შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე + შენ = ჩვენ ( დასასრული )


29-04-2015, 15:47
ავტორი neenars
ნანახია 4 083

" ვინ ვარ მე ?! მე ლილე ვარ , იურისტი ლილე ნაკაშიძე ... უკვე 19 წლის სრულწლოვანი და მეორე კურსელი ლილე ,ზედმეტსახელად კი უბრალოდ ' ლავ ' . შენ ახალი ხარ და არ გეცოდინება, რომ მე ყველაზე ბედნიერი გოგო ვარ , უი გაგიკვირდა კიდეც?! შენც ზედმეტად ხმამაღალ განაცხადად მოგეჩვენა ?! ცდები და რატომ?! რატომ ამას მერე აგიხსნი ... შენ ჩემი ისტორიაც არ იცი ხო ?! არაუშავს ... წინა დღიურმა ყველაფერი იცოდა ... მთლიანად ჩემი წარსული ... შენ კი ჩემი აწმყო და მომავალი გეცოდინება ...
მოდი თავიდან დავიწყებ : მოკლედ დღეს პირველი დღეა ... არდადეგების შემდეგ პირველად მივდივარ უნივერსიტეტში ... უცნაური შეგრძნება მაქვს ... უფროსწორად უცნაური ის ფაქტია, რომ შარშან ამდროს ყველაფერი სულ სხვანაირად იყო და იმაზე ფიქრი თუ რამდენი რამ შეიძლება შეიცვალოს ამ ერთ წელში ცოტა მაშინებს ... თუმცა ერთადერთი რამ რაც ეხლა ხასიათს მიფუჭებს ისაა , რომ ილოს გარეშე დაიწყება ახალი წელი ... ახალი კურსი ... რადგან ის კვლავ გერმანიაშია ... და არც ვიცი როდის ჩამოვა ... და რატომ არ ვიცი ?! იმიტომ რომ ამ თვეების განმავლობაში მისთვის არცერთხელ მიკითხავს როდის დაბრუნდები თქო ... ვიცი ეს კითხვა მას გულს ატკენდა და პასუხი კი შეიძლება უკვე ორივესთვისაც მტკივნეული ყოფილიყო. ხო ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა როცა გაურკვევლობა " doesn't suck " ... შენ იცი ილო ვინ არის?! თუ არ იცი არაუშავს , აი პატარა დოსიე და გაეცანი >
ილო ბარათელი :
19 წლის , იურისტი , მეორე კურსელი , კარგი აღნაგობის , უსიმპატიურესი , მწვანე თვალება , შავთმიანი , შარმიანი კაი ტიპი , ყველასგან განსხვავებული , 'მრავალნაირი ' , ზოგჯერ მკაცრი ,ზოგჯერ ზედმეტად თბილი , მხიარულიც და თავშეკავებულიც , ძალიან ჯიუტი , ფეთქებადი , ზედმეტად თავდაჯერებული ...
მგონი არც ისეთი პატარა დოსიე გამოვიდა თუმცა მისი სიტყვებით დახასიათება დამიჯერე არც ისე ადვილია, თითქმის შეუძლებელიც. ჯანდაბა მთავარი გამომრჩენია : ილო ბარათელი ჩემი შეყვარებულია . ჰჰაჰაჰაჰ შეგშურდა ?!დაე შეგშურდეს გეპატიება -" მოულოდნელად მობილურის ხმა გავიგონე ...უკვე რომელი საათი გამხდარაა .. ნატი მირეკავდა
" ჰოუუ"
" გოგოო ცოტახანში ვიქნებით შენს სახლთააან"
" კაიი მომწერე რომ მოხვალ "
" აჰაამ კაიი"
დემე და ნატის უნდა გამოევლოთ , ერთად მივდიოდით უნივერსიტეტში ... ცოტა დრო კიდევ მქონდა და მეც კვლავ გავაგრძელე წერა :
"ნატიმ დამირეკა ეხლა
...წერაში დრო ისე გასულა ვერც ვიგრძენი ...
დემე და ნატი . კიდევ ერთი ახალი თემა ... ესეც არ იცი შენ. მოკლედ გეტყვი ,დემემ შეძლო და ნატის გული მოიგო , ისინი დიდიხანია რაც შეყვარებულები არიან და შეიძლება ითქვას ყველასთვის 'სამაგალითო წყვილია ' ... ეს სამაგალითო ალბათ უცნაურად ჟღერდა ... განსაკუთრებით დემე კალანდაძე და სამაგალითო ერთად ... მაგრამ დამიჯერე ის მართლა ასეთი შეყვარებულია ... სწორედაც
სა-მა-გა-ლი-თო . კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა ნატის ცხოვრებაში ... კერძოდ ,მის დაბადებისდღეზე ... კაი ბარემ ამასაც მოგიყვები ,დაბადებისდღის partyისთვის ნატიმ ერთიდღით კლუბი დაიქირავა , სხვათაშორის ბევრნი ვიყავით , კურსელებიც , კლასელებიც . რამდენიმე სკოლელიც იყო ... მოკლედ ჩვენ პონტში ყველანი ძალიან ვერთობოდით ... თუმცა არ არსებობს წვეულება დაუპატიჟებელი სტუმრის გარეშეო ხომ გაგიგია ,ხოდა მოულოდნელად ჩვენც გვეწვია ასეთი სტუმარი... და თანაც იცი ვინ ?! ვინ და მიშო ახვლედიანი ... მიშო მოვიდა ... მიშო ,რომელიც ნატის ბავშვობის მეგობარი , და პირველი შეყვარებული იყო , თუმცა შემდეგ შეცდომა დაუშვა , ეს უკვე გრძელი ამბავია ... მოკლედ ვერც წარმოიდგენ რა დაგვემართა როდესაც მიშო დავინახეთ ... ასე მეგონა მუსიკაც გაჩერდა ... ადამიანებიც გაშეშდნენ ... მეგონა, რომ მხოლოდ ნატის და დემეს აჩქარებული გულისცემა ისმოდა ... სანდროს გვერდით ვიდექი და ეხლაც მახსოვს ხელი როგორ მოვკიდე რომ ჩხუბი ან რამე არ წამოეწყო ... მუსიკა უკრავდა,ყველა ერთობოდა მხოლოდ ჩვენ : ნატი,დემე,სანდრო,მე და მიშო
ვიყავით 'დაემოციებულ-გაშეშებულები ' აი სერიალებში ადამიანები ორი საათი გაოგნებული სახით ,რომ უყურებენ ხოლმე ერთმანეთს ლამის ეგრე ვიდექით და შეძახილიღა გვაკლდა მხოლოდ "მიშოო ?!" ჰაჰაჰა ეხლა მეცინება, მაგრამ მაშიინ ... მახსოვს როგორ მოგვიახლოვდა , მისი სახეც მახსოვს ... ის ხმას არ იღებდა .... თუმცა ვერ აგიხსნი როგორ ვინერვიულე , უცბად წარმოვიდგინე როგორ ატყდა ჩხუბი, როგორ ჩაუშხამდა ნატის დაბადებისდღე ... ყველაფერი ცუდი დამიდგა თვალწინ ... და ის მომენტი ეხლაც ცხადად მახსენდება მიშო რომ დემესთან მივიდა და ლაპარაკი რომ დაიწყო .... რა დამავიწყებს ამ სიტყვებს :
" დღეს ამდენი წლის შემდეგ პირველად .... პირველად მე ,უბრალოდ , დაუპატიჟებელი სტუმარის სტატუსით ვარ ... უცნაური გრძნობაა და თან საშინელიც ... ხედავ , მე და შენ სტატუსებიც გავცვალეთ ... "
არასდროს დამავიწყდება დემეს სახე ,როცა ამ სიტყვებს ისმენდა ..და მითუმეტეს მისი ემოცია არ მომშორდება თვალიდან როცა მიშო ნატის მიუტრიალდა ...როცა ის მას მიუახლოვდა და უთხრა :
"უბრალოდ ერთი რამ უნდა გითხრა ... მხოლოდ ერთი რამ .. მინდა დარწმუნებული იყო, ის რომ აქამდე არ მოვედი არ ნიშნავს რომ შემეშინდა , რომ და რომ შენ არ იმსახურებ რაიმე ახსნას ........ არაა ნატი ......... მინდა იცოდე, რომ ეს სიმართლეა არაა ........ ერთადერთი სიმართლე მხოლოდ ისაა , რომ შენ არ იმსახურებდი იმ საშინელებას რაც მე გავაკეთე ......... რადგან შენ ...
შენ არაჩვეულებრივი იყავი , დღესაც ასეთი ხარ და მჯერა მუდამ ასეთი იქნები ..."
ხვდები მაინც რას გრძნობდა თითოეული ჩვენგანი და განსაკუთრებით ნატი და დემე როცა ამ ყველაფერს ვისმენდით ?! ალბათ ვერასდროს მიხვდები ...
" ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი ბრალია ... მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ... ჩემი სისულელის ....შეცდომის ... უბრალოდ მინდა იცოდე, რომ პრობლემა შენში არასდროს ყოფილა ,არცერთი წამით ... არა ... უბრალოდ ასე მოხდა ... ალბათ გავიზარდეთ და შევიცვალეთ ... თუმცა მთავარი ისაა ,რომ მე არ დაგაფასე ისე , როგორც იმსახურებდი თუმცა ერთხელაც არ შემპარვია ეჭვი , რომ შენ მხოლოდ საუკეთესო გეკუთვნოდა ..."
მთელი ამდროის განმავლობაში ნატი გაშეშებული იდგა და მიშოს უყურებდა , ვგრძნობდი რომ მალე ემოციებისგან ცუდად გახდებოდა ... და რაც შეეხება სანდროს და დემეს ,ერთმხრივ სანდროს ხელი მეჭირა ,მეორე მხრივ კი დემეს ,რომლის ნერვებიც პიკს იყო მიღწეული თვალით ვანიშნებდი დამშვიდებულიყო და თავი მოეთოკა
..
" დღეს 19ის გახდი ... უკვე გაიზარდე ტო ... და წელს მეც ყველაზე განსხვავებული სურვილი მექნება ........
მინდა გისურვო რომ ... აღარასდროს გეგრძნოს ის საშინელი წუთები რაც ჩემ გამო გადაიტანე ......... თუმცა პირველ რიგში გისურვებ ,რომ ახალი ცხოვრება დაიწყო ნატალია... ახალი და ბედნირი ........ და რაც შეგეხება შენ "
და მოულოდნელად კი მიშო დემეს მიუბრუნდა
" რაც შეგეხება შენ ... მინდა იცოდე რომ გაგიმართლა .........
ხოო გაგიმართლა , რომ ასეთ გოგოს შეუყვარდი ........
თუმცა ყოველთვის გახსოვდეს ,რომ მართალია მე როგორც შეყვარებულმა მას გავუცრუე იმედი და დავკარგე , მაგრამ მე მისი მეგობარიც ვიყავი ... და როგორც მეგობარი თუ დავჭირდები ყოველთვის გვერდში ვედგები ... და თუ შენც , ამ ყველაფრის შემდეგ მაინც დაუშვებ რაიმე შეცდომას ან შენც არ დააფასებ ამ საჩუქარს და არასწორად მოიქცევი უბრალოდ უკანასკნელი იდიოტი აღმოჩნდები რა ... ხო ,მართალია სწორედ ისეთი როგორც მე ვარ ...... "
წამიერი ცხოვრების პაუზაც მახსოვს და შემდეგ ისევ მიშოს სიტყვები:
" კიდევ ერთხელ გილოცავ ნატი ... "
გაიღიმა და წავიდა ... აი, უბრალოდ ეხლაც გახსენებაზეც კი დამაჟრიალა ... მიშოსგან ესეთი საქც-"
მოულოდნელად მესიჯის ხმა გავიგე კიდევ ... ეხლაც ნატი იყო მწერდა. ჩამოდიო ...
" კაიი კაი წავედი ...მეჩქარება თორემ დავწერდი იმ ემოციებსაც რაც ამ სიტყვების შედეგ განვიცადეთ ყველამ ... წავედი თორემ ,რომ დავაგვიანო მომკლავენ და მოკლედ .. წარმატებები მისურვეეე"
დავხურე დღიური ,ავდექი , ჩემი ჯინსის ქურთუკი ჩავიცვი , ჩანთა ავიღე ,კარიც მივიკეტე და წამოვედი ...
- ოუ ლილე დაგვატყვევე ტოო
დემემ მანქანის კარის გაღებისთანავე მომაძახა.
- აჰაჰჰაჰააჰაჰჰა უხ დემეე რა გიჟი ხაარ პროსტა
- ილოც გიჟია და მაგიტომ არ დაგევასა მერეე ?
- ნატიც გადარეულია და მგონი შენც მაგიტომ შეგიყვარდა ხო ?
- არაა კიდევ ბევრი თვისების გამოო
- ილოც მისი 'მრავალნაირობის' გამოო.
- ოქეიი ლილა აღარ შეგეკამათებიი ...
- ნატი შენს შეყვარებულს უთხარიი ოქეიიები აღარ თქვას კაიი
- ჰააჰჰაჰაჰა არაა მე ჩუმად ვარ და თქვენი ყურებით ვღადაოობ აჰჰაჰა
- ისე რამდენი ხანია არ დამიძახია " ლილა " არაა ?!
- უი ხოო ისეე .
- მარა რა გიკვირს ტო ილომ 'ლავს ' ცვეტში საავტორო უფლებები მიანიჭა და აგვეკრძალა ტიპებს ზედმეტსახელებზე უფლებაა
- აჰაჰაჰაჰჰაჰჰაჰაჰაჰაჰა
- აუ ჩემი,ნატი შენი დაქალი მაგარ შოკშიაა აჰჰაჰა როგორ ესიამოვნა ტოო .
- ვგიჟდები თქვენს დიალოგზე ხოლმე რა უუხ როგორ მიყვარხაართ.
ნატიმ მოგვაძახა ბედნიერი სახით .. ყველას აგვიტყდა სიცილი .
- ისე სანდრომ რა ქნა ხომ არ იცით ?!
- აუუ მაგ ბიჭს ცვეტში ში* აქვს რა პროსტაა ,გამიგია ერთი თვე თავის შეკავება ,ორი ,სამი მარაა ამდენი ხანი გავიდა უკვე და როდემდე უნდა ჰქონდეთ ეს ' მეგობრობაზე მეტი და შეყვარებულობაზე ნაკლები' ურთიერთობა არ მესმის ტო .ალბათ მიხვდით ბაბიზე რომ იყო საუბარი ... უფროსწორად სანდროსა და ბაბიზე ... ჯერ კიდევ დიდიხნის წინ მეგონა , რომ მათ ურთიერთობას სახელი მალე დაერქმებოდა მაგრამ არა ... თვეები გავიდა და სანდრო ჯერაც ვერ ხვდება რომ გაინძრეს და ბაბის გრძნობები მაინც გაიგოს ... გამაგიჟა გუშინწინაც ლამის დაკლეს ერთმანეთი ისე იჩხუბეს და თან რაღაც სისულელეზე ... ასჯერ ვუთხარი სანდროს ააი ასჯერ ,რომ აუხსენი სიყვარული ან გაერკვიეთ თუ მხოლოდ მეგობრები ხართ თქო ,ის კი ყოველ ჯერზე ერთი და იმავეს მპასუხობს " კაიი რა ლილე როგორც ვართ ეგ ურთიერთობაც გვაკმაყოფილებს ორივესო" ესაა მისი პასუხი და იმას კი ვერ ხვდება, რომ ბაბი გოგოა და შესაბამისად ის ვერ დაკმაყოფილდება ასეთი ურთიერთობით ,რადგან უნდა ზუსტად გაერკვეს სანდროს გრძნობეში ანუ ყურითაც მოისმინოს ის ,რასაც თვალით ხედავს ... თუმცა უკვე ორი დღეა ისინი არ ელაპარაკებიან ერთმანეთს.
- მიდიიი რა კიდევ უთხარი რამეე რა ,იქნებ შენ მაინც გააგებინო ან ბოლოსდაბოლოს შენ მაინც მოგბაძოს რაა თორე ტვინი წაიღოო უკვე თავისი სიდებილით და აღარ შემიძლიაა .
ხშირად იხსენებდა ხოლმე ნატი დემეს სიყვარულის ახსნას და ყოველთვის აღნიშნავდა ,რომ სწორედ მაგ დღეს მიხვდა პირველად დემეს მიმართ რომ გრძნობები ჰქონდა ... უცნაურია არაა ?!... მაშინ დემეს პასუხიც არ გასცა ისე გავარდა ...მეც მეჩხუბა თუმცა სინამდვილეში კი გულში მისდა უნებურად სულ სხვა რამ
განუცდია ... ნატის ამ სიტყვებზე სარკიდან დავინახე, რომ დემემ გაიღიმა და შემდეგ ნაზად მოუსვა ხელი სახეზე ...რა საყვარლები იყვნენ ! ყოველთვის ეს გამეფიქრებოდა ხოლმე მათ დანახვაზე.
- კაი დაველაპარაკები საღამოს ... არ ინერვიულო იცოდე, გაიგეე ?!
შემდეგ თმაზე გადაუსვა ხელი და აი ცოტახანში უკვე უნივერსიტეტსაც მივუახლოვდით ... ისევ ყველაფერი ისეთი იყო ,როგორც ადრე ... ოღონდ ერთი წლის წინ, პირველად რომ მოვედი აქ , ყველაფერი უფრო დიდი , გასაოცარი და ამაღელვებელი მეჩვენებოდა ... გარკვეული დროის შემდეგ ილო გავიცანი და ამ ადგილს კიდევ სხვა დანიშნულებაც მიეცა ... უკვე კიბეებისკენ მივდიოდით ,რომ მოულოდნელად დემემ გვითხრა
- შეხედეთ აი იმ ტიპს შავი სათვალით როაა .
მართლაც ვიღაც ტიპი იდგა კიბეების თავში ,შავი სათვალით ,თან სიგარეტით ხელში ," ჯააან ძერსკად " იდგა და არა ნატურალურქერათმიან გოგოზე ,რომლის სახესაც ვერ ვხედავდი, ჰქონდა ხელი გადახვეული
- ჰო შევხედეთ მერეე ?!
- ნატი ეგრე დააკვირდი თქო არ მიგულისხმია.
- ეჭვიანობა არ გიხდება თქო რამდენჯერ უნდა გითხრაა?
- კაი არ დაიწყოთ ეხლა ... მერეე დემე ?!
- .... ჰოდა ეხლა მაგ ტიპს თავი ძააან მაგარ პონტში ჰგონია ...თან ეტყობა გადმოსულია და უფროო მაგარ ტიპად გრძნობს თავს,თან ჰგონია მაგარი გოგო დაკერაა და აი მაანდ ხოო ვააფშე იმენა როჟააა ტო
- გეთანხმები მარა რავი არ უნდა გეკიდოს ?!
ვუპასუხე მეც ცოტა დაბნეული სახით .
- არა პირიქით .
- რა?!
უკვე ნატიმ იკითხა ...
და თან უკვე ვუახლოვდებოდით იმათ
- რადა პირიქით ამის შემხვედვარე უფრო ვრწმუნდები რა ძაან მაგარ პონტში ვარ მე !
და უკვე იმ გოგომაც მოატრიალა თავი ... უკვე ყველამ დავინახეთ ... თუ მართლაც " რა მაგარ პონტში ყოფილა ეს ბიჭი " და მოულოდნელად დემემ წამოიძახა
- წარმატებები მარიაამ, იცოდე არ შემარცხვინო ამჯერადაც, იქნებ ეხლა მაინც გამოგივიდეს რამე ტოო .
//////////////////////////////////////////////////////////////

უკვე ლექციაზე ვზივარ, მაგრამ ცოტახნის წინ ნათქვამი დემეს სიტყვები კიდევ ყურში მესმის და სიცილს ძლივს ვიკავებ რომ მახსებდება მარის სახე ... დემეს ამ გიჟურ გამოხტომებზე ყოველთვის ვგიჟდებოდი ,განსაკუთრებით დღევანდელი იყო დაუვიწყარი აჰაჰჰა .. თუმცა სამწუხაროდ მე, დემეს და ნატის არ ვემთხვევი ამ ლექციაზე, არც სანდროს ... ამიტომ პირველივე დღეს მათგან შორს ყოფნა მომიწია ... გზაში სხვადასხვა ადამიანები შემხვდნენ კურსელები ,ნაცნობები, ახლებიც ... ისევ მოკითხვები ,ისევ გადაკოცნები იყო და შემდეგ ლექციაზეც შევედი და იმის მერე ესე ვზივარ გამოშტერებული .. თითქოს ყველაფერი ახლიდან დაიწყო ,ახალი ხალხი,ახალი ლექტორი ,ახალი სემინარისტი ,ახალი საგანი .... უცბად მესიჯის ვიბრაციამ გამომაფხიზლა . სანდრო იყო
" ვსო გადავწყვიტე "
მხოლოდ ეს ორი სიტყვა ... ჰმ მართალია იურისტი ვარ მაგრამ ... კაი ღადაობთ ორი სიტყვით რას უნდა მივხვდე ?!
" რაა ?!"
პაუზის შემდეგ ისევ მომწერა
" ლექციაზე ხარ ?! მე დღეს არ მოვდივაარ"
" კი აქ ვარ ,მაგრამ მიპასუხე რა არის გადაწყვეტილი ?! "
" ბაბი "
" სანდრო მეღადავები ხოო?!! ნორმალურად რომ ამიხსნა არა ?!"
" დღეს დავამთავრებ ყველაფერს რა "
" რააააააა ?!! რაააა არ გადამრიო !!!! ვაიმეე მითხარი ,რომ ბაბისთან დაშორებას არ აპირებ აუუ სანდრო:/// ნერვებს მიშლი "
" როგორ უნდა დავშორდე როცა ერთადაც არ ვყოფილვართ?!"
" -_- მიპასუხე რას აპირებ "
" მართალი იყავი ... ეს ყველაფერი უაზრობაა ... ვაფშე შევწუხდი ამ წერით და ვერ გახვალ ლექციიდან ?! "
" უუუხ !!პირველივე დღეს შენ გამო
შევრცხვე უნდა ხოო ... კაი დაგირეკავ ორ წთში"
ხო ასეც მოხდა , ავდექი შუა ლექციიდან და გავედიი. ხო ყველას ყურადღება მივიქციე , ხო შევრცხვი ლექტორთანაც და ზოგადადაც ... და ხოოო ,სანდროს მხოლოდ და მხოლოდ სანდროს გამო ..
გამოვედი თუ არა დავურეკე ბატონს
" ეხლა ამიხსენი ნორმალურად გისმენ !! დაიწყე"
" მოკლედ აუდიტორიაში შევალ და ყველას წინაშე მოვუხდი ბოდიშს"
" სანდრო რას აპირებთ თქო მიპასუხე"
" ლილე "
" მგონი წეღან ტელეფონმა გაჭედა და თავიდან მითხარი"
" ლილე ვიცი ამ რაღაც სიტყვებს როდისაც ამბობ ხოლმე და ხოოო არ მოგჩვენებია ,ვიცი ზედმეტად ვენესუელურ-ბრაზილიურ -თურქული ქმედებაა ,მაგრამ არაუშავს ვიმსახურებ"
" ვააიმეეეეეე ანუ არ ღადაობ?!! "
" ღადაობის თავი მაქვს შენი აზრით ?!"
" ვაიმეეე და მარტო ბოდიშის მოხდას აპირებ ?!"
" მარტოოა ეგ ?!"
" იცი რაც ვიგულისხმე "
" ჰო კაი .."
" გისმენ "
" აუცილებლად ყველაფერი უნდა გაიგო?!"
" კი წინააღმდეგ შემთხვევაში ვაფშე არ უნდა მოგეწერა "
" კაი. ვაპირებ რომ ....მოკლედ ... "
" სანდრო "
" აუ ჩემი რა შარში ვარ ტოო"
" კაი რაა მითხარიი გთხოოვ "
" ..... ვაახ ... ვაპირებ ვუთხრა რომ უკანასკნელ- "
" კაი გინებებისა და თავის ლანძღვის მოსმენა არ მინდა პირდაპირ მითხარიი"
" კაი... ანუ ვეტყვი ... რომ ... ის ....ის გადარეულია ... ხშირად ვკამათობთ ... რომ ყოველი ჩვენი კამათი ხელჩართულ ბრძოლას ჰგავს ... სულ მანერვიულებს ... ის გიჟია ხოო ნამდვილი გიჟი და ხანდახან მეც ისე მაგიჟებს,აიი ისეე გადავყავარ ჭკუიდან , რომ გეფიცები თავს ძლივს ვიკავებ ხოლმე ... .მაგრამ ... მაინც ის ... ის ისეთია რომ ... ის..... ყველაზე კარგია ..... ყველაზე ლამაზი .... და ყველაფრის მიუხედავად მაინც ყველაზე საყვარელი ... აუ თან ისეთი საყვარელი რომ ვერ ავხსნი სიტყვებით....პროსტა ის ...სხვებს მართლა არ ჰგავს .... ბაბი უნიკალურია ... და მე მინდა რომ ....ეს უნიკალური მხოლოდ ჩემი იყოს ....რადგან მე ის ძალიან მიყვარს .... ესე მართლა არავინ მყვარებია ტო ... მე თვითონაც მიკვირს როგორ მოხდა ეს ან როგორ შემიყვარდა ესე ძალიან ....მაგრამ ის ზუსტად ვიცი ,რომ მინდა მას ჩემი გოგო ერქვას ...რომ მეგობრები და .... ნაცნობები კი არა... შეყვარებულები გვერქვას ... ხო ...შეყვარებულები .....აი მხოლოდ ... მინდა რომ ის ყოველთვის...მუდამ დარწმუნებული იყოს ჩემს სიყვარულში ......ამის თქმას ვაპირებ ლილე"
პაუზა იყო ...ხმას ვერ ვიღებდი ....ჩემი დუმილი ყვირილზე უფრო ხმაურიანი იყო ...გაუნძრევლად ვიდექი და გამვლელს შეიძლება შეურაცხადიც ვგონებოდი....
" აუ ჩემი ძაან დებილობები ვთქვი ხოო....აუუუ მითხარი რამე თორე თავი იდიოტი მგონია ... ხო კაი ვაღიარებ... არ ვიცი სხვა რა ვუთხრა .... ლილე"
" უბრალოდ ხმას ვერ ვიღებ ,რადგან ამ წამს ... შენ ისეთი სიტყვები თქვი ,რაც არავისზე არასდროს ამდენი წლის განმავლობაში მსგავსი გრძნობით არ გითქვამს ...სანდრო უბრალოდ წარმატება რომ გისურვო ეგეც ზედმეტი იქნება რადგან ....ჯერ კიდევ იმ დღიდან პირველად რომ დაგინახეთ კედლიდან შენ და ნატი მაქედანვე ვიცოდი რომ თქვენს შორის დიდი ქიმია გაჩნდა .... ხოდა მიდი და უთხარი ის ყველაფერი რაც წეღან თქვი ... ხო ზუსტად უთხარი ის რასაც გრძნობ ... რადგან გულწრფელობა შენი საუკეთესო თვისება იყო და იქნება მუდამ !!!!და რაც მთავარია იცოდეე დაველოდები შენს ზარს გაიგეე ან უბრალოდ ერთ წინადადებას ' კი მითხრაო ' "
" ყველაზე საყვარელი რომ ხარ ვაფშე ეგ იცი ხო?!"
" ხო მარა ბაბი უფრო საყვარელი იქნება მეც მიყვარხარო რომ გეტყვიის"
" აუუ ჩემი მაგას თუ ვეღირსები ..მართლა აღარაფერი მენდომება რა ..."
" მიდიი ისედაც ამდენი დრო დაკარგე და წადიიი დაელაპარაკე და იცოდე დაველოდები შენს მესიჯს"
" აჰაჰჰა კაიი თუ როგორც მე მინდა ისე წავიდა ყველაფერი ლაპარაკის და წერის თავი ნაღდად არ მექნება და ზარი რო გამოგიშვა მარტო ?!"
" ოღონდ კაი პასუხი მითხრა და თუ გინდა ვაფშე სულ ნუ დარეკაავ აჰაჰჰა "
" კაიი ზარს გამოვუშვებ რაა"
" აუი მენანება იმ კადრებს რო არ ვნახავ ლექციაზე რო შეხვალ აჰაჰაჰჰა"
" თან ეს ხელოვანი და მაგარი უცნაური როჟები თუ გაიჩითნენ ეგ თქვი შენ აჰჰააჰა"
" ჰაჰაჰაჰაჰაჰჰა კაიიი ნუ ცდებიი მიდი შენ იცი !! გელი იცოდე და მჯერაა მე რომ ბაბი "კი- ს " გეტყვის.... დარწმუნებული ვარ !!"
" ლილე აიი ძაან დიდი მადლობა რა.. ვააფშე ყველაზე მეგობარი იყავი ,ხარ და იქნებიი მუდამ ნომერ პირველი მეგობარი გესმიის .... კაი წავედიი ეხლა და რაც შეეხება ის კედელთან ჩუმად აყუდებულიო რომ თქვი ამაზე მერე დაგელაპარაკები "
" კაიი ალექსანდრეე დაგელოდები აჰჰაჰაჰა იცოდეე დამირეკე "
"კაიი გკოცნი "


ვაააააჰ - აი ესეთი : დამდნარი, გრძნობებით სავსე, ემოციებით აღსავსე ვარ ეხლაც, ვზივარ ბუფეტში და ვსვამ ყავას .... ისინი ლექციაზე არიან კიდევ .... მე კი გადავწყვიტე აქ მოვსულიყავი .... სანდროს სიტყვებმა ძალიან იმოქმედა ჩემზე აი ძალიან !!წარმომიდგენია როგორ ნერვიულობს ...რა განცდებშიაა.... მაგრამ იმედი მაქვს ,რომ ყველაფერი კარგად იქნება .. მოულოდნელად ნატის ზარმა გამომარკვია ამ ჩემს ' ღრმა ' overthinking- დან .
" გოგოო"
" ჰოო, დაიცა ლექციაზე არ ხარ ?!"
" აღარ ... სად ხარ შენ ?!"
" ბუფეტშიი და მოდიი შენც რა "
" შენ მოდიი სტადიონიდან ცოტა იქით ვზივართ მოდიი მოდიი"
" კაი და მანდ რა გინდათ?!"
" ოო თამაში იქნებაა და აქეთ ველოდებით "
" პირველივე დღეს ?!"
" ლილე "
" კაი წარმოვიდგინე რა სახით მეტყოდი "
" აჰაჰჰა კაიი გე'ლ'ით "
" ეგრე აღარ თქვა "
" არ ვაპირებ ააჰაჰაჰ "
გამეცინა , წამოვდექი ,ავიღე ჩანთა და გავედი გასასვლელისკენ ... მოულოდნელად ისევ მობილური მირეკავდა . უკვე დემეა
" ლილე "
" ჰოო?!"
" არ მოდიხარ ?!"
" გამოვედი ეხლა და რა იყო შენ და შენი შეყვარებული ღადაობის ხასიათზე ხართ?!"
" ჰჰაჰაჰა უკვე გამოხვედი?!"
" კი დემე აი კარს ვაღებ უკვე და გამოვდივარ ვერ ხარ ხო?! გეფიცებით სიყვარულმა გაგაგიჟათ"
" ოქეი "
" ეგრე ნუ ამბობ "
" ოქეიი"
" არც Hazel ვარ და მითუმეტეს არც Augustus დემე "
" იუმორზე სერიოზული სამუშაი გააქვს ჩემო ლამაზო "
" ვთიშავ "
" ოქეიი"
უუხ დემეე ეგრევე გავთიშე გიჟები არიან ესენი მართლა ვააახ ... გამოვედი მართლაც გარეთ ... ისევ ხალხი ყველგან ... აშკარად ზოგს ლექცია არ ჰქონდა , ზოგი არ ესწრებოდა ...წამოვედი სტადიონისკენ ფიქრებით ...სულ ფიქრები ...ნეტავ გონება ფიქრის გარეშე როგორო იქნებოდა ?! ალბათ ცარიელი და უინტერე- და უცბად ფიქრი შემდეგმა წინადადებამ შემაწყვეტინა : " კითხვაზე პასუხის არ გაცემა უზრდელობაა და შენ ხო იცი ჩემი დამოკიდებულება უზრდელებზე "
მახსოვს გავჩერდი , რადგან ეს სიტყვები ... უკნიდან აშკარად გავიგე ეს სიტყვები კი მაგრამ ... ეს ხომ ... ილომ მითხრა ... მაგრამ ხმა სხვისი იყო .. გავჩერდი და ინსტიქტურად გავატრიალე თავი და მართლაც ვიღაც ,ალბათ ახალი კურსელი, ეუბნებოდა სულ სხვა გოგოს ... დავიბენი .. უცბად გავიფანტე ... ავირიე... დავირიე... რავი მგონი ყველაფერი განვიცადე ...დრო დამჭირდა გონზე მოსასველად... მაგრამ რეაგირების დრო იყო რადგან გიჟივით ვუყურებდი იმ ბიჭს ...დავამშვიდე ჩემი თავი და გავაგრძელე სიარული ... ჰო რა მოხდა ?! ეს ხომ ყველას შეეძლო ეთქვა,რა ილომ კი არ გამოიგო- მოულოდნელად ისევ მობილურის ხმა გავიგონე ... მირეკავდნენ . ვაიმე სანდრო ხო არააა ?! ვაიმე სანდროოო ...და გიჟივით ამოვიღე მობილური დავხედე ეკრანს და ნატი შემრჩა ... ვაააააახ
" მოვდივააარ "
" სად ხარ ???"
" ვუხვევ მაქეთკეენ უკვეე "
" კაიი"
" შენ გიჟ-"
და გამითიშა ვერ მოვასწარი რაიმეს თქმა . არა უეჭველი გადამრევენ ესენი და უცბად მესმის გოგოს ხმა
"არანაირი ნინი ,არც ნინუცა ,არც ნინაჩკა ,არც რაიმე ნ-ზე დაწყებული .მხოლოდ ნინა . უბრალოდ ნი- ნა ."
გვერდიდან მესმოდა ეს სიტყვები . მახსოვს იმდენად ძლიერად გავატრიალე თავი ,რომ ლამის კისერიც მოვიტეხს .. და ისევ.... ისევ შევრცხვიი...ისევ შევცდი ... რადგან ამ სიტყვებს ჩემი კურსელი ,რომელსაც ნინა ერქვა ეუბნებოდა ასევე ჩემს კურსელ ბიჭს ... საინტერესოაა ...კიარა და მაგარი სასაცილოა ეს ყველაფერი ...ამ სიტყვებმა ჩვენი გაცნობა გამახსენა , რომ
ვუხსნიდი ლილე დამიძახე უბრალოდ ლილე თქო .უკვე გამეცინაა ...ძლივს ვიკავებდი თავს ... რა უცნაური დღე იყო....ან ეს დამთხვევები ...არ ვიცი ... გაკვირვებული-გაოცებული- ჩაფიქრებული მივუახლოვდი მოედანს და უცბად . არა აშკარად ხო ?? არა ეს მართლა დავინახე კიი ... ხომ არ მომეჩვენა ?! არა ჰო?! კი დავინახე ჩემ წინ როგორ გადმოვარდა ბურთი მოედნიდან ... და წინ მიმავალ გოგოებთან როგორ გაგორდა
" უკაცრავად ... აუ ბურთი გადმომიგდე რაა "
და უკვე მეგონა გავგიჟდი .. როცა გავიგე იგივე სიტყვები ,რაც მე ილომ მითხრა პირველად ... ეხლა კი ეს ბიჭი ეუბნებოდა ვიღაც გოგოს ... სერიოზულად მუსიკა მაკლდა backებში და თავს რაიმე ფილმის ან სერიალის მთავარ პერსონაჟად ჩავთვლიდი ... აიი უკვეე ავუჩქარე ნაბიჯებს ,რომ მალე მივსულიყავი ბავშვებთან თორემ ალბათ გავგიჟდებოდი .. პრინციპში არც ესაა გასაკვირი იმის შემდეგ რაც მე დღიურს ,როგორც პიროვნებას ისე ველაპარაკები ...ხო მგონი სწორი აღნიშვნა იყო .. მე ვგიჟდები . კიი ნამდვილად ვგიჟდები ... ვ ა ი მ ე ააა გიჟი ლილე ესე რო დამიძახონ ... აააააჰ... შეშინებულმა
ამოვიღე მობილური და სმს დავწერე
" მე ვგიჟდები ?! "
და გავაგზავნე ილოსთან . წარმომიდგენია რა სახე ექნება ამას რომ წაიკითხავს ...თან ვაღიარებ გამეცინა ..
" კარგად ხარ ?! "
სწორი აღნიშვნა იყო.
" ეხლა ნატის და დემესთან მივდივარ ..მოედანთან მელოდებიან და გეფიცები გზაში ზუსტად ჩვენი მომენტები გამოვიარე და უკვე მეშინია ხო არ გავგიჟდი "
" ???? ვერ მივხვდი "
" რადა ბურთის გადმოვარდნა... თან რაღაც დიალოგები ...გეფიცები მეგონა გადმოახვიეს წარსული და ჩვენს ფილმს ვუყურებდი"
" ჰაჰაჰაჰაჰჰაჰაჰაჰაჰ ააა გასაგებიაა მგონი მივხვდი რაც გჭირს "
" რა მჭირს ?? არ შემაპარო პირდაპირ მაჯახე :DD "
" ძაან გენატრები ალბათ "
ილოს პასუხზე გამეღიმა ...და გავჩერდი ... ალბათ ნატი მკლავს რომ ვაგვიანებ ...
" აუ მართლა არ ვღადაობ !! ზუსტად იგივე რაღაცები მოხდა... აიი არ ვიცი რა ვთქვა "
" ანუ არ გენატრები ?;))"
როგორ შეიძლება ადამიანმა,რომელიც ყველაზე მეტად მენატრება ....
ვინც ყველაზე მეტად მჭირდება ...
რომელიც მინდა ეხლა აქ იყოს ... ჩემ გვერდით ...
ადამიანი ,რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს .... მოკლედ რომ
ვთქვა .როგორ შეიძლება ლილე ნაკაშიძეს ილო
ბარათელი არ ენატრებოდეს ?! საპასუხოდ მხოლოდ ეს მივწერე :
" ილო -_-"
" ისევ ეს სმაილი რამდენი ხანია არ მოგიწერია "
" ბაკურიანი ხო არ გაგახსენდა ?ჰაჰაჰჰჰაჰა "
" კი და კიდევ რაღაც ...უფროსწორად პირველი ეგ რაღააც ;))))"
" მართლა ფილმივით იყო ილოო "
" თემა გადაიტანე ხო :DD ... კაიი ეგრე იყოს მჯერაა ... მაგრამ არაუშავს მე გიჟიც მეყვარები ჰაჰაჰაჰა და სათაურიც ხო არ მოიფიქრე უკვე ?"
" აუ არაა მხოლოდ ეგ დამრჩა :DDDDD"
ეს მივწერე მაგრამ მის სიტყვებზე დამაჟრიალა ... ' მე
გიჟიც მეყვარები' ...
ისევ მესიჯი იყო ... გავხსენი
" მოდი მე + შენ = ჩვენ ერქვას "
გამეცინა ...დავიწყე ბეჭვდა .
" ვაიმეეე კიიიი რამაგ-
და უცბად გავჩერდი . გავიაზრე ... ეს სიტყვები ... კი მაგრამ ეს ... მე ხომ ეს .....დაიცა მისთვის ხო არ მითქვამს ... ერთხელ მკითხა ვიყავი თუ არა ჩვენს ადგილას ... და მეც ვუთხარი რომ წარწერა ვნახე და დავწერე რაღაც თქო ... მხოლოდ ერთადერთხელ მკითხა რა დავწერე .. მაგრამ არ ვუთხარი ... რომ ჩამოხვალ მინდა მაშინ ნახო საკუთარი თვალით თქო ... იმ დღის მერე ეს თემა არ გვიხსენებია ... და იცით რა დავწერე იმ დღეს მე ??! იმ ადგილას ... მოაჯირზე... ნახატის გვერდით ... აი მანდ ...
" მე + შენ = ჩვენ" - ეს დავუწერე ... ანუ სწორედ ის ,რაც ეხლა მომწერა ილომ
" ერთი კითხვა დამრჩა ხო?! "

და უცბად . ხო მოულოდნელად ეს სიტყვები მომესმა ... რაღაცამ დამიარა ... ხო მთელს სხეულში რაღაც ამოუცნობმა ძალამ ისე ძლიერად დამიარა რომ გული შემერყა, პულსაცია კი გამიგიჟდა ...არა მომეჩვენა. კი აშკარად . ემოციების ბრალი იყო ... არა არააა...სისულელე იყო ... უკვე მისი.... უკვე ილოს ხმაც კი მომელანდა .... იქნებ ყავის ბრალია ?! მეორე ჭიქა არ უნდა დამელია ...მახსოვს ილომ რომ გამაფრთხილა ჯანდაბა კიდევ ილო.. ამდენს რომ
ვფიქრობ მასზე უკვე მისი ხმაც მელანდება ... მართლა არ გავგიჟებულვარ ხო ?!.. აღარ გავიხედე უკან და ესე თავაწეულმა და გულდაწეულმა გავაგრძელე სიარული ... და უცბად მოულდნელად ისევ ერთი წინადადება მოესმა ჩემს ყურებს
" ნუ გეშინია არ გაგიჟებულხარ ლავ "
სიჩუმეა .
"პროსტა ცოტა ვიხუმრეთ ყველაამ და ნატიმაც შემოგითვალა აღიარე დაქალის მოტყუებაში მე უფრო ნიჭიერი აღმოვჩნდიოო ჰაჰაჰა ოღონდ ვერ მივხვდი რა იგულისხმა "

კვლავ სიჩუმე . წამიერად სიჩუმე გავხდი მეც . რა უცნაური სიტყვათა წყობაა არა ?! გულის ცემა მესმის ჩემი ... და მძიმე სუნთქვა ასევე ჩემი .... აი ნელ-ნელა ჩემი ფეხების ხმაც მესმის ...მგონი ვმოძრაობ ..არა ვტრიალდები ... ეს ყველაფერი ესე ნელა რატომ ხდება ? თუ მე მგონია რომ წამები იწელება ?? ეხლა შევტრიალდები .. ვერ ვიყურები მაღლა ...თავი რატომ მაქვს დახრილი ?!! შავ ფეხსაცმლებს ვხედავ.... უკვე ჯინსის შარვალიც გამოჩნდა ... შავი მაიკაც დავინახე ... ყელთან ძარღვი ... შემდეგ ოდნაც მოშვებული წვერიი.. შემდეგ ტუჩები გამოჩნდნენ ... სწორი ცხვირი ... და ბოლოს .... ეს ...მწვანე თვალები ... მისი თვალები...ყველაზე მეტად რომ მენატრებოდა ეხლა სწორედ იმ ადამიანის თვალები მიყურებდნენ ...
ჩემ წინ ილო ბარათელი იდგა ,მომღიმარი და უსიმპატიურესი სახით ,თბილი და დამადნობელი მზერით . ის ილო ... ხო, სწორედ ის ერთადერთი ილო ,რომელიც შემიყვარდა წამიერად , მოულოდნელად, დაუგეგმავად, მაგრამ ძლიერად .
სიჩუმეა . მე ვდგავარ და ვუყურებ . მისი ღიმილი , მისი გამოხედვა , როგორი სხვანაირია , უფრო გასიმპატიურებული , გაზრდილი.
მისი თვალე-
- კაი არ ჩამეხუტები მაინც ტო ?!"
ეს ხმა .
და უცბად არ ვიცი ეს ენერგია საიდან მოვიკრიბე ან როგორ შეძლეს ჩემმა ფეხებმა ესეთი სწრაფი რეაგირება ,რომ უკვე მისკენ მივდიოდი ?! მივრბოდი ?! მთელი ძალით... და უკვე ვიგრძენი მისი ხელები . მისი ძლიერი ხელები . მისი ყველაზე თბილი . ყველაზე ცხელი ხელები ,რომლებიც ეხლა მთელი ძალით ეკვროდნენ ხან ჩემს ზურგს .. ხანს ჩემს თმებს ... მთელი ძალით მეხუტებოდა ილო ... მე კი უბრალოდ თვალებს ვერ ვახელდი ... ვგრძნობდი ცრემლები ..სიხარულის ცრემლები მომდიოდა ...რა უცნაური იყო ეს ყველაფერი . რა ემოციური... ილო ხან თავზს მისვამდა ხელს, ხან მთელი ძალით მწევდა მისკენ ... მხოლოდ
გულისცემის ხმა ისმოდა ...მხოლოდ მე და ილო ვიყავით ამ წამს მთელს დედამიწაზეე...მხოლოდ ჩვენ ორნი ...მისმა დანახვამ უფრო დამარწმუნა იმ ფაქტში თუ როგორ ეკლდა ილო ბარათელი ჩემს ცხოვრებას ...
ეხლა ის ყველაზე ახლოს იყო , რაც კი ოდესმე ყოფილა რადგან ის ჩემში იყო . ეს კი ჩახუტებაზე მეტი იყო ,ეს იყო არვიცი ,ორი გულის ,ერთ გრძნობაში - სიყვარულში - გაერთიანება . რამდენხანს ვიყავით ასე ?! არვიცი ... უბრალოდ ვერ ვშორდებოდით ერთმანეთს ... და უცბად ყურთან ... როგორც ადრე ,მისი დამაჟრიალებელი, რაღაცნაირი ხმა გავიგე .
- ჩემო ულამაზესო .
ტვინიდან დამეწყო და კოჭებამდე დამბურძგლა ,
- პროსტა რომ იცოდე ამ წუთებს ..შენთან სიახლოვეს ..შენს შეხებას ....ამ ყველაფერს რამდენხანს ველოდი ...

უცბად ორივე ხელი თმებსა და სახეზე გადამისვა ,შემდეგ კი ყელთან მომკიდა და მიყურებდა. ცოტახანს ხმას არ იღებდა .
- სხვადასხვა მიზეზების გამო ... ვერცერთხელ ან არცერთხელ მითქვამს შენთვის ეს პირადად... შენს წინ მდგომს თუ როგორ -
ისევ გაჩერდა ,შემდეგ მომიახლოვდა ,მისი სახე უფრო და უფრო მიახლოვდებოდა და შესაბამისად ჩემი გული უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა.
- მიყვარხარ . აუ ჩემი ... როგორ მიყვარხარ ტო ... მიყვარხარ ლილე ... ჩემო ულამაზესო ... მინდა იცოდე რომ ვაფშე ყველაზე მეტად მიყვარხარ .
და სანამ პასუხისთვის ძალა მოვიკრიბე ისევ მან დამასწრო თქმა
- მეხუთე კითხვა ... ხოდა ეხლა რომ მაგრად გაკოცო ყველა ძაან ცუდ როჟად ჩამთვლის არა?!
ალბათ გული წამივიდოდა ,რომ უცბად ისევ მან თქვა
- ანდა არაა ..ამ ერთ კითხვას მომავლისთვის შემოვინახავ... თანაც როდის იყო მე 'ყველა ' მაინტერესებდა ?! მხოლოდ
მე და შენ ლილე , ხო გახსოვს .
და უცბად ღიმილი გამოესახა ..
- ღმერთო ... პროსტა როგორ მიყვარხარ ლილე რომ იცოდე .

მიმეორებდა ამ მაგიურ , ყველაზე სასიამოვნო და გულისამაჩქარებელ სიტყვებს და თან მისი სახე კიდევ უფრო მიახლოვდებოდა ... შემდეგ მისი მწვანეთვალებიც მომიახლოვდნენ და . ვიგრძენი ამდენი ხნის შემდეგ .. ბაკურინანის შემდეგ .... გერმანიაში წასვლისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ მისი ტუჩები კვლავ ვიგრძენი .
და ეს უკვე უკვე ნადვილი დაბრუნება იყო . ეს დაბრუნება ისევე საოცარი, მოულოდნელი ,ემოციური , წარმოუდგენელი, გასაგიჟებელი,დამაჟრიალებელი და განსხვავებული იყო ,როგორც თავად ილო ბარათელი და როგორიც ჩვენი სიყვარულის ისტორია .თუმცა ეს ყველაზე სასიამოვნო , ბედნიერი , ამაღელვებელი , მომენტი მოულოდნელად მობილურის ზარმა ჩამიშალა . მე დამირეკეს . ხო წარმოგიდგენიათ უცბად სანამ გავიაზრე რამოხდა რა შოკში ჩავვარდი ამ უაზრო iphone-ის ზარის გაგონებაზე .. . ცოტახანს ვერ მოვედი გონს . ორივე ღრმად ვსუნთქავდით ...ჯანდაბააა რა დროს ეს დარეკვა იყო ... რა უაზრო დროს.... უუხ არა ამქვეყანაზე მყოფმა მაინც შევძელი და ამოვიღე ჯიბიდან მობილური და უკვე წინასწარ მოფიქრებული ორ საათიანი ლანძღვის ტექსტით დავხედე ეკრანს და უცბად დავინახე სახელი : სანდრო ... სანდროს ზარი იყო .. მისი გამოშვებული ზარი ... მან დამირეკა ... ესეიგი .... ეს ნიშნავს რომ და უცბად სიხარულის სიცილი ამიტყდა ... ესეიგი ბაბიმ " კი " უთხრა . ესეიგი ისიც იმავეს განიცდიდა . სანდროც ბედნიერი იყო , ბაბიც, ისევე როგორც მე და ილო ... როგორც ნატი და დემე ...
ამაზე ფიქრით სიცილს ვერ ვწყვეტდი ხო მე ვიცინოდი ,ილო კი გაღიმებული სახით და გაოცებული გამომეტყველებით მიყურებდა ... არ ვჩერდებოდი ... ხო ვერ ვჩერდებოდი ბედნიერებისგან ... ბედნიერების განცდა იყო ამ ყველაფრის მიზეზი , სიყვარული კი მთავარი საფუძველი .
და აქ მივხვდი შეიძლება იურისტი იყო ან ეკონომისტი , ან მხატვარი თუ მუსიკოსი ... შეიძლება საქართველოში ცხოვრობდე ან გერმანიაში , ბრიტანეთსა თუ ამერიკაში , ნიგერიაში ან ავსტრალიაში ... სიყვარული , როგორც ერთხელ ილომ მითხრა ეს 9 ასოიანი სიტყვა ყველგან არის .
ის ხო , მართალია შეიძლება სრულიად მოულოდნელად დაიბადოს შენში , სრულიად დაუგეგმავად დაგახვიოს თავბრუ , დაგაბრმავოს ხო მართალია ,ის რაღაც დაავადებას და ამავდროულად წამალს ჰგავს ,რომელიც თან გკლავს თან გაცოცხლებს , რომელიც არც გკურნავს, მაგრამ რომლის გარეშე სიცოცხლესაც არ აქვს აზრი ...
სიყვარულს მრავალი უკუჩვენება აქვს , ტკვილიც იცის ,გულისგატეხვაც , იმედგაცრუებაც , სევდაც ... მაგრამ მისი მეორე მხარე ... აი სწორედ მისი მეორე მხარეა პასუხი კითხვაზე " რა არის ბედნიერება " . ხო სიყვარული ყველაფერს მოიცავს თავის თავში . ყველა გრძნობას , ყველა ემოციას , ყველა სიტყვას , ყველა ქმედებას . ერთადერთი რამაა სადაც სიტყვა ' ყველა ' განსხვავებული შინაარსით გხვდება , ეს უფრო ყველა-ფერია , და არა ის ყველა რომელსაც ილო ასე ვერ იტან-
- გელოდები
მოულოდნელად ფიქრები გამაწყვეტინეს... ჯანდაბაა ... დამავიწყდა ..ილოც რომ აქ იდგა ... რა გაკვირვებული სახე ჰქონდა .
- რაა ?
- წავედით თქო ხო გითხარი
- ეხლაა ?
- კი ეხლა , ამ წამს , უფრო რომ დავკონკრეტდეე
- ხო მაგრამ .. ეხლა,... მაგრამ სად უნდა წავიდეთ ... თან დღეს ... დაიწყო -
- ხო მართლი ხარ დღეს დაიწყო ოღონდ მხოლოდ უნივერსიტეტი არა ლილე ..
- დაიცა ყველანი მივდივართ ?!
- ყველაში ვის გულისხმობ ?
- რავი დემე , ნატი , შენი ძმაკაცები , სამეგობ-
- კაი მაშინ ბარემ აქ დავრჩეთ მთელი უნივერსიტეტის თან წაყვანას.
- სად მივდივართ ის მაინც მითხარი
- საიდუმლოაა
ეს მითხრა და მოულოდნელად ხელი გამომიწოდა , როგორც მაშინ , როგორც ყოველთვის , როგორც იმ დღეს ბაკურიანში , ეხლაც მის ხელს ვუყურებდი , შემდეგ მის მწვანე თვალებს ავხედე , საპასუხოდ მხოლოდ გავიღიმე და რა თქმა უნდა ... მეც ხელი მაგრად ჩავჭიდე
- წავედით .
მაგრამ ის არ იძვროდა .. გაჩერდა . არც ხმას იღებდა .. ცოტახანს ასე იდგა , მაკვირდებოდა , სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა და მოულოდნელად ვიგრძენი ... ხო უკვე თვითონაც მომიჭირა ხელი ხელზე , მისი ცხელი , ძლიერი , ძარღვიანი ხელი და უცბად ....მან .... ჩემი ხელი .... ტუჩებთან მიიტანა და .... და ..... ნაზად ....... მაჯასთან , აი იქ სადაც .... პულსაციაა ... ნაზად მაკოცა ... პულსაციიდან დაწყებული მთელს ' სავენეთში ' ილო ბარათელის ცნებამ დამიარა .გული გაჩერდა ალბათ , ხო ილომ ჩემი პულსაციის გაჩერება გამოიწვია . და თან პაუზის შემდეგ დახუჭული თვალები გაახილა ,ამომხედა და გამიღიმა , არაფერი უთქვამს უბრალოდ მიტრიალდა და ისე ,რომ არც კი უფიქრია ხელის გაშვება ნაბიჯის გადადგმა დააპირა რომ ისევ მე ვკითხე
- ილო ანუ მხოლოდ ჩვენ მივდივართ?
და მან , ისე რომ არც გამოუხედავს მიპასუხა , თბილად , თავისი ' რაღაცნაირი ' ხმით + სიყვარულით , მიპასუხა :
- კი , მხოლოდ მე და შენ , მხოლოდ ჩვენ . ლავ .


...........................................................

პირველ რიგში ბოდიში ,რომ ესე დავაგვიანე დადება ... მაგრამ ეს ბოლო იყო ... ბოლო თავი ...უცნაური გრძნობა მქონდა ბოლო წერტილი ,რომ დავსვი ... რომ ეს ისტორიაც დამთავრდა .. ლილეს ,ილოს , დემეს , ნატის , სანდროს და ბაბის ცხოვრების ეს მონაკვეთი ... მაგრამ ალბათ მალე ან არვიცი ახლო მომავალში ...ახალი მოთხობით დავბრუნდები ... რადგან ყველამ .. ყველამ , ვინც კითხულობდა ან აკომენტარებდა ხოლმე , ძალიაან ძალიან შემაყვარეთ თავი ... და მინდა კიდევ ვიგრძნო ის რასაც ვგრძნობდი ხოლმე ყოველ ნახვასა თუ კომენტარზე .. დიდი მადლობა ყველას!! მიყვარხართ !!!!!!!



№1  offline წევრი nanako123

Ori wutis ganmavlobashi sataurs vuyurebdi da dzvlivs gaviazree rom damtavrdaaa.. chemi lav damtavrdaaa.. ilos demis natis babis istoria damtavrdaa daaa sashinlad damwyda gulii ... shen ki saocreba xar da veli axal istorias axali ambebit da sheni chveuli sasiamovnoo siujetebit .... saswauli xar

 


№2  offline წევრი neenars

vaimeeee dzaaliaan didi madlobaaa !!!!!!!! ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№3  offline მოდერი D-roni

არ ვიცი რა გითხრა love სიტყვებით გადმოუცემელია ის რასაც ეხლა მე ვგრძნობ ! love ბევრი დაკარგა ყველამ ვინც ეს არ წაიკითა რომ ვკითხულობდი არ ვიცი ეს რა იყო მაგრამ მინდოდა ძალიან მინდოდა და პირველად მინდოდა ეს რეალური ყოფილიყო ... ყველაფერი რეალური ყოფილიყო და ესეთი შტაბეჭდილებაც მრჩებოდა love შენ კიდევ ... შენ საოცრება ხარ მერამდენე საოცრება ? ალბათ პირველი ! ამაზე რეალური გრძნობებით სავსე ბედნიერი ისტორია თამამად შემიძლია ვთქვა არ წამიკითხავს love სიცილი ხუმრობები გრნობები სიყვარული ყველაფერი 1 საიტყვაში გქონდა ჩატეული love ამ საიტზე მყავს რამდენიმე საყვარელი ავტორი ... შენ კი ... შენ უკვე მთავარი ადგილი დაიკავე ამ ავტორებს შორის ! მინდა მეორე ნაწიილის დაწერაც გთხოვო მაგრამ ვიცი ამ ისტოიას ეს არ მოუხდება ალბათ ... არა მოხდომით ყველაფერს მოუხდენ მაგრამ არ ვიცი შენი გადასაწყვეტია მე უკვე შენი ერთგული მკითხველი ვარ ! მართალია ძალიან იგვიანებდი მაგრამ ათასში ერთხელ რომ დადო ერთი სიტყვა მაინც იცოდე რომ ეს მე მაინც გამაბედნიერებს love დაუსწრებლად მიყვარხარ love !

 


№4  offline წევრი Niacule

როგორი ისტორიაა იცი? აიი როგორც ილოს და ლავის სიყვარულის გადმოცემა როარ შეიძლება სიტყვებით, აი ისეთი.
უამრავ მოთხრობას ვკითხულობ, მაგრამ ამ მოთხრობას რომ ველოდებოდი ხოლმე ისე არცერთს, მახსოვს წინა თავი როდადე კაკაოს ვსვამდი და სათაური რო დავინახე წამოვხტი ხტუნვა და ტაშის შემოკვრა დავიწყე.
საოცარი ემოციებით მავსებდა და მავსებს ეს მოთხრობა. ძააან დამწყდა გული.
რაცარუნდა დაგეგვიანებინა ჩემთვის უტკბილესი მოლოდინი იყო <3 საოცარი ხარ, ვგიჟდები ამ მოთხრობაზე.
უბრალოდ ეხლა სადაცაა ვიტირებ.
მიყვარხარ შენ ,რომ ასეთი კარგი ხარ. მიყვარხარ რომ ამდენი ბედნიერი წუთი მაჩუქე <3 <3 <3
არმინდა მოვრჩე კიდევ მინდა ბევრი ვილაპარაკო ,მაგრამ ჯანდაბა >_< არ შემიძლია.
უბრალოდ საოცრება ხარ.
ლავ <3

 


№5  offline წევრი neenars

vaimeeee xalxooo cuddaad vaar !!!!!! vaimeeeeeeeeeeeeeeeeeee arviciii dzaliaan didi madlobaa imdenad banalurad mechveneba exla rogor shevcvalo es sityvebi ar vicii ..... aiiii ver warmoidgeent ras nishnavs es sityvebiii chemtviiis !!!!!!!! ubralod ai yvelaze didi vapshe yvelaze didii madlobaaa !!!!!!!!!!!!!!!!!!!! dzaan imokmeda am sityvebma chemze ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️!!!!!!!!!!!

 


№6  offline წევრი Overthinking

სიტყვები არ მყოფნის love ილოზე სანდროზე და დემეზე ვგიჟდები ისევე როგორც ლავ-ზე ნატიზე და ბაბიზე love უჰჰჰჰჰჰჰ არ ვიცი რა გითხრა ძალიან კარგი იყო აი ძალიან ... ყოჩაღ , მაგარი გოგო ხარ love

 


№7  offline წევრი neenars

didii madlobaaa !!!❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№8  offline წევრი kurt cobain

თითქმის ყველა ისტორიაზე რომელიც მომეწონა ერთი და იმავე სინაარსის კომენტარებს ვტოვე,მაგრამ ახლა,ამ მოტხრობაზე არ შემიძლია ბევრჯერ ნათქვამი დავწერო. უბრალოდ მე ვიწამე სიყვარულის და მადლობა შენ ამისთვის.
პ.ს ზოგადად მოტხრობა თუ არ მომეწონება ძააან და თუ არ შემიყვარედბა მეორედ ვერ ვკითხულობ,მაგრამ აი ახლა,სიამოვნებით დავჯდებოდი და ყველას თავიდან წავიკითხავდი და ყველაზე დაგიწერდი კომენტარსს "მიყვარხარ",იმიტო რომ მართლა მიყვარხარ,შენი სიყვარულით ლავ. <3 <3 <3 <3

მგონი ლავთან ერთად გავგიჟდი მეც. <3

 


№9  offline წევრი neenars

ვაიმეე ძალიან ძალიან დიდიიი მადლობა !!!!!!!!!!!! love love <3 <3 <3 !!!!!

 


№10  offline წევრი ანაელა

აი სულ ძალიან, უსაშველოდ მიყვარს❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent