კვამლი [1]
* * * ის დღე საშინლად დაიწყო. ზუსტად ნახევარი საათი დააგვიანა რეპეტიციაზე და ამ "ფაციფუცში" ისე გადაიღალა, იქაც ვერაფერი გააკეთა ნორმალურად. ყველაზე მეტად უჭირდა საკუთარი თავის ატანა ასეთ უაზრო ხასიათზე. რეპეტიცია ვერც გაიარეს, ახალ დასს ელოდებოდნენ და მთელი დღე კიბეზე ჩამომჯდარმა, ნატიფ თითებში სიგარეტგარჭობილმა გაატარა. იქიდან გამოსულს კი ისეთი სიტუაცია დახვდა ქალაქში, ლამის გული შეუწუხდა. ცა ჩამოიქცა იმ დღეს, თბილისში. ისეთი ამინდი იყო ზუსტად, ძაღლს რომ არ გააგდებს კაცი გარეთ. კაციშვილს ვერ დალადავდით ქუჩებში. მხოლოდ ერთ, ხანში შესულ, "ბოტებში" კომფორტულად გამოწყობილ, ფაშფაშა ქალს მოკრა თვალი, თამამად რომ მიაბიჯებდა და სულ რომ არ ანაღვლებდა წვიმის წყლით დაყენებული ტბები. გაეღიმა და გზა განაგრძო. რამდენჯერმე ჩახტა გუბეში შავი კედებით და სულ დაასველა. სიგარეტს მოუკიდა და ხილიანზე აუხვია. ერთი ღერი, ორი ღერი, სამი და ესეც მობეზრდა. ორ ხეს შორის, უკომფორტოდ გადებულ სკამზე ჩამოჯდა და ფეხები ზემოთ აკეცა. მტვრისა და სველი ასფალტის სუნი ტრიალებდა ჰაერში. არც ისე ხშირად ანებივრებდათ ივნისის შუა რიცხვებში თავსხმა წვიმები და შეეცადა გრილი ამინდით ბოლომდე მიეღო სიამოვნება. სულ რამდენჯერმე მოუწია ტელეფონზე ატეხილი განგაშის ჩახშობა და მობეზრებული ტონით პასუხი. ნაცრისფერი ამინდი და ამავე ფერის განწყობა. საკუთარ კორპუსს ახედა და უზარმაზარი, 20 სართულიანი შენობის ფანჯრებს ააყოლა მზერა. ჩაჟამებულმა ბინამ კიდევ უფრო გაუფუჭა განწყობა. კარგია, რომ წვიმს, თორემ კორპუსის გამგეები აუცილებლად იქნებოდნენ ეზოში გამოფენილები. საკუთარ მაისურზე ჩაბღაუჭებულ, პატარა, გამურულ ბიჭს თმაზე წაეთამაშა და მოშორდა თუ არა ბავშვი, სადარბაზოში შეაბიჯა. გადაიფიქრა, უკან გამობრუნდა. კიდევ ერთი ღერი მოწია და სახლში ავიდა. სულ სველმა შეაბიჯა შიგნით და არაფერზე უფიქრია, ისე გაეშურა სამზარეულოსკენ. მისი საყვარელი ადგილი. სადაც მუდმივად შეეძლო ჯდომა და ფიქრი... იმ შემთხვევაში, თუ დააცდიდნენ. ფანჯრის რაფაზე ისე გადაეკრათ რბილობი, რომ სავარძლის ასოციაციას ტოვებდა და საოცრად კომფორტულიც იყო. ამ სახლში მას შემდეგ გადმოვიდნენ ის, მისი დები და დედა, რაც მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, ეს კი არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა. სახლის ინტერიერი მთლიანად მას მიანდო დედამისმა და ყველაფერი საკუთარი ხასიათის შესაბამისად, სადად, უბრალოდ და კომფორტულად მოაწყო. დედამისი ერთადერთი ადამიანი გახლდათ, რომელიც შვილს ყველაფერში უჭერდა მხარს და მაქსიმალურად ესმოდა მისი. მსვენივრად აანალიზებდა იმ ფაქტს, რომ მისი უმცროსი ქალიშვილი მსახიობი გახლდათ და ხელოვან ხალხს ახასიათებთ ხოლმე თავისებური "წამოფრენები". მის უცნაურ ხასიათსაც სწორედ ამას მიაწერდნენ და ასე იმშვიდებდნენ ხოლმე თავებს. არ იყო ის ადამიანი, ყველას მარტივად რომ შეწყობოდა და საერთო ენა ნებისმიერთან გამოენახა. "რაღაცნაირი" ხასიათი, სპექტაკლების დროს ყოველთვის უწყობდა ხელს და ზუსტად იმიტომაც იყო ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი, თუმცა ცხოვრებაში ... ბევრ რამეში აფერხებდა და ხელს უშლიდა. კინოს ცოცხალი თავით არ ეკარებოდა, თეატრს არ გაცელილა. საერთოდ, ანას შინაგანი სამყარო აფსულიტურად შეესაბამებოდა საკუთარ საქმეს. ჯერ მხოლოდ 18წლის გახლდათ და არაფრისთვის არ ეცალა, ისე იყო ჩაფლული თეათრში. როლებიც სულ ისეთი ჰქონდა, თავისებური. უფრო სწორად, თავად ხდიდა პერსონაჟებს "თავისებურს" და ზუსტად ეს მოსწონდათ მასში. თეატრის მსახიობი, ყოველთვის ძალიან უბრალო და უცნაურია. ჩაცმის სტილითაც კი გამოარჩევ მასისგან. მუდმივად კეტები და დახეული, ჯინსის შარვლები. არც ანა ყოფილა გამონაკლისი. მუქი, ლევისის ჯინსი, უბრალო მაისური, კეტები, სიგარეტი და მორჩა. ანა მარგიანის სრულყოფილება! ყველაზე უცნაური მაინც ის იყო, რომ ამ თავისებურ გოგოს არასდროს აკლდა თაყვანისმცემლები. ისეთი ტიპი იყო თვითონ, გინდა არ გინდა რომ მოგწონს, ზუსტად ასეთი. სტილიდან, სიარულის მანერიდან, საუბრიდან, აზრებიდან და ოდნავ არეულ-დარეული გონებიდან გამომდინარე. პრეტენზიული არ ყოფილა, მაგრამ "თავისიანი" არანორმალური ჯერ არავინ შეხვედრია, ვისაც გაუგებდა და შეეწყობოდა. თავისი დებისა და მისი სადაქალოს მცდელობები, მუდმივად უშედეგოდ ჩაივლიდა ხოლმე და ბოლოს როგორც იქნა მივიდნენ იმ დასკვნამდე, არაფერს რომ არ ჰქონდა აზრი. ანა ცოტა ვერ იყო და ამ აზრს შეეგუენ. მარგიანის პროფესიას, "ვერ ყოფნა" აწყობდა კიდეც და ზუსტად ეს სძენდა მის პიროვნებას საოცარ მრავალფეროვნებას. -ანკა, მოხვედი? - სიცილით შემოვარდა სამზარეულოში ელენე და სველი დის დანახვისას, მუქი ლურჯი თვალები კეფაზე აიტანა - უი, როგორ დასველებულხარ, ტაქსით ვერ წამოხვედი? ან ის მანქანა რისთვის გყავს? -რად მინდოდა ტაქსი ელე, დოლიძიდან ხილიანამდე? - გაიკვირვა და ყავის დასასხმელად წამოდგა. ყავა მისი ერთგვარი თერაპიაა, ნარკოტიკი, ან რა ვიცი, ყველაფერი ერთად. 18ის რომ გახდა, მამამ მანქანა აჩუქა, მაგრამ რად გინდა ... მგონი, არც გაკარებია. ისევ ისე იდგა ეზოში უზარმაზარი ჯიპი, როგორც მოიყვანეს. ძალიან უყვარდა ჰაერრზე სეირნობა და თუ სახლიდან შორს არ უწევდა გასვლა, მანქანას არც ეკარებოდა. -რომ არ გინდოდა, იმიტომაც დალპი! - თავი უკმაყოფილოდ გააქნია - ქვემოთ იჯექი, ხო? - ტუჩები დააწკლაპუნა და ხელები დაიკრიფა. მშვენივრად იცოდა დის ამბავი, წვიმაში აუცილებლად ჩამოჯდებოდა ხოლმე კორპუსის ქვემოთ, ორ ხეს შორის გადებულ სკამზე და ცოცხალი თავით არ იცვლიდა ფეხს. თანხმობის ნიშნად, ანამ მსუბუქად დაუქნია თავი და ყავის ჭიქით ხელში დაუბრუნდა ადგილს - რა ხდებოდა თეატრში? - კითხვების დასმას ცოცხალი თავით არ წყვეტდა ელენე. -არაფერი, ისეთი. -უფრო მოკლე პასუხებს ვერ გამცემ? - კოპები შეკრა და სკამის საზურგეს მთელი ტანით აეკრო - ახალს დგამთ, რამეს? -ჯინსების თაობას. - მოკლედ მოუჭრა და ჯიბიდან სიგარეტი ამოაძვრინა -ეგ ხომ დადგით, ადრე? -ახალი დასი გვყავს, ელე. - გაუღიმა დას. -რა მაგარია, ერთი სული მაქვს! - ხელი ხელს შემოკრა გოგონამ და უმცროს დას სასაცილოდ აუჩეჩა, ისედაც სისველისგან აბურძგნული, მუქი ყავისფერი თმა. -ხო. -უხასიათოდ რატომ ხარ? - არაფრით არ მოეშვა. ხომ შეიძლება, უბრალოდ გახვიდე, შენს საქმეს მიხედო და მერე გამოვა ესეც ხასიათზე, ასეთი რთულია ამის მიხვედრა?:) -ამინდის გავლენაა. - ღრმა ნაფაზი დაარტყა და ხელში მობილური შეათამაშა. -აუ, მე კიდევ დღეს შენი წაყვანა მინდოდა. - ჩაილაპარაკა უფრო თავისთვის, ვიდრე ანას გასაგონად. აშკარად ფიქრებში იყო გართული და უკმაყოფილოდ კრავდა კოპებს ელენე. -სად? - გაიკვირვა ანამ. -ლელუკასთან, ანკუ, წავიდეთ რა? - ყელი სასაცილოდ გამოსწია წინ ორი თითით და დას დაემანჭა. -ანკას ნუ მეძახი მეთქი, რამდენჯერ გთხოვე? -ხო, კარგი, კარგი. - ხელები ზემოთ ასწია - ხომ წამოხვალ? -რათქმაუნდა არა. - გაეცინა და ყავა მოსვა. -რა უცნაური ვინმე ხარ, ადამიანო? - ტონს აუწია ელენემ. უკვე ნერვებს უშლიდა დის გამოხტომები, თავს იმით იწყნარევბდა, მსახიობია და ხელოვან ხალხს თავისი "აფრენები" ახასიათებთო, მაგრამ ანას ხასიათი არანაირ განზომილებაში აღარ ჯდებოდა - ვიღაც უნდა, რომ გაგაცნოს. -შანსები გადაგეწურათ. - ამოიოხრა, სკამი უკან ჩააჩოჩა და წამოდგა. ყოველთვის ნერვებს უშლიდა ეს გარიგებები და ყველაფერი ასეთი. ვერ ეყობოდა ყველას ასე მარტივად და ეს მისმა მეგობრებმა ყველაზე უკეთ იცოდნენ, თუმცა ცოცხალი თავით არ ეშვებოდნენ ამგვარ სისულელეებს და ეს დიალოგები მუდმივად ჩხუბით სრულდებოდა. -ან, კარგი რა! - სიტყვა დააწია ელენემ - ამ ერთხელ და აი, მეტჯერ თუ გთხოვო, რაა! - გაიწელა გოგონა და როცა მიხვდა, საუბარს აზრი არ ჰქონდა, სასაცილოდ ჩაიქნია ხელი - არაფერი გეშველება, ანა მარგიანო! - მიაძახა ოთახში შესულ დას და სულ წუწუნ-წუწუნით აიკლო იქაურობა. ოთახში შეაბიჯა თუ არა, მაშინვე პიანინოს მიუჯდა. სულ პატარა იყო, ბებიამ რომ აჩუქა და იმის შემდეგ დაკვრა არც შეუწყვეტია. უკრავდა ძალიან, ძალიან ბევრს და ნატიფ თითებს ჰარმონიულად ათამაშებდა კლავიშებზე. სპექტაკლების შემდეგ, ეს იყო ის საქმე, რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებდა ანას. ეს იყო სხვა სამყარო, რომელშიც გადაეშვებოდა ხოლმე და იქიდან ამოსვლას არც არასდროს ლამობდა, თუმცა თეატრი ... სცენაზე ასვლისთანავე ბნელდებოდა მისთვის დარბაზიც და მთელი, სცენის მიღმა დარჩენილი სამყაროც. არასდროს იძაბებოდა და არც ნერვიულობით იკლავდა თავს. ის იყო, რაც იყო! იმდენად გათავისებული ჰქონდა ყველა პერსონაჟის ხასიათი, რომ არც თამაშობდა. ყველა მათგანში ეძებდა განსაკუთრებულ ხასიათს და აიგივებდა საკუთარ თავთან. ისე ადიოდა სცენაზე და ისე ჩამოდიოდა, წარბას არ ხრიდა. თან, ახლა ივნისი იყო, ლექციებზე სიარული არ უწევდა და მთელ დღეებს საყვარელი საქმის კეთებას უთმობდა, ანუ რეპეტიციებს, დაკვრას, ყავასა და მეგობრებს! -ანა, გცალია? - კარზე მაკამ მოაკაკუნა მაშინ, როცა მუსიკის ხმა შეწყდა და მისმა ქალიშვილმა აივანზე გადაინაცვა. დაკვრის დროს შეგნებულად არ შემოუღო კარი. ამ ქალს ყველაზე კარგად ესმოდა რას ნიშნავს იყო ხელოვანი და „აფრენდე“. -კი დე, მოდი. - გაუღიმა დედას და მის გვერდით მოთავსებულ, პატარა, ყვითელ პუფს რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელის გული. -აბა,მომიყევი! - ხელები მუხლებზე დაიწყო ქალმა და შვილს დაინტერესებული თვალები მიანათა. -დღეს ვერაფერი ვერ გავაკეთეთ, ახალ დასს ველოდებოდით და ვერ მოვიდნენ, დარეკეს, ხვალ დილიდანვე ნამდ ვართო. - მხრები აიჩეჩა და გრძელი ფეხები მოაჯირზე შემოაწყო - ჯინსების თაობას ვდგამთ. -ვინ იქნები? - თვალები აუკიაფდა მაკას. -ჯერ ოფიციალურად არ უთქვამთ, მაგრამ ... -მაგრამ თინა იქნები. - გაუღიმა შვილს და თმა სასაცილოდ აუჩეჩა. -ხო. - ყოველგვარი თავის დაფასებების გარეშე დაეთანხმა ანა. რა ექნა, იცოდა მთავარ როლზე რომ დაამტკიცებდნენ, აზრი არ ჰქონდა წუწუნს და უაზრო ნერვიულობას. -სანამ წავალ სამსახურში, გაგაღვიძო დილით? -არა, დღეს გოგოები გამოვლენ და დილით ერთად გავალთ. – ისევ გაუღიმა მაკას და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა. კიდევ ისაუბრეს რაღაც-რაღაცებზე, მერე, კარი გოგონებმა შემოგლიჯეს და ქალმაც სიცილით დატოვა ოთახი. არაფრით განსხვავდებოდა ეს ორი გოგო ანასგან. მანერებიც კი თითქმის ანალოგიური ჰქონდათ. თეატრმა და ერთმანეთმა გავლენა იქონია ალბათ და ჩამოუყალიბდათ ეს აფრენილი ხასიათები. -თინ, რას შვები? - გვერდით ჩამოუჯდა დაქალს ნუცა და მაშინვე ამოაძვრინა ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი. საოცრად არ მოუხდა ანას, სახელი „თინა“ და გაიგონა თუ არა, ისტერიული სიცილი აუტყდა. -წინასწარ ნუ ზეიმობთ, იქნებ ახალი დასიდან ამკიცებენ ვინმეს? - სიფრთხილე გამოიჩინა კესომ. -ვინ არიან, საერთოდ? - დაქალებს მზერა მოავლო ანამ და დაინტერესებული, ღრმა ყავისფერი თვალები მიანათა გოგონებს. -მარჯანიშვილის თეატრის ყოფილი მსახიობები არიან, 2კვირის წინ რაღაც რომ მოხდა, ხო გახსოვთ?! დღემდე არ ამბობენ რა, მაგრამ რომ წამოვიდნენ ეს ფაქტია. ზუსტად არ ვიცი ვინ და ვინ, მაგრამ სცენარისტი ჭკუაზე არაა, საუკეთესო სპექტაკლი იქნებაო, გაჰკივის. - მხრები აიჩეჩა ნუცამ. -ნონი იაკობაშვილი მოყავთ რეზერვის „პონტშიო“, რა ... დათი ევგენიძე და ლევან ბენდელიანი, კიდევ არიან ვიღაც-ვიღაცები. - სწრაფად გაარკვია სიტუაციაში კესომ დაქალები და მერე თავადაც დაიკავა მათი პოზიცია. -კაი?! - თვალები დააკვესა ნუცამ. -ხო, რა იყო?! საუკეთესო მსხაიობებს ისე ხომ არ დატოვებდნენ ჩვენები?! მაგათ გაუშვებდნენ ხელიდან?! - სცენარისტი და რეჟისორი იგულისხმა კესომ და თავადაც კომფორტულად მოეწყო უზარმაზარ, ფუმფულა პუფში. -გადააგდე რა, ეგ სიგარეტი? - გადაირია ნუცა. ხელი ისე აუქნია ანას, ლამის თავადაც მოისროლა მე12 სართულის აივნიდან. -რა გინდა?! - თვალებგაფართოებულმა გახედა და ძირს დავარდნილი ღერი ფეხით ჩაწვა. -ძალიან გინდა, რომ მოკვდე? -ნუ ბოდავ! - თავი უკმაყოფილოდ გააქნია და მზერა სივრცეს გაუსწორა. -არ შეიძლება, ერთ ღამეში 5კოლოფი სიგარეტი ჩაკლა, ანა! - დაქალის დატუქსვას არ წყვეტდა ნუცა. ანას მობეზრებულ გამომეტხველებას რომ შეეფეთა, მიხვდა, აზრი არ ჰქონდა, ერთხელ ამოიოხრა და თავი უკან გადააგდო. არა და, სერიოზულად ანერვიულებდა დაქალის მიერ მოწეული ღერების რაოდენობა. უკვე ჩვევად ჰქონდა გადაქცეული, შანსი არ იყო, სიგარეტი ხელში არ ჭეროდა. ამას ანაც მშვენივრად ხვდებოდა და აღიზიანებდა კიდეც ხშირად, საკუთარი თავი. ნუ, ყველას გვაქვს რაღაც მავნე ჩვევა! -ძალიან მაინტერესებს როგორი ტიპები არიან. - დასზე საუბარს არ წყვეტდა კესო და სახეზე ეტყობოდა, ამ ქვეყანაზე რომ არ იყო. -როგორი ტიპები უნდა იყვნენ,კესო?! - გაიკვირვა ანამ - შენ გგონია, მსახიობები ერთმანეთისგან რამით განსხვავდებიან? - გაეცინა. -როგორ არა?! - გადაირია კესო. -ტიპაჟი მაინც ყველა ერთია. ჯინსი, კედი და ეგ არიან! - დაეთანხმა დაქალს ნუცაც და თავი რამდენჯერმე, ძალიან მსუბუქად მიარტყა კედელს - მგონია, რომ ბენდელიანს გეგას როლზე დააკმტკიცებენ. -საიდან დაასკვენი? - სახე დამაჭა კესომ. -ეგეთი ტიპია, რა! - საკუთარ ნათქვამში დარწმუნებულმა, რამდენჯერმე დააქნია თავი. -მე დათი მგონია. - მხრები აიჩეჩა ანამ. -ხვალამდე თუ მოვითმენთ, გავიგებთ, აუცილებლად! - დაქალების მკითხაობის მოსმენა რომ მობეზრდა კესოს, ასეთი დასკვა გამოიტანა და სიცილით შებრუნდა ანას ოთახში. მთელი ღამე არ გაუჩერებიათ ენა. კესოს ახალ დასზე ვიფრები ვერ ამოუგდეს თავიდან ... ყველა მსახიობზე, თითქმის ყველაფერი იცოდა და დაქალებიც გაარკვია სიტუციაში. ნუცას ენა არ გაუჩერებია, ბენდელიანს დაამტკიცებენ გეგას როლზეო, კესომ ბალიშები ურტყა, რა ბენდელიანი, დათი იქნება უეჭველადო და შუაში ანა მოყვა. სიცილ-კისკისით ცდილობდა აფართხალებული გოგონების დაწყნარებას, თუმცა დილამდე ვერაფერს გახდა. _ _ _ _ _ _ _ _ გამარჯობა, ბავშვებო! მე ამ ისტორიით გაგეცნობით და გეტყვით, რომ დაფუძვნებულია რეალურ ფაქტებზე. ვიმედოვნებ ისიამოვნებთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.