შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Butterfly ( I თავი)


1-05-2015, 19:27
ავტორი Ane2408
ნანახია 2 248

მოგესალმებით , ძალიან მიხარია რომ დაგიბრუნდით ახალი ისტორიით, ეხლა მოგიყვებით ისტორიას, რომელმაც ბევრი რამ შეცვლა და არ გავს ეს ისტორია არავისას.
მე ვარ მარიამ ტაბიძე , მყავს ძალიან ბევრი მეგობარი თუმცა მყავს არაბიოლოგიური და, ეს ის დაა რომელიც მუდამ მინდოდა მყოლოდა ნინი ბარნოვი. მე და ნინი ბავშობიდან ვმეგობრობთ დღესაც უნივერსიტეტში კურსელები და ჯგუფელები ვართ. ჩვენს ირგვლივ ყველა ადამიანს შურს ჩვენი ამდენი ხნის მეგობრობის, თუმცა მათმა შურმა ჩვენს მეგობრობას ვერაფერი დააკლო.ნინი ოქროსფერთმინი, ლურჯთვალება კაშკაშა გოგონაა, რომელიც მუდამ პოზიტივით არის აღსავსე და მუდამ იღიმის. სულ ცანცარებს და ვერასდროს ვერ მოიწყენ მასთან ერთად. ძალიან მიამიტი და კეთილია და ყოველთვის ცდილობს არავის გული ატკინოს. ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ყავს, თუმცა ამდენს შორის ის ერთადერთი ვერ იპოვა. არ არსებობდა დღე, რომელიც უერთმანეთოდ გაგვეტარებინოს, არა ანგელოზები ნამდვილად არ ვართ, ჩვენც ვჩხუბობთ , თუმცა გაბუტვის პერიოდი არასდროს არ აღემატებოდა 3 დღეს, ჩვენ დღემდე იმიტომ ვართ ასე კარაგად რომ შეგვიძლია ის რაც ერთმანეთში არ მოგვწონს ერთმანეთს ვუთხრათ და არა ზურგს უკან ვილაპარაკოთ. დღეს ძალიან ბევრი ურთიერთობა იმიტომ ინგრევა რომ ზურგს უკან ლაპარაკობენ და ერთმანეთან არ არკვევენ თავიანთ ურთიერთობას. ნინის ზედმეტსახელია „ Butterfly „ , პეპლასავით მშვენიერი და ლაღია. მთელი თბილისი ჩვენს მეგობრობაზე ლაპარაკობს, ლეგენდები დადის ჩვენზე და მიხარია რომ მე და ნინი ვართ ამ ლეგენდის მთავარი გმირები, განსაკუთრებით მაშინ ალაპარკდნენ როდესაც მე და ნინი ერთ უნივერსიტეტში ერთ ფაკულტეტზე და ერთ ჯგუფში მოვხვდით. ძალიან ბევრი ნაცნობი და მეგობარი გვყავს, თუმცა განსაკუთრებით არავისთან ვიყავით, რადგან რთულია ასეთი მეგობრის პოვნა როგორიც ნინია ჩემთვის და მე ვარ მისთვის, შეიძლება სხვისთვის ნინი ან მე საერთოდ არ ვიყოთ ღირსეული მეგობარი, ეს ინდივიდულაურია და ყველა პოულობს თავისას.
როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე ჩემმა ოჯახმა მანქანა მაჩუქა , ამიტომ მე და ნინიმ წლის დასაყისში გადავწყვიტეთ ზაფხულში მთელი საქართველო უნდა შემოგვევლო. პირველი კურსი დავხურეთ საკმაოდ წარმატებით, ამიტომ დავიწყეთ მზადება იმისთვის რომ თბილისიდან მაქსიმალურად მალე წავსულიყავით. ჩვენი ზაფხული დავგეგმეთ , წასვლის წინ დღით ნინი დაბადების დღეზე წავიდა დედამისის დაქალთან, ძალიან თხოვეს და წავიდა, თორემ არ უყვარს დაბადების დღეებზე სიარული , იქ შემთხვევით ოჯახის ნათესავი გაინცო ლაშა, ლაშამ იმ საღამოსვე ნინის ტელეფონის ნომერი სთხოვა, თუმცა ნინისგან ცივი უარი მიიღო, ბოდიში მოიხადა და სახლში წამოვიდა. იმ საღამოს ყველაფერი ჩავალაგეთ და მოვემზადეთ დიდი მოგზაურობისთვის.დილით ნინის გავუარე სულ რაღაც 3 კორპუსის შემდეგ ცხოვრობდა, ჩამოკუსკუსდა, ჩავლაგდით მშობლებს დავემშვიდობეთ და გზას გავუდექით. პირველად რაჭაში წავედით, თან ჩვენი მეგობრები იქ იყვნენ და უკვე გველოდებოდნენ, ამიტომ გრძელ გზას დავადექით , ძალიან შორს იყო რაჭა, მაგრამ გზად იმდენად ბევრი ლამაზი ადგილი ვნახეთ, აი ეს იყო მძიმე წლის შემდეგ სრულ ბედნიერებას რომ გვანიჭებდა. სოფელ ნიკორწმინდაში გველოდბოდნენ გიორგი, სანდრო და სანდროს და სალომე, არ გვინდოდა ოჯახის შეწუხება, მაგრამ გვითხრეს რომ ტყუილად ვჯიუტობდით, დაგვაბინავეს, სახლში მხოლოდ გიორგი, სანდრო სალომე და მათი უსაყვარლესი მარო ბებო იყო, მარო ბებომ როდესაც ჩემი სახელი გაიგო უფრო მეტად გაუხარდა ჩვენი იქ ჩასვლა. გიორგი სანდროს ბავშობის ძმაკაცია, სალომე კი 15 წლის არის. 2 სართულიანი ხის სახლი იყო უზარმაზარ მდელოზე, 2 ჰაამკი იყო გაკიდებული, სასაქანელები და პატრა მაგიდა. ეს ყველაფერი ისეთ სიმწვანეში იყო ჩაფლული, რომ ბავშვები ვხუმრობდით რომ მოდი საერთოდ აქ დავრჩეთქო. გიროგი და სანდრო ჩვენი ბავშობის მეგობრები იყვნენ, ამიტომ არასდროს არ იყო მათთან ერთად სადმე წასვლა პრობლემა.
იმ საღამოს ცოტა ადრე დავიძინეთ, რადგან მგზავრობამ და ამდენმა ემოციამ ძალიან იმოქმედა ჩვენზე. დილით მზის სხივებმა გამაღვიძა, ნინი შევაღვიძე, ფანჯარა გამოვაღე და მე და ნინი მშვენიერი ხედით ვტკბებოდით ამ დროს კარზე კაკუნი იყო და ოთახში სანდრო შემოვარდა
_უსაქმურებო, ზარმაცებოოო ადექით მოვკვდით თქვენი ლოდინით გვშია, თან ღრიალებდა და იცინოდა, თან ლოგინზე ჩამოჯდა და უჟური სახით გვუყურედა
_ჰოო ვდგებით, ნუ ღრიალებ რა ვუპასუხე და ლოყაზე ვაკოცე და თან გავუცინე, ნინიმ სანდრო ოთახიდან გააგდო და მოწესრიგება დავიწყეთ. შორტები ამოვიცვით ორივემ და უბრლოდ მაისური გადავიცვით და ქვემოთ ჩავედით. ყველას მივესალმეთ და მარო ბებოს დავეხმარეთ სუფრის გაშლაში. ისეთი გემრიელობები დაგვახვედრა მარო ბებომ რომ თითებს ჩაიკვნეტდით, თან დილა ძალიან დიდიხანია არ ყოფილა ასეთი მშვენიერი. ვისაუზმეთ და ჰამაკისკებისკენ და საქანელებისკენ წავედით. არ მინდოდა ასე ჯდომა ამიტომ ყველანი ავაყარე და რაჭის მოსანახულებლად წავედით, სალომე ისეთი ბედნიერი იყო რომ სიტყვებით ვერ აგიღწერთ, ნინი ფოტოებს გვიღებდა და გზად ბევრი ვიხალისეთ, ბევრი საინტერესო ადგილი მოვინახულეთ და უკვე დაბრუნებას რომ ვაპირებდით, სანდროს ტელეფონი აწკრიალდა
_ჰო ბიჭო მალე მოვალთ, აი უკვე მოვდივართ
ტელეფონი მალევე გათიშა, მე როგორც ყველაზე ცნობისმოყავარე არსება სანდროს გამოვკითხე ვინ იყო და რა უნოდა, ნეტა არ მეკითხა მისი ძმაკაცი ჩამოვიდა მასთან ანდრო , ნეტა არ გამეგო ანდროს სახელი, მაგრამ არ შევიმჩნიე.
P.S. ანდრო კანდელაკი სანდროს და გიორგის ძმაკაცია , აბიტურიენტები ვიყავით, როდესაც ანდროს რაღაც გრძნობები გაუჩნდა, მეც თითქოს მომწონდა, მაგრამ ამ მძიმე წელმა ისე მოახერხა რომ არაფერი გამოვიდა, აი უბრალოდ რომ დაიწყება და მალევე მორჩება, უბრალოდ არცერთი არ ვიყავით მზად ამ ურთიერთობისთვის, არა შეიძლება ანდრო მზად იყო მაგრამ ჩემი მიზანი მხოლოდ ამ შემთხვევაში სტუდენტობა იყო და სკოლისთვის თავის დაღწევა. ნინი სულ მეუბნებოდა რომ ანდროს ისევ უნდოდა შენთან ყოფნაო, მაგრამ მე არ შემეძლო...
გზაში ნინი როგორც კი ანდროს სახელი გაიგონა აჭიკჭიკდა დაიწყო ხუმრობა, აყვა გიორგიც და სანდროც ,ერთადერთი სალომე არ ხუმრობდა და გვისმენდა. არ გაჩუმებილან სანამ სახლამდე არ მოვედით, კარებში რომ შვედით ყველამ გადავკოცნეთ ანდრო და მოვიკითხეთ. მე დიდად არ მინდოდა ანდროსთან ლაპარაკი ამიტომ ბავშვებს გავძახე მარო ბებოს მოვეხმარები და მოვალთქო, მარო ბებოს სუფრა გავაშლევინე და ბავშვების დასაძახებლად წავედი, როდესაც ვვახშმობდით ანდროს მზერა მკლავდა, ნერვები მეშლებოდა ასე დაჟინებით რომ მიყურებდა, ამაზე კი ნინი სიცილს ვერ იკავებდა და მოკლედ საჭმელი არ შემარგეს. გვაინ ყველანი ჰამაკებში და საქანელაში მოვთავსით, ბევრი ვილაპარაკეთ, ვიცინეთ, ბოლოს გადავწყიტეთ რამე გვეთამაშა, ამიტომ დავიწყეთ ზაფხულის თანმდევი ჯოკრის თამაში, სანდრო ანდრო მე და ნინიმ დავიწყეთ თამაში, გიორგი მე მეხმარებოდა, სალომეს მიეძინა იქვე და გიორგიმ დააწვინა. სანდრომ და ნინიმ ფეხი გამოყვეს და მოიფიქრეს რომ ვინც წააგებდა ბოლო ორ ადგილზე მყოფები მაღაზიაში წავიდოდნე და ლუდებს იყიდნენ და შოკოლადებს. მაღაზიამდე კი მანქანით დაახლოებით 2 საათი იყო საჭირო, რა თქმა უნდა ნინიმ და სანდრომ ერთად იმოქმედეს,, ანდროს რა თქმა უნდა არ ეწინააღმდეგებოდა და მე დამჩაგრეს და წავაგეთ მე და ანდორომ, ბუზგუნს აზრი არ ქონდა, ნინის ბედნიერ სახეს რომ ვუყრუებდიი ნერვები მეშლებეოდა სანდრო ვითომ არ იმჩნევდა, უკვე 10 საათი იყო , ანდრომ ჩემი მანქანით წავდიეთო, დავსხედით და წავედით, გზაში პირველ ხანს არცერთს არ ამოგვიღია ხმა, ამ დროს ჩემი ტეელფონის წკრიალმა დაარღვია სიჩუმე , სანდრო იყო
_გოგო ჩკვიანად მოიქეცი (იცინის)
_ ბარნოვის სიცილის ხმა ნუ მემსის (მეც გამეცინა)
_ბარნოვმა ჩემი თეთრი „კიტკეტი“ წამომიღოს თორემ სიცოხლეს გავუნწარებო
_ხომ ამ შუაღამეს მოინდომა გოგომ კიტკეტი.
უცებ ანდრომ სიცილი დაიწყო
_მარიამ არ შეგჭამ, ნუ მიყურებ გაოცებული სახით
გავჩუმდი და მივხვდი რომ ცუდად ვიქცეოდი.
_ მარიამ მე ბევრჯერ გითხარი რომ მომწონხარ და არასდროს არაფერს დაგაძალებ, ამიტომ მოდი ვიმეგობროთ
_ მადლობა ანდრო
გზაში ცოტა ვიალაპარაკეთ, ჩვენს საუბარში იგრძნობოდა დაძაბულობა მაგრამ ესეც წინგადგმული ნაბიჯი იყო.მაღაზიში ვიყიდეთ ყველაფერი და უკვე 1 საათი ხდებოდა სახლში რომ მოვედით, ნინიმ და სანდომ ჩაიბარეს მოგებული ლუდი და კიტკეტი, ბედნიერი სახეებით მოთავსდნენ ჰამაკებში. ბევრი რამ გავიხსენეთ, ანდრო და სანდრო ჩვენს უნივერსიტეტში სწავლობდნენ, გიორგი კი სხვაგან. უკვე თენდებოდა რომ დავწექით, ნინიმ მომაყოლა გზაში რაზე ილაპარაკეთ რა ხდებოდაო
_გოგო რატომ გამიჩალიჩეთ, ხო იცი არ მომწონს ანდრო და ნერვები მეშლება.
_რას უწუნებ იდიოტო ?:@ შენ რომ მარო ბებოს ეხმარებოდი მაშინ თქვა მარიამს ძაალინ გაუხარდა ჩემი ჩამოსვლაო, მგონი ჯობს წავიდეო და სანდრომ ეხვეწა და დარჩა.
_მართლა? გოგო მე.... გავჩუმდი ვერაფერი ვთვქი მას არაფერი დაუშავებია ჩემთვის და მე ძალიან უსამართლოდ ვექცეოდი.თან მე სანდროს სახლშ ვიყავი და სანდროსაც უხერხულში ვაყენებდი.
_მარიამ არ მოგწონს ერთია მაგრამ ნორმალურად მაინც მოექეცი, ვსო ვიძინებ შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს , შუბლზე მაკოცა და დაიძინა. მე ვერ დავიძინე, ამიტომ ავდექი უკვე მარო ბებო ამდგარი იყო, ამიტომ გადავწყვიტე დავხამარებოდი, ისეთი ტკბილი ბებო იყო, სულ გვეფერებოდა და ცდილობდა ყველაფერით გავეხარებინეთ. სამზარეულოში თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობდი ამიტომ მარო ბებოს ყველაფერი გავაკეთებინე, უკვე 10 საათი ხდებოდა ჰამაკში ჩავესვენე, ბავშვები ჯერ არ დგებოდნენ , ჰამაკში კი ჩამეძინა, რომ გავიღვიძე ლოგინში ვიწექი, ლოგნთან ახლოს კი დაბალი კომოდი იდგა და იმ კომოდზე შემოჯდარი იყო ანდრო და მიყურებდა..


ბავშებო ველი თქვენგან შეფასებებს...



№1  offline წევრი bar bare

Gaagrdzelee

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent