რამდენად ტკბილი არ უნდა იყოს ოცნება, რეალობა მაინც მწარეა [11]
რა ლამაზი იყო იქაურობა. სამი წელი მაინც არ ვყოფილვარ აქ, როგორ მომნატრებია სიცოცხლით გაჟღენთილი სურნელი, მუდამ მწვანე ტყე, პატარა, მაგრამ ძალიან მყუდრო სახლი, რომელიც სიძველისა და თანამედროვეობის ნაზავი იყო. ხარბად ჩავისუნთქე ჟანგბადით სავსე, სუფთა ჰაერი და პატარა ჩემოდნით ხელდამშვენებული სახლისკენ გავემართე. რაც უფრო ვუახლოვდებოდი ნაგებობას, უფრო უკეთ ვიხსენებდი წარსულს. მოგონებებმა გაიღვიძეს, რომლებშიც მხოლოდ ძვირფასი მამის სახე იხატებოდა. ისევ დაიწყო გულში ჭრილობამ გახსნა. *** - მამიი, ნახე რა ლამაზია. - თვალებ გაბრწინებულს აღმომხდა. ტელევიზორში ნანახმა სახლმა, რომელიც შუაგულ ბუნებაში აშენებულიყო, სურვილი გამიჩინა, იქ გავჩენილიყავი და დიადი ბუნების ცქერით გავმძღარიყავი. - გინდა ესეთი მა? - ჩემი ფიქრები ამოიცნო და თბილმა ღიმილმა გაუპო ბაგენი. სახეგაბრწყინებულმა აცხედე დ. იმედიანად ჩავხედე თვალებში. - კიი! - გახარებულმა წამოვიყვირე და მის კალთაში მოკალათებულმა დავიწყე ცქმუტვა. - სად გინდა მა ეგეთი სახლი? - სიხარულისგან ადგილზე ვერ ვისვენებდი. - აიი მე, ლიზა და ელენე რომ ვიყავით ადრე, სად იყოო... - პატარა ხელი ნიკაპთან მივიდე და ჩავფიქრდი, თუმცა ამაოდ, ვერაფრით გავიხსენე ადგილმდებარეობის სახელი. - რაჭა მა? - სიცილით მკითხა. - ხოო! - ტაში შემოვკარი და განვაგრძე - აიი მანდ მინდა, ხეებთან ახლოს. - ჩემი სურვილი გავანდე და ისე გავიკრიჭე, რომ ყველა კბილო ნათლად გამოჩნდა. მამა ახარხარდა და თავზე ხელო გადამისვა. - კაი მა. გპირდები ამ ზაფხულს რაჭაში, ჩვენს სახლში გავატარებთ. - ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა. გახარებულმა და ბედნიერებით აღსავსემ მოვეხვიე კისერზე და ბოლო ხმაზე ვიყვირე: - მამიი! საუკეთესოო მამიკოო მე მყავს! მიყვარხარ! - ლიყაზე ბევრჯერ ვაკოხე ჩემი სიტყვებისგან გახარებულ მამიკოს. *** მაშინ სულ რაღაც რვა წლის ვიქნებოდი. თვალები ამიცრემლიანდა, თუმცა ტირილს მთელი ძალით ვებრძვოდი. ნამდვილად არ ვაპირებდი ამათ წინაშე ბღავილს, ღამე მოვიოხებ გულს. კარი გავაღე თუ არა, ნაცნობი სურნელი, რამაც უფრო გაახშირა მოგონებები. - ვაა, ქეთკა, რა მაგარი სახლია. - აღფრთოვანებულმა ლექსომ წამოიყვია. "რაო?! ქითკაო?" გავიფიქრე და გაოგნებულმა, ოდნავ ბრაზშერეული მზერა ვესროლე. - ლექსო, რა მოწიე? - სერიოზული გამომდტყველებითა და ტონით ვკითხე. ცხრამეტი წლის განმავლობაში არავის დაუძახებია ჩემთვის ქეთკა. ზოგადად არ მომწონს ეს "კა" სახელები. - არა, რატო? - გაოცებულმა თვალები გააფართოვა. - აბა რა ქეთკა აგიტყდა?! - ხმამაღლა ვუთხარი და გავიცინე, მაინც არ ეწყინოს-მეთქი. - რავი, სახელს შინაურულად დავუძახებ-მეთქი. - სიცილით გაიქნია თავი და მხრები საყვარლად აიჩეჩა. - უფრო სვეცკური ვერაფერი მოიფიქრე? - მხიარულად ვკითხე და კარში მდგომ, გაოცებულ ბავშვებს ხელით ვანიშნე შემოსულიყვნენ. - არ ვიცოდი ეგეთი მეტსახელები თუ არ მოგწონდა. - დამნაშავედ ჩახარა თავი. მე გამეცინა მის მოქმედებაზე. - ოო, კარგი რა ლექსო. ბარემ კუთხეში დადექი ოთხი წლის ბავშვივით. აღარ დამიძახო ეგრე და მორჩა. - გავიცინე და სახლის ექსკურსია დავიწყე. ჩემს ოთახში დაღლილ-დაქანცული ავედი. მთელი სახლი დავათვალიერებინე. ყველა წვრილმანის ისტორია მომაყოლინეს და რადგანაც უმეტესობა მამას ეხებოდა ცრემლებს ძლივს ვიკავებდი და სიცილს უაზროდ ვიწყებდი. არანაირი სურვილი არ მქონდა მათთვის ხასიათი გამეფიჭა. ტანსაცმელი ამოვალაგე და დაახლოებით ერთი თვის ხელშეუხებელი გიტარა ლოგინის გვერდით მივაყუდე. მართალია ივლისის დასაწყისი, კონკრეტულად კი სამი რიცხვი იყო, მაგრამ რაჭაში გრილოდა, ამიტომ შედარებით თბილად ჩავიცვი. ნაცრისფერი სპორტული შარვალი და ამავე ფერის ზედა. თბილი შავი ჟაკეტი მოვიცვი, რომელიც თითქმის მუხლს სწვდებოდა. ხუთ საათიანმა მგზავრობამ დამღალა, მაგრამ უფრო შიმშილს ვგრძნობდი ვიდრე დაღლას, ამიტომ ფეხზე სახლის თბილი და ლამაზად ნაქსოვი აგები ამოვიცბი და ოთახიდან გავედი. წესით ყველა მისაღებში უნდა ყოფილიყო, მაგრამ გზად უტა შემეჩეხა. ჩვენი ოთახები პირისპირ იყო. მასაც მუქი ნაცრისფერი სპორტულები ეცვა, რაც ხაზს უსვამდა მის ძლიერ და დაკუნთულ სხეულს. მომაჯადოვებლად გამიღიმა, რაზეც სუნთქვა შემეკვრა. არ მომწონდა მის დანახვისას ასეთი განცდები რომ მეუფლებოდა, მაგრან თავს ვერაფერს ვუხერხებდი. - ძალიან ლამაზი და მყუდრო სახლია. - თბილად მითხრა და ისევ აიკრა გასაგიჟებელი ღიმილი. მისმა ღიმილმა დამაბნია და ლაპარაკის უნარი დამაკარგვინა. "როგორ უხდრბა ღიმილი. ნეტა სულ იღიმოდეს" გავიფიქრე და თავი მსუბუქად გავაქნიე აბეზარი ფიქრების გასაქრობად. - მადლობა. - ხმადაბლა ვუპასუხე და მისაღებ ოთახისკენ ავიღე გეზი. - ვინ ააშენა? - ინგერესით მკითხა. - მამამ. - უემოციოდ ვუპასუხე, მაგრამ ჩემში ქაოსს დაესადგურებინა. - მაგარი კაცია მამაშენი ეტყობა. - ჩაილაპარაკა და გვერდით მომიდგა. თვალები ამიწყლიანდა, რადგან "იყოს" მაგივრად "არის" თქვა. - იყო. - ხმაჩამწყდარმა ამოვილაპარაკე. - გარდაიცვალა? - სევდიანად მკითხა. - მოკლეს. - მოკლედ მოვუჭერი, რადგან კიდევ ერთი სიტყვაც და ცრემლები გზას გაიკვლევდნენ. - ვიზიარებ. მეგონა დედაშენი გაშორდა და არჩილს გაჰყვა. - არა, დედა და მამას ერთმანეთზე მზე და მთვარე ამოადიოდათ, მაგრამ მამის სიკვდილის შემდეგ ფინანსურად გაგვიჭირდა და არჩილს ფულის გამო გაჰყვა. არადა არ იყო ფულზე დამონებული. - სევდიანად, ბრაზშერეული ხმით ამოვილაპარაკე. ცრემლებს ვებრძოდი, მაგრამ ვატყობდი არ გამომივიდოდა. უტა გაჩუმდა. - რამდენი ხანია რაც მამა გარდაგეცვალა? - მკითხა ხმადაბლა სევდანარევი ხმით. - ოთხი წელი. - აქ ვეღარ მოვითმინე და ცრემლები წამსკდა. უცებ მოვიწმინდე და გზის გაგრძელებას ვაპირებდი, როდესაც ვიღაც მკლავში მწვდა და უეცრად უტას მკერდზე აკრული აღმოვჩნდი. დეჟავუ! ზუსტად ისე ვიყავით, როგორც სამზარეულოში სამი-ოთხი დღის წინ. ისევ მისვამდა თავზე ხელს. ამჯერად გონს მალე მოვეგე და უხეშად ვკარი ხელი. არა! არ ვიყავი მის სიახლოვეს მიჩვეული. კი, თავხედურად მოვიქეცი, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო. - რას აკეთებ?! - ხმამაღლა ვკითხა. - ცოლს ვეხუტები. - გაიოცა. "რას ნიშნავს ცოლს?! მაგას მე ერთჯერადი ბო*ი ხომ არ ვგონივარ?!" - ხომ არ დაგავიწყდეთ, რომ მე და შენ მხოლოდ ფიქტიური ცოლ-ქმარი ვართ. - შევახსენე და გაცეცხლებული ჩავაშტერდი თვალებში. აშკარად ეწყინა და გაბრაზდა კიდეც. გვერდით იარა და მისაღებისჯენ უხმოდ დაიძრა. მეც მას მივყევი. ნამდვილად ზედმეტი მომივიდა, მაგრამ არ აქვს ამის უფლება. ჯერ მეუხეშება და ცინიკურად მელაპარაკებოდა, ახლა უცებ მოსიყვარულე და მზრუნველი "ქმარი" გახდა. - გავიდეთ რა სადმე ტოო, თორემ მომკლა ისმა პი****სტულმა ქცევებმა. - ამოილაპარაკა გაცეცხლებულმა ტატომ და ტუჩებ დაპრუწულ ლექსოს თავში წამოარტყა. - ტატს, მოდიი ჩემთან გეჟოო. - ხმა დაწვრილებულმა ლექსომ ამოილაპარაკა და ტუჩებგამობურცული ტეტოსკენ წავიდა ლიყაზე საკოცნელად. - აუუ ჩემი, მომაშორე უტა თუ ძმა ხარ რა. - მუდარით შეხედა დასერიოზულებულ უტას. მათკენ არც კი შეუხედავს სივრცესთვის გაეშტერებინა თვალი. - არ ვარ ზეგზი? - არ წყვეტდა ოინს ლექსო. - წადი ქალო ბუტკაში! - ხმამაღლა უთხრა ძმაკაცს ტატომ. მე, ელენე და ლიზა კი სიხილით ვკვდებოდით. - მშია და წამოდით რა. - დაწყნარებულმა ლიზამ ამოილაპარაკა. - აუ ხო. - ერთდროულად დავეთანხმეთ მე და ელენე, რაზეც ორივეს გაგვეცინა. დანაყრებულები გარეთ გავედით. საღამოს ხუთი საათი იყო. მზე კიდევ ანათებდა. გრილოდა და ნაზი სიო თმებს აქეთ-იქით მიქანავებდა. თვალი მოვკარი ნაცნობ, უსიამოვნო სახეს. გიორგი გეჯაძე. ზაფხულობით აქ ჩამოდის ხოლმე თავის "გაჩითულ სასტავთან" ერთად. სულ რვანი იყვნენ. სამი გოგო და ხუთი ბიჭი. არავის ვიცნობდი გიორგის გარდა, მაგრამ ნეტა ამასაც არ ვიცნობდე. თავხედი და გაუზრდელი ბიჭია. ბავშვობიდან მოვწონვარ და საშინლად აღიზიანებს მეც იგივეს რომ არ ვგრძნობ მისდამი. ამის გამო მუდამ მამწარებდა და არც ახლა იქმება გამონაკლისი დარწმუნებული ვარ. ამაზრზენი ღიმილი აიკრო სახეზე, როდესაც დამინახა. ზრდილობისთვის მეც გავიღიმე, მაგრამ ზიზღით სავსე თვალებით გავხედე. ესეც სრული ბედნიერება. - წამო ტყეში. - შევთავაზე უსაქმოდ მყოფ ბავშვებს. - წამო. - დამეთანხმა ლექსო და წამში ჩემს გვერდით გაჩნდა. მას ტატოც მიჰყვა. - დათვები რომ არიან აქ. - შეშინებულმა ელენემ თვების ცეცება დაიწყო. - ოო, ელენე, რისთვის გვყავს ეს ჩაფსკვნილი ბჯჭები ჰა? - სიცილით ვკითხე და ბიჭებზე მივითითე. უნებურად გამახსენდა უტას უნაკლი სხეული და დამბურძგლა. კიდევ კარგი გრძელსახელოებიანი ჟაკეტი მეცვა. - ხოო, რისთვის ვართ ჩვენ? - კომპლიმენტით გათამამებული ლექსო ალაპარაკდა და გაიჯგიმა. სახეზე "საშიში" გამომეტყველება მიიღო, რომელიც მანჭვას უფრი წააგავდა. მის "სიფათზე" ყველა ავხარხარდით. ბოლოს ოთახებში შევედით და ლაშქრობისთვის მოვემზადეთ. რატომღაც თავს დამნაშავედ ვგრძნობდი უტას ასე რომ ვეუხეშე, ისევ. წუთით მომინდა, მივსულიყავი და დამეკოცნა მისი უნაკლო და საოცრად მიმზიდველი, ასევე სექსუალური სახე, როგორ სიამოვდებით დავიკოცნიდი ღვინისფერ ტუჩებს. "ქალბატონო კერესელიძე, უხამსი აზრები მოიშორე და მალე მოემზადე, თორემ დაგტოვეს და ეგაა!" გაიღვიძა მკაცრმა ქვეცნობიერმა და რეალობას ხელის კვრით დამაბრუნა. შავი ტყავის ელასტიკი, თეთრი, თხელი და გრძელსახელოებიანი მაიკა, "კლეჩატი" წითელი "საროჩკა" და ფეხზეც ასევე წითელი, დაბალ ყელიანი "all star". პაყარა სპორტული, მუქი ლურჯი ჩანთა ავიღე, ჟაკეტი ჩავაგდე, მაინც არ აცივდეს-მეთქი, ერთი წყლისა და "pepsi"-ს ბოთლი. გარეთ გავედი და მისაღებში ხტუნვა-ხტუნვით გავედი. ვგიჟდები ტყეში ტანტალზე. ოთახში შევედი და წამოვიყვირე: - მე მზად ვარ. - ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი, იმდენად მომენატრა აქაური ტყე, მისი სიცოცხლით სავსე სურნელი, სამარისებული სიჩუმე, რომელსაც ფოთოლთა შრიალი და ცზოველთა ხმა არღვევდა. ყველა ხე ვიცოდი ზეპირად, ხეტალურად მქონდა შესწავლილი თითქმის ყველაფერი. უბრალოდ მიყვარს ბუნება და მითუმეტეს "ჩემი" ტყე მიყვარს. ყველა მზად იყო, საბედნიეროდ. თვალში მომხვდა ჩემნაირი "საროჩკა" და მის პატრონს შევხედე. უტა. მუქი ჯინსი, ასევე თეთრი მაისური და "კლეჩატი" წითელი "საროჩკა" ეცვა. განსხვავება მხოლოდ კეტების ფერში იყო. მას მუქი ლურჯი ეცვა, მე-წითელი. - ვაა, გვრიტებო. მოილაპარაკეთ ხო თქვენ ჩაცმულობაზე? - ირონიულად ამოილაპარაკა ლექსომ და მომღიმარ ტატოს მუჯლუგუნი გაჰკრა. - ლექსო, ნუ ბოდავ რა. - მობეზრებულად ვუთხარი. - ჰე ეხლა, არ წავედით? - ვიკითხე მოთმინება დაკარგულმა. უხმოდ წამოიშალნენ. უტა ისევ ნაწყენი იყო, რის გამოც გული შემტკიოდა. ტყის პირას მისულებს ხმა შემოგვესმა: - ვა ვა ვა, ქეთევან. - ამაზრზენი ხმა მიწვდა ჩემს სმენას და თვალები ისევ ზიზღით ამევსო. უხალისოდ მივტრიალდი და ეშმაკურად მომღიმარ გიორგის თვალი გავუსწორე. - როგორც ჩანს გასეირნება გადაწყვიტე. რა დამთხვევაა ჩვენც. - განაგრძო. "ესეც სრული ბედნიერებისთვის" გავიფიქრე და შევტრიალდი. ნამდვილად არ მქონდა მასთან კამათის თავი, მაგრამ ცუდი წინათგრძნობა მქონდა. ჩემი წინათგრძნობები კი თითქმის ყოველთვის მისრულდება. ესეც ასე ^_^ იმედია მოგეწონებათ. ბოდიში დაგვიანებისთვის, მაგრამ დიდი თავი მომთხოვეთ, ამიტომ შემაგვიანდა. მადლობა კომენტარებისთვის და ახლაც არ დაიზაროთ დაწერა ძალიან გთხოვთ <3 მიყვარხართ ^_^ პ.ს. გამიხარდება თუ დაწერთ თქვებს სურვილებს ქეთასა და უტას შორის ან მთელ ისტორიაზე. გავითვალისწინებ და ვეცდები დავაკმაყოფილო თქვენი მოთხოვნები ^_^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.