შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვუყვარდი?არ ვუყვარდი? (ჩემი ცხოვრების ისტორია) თავი 5


30-04-2015, 18:04
ავტორი Dippie
ნანახია 1 913

იმ საღამოს ნუკა ძალიან დათვრა და ნომერში დავრუნდით. მალევე ცუდად გახდა და მთელი ღამე ვყარაულობდით როცა ლუკაც ამოვიდა. ლუკა ჩემ საწოლზე იწვა მე და ნანუკა ერთად მოვკალათდით. იყო მომენტები როცა ლუკა მოშტერებული მიყურებდა და ძალიან ვბრაზდებოდი. დილით ადრე გამეღვიძა სიცივის გამო.აივნის კარები დავკეტე და ლუკას შევხედე.მობუზული იწვა ჩემს საწოლზე,პლედი მივაფარე და ისევ წამოვწექი.როცა გავიღვიძე ჩემი საწოლი ცარიელი დამხვდა. ნუკამაც გაახილა თვალები, მე და ნანუკა ჩასიებული თვალებით ვუყურებდით და ნერვები გვეშლებოდა მასზე,წინა ღამეს ბიჭების ნომეერში სისულელეები ილაპარაკა ჩემზე და ლუკაზე მაგის დანახვაც არ მინდოდა. სანაპიროზე გასვლის თავი არცერთს არ გვქონდა.მალე წასვლის დროც ახლოვდებოდა და ჩვენთვის ვიყავით ფოიეში მითიშულები.მე როგორც ყოველთვის მუსიკას ვუსმენდი და სავარძელში ვთვლემდი. მალე ბიჭებმაც ჩამოიარეს და გვერდზე მოგვიჯდნენ,მე არავისთვის არ მიმიქცევია ყურადღება,ალექსანდრე გამახსენდა და მოვიწყინე.
საქართელოში დავბრუნდი წყალი გადავივლე მოვწესრიგდი და ტელეფონს დავხედე.ალექსანდრემ იცოდა როდის ჩამოვდიოდი მაგრამ არანაირი სიახლე არ იყო მისგან.მალე უცხო ნომერმა მომწერა მომიკითხრა როგორ იმგზავრეო,საბოლოო ჯამში გაირკვა რომ ლუკა იყო. იმავე საღამოს მომწერა რომ ვუყვარდი რაზეც ძალიან გავბრაზდი.მართალია ბავშვი ვიყავი მაგრამ არც ისეთი დებილი როგორიც მას ვეგონე. ჩვენი ურთიერთობა დაახლოებით ორ კვირაში დასრულდა.ბაბნიკი ტიპი იყო მეტი საქმე არ მქონდა ვიღაცას გამოვეყენებინე. ერთ მშვენიერ დღეს ალექსანდრემ მომწერა:
-როგორ ხარ აბა?დასივენე?
-კარგად შენ? კი ძალიან გავერთე.
-დღეს გეცლება?
-სავარაუდოდ კი,ჯერ არაფერი დამიგეგმავს
-ხოდა გავისეირნოთ სადმე
ამ დროს ძალიან გამიხარდა,უსაზღვროდ ბედნიერეი ვიყავი.დროზე და ადგილზე შევთანხმდით და მთაწმინდაზე ავედით. პირველი შეხვედრა ძალიან წნარი იყო,მეგონა იმაზე დამელაპრაკებოდა რაც მე მაინტერესებდა ყვეალზე მეტად მაგრამ ამ თემაზე სიტყვაც არ დასცდენია. დიდი ხანი გრძელდებოდა ასე,ნელნელა დავვახლოვდით,პირველი კოცნაც მაჩუქა. მიხუტებული ვყავდი როდესაც ნაზად შემომაბრუნდა და ლოყაზე მაკოცა.შემდეგ თვალებზე შუბლზე და ბოლოს ჩემს ტუჩებსაც დაეწაფა. ძალიან შემრცხვა და ჩავეხუტე.ჩვენი ბედნიერება იმ მომენტიდან დაიწყო.ლამაზი დღეები,მომავლის გეგმები ოცნების კოშკები...იქამდე მივედით რომ ისიც ვიცოდი რომელ კერძს მოვუმხადებდი ხოლმე...ყველანაირი დეტალი დაგეგმილი გვქონდა,საუკეთესო მეგობრობაზე დამყარებული უძლიერესი გრძნობა გვაერთიანებდა. ვფიქრობდი და ვერც ვხვდებოდი რას შეიძლებოდა დავესაჯე ისე რომ იგი დამეკარგა. ძალიან ბევრჯელ ვჩხუბობდით მაგრამ ერთმანეთის გარეშე სუნთქვა გვიჭირდა, ერთმანეთისთვის ყველაფერი ვიყავით.დაახლოებით ერთი წელი გრძელდებოდა ასე,შემდეგ კი ყვეალფერი აირია.ახლაც არ ვიცი რა მოხდა,ვერ ვერკვევი მაგრამ სისულელის გამო დავკარგეთ ერთმანეთი.დაშორების შემდეგ ნახევარი წელიწადი მიყვარდა,ვკვდებოდი მის დანახვაზე. ვქვავდებოდი და გული მიჩერდებოდა ყოველ დღე სკოლაში რომ ვხედავდი და ვერ მივდიოდი მასთან.ვერ ვგრძნობდი მის სითბოს და სურნელს.ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობდით და სულ რაღაც რამოდენიმე დღეში ერთმანეთისთვის უცნობი ობიექტები გავხდით. ძალიან რთულად გადავიტანე ის პერიოდი.მაგ დროს 14წლის ვიყავი და რადიკალურად შემცვალა ამ ყველაფერმა. მე და ალექსანდრე 19იანვრის ღამეს დავშორდით,საშინლად თოვდა სიცივე კი სულს და გულს ერთიანად მიყინავდა. ჩემში არანაირი გრძნობა არ არსებობდა დიდი ხნის განმავლობაში,არანაირი გულწრფელი ღიმილი არ ესახებოდა ჩემს სახეს.სიყალბითა და სიცივით ვიყავი გაჟღენთილი...
დაშორების შემდეგ მალევე გავიცანი საერთო სამეგობროში ორი ბიჭი.ბავშვობის ძმაკაცები იყვნენ. ლაშა და ნიკა.ორივე სიმპათიური და საყვარელი იყო მაგრამ მათ მიმართ არაფერს ვგრძნობდი საერთოდ არაფერს არ წამოადგენდნენ ჩემთვის. ნელ-ნელა გახშირდა ჩვენი ურთიერთობები და საერთო სანაცნობოში მოხვედრა. ალექსანდრეს შემდეგ ვინც მომეწონა ლაშა იყო.არ ვიცი რატომ მაგრამ ძლიან დამაინტერესა როგორი ადამიანი იყო,თითქოს ჩაკეტილი,უცნაური ,თავისებური ბიჭი იყო და გამიჩნდა ჟინი იმისა რომ ყვეალფერი გამეგო მასზე.ამასობაში ნიკასთანაც დავმეგობრდი და ერთ მშვენიერ დღეს მითხრა რომ მოვწონდი. მე არ ვიცოდი რა მექნა. მის მიმართ რას ვგრძნობდი არ ვიცოდი, მე ისევ საშინელი ტკივილი მტანჯავდა რომელიც ალექსანდრემ დამიტოვა.ვხვდებოდი რომ ლაშასაც ქონდა გრძნობები ჩემს მიმართ,არ მინდოდა საუკეთესო ძმაკაცებს შორის ჩავმდგარიყავი.ნიკას დაველაპრაკე და ვუთხარი რომ მე მზად არ ვიყავი ახალი ადამიანი მომეშვა ახლოს.
=ნიკა=
ნიკა პირველად რომ დავინახე არ მიმიქცევია ყურადღება,თითქოს შემეშინდა მისი. მორცხვი და მორიდებული იყო ყოველთვის, ჩვენი ურთიერთობაც ჩემი მოკითხვიდან დაიწყო. როდესაც გრძნობები გამიმხილა ვიცოდი რამდენი ინერვიულა ამაზე,ვიცოდი გულს ვატკენდი ჩემთან რომ ყოფილიყო მაგრამ საერთო ჯამში მაინც ვაწყენინე ჩემი უარით. უცნაური იყო,თბილი და კეთილი.საქმე საქმეზე რომ მისულიყო გულს ამოიგლეჯდა,მაგიდაზე დაგიდებდა და დანას დაასობდა, გეტყოდა შენი იყოსო. უამრავი ბიჭი ყოფილა ჩემს ცხოვრბაში მაგრამ ნიკასნაირი? არა, არა ვიცოდი და ახლაც ვიცი, ამდენი წლის მერე რომ ის ერთადერთი იყო.
=ლაშა=
გაურკვეველი გრძნობა მაკავშირებდა მასთან,ეს სიყვარული არ ყოფილა რადგან ჩემი გული სხვას ეკუთვნოდა."რა არის ეს?" ეს კითხვა მიტრიალებდა თავში და მიორმაგდებოდა ინტერესი მის მიმართ.ახლა ვხვდები რომ ეს უდიდესი შეცდომა იყო მაგრამ მაშინ ჩემს თავს არ ვეკუთვნოდი. ალექსანდრე ჩემი ყოველდღიური ტკივილი იყო,გულის თითოეული მოძრაობა მას ეკუთვნოდა და იმწამსვე მესობოდა რაღაც ,ვკვდებოდი და შემდეგ ვცოცხლდებოდი მარტო იმიტომ რომ არ ვნებოდებოდი.ლაშა კი ამ ტკივილის გადაფარვის,იმ მომენტში,ერთ-ერთ საშუალებად მიმაჩნდა. მას მე უნდა დავებრუნებინე,გაეღვივებინა ის გრძნობები რომლებიც მეგონა რომ გამაჩნდა მის მიმართ.ყველაფერი კი საგრძნობლდ შეიცვალა როცა წლები მოგვემატა.
___________________________________________________
თვეები გრძელდებოდა ჩემი და ლაშას უცნაური ურთიერთობა,ზაფხულში კი დავვახლოვდით.
-რას შვები?(დილით მომწერა)
-ეხლა გავიღვიძე შენ?
-რა? ჰო არ გაგიჟდი გოგო სამის ნახევარია,მოსაღამოვდა უკვე-მითხრა და გაიცინა.
-ჰოო რა ვქნა ვეღარ ავწიე თავი.
-დღეს ამოხვალ ჩემთან?
-მმმ,რავიცი,შენები?
-არ იქნებიან ქალაქ გარეთ გადიან მეც უნიში არ წავედი და გამო რა.
-კარგი მოვალ.
ლაშამ და მე დავგეგმეთ რომ ფილმისთვის გვეყურებინა მაგრამ მაგის გარდა ყველაფერი მოხდა. ლაშა ბიზნესზე სწავლობა ნიკამ კი სამხედრო აკადემიაში ჩააბარა და კვირაში ორი დღით დაგვიბრუნდებოდა ხოლმე თბილისში.
მე და ლაშამ ჯერ ვიწუწავეთ ,შემდეგ ყინული ჩამიგდო მაისურში და ყვირილი დავიწყე. უეცრად დამიჭირა და მაკოცა. ისე გავხურდი , იმდენმა აზრმა გამირბინა თავშ რომ ყინული წამებში გალღვა,როგორც ჩემი გული. ლაშამ ნაზად ამიყვანა და საწოლზე ჩემს ზევით მოექცა. ხარბად მკოცნიდა და ეფერებოდა ჩემს სხეულს. უეცრად ალექსნადრე გამახსენდა და გიჟივით წამოვხტი საწოლიდან,ლაშა სულ მთლად გაგიჟებული თალებით მიყურებდა
-რა მოხდა?
-არაფერი, უნდა წავიდე.
-ბოდიში არ მინდოდა,ჯერ ადრე იყო.
-არა ეგ არაფერ შუაშია,-ვთქვი და მაისური ჩავიცვი.
-აბა რა არის შუაში?-უკან გამომყვა და სამზარეულოში გავედით.ძლიან გავბრაზდი არ ვიცი რა დამემართა გვეყანაზე არსებულ გრძნობას ერთდროულად ვგრძნობდი.
-შენ!,-დავუყვირე და გაშეშდა,
-რა მე?,-ცისფერი თალებით მომაშტერდა და გაურკვევლობა კლავდა.
-შენი ბრალია ყველაფერი! რატომ იქცევი ასე? შენი აზრით ნიკასთან მართალი ხარ?!-დავუყვირე და ადგილზე ვერ ვჩერდებოდი.
-რა ნიკა? ეგ რა შუაშია გოგო , რა ნიკა?!-დამიყვირა და ნელ-ნელა ხმას დაუწია მიხვდა რომ უარესს იზავდა.
-შენ ხომ იცოდი არა რომ მას გრძნობები ქონდა ჩემთან,ჰო? ჰო იცოდი? როგორ ფიქრობ სწორად იქცევი?-თვალები ამიცრემლიანდა. ვერ ვაცნობიერებდი რა მეთქვა. ალესანდრეზე და ნიკაზე ერთროულად ვფიქრობდი წინ კი ლაშა მედგა იმ მომენტში სრულიად უცხო ადამიანი ჩემთვის. ვხვდებოდი ზედმეტები მომივიდა და სისულელებს ველაპრაკებოდი,ვხვდებოდი ალექსანდრე ისევ რომ მიყვარდა ის იმ მომენტშიც გულში მერჭობოდა,არ მაძლევდა საშუალებას რომ სხვა ადამიანთან მეცადა ბედი,სხვა ადამიანთან მეგრძნო რამე. იგი არც ჩემი იყო,არც მე ვიცყავი მისი მაგრამ არავისთან არ მიშვებდა.ჩემი გული მუჭაში ეჭირა და ჩემს მთელ სხეულს აკონტროლებდა. ნიკა? ნიკაზე გული შემკიოდა,ლაშა ნამდვილად ცუდად იქცეოდა არ მომწონდა მათ შორის რომ მე ავყმოვჩნდი.
-რა?...-ჩაწყვეტილი ხმით თქვა ლაშამ და სავარძელზე ჩამოჯდა,-რა?!-ბოლოს მიყვირდა და შევხტი,-ნიკა რა შუაშია?! ჩემს და შენ შორის ნიკა ან სხვა ვაბშრე რა შუაშია ნინი?!-მიყვიროდა და მე ვერაფერს ვეღარ ვგრძნობდი,მივხვდი რომ წამოდენიმე წუთის წინ გამლღვალი გული ისევ გაიყინა და გაცივდა.
-ნიკა ყოველთვის იყო და იქნება ჩვენს შორის ნუთუ ვერ ხვდები?-ვუპასუხე და ჩანთა ავიღე.კარები სწრაფად გავაღე და კიბეებზე ჩავირბინე.
-გთხოვ არ წახვიდე არ დამტოვო ასეთ გაურკვევლობაში ,- უკან მომყვებოდა და მევედრებოდა,-ნინი!- მე კი წავედი....
ის დღე აღარ მახსოვს იმ მომენტიდან დიდი ხანი გავიდა მაგრამ ბევრი რამ გაქრა ჩემი აზროვნებიდან....
________________________________
სკოლა დამთავრდა. მეცხრე კლასი დავამთავრე და თავისუფლებით ვტკბებოდი. ლაშა არ მიყვარდა , არავინ არ მიყვარდა უბრალოდ სულ მასზე ვფიქრობდი. მომწონდა რომ წვალობდა ჩემს გამო. მე მან დიდი ხანი გამაწამა სანამ ახლოს მიმიშვებდა ახლა კი მისი ტანჯვა მე მსიამობნება,ღირსი იყო და ვტკბებოდი ჩემი სამართლიანობით. ბოლოს ძალიან დავიღალე და ნუკას ვთხოვე ვინმე გაეცნო ჩემთვის. ახალი პერსონაჟი რომელიც დიდი როლის სათამაშოდ შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში მიშო იყო....მან ჩემი მომავალი შეცვალა და ყველაფერი ამოაყირავა...მისი გაცნობიდან დაიწყო ყველაფერი,ისტორია რომელიც ჩემს არსებობას უფრო ეძღვნება ვიდრე ცხოვრებას.............
___________________
პ.ს
გამარჯობა ... იმედი მაქვს დაგაინტერესებთ,დიდი ამბები გველის წინ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent