამე არ დაეშავებინათ. ეს ყველაფერი ჩემს გამო ხდებოდა და ვერ გადავიტანდი ვინმეს რამე რომ დამართნოდა ვერ გადავიტანდი. მე რომ ცუდ დროს ცუდ ადგილას არ ვყოფილიყავი არაფერიც მოხდებოდა
- შენ არაფერ შუაში ხარ, ყველაფერი ბედისწერის ბრალია, თავს ნუ იდანაშაულებ - ჩემს ფიქრებს გამოეხმაურა ბილი
შეიძლება ბილი მართალიც იყო ან უბრალოდ ჩემს დაწყნარევას ცდილობდა.
სამ კვირიანი მზადების შემდეგ საქართველოში გავემგზავრეთ. მგზავრობა გრძელი მეჩვენა, მაგრამ დაღლით არ დავღლილვარ მე ხომ ვამპირი ვიყავი. როგორც კი ჩავედით ჩვენი ადგილები დავეკავეთ და ბრძოლისთვის მოვემზადეთ. თხუთმეტი წუთი ვიდექით ასე გაუნძრევლად თითოეული წუთი საუკუნედ მეჩვენებოდა...
ტყეში სხვა ვამპირის სუნი ვიგრძენი. ჩემს ოჯახს კარგად ვიცნობდი და მათ სუნს სხვა ვამპირებისგან ვარჩევდი. ავღელდი
- მოდიან, წყნარად სალი - თქვა ბილიმ
ნელნელა ტყეში შავებში ჩამული ვამპირები გამოჩნდნენ. თორმეტნი იყვნენ. ესენი კრაუდები იყვნენ. საოცრად ლამაზები და საოცრად სინქრონულად მოძრაობდნენ. საოცავი სანახავი იყო. გაჩერდნენ და გაკვირვებულებმა შემოგვხედეს
- ბრედი ძმაოი აქ რას აკეთებთი - ეს ალბათ ოჯახის ლიდერი იყო. კარლოსი ერქვა
- თქვენს დასახვედრად მოვემზადეთ
- აჰა. ვხედავ ოჯახში ახალი წევრი გყავთ
- ხოო. ეს არტურის შემოქმედებაა- ცივად უპასუხა ბრედმა. მე დავუღრინე
- ახლა ყველაფერი გასაგებია. ამას შენგან არ მოველოდი ძმაო. რას ვიზამთ ახლა შენი და შენი ოჯახის განადგურება მოგვიწევს - მშვიდად უპასუხა კარლოსმა
კარლოსმა თავის ოჯახის წევრებს რაღაც ანიშნა და უცებ საოცარი სისწრაფით ჩვენკენ ცეცხლის წვიმა წამოვიდა. მოულოდნელად ხელები წინ გავიშვირე, წვიმა შევაჩერე და ჰაერშივე გავანადგურე. საკუთარი თავით გავოცდი. ჭექა ქუხილის ხმა გაისმა, ეშლიმ მათზე დავდასხმა სცადა მაგრამ მათ მოიგერიეს. კრაუდები საოცრად ძლიერები იყვნენ. ამასობაში მე მოძრაობა დავიწყე თვითონაც არ ვიცოდი რას ვაკეთებდი უბრალოდ ინსტიქტებს ვემორჩილებოდი. ხელი ავწიე და თან ერთერთი ვამპირიც ჰაერში ავიტაცე. ამ ვამპირს რასაც მინდოდა იმას ვუზამდი. ნელნელა მუჭს ვაკეთებდი ვამპირი კი ტკივილისგან იკრუნჩხებოდა ამან სიამოვნება მომანიჭა. მუჭი გავშალე და ის ვამპირი მგონი კოლინი ერქვა ზუსტად არ მახსოვს ნაპლეთებად ვაქციე. საკუთარი თავით კმაყოფილი დავრჩი. ნელნელა უფროდაუფრო მომწონდა ვამპირობა, მაგრამ ადამიანობა მაინც მერჩია. შემდეგ დანარჩენებს გადავხედე. ბოროტად ჩავიცინე. ძალიან მინდოდა მათაც კოლინის და არტურის ბედი გაეზიარებიათ. შევუღრინე. ამჯერად მიზანში ლუიზა ამოვიღე. კრაუდები შეშინდნენ, მაგრამ ჩემი შეჩერება არ შეეძლოთ, ეს მახარებდა, ყველაზე ძლიერი ვიყავი. ლუიზა ჰაერში ავიტაცე დავატრიალე და ჩემთან მოვწიე. ზუსტად ჩემს ცხვირ წინ დავაყენე. ის ჩემს განკარგულებაში იყო
- იმისთვის რაც მე გამიკეთეთ უნდა ჩაძაღლდეთ- ჩავჩურჩულე. ჩემმა საზარელმა ხმამ მეც დამაფრთხო. მასში მხოლოდ სიძულვილი და ბოროტება ამოიკითხებოდა. მე აღარ დავაყოვნე და ლუიზას ერთი დარტყმით თავი წავაცალე. ამ დროს მხარზე ვიღაც შემეხა. შევკრთი.
- გთხოვ გაჩერდი - მთხოვა ბრედიმ
მიუხედავად იმისა რომ მათი განადგურება ძალიან მინდოდა ბრედს დიდ პატივს ვცემდი და მისი თხოვნის წინააღმდეგ ვერ წავიდოდი. თავს ძალა დავატანე და გაჩერება შევძელი.
- კარლოს არ მინდოდა ყველაფერი ასე დასრულებულიყო, მაგრამ რაც მოხდა მხოლოდ თქვენი ბრალია. აქ არ უნდა ჩამოსულიტყავით და ჩვენზე თავდასხმა არ უნდა გეცადათ - თქვა ბრედიმ
- ამას ასე არ დავტოვებთ...
- თუ სიცოცხლე არ მოგბეზრებიათ კი ბატონო- მკაცრად მოუჭრა პოლმა.
- ახლა წავალთ, მაგრამ აუციკლებლად დავბრუნდებით - ვხედავდი როგორი ზიზღით მიყურებდნენ. ჩემი განადგურება უნდოდათ, მაგრამ მე ეს არ მადარდებდა რადგან მეც ზუსტად იგივეს ვგრძნობდი მათ მიმართ თან მე მათზე ძლიერი ვიყავი.
ვეილსებს ანუ ჩემს ოჯახს აქვე ახლოს სახლი ქონდათ ნაყიდი. ჩვენ ამ სახლში დარჩენა გადავწყვიტეთ. საართველოში კიდევ ერთი კვირა უნდა დავრჩენილიყავით. ვეილსების სახლი ძალიან ლამაზი იყო მაგრამ ლონდონის სახლს ვერ შეედრებოდა.
- სალ ძალიან მაგარი იყავი - როგორც ყოველთვის პოლი კარგ განწყობაზე იყო და იღიმებოდა
- მაგარი კი არა უფრო მკვლელი ვიყავი ვიყავი რა ახლაც ვარ - დამწუხრებულმა ვთქვი თუმცა მიხარია ისინი რომ დავხოცე ღირსები იყვნენ.
- მეც - გამომექომაგა პოლი
შენი ძალიან შეეშიდათ - თქვა ბილიმ - ისინი შენ ვერ მოგერეოდნენ შენ ყველაზე ძლიერი იყავი. მიხვდნენ რომ მათი აღსასრული დგებოდა და როგორც კი შანსი მიეცათ წავიდნენ.
ძალიან მიხაროდა რომ მათი ოჯახის ორი წევრი მოვკალი ღირსები იკყვნენ მაგრამ ის მაშფოთებდა რომ მე უკვე მკვლელად ვიქეცი. საკუთრი თავის მიკვირდა. ჩემში მკვლელის ინსტიქტებმა გაიღვიძეს. მე ხომ უდანაშაულო ხალხს და ვამპირებს არაფერს ვერჩოდი მე უბრალოდ მათი განადგურება მინდოდა ვის გამოც ცოვრება დამენგრა. ამ ფიქრებში ვიყავი ჩაფლული როცა დეიდაჩემი გამახსენდა. ისე ვერ მოვისვენებდი მისთვის რამე რომ არ დამეშავებინა. თავში საზარელი აზრი დამებადა.
- სალ დამიჯერე არ გინდა თავი დაანებე ტვირთად დაგაწვება მთელი მარადისობა - ბილი ჩემს ფიქრებს გამოეხმაურა
- გააჩნია ვის რას დავუშავებ დეიდაჩემის მოკვლა ტვირთად არასდროს დამაწყვება - მშვიდად ვუპასუხე
- ნება შენია მე ვერაფერს დაგიშლი, მაგრამ მაგის კათებას არ გირჩევ კარგად დაფიქრდი რას მოგიტანს ეგ
- ბილ მე უკვე კარგად დავფიქრდი ის მე მთელი ცხოვრება მამწარებდა ახლა კი ჩემი ჯერი დადგა.
- როგორც ჩანს შენი გადარწმუნება შეუძლებელია. ფრთხილად იყავი
- ბილ
- ხო
- გთხოვ დანარჩენებს არაფერი უთხრა როცა დავბრუნდები მე თვითონ მოვუყვები ყველაფერს.
- კარგი. მიყვარხარ - შუბლზე მაკოცა - ფრთხილად იყავი.
გარაჟში ჩავედი. იქ რამდენიმე მანქანა იდგა პირვესავეში ჩავჯექი, მგონი "მესედესი" იყო ზუსტად არ მახსოვს. და ჩემი ქალაქისკენ გავემართე. სიმართლე გითხრათ მანქანით სიარული დიდად არ მომწონდა სირბილი მერჩია, თან უფრო სწრაფადაც დავრბოდი, მაგრამ ხალხში სირბილს ვერ დავიწყებდი მაშინვე ჩემს საიდუმლოს გავთქვამდი ეს კი კანონით აკრძალული იყო. ასე რომ სხვა გზა არ მქონდა. როგორც იქნა ჩავაღწიე ჩემს მშობლიურ ქალაქში. სასტუმროში დავბინავდი, შემდეგ კი პირდაპირ დეიდაჩემის სამსახურისკენ ავიღე გეზი. ღამის იყო. ერთი საათი ვიცადე სანამ სამსახურიდან გამოვიდოდა. როდესაც გამოვიდა ჩუმად ავედევნე, უხმოდ მივყვებოდი უკან. შეუხვია თუ არა იმ ქუჩაზე სადაც ადამიანის ჭაჭანებაც არ იყო მაშინვე ვეცი და ჩემსკენ მოვატრიალე. ფუუუ ადამიანების სუნი ძალიან მადის აღმძვრელია მაგრამ მისი სუნი არ მომეწონა. ნესტოები ამიწვა ( ალბათ იმიტომ რომ მძულდა). გაკვირვებულმა შემომხედა, დავუღრინე. ხელი კისერშმი მოვუჭირე და ჰაერში ავწიე.
- შენ... ეს... შენ... - ძლივს ლუღლუღებდა, შიშისგან ენა დაება.
- ნუ გეშინია ნელა ძალიან ნელა მოგკლავ, ისე უნდა გაწამო როგორც შენ მაწამებდი. გახსოვს როგორ მირტყამდი ქამარს გვერდებში? როგორ მიშლიდი ყველაფერი როგორ გძულდიი როგორ დამაშორე ზურასი როგორ მიმწარებდი სიცოცხლესი რათქმაუნდა გახსოვს - ისრონიულად ჩავიცინე - ახლა კი ჩემი ჯერი დადგა - ჩურჩულით ვუთხარი
ხელი მაგრამ მოვუჭირე, კინაღამ დაიხრჩო, შემდეგ კუთხეში ვისროლე, ისეთი ძალით მომივიდა ფეხი მოიტეხა. გაქცევა უნდოდა მაგრამ სირბილი არ შეეძლო, არც სიარული ამიტომ საოდავად მიხოხავდა. ვხედავდი როგორი უსუსური და დაუცველი იყო, ეს კი ძალიან მახარებდა. ჩემში მკვლელის ინსტიქტებმა გაიღვიძა და მეც მას ვემორჩილებოდი. დეიდაჩემი კედელზე მივანარცხე, ვგრძნობდი როგორ ტკიოდა და ჩემი ეშინოდა.. მერე ხელში ავიყვანე და შუაზე გავგლიჯე. საზიზღარი სანახავი იყო. მისი ნაწილები აქეთ_იქით დაიყარა. წვიმდა. სისხლის წვიმა მოდიოდა, შემეშინდა საკუთარი თავის შემეშინდა. გავიქეცი.. სასტუმროში მივედი. ტირილი მინდოდა, არა იმიტომ რომ დეიდაჩემი მოვკალი უბრალოდ საკუთარი თავის მეშინოდა და მიკვირდა.. არ მინდოდა მკვლელად ვქცეულიყავი.სასტუმროდან გავედი მანქანაში ჩავჯექი და წავედი. ტყეს მივადექი თუ არა მანქანიდან გადმოვედი და გზა სირბილით გავაგრძელე, მივრბოდი მაგრამ სად არ ვიცი, უბრალოდ სირბილი იმ მომენტში ძალიან მჩირდებოდა (სირბილი ყოველთვის მშველოდა და მაწყნარებდა). როცა სრულიად დამშვიდდი სასტუმროში დავბრუნდი სანამ ჩემს ოჯახთან დავბრუნდებოდი გადავწყვიტე იმ რესტორანში შემევლო სადაც ზურამ პირველ პაემანზე დამპატიჟა. მეორე დღეს მივედი იმ რესტორანში ზუსტად იმ მაგიდასთან დავჯექი სადაც მაშინ ვიჯექით. ყველაფრის გახსენება დავიწყე, მიჭირდა, ჩემი ადამიანური წარსული არც ისე კარგად მახსოვდა. უცებ ვიგრძენი ვიღაც შემეხო. მისი სუნი ძალიან მადის აღმძვრელი იყო. ეს ზურა იყო ვიცანი. ბეჭზე ხელი ფრთხილად დამადო. ჩემი ცივი კანის შეხებაზე შეკრთა. წასვლა დავაპირე არ მინდოდა მისთვის რამე დამეშავებინა მე ის უზომოდ მიყვარდა. მასთან ვერ დავრჩებოდი, მასთან კიდევ ერთ დაშორებას ვერ გადავიტანდი
- უნდა წავიდე აქ ჩემი ადგილი არაა - ვუთხარი და წასვლა დავაპირე
- დარჩი გთხოვ
- ვერა. არ შემიძლია აქიდან შორს უნდა წავიდე
- კარგი მაშინ უკანასკნელი თხოვნა ამისრულე
- რა თხოვნაი
- უკანასკნელად მეცეკვე
მასთან ცეკვა ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ თხოვნაზე უარი ვერ ვუთხარი. საცეკვაო მოედანზე გავედით, გულზე მიმიკრა და ცეკვა დავიწყეთ. ჩემი ცივი და გლუვი კანი აფრთხობდა მართალია ცდილობდა ეს არ შეემჩნია, მაგრამ მე მაინც მივხვდი. მისი სუნი მომწონდა მასთან თავის შეკავება მიჭირდა, მაგრამ მე მას ვერაფერს დავუშავებდი. ასე ჩახუტებულები ვცეკვავდით. შემდეგ თავი ავწიე თვალებში ჩავხედე მანაც ჩამხედა. დამბურძგლა. ულამაზესი თვალები ქონდა. (ცისფერი ხანდახან მწვანეში გადადიოდა. მისი თვალები და ხმა მიყვარდა, მისი ყველაფერი მიყვარდა. მინდოდა ეს წუთი არასდროს დასრულებულიყო. უბედნიერესი ვიყავი. ხანდახან ცხოვრება იმდენად კარგია დაჯერებაც მიჭირს, ხანდახან იმდენად ცუდი რომ ამის დაჯერებაც არ მინდა, მაგრამ არასდროს არის ნორმალური არასდროს.
- მიყვარხარ და მუდამ მეყვარები - ჩუმად ჩამჩურჩულა ყურში
მუსიკა დამთავრდა და ჩემი ბედნიერებაც დამთავრდა. ზურას მკლავებიდან გავნთავისუბლდი და გავიქეცი. ისევ დავშორდი. მიჭირდა მისგან წასვლა ვგრძნობი რომ მასაც უჭირდა ჩემთან დაშორება, მაგრამ მე მასთან ვეღარ დავრჩებოდი, მე ხომ ვამპირი ვიყავი. მის სიცოცხლეს კი საფრთხეში ვერ ჩავაგდებდი. ნეტა ზურას სიმართლე რომ ცოდნონდა ისევ ვეყვარებოდიი ისევ მოინდომებდა ჩემთან ცეკვასი

ბედისწერას ვერსად გავექცევით , რაც მოსახდენია მაინც მოხდება, ისევე როგორც ჩემს შემთხვევაში. ვამპირობა მომწონდა მომწონდა სირბილი ჩემი ძალა და უნარი, მაგრამ ადამიანობას არაფერი მერჩია ყველაფერს მივცემდი ისევ ადამიანი რომ ვყოფილიყავი და ზურას გვერდით ბედნიერად მეცხოვრა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent