შევსებული არსებობა (ნაწილი პირველი)
პირველ რიგში გამარჯობათ <3 დავბრუნდი. შეიძლება ბევრს არც კი ვახსოვარ მაგრამ იმედია იქნება ერთი ორი ადამიანი რომელიც გამიხსენებს . მოკლედ წინა ისტორია გავწყვიტე. ვერ იყო ისეთი მე რომ მინდოდა მგარმ ამას აუცილებლად მივიყვან ბოლომდე. ეს არ იქნება დრძელი ისტორია ალბად ათ თავზე მეტს არ დავდებ . არ იქნება ისეთი როგორიც სხვები დამიწერია, სტილიც შევცვალე და ვეცადე აქცენტი გრძნობებზე გამეკეთებინა . ეს პატარაა რადგან ისე უცებ გადავწყვიტე დაწერა მე თვითონ გამიკვირდა . იმედია ძალიან საშინელება არაა და ველი თქვენს შეფასებას . მიყვარხართ და მენატრებოდით უუუუსაშველოდ <3 *** ყველაფერი ერთფეროვანია .... მომაბეზრებელია... მენატრები.... და მაინც -ასე როგორ შემიყვარდი? *** გიჟივით გავრბოდი და სულს ძლივს ვითქვამდი, ვერ ვგრძნობდი, საერთოდ ვერაფერს ვერ ვგრძნობდი.... მოდიან .... გაიქეცი.... და უცებ ... -სიზმარი იყო , დაწყნარდი ლილუ .... სიზმარი იყო - თავს ვიმშვიდებდი და მაინც რა ? სიგიჟე იყო ეს ყველაფერი, წლების წინ მომხდარი მკვლელობა ისევ თავში მიტრიალებდა და ვერ ვისვენებდი .... მაშინ იმ დღეს ... საშინელებაა იმის გახსენება თუ რას ვგრძნობდი, ან ვგრძნობდი? არამგონია ... ვერაფერს ვერ ვგრძნობდი ! *** უაზრო წრიპინის ხმა და შემცივნული სხეული. დაპროგრამებულივით დავარტყი ხელი მაღვიძარას და გადახდილი საბანი შევისწორე. ბავშვობის ჩვევაა, ძილში სიარული ... ცხელი შხაპი და გამოფხიზლებული ორგანიზმი , მერე ისევ იგივე.... სიცარიელე სულში მონატრება და ისევ უსიცოცხლოდ გავლილი სკოლისკენ მიმავალი გზა არა ვიტყუები ! არ წავედი , გავაცდინე ეს დღე რადგან საშინლად არ მინდოდა ისევ ბავშვების დამცინავი მზერის ატანა . ახლაცხომ დედა მარიამის სახლში ვოყავი და ამ ხალხს ისევ ვაწუხებდი . ვინ ვარ მე? სრული არარაობა . არაფრის მქონე ადამიანი.... საშინელია ცხოვრება ... სასტიკი... იცი რომ არაფერი გამოგივა , მაგრამ არ ნებდები ... გინდა ,რომ მეტი შეძლო მაგამ გონებაში ჩაბეჭდილი ... იყავი ის რაც ხარ ! -მაგრამ ღირს? -საკუთარ თავთან დასმული მრავალაზროვანი შეკითვა და ნაცნობი ადგილის სიბნელე . სიბნელე... შიში... უამრავი მიცვალებულის სახე... მაგრამ ერთის გამორჩეულად , გამორჩეულად ლამაზი სახე , რომელიც გიყურებს , თითქოს ცხადად ხედავ მას მაგრამ მერე ხვდები რომ ის შენს გამო წევს ახლა ცივ მიწაში , შენ კი სრული არარაობა დააბიჯებ დედამიწაზე , სრული არარობა დააბიჯებ ფიფქებით დაფარულ მიწაზე და გრძნობ როგორ გეყინება თითები, თითები რომლებსაც გაცვეთილი, ზამთრის გამგმირავი ყინვისთვის შეუფერებელი, ფეხსაცმელი ვერათბობს და შენც თითქოს გრძნობ როგორ ნელდება სისხლდენა სისხძარღვებში ... -მენატრები დე - ხმადაბლა მაგრამ მთელი გრძნობით ნათქვამი სიტყვები და ლოყაზე ობლად ჩამოგორებული ცრემლი... *** 2 იანვარი ბედობა? მე რა დამებედება ნეტავ? ალბად ისევ ცივ ოთახში მოკუნჭულს ძილი და სასაფლაოზე გატარებული ღამეების შიში . უცებ ჩერდები და გახსენდება, რომ უბედური ხარ ! განა ჩვენ ბედს ჩენ თითო არ ვმართავთ? არა სულაცარა ! ვერ ვმართავდი ჩემს ბედს , მე უბედურებისთვის გავჩნდი და ალბად ახლაც გაგრძელდებოდა ჩემი ტანჯვა . ისევ იმ კაცის შიში რომელიც აქაც მომაგნებს და რამეს დამიშავებს , ისევ მატკენს და მომთხოვს ვალი დავუბრუნო. მაგამ მე რა შემიძლია? არაფერი... რა გამაჩნია მას რომ მივცე? მხოლოდ რამდენიმე ხელი გაცვეთილი ტანსაცმელი და ყავის ფინჯანი რომლითაც ხშირად დამილევია უშაქო და ღია ფერის მქონე ჩაი .... -გააღე კარი თორემ შემოვანგრევ !-ისევ ის საზარელი ხმა . მინდა გავქრე , ყურებზე ხელს ვიფარებ მაგამარ შემიძლი... ვერ გავუძლებ ... ვერ გადავიტან ... სასინელი ბრახუნი და ერთადერთი დამცავი, ხის დამპალი კარებიც ძირს გდია . მე ? მეც ძირს ვგდივარ , ჩუმად ვბუტბუტებ და თვალებს ვერ ვახელ, ვგრძნობ ცივ ხელს და სული მეკუმშება არა გთხოვთ ... მე ხომ არაფერი დამიშავებია ... მე ... მე .... დავინახე როგორ აიღო ჯოხი და დასარტყმელად მოამზადა . გავგიჟდი , სულიერად ავფეთქდი, ოთახში მდგარი ერთადეთი სკამი მოვიმაჯვე და .... ძირსდავარდა , უგონოდ გდია და მგონი არც სუნთქავს , სისხლიც მოსდის მაგრამ ... თვალებს ახელს და გაცეცხლებული კვამლისფერი თვალები სულშიც აღწევს და მყინავს ... გაქცევა ... უკანმოუხედავად და სულმოუთქმელად ... ფილტვების დახეთქვამდე სირბილი და ბოლოს სიცივისგან დაუძლურებული სხეული .... დაბინდული მხედველობა და თბილი ხელები... სიბნელეში გარჩეული მანქანის ფარების სინათლე და ... და აღარაფერი , უბრალოდ სიბნელე... შიში... ტკივილი... უბედურება ... *** სხეულის საშინელ ტკივილს გრძნობდა , ეგონა მოკდა მაგრამ სუნთქავდა . ეჰ,როგორ უნდოდა სიკვდილი, მაგრამ იმდენად მშიშარა იყო ვერ გაბედა ... ალბად რომ აგებედა ამდენი რაღაც აღარ მოხდებოდა და ახლა მშვიდად იქნებოდა , იქ , მაღლა , ღმერთთან .... და დედასთან .... მაინც რა საშინლად ეწვოდა კიდურები , თვალების გახელა უნდოდა მაგრამ ისე ჰქონდა დაბინდული მზერა ვერაფერს არჩევდა . ბოლოს თავს ძალა დაატანა და უცხო გარემო რომ დაინახა ერთიანად შეაკანკალა . ისევ პატარა ბავშვივით დაბრიცა ქვედა ტუჩი და ტირილისთვის მოემზადა ... მაგრამ უცნობმა ხმამ შეაშინა , უცნობმა ბოხმა ხმამ -ელენე , მოდი რა გამოფხიზლდა მგონი - ბოხი ბარიტონი და გაასმაგებული შიში. რამდენი ხანია რამდენიმე სიტყვის გარდა არაფერი ეთქვა . სიბნელისგარდა არაფერი ენახა და ახლა სად იყო? ფუმფულა საწოლში და ღია კრემისფერ კედ;ებს უყურებდა. საშინლად იყო შეშინებული და ისევ ის საზარელი სახე უტრიალებდა თავში და მხრებსა და ზრგზე ჩალურჯებებიც თავისდაუნებურად იჩენდა თავს . ალბად ლოყაც გალურჯებული ქონდა, გუშინ ხომ გაარტყა იმ არაკაცმა და უკანასკნელი გროშები გამოათვა ... -გამარჯობა საყვარელო, როგორ ხარ ? -პირველად დაინახა გულწრფელი ღიმილი და ქალის თვალები დედის თვალებს მიამსგავსა . ხმას ვერ იღებდა. უბრალოდ არ შეეძლო . შეშინებული აცეცებდა თვალებს და ტუჩიც სატირლად ჰქონდა მომზადებული. ძნელია არა ? 3 წლის წინ დაივიწყა ხალხი, 3 წლის წინ დაივიწყა საკუთარი არსებობა და უბრალოდ ცოცხლობდა .... იმიტომ რომ დედამ სთხოვა თავს მიხედეო. მაგრამ ახერხებდა კი? .... -მგონი მუნჯია ეს საწყალი - ისევ ბოხი ბარიტონი და ახლა კარგად გაარჩია უცნობის კვამლისფერი თვალები. ლამის გული წაუვიდა... ის ხომ ... ის ვერ იტანდა ამ ფერის თვალბს , მერე რა რომ ეს ის არაკაცი არაა ... მასაც ხომ კვამლისფერი თვალები აქვს .... ყურებში საკუთარი სისხლის შხუილს გრძნობდა და გაქრობა უნდოდა ... -რა გქვია ? არაფერს დაგიშავებთ -წყნარად ესაუბრებოდა ქალი და უღიმოდა , იმდენად ეუცხოვა გულწრფელი ღიმილი , იმდენად რომ შეეშინდა ისევ სიზრაში არ ყოფილიყო. მაგრამ როდის აქეთ ხედავდა სასიამოვნო სიზმრებს? .... -გეუბნები გოგო მუნჯიათქო , რომ მოათრიე სახლში ვიღაც მათხოვარი აბა რა გეგონა? - ისევ კვამლისფერ თვალება და მისი თვალებით გამოწვეული შიში .... მმმმ არა ზიზღი , ხო ზუსტად ზიზღი ! მთელს ორგანიზმში გასცრა როცა კვამლისფერ თვალებში საკუთარი ანარეკლი დაინახა და სწრაფად დახარა მწვანე წყლიანი თვალები. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ჩაახველა -ლილუ - თავისი ხმა თვითონ ძლივს იცნო. სად დაიკარგა ის სიცოცხლის სხივები ხმაში? გაქრა , ჩაკვდა , გარდაიცვალა . უბრალოდ ვერ ცნობდა საკუთარ ხმას და ეხამუშებოდა მისი მოსმენა . ... -კარგი კესანე , როგორ ხარ? - ისევ გულწრფელი ღიმილი და ლილუს უეცარი ცვლილება . -მე , მე უნდა წავიდე ... -ლუღლუღით წარმოთქვა და ფეხზე წამოიჭრა , საშინლად დაესხა თავბრუ და კვამლისფერმაც უმალ შეაშველა ხელი. როგორც კი ზურგზე თბილი ხელი იგრძნო იარები საშინლად ასტკივდა და მოუნდა ხმამაღლა , გრძნობით ეტირა . -არა ლილუ რასქვია უნდა წახვიდე? იცი რამხელა თოვლია?- ფრთხილად შეეხო ქალიმხარზე მაგრამ ამჯერადაც ტკივილი იგრძნო და ხელი უხეშად მოიშორა . ცრემლები ვეღარ შეიკავა და ერთიანად იხეთქეს მასში 3 წლის ნაგროვებმა ემოციებმა . სტკიოდა სული, სტკიოდა 23 სექტემბის ყოველი წამი , სტკიოდა დედა , სტკიოდა გუშინდელი საღამო, სტკიოდა მხრები , ზურგი , სტკიოდა ყველაფერი. სახე ხელებში ჩაერგო და გულამოსკვნილი ტიროდა. არ აინტერესებდა არაფერი და არავინ , არც კვამლისფერი თვალები, არც გულწრფელი ღიმილი და არც საკუთარი მდგომარეობა . ერთადერთი რაც ახლა უნდოდა ტირილი იყო მაგრამ ტირილზე მეტად სიკვდილს ნატრობდა ..... არც მეტი, არც ნაკლები, სიკვდილს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.