შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარდისფერი სათვალე (6 თავი)


30-04-2015, 22:02
ავტორი blue.rain
ნანახია 1 440

ჯერ კიდევ ხალხით სავსე ქუჩაზეც კი შორიდანვე ვიგრძენი მისი სურნელი. ჩამეღიმა. თუმცა დავინახე, მას სულაც არ ეღიმებოდა და ისევ დავსრიოზულდი. გადამკოცნა. და მერე... უცბათ... ძალიან ძლიერად მომხვია ხელები... ხმას არ ვიღებდი... არ მინდოდა გავეშვი... ყველაფერი კარგი ძალიან ხანმოკლეა. ხელებისგან გამათავისუფლა და თვალებში ჩამხედა. ყოყმანობდა. მერე კი დაიწყო:
-ხომ იცი, რომ უნდა წავიდე.
-მაგიტომ ჩამომიყვანე?
-არა... უბრალოდ მინდა იცოდე, რომ მანძილი არაფერს ცვლის.
-ჰო, ვიცი.
-ამბობ ვიციო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გგონია, რომ იქ წავალ და დაგივიწყებ.
-არ მგონია. ზუსტად ვიცი, რომ ეგრე იქნება.
-...
-აი ხომ ხედავ... შენც ჩემნაირად ფიქრობ.
აღარაფერი უთქვამს. არც გაუღიმია. უბრალოდ ისევ ჩამეხუტა. ამჯერად უფრო ძლიერად.
-სახლში ახვალ?_მკითხა ჩურჩულით
-გინდა, რომ წავიდე?
-არა.
-ჰოდა, არ წავალ.
ხელები უფრო ძლიერად შემომხვია და ასე ვიდექით დიდი ხანი.
მერე წვიმის წვეთებმა რეალობაში დაგვაბრუნა. სახლში ასვლა არ მინდოდა. გასეირნება გადავწყვიტეთ. წვიმა მალე შეწყდა. მოსაღამოვდა. სახლამდე მიმაცილა. კიდევ ერთხელ ჩამეხუტა და წავიდა.
სახლში ავედი და გიტარაზე დაკვრა დავიწყე. ყველაფერი კარგად იყო. და ვფიქრობ, სექტემბრამდე ყვეაფერი კარგად იქნება... მერე კი... ალბათ აღარაფერი აღარ იქნება...
ლიკას დავურეკე. დიდი ხანი ვლაპარაკობდით უაზრო თემებზე. უი მართლა... ლიკას უკვე შეყვარებული ყავს. გაბრიელი ქვია და ძალიან კარგი ბიჭია. ვფიქრობ, ზუსტად ისეთია, როგორიც ლიკას შეეფერება. ორ დღეში გაბრიელის დაბადებისდღეა და ხვალ საჩუქრის საყიდლად ვაპირებ წასვლას. გაბი გიოს ძმაკაცია და მიხარია, რომ მთელი საღამო გიოსთან ერთად ყოფნა მომიწევს.
---------------------------
დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. თუმცა რაღა დილა, უკვე ორი საათი იყო. ლიკა მირეკავდა. გიჟივით ყვიროდა ტელეფონში სასწრაფოდ გამოდიო. დაფეთებული წამოვხტი ლოგინიდან და სწრაფად ჩავიცვი. თავი მოვიწესრიგე და ლიკასთან წავედი. მთელი დღე დავდიოდით და საჩუქარს ვარჩევდით. ბოლოს როგორც იქნა მივაგენით ჩვენ მოსაწონ ნივთს და გაბის საჩუქარი ვუყიდეთ. ამის შემდეგ დიდი ხანი დავხეტიალობდით ნაცნობ ქუჩებზე და თან ვმღეროდით. სამწუხაროდ გიტარა თან არ მქონდა. თუმცა სიმღერაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ კარგად ვყოფილიყავი.
სახლში ძალიან დაღლილი მივედი და ჩამეძინა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისევ დღე იყო და მზე ანათებდა. შუაღამისას გამეღვიძა და ვეღარ დავიძინე. ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი... მთვარეს ვუყურებდი და ვტკბებოდი. სავსე მთვარე იყო და ლურჯად ანათებდა. შეიძლება გაგიკვირდეთ, მთვარე ლურჯად როგორ ანათებდაო. მაგრამ... ადამიანები ხომ იმას ვხედავთ, რისი დანახვაც გვსურს. ჰოდა მინდოდა, რომ მთვარეს ლურჯად გაენათებინა. ანათებდა კიდეც. მთელი ღამე გავათენე და არცერთი წამით არ მომიშორებია ღამის ცის მნათობისთვის თვალი. მთვარეს ვგავარ, რომელსაც მზე უყვარს. იცის, რომ მზესთან ახლოსაც კი ვერასოდეს მივა, მაგრამ მაინც უყვარს. ჰო... შეიძლება ოდესმე მოხდეს სასწაული და ისინი ერთად იყვნენ. მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს აღსასრული იქნება. ყველაფრის დასასრული იქნება. ამის მიუხედავად მაინც მზესთად ერთად ყოფნაზე ოცნებობს. ნელ-ნელა თენდებოდა. მთვარეს მზე ჩაენაცვლა და არემარე გაანათა. ღამის სილურჯე გაქრა და მბრწყინავი მზე ამოვიდა. ვიღიმოდი. მიხაროდა, რომ ღამით ისევ მოვიდოდა ლურჯი მთვარე და ისევ შემეძლებოდა მისთვის მთელი ღამე მედარაჯა. ვიცი, არასოდეს დამტოვებს... ღამით ყოველთვის ჩემთან იქნება. მე... და ლურჯი მთვარე...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent