შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა მკვლელი (სრულად)


3-05-2015, 19:41
ავტორი once upon
ნანახია 6 361

-ნინა, მოდი, წამალს გაგიკეთებ! - უთხრა ქერა, ხალათში გამოწყობილმა, სრულმა ქალმა საშუალო სიმაღლის, შავ კულულებიან გოგონას რომელსაც არეული თვალები ჰქონდა. შეშინებული შეჰყურებდა ნემსმომარჯვებულ ექთანს. პირველად არ უკეთებდნენ წამალს მაგრამ ყოველ ჩხვლეტას ისე გრძნობდა, თითქოს პირველი ყოფილიყო, სამწუხაროდ ეს არ სრულდებოდა...
გოგონას თეთრ, სათუთ კანს კიდევ ერთი ნაჩხვლეტი მიემატა. ოდნავ დაიმანჭა, თვალები დახუჭა, მთელს სხეულში დაუარა წამლისგან გამოწვეულმა გაბრუებამ და იგრძნო რომ დაძალების გარეშეც ეხუჭებოდა თვალები. თეთრხალათიანმა საწოლთან მიიყვანა და შემდეგ თხელი საბანიც გადააფარა. გოგონას ძალა წაერთვა, მოითენთა და დაეძინა...
შემდეგ ყველაფერი თავიდან. კოშარი, ყვირილი, „წამალი“ რომელზე დამოკიდებულიც ისე გახდა, თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო. ბევრ ადამიანს მთელი ცხოვრება არ ჰყოფნის იმ ტკივილის გადასატანად, რაც მან 17 წელში მოასწრო, თუმცა არავისთნ ჯიბრში დადგომას არ აპირებს.
იღვიძებს და შეცვლილი არაფერია. ისევ თეთრია კედლები, ისევ დგას წამლების სუნი, ისევ სტკივა ხელი ნემსის გაუთავაბელი ნაჩხვლეტებისგან და ისევ ხედავს ნაცნობ სილურჯეებს მის სხეულზე. აქ ყველაფერი თეთრია. ფერწასული თეთრი. საწოლები, ხალათები, კედლები, იატაკი... ცხოვრება შავ-თეთრი მხოლოდ აქაა. მხოლოდ ეს ადგილი წყდება ფერადი ცხოვრების კანონებს და სითეთრეში იკარგება. ბევრჯერ უფიქრია, ეს ადგილი დედამიწიდან რამდენიმე სანტრიმეტრით გამოყოფილია და ამიტომ არის ყველაფერი უცნაურიო. ეს იმ ფიქრების მცირე ჩამონათვალიდან ერთ-ერთია, რომლის გააზრებასაც სიფხიზლეში ასწრებს. სიფხიზლე კი დღეში ნახევარ საათზე მეტს-ვერ აღწევს.
ასე მოსწონს კიდეც. სიკვდილის უფლებას არავინ აძლევს მაგრამ ცხოვრებას დღითი დღე უმოკლებენ. არავის ესაუბრება, უბრალოდ უყურებს. უმეტყველო მზერას აფრქვევს შავ-თეთრ ხალხს. ისინიც თეთრებში არიან გამოწყობილი. ისინიც არ არღვევენ ამ იდეალურ კონტრასტს. სითეთრეს მხოლოდ მისი ლურჯი თვალები არღვევენ. მისი ამღვრეული, ლურჯი თვალები რომლებიც თითქოს ანათებენ, არადა მათაც გასცრეციათ ტირილით ფერი. ახლა ტირილის ძალა არ აქვს. სიარულითაც ძლივს დადის. ისიც იმიტომ, რომ თავის თეთრ ციხეში მზე საერთოდ ვერ აღწევს.
ცხოვრებამ მისთვის აზრი დიდი ხანია დაკარგა... აქ კი ყველა მისნაირია. მისნაირი საშინელი წარსული ბევრს არ აქვს, მაგრამ მისნიაირი გამოხედვა აქვთ. უმეტყველო.
იცის, რომ „თეთრი ციხის“ ჭიშკარს მიღმა ცხოვრებაა. 16 წელი ზუსტად ამ ცხოვრებაში გაატარა. დამპალ, ტკივილით, ცრემლებით სავსე ცხოვრებაში რომელმაც ის გახადა რაც დღესაა. არჩევის დრო რომ დაუდგეს სიკვდილსა და ცხოვრებაში დაბრუნებას შორის, სიკვდილს აირჩევს. განა, რა, ახლა მკვდარი არ არის? არაბუნებრივად თეთრი კანი, ჩალურჯებებით, ლურჯი, უმეტყველო თვალები, ოდნავ აპრეხილი ცხვირი, ოდესღაც მუქი წითელი, ახლა კი ფერდაკარგული ვარდისფერი, თხელი ტუჩები, შავი, გრძელი, გაწეწილი თმა... ოდესღაც ძალიან ლამაზი რომ იყო, ახლა კი ძველი ეშხი სულ დაკჰარგვოდა და გაწეწილი, აბურდული ესვენა გამოყვანილ მხრებზე. ეს მხრები მოცეკვავეს ეკუთვნოდა, რომელიც ახლა საერთოდ აღარ არსებობდა. ისიც აღარ არსებობდა. ზომბს ჰგავდა რამდენიმე ზომით დიდ, თეთრ ხალათში.
ასეთად არ დაბადებულა.
ასეთად არავინ იბადება.
გიჟი ცხოვრებამ გახადა.
„შენ, ეს შენ გააკეთე“ - ყვიროდა დასახიჩრებული მამაკაცი და გოგონასკენ უფრო და უფრო ახლოს იწევდა.
„კარგად მიყურე, შენი, ბრალია, შენი ბრალია!“ - გოგონა კუთხეში შეყუჟულიყო, სახეზე ხელები აეფარებინა. გაურკვეველ ბგერებს გამოსცემდა. შიშისგან გულის გასკდომამდე სულ ცოტა აკლდა. მთელი ტანით კანკალებდა და როდესაც კაცი მას მიუახლოვდა, უეცრად სიბნელე სინათლემ ჩანააცვლა. საწოლზე წამოვარდა. შვებით ამოისუნთქა. „ეს უბრალოდ სიზმარი იყო, კიდევ ერთი უაზრო სიზმარი“-უთხრა საკუთარ თავს და ლოგინს დაენარცხა. მთელი სხეული სტკიოდა. კოშმარებს მიჩვეული იყო მაგრამ მაინც საშინლად ეშინოდა. წამოდგომს ძალა არ ჰქონდა. არაფრის ძალა არ ჰქონდა და არც ეს ხდებოდა პირველად. მოთმენით გაჰყურებდა მის მკლავზე ჩარჭობილ გამჭვირვალე ნემსს რომელიც წვეთოვანს უერთდებოდა და მის ორგანიზმში ვიტამინები შეჰყავდა. არ ახსოვს ბოლოს როდის ჭამა მაგრამ შიმშილის გრძნობა არ აწუხებს.
საწოლზე ზურგით დაწვა და თეთრ კედელს ააშტერდა. სცადა მის მიღმა რაღაც სივრცე დაენახა მაგრამ არ გამოუვიდა.. რა თქმა უნდა, არ გამოუვიდა. ეს არასდროს გამოსდიოდა.
თითქმის წელიწად-ნახევარია „თეთრ ციხეშია“ გამოკეტილი. აქ შემოსვლისას ჰქონდა პრობლემები საკუთარ თავთან მაგრამ მთლად გიჟსაც ვერ უწოდებდით. ბოლომდე გიჟი არც ახლაა, უბრალოდ წელიწად ნახევრის განმავლობაში, დღეში რამდენჯერმე დამამშვიდებლების გაკეთებამ ტვინი გამოუფიტა და ფიტულად აქცია. ძველი ცხოვრებიდან არაფერი ენატრება. კარგად არც ახსოვს. სიზმარს და რეალობას ერთმანეთისგან ძლივს არჩევს. აი, ახლაც, კედელს მიშტერებია და არ იცის სძინავს თუ ღვიძავს. ხანდახან განვლილი ცხოვრების ფრაგმენტები ამოუტივტივდება ხოლმე გონებაში. ის თუ როგორ ეხუტება დედამისი, როგორ აწყნარებს თავის და, როგორ ცეკვავს. მოგონებიდან ყველაზე მეტად ცეკვა მოსწონს და ენატრება. თავის დაზეც არ აქვს ცუდი მოგონებები, მაგრამ დედა ერთადერთია რომელიც მთელი გულით სძულს. ისე სძულს როგორც მთელი დარჩენილი სამყარო. საშინელია ყველა ზურგს რომ გაქცევს, მაგრამ ყველაზე უარესია როცა ეს დედაშენია. ფიქრიც სწორედ იმიტომ არ უყვარს, რომ უნებურად მასზე ეფიქრება, ეს კი, არ ვიცი რამდენადაა შესაძლებელი, მაგრამ სიზმრებზე მეტ ტკივილს აყენებს.
ექთანი რომ შემოდის მასთან, სწორედ ამით ხვდება რომ უკვე 9 საათია. წამლის დროა. სხეული მოსალოდნელი ჩხვლეტის მოლოდინში ეძაბება, თან ის ექთანი, რომელიც დღეს შემოვიდა მასთან, ყველაზე უხეშია და ნემსის გაკეთებისასაც ძალიან სტკენს.
-სხეული მოადუნე თორემ უფრო გეტკინება! - მკაცრად თქვა შავთვალებიანმა ქალმა. თვალები ადამიანის სულის სარკეა და მის თვალებშიც ჩანს მახინჯი სული. თითქოს არაფერი აინტერესებს რასაც აკეთებს. პაციენტები მისთვის სათამაშოები არიან. ეს გოგონას ძალიან აბრაზებს, თუმცა არაფრის გაკეთების თავი არ აქვს. ისევ ეხუჭება თვალები, სხეულში კი უცნაური შეგრძნება უვლის და ითენთება. ისევ ეძინება და ოცნებობს რომ სიზმარი არ ნახოს.
რათქმაუნდა ოცნება არ აუსრულდა. დასახიჩრებული მამაკაცი მისკენ მიიწევდა იმ წამს როდესაც დანა სახეზე უნდა დაესვა, ყვირილით გაეღვიძა. არც ახლა უტირია. სუნთქვა გაუხშირდა და თავი ხელებში ჩარგო. ღრმად ჩაისუნთქა და დამშვიდება სცადა... შემდეგ წამოდგა, თავისი ბნელი, მაგრამ მაინც თეთრი ციხის კარი გამოაღო და დერეფანში გავიდა. მწვანეთვალება, ასე 5-6 წლის გოგონას ხელში დასახიჩრებული, უთვალებო თოჯინა ეჭირა და გულში იხუტებდა, თან რაღაცას ჩურჩულებდა და ტიროდა. არ გაჰკვირვებია ასეთი ადამიანის დანახვა, ამაზე უარესებიც უნახავს, მაგრამ მერე რა? ეს ხომ საგიჟეთია! საგიჟეთი კი გიჟების გარეშე არ არსებობს!
დღეები ისე გადის რომ ხმას არ იღებს. ბევრს არ ფიქრობს, არ ლაპარაკობს. ხომ ვთქვი, თავს ადამიანად არ თვლის, ადამიანური ჩვევებიც სულ დაივიწყა. როდესაც რამეს ამბობს, საკუთარი ხმა ეუცხოვება. ხანდახან კი ოცნებობს იმაზე რომ ეს ცხოვრება იმდენად დამპალი არ იყოს რამდენადაც არის. მის ოცნებას ასრულება არ უწერია, ამიტომ ოცნებაც ბეზრდება. იცის რომ ეს დღე არაფრითაა განსხვავებული წინისგან და არც მომავალი იქნება მისგან რაიმეთი გამორჩეული. ამაზე ფიქრით დაუბრუნდა თავის ციხეს და შიგნით შევიდა. საწოლზე დაენარცხა და ლურჯი თვალები ისევ კედელს ააბყრო. მალე ნაცნობი ხმა მოესმა და შეშინდა, თვალები გაუფართოვდა, ლოგინში წამოჯდა, უნებურად დაეწყო კანკალი და მთელი ყურადღება მოიკრიბა რომ სიტყვები გაერჩია. „ჩემი შვილის ნახვა მინდა“ ამბობდა ქალის ოდნავ მკაცრი ხმა. ეს იმ ადამიანის ხმა იყო, რომელიც გოგონას წარსულის უდიდესი ნაწილი იყო და რომელიც წელიწადზე მეტი იყო არ გაეგონა. ხმის ავტორი მთელი გულით სძულდა. ბრაზით აივსო. „მაპატიეთ, მაგრამ თქვენს ქალიშვილს რთული მდგომარეობა აქვს, არამგონია თქვენი იქ შესვლა მიზანშეწონილი იყოს.“ - მოწიწებით უთხრა ექთანმა, თუმცა აშკარა იყო, ქალი დანებებას არ აპირებდა. „რას ნიშნავს არ გგონია ჩემი შესვლა მიზანშეწონილი იყოს? ჩემი შვილის ნახვა მინდა!“ - ბოლო სიტყვებზე ხმას აუწია. გოგონას ტანში გასცრა, მოიკუნტა, ფეხებზე ხელები მაგრად მოიხვია და მათში თავი ჩარგო. „თქვენთვის ვამბობ! მაცადეთ, ვკითხავ და ისე შემოდით. ეს საგიჟეთია, სასტუმრო კი არა!“ - არც ექთანი ჩამორჩა. ცივად უთხრა და გოგონას ოთახის კარი შემოაღო. თავი წამოწია, შეშენებული, ადრინდელზე ბევრად არეული თვალები ჰქონდა.
-ნინა, დედაშენს უნდა შენი ნახვა, შემოვუშვა? – სიტყვა დედის ხსენებაზე გული ზიზღით აევსო, ბრაზისგან მუშტები შეკრა და ძლივს გამოსცრა:
-არ გაბედოს აქ შემოსვლა! თუ შემოვა იცოდეს რომ ვერ გავა! ადამიანს პირველად მაინც არ მოვკლავ...
-კი მაგრამ...
-არ შემოუშვა! - დაიყვირა. აი, ამ წამს ნამდვილად ჰგავდა გიჟს. ექთანმა კედელთან მდგარი მაგიდიდან ნემსი აიღო, ის წამლით შეავსო და გაუკეთა. არ შეწინააღმდეგებია. იმ ქალის ნახვას ისევ კოშმარების ნახვა ერჩივნა...
ეს კოშმარი წინებისგან განსხვავებულია. მის წინ ნაცნობი შავთმიანი ქალი დგას ზუსტად მისნაირი ცისფერი თვალებით. ოღონდ, გოგონასგან განსხვავებით მის თვალებში ბოროტება ანთია. ხელში წვრილი, გრძელი დანა უჭირავს. გოგონას ეს დანა ეცნობა და ტანში ჟრუანტელი უვლის. ისევ კედელთანაა შეყუჟული და ისევ არაფრის გაკეთება არ შეუძლია. შიში იტანს. ქალი უახლოვდება, ეს დედამისია. დანას თვალისკენ უშვეს და ძლივს გასაგებად ამბობს: „ზუსტად ისე გაგიკეთებ, ზუსტად ისე!“ ..
კოშმარის შემდეგ ისევ საკუთარმა ყვირილმა გააღვიძა. თავი საშინლად სუსტად იგრძნო. იმაზე სუსტად ვიდრე ჩვეულებვრივ. ეძინებოდა მაგრამ ძილის ეშინოდა. ასეთი სიზმარი პირველად ნახა და იმედოვნებდა რომ უკანასკნელადაც. თავი უსკდებოდა, შუბლი ოფლის წვეთებით დაცვარვოდა მაგრამ საშინლად სციოდა. საბანი მაგრად შემოიხვია და მის პირდაპირ, შუშის მაგიდაზე დალაგებული წამლებისკენ გაიხედა. გაიფიქრა, ხომ არ ავიღოო მაგრამ შემდეგ გაახსენდა ის დღე როდესაც ეს პირველად გააკეთა და საკადრისიც მიიღო. არ აპირებდა ისედაც ცუდად მყოფი, უარესად გახდომას ამიტომ თავის აკანკალებული სხულის დაწყნარება სცადა და თვალები არაბუნებრივად გააფართოვა რომ არ ჩასძინებოდა.
ზუსტად 9 საათზე მასთან ექთანი შემოვიდა. თვალები კედლისთვის არ მოუშორებია. ისევ თავის სამყაროში იყო.
-გამარჯობა. - უთხრა შედარებით თბილი ხმით ვიდრე სხვები ეუბნებოდნენ და გაუღიმა. გოგონამ მზერა მას მიაბყრო. ექთანს შეწუხებული სახე ჰქონდა.
-ნინა კარგად ხარ? - არაფერი უთქვამს, თავი ნელა გააქნია.
-რა გჭირს, მითხარი...
-თავი... - ძლივს ამოთქვა გოგონამ და ტკივილისგან ამოიკვნესა. ასე ეგონა მის თავში დოლს უკარვდნენ.
-მოდი გაგიკეთებ დამამშვიდებელს და გაგივლის. - უთხრა ექთანმა და მაგიდიდან ნემსი აიღო.
მართალი აღმოჩნდა, თავის ტკივილი შეუწყდა. რამდენიმე საათში ურაზროდ დააბიჯებდა ბაღში და ზუსტად ასევე უყურებდა ადამიანებს რომელთათვის თვალის შევლებაც სამარისი იყო ვინაობის დასადგენად. ვიღაც გოგონა მიუახლოვდა და ხელი ხალათის ბოლოში ჩაავლო. ის გოგო იცნო, წინა დღით, თოჯინას რომ იხუტებდა და ტიროდა ის იყო.
-გამარჯობა... - ნაზი ხმით უთხრა მწვანეთვალებამ და სივრცეს გახედა.
-გამარჯობა...
-ძალიან ლამაზი ხარ. - ბავშვს გაეღიმა. ნინასაც. კარგა ხანი იყო არ გაეღიმა და ეუცხოვა შეგრძნება რომელსაც ადამიანი ღიმილის დროს გრძნობს.
მათი საუბარი მხოლოდ ამით შემოიფარგლა. მომდევნო დღეებშიც ასე იყო. ერთმანეთს უღიმოდნენ, გამარჯობას ეუბნებოდნენ და ჩუმად დადიოდნენ. ხანდახან ნინა ინტერესებოდა, რომელ არანორმალურს მოუვიდა აზრად ამ ანგელოზის აქ გამოკეტვაო, მაგრამ ახსენდებოდა რომ თავადაც უდანაშაულო თუ არა, საბრალო ბავშვი იყო რომელიც იქ დედამისმა გამოამწყვდია.

„ნინა, ნინა, ნინა“ ბედნიერად იმეორებდა ელენე გოგონას სახელს მას შემდეგ, რაც ის გაიგო. ბავშვს არ გამოჰპარვია ნინას ნაღვლიანი ღიმილი სიტყვა „ელენეს“ ხსენებისას.
ელენე მისი დის სახელი იყო..

გოგონას სიზმრებიც შეეცვალა. ბოლო რამდენიმე დღეა სიზმარში მის დას და პატარა, თოჯინიან გოგონას ხედავს. დასახიჩრებული კაცი მათკენ მოიწევს და ჯერ ერთს უსვამს სახეზე დანას და მერე მეორეს, როდესაც მისკენაც ბრუნდება, ყვირილით ეღვიძება..

ბოლო დღეებში პატარა ელენე სულ იმას უმეორებს, რომ გრძნობს რაღაც ცუდი მოხდება. პირობაც დაადებინა რომ არასდროს დაივიწყებდა. ვერ ხვდებოდა ნინა რაზე ლაპარაკობდა გოგონა, მაგრამ პირობა მაინც მისცა. როგორ უნდა დაევიწყებინა, იქიდან გასვლის შანსი ერთი იყო მილიონიდან და არც ამ ერთის გამოყენება უნდოდა.
„გთხოვ, მომისმინე. რაღაც მოხდება, რაღაცას აპირებენ! უნდა გადარჩე, ხო?“- ისეთი შეშინებული თვალებით უყვებოდა ამას ელენე რომ ოდნავ თავადაც შეშინდა. ბოლომდე არ სჯეროდა გოგონის ნათქვამის, ბოლოს და ბოლოს-საგიჟეთში იყვნენ.
ელენეს ამ სიტყვებიდან სამი დღის შემდეგ, ნინას გაღვიძებისას ძალიან დასცხა, სუნთქვაც გაუჭირდა, ბოლი დაინახა და დაფრთხა. ჯერ იფიქრა, სიზმარს ხომ არ ვხედავო, მაგრამ ეს სიზმარი არ იყო.
„თეთრი ციხე“ იწვოდა...


დაიბნა, ჯერ შოკში ჩავარდა, თუმცა მიხვდა რომ მოქმედება იყო საჭირო. ლოგინიდან უცებ წამოდგა და წამით შედგა. შენობა იწვოდა. ეს იმას ნიშნავდა რომ თუ აქ დარჩებოდა მოკვდებოდა მაგრამ თუ არ დარჩებოდა და გაიქცეოდა ცხოვრებაში დაბრუნება მოუწევდა. ცხოვრებაში, სადაც მხოლოდ შავი და თეთრი არ იყო, ცხოვრება რომელმაც ამდენი ატკინა, ცხოვრება რომელმაც აქამდე მოიყვანა. არა, არა, ამას ვერ გააკეთებს. სიკვდილის დიდი სურვილის მიუხედავად ცოცხლად დაწვა არ უნდა! არ იცის რა გააკეთოს. მის გულსა და გონებას ომი აქვთ გაჩაღებული მაგრამ დრო ძალიან ცოტაა. ბოლოს ისევ გულს ენდო და ფანჯარასთან სწრაფად მივიდა. იქიდან კარგად ჩანდა ნახევრად ჩამწვარი შენობა. ხალხის წივილი, ცეცხლის ენები რომელებიც ძალიან მალე მიაღწევდნენ გოგონას ციხემდეც... მეტი აღარ უფიქრია, არ იცოდა რას აკეთებდა მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის იპოვიდა გამოსავალს სიტუაციიდან. მეორე სართულზე იყო და არ გასჭირვებია იქიდან გადმოხტომა. მოცეკვავეობა აქაც გამოადგა თუმცა მიწაზე ფეხი დადგა თუ არა საშინელი თავბრუსხვევა იგრძნო. სუფთა ჰაერი არსად იყო, კვამლს უნებურად ისუნთქვა და გრძნობდა რომ თუ ასე მალე გააგრძელებდა, გაიგუდებოდა. ხველება აუტყდა, კვამლი მთელს ორგანიზმს უწამლავდა. წამოდგა და როდესაც ჭიშკრისკენ უნდა წასულიყო, თავში ნაცნობი მწვანე თვალები ამოუტივტივდა.
-ელენე, ელენე! - დაიწყო ყვირილი. -ელენეეე! -პასუხი არ ჩანდა... მისი დატოვება არ შეეძლო, ეს გოგონა ძალიან შეუყვარდა, ერთდერთი ადამიანი იყო რომელსაც თითქმის ორი წლის მანძილზე ნორმალურად ესაუბრა. ერთადერთი ადამიანი რომელმაც გაახსენა რა იყო ვიღაცის სიყვარული. ცრემლები უნებურად წამოუვიდა და ჭიშკრისკენ წავიდა, უკან ვეღარ დაბრუნდებოდა. ჭიშკრის გაღებით მასში ცხოვრების კარებს გააღებდა. იმ ფერადი ცხოვრების კარებს, რომელიც ასე საშინლად სძულდა. ხველებამ ისევ მიახვედრა რომ უნდა ეჩქარა. თავის ტვინის საღმა ნაწილმა თავის წამოწევა აიძულა და ჭიშკრით გარეთ გავიდა. ბნელოდა, ქუჩაში ციოდა, სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა, არ იცოდა სად. არ იცოდა რას აკეთებდა, ძლივს აზოვრნებდა. ხელები ტანზე მაგრად შემოეჭდო და კანკალის შეჩერებას ცდილობდა. შიშმა აიტანა, ღამეს ვერ იტანდა... ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ რომელიმე კუთხიდან ის დასახიჩრებული კაცი გამოხტებოდა და რამეს დაუშავებდა. ამას სინდისის ქეჯნა ემატებოდა. ელენე იქ დატოვა. ვერასდროს გაიგებდა ცოცხალი იყო თუ მკვდარი. ტირილი საშინლად მოუნდა. ერთადერთი მეგობარი ჰყავდა და ისიც დაკარგა. ისიც იფიქრა ხომ არ შევბრუნდეო, მაგრამ საგიჟეთს კარგად იყო გამოცილებული. არ იცოდა სად იყო, თბილისს არ ჰგავდა. აბა რა, ძვირფასი დედიკო სადმე შორს მოისროდა. გარშემო ვერაფერს და ვერავის ვერ ხედავდა. გზა სრულიად იყო დაცარიელებული. საშინელი სიჩუმე იყო რომელიც გოგონას კიდევ უფრო აშინებდა. დაახლოებით ნახევარ საათიანი სიარულის შემდეგ საშინელი დაღლილობა იგრძნო. იცოდა კიდევ ცოტას თუ ივლიდა, შუა გზაზე დაეცემოდა და სულს განუტევებდა და რა აზრი ჰქონდა ცეცხლმოკიდებული საგიჟეთიდან გამოსვლას თუ გზაში უნდა მომკვდარიყო? ან საერთოდ სად მიდიოდა? ისე ბნელოდა ვერაფერს არჩევდა. გზაზე მანქანის ხმამ კი შეახტუნა, დააფრთხო, მანქანა გაჩერდა. გოგონა კანკალმა აიტანა. სიჩქარეს უმატა, არადა ეს ძალიან დიდ ძალისხმევად დაუჯდა.
-ჰეი, ჰეი! -გაიგონა ახალგაზრდა ბიჭის ხმა და შედგა. ნელა შებრუნდა უკან. არანაირი იარაღი არ ჰქონდა რომ თავი დაეცვა, ბიჭის სახეს ლამპიონი ანათებდა. ოდნავ დაბნეული, კეთილი მზერა ჰქონდა მაგრამ იცოდა რომ უცნობების ნდობა არ შეიძლებოდა.
-დაიკარგე? ვინ ხარ? შემიძლია დაგეხმარო.. - უთხრა ბიჭმა და წინ წამოვიდა. გოგონამ უკან დაიხია, დაფრთხა, ძლივს გამოსცრა:
-მანდ დარჩი! -იმაზე ხმადაბლა გამოუვიდა ვიდრე ელოდა. ბოლის ყლაპვისგან ხმა ჩახლეჩოდა. ბიჭი გაჩერდა და ხელები აწია.
-ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ! - თქვა და გაეღიმა.
-რა გინდა?
-არაფერი, გზაზე მიმავალი გოგონა დავინახე რომელიც საშინლად გამოიყურება და ძლივს დადის. დახმარება მინდოდა. - ისეთი ტონით თქვა თითქოს ყველაფერი ისედაც ნათელი ყოფილიყო.
-ქალაქში მივდივარ, შემიძლია წაგიყვანო. - ნინა დაფიქრდა, ბიჭი დასახიჩრებულ მამაკაცს არ ჰგავდა მისი კოშმარებისდან. კეთილი ღიმილი და ლამაზი მწვანე თვალები ჰქონდა. სხვა გზა არ ჰქონდა, ისიც არ იცოდა სად მიდიოდა, ჯობდა ქალაქში წასულიყო და შემდეგ რამეს მოიფიქრებდა, თუ ამის ძალა ეყოფოდა..
-აბა? - ჰკითხა ბიჭმა და წარბი აწია. გოგონა ნელი ნაბიჯით წავიდა წინ. მანქანას მიუახლოვდა და მისი კარი გააღო.
-იმედია მკვლელი არ ხარ და ჩემს მოტაცებას არ აპირებ. - ჩაილუღლუღა გოგონამ და მანქანის სავარძელს მიეყდნო.
-ნუ გეშინია, მაგას ნამდვილარ არ ვაპირებ. - უთხრა წარბშეკრულმა ბიჭმა და მანქანას მძღოლის მხრიდან მიუჯდა. დაახლოებით 5 წუთის შემდეგ მიხვდა რომ გოგოს სახელი არ იცოდა და ისე ჰკითხა რომ გზას თვალი არ მოაშორა.
-რა გქვია? - ჰკითხა თუმცა გოგონას არ უპასუხია. უკვე ეძინა...
ქალაქში ცოტა ხნის შესულები იყვნენ როდესაც ნინამ თვალები გაახილა. გარემო არ ეცნო. კოშმარი არ უნახავს, გაუკვირდა. თავი სტკიოდა. ფანჯრიდან გაიხედა და ლამპიონებით განათებული თბილისი დაინახა. შემდეგ მზერა მის ‘მასპინძელზე’ გადაიტანა. ბიჭი გზას ყურადღებით უყურებდა. თითქოს მანქანაში კი არ იჯდა, თავის ოცნებებში დაფრინავდა.
-ბოდიში... ტელეფონი შეგიძლია მათხოვო? თუ გაქვს... - ჩუმად უთხრა. ბიჭი უცებ გამოფხიზლდა, ხელი ქურთუკის ჯიბისკენ წაიღო, იქიდან ტელეფონი ამოიღო და გოგონას გაუწოდა. ნინამ გამოართვა და თვალები მაგრად დახუჭა. ძალიან ცდილობდა ნომერი გაეხსენებინა, რაღაც გაახსენდა მაგრამ არ იცოდა სწორი იყო თუ არა. ტელეფონზე აკრიფა, დარეკა და ყურზე მიიდო.
-გისმენთ. - გაისმა გოგოს ნამძირალევი ხმა და ნინამ ძლივს უთხრა:
-ელე ნინა ვარ ახნის დრო არ მაქვს უნდა გნახო.



-ნინა, ნინააა! - დაიყვირა ელენემ ტელეფონში. გოგონას ატკივებული თავი უფრო სტკივდა.
-რა გაყვირებს, სად ხარ? არ გაბედო და ნინოსთან სიტყვა არ დაგცდეს!
-არა, არა! რას ამბობ. მეც ვერ ვიტან. მითხარი სად ხარ, მოვალ. - დაიბნა, თავადაც არ იცოდა სად იყო. ფანჯრიდან გაიხედა მაგრამ ვერაფერი იცნო, შემდეგ ისევ ბიჭს ჰკითხა.
-სად ვართ?
-ქალაქის ცენტრში ვიქნებით მალე. მითხარი სად გინდა მიყვანა და მიგიყვან.
-არა, სადმე ჩამომსვი. ასე ვერ შეგაწუხებ... - ჩაილუღლუღა გოგონამ და სულ დაავიწყდა რომ ტელეფონზე თავის დას ესაუბრებოდა.
-არაფერი მესმის ნინა რა ხდება? ეს როგორ ხდება? იქიდან როგორ წამოხვედი? - მიაყარა კიტხვები დამ.
შემდეგ გოგონამ გაიგო რომ ელენე ისევ მის ძველ სახლში ცხოვრობდა. ძველი სახლი საბედნიეროდ დედამისის სახლისგან საკმაოდ შორს იყო.
ბავშვობიდან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ დებს დედასთან. ელენე ნინაზე უფროსი იყო და ნინოსთან შეწინააღმდეგება შეეძლო, ნინა კი ამ დროს ჩუმად იჯდა და ბრაზს გულში იკლავდა. არასდროს უგრძვნიათ დედისგან განსაკუთრებული სითბო. ისე ექცეოდა, თითქოს მოვალეობას იხდიდა და რათქმაუნდა საკადრის პასუხსაც იღებდა. ქალიშვილებს ის არ უყავარდათ...
როდესაც მანქანა ელენეს კორპუსის წინ გაჩერდა, ნინა ბიჭს მიუახლოვდა რომლის სახელიც ჯერ კიდევ არ იცოდა.
-ძალიან დიდი მადლობა. არ ვიცი რით გადაგიხადო ის რაც ჩემთვის გააკეთე. - თქვა და მანქანის კარი გამოაღო.
-არაფრის, დარწუნებული ხარ რომ კარგად ხარ?
-მალე ვიქნები, იმედია. ნახვამდის. - ნინამ თავს ძალა დაატანა რომ გაეღიმა და მანქანიდან გადავიდა.
-ნახვამდისო იმას ეუბნებიან ვის ნახვასაც მომავალში აპირებენ. - ნინამ ღრმად ჩაისუნთქა და ბიჭს უემოციო სახით შეაჩერდა.
-კარგი მაშინ მშვიდობით!
-ნახვამდის. - ოდნავ ჩაეღიმა ბიჭს. ნინამ მანქანის კარი დახურა და სადარბაზოში შევიდა. იცოდა რომ საშინლად გამოიყურებოდა. თავი უსკდებოდა. მთელი სხეული სტკიოდა. არ ეგონა დედამიწაზე კიდევ თუ დარჩნენ იმ ბიჭისნაირი ადამიანები, გზაში სრულიად უცხო, გიჟ გოგოს მანქანას რომ გაუჩერებენ და მშვიდად მიიყვანენ სახლამდე.
მაგრამ სახლში რამდენად იყო, გოგონამ არ იცოდა.
ხელ-ფეხი აუკანკალდა როდესაც დის სახლის კარებს მიუახლოვდა და ზედ ნელა დააკაკუნა. უფრო მაგრად დაკაკუნების ძალა არ ჰქონდა.
-ნინა? მოვდივარ! - გოგონამ სირბილის და შემდეგ გასაღების გადატრიალების ხმა გაიგონა და ადამიანი დაინახა რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა. ცრემლები წამოუვიდა, ხელებგაშლილ დას ჩაეხუტა. მხოლოდ ახლა მიხვდა. მიუხედავად ამ სამყაროს სიდამპლისა, მაინც იყო მასში რაღაც კარგი მისი დის სახით.
-არ მჯერა, არ მეჩვენები, ხო? - უთხრა ელენემ და გოგონას სახე ხელებში მოიგცია.
-არა და სახლში თუ შემომიყვან მადლობას გეტყვი. - ელენე უკან დაიწია და სახლში შესვლა მოახერხა. გარემო მოათვალიერა. ბევრი არაფერი შეცვლილიყო...
-ნინა აქ როგორ აღმოჩნდი? - ჰკითხრა ელენემ მას შემდეგ რაც გოგონა დივანზე ჩამოსვა.
-ვიღაც... უცნობნა მომიყვანა. - ლაპარაკის ძალაც ეკარგებოდა. სიტყვები ძლივს გასარჩევად თქვა.
-კი მაგრამ საგიჟეთი? - სიტყვა „საგიჟეთის“ ხსენებისას თვალწინ ისევ ელენეს მწვანე, ნაღვლიანი თვალები დაუდგა რომლებიც ეხვეწებოდნენ, პირობა დადე რომ არ დამივიწყებო.
-დაიწვა და... ვაიმე, ელენე. - გოგონას ისევ აუტყდა ქვითინი. ძალიან ცუდად გრძნობდა თავს. იგრძნო როგორ დატრიალდა მის გარშემო ოთახი და როგორ დაეცა რაღაც რბილზე. შემდეგ ყველაფერი ბურუსმა მოიცვა.
გაღვიძებულს არც თავი სტკიოდა და არც კოშმარში ყვირილისგან ჰქონდა ხმა ჩაწყვეტილი. რბილ და თბილ საწოლში იწვა. კედლებიც შეცვლილიყვნენ. თეთრის ნაცვლად ღია ცისფერნი გამხდარიყვნენ.
კარს იქიდან ძლივს ესმოდა საუბარი. მალე მისი ოთახის კარი გაიღო და იქიდან შემომავალი ადამიანის დანახვისას ნინას თვალები წამოენთო, ხელი საწოლის გვერდით, ტუმბოზე მდგარ ლამპას მოჰკიდა და ერთი წამითაც არ დაფიქრებულა ისე გაუქანა დედამისს. ქალმა ლამპა აიცდინა, ხელში დაიჭირა და აათამაშა. ისევ ისეთი ცინიკური მზერა ჰქონდა როგორც ყოველთვის. ისეთი, არავინ და არაფერი რომ არ ადარდებს და „ძალით მზრუნველი დედიკოს“ როლს რომ თამაშობს.
-ელენე გაიტანე აქედან ყველაფერი წვეტიანი. - ცივი ხმით თქვა ქალმა და ისე რომ მისთვის თვალები არ მოუშორებია.
-რატომ, ძალიან გეშინია შენი ძმის გზას არ გაგიყენო? - იმაზე მშვიდი ხმით უთხრა ნინამ, ვიდრე თავად მოელოდა. სრულ პანიკაში იყო. ცახახებდა. „მისი ძმის“ ხსენებამ საშინელი მოგონებები ამოუტივტივა გონებაში და ხელები სახეზე აიფარა რომ კანკალი შეეჩერებინა.
-არა. შენ დახმარება გჭირდება ნინა. დახმარება, რომლის გაწევაც ჩემზე უკეთ არავის შეუძლია.
-მ ო გ კ ლ ა ვ ! - დაუღრიალა და ამაზე დიდი სიმართლე არასდროს უთქვამს.
მოკლავდა, მართლა მოკლავდა. მაგრამ ამჯერად არ ინანებდა.



-ჰო, დამამშვიდებლის გაკეთებამდე მომკლავ თუ მის შემდეგ? - დამამშვიდებლის სხენებაზე ნინას სხეული სხვა შეგრძნებამ მოიცვა. 2 წელია დამაშვიდებლის გარეშე ამდენი დრო არ გაუტარებია და მიხვდა რომ ძალიან სუსტად იყო. თუმცა ეს სისუსტე არანაირად არ შეუშლიდა იმაში ხელს რომ დედამისი მკვდრების სამყაროსთვის გაეყენებინა.
ქალმა ჩანთაში ხელი ჩაყო და იქიდან გამჭვირვალე შპრიცში, ნაცნობი თეთრი სითხე ამოიღო. გოგონას დააჟრჟოლა. არ იცოდა რა გაეკეთებინა.
-ელენე, ყოველთვის კარგად მისრულებდი დაპირებებს! - ჩაცინებით უთხრა თავის დას და ცინიკური მზერა ესროლა. ცდილობდა არ გამოეჩინა რომ საშინლად იყო.
-ბოდიში, ბოდიში დაიკო... - თქვა გოგონამ და დის საწოლს მიუახლოვდა, შემდეგ მისკენ ჩასახუტებლად დაიხარა. ნინა სწრაფად გაიწია.
-მომშორდით! - წამიერი სიჩუმის შემდეგ დაიღრიალა. ელენე შეხტა, ნინოს კი წარბიც არ შეუხრია.
-ხომ გითხარი, შენი ადგილი იქ არის და არა აქ... - მშვიდი ხმით უთხრა დედამისმა და მისკენ გადმოდგა ნაბიჯი.
-არ მომიახლოვდე, ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ, გაბრთხილებ! - გამოსცრა და საწოლის კიდეს აეკრა.
-ელენე გადი, მე და ჩემს შვილს სალაპარაკო გვაქვს. - ელენე ერთი წამით ნინას მიაშტერდა, შემდეგ კი თვალები სირცხვილისგან დახარა და ოთახიდან გავიდა.
გოგონას ნერვები უარესად აეშალა. მთელი გულით დაწყევლა საგიჟეთის დაწვის მიზეზი და თავის და რომ ენა ვერ გააჩერა. არა, მაინც როგორ ენდო? ნუთუ ამდენი ცხოვრებისეული გაკვეთილის შემდეგ ვერ გაიგო რომ და, დედა, ბიძა თუ ქუჩაში გამვლელი მისთვის ერთნაირ დონეზე უნდა მდგარიყვნენ? სასაცილოა, სრულიად უცნობმა ადამიანმა სახლამდე, უსაფრთხოდ მიიყვანა და იქ თავისმა ღვიძლმა დამ უღალატა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ამაზე ფიქრის არც თავი ჰქონდა და არც დრო. დედამისმა მისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა, ზუსტად მის ზემოდან აღმოჩნდა. ნინამ თავი უმწეოდ იგრძნო და ინატრა ნეტავ ყველაფერი მეჩვენებოდესო, ნეტავ მესიზმრებოდეს და მალე ყვირილით გამეღვიძოსო მაგრამ, არა... არ იღვიძებდა და რწმუნდებოდა რომ ყველაფერი რეალობა იყო, მწარე რეალობა.
-ნინა არ გაბედო ჩემთვის რამის დაშავება, არამგონია დამამშვიდებლებს იმდენად გამოეშტერებინე რომ წარსული დაგვიწყდებოდა. - არა, დედმისის საზიზღარ საქმეებს ვერანაირი დამამშვიდებელი და ნარკოტიკი ვერ დაავიწყებდა. სხეული გაეთიშა, მხოლოდ გონება უმუშავებდა, ისიც ძლივს. როდესაც ნინო მის გვერდით ჩამოჯდა და ხელით მის ფეხებს შეეხო, ისინი დენტარყმულივით წამოწია და მოკეცა.
-ნუ მეხები! - ქალს ჩაეცინა.
-სალაპარაკო გვაქვს, თუ არა და... - მზერა შპრიცზე გადაიტანა.
-შენი არ მეშინია!
-არ მესმის, რატომ გძულვარ? მე ხომ ის ადამიანი ვარ რომელმაც გაგაჩინა? - თავი მოისაწყლა ქალმა. ნინას რამის ხარხარი აუტყდა.
-ძაღლიც აჩენს, ქუჩაში. მაგრამ მგონი ძაღლს უფრო ადარდებს თავის შვილი ვიდრე შენ მე.
-ხუმრობ? სულ გაგიჟდი ნინა, ხომ? - დაუყვირა.
-ხო, ალბათ, საგიჟეთში ტყუილად არ გამომამწყვდიე! - არც თავად ჩამორჩა და უფრო ხმამაღლა დაუღრიალა.
-რათქმაუნდა ტყუილად არ გამოგამწყვტიე, ჭირვეულო გოგო! ბავშვობიდან საზიზღარი იყავი! და შემდეგ? შენ ძმა მომიკალი! ძმა მომიკალი! - ნინას სახეზე ფერი სულ დაეკარა. არა, ახლა არ უნდა დაეკარგა გონება.
თვალწინ დასახიჩრებული კაცი დაუდგა მისი კოშმარებიდან და შესანიშნავად იცნო მასში ბიძამისი.
-დაუმსახურებლად არაფერი მიქნია და თუ გგონია ვნანობ, ცდები! არასდროს არ დაფიქრებულხარ, მოსულიყავი და გეკითხა, რატომ მოვკალი? გაინტერესებს? აი ახლა სულ ფეხებზე რა გაინტერესებს და რა არა! დიდი სიამოვნებით გაგიყენბდი შენი არაკაცი ძმის გზას ჯოჯოხეთში! - გოგონამ ვერ გაანალიზა როგორ შეეხო ქალის უსიამოვნო, ციხი ველი ლოყაზე და როგორ გადავარდა ბალიშებზე. დედამისმა სილა გააწნა.
ვერაფერზე დაფიქრება ვერ მოასწრო, ისე მოუდუნდა სხეული და აეწვა მაჯა. თვალები დაეხუჭა და კოშმარებსი სამყაროში გადავიდა.
ყვირილით გაეღვიძა, მის ოთახში არავინ იყო, გაუხარდა. არაფერი აწუხებდა ამიტომ თავისუფლად წამოდგა და გარდერობიდან თავის ძველი ტასაცმელი გადმოიღო. შავი შარვალი, გრძელმკლავიანი ზედა და კედები ამოიცვა და საკყთარი თავი სარკეშიც შეათვალიერა. წამით გაშეშდა. კარგა ხანი იყო თავის თავი სარკეში არ ენახა. ბოლო ნანახიდან გამაღლებულიყო, გამხდარიყო, უფრო გათეთრებულიყო, ძველებური მხოლოდ ლურჯად მოელვარე თვალები ჰქონდა.
იმ სახლში ვერ დარჩებოდა. ვერ იქნებოდა თავის მოღალატე დის გვერდით, იმის შიშში რომ კარს დედამისი შემოუღებდა და ტყუილად დასცილებდა ცილს მკვლელობაში.
თითქოს თავად ანგელოზი ყოფილიყო.
ისიც მკვლელი იყო. მხოლოდ ამით დაემსგავსა ნინა მას... გოგოს ის უხაროდა, რომ მხოლოდ ამით და მეტით არაფრით. ერთი უვარგისის მკვლელობას როგორმე გადაიტანდა.



წვიმს და ელავს.
მეხის დაცემის ხმა გრუხუნად ისმის და ამას წვიმის ნელი, მელოდიური წკაპუნი ერთვის. ქუჩაში ნელა მიდის შავ ჟაკეთში გამოწყობილი, მხრებზე ხელებშემოხვეული გოგონა. სცივა, სტკივა, ეშინია. არ იცის სად მიდის, რატომ მიდის, საერთოდ, რა უნდა? ციხეში ყოფნის დროს ის მაინც იცოდა, რომ დამამშვიდებლები ნელ-ნელა ბოლოს უღებდა და ერთ მშვენიერ დღესაც, დასაძინებლად რომ დაწვებოდა თვალებს ვეღარ გაახელდა. ახლა კი ერთ დროს კაგრგად ნაცნობ, ახლა კი უცნობ ქალაქში მიაბიჯებს. დისგან და მშობლისგან გარიყულს არაფერი დარჩენია. თავი ყველაზე უმაქნისი, უზარო ადამაინი ჰგონია. ყველა ქუჩაში ხელგამოწვდილ მათხოვარზე დაბლა დგას. ყველაზე დაბლა დგას... გული ეკუმშება, თვალები ცრემლებით ევსება მაგრამ სწრაფადვე იწმენდს. „გაჩერდი ნინა, გაჩერდი, რას აკეთებ? ამდენი რამ გადაგხდა და ცრემლებიც ღვრა უნდა დაიწყო? ყველაფრიდან შეიძლება გამოსავლის მონახვა! როგორმე ამასაც გავუძლებ...“ გაიფიქრა და გარემო მოათვალიერა. შეკრთა. სასაფლაოს გზას ადგა. მიმართულება აღარ შეუცვლია. მამამისის საფლავს მიუახლოვდა თუ არა პირველი ცრემლი წამოუვიდა და მიხვდა რომ მისი ფიქრები ერთი დიდი უაზრობათა კონა იყო.
მომღიმარი კაცისკენ დაიხარა რომელსაც თვალები საფლავის ქვიდანაც კი კეთილად უელავდა. თვალები დახუჭა, სცადა გაეხსენებინა ის დღე როდესაც ეს თვალები ბოლოჯერ ნახა. ტვინის ერთ ნაწილში, მამამისზე ყველა მოგონება იპოვა და გაეღიმა.
მამამისი-აი ვინ იყო მისი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილი. მისთვის ერთადერთი ადამიანი იყო რომელზეც თავისუფლად იტყოდა რომ არასდროს უღალატებდა. ოჯახის წევრებისგან იმდენჯერ იგრძნო იმედგაცრუება...მაგრამ იცოდა რომ ამას მამამისი არასდროს იზამდა. ის რომ „მაშინ“ ცოცხალი ყოფილიყო „ისიც“ არ მოხდებოდა რაც მოხდა და ახლა შესაძლოა ნინა ყოფილიყო უბრალო გოგონა, რომელიც საატესტატოებისთვის ემზადება და წიგნებს თავს ურტყავს. რეალობა კი ისაა რომ ის 17 წლის ასაკში გახდა ერთდროულად მოტყუებული, გაწბილებული, იმედგაცრუებული, განადგურებული, გულნატკენი და ყველაზე „მაგარი“-პატარა მკვლელი.
მამამისის სიკვდილიც დედამისის სინსდიზეა. რა შესანიშნავი შეგრძენებაა როდესაც ხვდები რომ შენს ცხოვრებაში მომხდარ ყველა უბედურებაში ის ქალია დამნაშავე რომელმაც გაგაჩინა.
-მენატრები... - მხოლოდ ეს სიტყვა მოსწყდა გოგონას ათრთოლებულ ბაგეებს და თვალები მაგრად დახუჭა რათა ცრემლები შეეჩერებინა.
-გამორიცხულია! - მოესმა ხმა ზურგს უკან და დაფეთებული შეტრიალდა უკან. თვალი სასაფლაოსთან ახლოს, ხის ჯოხისკენ გააპარა და გონებაში თავდასხმის გეგმა შეადგინა იმ შემთხვევაში თუ უცნობი მასთვის ზიანის მიყენებას განიზრახავდა.
მაგრამ უცნობი? ხმა რომ ეცნობოდა?
შემობრუნდა და მისგან მოშორებით მდგარი ბიჭი დაინახა. იმ ღამეს სახე კარგად არ უჩანდა, მაგრამ მწვანე თვალები უჩანდა. სწორედ თვალებით იცნო ნინამ მისი უცნობი რომელიც იმაზე კარგად მოექცა ვიდრე ოჯახის წევრები ექცევიან სახლში.
-როგორც ხედავ, არა! - ჩაეცინა გოგოს. ბუნდოვნად ახსოვდა ბიჭის ბოლო სიტყვები. „მშვიდობით“ მაგივრად „ნახვამდის“ უთხრა.
-კიდევ კარგი ნახვამდის-თქო გითხარი. - ბიჭსაც გაეღიმა. წვიმაში ისევ ძლივს ჩანდა. გოგონასგან ნაბიჯი გადმოდგა და მათ შორის მანძილი შეამცირა.
-ნინა, ხო? - გოგონამ თავი დაუქნია.
-ჩემი სახელი არ გაინტერესებს? - ნინას ტუჩებზე ღიმილმა გადაურბინა. მხოლოდ ახლა შეამჩნია რომ ბიჭის სახელი არ იცოდა.
-არც კი გახსოვდა რომ არ იცოდი. -გაუკვირდა.
-მაპატიე. - უხერხულად ჩაილაპარაკა და თავი ჩახარა.
-აქ რა გინდა? - ჰკითხა მცირეხნიანი დუმილის შემდეგ ბიჭმა. ნინამ მხრები აიჩეჩა.
-ასე მგონია დროებითი დამუნჯება გჭირს! - სიცილით ჰკითხა. რა იცოდა რომ დღეები ისე გადიოდა, გოგონა ხმას არ იღებდა. რა გასაკვირია, რომ საუბარს გადაეჩვია. არ ესმოდა, რა ბედის ირონია იყო რომ როდესაც ყველა გამოსავალი ქრებოდა, მის ცხოვრებაში ეს ბიჭი ჩნდებოდა.
-მომესალმე, შენი შესასრულებელი შეასრულე. თუმცა შეგეძლო ესეც არ გექნა რადგან ვერც გიცნობდი, ახლა რატომ აგრძელებ ჩემთან საუბარს და რატომ არ მიდიხარ?
-იმიტომ რომ ადამიანებში კარგად ვერკვევი. შენნაირი კი პირველად შემხვდა. - ნინას ისევ მწარედ ჩაეცინა. რა თქმა უნდა, დარწმუნებული იყო რომ მისნაირი დედამიწაზე მხოლოდ ერთი იყო.
-მერე?
-შენნაირი პირველად შემხვდა-მეთქი. ვინ იცის, იქნებ უკანასკნელადაც! ისე როგორ წავიდე რომ არ გაგეცნო?
-ცდები თუ გგონია რომ ისეთი ვერ როგორსაც ფიქრობ.
-რა თქმა უნდა მივხვდი რომ ყველასგან განსხვავებული ხარ, ამიტომ ვაგრძელებ საუბარს. მერმუნე წვიმაში დგომა არ მეხალისება.
-კარგი... მერე?
-რა მერე? მგონი მიხვდი რომ სადისტი მანიაკი არ ვარ. მე კი მივხვდი რომ შენ მამა დაკარგე. თავიდან ბოლომდე სველი ხარ რაც იმას ნიშნავს რომ აქამდე ფეხით მოხვედი. წვიმაში ნორმალური ადამიანი არ გამოვიდოდა, შეიძლება იმ გოგოსთან, შენს დასთან, მანქანიდან რომ დაურეკე, პრობლემა შეგექმნა. გარდა ამისა, მე შენ ღამის 3 საათზე მოგიყვანე ქალაქიდან კარგად მოშორებული ადგილიდან, რომელიც ძირითადად სულ ტყეებითაა დაფარული. ტყის შუაგულში ერთი ცეცხლმოკიდებული საგიჟეთია. ვერ გეტყვი გიჟს გავხარ თქო, მაგრამ საგიჟეთიდან გამოქცეულს ნამდვილად. - ნინამ თვალები გადაატრიალა არადა ბიჭის დაკვირვებულობამ ოდნავ შეაშინა, ოდნავ კი გააკვირვა. - ახლა შენ თავს მაჩვენებ ვითომ ჩემით გაკვირვებული არ ხარ. ეს ტყუილია. გაკვირვებული ხარ, შეშინებულიც. ფეხზე ისევ ძლივს დგახარ, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არაა. შენს ადგილას სხვა გოგო დაიწყებდა „ვაიმეეე, რა მაგარი ხარ“ და ასე შემდეგ, მაგრამ შენ უბრალოდ დგახარ და არაფრისმთქმელი თვალებით მიყურებ. თვალებიც კი ყველასგან განსხვავებული გაქვს.
-ვერ გავიგ, ახლა რა უნდა გითხრა?
-არაფერი, უბრალოდ უნდა წამომყვე. თავს ძალიან ცუდად გრძნობ მე კი შენთან მეგობრობა მინდა.
-ჩემზე ამბობ განსხვავებული ხარო. შენ უცნაური ხარ. რატომ უნდა გავყვე უცნაურ ადამიანს?
-იმიტომ რომ ერთხელ უკვე გაყევი და მან სახლამდე მიგიყვანა.
-ოჰ, უამრავი მიზეზია! - თვალები დააბრიალა გოგონამ. მაგრამ გონებაში სწრაფად გადაამუშავა ინფორმაცია და ერთ დასკვნამდე მივიდა.
გამოსავალს ეძებდა და როდესაც გამოსავლის ძებნას იწყებდა, სულ ეს ბიჭი ეჩეხებოდა გზაში.
დასაკარგი არაფერი ჰქონდა. მის გაუბედურებულ ცხოვრებას, უფრო უარესად ვერავინ გააუბედურებდა.
-სად მივდივართ? - ჰკითხა მოულოდნელად. ბიჭს გაეღიმა. ტაში შემოკრა. თვალები ბედნიერებისგან გაუბრწყინდა.
-ჩემთან სახლში და სანამ რამე არანორმალურს იფიქრებ უბრალოდ სიტყვაზე მენდე ასეთი არ ვარ.
-გილოცავ, შენ არანორმალურ გოგო შეხვდი რომელსაც ცხოვრებაში დასაკარგი აღაფერი აქვს!
-ამ გოგოს უთხარი რომ მისი გაცნობა სასიამოვნოა. - გაეცინა ბიჭს. გოგონასაც გადაურბინა სახეზე ღიმილმა. ბიჭის გამოწვდილ ხელს ხელი შეაგება და გზას გაუყვა.
წარმოდგენა არ ჰქონდა რას აკეთებდა. ადამიანების უმრავლესობა მის საქციელს შემდეგნაირად შეაფასებდა: „პატარა, გამოუცდელი გოგო უცხო ბიჭს მიჰყვება სახლში! აბა, ეს საგიჟეთში ტყუილად იყო?“ მაგრამ ნინას არ ადარდებდა. აღაფერი არ ადარდებდა...
-აბა? - ჰკითხა ბიჭმა მას შემდეგ რაც საკმაოდ დიდ ბინაში შეიყვანა.
-რა აბა? - გაიკვირვა გოგონამ.
-ხომ გითხარი ადამიანებში კარგად ვერკვევი-მეთქი. შენი და მირეკავს რამდენიმე საათია. ტელეფონი ამიფეთქა. რაღაც მოხდა რამაც ასეთად გაქცია და რადგან ჩემს სახლში, მეგობრად მიგიღე, მაინტერესებს რა გადაგხდა. შენს თავზე მომიყევი! - ნინას ტანში გასცრა. ირონიულად გაეღიმა. რა თქმა უნდა, ბიჭი მისი წარსულის შესახებ გაიგებდა თუ არა სახლიდან ჩვარივით მოისვრიდა.
-კარგი, ნინა ვარ. და სანამ ბიოგრაფიულ შტრიხებზე დაგიწყებ საუბარს, უნდა იცოდე რომ ადამიანი მოვკალი. - ენა გონებას წინ უსწრებდა. ვერც კი გაიაზრა ისე წამოაყრანტალა მისი ცხოვრების ყველაზე ბნელი საიდუმლო უცნობის წინაშე.
-მე-ალექსანდრე. და ეგ იცი ეხლა ვის უთხარი? - სერიოზული სახით ჰკითხა ბიჭმა.
-ვის? - ხმა აუკანკალდა ნინას.
-გამომძიებელს. - და გოგონა რომელიც ცოტა ხნის წინ ფიქრობდა რომ ისედაც გაუბედურებულ ცხოვრებას უარესად ვერავინ გააუბედურებდა, კიდევ ერთხელ შეცდა.





გოგონა შეეცადა რომ ემოციები სახეზე არ გამოსახვოდა. როგორ მწარედ შეცდა როცა ეგონა რომ ეს უცნობი ბიჭი ერთადერთი იყო მის ცხოვრებაში რომლის ნდობაც შეეძლო. მის ცხოვრებას იდეალურობამდე მხოლოდ ციხეში ჩაჯდომაღა აკლდა.
ახსოვს, ერთხელ ამას ძლივს აცდა. ექიმებმა 15 წლის ბავშვი, რომელმაც ადამიანი მოკლა, ფსიქიკურად არანორმალურად ჩათვალეს და საგიჟეთში გაუშვეს. შესაძლოა არსადაც არ გაეშვათ, მაგრამ დედამისის სიტყვებმა: „მეშინია სხვებს საფრთე არ შეუქმნას“ მისი ბედნი გადაწყვიტა.
გადაწყვიტა და სრულიად მოუკლა ცხოვრება.
ზოგიერთი ადამიანი დაბადებიდან არის უბედური, ის კი დაბადებამდე უბედური იყო, რადგან დედამისის დამპალ სხეულში მოუწია 9 თვის გატარება.
-აბა, როდის მივდივართ ციხეში? - უდარდელი ხმით იკითხა მაგრამ მაინც აუკანკალდა ყბა.
-არსად წასვლას არ ვაპირებ. - ნინას ჩაეცინა.
-კარგი, კარგად. - თქვა და კარისკენ წავიდა მაგრამ შეჩერდა როდესაც ბიჭის სიტყვები გაიგონა.
-გაჩერდი. თავს მაჩვენებ ვითომ არ შეგეშინდა არადა ციხეში ჯდომას საგიჟეთში დაბრუნება გირჩევნია. შეიძლება შერლოკი გეგონო მაგრამ არ ვარ და უკანასკნელი ადამიანი ვარ რომელიც რამეს დაგიშავებს. შეგიძლია დაჯდე და დარწმუნებული იყო რომ შენს კითხვებს ვუპასუხებ. - ნინას ამ სიტყვების მოსმენისას თავისი აზრების რეალური ნაწილი გაახსენდა: „დასაკარგი არაფერი მაქვს“ და უკან შებრუნდა. ისევ დივანზე, ალექსანდრეს პირდაპირ დაჯდა და ოდნავ შეშინებული, ინტერესით სავსე მზერით მიაშტერდა.
-საიდან გაიგე ჩემზე ყველაფერი და არ გინდა სისულელეები, სერიოზულად. - კითხა და ხელები მუხლებზე დაიწყო. ბიჭს თვალებში შეაშტერდა. ის ოდნავაც არ დაბნეულა. წამით ჩაფიქრდა და უპასუხა:
-სერიოზულად? - ნინამ ურჩად დააქნია თავი.
-შენ ხარ ნინა აბაშიძე, დაიბადე 1998 წლის 15 სექტემბერს, თბილისში. დედა-ნინო ჭილაური, მამა-გაგა აბაშიძე. გყავს შენზე 2 წლით უფროსი და-ელენე. ნინა ბებიაშენის საპატივცემულოდ დაგარქვეს. ცუდი ურთიერთობა გაქვს დედაშენთან. მამაშენი გარდაიცვალა როდესაც 14 წლის იყავი და ეს ძალიან ცუდად გადაიტანე. ცოტა ხნით ცეკვასაც შეეშვი. ერთ დღესაც, 16 წლის რომ ხდბოდი რამდენიმე დღით დაიკარგე და შემდეგ ბიძაშენი, მამუკა ჭილაური მკვდარი იპოვეს თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში. ბიძაშენი მოკალი, ამბობდი რომ გაგიტაცა, გაწამებდა და ... მოკლედ ბრალის წაყენებას გიპირებდნენ მაგრამ განთავისუფლება გადაწყვიტეს, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტეს რომ ბავშვი რომელიც 16 წლისაც არ იყო, ციხეში არ უნდა ყოფილიყო. საკმაოდ ცუდად იყავი და საგიჟეთში გაგგზავნეს თბილიდან ოდნავ მოშორებით, იქ სადაც მე გიპოვე. ახლა, რა გინდა საყვარელი ფერი და საყვარელი სიმღერაც გითხრა?
ნინამ პირი დააღო, გაბრაზებით შეაჩერდა მის წინ მჯდარ, თვითგმაყოფილი ღიმილით და მოციმციმე თვალებით შემომყურე ბიჭს.
-ჯანდაბა... მოიცადე ფერიც იცი?
-კი...
-რომელია?
-ნუ გეშინია. გთხოვ, არ შეგეშინდეს. დედაშენი ნაგავი რომაა ვიცი. უბრალოდ გთხოვ, ჩემი არ შეგეშინდეს. -ისეთი დიდი გულწრფელობით ეუბნებოდა რომ თითქმის დაიჯერა.
-რთული იქნება... - ამოთქვა მცირეხნიანი დუმილის შემდეგ.
-შეუძლებელი არა, ნინა. წამოდი, შენს ოთახს განახებ. - ბიჭი წამოდგა და ნინა ოთახში შეიყვანა, რომელიც განსაკუთრებულ ფერში იყო მოწყობილი
ფერი, რომელიც ლურჯსა და მწვანეს შორისაა.
ის ფერი, რომელიც ნინას უყვარს.
ოდნავი ღიმილით გახედა კარში, გმაკოფილებისგან წარბაწეულ ბიჭს და მიხვდა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ის მას მაინც ენდობოდა...

და... ახლა რა? რა უნდა გააკეთოს? უკვე ძალიან დაიღალა მომავალ დღეზე ფიქრით. მის უაზრო ცხოვრებაზე ფიქრით. არ უნდა არავინ და არაფერი. უბრალოდ სიმშვიდე უნდა, მაგრამ სიმშვიდე იმ გრძნობათა უდიდეს ჩამონათვალში პირველია რომელსაც ვერასდროს იგრძნობს.
სხვა შეგრძნებაა, ხალხი რომ გეღადავება, მეგობარი, ოჯახის წევრი, მაგრამ, აი ცხოვრებაც რომ იწყებს შენზე ღადაობას, ეს უკვე ზედმეტია. გამომძიებლის სახლში, მისგან ერთი თხელი კედლით დაშორებულს რომ სძინავს და თან ბოლომდე მაინც რომ არ ენდობა, არა და იმ ბიჭმა მისი ყველაზე საზარელი საიდუმლო იცის!
ლოგინში ბორგვისგან დაიღალა და ახლა ღია მწვანე ჭერს აშტერებია. მასში ეს ფერი სულ სიმშვიდეს იწვევდა და ესეც ენატრებოდა თეთრ ციხეში ყოფნისას.
თეთრი ციხე, ხანძარი, ელენეს თვალები!
ჯანდაბა! როგორ ამოუვარდა თავიდან მისი ერთადერთი მეგობარი?! ისეთი თბილი იყო, ისეთი საყვარელი. იმ შავ-თეთრ სამყაროში, ერთადერთი სინათლის სხივი... ნინას თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა იმის გააზრებისას რომ დიდი ალბათობით, ეს სინათლის სხივი უკვე ზეცაში, ღმერთის ანგელოზად გცეულიყო....
გათენებისას ჩაეძინა.
პატარა ოთახშია, კედლები უცნაურ ფერშია გაწყობილი: მწვანესა და ლურჯს შორის. ოთახის კარი ჩაკეტილია, გოგონა კი ლოგინის კედეს აყრდნობია და ხელები შიშისგან უკანკალებს. მისკენ დასახიჩრებული მამაკაცი მიიწევს და უყვირის: „ეს შენ გააკეთე! ასე შენ მომექეცი“ ხელში დანა უჭირავს. პურის საჭრელი დანა, ზუსტად ისეთია როგორიც იმ ღამეს იპოვა გოგომ სიბნელეში. კაცი დანას გოგოს სახეს უახლოვებს და იმ წამს როდესაც უნდა დაუსვას, მას ყვირილში ეღვიძება...
-დაწყნარდი, ნინა მე ვარ, დაწყნარდი! - გაიგონა ალექსანდრეს ხმა და გაჩუმდა. მიხვდა რომ ყველაფერი უბრალო სიზმარი იყო და სირცხვილისგან ხელები სახეზე აიფარა. ლოყებიც აუღაჟღაჟდა წითლად. აქამდეც ბევრჯერ გაუღვიძია ყვირილით მაგრამ გვერდით არავინ ჰყოლია და არც არავის უცდია მისი დამშვიდება. ანერვიულებულს ოხვრა აღმოხდა.
-ნინა, ჰეი... - თქვა ბიჭმა ჩუმად და ხელები ნელა გადაუწია სახიდან. გოგონა უარეს დღეში ჩავარდა, მოიკუნდა და თავი ბალიშში ჩარგო. -არაა კოშმარის ნახვა სირცხვილი! - სიცილით თქვა. ნინამ წარბები შეკრა, რა აცინებსო და თავი ოდნავ წამოწია. -სხვათა შორის, თუ მომიყვები შეიძლება აღარ შეგეშინდეს. ვინმეთვის შენს კოშმარებზე მოგიყოლია? - ნინამ ნელა გააქნია თავი. ისევ ელენე გაახსენდა. ბავშვისთის ამაზე არაფერი უთქვამს, მაგრამ ალექსანდრეს თვალების დანახვისას სულ მისი ახსენდებოდა და გული ეკუმშებოდა. - ჰო და შეგიძლია მე მომიყვე! შესანშნავი მსმენელი ვარ და უმაგრეს რჩევებს ვიძლევი! - ნინას ირონიულად გაეცინა. აბურდული თმა ხელით ჩამოივარცხნა და წამოჯდა.
-ჩემი ამბავი რომ მოისმინო მოწყალებას გაიღებ და იარაღს და ერთ ტყვიას მომცემ.
-რატომ, დედაშენის მოკვლა გინდა?
-არა ვიგულისხმე.
-სისულელეა . მეც ბევრჯერ მიცდია. - ჩაიხითხითა და საწოლის კიდეზე უხერხულად ჩამოჯდა.
-მერე რა, რადგან აქ ზიხარ ესეიგი კარგად არ გიცდია. - ღიმილითვე უპასუხა ნინამ.
-ცდები, მე მოჩვენება ვარ! ეს სახლი კიდევ მკვლელი სახლია! მალე შენც მოკვდები და მე ამას დაგიმალავ! - დიდი აღტაცებით ამბობდა და ხითხითებდა, ნინა კიდევ წარბაწევით შეჩერებოდა. საერთოდ ვერაფერი ვერ გაიგო ალექსანდეს „ხუმრობიდან“
-სერიოზულად? არც შენ არ უყურებ სერიალებს? - უგმაყოფილოდ თქვა და სახე დამანჭა „დაბალი დონის“ ნიშნად.
-არ მითქვამს საგიჟეთში რამდენ ხანს ვიყავი? უკაცრავად, ვერ მოვასწარი! -თვალები გადაატრიალა გოგონამ. ბიჭმა ჯერ გაიკვირვა, თუმცა შემდეგ ჩვეული სახე დაიბრუნა და მწვანედ მნათე თვალებით მიაშტერდა ნინას. რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ, ძლივს ამოღერღა:
-ხო და... ადექი.
-რატომ?
-ეგ უნდა გამოვასწოროთ! სერიალების ამბავი ვიგულისხმე. თან რადგან შენთან მეგობრობას ვაპირებ თვითმკვლელობაზე მეტი საერთო უნდა გვქონდეს. - გაიღიმა ბიჭმა და ტაში შემოკრა. ამაზე ნინას გაეღიმა.
-მე გავალ. - წამოდგა. - და ჩემი დის ტანსაცმელში იმედია რამეს იპოვი. - ხელი გარდერობისკენ გაიწია და გახსნა. - რაღაც საშინელებებს იცვამს, იმედია შენს ზომას შეარჩევ! - თქვა და ოთახის კარი გამოაღო, გასვლას აპირებდა როდესაც ნინას ხმა დაეწია:
-მოიცადე, და გყავს? - აკანკალებული ხმით ჰკითხა. თუ ალექსანდრეს და ჰყავდა, ეს იმას ნიშნავდა რომ ის ნინას ნახავდა. გაუჩნდებოდა კითხვები იმაზე თუ ვინ იყო და რა უნდოდა მისი ძმის სახლში. აზრები გამომეტყველებაზე აშკარად შეეტყო, რადგან ბიჭმა სიცილით გადმოხედა.
-ნუ ღელაავ, ორი წელია ლონდონშია. - ნინამ შვებით ამოისუნთქა, ალექსანდრე კი ოთახიდან გავიდა...
მეგობრობა? იმაზე მეტად და იმაზე სწრაფად დაახლოვდნენ ვიდრე ნემისმიერი საუკეთესო მეგობრები დედამიწაზე. მთელი დღე ლეპტოპის წინ ისხდნენ და სერიალს უყურებდნენ. არა, ნინა უყურებდა, ალექსანდრე სულ ლაპარაკობდა და ყველა დაძაბულ მომენტში ამბობდა: „დაწყნარდი ეს ეჩვენება“ ან „ეხლა გული არ გაგისკდეს“ ხშირად აჩერებდა კიდეც სერიას და მომავალ სერიებზე უყვებოდა. ამაზე ნინა ბრაზდენოდა, მაგრამ მაინც აინტერესებდა.
მიხვდა რომ ამ ბიჭისთვის ნდობა შეცდომა არ იყო და იმედოვნებდა რომ როგორც ყოველთვის, ახლაც არ შეცდებოდა.
ნინას და კი არ ცხრებოდა. წამში სამოცჯერ რეკავდა ალექსანდრეს ტელეფონზე, ეს უკანასკნელი კი ნინას თხოვნით, აღებას არ აპირებდა...
ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა იქამდე, სანამ ერთ დღეს ალექსანდრემ არ შემოაღო მისი ოთახის კარები და უთხრა: „დედაშენი შენს საგიჟეთში დაბრუნებას ითხოვს. ცოტა ხნის წინ ყოფილა პოლიციაში....“

გაფითრდა, ხელები აუთრთოლდა. მიხვდა რომ მისი ხანმოკლე ბედნიერება იმაზე ხანმოკლე აღმოჩნდა ვიდრე მას ეგონა. მიხვდა, რომ შეიძლებოდა ისევ დაეუბრუნებინათ საგიჟეთში. იქ, სადაც ფერები ისევ დაიკარგებოდნენ. იქ სადაც ისევ სამუდამოიდ დაისადგურებდნენ შავი და თეთრი, იქ, სადაც არავინ იყო ცოცხალი და მთავარი... იქ გვერდით მწვანეთვალება, მხიარული ბიჭი არ ეყოლებოდა.
ვერც კი შეამჩნია როგორ გაშეშდა და როგორ წამოვიდა ალექსანდრე მისკენ. მოიხარა და გოგონას სახე ხელებში მოიქცია. ნინა თბილი თითების შეხებისას შეტოკდა. სულ ცოტა აკლდა ტირილის დაწყებისგან.
-არ დავუშვებ რომ რამე დაგემართოს. - ჩურჩულით უთხრა ბიჭმა. ნინას თვალებში უყურებდა და გოგოს შეეძლო დარწმუნებით ეთქვა, რომ ბიჭი არ ტყუოდა. - უბრალოდ ყველაფერი უნდა მომიყვე. - დაამატა მცირეხნიანი დუმილის შემდეგ. - შენი დაცვის მიზეზი უნდა მქონდეს და ეს მხოლოდ პირადი სიმპატია არ უნდა იყოს. - ნინას გულში იმედის ნაპერწკალი გაკრთა. ბიჭს თავი დაუქნია და სახიდან არარსებული ცრემლები მოიწმინდა.
-დედაჩემი საწადელს მაინც მიიღებს. არ აქვს მნიშვნელობა რას გეტყვი.
-მომისმინე, დაწყნარდი, ხომ მენდობი? - ნინა წამიერად შეყოვნდა თუმცა შემდეგ თავი დაუქნია. -ხომ გჯერა რომ ყველაფერს ვიზამ შენი სიმართლის დასაცავად? - გოგონამ იგივე ჟესტი გაიმეორა. - და ხომ ვართ მეგობრები? - ისევ... - სიმართლის დაცვას, მისი ცოდნა უნდა. ვიცი, რომ შენთვის ეს ძალიან ძნელია. ვიცი, რომ ძალიან მტივნეულია იმ დღეების გახსენება, მაგრამ მე თუ არ მეცოდინება რა მოხდა, ვერ დაგიცავ. თუ გეშინია რომ სიმართლის გაგების შემდეგ შენს მიმართ დამოკიდებულება შემეცვლება, იცოდე რომ არ არსებობს დედამიწაზე მიზეზი რომელიც ამის გაკეთებას მაიძულებს. - ალექსანდრეს ამ სიტყვებს ხანგრძლივი სიჩუმე მოჰყვა. თუმცა, შემდეგ ნინამ ძალა მოიკრბა და ხმა ამოიღო:
-15 წლის ვიყავი, მალე 16-ის გავხდებოდი. ცეკვა ძალიან მიყვარდა, ჰო და ცეკვიდან ვბრუნდებოდი. ზამთარი იყო, იანვარი იწურებოდა. 11 საათი იყო და უკუნი სიბნელე იდგა. თბილისი სულ დაცარიელებულიყო. მამა 1 წლის გარდაცვლილი მყავდა და ამისგან ტკივილს ჯერ ბოლომდე კიდევ არ გაევლო. დედაჩემი და ელენე იყვნენ წასულები სოფელში და სახლში მარტო ვიყავი. ამიტომ ჩემს გემოზე დავდიოდი სადაც და როგორც მინდოდა. ზუსტად ამიტომ ვბრუნდებოდი სახლში ასე გვიან. ძალიან ვიყავი დაღლილი და არაფრის თავი არ მქონდა, მარტო ის მინდოდა მალე მივსულიყავი და დამეძინა. სახლში რომ შევედი იქ... - გოგონამ ცახცახი დაიწყო. ალექსანდრე გვერდით მიუჯდა და ხელი ჩასჭიდა. ამან თითქოს ნინას შემართება მისცა, დაბალი ხმით, მაგრამ მაინც განაგრძო მოყოლა: -ბიძაჩემი დამხვდა. უცნაურად გამოიყურებოდა. რაღაცნაირად მიყურებდა, ოდნავ შემეშინდა კიდეც. გამარჯობა-თქო ვუთხარი და სახლის კარი ნელა დავხურე რომ შევბრუნდი ბევრი არაფერი დამინახავს, კეფაში საშინელ ტკივილი ვიგრძენი და გავითიშე. მე და იმ არაკაცს კარგი ურთიერთობა არასდროს გვქონია, მოვალეობის მოხდის მიზნით ვექცეოდი თავაზიანად და თავადაც ასე იქცეოდა. თბილი ჩემს მიმართ არასდროს ყოფილა. მოკლედ რომ გამეღვიძა.... - ნინას თვალები ევსებოდა, მალე ტირილსაც დაიწყებდა.
-აქ არაფერი იქნება ისეთი, რომელიც შენს შეძულებას მაიძულებს! გააგრძელე!
-რაღაც ბეტონის კედლებიან, ნესტიან ოთახში ვიყავი. ძალიან ციოდა და გარშემო ყველაფერი მტვრიანი იყო. სუნიც საშინელი იყო, რაღაც მკვდარი ვირთხის სუნს წააგავდა. სკამზე ვყავი მიბმული. ტანსაცმელი სულ მქონდა შემოხეული. - ცრემლებს კანკალიც დაერთო. - ნაცემი ვიყავი, ტანი სავსე მქონდა ჩალურებებით. ბევრი ჭრილობიდან სისხლიც მომდიოდა თუმცა არაფერი მახსოვდა. ბიძაჩემმა ჩემზე ძალა იხმარა, მცემა, სასიკვდილოდ დამტოვა. 15 წლის ბავშვს ასეთი რამ დამმართა. ერთ დღეს, არ ვიცი საღამო იყო, დილა თუ შუადღე, მოვიდა და კოცნა დამიწყო. ძალები მეტნაკლებად აღდგენილი მქონდა, ხელებიც გავიხსენი დიდი ძალისხმევის შედეგად. ტუჩზე ვუკბინე და ხელი ვკარი, სანამ ჩემზე წამოწევას მოიფიქრებდა, ხელში დანა მომხვდა. ეს გამიზნულად არ გამკეთებია, უბრალოდ ვერ ვაზროვნებდ. არ ვიცოდი რას და როგორ ვაკეთებდი. უბრალოდ ვგრძნობდი რომ თავი უნდა დამეცვა და ამ ნაბიჭვრისთვის რამე უნდა მომეხერხებინა. დანა სახეზე დავუსვ. არ დააყოვმა ხელები მხრებში მომკიდა და შემანჯღრია. ამ დროს ისევ მოვიქნიე სანა. თვალის ოდნავ წამოთ, საფეთქალთან ჩაესო. როდესაც სისხლი თქრიალით წამოუვიდა და ხელები გაუშეშდა... - გოგონას ცრემლებმა მხედველობა დაუბინდა, მაგრამ ბიჭის ხმა მაინც მკაფიოდ გაიგონა:
-გაჩერდი, საკმარისია!
-არა ალექსანდრე, არ არის საკმარისი! - ღრიალით თქვა გოგომ. - ამის შემდეგ პოლიციამ მიპოვა და გვამთან ერთად საავადმყოფოში გამაქანა. შემდეგ პოლიციაშიც. წინასწარი დაკავების იზოლატორში ვიყავი როდესაც დედაჩემი მომივარდა და იმის ნაცვლად რომ სრულიად განადგურებული გულში ჩავეკარი, უარესად გამანადგურა. სილები გამაწნა, მიღრიალა და ყველაფერი ასეთი. მიხვდნენ რომ ბიძაჩემის მკვლელობა თავდაცვა იყო და ჩემს გამოშვებას აპირებდნენ მაგრამ იცი ვინ თქვა მეშინია ჩემმა შვილმა სხვებს საფრთხე არ შეუქმნასო? ჩემი შვილი გიჟია და მეშინია რამე არ დამიშავოსო? დედაჩემმა! ქალმა რომელსაც არასდროს ვყვარებივარ. ქალი რომლის გამოც მთელი სიცოცხლე გამიმწარდა! და ეხლაც აგრძელებს მის გამწარებას... - ნინამ ტირილი და ყვირილი დაიწყო, მაგრამ ალექსანდრეს მკლავებმა გაჩუმება აიჩულეს. ბიჭი გულში იკრავდა და ხელს ნელა უსვამდა თმაზე. თან ჩუმად ჩურჩულებდა: „დაწყნარდი, დაწყნარდიო“
ამას ამბობდა იმის მიუხედავად, რომ იცოდა ეს მისთვის შეუძლებელი იყო.
ალექსანდრემ გაიაზრა რომ ამ გოგოში არ შეცდა.
ის არ იყო ისეთი როგორიც სხვები რადგან არავის ჰქონდა იმხელა ტკივილი ნანახი რამხელაც მას.
აქამდეც ცდილობდა მის დახმარებას, მაგრამ ახლა ზუსტად იცოდა
ყველა სიტუაციაში, ყველანაირად, ყველასთან და ყველგან-ის ნინას სიმართლეს დაიცავდა. არ აქვს მნიშვნელობა რატომ, უბრალოდ გოგონას წამებისთვის დედამისი საკადრისს მიიღებდა.
იმ წამებში, როდესაც იგი გოგოს გულში მაგრად იკრავდა, ხვდებოდა, რომ პატარა მკვლელის მიმართ მეგობრობაზე ოდნავ მეტს გრძნობდა.
ან-ოდნავ, ან კი-ბევრად მეტს.



ალექსანდრე სახლიდან მხოლოდ მას შემდეგ გამოვიდა, რაც დარწმუნდა რომ ნინა კარგად იყო. არ უნდოდა მისი დატოვება, მაგრამ სამსახურში უნდა წასულიყო.
არ ესმოდა ნინას დედის. როგორ შეიძლება იყო ასეთი გულქვა, როდესაც ასეთი საყვარელი, ლამაზი ქალიშვილი გყავს? როგორ უნდა გაიმეტო შენი პირმშო ამხელა წამებისთვის? რა თქმა უნდა, გასაგებია რომ უყვარდა თავის ძმა, მაგრამ როგორ დააყენა ნაგავი ძმა ქალიშვილზე მაღლა? არ იცოდა რას და როგორ, მაგრამ ის ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის რომ ქალი დასჯილიყო და ნინას ისევ გაეღიმა, ისევ ეცეკვა. დაბრუნებოდა ცხოვრებას და მასში დადებითი მხარეებიც დაენახა. მოცეკვავე ნინას წარმოდგენინას გაეღიმა, თუმცა თავის თავს შემოუძახა, რას ბავშვობო და გზას ყურადღებით გახედა.
განყოფილებაში ყველაფერი უცვლელი იყო. ყველა მისი კოლეგა ადგილზე იყო, თუმცა ერთმანეთს უცნაურად უყურებდნენ და საბუთებშიც უცნაურად იქექებოდნენ.
-აჰ, სან შენს საქმეს გადავხედე, ნინა აბაშიძეზე.... - დაიწყო თამუნამ მას შემდეგ რაც ის ადგილზე დაჯდა.
-დაელოდები ჩემს საბუთებში ქექვისთვის ტაშის დაკვრას თუ იტყვი რა გინდა? - უხეშად უთხრა ბიჭმა. გოგო გაინაზა, სახეზე წყენა დაეხატა და თვალები გადაატრიალა.
-რა მინდა და გუშინ ხო იყო მაგის დედა მოსული ხოდა უნდა რო საგიჟეთში გაგზავნოს.
-ვაიმე, რა თქვი თამ, არ ვიცოდიიი...- გაინაზა ალექსანდრე.
-უი მე, ხო არ შეილება შენთან სერიოზული ლაპარაკი. რა ნაგავი ქალია საწყალ გოგოს ესე როგორ იმეტებს.
-მარტო მაგის სათქმელად შემოხვედი?
-და ეს საკმარისი არ იყო?
-რისთვის?
-ლაპარაკისთვის.
-ღმერთო! - თვალები გადაატრიალა ბიჭმა. - მაგრამ შეგიძლია რამე ღირებული გააკეთო და მაგ ქალის ნომერი გამიგო.
-რად გინდა? - დაინტერესდა თამთა.
-შენ არ გაკითხებიან. გთხოვე-გააკეთე და თუ არ აპირებ გაკეთებას არ მაქვს პრობლემა! - მკაცრად თქვა.
-კარგი, ხო... - ნაწყენი ხმით ჩაილაპარაკა გოგომ, კარისკენ გაკაკუნდა და ის ხმამაღლა გამოხურა. ალექსანდრეს ხასიათს თითქოს ზუსტად ეს აკლდა. სავარძელში კომფორტულად მოეწყო, თვალები დახუჭა და ისევ მოცეკვავე ნინას წარმოდგენა სცადა. რეაქციას არ დაუყოვნებია, უცებზე გაეღიმა.
რამდენიმე წუთში ისევ გაიღო მისი კაბინეტის კარები და ისევ შემოკაკუნდა თამთა.
-რა იყო რას იღიმები შეყვარებული მერვე კლასელივით. - ალექსანდრეს ისევ მოუნდა რომ ქალს ქერა თქმა ღერა-ღერა დაეწიწკნა.
-ნომერი სადაა?
-ვაიმეეეე, მწარე სიტყვა გამიტარე? - პირი დააღო თამთამ მაგრამ ბიჭის სახის დანახვისთანავე მოკეტა. - ჰო, ნომერი შეგიძლია თავად კითხო. - ჩაიფრუტუნა გოგომ, კარიდან თავი ნახევრად გაჰყო და დაიყვირა: ქალბატონო ნინო, შეგიძლიათ შემოხვიდეთ.
ალექსანდრე სკამზე წერისერად დაჯდა და თვალი ნახევრად ღია კარისკენ გააპარა რომლისგანაც თამთა გავიდა, მაღალი, შავთმიანი, ცისფეთვალება ქალი კი უმოციო სახით შემოვიდა. ქალს პირველად არ ხედავდა, მაგრამ მხოლოდ ახლა შეამჩნია რომ ის ნინას ძალიან ჰგავდა.
-გამარჯობა. - თქვა ქალმა და ადგილი ალექსანდრეს მაგიდასთან მდგომი ორი სავარძლიდან, ერთ-ერთზე დაიკავა.
-გამარჯობა. - ბიჭი ცდილობდა ხმაში ქალის მიმართ ზიზღი დაეფარა რაც არც-თუ ისე გამოუვიდა.
-საჩივარი შემოვიტანე...
-დიახ, მახსოვს. თქვენი ქალიშვილის საქმეს გადავხედე. უფრო სწორედ, ეს საქმე მაშინ გადმომეცა, როდესაც იგივე საჩივრით პირველად, 2 წლის წინ შემოხვედით.
-დიახ, მაშინ ეს გააკეთეთ და მინდა ეს ახლაც გააკეთოთ! კი არ გთხოვთ, მოვითხოვ! - ქალმა ხმას აუწია.
-ჯერ ერთი, ტონს დაუწიეთ, გამომძიებელს ესაუბრებით და არა ქუჩაში გამვლელს და მეორე, ვერაფერს ვერ მოითხოვთ, პოლიციაში ხართ, შეგახსენებთ თუ დაგავიწყდათ. - იგივე ტონით უთხრა ალექსანდრემ. ქალს სახეზე გამომეტყველება აესახა. ზუსტად! ბიჭსაც ეს უნდოდა.
-ჩემი შვილის ხელა ხარ, ჰო და შვილურად მოგიდექი. - ცინიკური ღიმილი აიკრა ქალმა სახეზე.
-მეგონა თქვენი ქალიშვილი 17 წლის იყო. „შვილურად“ მოსადგომად მშობლები მყავს და თუ თქვენს შვილებს ყვირილით ესაუბრებით, გაითვალისწინეთ-მე თქვენი შვილი არ ვარ. ახლა საქმეზე გადავიდეთ. - მოკლედ მოუჭრა ბიჭმა. ქალს აფეთქებამდე ცოტაღა აკლდა.
-დააგმაყოფილებთ ჩემს მოთხოვნას თუ არა?!
-კარგი.. მოდით ასეთი რამ ვქნათ. -თქვა ალექსანდრემ და მაგიდაზე დახვავებული ფაილებიდან ის აიღო რომელზეც ნაცნობი ცისფერი თვალები დაინახა და გადაშალა.
-მინდა გავარკვიო ზუსტად რა მოხდა იმ ღამით, როცა ნინა აბაშიძეს შემოაკვდა მამუკა ჭილაური.
-აქ გასარკვევი არაფერია კი არ შემოაკვდა მოკლა.
-თქვენთან ამის გარჩევას არ ვაპირებ, რადგან გამომძიებელი ვარ, არც იმას ვაპირებ რომ უდანაშაულო გოგო საგიჟეთში ამის მიზეზს გარეშე გავუშვა.
-და მერე ვინ გითხრა რომ მიზეზი არ აქვს? - დაიღრიალა ქალმა.
-და რამდენჯერ უნდა გითხრა ნუ მიყვირიხარ მეთქი? - არც ალექსანდრე ჩამორჩა.
-მინდა რომ ჩემი შვილი დაისაჯოს! - ნინო ფეხზე წამოხტა და ახლა ისე განაგრძო ყვირილი.
-არავინ, არაფერს არ გააკეთებს მანამდე სანამ თავად არ დავკითხავ ნინა აბაშიძეს და ფსიქიატრი არ შემოწმებს მის მდგომარეობას, ისევ ჩემი მეთვალყურეობით!
-რატომ ერევით ამ საქმეში?
-ღმერთო ჩემო სკლეროზი ხომ არ გაქვთ? მე გამომძიებელი ვარ! სანამ არ გამოვიძიებ არანაირ გადაწყვეტილებას არ მივიღებ!
-და გამოსაძიებელს რას ხედავთ?
-რატომ უნდა მოეკლა 15 წლის გოგოს თავის ბიძა მიზეზის გარეშე? და როდესაც სასამართლომ მისი უდანაშაულობა აღიარა რატომ გაგაზვნა დედამისმა იგი საგიჟეთში? და რატომ უნდა ამის გაკეთება თავიდან?
-ღმერთო! - ამოტქვა ქალმა, ჩანთას ხელი სტაცა და კარისკენ წავიდა.
-თქვენც არ გაწყებთ გამოკვლევის ჩატარება, იქნებ ნინა კი არა თქვენ ხართ საგიჟეთში გასაგზავნი. - უკან დაადევნა ხმა ალექსანდრემ და ცინიკური ღიმილიც დაურთო. გაცეცხლებული ქალი და უცებ გავარდა ოთახიდან და ალბათ მალე შენობის კარებებსაც აგემებდა გამოჯახუნებს ძალას.
ყვირილის გამო ქალის წასვლის შემდეგ ალექსანდრეს კაბინეტს რამის მთელი განყოფილება ესტუმრა, მაგრამ მხოლოდ გიორგი გამყრელიძე-მისი საუკეთესო მეგობარი მიხვდა რომ ალექსანდრე გოგოს საეჭვოდ ზედმეტად იცავდა.
-რა მოხდა, ტო? - ჰკითხა მას შემდეგ რაც ბიჭის გაბინეტი ყველამ დაცალა.
-არაფერი. - იცრუა ალექსანდრემ მაგრამ იცოდა რომ სულ ტყუილად. გიორგი საკუთარ თავზე უკეთ იცნობდა. - რავი რა, უსამართლობაა უბრალოდ.
-იმდენი უსამართლობა ხდება საქართველოში, ყველაფრის გამოსწორებას აპირებ?
-არა რა. არ შემილია რო გითხრა ჩემი საიდუმლო არაა და ბოდიში. - ძლივს დაიძვრინა თავი...
დამღლელი დღის შემდეგ სახლში დაბრუნება ძალიან გაუხარდა. მით უფრო-როცა კარები ნინამ გაუღო. მიუხედავად ამისა, გოგოს თვალები ტირილისგან ჩაწითლებული ჰქონდა. ძალიან იყო ანერვიულებული.
-დაწყნარდი, რა მოხდა. კარგი ამბავი მაქვს ! - სახლში შევიდა და გაღიმება სცადა.
-რა ამბავი? - იკითხა გოგონამ. თავში საშინელი აზრების დიდი კორიანტელი უტრალებდა. ალექსანდრეს წასვლის შემდეგ ტირილის მეტი არაფერი უკეთებია.
-დღეს დედაშენ ვნახე და ისე გავაბრაზე აფეთქდა. - ხარხარი დაიწყო ბიჭმა, ქურთუკი გაიხადა და საკიდზე ჩამოკიდა. ნინას სახეზე გაურკვევლობა აღებეჭდა, წარბები შეკრა.
-მოიცადე, მოგიყვები ყველაფერს. - თქვა და მისაღებში შევიდა. ნინაც ნელა მიყვა უკნიდან. ბიჭი დივანზე ჩამოჯდა, ნინა კი მის პირდაპირ მოთავსდა.
-ყავა გამიკეთე და მერე გეტყვი რა...-ალექსანდრემ სათნო სახე მიიღო და ლამაზი თვალები მაცდურად დაახამხამა. ნინამ თავი ვერ მოთოკა და წამოიყვირა:
-კარგი, რა, ალექსანდრე! - ბიჭმა ისევ ატეხა ხარხარი.
-2 კოვზი შაქრით! - უთხრა და თვალი გააყოლა გაბრაზებულ გოგოს რომელიც სამზარეულოში შესასვლელი კარის მიღმა გაუჩინარდა. 5 წუთში კი ისევ გამოჩნდა ოღონდ ხელში ჭიქა ყავით, ბიჭს წინ, შუშის მაგიდაზე დაუდგა და უთხრა:
-მხოლოდ იმიტომ რომ მაინეტერესებს რა მოხდა!
-ხო, ნინ, შენც ლამაზი თვალები გაქვს. - ჩაიხითხითა და მოყოლა დაიწყო. ისე ზუსტად აღწერა ალექსანდრემ ქალის რეაქციები რომ ნინა მუცელზე ხელმოჭერილი ხარხარებდა. ალექსანდრეს ნინას სიცილის ხმა ძალიან მოსწონდა. ისე მიაშტერდა მოცინარ გოგოს, ვერც ჩეამშნია როგორ გაჩერდა ის.
-რამე მოხდა? - სერიოზული ხმით იკითხა გოგომ.
-კი... - სახე მოღუშა ალექსანდრემაც. ნინა წამოდგა, სიცილისგან ტანზე შემოჭერილი ტანსაცმელი გაისწორა და ალექსანდრეს მიუახლოვდა. აშკარად ანერვიულდა.
-რ-რა მოხდა? - გოგოს თვალებში ცრემლი უდგებოდა.
-ამ...
-რა? - აი, სულ რამდენიმე წამიც და ცრემლი ჩამოუგორდებოდა.
-ძალიან საყვარელი ხარ! - ხარხარი ატეხა ალექსანდრემ და ნინამ მსუბუქად გაარტყა მუშტი, თუმცა შემდეგ თავადაც გაეცინა.


2 დღის შემდეგ, შავთმიანი, ცისფერთვალება გოგონა შეშინებული სახით ზის რუხ კედლებიან ოთახში. წინ ფორმაში გამოწყობილი კაცი უზის რომელსაც ხელში ხმის ჩამწერი უჭირავს, უკან კი ბიჭი უდგას. გოგოსთან ახლოს მისვლა უნდა, მაგრამ იცის რომ ზემდეტი არაფერი უნდა გამოავლინოს.
-ესეც, ასე... გაგიტაცა, გცემდა, შენზე ძალას ხმარობდა... ასეა? - გოგონას მუშტები მაგრად შეეკრა, ცდილობდა კანკალი შეეჩერებინა თუმცა არ გამოსდიოდა.
-დიახ...
-და შემდეგ, ხელები როღორგაც გაიხსენი და როცა ცემას გიპირებდა თავდაცვისთვის დანა ჩაარტყი? - ნინამ ნელა დაუქნია თავი.
-შემოგაკვდა. გამიზნულად არ მოგიკლავს. უბრალოდ თავს იცავდი. გასაგებია, მადლობა, ნინა, შეგიძლია წახვიდე. - ნინა ნელა წამოდგა და ალექსანდრეს გახედა. ბიჭი გოგოს წინ გაუძღვა.
-სულ 2 წუთი დამელოდე. გავენთავისუფლები და მოვალ. - გადაუჩურჩულა ალექსანდრემ მას როდესაც გარეთ გამოიყვანა. უცნაურად იდგა პოლიციელებით სავსე დერეფანში და თავს დამნაშავედ თვლიდა იმის გამო რომ ის მკვლელი იყო ისინი კი ადამიანები რომლებიც მკვლელებს იჭერდნენ. თუმცა რა უკვირდა, გამომძიებელთან არ ცხოვრობდა?
ალექსანდრე ისეთი ადამიანი იყო, ნინა მის ხასიათში ყოველდღე ხედავდა რაღაც ახალს. ერთ წამს შეეძლო მოწყენილი ყოფილიყო, მეორე წამს კი ხმამაღლა ეცინა. ეს გოგოს ძალიან მოსწონდა. მოსწონდა რომ მის გარშემო ვიღაც იცინოდა და ამიტომ უნებურად თავადაც ეღიმებოდა. დედამისის აღარ ეშინოდა, ბიჭს ენდობოდა და იცოდა რომ ქალი მას ვეღაფარს დაუშავებდა. ხანდახან გონებაში ელენეს თვალები გაჰკრავდა და გული ეკუმშებოდა. ძალიან ენეტრებოდა პატარა გოგონა...
-ნინა? ნინა! - გაიგონა ნაცნობი ხმა ზურგს უკან და დენდარტყმულივით შებრუნდა. მის პირდაპირ, შემოსასვლელ კართან მისი და იდგა. მთელი სხეულით დაიძაბა და ინატრა ალექსანდრე მალე გამოვიდესო. არ იცოდა რა გაეკეთებინა. ჯანდაბა, მისმა დამ დედამისთან ჩაუშვა, ახლა თუ ბიჭთან ერთად დაინახავდა...
-ნინა, როგორ მომენატრე! - ბედნიერად თქვა გოგონამ და მის ჩასახუტებლად გამოიწია მაგრამ ნინამ ნაბიჯი უკან გადადგა და აირიდა.
-რა გინდა? - ჰკითხა დაბნეულად.
-რას ნიშნავს რა მინდა! სად ხარ? იცი როგორ ვნერვიულობდით შენზე?
-ნერვიულობდი’თ’ ვინ, შენ და დედაშენი?
-არა... არა... მაპატიე. - დიდრონი ცრემლიანი თვალებით შეხედა ელენემ. ნინამ მზერა მისი თვალებიდან სხვა რამეზე გადაიტანა რადგან იცოდა რომ გოგოს თვალები რაღაცა დამართებდნენ.
-ნინა წავედით? - გაიგონა ალექსანდრეს ხმა და გაუხარდა. შებრუნდა, ბიჭის გამოწვდილ ხელს ხელი შეაგება და კარისკენ წავიდა.
-მოიცადე, ნინა, ეს ბიჭი ვინაა? ასე ვერ დაგტოვებ! - დაეწია დის ხმა.
-ერთხელ უკვე დამტოვე ელენე, მეორედაც გაგიჭირდება. - თქვა უკანმოუხედავად და ალექსანდრეს მანქანისკენ მიჰყვა.
-ეს შენი დაა, ხო? - გოგომ თავი დაუქნია.
-ეტყობა ნანობს რაც გააკეთა.
-მე კი არ ვნანობ ის კაცი რომ მოვკალი. მაგრამ რომც ვნანობდე ვეღარ გავაცოცხლებ!- გაცეცხლებულმა ჩაილაპარაკა ნინამ და ღვედი შეიკრა.
-კარგი, რა. არ გვინდა ამაზე საუბარი. - თქვა და მანქანა დაძრა...
***
-ანუ, მამაშენი დედაშენმა მოკლა? - ეკითხება პოლიციელი გოგონას.
-დიახ, ჩემი თვალით ვნახე როგორ მოუჭირა მომაკვდავ მამაჩემს კისერში ხელები... - თქვა გოგომ და ცრემლი მოიწმინდა.
***
-ნინა, ნინა! - ბედნიერმა შემოაღო კარები ალექსანდრემ და უმეტყველო თვალებით შემომყურე გოგონას დანახვაზე უფრო გაეღიმა.
-რა მოხდა? - დაბნეული ხმით ჰკითხა გოგომ.
-ფსიქიატრმა დაადგინა რომ სრულიად ნორმალური ხარ. არსადაც არ წახვალ, არც თეთრ ციხეში, არც ვარდისფერში, არც შავში! - თქვა ბიჭმა და გოგოს რეაქციას წამითაც არ დაელოდა ისე ჩაეხუტა.
***
-სასამართლო ნინა აბაშიძეს თავისუფლად სცნობს!
გოგონამ ხელები სახეზე აიფარა და თავის უაზროდ ქნევა დაიწყო. არანაირად არ სჯეროდა რომ მან ეს შეძლო. რომ დედამისის მამამისის მკვლელობის გამო ისჯდებოდა. რომ ის თავისუფალი იყო. თავის უფალი! შეეძლო საკუთარი თავის განკარგვა. საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება. ცეკვის გაგრძელება!
მთელს სხეულში დაუარა ბედნიერების ჭრუანტელმა და თვალებამდე რომ მივიდა ცრემლებად გამოეღვენთა სახეზე. წამიერად დაივიწყა რომ თავის დამ უღალატა და მის გამოწვდილ ხელებს ხელები შეაგება. ელენე გულში მაგრად ჩაიკრა.
-ჩემი გოგო ხარ! ჩემი, პატარა გოგო! - ბედნიერად ამბობდა ელენე და დას თმაზე ხელს უსვამდა...
-მოიცადე, ალექსანდრე... - ჩაიდუდუნა გოგომ და დარბაზი მოათვალიერა. ვერსად მოკრა თვალი მას და წარბები შეკრა. ელენეს ძახილს ყურადღება არ მიაქცია და დარბაზი დატოვა. ჯიბიდან ტელეფონი ამოაძვრინა. ის, რომელიც ალექსანრემ ყოველი შემთხვევისთვის მისცა. კონტაქტებში ბიჭის ნომერი მოძებნა და დაურეკა.
ტელეფონის რეკა გაიგონა მისგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებითაც და დაუყოვნებლივ წავიდა იმ ადგილისკენ. ბიჭი ტელეფონს არ იღებდა, ალბათ იცოდა რომ ნინა მისკენ მიდიოდა.
დაინახა თუ არა ნინამ მისი მსხნელი, ბედნიერების ცრემლები იგრძნო სახეზე. ისევ აიფარა პირზე ხელი და გაბადრულ ბიჭს მიუახლოვდა. ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა, მისი თვალები იმაზე მეტს ამბობდნენ ვიდრე სიტყვები იტყოდნენ.
-ხომ ვთქვი, ჩემთვის ნდობა არასდროს ყოფილა შეცდომა! - წარბები აათამაშა ბიჭმა და მაცდურად დაახამხამა თვალები. გრძობდა რომ ასე ნინაზე ზეგავლენას ახდენდა და მართალიც იყო. ნინამ ხმადაბალი ხითხითი ამოუშვა. შემდეგ ბიჭს ხელი მოჰკიდა, თითის წვერებზე აიწია და ლოყაზე ფრთხილად აკოცა. ტანში ისევ დაუარა ჟრუანტელმა, ოღონდ ახლა სხვა რამის და ალექსანდრეს სწრაფად მოშორდა.
-მადლობა. - მხოლოდ ამ სიტყვით შემოიფარლა გოგონა, თუმცა იცოდა რომ ალექსანდრე მის სათქმელს იდეალურად გაიგებდა.
სახლში დაბრუნებისას იმდენად ბედნიერი იყო ნინა, არც აცადა ალექსანდრეს თხოვნა, ისე გაუმზადა ყავა.
-არა, არ არსებობს! - დაიწყო ყვირილი ალექსანდრემ როცა ნინა გაზქურასთან დაინახა. ნინა თავიდან შეშინდა, რა მოხდაო, მაგრამ შემდეგ მიხვდა და ხარხარი აუტყდა.
-ხო, რა იყო, ყველაფერი ხდება! - გაიღრიჭა გოგო და ყავა ჭიქაში ჩამოასხა.
როდესაც საღამოს, ალექსანდრემ ფილმის დამთავრების შემდეგ, კარადის კარი გამოაღო და იქიდან შინდისფერი ბოთლით აკოჰოლური სასმელი გადმოიღო, ნინა შეკრთა, რად უნდაო, მაგრამ სანამ კითხვას დასვამდა, ბიჭმა თავად უპასუხა:
-მოკლედ, ხომ უნდა ავღნიშოთ შენი გამარჯვება?
-ჩემი? ჩვენი! - გაეღიმა გოგონას და ბიჭს ჭიქა მოუჭახუნა.
ძალიან, ძალიან ბევრი დალიეს და კარგადაც შეთვრნენ. ხმამაღლა კისკისებდნენ სრულიად უაზრო თემებზე. მაგრამ როდესაც სანდრომ ნინასთვის ძალიან ნაცნობი და მონატრებული სიმღერა ჩართო და უთხრა, ეხლა თუ იცეკვებ ძალიან მაგრად ჩაგეხუტებიო, გოგომ ვერაფერი მოიმოქმედა. სახიდან ღიმილი მოიშორა. თითქოს წამში გამოფხიზლდა. ოთახის შუაგულში დადგა და თვალები დახუჭა. რითმი რომ შეიგრძნო, უნებურად გაშალა ხელები, გაასწორა წელი და იცეკვა...
2 წლის შემდეგ პირველად იცეკვა.
იმავე დღეს, მანამ სანამ ალექსანდრე თავის ოთახში შევიდოდა, ნინას გახედა და ჩუმად უთხრა, ძალიან მიყვარხარო...
ნინას გაეცინა, რა თქმა უნდა, მთვრალები იყვნენ და ეგონათ ამას სერიოზულად არ გულისხმობდნენ და უთხრა ‘მეცო’...
ეგონა რომ მეორე დილით არც თავად ემახსოვრებოდა ეს საუბარი და არც მას. სამწუხაროდ, საშინლად შეცდა.
თავი საშინლად უხერხულად იგრძნო მას შემდეგ რაც დილით ალექსანდრემ უთხრა, გუშინ არ ვხუმრობდიო.
შეუყვარდა? ვიღაცას შეუყვარდა? თან, ასე მალე, 2 თვეში, ნინა ალექსანდრეს შეუყვარდა?
ამას ვერასდროს ვერ წარმოიდგენდა. ვერანაირად ვერ იტყოდა რომ ბიჭი არ მოსწონდა, მაგრამ არანაირად არ ეგონა რომ ისიც ამას იგრძნობდა!
ჯანდაბა, ნინამ გაიაზრა რომ ალექსანდრეს მკვლელი შეუყვარდა და თავის თავი შესძულდა.
ბიჭისთვის არაფერი უპასუხია. თავის ოთახში შევიდა, კარი გადაკეტა, კალამი და ფურცელი აიღო, ერთი ცრემლი მოიწმინდა და არც ჩაფიქრებულა ისე დაიწყო მისმა ხელმა ფურცელზე მოძრაობა...

„ყოველთვის მინდოდა იმის გაგება თუ რა იყო ბედნიერება. თუ რას ნიშნავდა ცხოვრება ფერად სამყაროში, ცხოვრებაშიც ნათელი ფერებით. როდესაც „თეთრ ციხეში“ ვიყავი გამოკეტილი, არანაირად არ მეგონა რომ ოდესმე ამის გაგებას მოვახერხებდი. როდესაც დაგინახე, როდესაც სახლში სრულიად უცხომ, უსაფრთხოდ მიმიყვანე, მივხვდი რომ შენ, სრულიად უცნობმა ადამიანმა ჩემთვის ის გააკეთა რაც ბიძამ, დამ და დედამ არ გამიკეთეს. შენ ხარ ადამიანი რომელმაც მიმახვედრა რომ არ ღირდა ცხოვრებაში მხოლოდ მუქი ფერების დანახვა. როდესაც სასაფლაოზე შემხვდი, მითხარი რომ ყველასგან განსხვავებული ვარ. არც შემცდარხარ, თუმცა ერთი რამ არ იცოდი, შენც არ გავხარ სხვებს. ჩემი ცხოვრების ურთულეს პერიოდში გვერდით დამიდექი. ერთადერთი იყავი რომელიც ყველთვის მეხმარებოდა. ერთადერთი, რომელიც საკუთარ თავზე უკეთ მიცნობს. ახლა ძალიან ბანალური ვარ, მაგრამ სხვა გზა არც მაქვს. შენი წყალობითაა ახლა, ბედნიერი რომ ვარ და თავს თავისუფლად და მშვიდად ვგრძნობ. მეგონა სიმშვიდეს ვერასდროს მივაღწევდი, მაგრამ მივაღწიე, შენთან ერთად. ვიცი ჩემს მიმართ რასაც გრძნობ, ვერ მოგატყუებ და ვერ გეტყვი მეც არ ვგრძნობ იგივეს თქო, მაგრამ დადასტურებაც არ შემიძლია.
მე ხომ გოგო ვარ რომელმაც არ იცის სიყვარული რა არის.
მაგრამ შენ არ იმსახურებ რომ მთელი ცხოვრების მანძილზე გვერდით პატარა მკვლელი გყავდეს.
მივდივარ და იმედია გამიგებ.
მაგრამ რაც არ უნდა იყოს, იცოდე, ჩემი მხსნელი ხარ.
ნინა“


2 წლის შემდეგ
მაღალმა, შავთმიანმა გოგონამ გზაჯვარედინი გადაკვეთა და ქალაქის ცენტრში აღმოჩდა. ძალიან იყო ცეკვის ხანგრძლივი გაკვეთილით დაღლილი, მაგრამ ძველი ჩვევა ძალიან ენატრებოდა და უხაროდა რომ ისევ ცეკვავდა. ერთ ხელში ტელეფონი ეჭირა და ვიღაცას ეუბნებოდა:
„ხო ელე, მალე მოვალ, დიდ ელენეს უთხარი ძალიან არ დაიგვიანოს! მეც მიყვარხარ, კარგად.“
ის-ის იყო ტაქსის გასაჩერებლად ხელი უნდა აეწია, როცა მისი მოპირდაპირე ქუჩა ძალიან ნაცნობმა ბიჭმა გადაჭრა და მისგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით შეჩერდა.
-ნინა? - ბიჭს ხმაში აშკარა დაბნეულობა შეეტყო. გოგონასაც. შედგა, თვალებს ვერ უჯერებდა. 2 წლის მანძილზე არც-ერთხელ არ ენახა ალექსანდრე. ახლა აქ საიდან გაჩნდა?
-ალექსანდრე! - მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ჩაილაპარაკა. ძალიან დაიძაბა.
ბიჭი მისკენ წამოვიდა. ეგონა გადაკოცნიდა. მწარედაც შეცდა. ბიჭმა ნაძალადევი ღიმილი და პირიდან ძლივს ამოჩრილი სიტყვები აჩუქა:
-როგორ ხარ?
იგივე მდგომარეობაში იყო ნინაც. ერთი სული ჰქონდა იმ ადგილს მოშორებოდა.
-რა ვი, შენ?
-ჰო, მეც... - უხერხული სიჩუმე... ნინამ ძირს დაიხედა. ახლა მის ფეხებთან დავარდნილი ფოთლის ყურება უფრო სასიამოვნოდ მიაჩნდა ვიდრე ალექსანდრეს მწვანე თვალების.
-მაპატიე, სახლში მელოდებიან, უნდა წავიდე... - ძლივს თქვა და პასუხს არც დალოდებია ისე გაერიდა ბიჭს.
მხოლოდ ტაქსიში ჩაჯდომისას შეამჩნია მისი აჩქარბული გულის ცემა. ასე ეგონა გული ძვლების გატეხვას და გარეთ გადმოხტომას ლამობდა.
ამდენი ხანი გავიდა და ეს მაინც ხდებოდა.
ნინა ისევ გრძნობდა.
ალექსანდრე გაოგნდა როდესაც ასეთი გალამაზებული, მოწესრიგებული, უკვე ნამდვილ ქალად ჩამოყალიბებული ნინა დაინახა. უნებურად ამოუტივტივდა თავში წერილი, რომელიც ჯერ კიდევ ჰქონდა შენახული და გულში ჩხვლეტა იგრძნო. ძალიან ცივად ესაურნენ ერთმანეთს და შემდეგ გოგო გაერიდა.
ისევ წავიდა! ისევ გაიქცა და ისევ დატოვა!
საწოლში მთელი ღამე ბორგავდა. თვალს ვერ ხუჭავდა, მაგრამ როგორც კი გათენდა მაშინვე დაადგა გზას ნინას დის სახლისკენ. იმედოვნებდა რომ გოგონა ისევ იქ ცხოვრობდა.
მანქანაში დილის 8 საათიდან 10 საათამდე იჯდა, იმედიც ჰქონდა გადაწურული რომ ნინა გამოჩნდებოდა, მაგრამ შეცდა.
გოგონა კორპუსიდან დასთან და ვიღაც პატარა, მწვანეთვალება გოგონასთან ერთად გამოვიდა. ელენე და როგორც ბიჭმა გაიგო, პატარა ელენე, გადაკოცნა და გზატკეცილს დაუყვა. აქ ალექსანდრემ თავის თავს შეუძახა, აბა, მიდიო და მანქანა დაძრა. გოგოს გზა გადაუჭრა და მანქანიდან გადმოვიდა.
ნინას სახეზე დაბნეულობა აღებეჭდა, ნამდვლად არ ელოდა ბიჭის მეორედ ნახვას. ადგილზე შედგა და გაოცებული სახით მიაშტერდა მისკენ მიმავალ ალექსადრეს.
-აქ... რა გინდა? - ძლივს ამოიღო ხმა გოგომ.
-ერთხელ გითხარი, განსხვავებული ხარ და ისე ვერ გაგიშვებ თუ არ გაგიცანი-თქო და როცა გაგიცანი გავიფიქრე რომ შენს გაშვებას საერთოდ აღარ ვაპირებდი!
-მერე...?
-2 წლით შეგასვენე. - ალექსანდრემ ნინას თვალი ჩაუკრა, მასაც გადაურბინა სახეზე ღიმილმა.
უკვე აღარ აინტერესებდათ მომავალი და წარსული, რაგდან წარსულის შეცდომებზე დარდისა და მომავლის გეგმების დგენით, აწმყოს მცირე დროს უაზროდ ფლანგავდნენ...
----
იმედია მოგეწონათ ^.^



№1  offline წევრი kapasa

Mxolod erti sityva : genialiria

 


№2  offline წევრი ხატული♥

აუ შესანიშნავი იყო ძაან მომეწონა love

 


№3  offline წევრი ♛ Елена ♛

ამ საიტზე ძალიან ბევრი მოთხრობა მაქვს წაკიტხული მაგრამ განსაკუტრებულად მომწონდა მოთხრობა: "გვერდი-60 სიტყვა-მიყვარხარ... არ მეგონა ისეთი მოთხრაბა თუ დაიწერებოდა რომ ამ მოთხრობას გაუტოლდებოდა და ძAლიან მომეწონებოდა მაგრამ მინდა გითხრა რომ ძალიან კარგი მოთხორობა გაქვს დაწერილი და ძალიან მომეწონა.რთული ნამუშევარია მაგრამ აზრობრივი და ჩამოყალიბებული...ერთადერთი რაც ამ მოთხრობაში არ მომეწონა ის არის რომ რამოდენიმეჯერ იყო მწერლის ჩართვა და ფრჩხილებში ჩაწერილი "ფშშ 6000სიტყვა" და ასეთი რაგაცეები :დ :* :* კარგი გოგო ხარ ძალიან <3

 


№4  offline ახალბედა მწერალი once upon

♛ Елена ♛
ამ საიტზე ძალიან ბევრი მოთხრობა მაქვს წაკიტხული მაგრამ განსაკუტრებულად მომწონდა მოთხრობა: "გვერდი-60 სიტყვა-მიყვარხარ... არ მეგონა ისეთი მოთხრაბა თუ დაიწერებოდა რომ ამ მოთხრობას გაუტოლდებოდა და ძAლიან მომეწონებოდა მაგრამ მინდა გითხრა რომ ძალიან კარგი მოთხორობა გაქვს დაწერილი და ძალიან მომეწონა.რთული ნამუშევარია მაგრამ აზრობრივი და ჩამოყალიბებული...ერთადერთი რაც ამ მოთხრობაში არ მომეწონა ის არის რომ რამოდენიმეჯერ იყო მწერლის ჩართვა და ფრჩხილებში ჩაწერილი "ფშშ 6000სიტყვა" და ასეთი რაგაცეები :დ :* :* კარგი გოგო ხარ ძალიან <3

vaime! gamomrcha gasworebisas xDDDD dzalian, dzalian didi madloba

 


№5  offline წევრი mariam m.k

Meore istori sheni romelic wavikitxe da orive zalian momewona albat sxva istoriebsac wavikitxav tanac didi siamovnebit!?!?!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent