შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადექი და ჩამეხუტე, ყველაფერი გაპატიე (8)


30-04-2015, 22:35
ავტორი Dedas Tojina Vaar
ნანახია 4 070

-გვანჩაა... გვანჩა ალ გესმის?
-კიი კიი პაწუ გისმენ გინდა რამე?
-მე აჭი შენთან უნდა ვიჩქოვლო იჩი? და შენ ჩემი დედა იქნები და დემეტლე მამა (სანდრო ჯერ ასეთი ბედნიერი არ მინახავს)
-ვიცი ჩემო სიხარულო ვიციი (ხელში ავიყვანე, მაგრად ჩავიხუტე და ქვევით ჩავიყვანე, სამყოფ ოთახში დემეტრე და არჩილი იჯდა, სანდრო დავსვი, არჩილთან მივედი და მოვეხვიე)
-დიდი მადლობა ბატონო არჩილ, არცკივიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ
-რასამბობ პეპელა, მადლობა მე კი არა დემეტრეს უთხარი, მისი დამსახურებაა ყველაფერი ასე მალე რომ მოხდა... ეხლა კი უნდა დაგტოვოთ ძალიან მეჩქარება, თუ შევძელი საღამოს შემოგივლით (არჩილმა დაგვემშვიდობა და კარებისკენ წავიდა მე და დემეტრემ კი კარებამდე მივყევით და გავაცილეთ... ოთახში დაბრუნებას ვაპირებდი როცა დემეტრემ ხელი მომკიდა და გამაჩერა)
-გვანცი მთავარ მიზანს უკვე მივაღწიეთ სანდრო სამუდამოდ შენთან იქნება და ვერავინ ვერ შეგედავება, 1 თვეში შენ შენს არჩევანს გააკეთებ ან სამუდამოდ ჩემთან დარჩები ან კიდე წახვალ... უბრალოდ ეერთს გთხოვ ეცადე შანსი მომცე, ერთ შანსს ხომ ყველა იმსახურებს (შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა მე კი დამტოვა ერთ ადგილას გაშტერებული... გონს სანდროს ძახილმა მომიყვანა)
-გვანჩი ალ მაქჩევ კულადგებას? (გაბრაზებული მეუბნებოდა)
-კიი კიი ჩემო პაატარა გისმენ
-მეძინებაა (თან ამთქნარებდა)
სანდრო ავიყვანე და დავაწვინე, მალევე ჩაეძინა და ქვევით ჩავედი, დემეტრე სამყოფ ოთახში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა, მე მივედი და ახლოს დავჯექი, ჩემდაუნებურად ლაპარაკი დავიწყე
-იციი დემეტრე ალბათ მართალი ხარ, ერთ შანსს ყველა იმსახურებს, მე კი თანახმა ვარ მოგცე ეს შანსი, ოღონდ ერთი პირობით (გავხედე და გავუღიმე... ჩემი თავით მე თვითონვე ვიყავი გაკვირვებული, საერთოდ არ მიფიქრია ამ საკითხზე მანამდე)
-რა პირობით? (დემეტრე თან ბედნიერი, თან გაკვირვებული მიყურებდა, არ ელოდა ჩემგან ამგვარ საქციელს)
-შოკოლადებით ხშირად უნდა გამანებივრო ხოლმე (გავუცინე)
-ჩემი სულელი გოგო (დემეტრე მოვიდა და ჩამეხუტა... ემოცია კი არანაირი არ ჰქონდა ვერ მივხვდი გაუხარდა თუ არა და პირდაპირ ვკითხე)
-არ გაგიხარდა? (დაბნეულმა ვკითხე)
-მეორედ ეგ აღარ თქვა, დღეს შენ მე ყველაზე ბედნიერ ადამიანად მაქციე , უბრალოდ არ შემიძლია ემოციების გამოხატვა ...

*** 4 წლის შემდეგ ***
ამ ყველაფერს ვიხსენებდი და თან ცრემლები მომდიოდა, თავს ვერ ვიკავებდი რომ არ მეტირა... როგორი ბედნიერი ვიყავი მაშინ და როგორი უბედური ვარ ეხლა... არა უბედური არ ვარ, სიცოცხლის გაგრძელების სურვილს ჩემი შვილები სანდრო და ანასტასია მაძლევდნენ... ხოო სანდრო და ანასტასია, სანდრო უკვე 8 წლისაა ანასტასია კი 4 ... მე კი მე ეხლა სულ რაღაც 22 წლის ვარ ... და მაინც რა მოხდა 4 წლის წინ? ყველაზე საშინელი რაც ოდესმე შეიძლებოდა დამმართნოდა, მე და დემეტრე ერთად ძალიან ბედნიერები ვიყავით, მაგრამ ერთხელ ის მივლინებით წავიდა ქალაქგარეთ მე კი სახლში დავრჩი სანდროსთან ერთად, ჩემი ძმა და დემეტრეს ძმაკაცები ხშირად მოდიოდნენ ჩვენთან ... ერთ დღეს კი დემეტრეს ერთ ერთი ძმაკაცი ირაკლი მოვიდა ჩვენთან, ძალიან მთვრალი იყო და ჩემზე ძალა იხმარა... როგორ ვთხოვდი რომ შევცოდებოდი მაგრამ ამაოდ, მეორე დღეს კი როცა დემეტრემ დამირეკა და მომიკითხა, მასთან ლაპარაკის დროს ჩემი თავი ყველაზე "ბინძური" ადამიანი მეგონა, სწორედ იმ საღამოს დავურეკე გაბრიელს და ვთხოვე, რომ ქალაქიდან გასვლაში დამხმარებოდა, სწორედ მაშინ წამიყვანა გაბრიელმა გურიაში და იმის მერე აქ ვარ ... აქედან დაახლოებით 2 კვირაში გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი... სწორედ მაშინ შემძულდა ყველაზე მეტად ჩემი თავი რადგან არ ვიცოდი ბავშვი დემეტრესი იყო თუ ირაკლის., მაგრამ ერთი ვიცოდი რომლისაც არ უნდა ყოფილიყო აბორტს არ გავიკეთებდი... იმ დღის მერე შემძულდა კაცების "მოდგმა", ოდნავ ახლოსაც ვერ ვიკარებდი ვერავის... იმის შემედეგ აღარ ვეკითხებოდი გაბრიელს რა ხდებოდა თბილიში, მხოლოდ ის ვიცი რომ ძალიან ბევრი მეძებეს, მაგრამ ვინ იფიქრებდა ჩემს ოზურგეთში მოძებნას... სწორედ იმ დღის მერე გაბრიელი ზრუნავს ჩემზე და ჩემს შვილებზე, მისი ძალიან დიდი მადლობელი ვარ, არა არ იფიქროთ რომ ვუყვარვარ ან რამე, უბრალოდ ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ, პირიქით მას იაკო (ჩემი ძმის მეგობარი) უყვარს, და ერთად ძალიან ბედნიერები არიან, რაც მე ძალიან მახარებს... დემეტრე? მასზე არაფერი ვიცი... საოცრად მენატრება, მაგრამ არ შემიძლია, მასთან ვერ დავბრუნდებოდი, ან რა მეთქვა იცი დემეტრე არ ვიცი ჩემი შვილის მამა შენ ხარ თუ შენი ძმაკაცი თქო? არა... არშემეძლო... მართალია ჩემი ბრალი არაფერი არ იყო მაგრამ, არ შემეძლო დემეტრესთვის თვალი გამესწორებინა ....
-დედიი დედი, უთქალი სანდლოს ლამე თოლე მაბლაზებს (ფიქრებიდან ანასტასიას ტიტინმა გამომარკვია, უცებ ცრემლი მოვიწმინდე და ანასტასიას გავხედე რომელსაც უკან გაბრაზებული სანდრო შემოყვა)
-აუუ დედი, უთხარი რა რამე ძვლივს სკოლა მომეხსნა და ეხლაც არ მაცლის ძიილს (აწუწუნდა სანდრო, მე კი გამეცინა მათ საქციელზე, და ანასტასიას მივუბრუნდი)
-დედი რატო არ აცლი ძილს სანდროს ცოდო არაა? თვითონ ხო არ გაღვიძებს ხოლმე
-მე მიკვალს დედი ცანდლო და მაგიტო ვაგვიძებ ლო ჩემთან ითამაჩოს (ტირილის პირას იყო მისული, სანდრო კი მივიდა და ჩაეხუტა)
-მეც მიყვარხარ ტას მაგრამ ძილი მაცადე ხოლმე, თან აწი სკოლა მომეხსნა და სულ ვითამაშოთ, კარგი ჩემო ლამაზო? (სანდროს საქციელზე გამეღიმა, მივედი და ორივე ჩავკოცნე, მართალია სანდრო ჩემი ბიოლოგიური შვილი არ არის მაგრამ, არასოდეს განმისხვავებია ის ანასტასიასგან, უცებ სანდრო შემომიტრიალდა და მოწყენილმა მკითხა)
-დე კიდე იტირე?
-არა დედი არ მიტირია (ვეცადე გამეღიმა)
-როგორ არა დეე შეიძლება ანასტასია მოატყუო მაგრამ მე ხო ვხედავ არა? რაც მამასთან აღარ ვართ სულ ეგრე ხარ... არმინდა რო ტიროდე ხოლმე (მოწყენილმა მითხრა სანდრომ)
-მე ლატო უნდა მომატკუო დედა? (ნაწყენმა გამომხედა ანასტასიამ)
-არა ჩემო ლამაზო არ უნდა მოგატყუო შენ... სანდრი სხვა დროს ვილაპარაკოთ დედი ამ თემაზე ხო? (კარის ხმა იყო , ავდექი და კარი გავაღე, კარებთან გაბრიელი იდგა გაღიმებული)
-აბა დაიკო როგორ ხარ? (გამიცინა და გადამკოცნა)
-გაბოო, რატო არ მითხარი თუ მოდიოდი? რამეს დაგახვედრებდი (სახლში შემოვიპატიჟე და გადავკოცნე)
-ჩემი ნათლული და მისი ვირი ძმა სადაა? (ჰოოო დამავიწყდა მეთქვა, გაბო ანასტასიას ნათლიაა)
-ზევით არიან ოთახში, მოდი დაჯექი ყავას დალევ?
-არა გვანც უნდა ვილაპარაკოთ
-რაზე? (გაკვირვებულმა გავხედე)
-როდემდე უნდა იყო აქ? 4 წელი გავიდა უკვე, ის თბილიში აღარაა, შეგიძლია თავისუფლად დაბრუნდე, შენებს ენატრები გვანც, ბებიაშენი და ბაბუაშენი ძალიან მოტყდნენ, რამე რომ დაემართოს ინანებ რომ მანამდე არ ნახე... თან რეზი...
-რეზის რა ჭირს? (შეშინებულმა ვკითხე)
-გვანც რეზი საავადმყოფოშია, უბრალოდ ვერ დაგიმალავდი... იქნებ წამოხვიდე თბილიში
-ბავშვებს რა ვუყო?(ავფორიაქდი) რეზი სერიოზლადაა?
-ბავშვებიც წამოიყვანე და იაკოსთან დავტოვოთ
სასწრაფოდ ავირბინე ოთახში და ვაცმევდი როცა სანდრო შემოვიდა
-დე რახდება? (გაკვირვებულმა მკითხა)
-სასწრაფოდ ჩაიცვი დედი თბილიში ვბრუნდებით
-მამას ვნახავთ? (გახარებულმა მკითხა)
-ჩაიცვი სანდრი მალე... (დაბნეულმა ვუპასუხე)
ბავშვების რამოდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩავდე ჩანთაში და გაბრიელის მანქანით დავიძარით დედაქალაქისკენ...
-სერიოზულადაა? (შეშინებულმა ვკითხე)
-სერიოზულად იყო მაგრამ ეხლა უკეთაა (გამიღიმა და ანასტასიას გახედა) თავს დავდებ რომ დემეტრესია (გაღიმებულმა თქვა და გაბრაზებულმა გავხედე)
-გაბო ეხლა მაგის დროა?
-ჰოო კაი კაი ...
გზაში რამოდენიმეჯერ შევჩერდით, 5 საათში თბილიში ვიყავით, თბილისში რომ შევედით ძველი დრო გამახსენდა, როცა რეზიმ ბავშვთა სალიდან გამომიყვანა და სახლში წამიყვანა და თვალზე ცრემლი მომადგა, ეს ანასტასიამ დაინახა და მომეხუდა
-დედი ალ იტილო ლა... მოდი მე გატოცებ და და აგალ იტილო (ანასტასიამ მაკოცა და გულზე თავი მომადო, გვერდიდან კი სანდრო მომეხუტა და მაშინ მივხვდი რომ უფალმა ამ 2 ანგელოზის სახით ყველაზე დიდი საჩუქარი გამიკეთა... )
ბავშვები იაკოსთან დავტოვეთ დაძინებული, მე და გაბრიელი კი საავადმყოფოში მივედით, სადაც ჩვენი სამეგობრო დავინახე და თვალებზე ცრემლები მომადგა, თვალებით დემეტრეს ვეძებდი მაგრამ ვერ დავინახე და გაბრიელს მივუტრიალდი...
-გაბო გთხოვ მათთან მისვლა არ მინდა, იქნებ გაარკვიო, რომ პირდაპირ პალატაში შევიდე
-მოიცა დამელოდე (გაბომ შუბლზე მაკოცა და ექიმისკენ წავიდა, რომელიც ახლახანს გამოვიდა ერთ-ერთი პალატიდან... არვიცი მე გაბრიელმა ექიმს რა ელაპარაკა, მაგრამ ექიმმა ნება დამრთო, რომ რეზისთან შევსულიყავი, ბავშვებმა ეტყობა ვერ მიცნეს და ყურადღებაც არ მოუქცევიათ ჩემთვის, მე კი პირდაპირ რეზის პალატაში შევედი, გავხედე და ეღვიძა, რომ გამომხედა "გაშტერებული" მიყურებდა არ ჯეროდა რომ მის წინ ვიდექი, მე ცრემლები წამომივიდა და მასთან ახლოს მივედი და ჩავეხუტე, რეზი კი ხმას არ იღებდა
-ნუ ხარ გთხოვ ჩუმად (თავს ვერ ვერ ვიკავებდი და ვტიროდი)
-რატომ? (ჩუმად მკითხა) რატომ მოიქეცი ასე?
-გეფიცები რეზ ყველაფერს აგიხსნი უბრალოდ, დრო მჭირდება...
-კიდე დრო ამის დედაშე...ი ... 4 წელია არ ვიცი ცოცხალი ხარ თუ მკვდარი, და მოდიხარ ვითომც არაფერი
-რეზ გთხოოვ...
-მოდი ჩემთან (ხელი მომკიდა და ჩამიხუტა) მიხარია რომ დაბრუნდი, მაგრამ ბევრი გვაქვს სალაპარაკო ხომ? (გამიცინა და მაკოცა) სანდრო სადაა?
-სანდროს ხვალ მოგიყვან და განახებ, აქედან თან ხვალ კიდევ ერთი ადამიანი უნდა გაგაცნო (გავუღიმე)
-მაგიტო წახვედი?(ხმა გაიმკაცრა, როგორც მივხვდი მას ეგონა რომ ვიღაც ბიჭი უნდა გამეცნო მისთვის)
-მასე გამოდის რეზ, ის ჩემი ცხოვრების ნაწილია... ვსო დავიღალლე, ხვალ გაგაცნობ მე მას, როცა გამოჯანმრთელედები ყველაფერს დეტალურად მოგიყვები (მაგრად ჩავეხუტე და ტირილი დავიწყე)
-კაი ტოო ნუ ტირი მთავარია შენ იყო კარგად, უბრალოდ ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო, დემეტრესთან დაკავშირებითაც (დემეტრეს ხსენებას არ ველოდი და შევცბი, კიდე კარგი ექიმი შემოვიდა)
-მაპატიეთ მაგრამ უნდა დატოვოთ პალატა, პაციენტს გადასხმა უნდა გავუკეთოთ შეგიძლიათ ხვალ 3 დან 7 საათამდე მობრძანდეთ ნახვის საათებში (გოგონამ გამიღიმა, მე რეზის დავემშვიდობე და პალატიდან გამოვედი,უკვე პალატის კარებს ვკეტავდი როცა ვიღაცას შევეჯახე0
-უკაცრავად (ავხედე და გავშეშდი, ჩემს წინ დემეტრე დადიანი იდგა და უემოციოდ მიყურებდა)


უბრალოდ სიტყვებით არ შემიძლია გადმოვცე როგორ მრცხვენია თქვენი, თან დრო არ მაქვს თან ვერ ველევი ამ ისტორიას და დაგტანჯეთ თქვენც .ძალიან დიდი ბოდიში ... იმედია ასე აღარ დავიკარგები . მომენატრეთ



№1  offline წევრი tatukaa

Ar arseboooobs >_< rogorc iqna gamochndiiiiiii ^_^ agar daikargo ese <3 velodebi shemdeg tavs ogond dids da msuyees <3

 


№2  offline წევრი ana-stasia

კარგია, აღარ დააგბვიანო...

 


№3  offline წევრი სპენსერი

ვაუ კარგი გოგო ხარ რო დადე მაგრამ მალე დადე ხოლმე რა :@@ ასე უცებ შემოტრიალებას არ ველოდი :* ველოდები ახლს <3 ნეტა დემეტრეს შვილი იყოს რა :)

 


№4  offline წევრი Shore

ოზურგეთი რო წავიკითხე რა გამიხარდაა უუფ ჩემიიი მშობლიური მხარე :* ძან მაგარიააა და მალე დადე ეხლა რო ვნახე აიახლეებში დამატებული მეგონა მელანდებოდაა კარგი ოყო მაგრაამ ერთი ციდა თავი ... იმ ირაკლიმ როგორ აურია ცხოვრება რას ერჩოდა :'( ნაგავი :@
♥♥

 


№5  offline წევრი lamazmani

აუ შენ არ იცი როგორ გამახარე ზუსტად გუშინ ვფიქრობდი ამ ისტორიაზე ნეტა როდის გააგრძელებს თქო დ 5 წუთში რო შემოვედი და დადებული დამხვდა ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა ძაან მაგარი გოგო ხარ ველი ახალ თავს არ დაიგვიანო ძაან რა love love love ისტორია ძაან მაგარი იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent