პიანისტი-თავი მეორე
თავი 2 –კლეილი, მოდი, მოდი.. სწორედ შენ გელოდებოდით.– არხეინად მიმიხმო სასტუმრო ოთახში კრისტოფერმა. მაღიზიანებდა ის ფაქტი, რომ ჩემს სახლში ის ასე თავხედურად იქცეოდა, რატომღაც ისეთი შეგრძნებაც კი მქონდა, რომ ამ თავისუფალი ქცევით მამაჩემის ხსოვნას აყენებდა შეურაცხჰყოფას. შუბლშეკრული შევედი მისაღებში და ამჯერად სრულიად უზრდელურად მოვიქეცი. ისე ჩამოვჯექი დივანზე კრისტოფერისთვის არც კი შემიხედავს. –გაიგებდით ახალ ამბავს, ლეისიტროპიის ახალი ოჯახის შესახებ – კრისტოფერმა ეს მარაზმატიკულად ცინიკური ღიმილი სახიდან მოიშორა და სერიოზულად დაიწყო ლაპარაკი. –იქნებ უფრო დეტალურად გამარკვიოთ, რა გინდათ ჩემგან, ჩემი ოჯახისგან და როდის შეწყვეტთ ვიზიტებს ჩვენს სახლში– ბრაზნარევი ხმით ვუთხარი ისე, რომ დედის რეაქციის შესამოწმებლად მისკენ არ გამიხედავს. –კლეილი– კრისტოფერმა მშვიდად დაიწყო, გამიკვირდა კიდეც რომ არ გამიბრაზდა. – იმ ოჯახს სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც მათ პატარა ქალიშვილს, რომელიც მუსიკის დიდი მოყვარულია დაეხმარება. შენ მასფორტეპიანოზე დაკვრა უნდა ასწავლო – მითხრა და რამდენიმე წამით გაჩუმდა, დრო მომცა ზემოთნახსენები გამეაზრებინა. –ჩვენთან რატომ მოხვედით?!–მკაცრად ვკითხე, რადგან ვხვდებოდი, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ იყო. კრისტოფერი ისეთი კაცი არ იყო, რომელიც ასე მარტივად აგვარებდა საქმეებს. აქ რაღაც უფრო ღრმა იდო, რომელიც საშინლად მაინტრიგებდა. –ამ ქალაქში ერთადერთი ადამიანი დედაშენია, რომელსაც შეუძლია ამ საქმეს თავი გაართვას. ჩვეულებრივი სამუშაო ნუ გგონია,გოგონი– უფრო მკაცრი ტონით მომმართა. – სერიოზული ოჯახია, წლებია, მათთან ურთიერთობა მაქვს და ვალდებული ვარ პატარა ვალიასთვის კარგი მასწავლებელი მოვძებნო. –თვითონ რატომ არ ეხმარებით?! –მე ფორტეპიანოს სპეციალისტი არ ვარ,კლეილი– მითხრა და გამიღიმა. – ამას სხვა ნიჭი უნდა, რომელიც ღმერთმა გარგუნა, მაგრამ შენი უგუნურობის გამო ვერ იყენებ. –სილვია, შენ რას იტყვი?– ჩემს თანდასწრებით პირველად მიმართა კრისტოფერმა დედას. დედა დაიბნა, ჩამქვრალ თვალებს აქეთ–იქით აცეცებდა, სიტყვებს ეძებდა, რომ წინადადება დაეწყო, მაგრამ თითქოს ბურთი ეჩხირებოდა ყელში... –წლების წინ უარი ვთქვი მომავალზე..ახლა არ შემიძლია ჩემს შვილსაც წავართვა არჩევანის უფლება...–ერთ წერტილზე მიშტერებულმა დედამ ისე წარმოთქვა ეს წინადადება, რომ ერთხელაც არ გამოუპარებია ჩემსკენ თვალი. დაჟინებული მზერით მივაშტერდი და ვცდილობდი რაიმე ამომეცნო მის დაბნეულ თვალებში. თითქოს ყველაფერსაც ხვდებოდა, მაგრამ ამავდროულად დამფრთხალი ბავშვივით ცდილობდა სიტუაციის მოგვარებას, მაგრამ აუღელვებლად. მისი გაწონასწორებული, მშვიდი ხასიათი აძლევდა იმის საშუალებას, რომ ასეთ მომენტებში სტაბილურობა შეენარჩუნებინა. დედაჩემი ჭკვიანი ქალი იყო, ყოველთვის პრაგმატულად მოქმედებდა. დედაჩემის სიტყვებით ნასიამოვნებ კრისტოფერს სახეზე ქარდაკრული ღიმილი გადაეფინა. მისი ეს თვითკმაყოფილება სასტიკად მაღიზიანებდა და სურვილი მიჩნდებოდა მისი საწინააღმდეგო გამეკეთებინა. სიჯიუტე მამისგან მხვდა მემკვიდრეობით წილად. დედისგან განსხვავებით, სიმშვიდის შენარჩუნება ხშირად მიჭირს. ათასი აზრით თავგამოტენილს ვერ მომეფიქრებინა რა უნდა მეთქვა. ამიტომ გადავწყვიტე შემდეგ სვლას კვლავ კრისტოფერისაგან დავლოდებოდი. მართლაც, სულსწრაფმა კრისტოფერმა ვეღარ მოითმინა და მომმართა : –კლეილი, ჭკვიანი გოგო ჩანხარ. დაფიქრდი, ეს შენი ნათელი მომავლის საწინდარია. თანაც, არ გინდა დედას ხელი წაახმარო? – ბოლო წინადადების მოსმენაზე მთლად ავწითლდი, ძარღვებში სისხლი ისე ძალუმად მიჩქებდა მეგონა ტვინში ჩამექცეოდა. გული სწრაფად, არათანაბრად მიცემდა და გახშირებული სუნთქვისაგან ნესტოები მიდიდდებოდა. –ოთხშაბათს უკვე აქ იქნებიან.დამიჯერე, კარგად გადაგიხდიან– ირონიული ღიმილით მითხრა და მშვიდად, აუღელვებლად მოსვა ჩაი. მისი ცინიზმით გაჟღენთილ მზერას მწყობრიდან გამოვყავდი. –მე ვთქვი, რომ არ დავუკრავდი! –შევეცადე დაბალი ტონით მეთქვა, მაგრამ მხოლოდ ის შევძელი, რომ კბილები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე და სიმწრით წარმოვთქვი ეს კატეგორიული წინადადება.– ჩვენს ოჯახში არავინ უკრავს!– უფრო მკაცრად ვთქვი, წამოვდექი და დაუმშვიდობებლად გავედი ოთახიდან. თავს საშინლად ვგრძნობდი, არ ვიცი ვინ იყო, რას წარმოადგენდა ან რა მიზანი ჰქონდა კსრისტოფერ კორლეონს, მაგრამ მე ის საშინლად მძულდა. ფორტეპიანო მამაჩემის დაღუპვის შემდეგ ჩვენს ოჯახში ტაბუდადებული თემა იყო. აქამდე არავინ შეხებია მას. არც დედას უთქვამს რაიმე, მამა დავკრძალეთ თუ არა, მეორე დღესვე მოიყვანა დედამ მუშები და სხვენში აატანინა. მას შემდეგ 6 წელია მტვრის სქელი ფენის გარდა მის ზედაპირს არავინ შეხებია. კრისტოფერის სითამამე მაგიჟებდა. ერთადერთი, რაც მინდოდა მისი სახლიდან გაგდება იყო. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ფორტეპიანოზე ფიქრითაც კი ვღალატობდი დედას, შეურაცხჰყოფას ვაყენებდი მამის ხსოვნას... მოზღვავებული ემოციებისგან დაღლილი საწოლზე მივწექი და მალევე ჩამეძინა. საღამოხანს გამეღვიძა. ერთხანს საწოლში ვიტრიალე,ძილის შებრუნება ვცადე, იქ ფიქრებისგან და იმ ქაოსისგან ვთავისუფლდები, რაც რეალურად ჩემს თავს ტრიალებდა. არაფერი რომ არ გამომივიდა ადგომა გადავწყვიტე. უცნაურად ვგრძნობდი თავს, ჩემი ყოველი მოქმედება, ყოველი მოძრაობა დადგმული, არარეალური, ხელოვნური მეჩვენებოდა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ვიღაც მმართავდა, მე მისი სპექტაკლის უბრალო მსახიობი ვიყავი. არ ვიცი ეს წინათგრძნობა იყო თუ უბრალოდ უსიამოვნო შეგრძნება ძილის შემდეგ, მაგრამ მას საკმაოდ მძაფრად შევიგრძნობდი. საწოლიდან რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და სარკის წინ (რომელსაც სიძველისგან ლაქები დამჩნეოდა) ავისვეტე. ვუყურებდი ჩემს წინ გამოსახულ გოგონას და საშინელი გაუცხოებას ვგრძნობდი, ყველაფერი ერთმანეთს ებმოდა და ახლა საკუთარი თავის ამოცნობაც კი მიჭირდა. სარკის წინ ტრიალი არასდროს მყვარებია, მაგრამ ახლა, რატომღაც დაჟინებით ვაკვირდებოდი გოგონას და მისი ყველა ნაკვთის, ყველა ნოჭის ამოცნობას, ან იქნებ შეცნობასაც – ვცდილობდი. საშუალო სიმაღლის, კახექსიურად გამხდარი გოგონა საცოდავად მიმზერდა სარკიდან. ძვლები მკვეთრად ეტყობოდა, მაგრამ სახეზე ღია ვარდისფრად შეფერილი პატარა ლოყები მაინც ემჩნეოდა. სახეზე ფერმიხდილი. თვალები ზედმეტად მიამიტური, დაბნეული მეჩვენებოდა. ზღვისფერ თვალებში ცეცხლის ალი სულაც არ ირეკლებოდა. არც სიცოცხლით ტკბობის სურვილი და არც სიხარულის ნაპერწკლები ჩანდა სადმე... უსიცოცხლო, უმეტყველო, ჩამქვრალი თვალებთ თითქოს უაზრო სივრცეში დახეტიალობდა. მის თვალებში ვერაფერს ამოიკითხავდი გარდა სევდისა, ღრმად რომ ჩაწოლილიყო მასში. ტუჩები მოკლე,მაგრამ სქელი. სიცივისგან დამსკდარი, ერთგან შუაზეც კი გახლეჩილიყო და წითელი შეფერილობა ზედ მიმხმარიყო. დაშაშრული ტუჩები დავისველე და ახლა თმა გადმოვიყარე მხრებზე. გრძელი, თხელი, ღიაყავისფერი თმა მკერდზე ჩამომეყარა. ხელი კიდევ ერთხელ მოვუსვი..რბილი მეჩვენა...მესიამოვნა. –კლეი–ოთახში ნაზი ღიმილით შემოვიდა დედა.– გაიღვიძე?– თბილად მკითხა. დედა ჩემთან ლაპარაკს აპირებდა, ეს აშკარა იყო. *** ის საღამო დედასთან საუბარში გავატარე. შეიძლება ითქვას, რომ კრისტოფერ კორლეონის შესახებ საკმაო ინფორმაცია მივიღე. ყოველ შემთხვევაში, იმდენი მაინც, რომ ცოტა დავმშვიდებულიყავი. როგორც კრისტოფერმა მითხრა, დედას და მას ერთად უსწავლიათ კონსერვატორიაში. დედა ფორტეპიანოს განხრით, ხოლო კრისტოფერი დრამის. ცოტა სასაცილოდაც კი მომეჩვენა, როდესაც კრისტოფერი, დახვეწილი, სოლიდური მამაკაცი დრამერად წარმოვიდგინე, მაგრამ ეს არ ყოფილა ერთადერთი, რამაც გამაოცა. თურმე, დედა და კრისტოფერი ახლო მეგობრები ყოფილან და რამდენიმე კურსელთან ერთად ბენდიც ჰქონდათ შექმნილი.ლექციების შემდეგ კრისტოფერთან იკრიბებოდნენ და ავტოფარეხში გადიოდნენ რეპეტიციებს. მათი ბენდი, ალბათ, წარმატებებსაც მიაღწევდა მამაჩემი რომ არ გამოჩენილიყო დედას ცხოვრებაში. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინება გადაწყვიტეს. დედა ბენდიდან წამოვიდა. ბენდი დაიშალა. როგორც დედამ მითხრა, მას შემდეგ კრისტოფერი ხშირად მოდიოდა ჩვენთან, დედასთან ერთად ძველ დროს იხსენებდა, მაგრამ ერთხელაც მოვიდა და დედას,მამას და მე გამოგვემშვიდობა. დიდ ქალაქში გადავდივარ, ერთ–ერთ გავლენიან ოჯახში სამუშაოდო. მაშინ დედას გაკვირვებია, კრისტოფერს არასდროს სდომებია მასწავლებლად მუშაობა, მას გაცილებით დიდი ამბიციები ჰქონია ყოველთვის (და სიმართლე გითხრათ, ეს არც გამკვირვებია.) მოკლედ, კრისტოფერი ლეისიტროპიიდან წავიდა. პირველი წლები დედასთან ჰქონდა მიმოწერა, იქაურ ამბებს მშრალად უყვებოდა, თითქოს რაღაცას მალავდა, აი აქაურს კი დაწვრილებით გამოიკითხავდა ხოლმე. დედას სთხოვდა, იმ ოჯახში სამუშაოდ ჩასულიყო, მაგრამ დედა, რა თქმა უნდა, უარზე იყო. დედა თავისეული შეფასებებისგან თავს იკავებდა, უფრო ინფორმაციის მოწოდებას ცდილობდა, ვიდრე არსებულის ანალიზს. ყველაფერს მშვიდად მიყვებოდა და მეც გულდასმით ვუსმენდი. მალე მათ შორის კავშირი გამწყდარა და აი, წლების შემდეგ კრისტოფერი დაბრუდა ახალი სამიზნით. ახლა მას მე ვჭირდები. –ლეისიტროპიაში ის ოჯახი ჩამოდის,რომელშიც კრისტოფერი მუშაობდა?– პირველი კითხვა, რომელიც ამდენხიანი დუმილის შემდეგ დედას დავუსვი ეს იყო. –არ ვიცი...–თქვა და ამოიოხრა..–წავალ მე, დავწვები...ხვალ დილით ადრე ჯიმი უნდა ჩამოვიყვანო ელ–ჯეიმიდან.(ელ–ჯეიმი ლეისიტროპიის მახლობლად მდებარე პატარა პროვინცია იყო, სადაც მამაჩემის მშობლები ცხოვრობდნენ. ელ–ჯეიმი გამოირჩეოდა თავისი ბუნებით.მთებში არსებული პატარა დასახლება ყოველთვის წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე. იქაური ჰაერი კარგად მოქმედებდა ჯიმის ჯანმრთელობაზე, ამიტომ დედას ხშირად მიყავდა მოხუცებთან და 2 კვირით მაინც ტოვებდა.) დილაადრიან წამოვდექი, წინა ღამით გამზადებული, დაუთოვებული ტანსაცმელი, რომელიც კუთხეში მდგარ ძელი ხის სკამზე იყო გადაკიდებული ჩავიცვი და ოთახიდან გამოვედი. დედა უკვე წასულიყო ელ–ჯეიმში. მეც ვისაუზმე და სახლიდან გამოვედი. სუსხიანი შემოდგომის დილა... ფანჯრები გარედან დაორთქლილიყო. ახლოს მივედი და ჩემი სახელი თითის რამდენიმე მოსმით დავცერე. შემდეგ, ჩემსავე ბავშურ საქციელზე გამეცინა, გამოვტრიალდი და გზა გავაგრძელე. ჩვენი სახლის უკან წიწვოვანი ხეებით სავსე ტყე იყო. გზას მივყვებოდი და უკნიდან ტყიდან გამოსული ნისლი თითქოს ჩრდილად მომყვებოდა. აქა–იქ მაღალი ხეების კენწეროებიდან თითო–ორალდ შემორჩენილი, თბილ ქვეყნებში გასამგზავრებლად გამზადებული ჩიტების ჭიკ–ჭიკიც მესმოდა. გზა, ძირს დაცვენილი წითელ–ყვითელი ფოთლების შრიალით მივიკვლევდი, ხალიჩასავით, რომ მოფენოდა მიწას. ირგვლივ შემოდგომის სურნელი იყო გამეფებული. გაშიშვლებულ ხეებს ტოტები უსასრულოდ გადაეხლართათ ერთმანეთში და ისეთ შთაბეჭდილებას მიქმნიდნენ, თითქოს ზამთრის ცივი დღეების ერთად გასატარებლად ემზადებოდნენ. მოკლე გზებით ცენტარმდე მალევე მივედი. აი, ცენტრიდან კი, სკოლის გუმბათი უკვე კარგად მოჩანდა. სკოლის შესასვლელთანვე, როგორც ყოველთვის ჯგუფ–ჯგუფად შეკრებილი მაღალკლასელები შეკრებილიყვნენ. სკოლაში შემსვლელებს აკვირდებოდნენ და აკრიტიკებდნენ. ღმერთმა იცის, რამდენჯერ გავმხდარვარ მათი განხილვის საგანი. სასაცილოა, ყველა მათთან მეგობრობას ცდილობს, მაგრამ რეალურად რომ დავფიქრდეთ, ისინი არაფრით გამოირჩევიან სხვებისგან. მათ თვითონ შეიქმნეს ეს იმიჯი და სწორედ ასე მოექცნენ სკოლის სათავეში. ადამიანები ყოველთვის თვითონ განკარგავენ თავიანთ როლს საზოგადოებაში. როგორადაც წარმოაჩენ საკუთარ თავს, ისე მიგიღებს ხალხიც. მაგრამ ჩემი შემთხვევა კი, უფრო საჩოთიროა.თეორიულად, ყველაფერსაც ვხვდები, მაგრამ პრაქტიკულად არაფერს ვაკეთებ თავის დასამკვიდრებლად. ესეც, ალბათ იმიტომ, რომ თავის დამკვიდრება არაფრად მჭირდება. ჩემთვის საზოგადოება ბრობასთან ასოცირდება, მათი აზრი კი უაზრო ლაყბობასთან. სწორედ ამიტომ, ლეისიტროპიის მოსახლეობა, როგორც საზოგადოება, რომელიც ნაწილად მეც ვითვლები, ჩემთვის უკანა ფლანგზე დგას. და მაინც, საზოგადოებაში თავის დამკვიდრებამდე საკუთარ თავში გარკვევა ჯობს, საკუთარი სურვილების და მიზნების გაცნობიერება. რამოდენიმე წლის წინ რომ გეკითხათ, რა გინდა ცხოვრებაშიო, დაუფიქრებლად გიპასუხებდით: „დაკვრა“– მეთქი. საკუთარი თავი მომავალში მხოლოდ ფორტეპიანოს წინ წარმომედგინა. მუსიკა ყოველთვის გეხმარება მაშინ, როდესაც გვერდით არავინ გყავს იმისთვის, რომ განუგეშოს. ხანდახან წამით დავფიქრებდი ხოლმე, მამის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი ფორტეპიანოსათვის, რომ გამეზიარებინა, იქნებ უფრო მარტივადაც გადამეტანა ყველაფერი მეთქი, მაგრამ დღეს და აქ, ამაზე ფიქრიც კი მაწითლებს. შუადღეს, სასადილოში, ჩემდა გასაკვირად, გვერდით მიმიჩი კრეკა მომიჯდა. უფრო მარტივად რომ ვთქვა, „ჭორიკანა მიმი“–სწორედ ასე მოიხსენებს მთელი სკოლა. ალბათ, არ არსებობს რაიმე, რაც მიმიმდე არ მისულა. მისგან ნებისმიერი ინფორმაციის გაგება შეგიძლია. მისი ლაპარაკის მანერა ყოველთვის ღიმილს მგგვრის სახეზე. სწრაფი,ძველი ლეისიტროპიული აქცენტი და თანდართული მისი მძლავრი ემოციების მიმიკური გამოვლინება. უმნიშვნელო ამბავსაც კი ისე არტისტულად მოგიყვება, თავს დამნაშავედაც კი იგრძნობ, რომ დილით, მიწაზე დავარდნილ ფოთოლს გვერდი არ აუარე. მიმიმ უნებართვოდ დაიწყო ლაპარაკი, კითხვასაც სვამდა და პასუხსაც მალევე აყოლებდა. ცოტახანში კი ყველაზე აქტუალურ თემასაც მიადგა, ახლოს მოიწია ჩემთან და ჩურჩულით მითხრა: ახალი ოჯახი ნაადრევად ჩამოსულა ქალაქში. წუხელ, ღამის 5 საათზე მისტერ ბრიმოვიჩს დაუნახავს. 3 მანქანით ჩამოსულან, უამრავი ბარგი ჰქონიათ თან. ვკვდები ინტერესით, ნეტავი როგორები არიან– ამბობდა მიმი და თან ტუჩებს იკვნეტდა. ამბობენ, ტუჩების კვნეტა ნერვიულობის ნიშანიაო, მაგრამ ნეტა ვიცოდე, მიმის რა ანერვიულებს. მიუხედავას იმისა, რომ მიმისნაირი ადამიანები ძალიან მაღიზიანებენ, მის ლაპარაკზე მაინც ყოველთვის მეცინება. „რა გაცინებს, ვითომ შენ არ გაინტერესებსო“–შემომიბღვირა, მე კი მხოლოდ მხრები ავიჩეჩე. სკოლიდან სახლში მოკლეებით დავბრუნდი და უკვე აღარც თქვენ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ეზოში კრისტოფერი დამხვდა. ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე და შემართებით წავედი მისკენ, მზად ვიყავი მისი ყველანაირი სარკასტული წინადადების მოსაგერიებლად, მაგრამ...ჩემდა გასაკვირად კრისტოფერი მეტად სერიოზული მომეჩვენა. –მოკლედ,კლეილი..–თქვა და ეზოს ხის სკამზე ჩამოჯდა.– არ მინდოდა ამ ხერხისთვის მიმემართა, მაგრამ სხვა გზა აღარ დამიტოვე..–თქვა და ვითომ ამოიოხრა, მისი ყალბი მიმიკები ჭკუიდან მშლიდა, ძლივს ვიკავებდი თავს, რომ გარეთ არ გამეგდო. ხმა არ ამოვიღე, კვლავ მას დაველოდე.. –შენი აზრით, შენს ოჯახს დამატებით შემოსავალი აწყენს?–მკითხა სერიოზული ხმით. სიცივისგან ცხვირი და ლოყები გასწითლებოდა.პირს გააღებდა თუ არა კი, ორთქლი გამოსდიოდა. ყინულივით ცივი, ცისფერი, უმეტყველო თვალები ჩემთვის შემოენათებინა და დაჟინებით მაკვირდებოდა. არ ვიცი საით მიჰყავდა საუბარი, მაგრამ უკვე მინდოდა მისგან თავის დაღწევა. კარგად გააზრების საშუალება არც კი მომცა და თემა გააგრძელა. –უკვე დიდი გოგო ხარ, კლეილი..დედას უნდა დაეხმარო.–მითხრა მშვიდად. ამ წამს საშინლად გავმწარდი, ვერ ვიტანდი, როდესაც უცხო ადამიანი ჩვენი ოჯახის პირად საქმეებში ერეოდა. –ეს თქვენ არ გეხებათ–ხმის კანკალით ვუთხარი. –სწორედაც რომ მე მეხება. უფრო სწორედ კი, ამ პრობლემის მოგვარება მეხება მე. –შეგვეშვით!!!ასე ძნელია?–თავი ვეღარ შევიკავე და სიტყვის ბოლოს ხმაც გამიწყდა. –კლეილი, შენი ძმა ავადაა, ნუთუ ვერ ხვდები, რომ დედაშენს მისი მკურნალობისათვის თანხები არ აქვს? როდის მორჩები მხოლოდ საკუთარი ინტერესებით ცხოვრებას? როდის მორჩები ამ ბავშურ ჭირვეულობას? ეგოისტობას? როდის მიხვდები, რომ დედას უნდა დაეხმარო? ეს ოჯახი გაცილებით მეტს გადაგიხდის ვიდრე წარმოგიდგენია. შემდეგ კი...იქნებ მოხდეს სასწაული და ჯიმი გადარჩეს კიდეც.– ეს თქვა, ადგა და უკან მოუხედავად გავიდა ეზოდან. დავრჩი კვლავ მარტო, დღის შუქზე მყოფი, მაგრამ გონებაში ჩაბნელებული. დაბნეული და შეშინებული. ახლა მხოლოდ ერთს ვხვდებოდი, კრისტოფერის სიტყვებმა გამანადგურეს. მას შესანიშნავად გამოსდიოდა ადამიანის თავისი ზეგავლენის ქვეშ მოქცევა. ის დღე ოთახიდან არ გამოვსულვარ.რამდენჯერაც დედამ შემოიხედა, იმდენჯერ თვალები დავხუჭე, ვითომ მეძინა. არავისთან არ მინდოდა ლაპარაკი. ფიქრებს მოეცვა ჩემი გონება და წყვდიადში მოვექციე. იქნებ კრისტოფერი მართალი იყო? იქნებ მთელი ამ ხნის მანძილზე ჩემი გონება ბურუსით იყო მოცული და არაფრის კეთებით დედას კი არ ვეხმარებოდი, პირიქით... მე ხომ მას სოლიდარობას ვუცხადებ? მაგრამ, სჭირდება კი მას სოლიდარობა? ჩემი საქციელი ეგოიზმს ჰგავს, მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ, მაგრამ ასეც რომ არაა?! მე ხომ ამას ჩემი სიამოვნების გამო კი არა, დედის, ჩვენი ოჯახის გამო ვაკეთებ. ის ღამე თეთრად, ფიქრებში და ცრემლებში გავატარე. მეორე დილას, ჩაშავებული უპეებით წამოვდექი. არ მინდოდა დედა რამეს მიმხვდარიყო და ამიტომ სახე მკრთალი მაკიაჟით დავიფარე. გავემზადე და პირველ სართულზე ჩავედი. ჯიმიმ დამინახა თუ არა ჩემსკენ გამოიქცა, ხელში ავიყვანე და მანამ ვაბზრიალე, სანამ თავბრუ არ დამეხვა, შემდეგ ორივენი დივანში ჩავეცით და ბევრი ვიცინეთ. ახლა მივხვდი, როგორ მომნატრებია. –კლეი, სკოლაში არ დაგაგვიანდეს, მოდი ისაუზმე– დედამ სამზარეულოდან გამომძახა. როდესაც ჯიმი სახლშია, დედა უფრო ბედნიერი მეჩვენება. როდესაც ხედავს როგორ ვთამაშობთ, როგორ იცინის ჯიმი–სწორედ მაშინ ვხედავ დედას სახეზე ღიმილს. მისთვის ახლა ჩვენზე მნიშვნელოვანი არაფერია, მხოლოდ ჩვენთვის, ჩვენით ცხოვრობს. მე ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ დედამ თავისი ცხოვრების ყველაზე ნათელი წერტილი არ დაკარგოს. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დედამ ჯიმი არ დაკარგოს. უხმოდ ვისაუზმე და შემდეგ სახლიდან გამოვედი. დღეს უფრო აგრილებულიყო, გამოსულმა ერთი კი ავიხედე ცაში, არემარეს გავუღიმე და შემართებით წავედი კრისტოფერის სტუდიისაკენ, რომელიც ჩვენს ქალაქში დააარსა. ეს იყო სტუდია–სადაც მე ლეისიტროპიის ახალი ოჯახის ქალიშვილს მოვამზადებდი. შენობაში უპრობლემოდ შევედი და შუშაბანდიანი ლიფტით პირდაპირ მე–5 სართულზე ავედი. ლიფტიდან გამოსულს, პირველივე კარი დამხვდა წარწერით : კრისტოფერ კორლეონი, დირექტორი. ერთი ღრმად ამოვისუნთქე და ურდული ჩამოვწიე. ოთახის მეორე ბოლოში მდგარი უზამრაზარი მაგიდის ერთ მხარეს ტყავის სავარძელში მოკალათებული კრისტოფერი იჯდა, მეორე მხარეს კი უცხო ადამიანი ზურგით. კირსტოფერს ჩემს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა. ვერ გეტყვით, რომ გაუხარდა, უფრო თითქოს დაიბნა და ვფიცავ, პირველად ვნახე ასეთი კრისტოფერი. მან უბრალოდ არ იცოდა რა ეთქვა, თითქოს ბურთი ყელში გაეჩხირა და სიტყვების წარმოთქმის უნარი წაერთვა. ხან მე გამომხედავდა ხან მის წინ მჯდომ ბიჭს. –კლეილი– ბოლოს ხველებით ამოიბლუყუნა. –თანახმა ვარ!–კარებიდანვე შემართებით, საკუთარ თავში დარწმუნებული ხმით განვუცხადე. –აჰ,მაჰ,ჰმ– კრისტოფერს ენა დაება. უეცრად მის წინ მჯდომი ადამიანი ფეხზე წამოდგა და შემოტრიალდა. მაღალი, გამხდარი ბიჭი გადაპარსული თმით. მწვანედ მოელვარე თვალებით და წითელი ტუჩებით. მის დანახვაზე ახლა მე დავიბენი. ის აქამდე არასდროს მენახა, უცნაური გრძნობა დამეუფლა და სასწრაფოდ მოვაშორე მზერა. კვლავ კრისტოფერს შევხედე და თითქოს თვალებით შევევედრე ეს უხერხული დუმილი დაერღვია. ბიჭს ცისფერი ჯინსი, თეთრი მაისური და კედები ეცვა. არ იცოდა, რომ წელიწადის ამ დროს ლეისიტროპიაში ძალიან ცივა? იქნებ სულაც არ იყო ლეისიტროპიიდან? ბიჭი უემოციო სახით მიყურებდა. ვერ გამეგო მის სახეზე ემოციები რატომ არ მონაცვლეობდნენ. –კრისტოფერ, მე წავალ– ბოლოს ხმა ამოიღო. არც ისე ბოხი, უცხო აქცენტით თქვა და ოთახი დატოვა. გვერდით ჩამიარა და ჩემს ირგვლივ თავბრუდამხვევი სურნელი დატოვა. –ესეიგი...–დაიწყო კრისტოფერმა.. ახლა მეც და ისიც საშინლად დაბნეულები ვიყავით. არ ვიცი კრისტოფერის დაბნეულობის მიზეზი რა იყო, მაგრამ მე ამ ბიჭმა ნამდვილად ჩამაფიქრა. –ესეიგი თანახმა ვარ ვიმუშავო!–გონს მოვედი, მე ახლა აქ სულ სხვა საქმისთვის ვიყავი. –ჭკვიანი გოგო ხარ კლეილი, მაგრამ ასე მალეც არ გელოდებოდი–გაიღიმა კირტოსფერმა და ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა. –მაგრამ მე აქ ვარ! –მშვენიერია, მაშინ კონტრაქტზე ხელი მოაწერე.– გამიღიმა და ფურცელი გამომიწოდა. სკამზე ჩამოვჯექი და ფურცელს გადავხედე. –კორსინგები?–ვიკითხე ხმამაღლა.– ეს ახალი ოჯახის გვარია? –გახლავს– ღიმილით მიპასუხა. –ვალია კორსინგი..ვალია კორსინგი–რამდენჯერმე გავიმეორე. –შენი პირველი მოსწავლე– კვლავ ღიმილით მიპასუხა. –გასაგებია– ვთქვი, ხელი სწრაფად მოვაწერე და წამოვდექი. –ხვალ, სკოლის მერე გელოდები. –ნახვამდის–ვთქვი და წამოვედი. მოგესალმებით.. იმედი მაქვს სკეპტიკურად არ შეხედავთ ისტორიას თუ შესავალი ან 'ა.შ' არ მოგეწონათ და ძალიან ძალიან დიდი მადლობა MYLOVEს და ხატულის, რომლებმაც ის დიდი შეფასებები დაწერეს მე რომ ასე მიყვარს.. ეს ისტორია დამთავრებული მაქვს და ამიტომ თავების "მალე" განთავსებაზე არანაირი პრობლემა არ არის. P.S გკოცნით და გეხვევით.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.