შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული და ვნება წესების გარეშე(თავი 4)


1-05-2015, 00:17
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 6 593

ასეთ ქალბატონსო და ქალს გულმა რაღაც უგრძნო.ასე ხომ მისთვის ქმარს დიდი ხანია,რაც არ მიუმართავს.საერთოდ უკვე აღარც ლაპარაკობდნენ.ერთმანეთთან ინტიმური ურთიერთობაც თითქმის აღარ ჰქონდათ.საერთოდ გიგი აღარ არსებობდა.არა,სჯობდა ფიზიკურადაც არ არსებულიყო.სჯობდა ქალს არასდროს დაენახა სამსახურიდან მომავალი ან სამზარეულოში მჯდომი.ნუ,სხვაგან აღარც ხედავდნენ ერთმანეთს.არც წვეულებებზე,არ დაბადების დღეებზე აღარ დადიოდნენ ერთად.ერთმანეთის გვერდითაც იშვიათად იქვენენ.გიგი ქალს სულ თავს არიდებდა.“ნუთუ,ასე დავბერდი“-ფიქრობდა ხოლმე კრისტინა,მაგრამ იცოდა,რომ ეს ყველაზე დიდი ტყუილი იყო.მას მამაკაცები ისევ ისე აყოლებდნენ თვალს,როგორც უწინ და ახლაც იგივენაირად გრძნობდა საპირისპირო სქესის ყურადღებას.
-სულ დამავიწყდა.მე დანიელი ვარ-ხელი გამოუწოდა უცნობმა.ეს ქალისთვის მოულოდნელიიყო.
„როგორი თამამია.მე გათხოვილი ქალი ვარ.ნუთუ,ბეჭედს ვერ ხედავს“-გაიფიქრა და უნდოდა ცივად ეპასუხა,მაგრამ ვერ შესძლო.
-კრისტინა-ოდნავი ღიმილით გაუწოდა ხელი.
-ლამაზი სახელია,მაგრამ თქვენ უფრო მშვენიერი ხართ.სიმართლე,რომ გითხრათ ძალიან მიიპყარით ჩემი ყურადღება.გასაოცარი ქალი ხართ-მგონი უცნობს ნიშნობის ბეჭედი არ დაუნახავს,თუმცა როგორ დაინახავდა,როცა ქალს ის მოხსნილი ჰქონდა.კრისტინას მისი ტარება აღარ შეეძლო.ქმარს ის ძულდა და ამ გრძნობისთვის გაძლება ქალს ტანჯავდა.რაღაც უნდოდა ეს ბეჭედი? გიგი ხომ არ იყო მისი და ეს სულელური სიმბოლო აღარ უნდოდა.
-მადლობა-ქალს ბაგეები შეუვარდისფრდა.
-გთხოვთ,შემინდეთ-მამაკაცს ჩაეღიმა.
-თქვენობით ნუ მომმართავ,გთხოვ-ქალს რატომღაც ეუხერხულა ეს თქვენ.
-ძალიან კარგი.სასმელზე ხომ დამეწვევი კრისტ?-უკვე კრისტით მიმართავს.
-მადლობ-ქალმა აიღო ჭიქა.
-მოდი,ჩვენი გაცნობის სადღეგრძელო დავლიოთ-დანიელმა ქალს თვალი თვალშ გაუყარა და მისკენ უფრო ახლოს მიიწია.
-გაგიმარჯოს-ჭიქა ასწია დანიელმა და ქალმაც იგივეთი უპასუხა.კრისტინა უფრო და უფრო თამამდებოდა.
-კრისტინა,რაღაც არ გავხარ ქართველს.
-ნახევრად რუსი და ნახევრად ქართველი.დედა მყავს რუსი.დანიელი არ უნდა იყოს ქართული სახელი-გაუღიმა ქალმა.
-ტურისტი ვარ.ისე ამერიკელი ვარ,ნიო-იორკიდან.
-ანუ მოგზაურობა გიყვარს,დანიელ?-ქალმა პირველად მიმართა სახელით და თან თვალებში შეხედა,რაც მამაკაცს ესიამოვნა.
-კი,ძალიან.ხშირად ვმოგზაურობ.შენ რას საქმიანობ?
-ფსიქიატრი ვარ და შენ?
-ბიზნესი მაქვს ამერიკაში.
-სასიამოვნოა-ქალი დეტალებით აღარ დაინტერესებულა.
-კრისტ,აქ ბედმა შემახვედრა შენი თავი.
ქალმა პასუხად მხოლოდ გაუღიმა.
-მარტო ხართ?-დანიელმა გაკვირვება ვერ დამალა.
-არა,მეგობართან ერთად.საცეკვაოდ წავიდა და.
-ახლა გასაგებია.ვიცეკვოთ?
-კარგი-ქალი ყოყმანის გარეშე ადგა და ხელი მიაგება მამაკაცის გამოწვდილ ხელს.
საცეკვაოდ გავიდნენ.დანიელმა ხელი წელზე შემოხვია,კრისტინამკი კისერზე მოკიდა.ნელი ტემპით დაიწყეს ცეკვა.ქალის თავი მამაკაცის მხარს ძლივს წვდებოდა.მისი სიახლოვე რაღაცნაირად წვავდა.ვერ ხვდებოდა,რატომ ეცეკვებოდა ვიღაც მამაკაცს.
-კარგად ცეკვავ-დანიელმა ვერ დამალა აღფრთოვანება.
-ლათინურ ცეკვებზე დავდიოდი ბავშვობაში.
-აჰა,მაგრამ შენ მგონი მრავალმხრივ საინტერესო ქალი ხარ.
-დანიელ,ნუ აჭარბებ.
-არ ვაჭარბებ და ეს შენც იცი-ქალთან უფრო ახლოს მიიწია და ყურში უთხრა-გასაოცარი ხარ,მართლა-ბოლო სუტყვაზე ხმას აუწია.
-დანიელ...-უნდოდა ეთქვა.გათხოვილი ვარო,მაგრამ გადაიფიქრა.იქნებ მალე აღარ ყოფილიყო და საერთოდ რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას.ქმარი მისი აღარ იყო.ადრე თუ გვიან დაშორდებოდნენ და მხოლოდ ქმარს გაშორებული ქალი იქნებოდა მცირეწლოვანი შვილით.
-კრისტინ,მთელი დღე და ღამე შემიძლია გეცეკვო.
ქალს არაფერი უპასუხია. სამი საათი იქნებოდა,როცა კრისტინას ტელეფონი აწკრიალდა.
-უნდა ვუპასუხო -ქალი გვერდზე შებრუნდა.
-კრისტინა სად ხარ? ერ გპოულობ-ანას ხმას ანერვიულება ეტყობოდა.
-ბავშვი არ ვარ,ანა.მიდიხარ უკვე?
-კი,გოგო.კარებთან დაგელოდები.
-კარგი-კრისტინამ ტელეფონი გათიშა და დანიელისკენ წავიდა.
-მეგობარი მელოდება,უნდა წავიდა.
-კარგი,მაგრამ როცა ფსიქიატრიულში მოვხვდები,როცა გამაგიჟებ,კრისტ,ექიმი დამჭირდება და ვიზიტკა მომცე იქნებ.
აჰა-ქალმა მიაწოდა და გაუღიმა.
-შეხვედრამდე-დანიელმა ლოყაზე ნაზად აკოცა და ასე დაემშვიდობა ქალს.
კრისტინა გასასვლელისკენ გაემართა ჩქარი ნაბიჯით.
-გოგო,სად დამეკარგე.მეგონა შენ მომძებნიდი და...
-გეყო,ანა,გეყო.უბრალოდ მეც ცოტა გავერთე.
-მიკვირს როგორ მოახერხე.ამდენი პრობლემის შემდეგ.
-მეც,ანა,მეც-კრისტინას გაეღიმა.
-ხვალ სამსახურში ხომ წახვალ?
-ვეცდები.ალბათ,კი.არ ვიცი,რა გავაკეთო.პირდაპირ მივიდე და ვუთხრა თ უ რა ვქნა?
-როგორ შენ ჩათვლი საჭიროდ-ანამ მანქანა დაძრა.
-მართლა სად იყავი და ვისთან?
-ერთი მამაკაცი გავიცანი.უფრო სწორე თვითონ გამიცნო.
-მოგწონს?-ანა მაშინვე თავისებურად ჩაეძია.
-სასიამოვნო კაცია.
-რას შვრებოდით?
-ვსაუბრობდით,ვიცეკვეთ...
-რა გოგო ხარ-ჩაეღიმა ანას-ვიზიტრა არ გთხოვა ფსიქიატრთან.
-კი,მივეცი-გადაიხარხარა ქალმა.
-ქმარზე უთხარი?
-გიგი აღარაა ჩემი ქმარი.გთხოვ,ასე აღარ უწოდო.ის უბრალოდ რაღაც გაურკვევლობაა,რომელიც ასე მაწამებს.ამ სამი თვის განმავლობაში იმდენი რამ მოხდა,რომ მძულს ის,გესმის?
-კარგი,აღარ გვინდა.მე ძველ ნაცნობს შევხვდი და გავუბი საუბარი.
-აი,რატომ გადაგავიწყდი.
-ნუ მკიცხავ.
-არა,არ გკითხავ.
-აი,მოვედით.ჩემთან დარჩები,ჰო,დღეს?
-ჰო,შენთან.
-ავედით მაშინ.
კრისტინა ფეხზე ძლივს იდგა.ქალი აღარ ჰგავდა საკუთარ თავს.
-გოგო,როგორ დავიღალე.
-ოცნების მამაკაცთან ცეკვამ დაგღალა?გამოაჯავრა ანამ.
-ანა,გოგო,სჯობს ჩემი პრობლემები მოვაგვარო.
-მგონი შენი ტელეფონი ღელავს-ანამ ინტრიგულად შეხედა აღელვებულ კრისტინას.
-უცხო ნომერია-ქალს ხმა აუკანკალდა.
-ისაა,ის-ანა ლამის იყო დახტოდა.
-სკოლის მოსწავლე მგონიხარ,ანა.როგორ იქცევი?-კრისტინას ეტყობოდა,რომარ ჩქარობდა ტელეფონის აღებას.
-რა ელოდები? აიღე მალე.
-კარგი-კრისტინა გვერდითა ოთახში გავიდა.
-კრისტ,შენ ხარ?-ეს დენიელის მაღალი ბარიტონი იყო.
-კი,მე ვარ,დანიელ.
-როგორ მიხვედი?-კაცის მზრუნველობა მოჩვენებითი არ უნდა ყოფილიყო.
-მშვენივრად,შენ?
-მეც.კრისტინა,სადმე ხომ არ წავსულიყავით.გვევახშმა და უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი.რას იტყვი?
-არ ვიცი.მგონი,ჯერ ვერ შევძლებ.ბევრი პრობლემა მაქვს მოსაგვარებელი-ქალს ხმა შეერყა.
-მერე რისთვის არსებობენ ადამიანები ერთმანეთისათვის?-დანიელმა დამაჯერებლად დაიწყო.
-რას გულისხმობთ?-კრისტინაც ხმა უფრო მოლბა.
-ვისაუბროთ შენს პრობლემებზე.მეც გოგიყვები ჩემსას.აბა,როდის გცალია?
-შენ ძალიან...-დანიელმა შეაწყვეტინა:
-მაშინ მე გადავწყვეტ.ხვალ გამოგივლი.
-კარგი.მისამართს „ესემესით“ გამოგიგზავნი.
-ეს უკვე მომწონს.კრისტინა,იცოდე,რომ ჩვენ ნაცნობებზე მეტი ვართ უკვე.გესმის?მე ყოველთვის შემიძლია სხვისი გაგება,ესეც იცოდე.უბრალოდ შეგიძლია ყველაფერი მოვუყვეთ ერთმანეთს.
-შენ ძალიან გამგები ჩანხარ.კარგი,ასე იყოს.
-შემიძლია მთელი დღე გისმინოთ.შენი ხმა და შენი თითოეული ბგერა...კრისტინა,ნეტავ,უცოდე,რას მმართებ.
-მაშინ ხვალამდე-კრისტინას დასვენება უნდოდა და დააჩქარა საუბარი.ხვდებოდა,რომ დანიელი,მართლაც,სიმართლეს ამბობდა და თუ რამეს არ მოიმოქმედებდა,მათი საუბარი კიდევ დიდ ხანს გაგრძელდებოდა.
-კარგი,დაისვენე,კრისტ.ტკბილი ძილი.
-შენც.
-გკოცნი-ამის გაგება ქალისთვის მოულოდნელი იყო.არაფერი უპასუხია და ტელეფონი უბრალოდ გათიშა.
-ამის დედაც-ლოგინზე აძვრა ანას გვერდით.
-რა მოხდა,გოგო?
-მაგიჟებო,რამდენჯერ გამიმეორა აღარ მახსოვს.ბოლოს მითხრა გჯოცნიო.
-ჰაჰაჰჰაჰა-გადაიხარხარა ანამ-მერე შენ არ კოცნი?
-ნუ იქცევითინეიჯერი სკოლის მოსწავლესავით.
-გაწითლდი,აი,გაწითლდი.
-არ გინდა,ანა.უბრალოდ ასე თბილად რამდენი ხანია არ მომქცევია გიგი.
-უი,ჰო,არ მიკითხავს.ვინაა ეგ ბედნიერი?
-აუ,ისევ შენნაირად.დანიელი ჰქვია.
-ქართველი მეგონა.
-ტურისტია.ბიზნესმენია.ნიუ-იორკიდანაა და იქ აქვს თავისი ქარხანა.
-ოჰო,ეს მესმის.გაგიმართლდა.
-ეს ყველაფერი მოვაგვარო და მერე მითხრა ეგ სიტყვები.
-ანუ ხვდები?
-ხვალ საღამოს გამომივლის,მაგრამ შენს მისამართს მივცემ.აქ ვიქნები.არ მინდა იმმ ჭორიკანა მოსამსახურეებმა დამინახონ.რომ ვბღაოდი მაშინ,ყველას დაცქვეტილი ჰქონდათ ყურები და გავედი თუ არა მაშინვე აენთნენ.
-კარგი,მასე იყო.
-აი,ახლა ვუგზავნი „ესემესით“.უარი ვუთხარი,ბევრი პრობლემა მაქვს-მეთქი და,იცი,რა მითხრა?
-რა?
მომიყევი და მეც მოგიყვები ჩემს პრობლემებსო.
-მერე მოუყვები?
-არ ვიცი.სიტუაციის მიხედვით მოვიქცევი.
-შენ იცი შენი საქმე.ზრდასრული ხარ და არ გჭირდება ვინმემ დედიკოობა რომ გაგიწიოს.
-ჰაჰაჰჰა-გადაიხარხარა ქალმა.
-რომელი საათის?-ანამ ტელეფონს დახედა.
-4 ხდება.უნდა დავიძინო,ხვალ სამსახურში მივდივარ-კრისტინა გვერზე გადაბრუნდა.
-კაი,მიდი.დღეს ჩემი ქმარი სახლში არაა და ძალიან კარგია,რომ რჩები.ჰო,იცი,რომ არ მიყვარს მარტო ძილი.
-კი,ვიცი.
კრისტინას მალევე ჩაეძინა.დილას გიგისგან დახვდა „ესემესი“ და სახე შეეცვალა.
-რა გჭირს?ვინაა?-მეგობრის ცვალებადობა ანას არ გამოპარვია.


მადლობა დიდი მათ,ვინც კითხულობთ....
ძალიან მიყვარხართ ყველანი და ველი თქვენს აზრებს კომენტარების სახით...
არ დაიზაროთ...
გელით...



№1  offline წევრი -American Girl))

ეს რაიყო ჰა ?
ამ თავში თითქმის არაფერი ყოფილა.
ცოტა მოცულობა უნდა გაზარდო , უცებ ჰოპ და მთავრდება.
მომდევნოს ველოდები, თან ველოდები გემრიელ თავს. ასეთ უმარილოს არა.
ჩემი კომენტარი არ გაგაბრაზებს იმედიმაქვს <3

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

-American Girl))
ეს რაიყო ჰა ?
ამ თავში თითქმის არაფერი ყოფილა.
ცოტა მოცულობა უნდა გაზარდო , უცებ ჰოპ და მთავრდება.
მომდევნოს ველოდები, თან ველოდები გემრიელ თავს. ასეთ უმარილოს არა.
ჩემი კომენტარი არ გაგაბრაზებს იმედიმაქვს <3

მადლობა დიდი...
შემდეგი უფრო დიდი იქნება...

 


№3  offline წევრი Anuuc^.^

კარგი იყოო მომწონს❤ძლივს მოვედი აქამდე❤❤მიყვარხარ
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

Anuuc^.^
კარგი იყოო მომწონს❤ძლივს მოვედი აქამდე❤❤მიყვარხარ

დიდი მადლობა..მეც ჩემო ანიჩკა... love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent