შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დააფასე საკუთარი თავი (6)


3-05-2015, 00:09
ავტორი nitanita
ნანახია 2 810

გაგიკვირდებათ და ის ღამე მშვიდობიანად ჩავატარეთ,ყველანაირი "სიახლეების" გარეშე.დღემდე ვერ ვხვდები როგორ მოახერხა იმ დღეს ასე მშვიდად დაძინება კოტემ,მაშინ,როცა მეც კი გამიჭირდა ჰორმონების "დაწყნარება." სხვათაშორის შევამჩნიე,რომ მაგ დღის მერე უფრო მეტად ვაფასებ,თუ არც ვიცი რა დავარქვა ამ დამოკიდებულებას.ძალიან გამიხარდა,რომ გამითვალისწინა და ასე თუ ისე ჩემზე იფიქრა.ისიც აღმოვაჩინე,რომ საშინლად სასიამოვნოა საყვარელ ადამიანთან ერთად ძილი და დილით მასთან ერთად გაღვიძება.ხო,კიდევ იმიტომ ვაფასებ კოტეს,რომ ჩემი სასწაული მდგომარეობა დილით ჩვეულებროვად გაატარა.მხოლოდ ჩემმა დასიებულმა ტუჩებმა მიიქციეს მისი ყურადღება: "ისეთი საყვარლად გაქვს დასიებული ტუჩები,თავს ვერ ვიკავებ,რომ არ გაკოცოვო" გამომიცხადა ჩემი დასიებული ტუჩებით მოხიბლულმა და ვნებიანი კოცნაც მისახსოვრა.
უკვე მეოთხე დღეა თელავში დავბრუნდი.დიდხანს ვერც სკოლას ვაცდენ და ვერც მოსამზადებლებს.აბა სულ კოტესთან,რომ ვიყო ეგ ჩამიბარებს გამოცდებს? რა თქმა უნდა,არა.ჯერ ახლახანს არ ვნახე და უკვე მენატრება ზარიძეების ვაჟკაცი.ვამჩნევ,რომ რაც უფრო ხშირად ვნახულობ,მით უფრო მიძნელდება შემდეგ მის გარეშე ყოფნა.
ამ ბოლო დროს ბატონი ლევანი ძალიან ეჭვიანი გახდა და უნდა ნახოთ როგორ ვხალისობ ხოლმე მის ბუზღუნზე.გუშინ პატარა ბავშვივით გამებუტა "კოტე ჩემზე ძალიან გიყვარსო." ტირილამდე ვიცინე ისეთი საყვარელი იყო.მაგრამ რა ქნას,მარტო მე ვყავარ ისევე,როგორც მე მყავს მარტო ლევანი და იმდენად ვართ მიჩვეული ერთმანეთისთვის ერთადერთობას,რომ ჩვენ შორის გაჩენილ ახალ პიროვნებებს იოლად ვერ ვეგუებით.ლევანის არ იყოს მეც ძალიან ეჭვიანი ვარ.ოღონდ,მხოლოდ ლევანთან მაქვს პრეტენზია,რომ ერთადერი ქალბატონი უნდა ვიყო მის ცხოვრებაში.მახსოვს 13 წლის ვიყავი მამას ერთ-ერთ თანამშრომელს,რომ შევატყვე რაღაც "ცუღლუტობები." როგორ ვთქვა,კარგი ქალი იყო,არაფერი დაეწუნებოდა,მაგრამ ვერც ჩემი და ვერც მამას გული ვერ მოიგო.ისე დამფოფინებდა ხოლმე,თავი 13-ის კი არა,4-5 წლის მეგონა.არადა,მაგ დროს დამოუკიდებელი გოგოს სტატუსი კარგად მქონდა მორგებული.
ლევანი სიგიჟემდე მიყვარს.ან როგორ არ მეყვარება მამაა ბოლო-ბოლო,მაგრამ მე იმ გოგოების კატეგორიას მივეკუთვნები,რომლებისთვისაც მამა პირველი სიყვარული და მსოფლიოს გმირებს შორის "უგმირესია." ლევანმაც იცის ეს და ჩემ მისდამი მოდუნებულ ყურადღებას ვერ ჰგუობს.ზოგჯერ ძალიან მინდება სიზმარში მაინც ვნახო სრულყოფილი ოჯახი,თუნდაც რაიმე გასაჭირში ვიყოთ,მთავარია ვნახო.არ გეგონოთ ჩემ ახლანდელ ოჯახს რამეს ვუწუნებდე,მაგრამ დედა ძალიან მენატრება.ხომ არ მყავს ნანახი,მხოლოდ სურათებით და ნათესავების დახასიათებით ვიცი როგორი იყო,მაგრამ მაინც მენატრება..ძალიან,ძალიან მინდა,რომ გვერდით მყავდეს.არც თუ ისე იოლი იყო უდედობასთან შეგუება.პირველად მთელი სიმძაფრით ეს ტკივილი ბაღში ვიგრძენი:ყველა ბავშვი დედას მოყავდა და მიყავდა,მე კი-მამას.ჩემზე მეტად როგორც ჩანს ბავშვებს უკვირდათ ეს და ერთხელ წამომაძახეს შენ დედა არ გყავსო.სწორად მაგ დღეს მოუწია მამას პირველად დედას გახსენება.ყოველ შემთხვევაში,მე მხოლოდ ეგ მახსენდება,თუმცა დარწმუნებული ვარ სულ პატარასაც გამანებივრებდა დედაზე ამბების მოყოლით.შემდეგ იყო სკოლა და მთელი რიგი სირთულეები.სკოლის პირველი დღე..პირველი სერიოზული ნაბიჯები,რომლებსაც ნათელი მომავლისკენ ვდგამდი და მამა ჩემს გვერდით.მშობელთა კრებები,სადაც სულ დედები იყვნენ და აქაც ლევანი მიდიოდა,ეგეც იმ შემთხვევაში თუ ეცალა.ძირითადად მე თვითონ ვესწრებოდი კრებებს და მნიშვნელოვან დეტალებს რვეულში ვინიშნავდი ლევანის საქმის კურსში ჩასაყენებლად.სკოლაში წამოძახებულმა "დედა არ გყავსმა" ასჯერ უფრო ცუდად იმოქმედა, ვიდრე ბაღის შემთხვევამ.ალბათ არასდროს არ დამავიწყდება მასწავლებლის გადაფითრებული სახე და იმ ბავშვის ჯიბრიანი,რაღაცნაირად კმაყოფილი მზერა შინაარსით: 1:0!
საშინელებაა პატარა ბავშვისთვის ამგვარი ფსიქოლოგიური ტრამვის მიყენება.მამამ მთელი სკოლა,რომ ფეხზე დააყენა,იმ ბავშვის დედა აქეთ აწიკვინდა.დღემდე ვერ ვხვდები რა აწიკვინებდა და საერთოდ რა ნამუსით იღებდა ხმას.10-11 წლის ბავშვი,როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს, მე თუ მკითხავთ,მთელი პასუხისმგებლობა ოჯახს ეკისრება. საიდან უნდა სცოდნოდა ამხელა ბავშვს დედაჩემი ჩემზე მშობიარობას გადაჰყვა,თუ რაღაც სხვა მიზეზით გარდაიცვალა თუ ეს თემა ოჯახში არ იყო განხილული მასთან ერთად? ამ ასაკში მგონი ბავშვებს კიდევ სჯერათ,რომ წეროს მოყავთ,ან კომბოსტოში პოულობენ და მშობიარობას გადაყოლა რას ნიშნავს როგორ ეცოდინებოდა? ამ თემას იმდენად სერიოზულად ვუდგები ზოგჯერ სურვილი მიჩნდება ასეთი ბავშვების მშობლები კარგად "დავამუშავო." თან თუ პრეტენზიაც აქვთ,რომ მათი შვილი ანგელოზია და როგორც ზემოთ ხსენებულის დედა ისე წიკვინებენ,ხომ საერთოდ ჯაივს ცეკვავენ ჩემ ნერვებზე..მოკლედ,ასეთი ეკლიანი გზა გამოვირე,მანამ ისეთ ასაკს მივაღწევდი,როდესაც უდედობის მნიშვნელობას ძირ-ფესვიანად გავიგე და შევისისხლხორცე..ისე ზოგჯერ მგონია,რომ დედის სუნი მახსოვს..არ ვიცი როგორ,რატომ და რანაირად,მაგრამ ფაქტია ზოგჯერ მეჩვენება,რომ მთელი სიმძაფრით ვგრძნობ მის სუნს და ძალიან მსიამოვნებს!

-------
როგორც სხვა დროს,ამჯერადაც წვიმა სახლში დარჩენის სურვილს მიღვივებს და მეც დიდი სიამოვნებით ვრჩები.მთელი დღე მარტო სახლში..წვიმა,ცხელი შოკოლადი და კარგი ფილმი..იდეალური კომბინაციაა,მაგრამ რაღაც ისე ვერაა.ლოგინში მონებივრეს კარზე ზარის ხმა მირღვევს მყუდროებას და როგორ ვბრაზდები თქვენ ხომ არ იცით. სწრაფად მოვიცვი ხალათი და ფლარტუნით გავედი მისაღებისკენ.შენელებულ კადრში წარმოიდგინეთ: მივდივარ კარებისკენ,გასაღებს ვატრიალებ,ვაღებ კარებს დააა...დადამ! კოსტა! ორი კვირაა არ მინახია.რომ გეკითხათ დღესაც,როგორც წინა კვირას თავზე საყრელად ჰქონდა სამუშაო და ვერ ჩამოდიოდა.ოოხ,რა მაიმუნიაა! მაგრამ თან საყვარელიცაა,ძალიან გამახარა! გაბრწყინებული სახით მომხვია ხელები და თავი ჩემ აბურდულ თმაში ჩამალა.როგორ მიყვარს ეს სურნელიი..მეც გამეტებით ვხვევ ხელებს და ვცდილობ ბოლომდე ჩემად დავიგულო.
ბიჭმა გამომიცხადა შენთან ყოფნა არ მინდა და ჩემთან წავიდეთო.მეც რა უნდა მექნა,ავდექი და გავემზადე.მთელი გზა ახალ ამბებს ვცვლიდით,განა რა იყო ახალი სულ ერთმანეთს არ ველაპარაკებით მაგრამ მაინც..
ხოო ,და ვიღაც მთელი დღე სახლში ყოფნას აპირებდა ცხელი შოკოლადის და კარგი ფილმის თანხლებით...
მის ბინაში ასულს პირველი,როგორც ყოველთვის ახლაც ჩემი "საოპერაციო მაგიდა" მომხვდა თვალში და ჩემებურად ჩამეღიმა.რა ვქნა,აქ მოსულს სულ ჩვენი პირველი შეხვედრა მახსენდება.ისე რა მაგის პასუხია და დღემდე არ ვიცი მაშინ რა მოხდა და მოგატყუებთ რომ გითხრათ არც მაინტერესებს მეთქი.მაგრამ რავიცი მაშინ ისეთი გაცოფებული იყო კოტე ვერაფრის კითხვას ვერ ვბედავ.

მთელი დღე სრულ იდილიაში გავატარე.მე და კოტე.კოტე და მე.და ხო წვიმაც მეტი ეფექტისთვის..
ახლა მასზე მიხუტებული ვარ წამოკოტრიალებული საწოლზე და არ ვიცი რა მჭირს,მაგრამ ფაქტია ცუდ ხასიათზე ვარ.თუ ოდესმე გქონიათ მომენტი მომავალზე ფიქრისას სულ ცუდი რომ წარმოგიდგება თვალწინ,მაშინ დაახლოებით მიხვდებით რაც მჭირს.ჩემდა ჭირად ჩემი და კოსტას დაშორების მილიონ სცენას ვხატავ.რა მინდა,რატომ ვფიქრობ საერთოდ იმაზე,რომ დავშორდებით მეტყვის ვინმე?
მოწყენილმა ავხედე და თითებით დავიწყე მისი სახის ნაკვთების შესწავლა.ჩემი ქმედებით ნასიამოვმებმა უცებ მილულა თვალები.უცებ ჩავუძვერი ყელში და ხმაურიანი კოცნა დავუტოვე ისე,რომ თავი აღარ ამიწევია.ამ ბიჭის ყელი რომ მიყვარს ტყუილია რაა!
-კოტე,აღარ ჩამოხვიდე რაა.-მავედრებელი სახით ავხედე და ტუჩის კონტური მოვხაზე.უცებ ისე ეცვალა სახე,ახმაღა მივხვდი რა უცნაური რაღაც ვითხოვე და მაშინვე გამოვასწორე- ძალიან იღლები და ასე არ შეიძლება.არაფერი დაშავდება ცოტახანს თუ არ გნახავ.შეხედე ცოტაც და დაგეძინება.ძალიან ხარ რა გადაღლილი.თან ხვალ ისევ უნდა გაბრუნდე სამსახურის გამო და გზაც თაავისებურად გღლის.
-ჩემი მზრუნველი გოგო.-უცებ დამიკოცნა მთელი სახე და ფრთხიალად დასწვდა ტუჩებს.-ჩემი ყურადღებიანი ქალი-ზედ ტუჩებთან მიჩურჩულა და ისევ თავისი საქმე გააგრძელა.მომკალით და ვერ ვეჩვევი ამ ყველაფერს..ყოველ ჯერზე თავიდან ვგრძნობ მიწისძვრასაც,ვულკნსაც,ცუნამსაც და გეიზერების ამოფრქვევასაც მთელს სხეულში.კისერზე მოხვეული ხელი უცებ ჩამომაღებინა და ხელის გული დამიკოცნა.-ჩემი ყველაზე კარგი დასვენება ხარ შენ! როგორც არ უნდა დავიღალო,შენ გვერდით ვერაფერს ვერ ვგრძნობ,ასე რომ რამდენჯერაც თავისუფალი დრო მექნება აქ გავჩნდები.
-ხო,მაგრამ ცოდო ხარ კოსტა.
-უშენოდ უფრო ცოდო ვარ.
-ახლა შენ ისეთ რაღაცეებს მეუბნები,რომ პასუხს ვეღარ გცემ რა წესია.-ჩემი გაბუტვით გახალისებული ისევ ტუჩებზე წამეტანა და გულში თბილად ჩამიკრა.
-კოტე,არ გიფიქრია რაღაცაზე ძალიან რომ ვიჩხუბოთ და აი რა შეიძლება იყოს ეგ რაღაც?-გადავწყვიტე ჩემი წეღანდელი ფიქრები ნაწილობრივ მისთვისაც გამეზიარებინა და პატარა ბავშვივით ავტიტინდი.
-არა,არ მიფიქრია.რატომ უნდა ვიჩხუბოთ მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს..თუ მე მეჩვენება მასე?
-არა,მეც მგონია,რომ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს,მაგრამ ხომ შეიძლება რაღაც მოხდეს უცებ და ესე აღარ ვიყოთ?-ჩემსას მაინც არ ვიშლიდი მე.
-ის როგორაა? ჭირშიც და ლხინშიც მანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს!-სიცილით გამომიცხადა და მეც ამიყოლია.
-ვერ ვიტან ასეთ რაღაცებზე რომ ფიქრობ.მგონია,რომ რაღაც გაწუხებს და არ მეუბნები.ისევ ხალხის აზრს აქცევ ყურადღებას და საკუთარი გრძნობები უკანა ფლანგზე გადაგაქვს და ეს მაგიჟებს! მინდა,რომ ბედნიერი იყო,გესმის? ბედნიერი! - ცოტა ხნის დუმილის შემდეგ კოსტა ალაპარაკდა..ბოლო სიტყვები დამარცვლით,საკმაოდ გაბრაზებულმა წარმოთქვა.
-ბედნიერი ვარ,მართლა.უბრალოდ,ზოგჯერ რომ ვფიქრდები,მეჩვენება,რომ ზედმეტად ბევრს ვიღებ შენგან.ძალიან თბილი ხარ,სულ ჩემზე ზრუნავ..მგონია,რომ არ ვიმსახურებ შენ ასეთ დამოკიდებულებას და რომც ვიმსახურებდე მაინც მალე დამთავრდება..არადა არ ვართ კომფლიქტური წყვილი,რომ ჩხუბების ან რაღაც მსგავსის მეშინოდეს.
-მე კიდევ მგონია,რომ სხვების მაგალითზე მსჯელობ.რასაც ხედავ,რომ სხვებს უკეთებენ ბიჭები გგონია მეც იმავეს გაგიკეთებ.ასეა ხო?
-არ ვიცი,მართლა არ ვიცი.შეიძლება..
-მომისმინე,ზედმეტად დიდი ვარ საიმისოდ,რომ მსგავსი თემებით გავერთო.ბო*ების მეტი რა არის გართობა თუ მინდა.ჰაერზე არ ვისვრი სიტყვებს და შენ ამას დღემდე ვერ იჯერებ.მაგრამ თან შენი ბრალიც არაა.ვიღაც ლიკებს და მიკებს ნუ ადარებ შენ თავს კაი? ვინც რას იმსახურებს იმას იღებს.შენთან გართობაზე არ ვფიქრობ.მე შენ მიყვარხარ და მოვა დრო მე და შენ ჩვენად გადაიქცევა და ამ ჩვენ-ს ერთი პატარა ზარიძეების ოჯახის სახელით გაიცნობს ყველა!
სიყვარულით გავიბერე! დიახ,დიახ გა-ვი-ბე-რე! თვალებში ჩამდგარ სითხეს ვერაფერი მოვუხერხე და დაბინდული მზერით ძლივს გავარჩიე მისი მომღიმარი სახე.საწოლზე წამომჯდარმა ხელისზურგით შევიმშრალე ახლადგადმოცვენილი ცრემლები და ტირილნარევი სიცილით გავიცინე.მომენტალურად მივუბრუნდი ისევ წამოკოტრიალებულ კოსტას და მთელი გრძნობით ვაკოცე.ესეც ჩემი პირველი ინიციატივა.ნელა მოვშორდი მის ბაგეებს და ტუჩები ლოყაზე გადავაცოცე,სადაც აკანკალებულ ხელს დავასრიალებდი.

-------

ისეთი ემოციებით დატვირთული დღე მქონდა,ახლაც კი მომყვება იმ დღის სითბო.უკვე 1 კვირაა არ მინახავს.შევთანხმდით,რომ შემდეგში მე ვაკითხავ თბილისში.ეს შემდეგი მგონი ორ კვირაში უწევს და ველი მეც სულმოუთქმელად.
დღეს დაბადების დღეზე მივბრძანდები. ერთ-ერთი მეგობარი 18 წლის ხდება და იქნება ერთი გნიასი.არ მინდოდა წასვლა,მაგრამ მაინც მომაფიქრებინეს. ერთი პრობლემაა:ლაშასაც იცნობს ჩვენი იუბილარი და გულწრფელად რომ ვთქვა,მისი იქ ნახვა არ მინდა,მეშინია.
შეიძლება სულ არც დაპატიჟოს,თუმცა ეჭვი მეპარება.ისეთ გრანდიოზულ დაბადების დღეს იხდის მგონი მთელი თელავი იქ იქნება.ესეც მეორე პრობლემა-ვერ ვიტან ერთმანეთში არეულ საზოგადოებას.იქნება ერთი გაწევ-გამოწევა,გინება და თავ-პირის მტვრევა,მე კი როგორც ყოველთვის დღესაც ალბათ გამშველებლის როლში ვიქნები და ყველაზე მეტიც მომხვდება.ოოხ,რა გულიანად მეცინება დასინიაკებული ჩემი თავის წარმოდგენისას და ნეტა,საქმე საქმეზე რომ მიდგება რას ვიზამ?
რესტორანში იხდის და წარმომიდგენია რა დაწკეპილები მოვლენ გოგონებიც და ბიჭებიც.დღესაც მაღალქუსლიანებით იქნება ყველა და მე ყველაზე დაბალი ვიქნები.ეეხ,მოვა დრო და მეც ვიქნები მაღალი და ტანწერწეტა გოგო! ნუ ხო კაიი მაღალი თუ არ ვიქნები,ქუსლიანებით მაინც ავიმაღლებ თავს..და ტანწერწეტაც რავიციი,სასურველ წონას მაინც მივაღწევ..და საერთოდ მე თუ მკითხავთ ქალს ხელის მოსაკიდი ადგილი უნდა ჰქოდეს რა,აბა მარტო ძვალი და ტყავი ვის რათ უნდა? მაგრამ ვის ვატყუებ როგორ არ უნდათ! გადამიყოლებს მე ჩემ წონაზე და სიმაღლეზე ფიქრი.
მოკლე,შავი კაბა,ბათინკები და ტყავის ქურთუკი იმდენჯერ გავიხადე და ჩავიცვი სერიოზული დაღლილობას ვგრძნობ უკვე.ნეტა ვიცოდე ან რისთვის ვიხდი,ან რიღასთვის ვიცვამ ამდენჯერ..ძლივს გავეტიე სახლიდან.
ადგილამდე მძღოლმა მიმიყვანა და დამიბარა "როცა გინდოდეს დამირეკე და წაგიყვანო." ძალიან მიყვარს ვახუშტა.24 წლის ბიჭია და თვითონ შოულობს ლუკმა.პურის ფულს.ხელფასი ხელს უწყობს თავის რჩენაში ისე,რომ ოჯახსაც არ მოაკლოს არაფერი. ისედაც არ უჭირს მის ოჯახს,მაგრამ მაინც თავისი წვლილი შეაქვს საყვარელი ადამიანების კეთილდღეობაში. წარმოდგენა არ გაქვთ როგორ ვაფასებ ასეთ ადამიანებს.აბა უსაქმურად კი არ დაჯდება და "სამსახურს ვერ ვშოულობო" წუწუნს კი არ დაიწყებს.

-----
იმაზე ბევრად უფრო არეული სიტუაცია დამხვდა ვიდრე ველოდი.რატომ არ ვიცი,მაგრამ სულ უცხოებთან მოვხვდი.ერთი ლიკუნა მეჯდა გვერდით ნაცნობი და ეგ მართობდა.ახალი დაწყებული იყო ჭამა-სმა ლაშა რომ შემოუერთდა სუფრას.მიკვირს მოსასულიერებელი როგორ არ გავხდი.ჩემგან მოშორებით,რომ დაჯდა შვებით ამოვისუნთქე.მაგრამ აღმოვაჩინე,რომ მეორე უკიდურესობა წინ მეჯდა.მოსვლის მომენტიდან ისე მიყურებს ლამის თვალებით გამაშიშვლოს.მეც უხერხულად ვიშმუშნები და აღარ ვიცი სად წავიღო თავი.ან ეს დეკოლტე რაღამ ჩამაცმევინა?! ვზივარ ახლა და ვისწორებ ყოველ ორ წუთში ერთხელ ამ კაბას.ცალკე ლაშას მზერას ვგრძნობ მომენტებში და ეგ მაგიჟებს.რომ მოვიდეს და დამელაპარაკოს რა უნდა ვქნა არ ვიცი...მგონი ჩემივე კეთილდღეობისთვისვე ჯობია მამა საქმის კურსში ჩავაყენო.მესიჯის წერისასღა მივაქციე ყურადღება აკანკალებულ ხელს და რაღაცნაირად გავბრაზდი ჩემ თავზე.აქ ისეთი სიტუაციაა რამე რომც მოინდომოს ლაშამ ვერაფერს ვერ გახდება..ოღონდ ეგ ხალხში და ცალკე რომ გამიყვანოს? ვგრძნობ თვალები მლაშე სითხით როგორ ივსება და ღრმად სუნთქვით ვცდილობ თავის დამშვიდებას. ღმერთო,რატომ ვიტკიებ აუტკივარ თავს? ჯერ ხომ არ დამლაპარაკებია და უკვე შიშისგან ვკანკალებ.უცებ ისე წამიჭირა გეგას მონატრებამ ხელები,ნათლად ვიგრძენი ჰაერის უკმარისობა და ლიკას გარეთ გაყოლა ვთხოვე.ჰაერზე გამოსულს დამშვიდება უფრო გამიადვილდა.შევამჩნიე ჩვენთან ერთად ის ბიჭიც წამოდგა ფეხზე წეღან თვალმოუშორებლად რომ მიყურებდა და ამან კიდევ უფრო დამძაბა.ის-ის იყო თავი სამშვიდობოს დავიგულე,რომ ლიკას უკან ის ახალგაზრდა დავლანდე.თავაზიანად მოვიდა და მომიკითხა.
-დავინახე გარეთ,რომ გამოდიოდით და ხომ კარგად ხართ?-ლიკუნა ისე გაეკრიჭა წამებში მივხვდი,რომ დაკერილი იყო.
-მე კიი, აი მარიამია ცუდად.
-რამით ხომ ვერ დაგეხმარებით?
-არა რავი მგონი ვერაფრით.-ღმერთო როგორ ინაზები ლიკუნაა.
-შენ გცივა აშკარად შედი თუ გინდა და მე დავრჩები მარიამთან.- ღმერთო,ესეც როგორ უღიმის.დაკერავდა აბა რას იზამდა ისე უპაჭუნებს თვალებს.და მოიცა მე ამასთან უნდა დავრჩე? არააა,არ მინდა.
-მარიამ,მე შევალ კაი? მართლა მცივა რა.
-რავიი,შედი.-ისეთი საწყლად ავიჩეჩე მხრები ჩემი თავი მე თვითონვე შემეცოდა.მშვიდად გაუყვა ლიკუნა თავის გზას და დამტოვა მე ასე გამოშტერებული.მორიდებით გავხედე მოახლოებულ ახალგაზრდას და ისევ გვერდზე გავიხედე.ნაცნობი სახე კი აქვს,მაგრამ რავიცი პატარა ქალაქია თელავი და ყველა ყველას იცნობს.შეიძლება ქუჩაში მხვდება ხოლმე.რავიცი,რავიცი..
-მაშ,მარიამი?
-კიი-ამ უაზრო ღიმილს ხომ ვერაფერი ვუშველე.
-რა გინდა კარგი გოგო ხარ.არ კარგავს კოტე დროს.-შემფასებლური მზერა შემავლო და რაღაც უცნაურად ჩაიცინა.ვინმე მეტყვის კოტე რა შუაშია? როგორც ჩანს მიხვდა ჩემ დაბნეულობას და მგონი გულწრფელად გაეცინა.-არ გახსოვარ აშკარად,ხო?- მის ტონში მცირეოდენი გაღიზიანებისა და ზიზღის დაჭერაც კი საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ,რომ მეც ცოტა აზრზე მოვსულიყავი.
-უნდა მახსოვდე?-შეძლებისდაგვარად ირონიულად გავუღიმე და კიდევ ერთხელ შევავლე თვალი იმ იმედით,რომ გავიხსენებდი.
-არ ვიცი,ალბათ კი.აი მე ძალიან კარგად მახსოვხარ.ისე ერთი სიტყვით მაინც გეთქვა მადლობა ბოლო-ბოლო პირველი სიყვარული გაპოვნინე.-მოიცა,მოიცა ეს ისაა,რაც მე მგონია? კოტეო,პირველი სიყვარული გაპოვნინეოო..არაააა..
-ვერ გავიგე? -ჩემი ეჭვების უგულებელყოფა მხოლოდ ამ ბიჭს შეუძლია და იმედი მაქვს ჩემთვის სასურველ პასუხს გამცემს.
-ახლა არ მითხრა არ მახსოვს კოტე როგორ გავიცანიო.ღამე,ჩხუბი,მე,ჩემი ძმაკაცები და შენი ძვირფასი კოტიკო.-ჩემმა შეცბუნებულმა სახემ მიახვედრა,რომ გავიხსენე და კიდევ უფრო გახალისდა- გაგახსენდა კრასოტკა? თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავის დაქნევა მოვახერხე და ეჭვნარევი მზერა მივაპყარი.ლაშა არ მეყოფოდა ახლა ამანაც რომ არ შემაშინოს?! ზუსტად ჩემ წინ მდგომმა სახეზე ხელი,რომ ჩამომისვა და ჩემი კანკალით გახალისებულმა ერთ ხელს მეორეც რომ ააყოლა სიკვდილი ვინატრე.
-კოტეს შეხებაზეც ესე კანკალებ ხოლმე?
-არა,შენგან განსხვავებით კოტეს შეხება მსიამოვნებს!- საიდან ამხელა გამბედაობა? ჩემი თავის მეც მიკვირს.უხეშად მოვიშორე ხელები და გვერდის ავლა ვცადე,თუმცა სულ ტყუილად.
-სად მიდიხარ? მშვენივრად ვსაუბრობთ სად გეჩქარება.
-არ მსიამოვნებს შენთან ერთად ყოფნა და წავალ მე.ვინმე სხვას ესაუბრე კარგი?
-მე ვთქვი არ დამიმთავრებია მეთქი!-ორი ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული ისევ ჩემ წინ რომ აღმოჩნდა.-ახლა მითხარი კოტე როგორაა?-მტკიცედ მივიღე პასუხი არაფერზე არ გამეცა და იქნებ ასე მაინც დაენებებინა ჩემთვის თავი.
-დამუნჯდი? ამოიღე ხმა! მომიყევი როგორაა კოტე? საქმეები როგორ მისდის? მგონი რა ბედნიერია შენთან..ძალიან უყვარხარ? თუ პროსტა სექსი გაქვთ? მაგრამ არააა შენ ზედმეტად წესიერი ჩანხარ სამაგისოდ.ან შეიძლება შენ სიყვარულით გაქვს სექსი და ის უბრალოდ მოთხოვნილებებს იკმაყოფოლებს.-თავისი მონოლოგით თვითონვე ერთობოდა და ჩემ ნერვებზე თამაშსაც არ წყვეტდა- რა ფერი გაქვს სახეზე?უიი,რამე ხომ არ გაწყენინე? ან ხომ არ გაგაბრაზე? -დიდხანს ილაპარაკა მარტომ.ხან რა თქვა კოტეზე, ხან რა..მეც მორჩილად ვუსმენდი და ვუცდიდი როდის დაიღლებოდა და გამიშვებდა,მაგრამ მოლოდინი იმისა,რომ ჩემი მდუმარებით დაღლილი უპრობლემოდ გამიშვებდა ტყუილი აღმოჩნდა.ბოლოს ფრიად გამწარწბულმა დანა რომ გამიშალა მანდ სულ გადავირიე.სახეზე ფრთხილად,რომ ჩამომატარა ეს დანა და თან თავისი საზიზღარი ენაც რომ მიაყოლა ცრემლები ვეღარ შევიკავე.ვზლუქუნებდი და ახლა უკვე მისი დანის ტრიალით შეშინებული ნაბიჯს ვერ ვდგამდი.მომენტალურად ისე აენთო თვალები,მეგონა მომკლავდა.
-ქურთუკი გაიხადე!-დაბნეულმა და შეშინებულმა გავხედე და ინსტიქტურად უფრო მაგრად შემოვიკარი ხელები ქურთუკზე.
-მე გითხარი გაიხადე მეთქი!- ხმას აუწია და თვითონ დამიწყო გახდა.ისე მაღიზიანებდა მისი შეხება,ისევ ჩემით გახდა ვამჯობინე.
-ახლა ვნახოთ.მე შენ რაღაცას დაგიტივებ სამახსოვროდ,კარგი? ისეთი რაღაცაა შენც და კოტესაც გეყოფათ,ოროვე გაინაწილებთ.-რაღაც მომენტში ისე გაიცინა თავი მულტფილმში მეგონა,ჩემი ახლადშეძენილი "მეგობარი" კი კრუელას როლის შემსრულებელი.ფიქრი დამთავრებული არ მქონდა საშინელი ტკივილი რომ ვიგრძენი ხელში.სწრაფად ვრცელდებოდა მტკივნეული ტალღები მთელი ხელის სიგრძეზე.გააზრება ვერ მოვახერხე ისე მოვრთე ღრიალი.სასწაული ხმით ვტიროდი და ვყვიროდი.უკვე ძირს დამჯდარმა შევნიშნე მთლიანად სისხლიანი დანა და ხელი.არ ვიცი სად მეცალა ამის შესამჩმევად,მაგრამ რაღაც მომენტში მომეჩვენა,რომ თავისი საქციელი ინანა.მანამ ამ ფიქრს დავასრულებდი კიდევ ერთხელ ვიგრძენი მწვავე ტკივილი და გონება დავკარგე.მახსოვს ბოლომდე გათიშვამდე ბუნდოვნად ჩამესმა მისი სიტყვები "კოტეს აჩვენე არ დაგავიწყდესო."


________
უდიდესი ბოდიში დაგვიანებისთვის და პატარა თავისთვის.როგორც კი მოვახერხებ ახალს ავტვირთავ. ♥



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

მე ხომ შენ არასდროს გთხოვ ხოლმე მალე დადებას, ძირითადი აქცენტი "ოღონდ გააგრძელეზე" მაქვს გაკეთებული, მაგრამ ეს ისშემთხვევაა რომ...მართლა მალე დადე რაა, შეეცადე. ყოჩაღ, რა კარგად გაქვს აღწერილი უდედო ბავშვის განცდები.

 


№2  offline წევრი nitanita

grafo
მე ხომ შენ არასდროს გთხოვ ხოლმე მალე დადებას, ძირითადი აქცენტი "ოღონდ გააგრძელეზე" მაქვს გაკეთებული, მაგრამ ეს ისშემთხვევაა რომ...მართლა მალე დადე რაა, შეეცადე. ყოჩაღ, რა კარგად გაქვს აღწერილი უდედო ბავშვის განცდები.


დღეს თუ არა ხვალ მაინც აუცილებლად ავტვირთავ: *

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent