შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოტაცება შეკვეთით 2


28-04-2015, 02:11
ავტორი dusu
ნანახია 3 334

გზაში დრო როგორ გავიდა ვერ გავიგე...
-აიი მოვედით - ამბობს ნიკა მხიარული სახით.
-კარგი ბიჭებო და გნახავთ საღამოს. იმედია- ვამატებ ბოლოს ღიმილიანი სახით - თუ სადმე არ წახვედით.
-საღამომდე.
-უი, სულ დამავიწყდა, ისევ არავის უთხრათ დღეს რომ ჩამოვედი კარგი?
-გპირდებით ქალბატონო - იკრიჭება ლაშა.
მხირულ ნოტაზე ვტოვებ მანქანას და ასეთივე განწყობით შევაბიჯებ სახლში.
-დეე, დედაააა, გავყვირი სახლში შესული და როდესაც დედის მიძინებულ სილუეტს ვხედავ მაშინვე ვწყვეტ ყვირილს და ფეხაკრეფით მივიწევ პლედის ასაღებად. ეკას სავრძელში მოკალათებულს ისე ტკბილად ძინავს, რომ გასაღვიძებლად მეცოდება და ადგილზევე ვფარებ. ჩემი ხმის გაგონებისას მია გამორბის მისი ოთახიდან და ბედნიერი სახით გაჰკივის.
-ნიტააააა, რა მაგა.... - ლაპარაკს ვაწყვეტიებ და მძინარე დედისაკენ მივუთითებ, ისიც უმალვე ჩუმდება და თავისი ოთახისაკენ მიმათრევს.
-მოდი მალე, საჩუქარი მაქვს შენთვის- მეუბნება ბედნიერი სახით, იქვე მდგარ სკამზე დაჯდომას მაიძულებს და ფურცლების გროვაში იწყებს ძიებას, მაალევე პოულობს სასურველ ფურცელს და აღტაებული სახით მაწვდის.
-ეს, შენ დაგხატე, თან გქონდეს ხოლმე და როცა შენ თბილისში იქნები ხოლმე ჩემს თავს გაგახსენებს. ეს ნახატი კი ჩემია და არავის დავუთმობ - ამბობს გაღიმებული და ერთ-ერთ ფურცელს იხუტებს.
-კარგი, არ გართმევს არავინ. არ მაჩვენებ.
-კარგი, აი ნახე - და ფურცელს მიწვდის, საიდანაც 3 ადამიანი შემომყურებს. აღტაცებას ვერ ვმალავ, ყოველ ჯერზე ახერხებს ჩემს გაოცებას. მის ტოლი რომ ვიყავი ისევ ისე, პირველ კლასელიბით ვხატავდი, ეს კიდევ...
-მერე მეც დამიხატე ერთი ასეთი რაა- საცოდავი თვალებით ვუყურებ, იქნებ როგორმე შემიწყალოს.
-დაგიხატავ, ოღონდ როცა მუზა ინებებს მობრძანებას - მეუბნება სასაცილო სახით. ასე, თუ არ უნდა ხაზსაც კი არ გაუსვამს, მუზა არ მომდის და ნახატიც არ გამომივაო გაიძახის. ამასობაში საღამოც მოვიდა და ნიკას დავურეკე.
-ნიკა სად ხარ? გამოსვლას აპირებ?
-ზუსტად ახლა უნდა დამერეკა შენთან, ბავშვებმა ერთად ვართ და გელოდებითო და შენც წამოხვალ ხო?
-ხოო მოვდივარ, გამომივლი თუ ჩემით წავიდე?
-ნიტა ეხლა მაბრაზებ. დამელოდე და მე გამოგივლი.
-კაი, გელოდები.
მალე ნიკას მანქანაც გამოჩნდა.
-წავედით? - მეკითხება ნიკა
-თუ კიდდევ არავის ველოდებით მაშინ კი - ვუბრუნებ პასუხს და ვიცინი.
-ერთი იდეა მაქვს, ბავშვები ცოტა მოვატყუოთ და გავხალისდეთ, ხომ დამეხმარები?
-გამანდეთ თქვენი მზაკვრული გეგმა თუ შეიძლება.
-ესე იგი, ბავშვები ჩვენს ადგილზე არიან. - ხო, ერთი ადგილი გვაქვს ამოჩემებული, პატარა მინდორია და იქ მივდივართ ხოლმე, სხვებმა არ იციან მის შესახებ, რადგან იქ ჩვენს მეტი აარავინ გვინახავს. -ხო და მანქანაში ვინ ზის ვერ დაინახავენ...
-უკვე საინტერესო ჩანს. - უცებ ვაწყვეტინებ
-კარგი, ნუმაწყვეტინებ. შენ მანქანაში დარჩი, იმათმა ხომ არ იციან აქ რომ ხარ, ნუ ლაშაც კი იქაა....
-მაგრამ ეგ არ იტყოდა, პირობა მომცა. - ისევ არ ვაცდი ლაპარაკს
-ეგ უნდა მეთქვა, მაგრამ ვინ გაცდის? მე გადავალ და შენ მანქანაში დარჩი, ვითომ ჩემი ნათესავია ჩამოსული და არ გამიგიჟოთ ბავშვიო და რაღაცა, მერე ბიჭები ხომ იცი გაპრანჭვას რომ დაიწყებენ მერე გადმოხვა შენც რა. - დაამთავრა ნიკამ
-მშვენიერია, ოღონდ მანქანა ცოტა ისე დააყენე რომ ხმა გავიგო რას ილაპარაკებთ იქ. - წარმომიდგენია იქ რა მოხდება და უკვე ვკვდები სიცილით. ამასობაში დანიშნულების ადგილზეც მივედით, ნიკამ რაც შეეძლო ახლოს გააჩერა რომ ლაპარაკი მომესმინა, თან ისე რომ სახეზე ვერ დავენახე.
-მოხვედი? სად ხარ ბიჭო ამდენ ხანს? - შესძახეს ყველამ ერთად
-კარგით ხო, მთავარია მოვედი, და მარტო არა... - აქ უკვე აკომ აღარ აცადა ლაპარაკი.
-ვაა, ნიკა შეყვარებულიააა - დაიყვირა აკომ. ამ დროს მანქანაში კი მე სიიცილით აღარ შემიძლია, რა სულელები არიან რაა.
-ვინ არის? ვიცნობთ? კარგი გოგო? სადაურია? -ყველამ ერთად დააყარა კითხვები.
-რა შეყვარებული, საიდან მოიტანეთ?
-აბა ბიჭო თქვი მალე.
-ნათესავია რა, საზღვარ გარეთიდანაა ჩამოსული და არ გამიგიჟოთ ბავშვი ეხლა, როგორც იცით ხოლმე. - ამ დროს ლაშას გავხედე და ისიც გულიანად იცინოდა.
-კარგი გოგოა? მომეწონება? - იკითხა აკომ
-აკო სხვა გოგოები შენთვის ხიხიაა. - მანქანიდან გადავედი და სიცილით წავედი ბავშვებისკენ. - შეყვარებული გიზის გვერდით ბოლო ბოლო.
-აუუ ნიტაა, მოგკლავთ შენ, ერთი დღეც გათენდება. -მითხრა გაბრაზებულმა აკომ.
-ანუ ჩემი მოსვლა გეწყონათ ხოო? კარგი, ნიკა წამიყვანე ისევ სახლში რაა. - მივუბრუნდი ნიკას და რაც შემეძლო გაბრაზებული სახე მივიღე და მანქანისკენ წავედი.
-შენ რა ბუტია ხარ გოგო რაა, რა ყველაფერი გწყინს?
-მწყინს კი არა და ჩემი მოსვლა გეწყინათ და ააბა რა უნდა ვქნა?- არ ვთმობდი პოზიციებს, კარგი მსახიობი ვარ რა.
-კარგი ბოდიში, ძალიან გაგვიხარდა თქვენი მოსვლა ქალბატონო ნიტა. - თქვა აკომ სერიოზული სახით.
-აი დამცინი კიდეც ხოო? ნიკა წამოდი შენც კიდე რაა, თუ არა და ფეხით წავალ საერთოდ.
-რა იყო აკო რაა, გაიხუმრა ბავშვამა - ტასომ გადაწყვიტა ჩემი დაცვა - ნიტა შენ კიდევ რა პატარა ბავშვივიტ იქცევი, მოდი შენ ჩვენთან და ამას ყურადღებას ნუ მიაქცევ, სად უნდა წახვიდე ამ ღამე მარტო?
-კარგით ხოო, არ მივდივარ არსად. რა ადვილად დაიჯერეთ თქვენ კიდევ - და სიცილი დავიწყე.
-ეხლა კი მართლა მოვკლავ მე ამ ბავშვს - თქვა გაბრაზებულმა აკომ, ასე რომ მოვატყუე.
-თუ დამეწევი კიი. - ეს ვუთხარი დარაც ძალა და ღონე მქონდა გავიქეცი რომ არ დავეჭირე.
-მაინც დაგიჭერ - გზაში დამეწია აკოს სიტყვები. მანქანების გარშემო დავრბოდი, ბოლოს ისევ აკო დაიღალა და დამანება თავი.
-არა ნორმალურები ხართ, თქვენთან ხომ ვერ მოიწყენს ადამიანი. -თქვა მხიარულად ტასომ.
-აქდან რომელი ვართ ნორმალური? -ვიკითხე მე და ბავშვებს გადავხედე.
-ნორმალურები რომ ვიყოთ, თქვენთან ერთად არ ვიქნებოდით. -თქვა გიომ. ისიც ჩვენი ბანდის ერთ-ერთი წარმომადგენელია.
-ნუ ისე ეგეც მართალია. -თქვა ტასომ ღიმილით.
-------------------------
მადლობთ ბავშვებო, რომ კითხულობთ და კომენტარებისთვის და ბოდიშით ასე რომ დავაგვიანე და პატარა დავდე, შემდეგისთვის ვეცდები აუცილებლად გამოვასწორო



№1  offline წევრი tatiko:)

Kargia veli shemdeg tavs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent